-
დღეს ვისაუბრებთ ფიგურებზე,
რომლებსაც ოთხი გვერდი აქვთ
-
ასეთ ფიგურებს ეწოდებათ
ოთხკუთხა ფიგურები
-
ასეთ ფიგურებს ოთხი გვერდი აქვს
-
მაგალითად, ეს არის ოთხკუთხედი
-
ესეც ოთხკუთხედია, ასევე ეს ფიგურაც.
სამივეს ოთხ-ოთხი გვერდი აქვთ
-
ეს ორი ფიგურაც კი ოთხკუთხედებია.
-
სამკუთხედი ოთხკუთხედი არ არის,
ასევე ხუთკუთხედიც არაა ოთხკუთხედი,
-
რადგან მას ხუთი გვერდი აქვს და არა ოთხი
-
წრეც არ არის ოთხკუთხედი,
მას გვერდები საერთოდ არ გააჩნია
-
თუ ფიგურას აქვს, ექვსი, შვიდი და თუნდაც
100 გვერდი, ის ვერ იქნება ოთხკუთხედი
-
ახლა ვიფიქროთ ოთხკუთხედის
სხვადასხვა ტიპებზე
-
ერთ-ერთი ტიპი არის პარალელოგრამი
-
პარალელოგრამი არის ისეთი ოთხკუთხედი,
რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია
-
პარალელური ნიშნავს,
რომ მათ ერთი მიმართულება აქვთ
-
მაგალითად, ეს არის პარალელოგრამი,
-
იმიტომ, რომ ამ ორ მოპირდაპირე გვერდს
ზუსტად ერთი და იგივე მიმართულება აქვს
-
ამ დროს ითქმის, რომ ეს
ორი გვერდი პარალელურია
-
ეს ორი გვერდიც პარალელურია
-
ამიტომაც, ეს ფიგურა გამოდის პარალელოგრამი.
-
კვადრატიც პარალელოგრამია,
რადგან ამ გვერდს
-
ზუსტად იგივე მიმართულება აქვს,
რაც მის მოპირდაპირეს.
-
ეს გვერდიც მოპირდაპირე
გვერდის პარალელურია.
-
ახლა ვიფიქროთ, როგორი ფიგურა
არ იქნება პარალელოგრამი
-
აი ესეთი ფიგურა არ იქნება პარალელოგრამი.
-
ეს ორი გვერდი კი არის
ერთმანეთის პარალელური, თუმცა
-
დანარჩენი ორი გვერდი არ არის
ერთმანეთის პარალელური.
-
იმის მისახვედრად, თუ როდის არ არის
ორი ხაზი ერთმანეთის პარალელური,
-
უნდა გავაგრძელოთ ხაზები, თუ მათ გადაკვეთეს
ერთმანეთი, ისინი პარალელურები არ არიან
-
პარალელური წრფეები არ გადაიკვეთებიან.
-
ამ ფიგურას გააჩნია პარალელური
ხაზების მხოლოდ ერთი წყვილი
-
ეს ფიგურაც ასევე არ არის პარალელოგრამი,
-
რადგან მისი არცერთი მოპირდაპირე
გვერდი არ არის პარალელური.
-
ამრიგად, პარალელოგრამში ყველა
მოპირდაპირე გვერდი პარალელური უნდა იყოს.
-
ვისაუბროთ ოთხკუთხედის სხვა ტიპებზეც
-
შემდეგ ტიპს ეწოდება რომბი,
-
რომბი არის პარალელოგრამის
ტიპი, რომელშიც
-
მოპირდაპირე გვერდები პარალელურია
და თან ყველა გვერდი ტოლია
-
მაგალითად, ეს ფიგურა პარალელოგრამია,
თუმცა ის რომბი არ არის
-
მისი გვერდები ერთმანეთის პარალელურია,
თუმცა ისინი ერთმანეთის ტოლი არაა
-
ამიტომაც, ეს ფიგურა არ არის რომბი.
-
რომბი უნდა გამოიყურებოდეს ასე
-
მოპირდაპირე გვერდები თან პარალელურია,
თან ყველა გვერდი ტოლია
-
შეიძლება იკითხოთ,
არის თუ არა კვადრატი რომბი?
-
არის თუ არა კვადრატში მოპირდაპირე გვერდები
პარალელური და ტოლია ისინი ერთმანეთის?
-
კვადრატში მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის
პარალელურია და გვერდებიც ტოლია,
-
ამიტომაც კვადრატი რომბია.
-
რომბებს შეიძლება შევხედოთ,
როგორც გაწელილ კვადრატებს.
-
გადავიდეთ მართკუთხედებზე
-
მართკუთხედი არის პარალელოგრამი,
რომლის ყველა კუთხე 90 გრადუსის ტოლია
-
სწორედ ამიტომ ჰქვია ფიგურას 'მართკუთხედი"
-
მისი გვერდები ერთმანეთთან
მართ კუთხეებს ქმნიან.
-
ამრიგად, მართკუთხედი არის პარალელოგრამი,
რომლის ყველა კუთხე მართია
-
მაგალითად, ეს ფიგურა არ არის მართკუთხედი,
-
იმიტომ, რომ მისი კუთხეები არ არის მართი,
მის შიგნით კვადრატს ვერ ჩახაზავ
-
ეს არის პარალელოგრამი,
მაგრამ არ არის რომბი.
-
მართკუთხედი არის
მართკუთხა პარალელოგრამი
-
არის თუ არა კვადრატი მართკუთხედი?
-
ოთხკუთხედის მოპირდაპირე
გვერდები პარალელურია
-
და კვადრატის კუთხეებიც მართია,
-
ამიტომაც, კვადრატი მართკუთხედია.
-
კვადრატი საინტერესო ოთხკუთხედია,
რადგან ყველა კატეგორიაში ჯდება.
-
კვადრატი ერთდროულად არის
-
თან რომბი, თან პარალელოგრამი და
თან მართკუთხედი.