სტერეოტიპების საფრთხის წინაშე
-
0:01 - 0:02მე ნოველისტი ვარ
-
0:02 - 0:05და მინდა რამდენიმე პირადი
ისტორია გაგიზიაროთ, -
0:05 - 0:10იმაზე, რასაც "ცალმრივი ისტორიების
საფრთხეს" ვუწოდებ. -
0:11 - 0:14საუნივერსიტეტო დასახლებაში
გავიზარდე, აღმოსავლეთ ნიგერიაში. -
0:14 - 0:17დედა ამბობს, რომ კითხვა
2 წლის ასაკში დავიწყე, -
0:17 - 0:20თუმცა მგონია ოთხი წელი
უფრო ახლოსაა სიმართლესთან. -
0:22 - 0:23ასე რომ, მცირეწლოვანი მკითხველი ვიყავი,
-
0:23 - 0:26ვეცნობოდი ბრიტანულ და
ამერიკულ საბავშვო წიგნებს. -
0:28 - 0:30მცირეწლოვანი მწერალიც ვიყავი.
-
0:30 - 0:34როდესაც 7 წლის ასაკში წერა დავიწყე,
-
0:34 - 0:37ფანქრით ჩანაწერებს ვაკეთებდი,
პასტელის ილუსტრაციებით, -
0:37 - 0:39რომელთა წაკითხვა საწყალ
დედაჩემს ევალებოდა. -
0:40 - 0:42ზუსტად ისეთ ისტორიებს ვწერდი,
როგორსაც ვკითხულობდი: -
0:42 - 0:46ყველა ჩემი პერსონაჟი თეთრკანიანი იყო,
ცისფერი თვალებით. -
0:48 - 0:50ისინი თოვლში თამაშობდნენ,
-
0:51 - 0:52ვაშლს ჭამდნენ,
-
0:54 - 0:56და ბევრს საუბრობდნენ ამინდზე,
-
0:56 - 0:58თუ როგორი სასიამოვნო მზიანი დღე იყო.
-
1:01 - 1:04გარდა იმისა, რომ ნიგერიაში ვცხოვრობდი,
-
1:04 - 1:06არასდროს ვყოფილვარ ნიგერიის გარეთ.
-
1:07 - 1:09ჩვენთან არასდროს თოვდა,
-
1:09 - 1:11მანგოს მივირთმევდით,
-
1:11 - 1:12და არასდროს ვსაუბრობდით ამინდზე,
-
1:12 - 1:14რადგან საჭიროც არ იყო.
-
1:14 - 1:17ჩემი პერსონაჟები ასევე უხვად სვამდნენ
ჯანჯაფილის ლუდს, -
1:17 - 1:19რადგან ბრიტანული წიგნების პერსონაჟებიც
-
1:19 - 1:21ჯანჯაფილის ლუდს სვამდნენ.
-
1:21 - 1:24მერე რა, რომ საერთოდ არ ვიცოდი
ჯანჯაფილის ლუდი რა იყო. -
1:25 - 1:25(სიცილი)
-
1:26 - 1:27თუმცა, წლების განმავლობაში
-
1:27 - 1:30მწველი სურვილი მქონდა
ჯანჯაფილის ლუდი გამესინჯა. -
1:30 - 1:32მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.
-
1:32 - 1:34მე ვფიქრობ, ეს ისტორია იმას წარმოაჩენს
-
1:35 - 1:39თუ რამდენად ღია და მოწყვლადები ვართ
ისტორიების წინაშე, -
1:39 - 1:41განსაკუთრებით კი, როგორც ბავშვები.
-
1:42 - 1:45რადგან ყველა წაკითხული წიგნის
პერსონაჟი უცხოელი იყო, -
1:45 - 1:51დავიჯერე, რომ წიგნებს აუცილებლად
უცხოელი პერსონაჟები უნდა ჰყავდეს -
1:51 - 1:54და უნდა იყოს ისეთ საკითხებზე,
რაზეც უშუალო შეხება არ მქონია. -
1:55 - 1:58სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც
აფრიკული წიგნები აღმოვაჩინე. -
1:59 - 2:01ბევრი წიგნი არც იყო ხელმისაწვდომი
-
2:01 - 2:03და ვერც ისე მარტივად იშოვიდით,
როგორც უცხოურ წიგნებს. -
2:03 - 2:07მაგრამ ჩინუა აჩებეს და კამარა ლაის
მსგავსი მწერლების წყალობით, -
2:07 - 2:10ლიტერატურის აღქმა ჩემს გონებაში
სრულიად შეიცვალა. -
2:11 - 2:14გავაანალიზე, რომ ჩემნაირი ადამიანები,
-
2:14 - 2:15გოგონები შოკოლადისფერი კანით,
-
2:15 - 2:18რომლეთა დახუჭუჭებული თმის
შეკვრაც კი შეუძლებელია, -
2:18 - 2:21შეიძლება, რომ ლიტერატურაში არსებობდნენ.
