-
აღნიშნე წერტილი (ოთხი, მინუს ერთი)
და გაარკვიე, რომელ მეოთხედშია ის.
-
ოთხი პირველი რიცხვია,
ის x კოორდინატს აღნიშნავს.
-
ეს გვიჩვენებს, სად უნდა
გადავაადგილდეთ x მიმართულებით.
-
პლუს ოთხი გვაქვს, ანუ
ოთხით მარჯვნივ მივდივართ.
-
მეორე კოორდინატი კი გვკარნახობს, საით
უნდა წავიდეთ ვერტიკალურ, y მიმართულებით.
-
ის უარყოფითია, ანუ
ქვემოთ ჩავდივართ.
-
ეს არის (ოთხი, მინუს ერთი) წერტილი.
-
წერტილი აღვნიშნეთ, ახლა
უნდა ავირჩიოთ, რომელ მეოთხედშია.
-
ეს უბრალოდ სახელზე შეთანხმებაა.
-
ეს პირველი მეოთხედია.
-
ეს მეორე.
-
ეს არის მესამე მეოთხედი.
-
ეს კი – მეოთხე მეოთხედი.
-
ანუ ეს წერტილი
მეოთხე მეოთხედშია.
-
IV მეოთხედი.
-
რომაული რიცხვები ცოტათი
უნდა იცოდეთ, რათა მიხვდეთ, რომ
-
ეს მეოთხე
მეოთხედს აღნიშნავს.
-
კიდევ რამდენიმე ასეთი გავაკეთოთ.
-
აღნიშნეთ (რვა, მინუს ოთხი) წერტილი და
აირჩიეთ მეოთხედი, რომელშიცაა ეს წერტილი.
-
x კოორდინატი რვაა, ანუ დადებითი
მიმართულებით რვით გადავაადგილდებით.
-
y კი მინუს ოთხია,
ანუ ოთხით ქვემოთ ჩავდივართ.
-
ეს წერტილიც არც პირველ, არც
მეორე და არც მესამე, არამედ მეოთხე მეოთხედშია.
-
IV მეოთხედში.
-
მოდით, კიდევ
რამდენიმე გავაკეთოთ.
-
იმედია, სხვა მეოთხედი გვექნება.
-
უნდა აღვნიშნოთ
წერტილი (მინუს ხუთი, ხუთი).
-
ახლა x კოორდინატი
უარყოფითია, მინუს ხუთია.
-
ანუ მარცხნივ
ვმოძრაობთ x ღერძზე.
-
მინუს ხუთთან მივდივართ.
-
y კოორდინატი კი
დადებითია, ანუ ხუთით ზემოთ ავდივართ.
-
(მინუს ხუთი, ხუთი)
-
ეს წერტილი არა პირველ,
არამედ მეორე მეოთხედშია.
-
ესენი კი მესამე და მეოთხე მეოთხედებია.
-
ვპასუხობთ, რომ ეს
წერტილი მეორე მეოთხედშია, რაც სწორია.