აღნიშნე წერტილი (ოთხი, მინუს ერთი) და გაარკვიე, რომელ მეოთხედშია ის. ოთხი პირველი რიცხვია, ის x კოორდინატს აღნიშნავს. ეს გვიჩვენებს, სად უნდა გადავაადგილდეთ x მიმართულებით. პლუს ოთხი გვაქვს, ანუ ოთხით მარჯვნივ მივდივართ. მეორე კოორდინატი კი გვკარნახობს, საით უნდა წავიდეთ ვერტიკალურ, y მიმართულებით. ის უარყოფითია, ანუ ქვემოთ ჩავდივართ. ეს არის (ოთხი, მინუს ერთი) წერტილი. წერტილი აღვნიშნეთ, ახლა უნდა ავირჩიოთ, რომელ მეოთხედშია. ეს უბრალოდ სახელზე შეთანხმებაა. ეს პირველი მეოთხედია. ეს მეორე. ეს არის მესამე მეოთხედი. ეს კი – მეოთხე მეოთხედი. ანუ ეს წერტილი მეოთხე მეოთხედშია. IV მეოთხედი. რომაული რიცხვები ცოტათი უნდა იცოდეთ, რათა მიხვდეთ, რომ ეს მეოთხე მეოთხედს აღნიშნავს. კიდევ რამდენიმე ასეთი გავაკეთოთ. აღნიშნეთ (რვა, მინუს ოთხი) წერტილი და აირჩიეთ მეოთხედი, რომელშიცაა ეს წერტილი. x კოორდინატი რვაა, ანუ დადებითი მიმართულებით რვით გადავაადგილდებით. y კი მინუს ოთხია, ანუ ოთხით ქვემოთ ჩავდივართ. ეს წერტილიც არც პირველ, არც მეორე და არც მესამე, არამედ მეოთხე მეოთხედშია. IV მეოთხედში. მოდით, კიდევ რამდენიმე გავაკეთოთ. იმედია, სხვა მეოთხედი გვექნება. უნდა აღვნიშნოთ წერტილი (მინუს ხუთი, ხუთი). ახლა x კოორდინატი უარყოფითია, მინუს ხუთია. ანუ მარცხნივ ვმოძრაობთ x ღერძზე. მინუს ხუთთან მივდივართ. y კოორდინატი კი დადებითია, ანუ ხუთით ზემოთ ავდივართ. (მინუს ხუთი, ხუთი) ეს წერტილი არა პირველ, არამედ მეორე მეოთხედშია. ესენი კი მესამე და მეოთხე მეოთხედებია. ვპასუხობთ, რომ ეს წერტილი მეორე მეოთხედშია, რაც სწორია.