1 00:00:07,158 --> 00:00:10,923 თუ ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება შოკოლადის გარეშე, 2 00:00:10,923 --> 00:00:15,782 გაგიმართლათ, რომ მე-16 საუკუნემდე არ დაიბადეთ. 3 00:00:15,782 --> 00:00:19,450 ამ დრომდე შოკოლადი არსებობდა მხოლოდ მეზოამერიკაში, 4 00:00:19,450 --> 00:00:22,305 თუმცა, ბევრად განსხვავებული სახით. 5 00:00:22,305 --> 00:00:24,685 ჯერ კიდევ ძვ.წ. 1900 წელს 6 00:00:24,685 --> 00:00:26,985 ამ რეგიონის ხალხმა ისწავლა 7 00:00:26,985 --> 00:00:30,496 კაკაოს ხის მარცვლების მომზადება. 8 00:00:30,496 --> 00:00:33,216 ადრეული ჩანაწერები გვიამბობენ, რომ მარცვლებს ფქვავდნენ 9 00:00:33,216 --> 00:00:36,465 და ურევდნენ სიმინდის ფქვილსა და მწარე წიწაკას, 10 00:00:36,465 --> 00:00:37,956 რათა შეექმნათ სასმელი. 11 00:00:37,956 --> 00:00:40,096 არა დამამშვიდებელი ცხელი კაკაოს ჭიქა, 12 00:00:40,096 --> 00:00:44,526 არამედ გამამხნევებელი, მწარე და ქაფიანი ნარევი. 13 00:00:44,526 --> 00:00:47,976 და თუ ფიქრობთ, რომ დღეს შოკოლადს ზედმეტად ვადიდებთ, 14 00:00:47,976 --> 00:00:50,876 მეზოამერიკელებმა გვაჯობეს. 15 00:00:50,876 --> 00:00:53,596 მათ სჯეროდათ, რომ კაკაო იყო ზეციური საკვები, 16 00:00:53,596 --> 00:00:57,016 ნაჩუქარი ადამიანთათვის ღმერთის, ფრთოსანი გველის მიერ, 17 00:00:57,016 --> 00:00:59,539 რომელიც ცნობილია მაიას ტომში კუკულკანის, 18 00:00:59,539 --> 00:01:02,766 ხოლო აცტეკებისთვის - კეტზალკოატლის სახელით. 19 00:01:02,766 --> 00:01:05,287 აცტეკები იყენებდნენ კაკაოს მარცვლებს, როგორც ვალუტას. 20 00:01:05,287 --> 00:01:07,826 სვამდნენ შოკოლადს სამეფო დღესასწაულებზე. 21 00:01:07,826 --> 00:01:10,736 ჯილდოს სახით გადასცემდნენ ბრძოლაში წარმატებულ ჯარისკაცებს 22 00:01:10,736 --> 00:01:13,417 და იყენებდნენ მას რიტუალებში. 23 00:01:13,417 --> 00:01:18,137 შოკოლადის პირველი ტრანსატლანტიკური გაცნობა 1519 წელს მოხდა, 24 00:01:18,137 --> 00:01:21,727 როდესაც ერნან კორტესი მონტეზუმას კარს ესტუმრა 25 00:01:21,727 --> 00:01:23,426 ტენოჩტიტლანში. 26 00:01:23,426 --> 00:01:25,587 კორტესის ლეიტენანტის ჩანაწერების მიხედვით, 27 00:01:25,587 --> 00:01:31,287 მეფემ სასმელის 50 დოქი გამოატანინა და ჩაასხმევინა ოქროს თასებში. 28 00:01:31,287 --> 00:01:34,707 როდესაც კოლონისტები ახალი უცნაური მარცვლებით დაბრუნდნენ, 29 00:01:34,707 --> 00:01:38,637 მისიონერების მონაყოლებმა ადგილობრივი მოსახლეობის უხამს ჩვეულებების შესახებ, 30 00:01:38,637 --> 00:01:42,038 ამ მარცვლებს აფროდიზიაკის რეპუტაცია შეუქმნეს. 31 00:01:42,038 --> 00:01:45,778 თავდაპირველად, მწარე გემოს გამო მას წამლის სახით იყენებდნენ, 32 00:01:45,778 --> 00:01:47,978 მაგალითად, კუჭის აშლილობის დროს. 33 00:01:47,978 --> 00:01:50,777 თუმცა, მისმა დატკბობამ თაფლით, შაქრით, ან ვანილით, 34 00:01:50,777 --> 00:01:55,458 სწრაფად აქცია შოკოლადი ცნობილ დელიკატესად ესპანეთის კარზე. 35 00:01:55,458 --> 00:01:58,568 და მალე, არც ერთი არისტოკრატული სახლი არ ითვლებოდა სრულფასოვნად, 36 00:01:58,568 --> 00:02:01,568 შოკოლადისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გარეშე. 37 00:02:01,568 --> 00:02:06,259 მოდური სასმელის ფართომასშტაბიანი წარმოება, რთული და შრომატევადი იყო. 38 00:02:06,269 --> 00:02:10,369 რაც გულისხმობდა პლანტაციების გამოყენებასა და აფრიკის ნაპირებიდან 39 00:02:10,369 --> 00:02:14,509 კარიბის რეგიონსა და კუნძულებზე მონების ჩამოყვანას. 