ევოლუციის ოთხი მილიარდი წელი ექვს წუთში
-
0:01 - 0:05თუ ჩვენ მაიმუნებისგან განვვითარდით,
მაშინ მაიმუნებიც რატომ არსებობენ? -
0:05 - 0:07(სიცილი)
-
0:07 - 0:09იმიტომ რომ ჩვენ მაიმუნები არ ვართ,
-
0:09 - 0:10ჩვენ თევზები ვართ.
-
0:10 - 0:11(სიცილი)
-
0:11 - 0:14იმის ცოდნა რომ თევზი ხარ
და არა მაიმუნი, -
0:14 - 0:18ჩვენი წარმომავლობის გასაგებად
ძალიან მნიშვნელოვანია. -
0:19 - 0:22მე აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე დიდ
ევოლუციური ბიოლოგიის კურსს ვასწავლი -
0:22 - 0:26და როცა ჩემს მოსწავლეებს საბოლოოდ ესმით,
თუ ყოველთვის რატომ ვუწოდებ მათ თევზებს, -
0:26 - 0:29მაშინ ვიგებ, რომ ჩემი საქმე შევასრულე.
-
0:29 - 0:34თუმცა, ყოველთვის მიწევს ლექციების დაწყება
ზოგიერთი ფეხმოკიდებული მითის დამსხვრევით, -
0:34 - 0:38რადგანაც გაუცნობიერებლად ბევრ ჩვენგანს
ევოლუცია არასწორად ასწავლეს. -
0:39 - 0:42მაგალითად, გვასწავლეს სახელწოდება
"ევოლუციის თეორია." -
0:43 - 0:47სინამდვილეში უამრავი თეორია არსებობს
და თავად პროცესის მსგავსად -
0:47 - 0:51ის გადარჩება, რომელიც ყველაზე
კარგად ერგება მოცემულ ინფორმაციას. -
0:51 - 0:54ყველაზე კარგად დარვინულ ბუნებრივ
გადარჩევას ვიცნობთ. -
0:55 - 0:59ამ პროცესის წყალობით გარემოსთან
ყველაზე უკეთ შემგუებელი ორგანიზმები -
0:59 - 1:01გადარჩებიან და გამრავლდებიან,
-
1:01 - 1:04მაშინ როცა ნაკლებად შეგუებადი ორგანიზმები
ნელა კვდებიან -
1:05 - 1:06და მორჩა.
-
1:06 - 1:09ევოლუცია ასე მარტივია
და ეს ფაქტია. -
1:10 - 1:14ევოლუცია ისეთივე ფაქტია, როგორიც
"გრავიტაციის თეორია." -
1:14 - 1:16ამის დამტკიცებაც მარტივია.
-
1:16 - 1:18უბრალოდ საჭიროა ჭიპზე დაიხედო,
-
1:18 - 1:20რომელსაც სხვა პლაცენტურ ძუძუმწოვრებთან
იზიარებ, -
1:20 - 1:24ან ხერხემალზე, რომელსაც სხვა
ხერხემლიანებთან ერთად იზიარებ, -
1:24 - 1:27ან დნმ-ზე, რომელსაც დედამიწაზე
ყოველ ცოცხალთან იზიარებ. -
1:28 - 1:30ეს ნიშნები ადამიანებში
სპონტანურად არ გაჩენილა. -
1:30 - 1:33ის გადმოგვეცა სხვადასხვა წინაპრისგან
-
1:33 - 1:35არა მხოლოდ ჩვენ, არამედ
ყველა შთამომავალს. -
1:36 - 1:39მაგრამ თავიდან ასე ბიოლოგია არ
გვისწავლია, ასე არ არის? -
1:39 - 1:42ვისწავლეთ რომ მცენარეები და ბაქტერიები
პრიმიტიული რაღაცებია -
1:42 - 1:46და თევზი დასაბამს აძლევს ამფიბიებს,
რასაც რეპტილიები და -
1:46 - 1:47ძუძუმწოვრები მოსდევს და შემდეგ
საკუთარ -
1:47 - 1:50თავს იღებ, ხაზის ბოლოს
ყველაზე განვითარებულ არსებას. -
1:51 - 1:54თუმცა სიცოცხლე წრფივად
არ ვითარდება და -
1:54 - 1:55არც ჩვენით მთავრდება.
