0:00:01.039,0:00:05.325 თუ ჩვენ მაიმუნებისგან განვვითარდით,[br]მაშინ მაიმუნებიც რატომ არსებობენ? 0:00:05.349,0:00:06.728 (სიცილი) 0:00:06.752,0:00:08.840 იმიტომ რომ ჩვენ მაიმუნები არ ვართ, 0:00:08.864,0:00:10.014 ჩვენ თევზები ვართ. 0:00:10.038,0:00:11.077 (სიცილი) 0:00:11.101,0:00:14.049 იმის ცოდნა რომ თევზი ხარ[br]და არა მაიმუნი, 0:00:14.073,0:00:18.500 ჩვენი წარმომავლობის გასაგებად[br]ძალიან მნიშვნელოვანია. 0:00:18.524,0:00:22.261 მე აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე დიდ[br]ევოლუციური ბიოლოგიის კურსს ვასწავლი 0:00:22.285,0:00:26.344 და როცა ჩემს მოსწავლეებს საბოლოოდ ესმით,[br]თუ ყოველთვის რატომ ვუწოდებ მათ თევზებს, 0:00:26.368,0:00:28.545 მაშინ ვიგებ, რომ ჩემი საქმე შევასრულე. 0:00:28.979,0:00:33.613 თუმცა, ყოველთვის მიწევს ლექციების დაწყება[br]ზოგიერთი ფეხმოკიდებული მითის დამსხვრევით, 0:00:33.637,0:00:37.684 რადგანაც გაუცნობიერებლად ბევრ ჩვენგანს [br]ევოლუცია არასწორად ასწავლეს. 0:00:38.849,0:00:42.277 მაგალითად, გვასწავლეს სახელწოდება[br]"ევოლუციის თეორია." 0:00:42.944,0:00:46.761 სინამდვილეში უამრავი თეორია არსებობს[br]და თავად პროცესის მსგავსად 0:00:46.785,0:00:50.539 ის გადარჩება, რომელიც ყველაზე [br]კარგად ერგება მოცემულ ინფორმაციას. 0:00:51.241,0:00:54.384 ყველაზე კარგად დარვინულ ბუნებრივ[br]გადარჩევას ვიცნობთ. 0:00:54.963,0:00:58.923 ამ პროცესის წყალობით გარემოსთან[br]ყველაზე უკეთ შემგუებელი ორგანიზმები 0:00:58.947,0:01:01.167 გადარჩებიან და გამრავლდებიან, 0:01:01.191,0:01:03.857 მაშინ როცა ნაკლებად შეგუებადი ორგანიზმები[br]ნელა კვდებიან 0:01:04.698,0:01:05.874 და მორჩა. 0:01:05.898,0:01:08.842 ევოლუცია ასე მარტივია[br]და ეს ფაქტია. 0:01:09.785,0:01:13.785 ევოლუცია ისეთივე ფაქტია, როგორიც[br]"გრავიტაციის თეორია." 0:01:14.150,0:01:16.181 ამის დამტკიცებაც მარტივია. 0:01:16.205,0:01:18.268 უბრალოდ საჭიროა ჭიპზე დაიხედო, 0:01:18.292,0:01:20.458 რომელსაც სხვა პლაცენტურ ძუძუმწოვრებთან[br]იზიარებ, 0:01:20.482,0:01:23.502 ან ხერხემალზე, რომელსაც სხვა[br]ხერხემლიანებთან ერთად იზიარებ, 0:01:23.526,0:01:26.867 ან დნმ-ზე, რომელსაც დედამიწაზე[br]ყოველ ცოცხალთან იზიარებ.[br] 0:01:27.511,0:01:29.724 ეს ნიშნები ადამიანებში[br]სპონტანურად არ გაჩენილა. 0:01:29.748,0:01:32.504 ის გადმოგვეცა სხვადასხვა წინაპრისგან 0:01:32.528,0:01:34.677 არა მხოლოდ ჩვენ, არამედ [br]ყველა შთამომავალს. 0:01:35.619,0:01:38.993 მაგრამ თავიდან ასე ბიოლოგია არ[br]გვისწავლია, ასე არ არის? 0:01:39.017,0:01:42.436 ვისწავლეთ რომ მცენარეები და ბაქტერიები[br]პრიმიტიული რაღაცებია 0:01:42.460,0:01:45.614 და თევზი დასაბამს აძლევს ამფიბიებს,[br]რასაც რეპტილიები და 0:01:45.638,0:01:47.421 ძუძუმწოვრები მოსდევს და შემდეგ[br]საკუთარ 0:01:47.445,0:01:50.143 თავს იღებ, ხაზის ბოლოს[br]ყველაზე განვითარებულ არსებას. 