40 00:02:14,509 --> 00:02:18,179 შოკოლადის სამყარო სამუდამოდ 1828 წელს შეიცვალა, 41 00:02:18,179 --> 00:02:24,029 როდესაც კონრად ვან ჰაუტენმა კაკაოს პრესი გამოიგონა ამსტერდამში. 42 00:02:24,029 --> 00:02:28,531 მის გამოგონებას შეეძლო გამოეყო კაკაოს ბუნებრივი ცხიმი, ან კაკაოს კარაქი. 43 00:02:28,531 --> 00:02:32,516 შედეგად რჩებოდა ფხვნილი, რომლის სითხეში გახსნაც შეიძლებოდა. 44 00:02:32,516 --> 00:02:34,989 ან ისევ კაკაოს კარაქთან შერევა, 45 00:02:34,989 --> 00:02:38,209 რათა შექმნილიყო მყარი შოკოლადი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის დღეს. 46 00:02:38,209 --> 00:02:42,202 ცოტა ხნის შემდეგ, შვეიცარიელმა შოკოლატიემ, დენიელ პიტერმა 47 00:02:42,202 --> 00:02:44,701 ნარევში რძის ფხვნილი დაამატა, 48 00:02:44,701 --> 00:02:47,790 რითაც შექმნა რძიანი შოკოლადი. 49 00:02:47,790 --> 00:02:51,389 მე-20 საუკუნისთვის შოკოლადი უკვე აღარ წარმოადგენდა ფუფუნებას, 50 00:02:51,389 --> 00:02:53,851 არამედ გახდა ტკბილეული ყველასთვის. 51 00:02:53,851 --> 00:02:58,114 გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა მეტი კაკაოს მოყვანის საჭიროება, 52 00:02:58,114 --> 00:03:00,815 რაც მხოლოდ ეკვატორთან ახლოსაა შესაძლებელი. 53 00:03:00,815 --> 00:03:03,731 თუმცა ამჟამად, სამხრეთ ამერიკის კაკაოს პლანტაციებზე, 54 00:03:03,731 --> 00:03:06,021 აფრიკელი მონების ჩამოყვანის ნაცვლად, 55 00:03:06,021 --> 00:03:09,151 კაკაოს წარმოებამ თავად გადაინაცვლა დასავლეთ აფრიკაში. 56 00:03:09,151 --> 00:03:14,701 2015 წლისთვის კოტ დ'ივუარი უზრუნველყოფდა მსოფლიოში კაკაოს წარმოების ორ მეხუთედს. 57 00:03:14,701 --> 00:03:16,744 თუმცა, ინდუსტრიის ზრდას თან ახლდა 58 00:03:16,744 --> 00:03:19,977 ადამიანთა უფლებების სასტიკი დარღვევები. 59 00:03:19,977 --> 00:03:22,230 დასავლეთ აფრიკის მრავალი პლანტაცია, 60 00:03:22,230 --> 00:03:24,260 რომელიც დასავლურ კომპანიებს ამარაგებს, 61 00:03:24,260 --> 00:03:26,731 მონებისა და ბავშვების შრომას იყენებს, 62 00:03:26,731 --> 00:03:31,572 ვარაუდობენ, რომ ამაში 2 მილიონზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. 63 00:03:31,572 --> 00:03:33,951 ეს რთული პრობლემა არსებობს დღემდე, 64 00:03:33,951 --> 00:03:37,741 მიუხედავად შოკოლადის მსხვილი საწარმოების მცდელობებისა, 65 00:03:37,741 --> 00:03:42,901 ეთანამშრომლათ აფრიკის ქვეყნებთან, რათა შეემცირებინათ მსგავსი პრაქტიკა. 66 00:03:42,901 --> 00:03:47,792 დღეს შოკოლადი წარმოადგენს თანამედროვე კულტურის განუყოფელ ნაწილს. 67 00:03:47,792 --> 00:03:51,442 კოლონიალიზმისას, ადგილობრივ კულტურებთან ასოცირების გამო, 68 00:03:51,442 --> 00:03:53,892 ასევე რეკლამირების ძალით, 69 00:03:53,892 --> 00:03:56,263 შოკოლადი ინარჩუნებს რაღაც გრძნობითის, 70 00:03:56,263 --> 00:03:57,742 მაცდუნებელის, 71 00:03:57,742 --> 00:03:59,663 და ამავე დროს აკრძალულის აურას. 72 00:03:59,663 --> 00:04:03,471 ახლა, როცა ვიცით შოკოლადის მომხიბლავი, და ამავე დროს სასტიკი ისტორიის, 73 00:04:03,471 --> 00:04:05,562 ასევე მისი დღევანდელი წარმოების შესახებ, 74 00:04:05,562 --> 00:04:08,642 გასაგებია, საიდან იღებს სათავეს ეს ასოციაციები 75 00:04:08,642 --> 00:04:11,052 და რა იმალება მათ უკან. 76 00:04:11,052 --> 00:04:13,638 ასე რომ, როცა გახსნით შოკოლადის მორიგ ფილას, 77 00:04:13,638 --> 00:04:20,028 დაფიქრდით, რომ შოკოლადთან დაკავშირებული ზოგი რამ, არც ისე ტკბილია.