-
1:57 - 2:00მაგრამ ევოლუციას ყოველთვის რაიმე
ამის მსგავსით წარმოგვიდგენენ, -
2:00 - 2:02მაიმუნი და შიმპანზე,
-
2:02 - 2:04გადაშენებული ადამიანები,
-
2:04 - 2:07რომლებიც მკაცრად, პირდაპირ მოემართებიან,
რათა გახდნენ ის, რაც ვართ. -
2:08 - 2:11თუმცა, ისინი აღარ ხდებიან ჩვენ
როგორც ჩვენ არ ვხდებით ისინი. -
2:11 - 2:14ასევე, ჩვენ ევოლუციის მიზანი არ ვართ.
-
2:15 - 2:17მაგრამ რა აზრი აქვს?
-
2:17 - 2:20რატომ გვჭირდება სწორად გვესმოდეს
ევოლუცია? -
2:21 - 2:24აშკარაა ევოლუციის არასწორ გაგებას უამრავ
პრობლემამდე მივყავართ, -
2:24 - 2:28მაგრამ ვერ დასვამ ამ ძველისძველ კითხვას,
-
2:28 - 2:30"საიდან მოვდივართ?"
-
2:30 - 2:33ევოლუციის სწორად გაგების გარეშე.
-
2:33 - 2:39მისმა შეცდომით გაგებამ უამრავ ბუნდოვან
და არასწორ ხედვებამდე მიგვყივანა -
2:39 - 2:42იმის შესახებ, თუ როგორც უნდა
მოვექცეთ სიცოცხლის სხვა ფორმებს -
2:42 - 2:44და როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს
-
2:44 - 2:46რასისა და სქესის ფარგლებში.
-
2:47 - 2:50მაშ ოთხი მილიარდი წლის წინ დავბრუნდეთ.
-
2:51 - 2:54ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმი ჩვენი
საერთო საწყისია. -
2:54 - 2:57თავდაპირველად, მან დასაბამი მისცა
სხვა ერთუჯრედიან სიცოცხლეს, -
2:57 - 3:00თუმცა ისინი დღემდე ვითარდებიან
-
3:00 - 3:02და ზოგიერთის აზრით არქეა და ბაქტერია,
-
3:02 - 3:04რომლებიც ამ ჯგუფს ძირითადად შეადგენენ,
-
3:04 - 3:06პლანეტის მასშტაბით ყველაზე წარმატებულია.
-
3:06 - 3:09ისინი ნამდვილად იცოცხლებენ ჩვენ შემდეგაც.
-
3:10 - 3:13დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინ,
მრავალუჯრედიანები განვითარდნენ. -
3:13 - 3:16ეს მოიცავს სოკოებს, მცენარეებსა და
ცხოველებს. -
3:17 - 3:21თევზები პირველი ცხოველებია, რომლებსაც
ხერხემალი განუვითარდათ. -
3:21 - 3:25ამიტომ ფაქტობრივად ყველა ხერხემლიანი
თევზია, -
3:25 - 3:29ისევე, როგორც მე და შენ.
-
3:29 - 3:30მაშ არ თქვათ რომ არ გაგაფრთხილეთ.
-
3:32 - 3:34ერთი წარმოშობის თევზი მიწაზე ამოვიდა და
-
3:34 - 3:38დასაბამი დაუდო, სხვა ცოცხალ არსებებთან
ერთად, ძუძუმწოვრებას და რეპტილიებს. -
3:38 - 3:42ზოგიერთი რეპტილია ჩიტი გახდა,
ზოგი ძუძუმწოვარი კი პრიმატი, -
3:42 - 3:45ზოგი პრიმატი - კუდიანი მაიმუნი
-
3:45 - 3:49და დანარჩენები უკუდო მაიმუნები,
მათ შორის ადამიანთა სხვადასხვა სახეობა. -
3:50 - 3:52მაშ, ნათელია რომ მაიმუნი
ჩვენი წინაპარი არ არის. -
3:52 - 3:54მაგრამ ჩვენ და მათ საერთო წინაპარი გვყავს/
-
3:55 - 3:58ამასობაში, სიცოცხლე ჩვენ გარშემო
განვითარებას აგრძელებდა - -
3:58 - 4:02მეტი ბაქტერია, მეტი სოკო, უამრავი
თევზი, თევზი, თევზი. -
4:02 - 4:04თუ უკვე ვერ მიხვდით --
დიახ, ჩემი საყვარელი ჯგუფია. -
4:04 - 4:05(სიცილი)
-
4:05 - 4:08სიცოცხლის განვითარებასთან ერთად, ის
გადაშენდება. -
4:08 - 4:12სახეობათა უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე
მილიონი წელი ძლებს. -
4:12 - 4:14ამრიგად, დედამიწაზე არსებული სიცოცხლეთა
უმრავლესობა -
4:14 - 4:17დაახლოებით ჩვენი სახეობის ასაკისაა.