-
2:21 - 2:24მე ნაცნობ თემებზე წერა დავიწყე.
-
2:25 - 2:28რა თქმა უნდა, ის ამერიკული და
ბრიტანული წიგნებიც მომწონდა. -
2:28 - 2:32ისინი ჩემს წარმოსახვას აძლიერებდნენ და
ახალ სამყაროს მიხსნიდნენ. -
2:32 - 2:34მაგრამ ჩემდა უნებურად
-
2:34 - 2:38არ ვიცოდი, რომ ჩემნაირ პერსონაჟებს
ლიტერატურაში არსებობა შეეძლოთ. -
2:39 - 2:41ასე რომ, აფრიკელი მწერლების
აღმოჩენამ ეს შეცვალა: -
2:42 - 2:46გადამარჩინა ცალმხრივი ისტორიისგან
წიგნების შესახებ. -
2:47 - 2:50მე ტრადიციული, საშუალო კლასის
ნიგერიული ოჯახი მყავს. -
2:50 - 2:52მამაჩემი პროფესორი იყო.
-
2:52 - 2:54დედაჩემი კი ადმინისტრატორი.
-
2:56 - 3:00და როგორც მიღებულია,
ჩვენც მოსამსახურე გვყავდა, -
3:00 - 3:03როგორც წესი ახლომდებარე სოფლებიდან.
-
3:03 - 3:07როდესაც 8 წლის გავხდი, ჩვენთან
ახალმა ბიჭმა დაიწყო მუშაობა. -
3:07 - 3:09მას ფიდი ერქვა.
-
3:10 - 3:15ერთადერთი, რაც მის შესახებ დედისგან
ვიცოდით, მისი ღარიბი ოჯახი იყო. -
3:15 - 3:20დედა მათ კარტოფილს, ბრინჯს და
ძველ ტანსაცმელს უგზავნიდა ხოლმე. -
3:20 - 3:23და თუ სადილს არ დავასრულებდი
დედა მეტყოდა: -
3:23 - 3:27"დაასრულე ჭამა! ხალხს, ფიდის ოჯახივით,
საჭმელი არ აქვს !" -
3:27 - 3:31ასე რომ, ფიდის ოჯახი ძალიან მეცოდებოდა.
-
3:32 - 3:34ერთ შაბათსაც მის სოფელში
სტუმრად წავედით -
3:34 - 3:38და დედამისმა ულამაზესად
დაწნული კალათი გვაჩვენა, -
3:38 - 3:41რომელიც მის ძმას პალმის
ფოთლებისგან გაეკეთებინა. -
3:41 - 3:43თავზარი დამეცა!
-
3:43 - 3:48არადროს მიფიქრია, რომ ვინმეს მის ოჯახში
რამის გაკეთება შეეძლო. -
3:49 - 3:52მათზე მხოლოდ ის მესმოდა
რამდენად ღარიბები იყვნენ -
3:52 - 3:57და ჩემთვის მათი სიღარიბის გარდა
სხვა რამის დანახვა შეუძლებელი გახდა. -
3:57 - 4:00სიღარიბე, ჩემი ცალმხირივი ისტორია
იყო მათ შესახებ. -
4:01 - 4:04წლების შემდეგაც გავიხსენე ეს ამბავი,
როდესაც ნიგერიიდან გავემგზავრე -
4:04 - 4:07ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად.
-
4:07 - 4:08მაშინ 19 წლის ვიყავი.
-
4:08 - 4:11ჩემი ამერიკელი მეზობელი გაოცებული იყო.
-
4:12 - 4:15მეკითხებოდა ასე კარგად
სად ვისწავლე ინგლისური -
4:15 - 4:20და დაიბნა, როდესაც ვუპასუხე, რომ ნიგერიაში
ინგლისური სახელმწიფო ენაა. -
4:22 - 4:26სურვილი ჰქონდა ჩემი
ე.წ. "ხალხური მუსიკისთვის" მოესმინა -
4:26 - 4:28და საკმაოდ იმედგაცრუებული დარჩა,
-
4:28 - 4:30როდესაც მერაია ქერის დისკი ვაჩვენე.