0:01:51.032,0:01:53.766 თუმცა სიცოცხლე წრფივად[br]არ ვითარდება და 0:01:53.790,0:01:55.426 არც ჩვენით მთავრდება. 0:01:56.591,0:02:00.051 მაგრამ ევოლუციას ყოველთვის რაიმე[br]ამის მსგავსით წარმოგვიდგენენ, 0:02:00.075,0:02:02.463 მაიმუნი და შიმპანზე, 0:02:02.487,0:02:03.723 გადაშენებული ადამიანები, 0:02:03.747,0:02:06.999 რომლებიც მკაცრად, პირდაპირ მოემართებიან,[br]რათა გახდნენ ის, რაც ვართ. 0:02:07.621,0:02:11.216 თუმცა, ისინი აღარ ხდებიან ჩვენ[br]როგორც ჩვენ არ ვხდებით ისინი. 0:02:11.240,0:02:13.641 ასევე, ჩვენ ევოლუციის მიზანი არ ვართ. 0:02:15.298,0:02:16.799 მაგრამ რა აზრი აქვს? 0:02:16.823,0:02:19.695 რატომ გვჭირდება სწორად გვესმოდეს[br]ევოლუცია? 0:02:20.560,0:02:24.108 აშკარაა ევოლუციის არასწორ გაგებას უამრავ[br]პრობლემამდე მივყავართ, 0:02:24.132,0:02:28.448 მაგრამ ვერ დასვამ ამ ძველისძველ კითხვას, 0:02:28.472,0:02:30.179 "საიდან მოვდივართ?" 0:02:30.203,0:02:33.012 ევოლუციის სწორად გაგების გარეშე. 0:02:33.036,0:02:38.892 მისმა შეცდომით გაგებამ უამრავ ბუნდოვან[br]და არასწორ ხედვებამდე მიგვყივანა 0:02:38.916,0:02:41.963 იმის შესახებ, თუ როგორც უნდა[br]მოვექცეთ სიცოცხლის სხვა ფორმებს 0:02:41.987,0:02:43.852 და როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს 0:02:43.876,0:02:45.542 რასისა და სქესის ფარგლებში. 0:02:47.253,0:02:50.260 მაშ ოთხი მილიარდი წლის წინ დავბრუნდეთ. 0:02:50.927,0:02:54.051 ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმი ჩვენი[br]საერთო საწყისია. 0:02:54.075,0:02:57.400 თავდაპირველად, მან დასაბამი მისცა[br]სხვა ერთუჯრედიან სიცოცხლეს, 0:02:57.424,0:02:59.916 თუმცა ისინი დღემდე ვითარდებიან 0:02:59.940,0:03:02.130 და ზოგიერთის აზრით არქეა და ბაქტერია, 0:03:02.154,0:03:04.004 რომლებიც ამ ჯგუფს ძირითადად შეადგენენ, 0:03:04.028,0:03:06.151 პლანეტის მასშტაბით ყველაზე წარმატებულია. 0:03:06.175,0:03:08.651 ისინი ნამდვილად იცოცხლებენ ჩვენ შემდეგაც. 0:03:09.500,0:03:13.180 დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინ,[br]მრავალუჯრედიანები განვითარდნენ. 0:03:13.204,0:03:16.315 ეს მოიცავს სოკოებს, მცენარეებსა და [br]ცხოველებს. 0:03:17.021,0:03:20.790 თევზები პირველი ცხოველებია, რომლებსაც [br]ხერხემალი განუვითარდათ. 0:03:21.385,0:03:25.306 ამიტომ ფაქტობრივად ყველა ხერხემლიანი[br]თევზია, 0:03:25.330,0:03:28.693 ისევე, როგორც მე და შენ. 0:03:28.717,0:03:30.415 მაშ არ თქვათ რომ არ გაგაფრთხილეთ. 0:03:31.526,0:03:33.607 ერთი წარმოშობის თევზი მიწაზე ამოვიდა და 0:03:33.631,0:03:37.537 დასაბამი დაუდო, სხვა ცოცხალ არსებებთან [br]ერთად, ძუძუმწოვრებას და რეპტილიებს. 