-
4:17 - 4:20ამიტომ, ეგოისტური იქნება რომ ვიფიქროთ,
-
4:20 - 4:23"ხო, მცენარეები და ბაქტერიები პრიმიტიულია
-
4:23 - 4:25და რადგან ჩვენ ევოლუციური წუთია ვარსებობთ,
-
4:25 - 4:27რაღაცით განსაკუთრებული ვართ."
-
4:27 - 4:31სიცოცხლეს ისე შევხედოთ, როგორც წიგნს,
რა თქმა უნდა დაუსრულებელ წიგნს. -
4:32 - 4:35ჩვენ ბოლო თავის რამოდენიმე ფურცელს
ვხედავთ. -
4:36 - 4:39თუ იმ რვა მილიონ სახეობას შევხედავთ,
-
4:39 - 4:40რომელთან ერთად ამ პლანეტას
ვიყოფთ, -
4:40 - 4:45ჩავთვალოთ ისინი ევოლუციის 4 მილიარდ წლად.
-
4:45 - 4:47ისინი ამის წარმოებულებია.
-
4:47 - 4:52წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ახალგაზრდა
ფოთლებად, უძველეს გიგანტურ სიცოცხლის ხეზე, -
4:52 - 4:57ყველანი დაკავშირებული უხილავი ტოტებით,
არა მხოლოდ ერთმანეთთან, -
4:57 - 5:00არამედ ჩვენს გადაშენებულ ახლობლებთანაც და
ევოლუციურ წინაპრებთან. -
5:00 - 5:04როგორც ბიოლოგი, მე სხვებთან ერთად, კვლავ
ვცდილობ შევისწავლო -
5:04 - 5:07როგორ არის ყველა ერთმანეთთან
დაკავშირებული, ვინ ვისთან. -
5:09 - 5:11შესაძლოა უკეთესია რომ საკუთარი თავი
-
5:11 - 5:15პატარა თევზად ჩავთვალოთ, რომელიც
წყლიდან ამოვიდა. -
5:15 - 5:18დიახ, მან, ვინც სიარული და საუბარი
ისწავლა, -
5:18 - 5:20მაგრამ რომელსაც კიდევ აქვს უამრავი რამ
სასწავლი -
5:20 - 5:23იმის შესახებ, თუ ვინ ვართ და
საიდან მოვედით. -
5:23 - 5:24მადლობა.
-
5:25 - 5:29(აპლოდისმენტი)
- Title:
- ევოლუციის ოთხი მილიარდი წელი ექვს წუთში
- Speaker:
- პროზანტა ჩაკრაბარტი
- Description:
-
ადამიანები მაიმუნებისგან განვითარდნენ თუ თევზებისგან? ამ საგანმანათლებლო საუბარში, იქტიოლოგი და ტედის ამხანაგი პროზანტა ჩაკრაბარტი გააქარწყლებს ზოგიერთ ფესვებგადგმულ მითს ევოლუციის შესახებ, შეგვაგულიანებს იმის დასამახსოვრებლად, რომ რთული, ოთხ მილიარდ წლიანი პროცესის მცირე ნაწილი ვართ -- და არა ხაზის დასასრული. "ჩვენ ევოლუციის მიზანი არ ვართ," ამბობს ჩაკრაბარტი. "წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ახალგაზრდა ფოთლებად, უძველეს და გიგანტურ სიცოცხლის ხეზე -- დაკავშირებული უხილავი ტოტებით, არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს გადაშენებულ ახლობლებთან და ევოლუციურ წინაპრებთან.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 05:41
TED Translators admin approved Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes | ||
TED Translators admin edited Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes | ||
Elisabed Kvitaishvili accepted Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes | ||
Elisabed Kvitaishvili edited Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes | ||
Irakli Kandelaki edited Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes | ||
Irakli Kandelaki edited Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes | ||
Irakli Kandelaki edited Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes | ||
Irakli Kandelaki edited Georgian subtitles for Four billion years of evolution in six minutes |