0:03:37.561,0:03:41.885 ზოგიერთი რეპტილია ჩიტი გახდა,[br]ზოგი ძუძუმწოვარი კი პრიმატი, 0:03:41.909,0:03:44.670 ზოგი პრიმატი - კუდიანი მაიმუნი 0:03:44.694,0:03:49.487 და დანარჩენები უკუდო მაიმუნები,[br]მათ შორის ადამიანთა სხვადასხვა სახეობა. 0:03:49.511,0:03:51.887 მაშ, ნათელია რომ მაიმუნი[br]ჩვენი წინაპარი არ არის. 0:03:51.911,0:03:54.062 მაგრამ ჩვენ და მათ საერთო წინაპარი გვყავს/ 0:03:54.824,0:03:57.744 ამასობაში, სიცოცხლე ჩვენ გარშემო[br]განვითარებას აგრძელებდა - 0:03:57.768,0:04:01.710 მეტი ბაქტერია, მეტი სოკო, უამრავი[br]თევზი, თევზი, თევზი. 0:04:01.734,0:04:04.321 თუ უკვე ვერ მიხვდით --[br]დიახ, ჩემი საყვარელი ჯგუფია. 0:04:04.345,0:04:05.346 (სიცილი) 0:04:05.370,0:04:08.307 სიცოცხლის განვითარებასთან ერთად, ის[br]გადაშენდება. 0:04:08.331,0:04:11.618 სახეობათა უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე[br]მილიონი წელი ძლებს. 0:04:11.642,0:04:14.395 ამრიგად, დედამიწაზე არსებული სიცოცხლეთა[br]უმრავლესობა 0:04:14.419,0:04:16.614 დაახლოებით ჩვენი სახეობის ასაკისაა. 0:04:16.958,0:04:20.260 ამიტომ, ეგოისტური იქნება რომ ვიფიქროთ, 0:04:20.284,0:04:22.855 "ხო, მცენარეები და ბაქტერიები პრიმიტიულია 0:04:22.879,0:04:25.117 და რადგან ჩვენ ევოლუციური წუთია ვარსებობთ, 0:04:25.141,0:04:26.584 რაღაცით განსაკუთრებული ვართ." 0:04:27.172,0:04:31.489 სიცოცხლეს ისე შევხედოთ, როგორც წიგნს,[br]რა თქმა უნდა დაუსრულებელ წიგნს. 0:04:32.085,0:04:35.418 ჩვენ ბოლო თავის რამოდენიმე ფურცელს [br]ვხედავთ. 0:04:36.386,0:04:38.648 თუ იმ რვა მილიონ სახეობას შევხედავთ, 0:04:38.672,0:04:40.297 რომელთან ერთად ამ პლანეტას[br]ვიყოფთ, 0:04:40.321,0:04:44.839 ჩავთვალოთ ისინი ევოლუციის 4 მილიარდ წლად. 0:04:44.863,0:04:46.582 ისინი ამის წარმოებულებია. 0:04:47.386,0:04:52.218 წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ახალგაზრდა[br]ფოთლებად, უძველეს გიგანტურ სიცოცხლის ხეზე, 0:04:52.242,0:04:56.543 ყველანი დაკავშირებული უხილავი ტოტებით,[br]არა მხოლოდ ერთმანეთთან, 0:04:56.567,0:04:59.853 არამედ ჩვენს გადაშენებულ ახლობლებთანაც და[br]ევოლუციურ წინაპრებთან. 0:05:00.499,0:05:03.856 როგორც ბიოლოგი, მე სხვებთან ერთად, კვლავ [br]ვცდილობ შევისწავლო 0:05:03.880,0:05:07.075 როგორ არის ყველა ერთმანეთთან[br]დაკავშირებული, ვინ ვისთან. 0:05:08.831,0:05:11.109 შესაძლოა უკეთესია რომ საკუთარი თავი 0:05:11.133,0:05:14.829 პატარა თევზად ჩავთვალოთ, რომელიც[br]წყლიდან ამოვიდა. 0:05:14.853,0:05:17.773 დიახ, მან, ვინც სიარული და საუბარი[br]ისწავლა, 0:05:17.797,0:05:20.146 მაგრამ რომელსაც კიდევ აქვს უამრავი რამ[br]სასწავლი 0:05:20.170,0:05:22.841 იმის შესახებ, თუ ვინ ვართ და [br]საიდან მოვედით. 0:05:23.348,0:05:24.499 მადლობა. 0:05:24.523,0:05:28.501 (აპლოდისმენტი)