-
4:30 - 4:32(სიცილი)
-
4:33 - 4:37იმასაც ვარაუდობდა, რომ
გაზქურის გამოყენება არ ვიცოდი. -
4:38 - 4:39ყველაზე მეტად კი
ეს ჩამრჩა გონებაში: -
4:39 - 4:42ვიდრე მნახავდა მანამდეც კი ვეცოდებოდი.
-
4:42 - 4:46მისი პირვანდელი დამოკიდებულება ჩემდამი,
როგორც აფრიკელისადმი, -
4:46 - 4:50ერთგვარი მფარველობა და შეცოდება იყო,
კეთილი განზრახვით. -
4:51 - 4:53ჩემს მეზობელს ცალხმრივი
ისტორია ჰქონდა აფრიკის შესახებ: -
4:53 - 4:56ცალმხრივი ისტორია კატასტროფების შესახებ.
-
4:57 - 4:58ამ ცალმხრივ ისტორიაში კი,
-
4:58 - 5:02შეუძლებელი იყო აფრიკელები რამით
ყოფილიყვნენ მისი მსგავსნი, -
5:02 - 5:05შეუძლებელი იყო ეგრძნო რამე
უფრო ძლიერი, ვიდრე შეცოდება, -
5:05 - 5:08შეუძლებელი იყო ურთიერთობა, როგორც
თანასწორ ადამიანებს შორის. -
5:09 - 5:11უნდა ავღნიშნო, რომ ამერიკაში გადასვლამდე
-
5:11 - 5:13ჩემს თავს გაცნობიერებულად არ
აღვიქვამდი, როგორც აფრიკელს. -
5:14 - 5:17მაგრამ ამერიკაში, აფრიკის ხსენებისთანავე
ხალხი მე მიყურებდა -
5:17 - 5:20მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად
ნამიბიაზე არაფერი ვიცოდი. -
5:21 - 5:23მაგრამ ეს ახალი იდენტობაც შევითვისე
-
5:23 - 5:26და ბევრი კუთხით ჩემს თავს უკვე აღვიქვამ,
როგორც აფრიკელს. -
5:26 - 5:30თუმცა საკმაოდ მაღიზიანებს, როდესაც აფრიკას,
როგორც ერთ ქვეყანას მოიხსენიებენ, -
5:30 - 5:33მაგალითად ჩემი ბოლო ფრენის დროს,
რომელიც სხვამხრივ შესანიშნავი იყო, -
5:33 - 5:35ლაგოსიდან, ორი დღის წინ,
-
5:35 - 5:38ბორტზე გამოაცხადეს ინფორმაცია
-
5:38 - 5:43საქველმოქმედო პროექტებზე "ინდოეთში,
აფრიკასა და სხვა ქვეყნებში". -
5:43 - 5:44(სიცილი)
-
5:45 - 5:48ამერიკაში, როგორც აფრიკელის
მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, -
5:48 - 5:51დავიწყე ჩემი მეზობლის უკეთ გაგება.
-
5:52 - 5:54ნიგერიაში რომ არ დავბადებულიყავი
-
5:54 - 5:58და ყველაფერი აფრიკის შესახებ
ცნობილი სურათებიდან მცოდნოდა, -
5:58 - 6:02მეც ვიფიქრებდი, რომ აფრიკა იყო
ადგილი ლამაზი ხედებით, -
6:02 - 6:04ლამაზი ცხოველებით
-
6:04 - 6:06და უგუნური ადამიანებით,
-
6:06 - 6:09რომელიც უაზრო ომებში იბრძვიან,
სიღარიბესა და შიდსისგან იხოცებიან, -
6:09 - 6:12საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეუძლიათ
-
6:12 - 6:16და ელიან როდის გადაარჩენს კეთილი,
თეთრკანიანი უცხოელი. -
6:17 - 6:20აფრიკელებს აღვიქვამდი ზუსტად ისე,
როგორც მე, ბავშვობისას -
6:20 - 6:22ფიდის ოჯახი აღვიქვი.
-
6:23 - 6:27უპირველესად ეს ცალმხრივი ისტორია აფრიკაზე
დასავლური ლიტერატურიდან მოდის. -
6:27 - 6:32გთავაზობთ ციტატას ლონდონელი ვაჭრის,
ჯონ ლოკის ჩანაწერიდან, -
6:32 - 6:36რომელმაც 1561 წელს იმოგზაურა აფრიკაში
-
6:36 - 6:39და გასაოცრად აღწერა მისი მოგზაურობა.
-
6:40 - 6:44ის აფრიკელებს მოიხსენიებს, როგორც
"ურჩხულებს სახლების გარეშე" -
6:44 - 6:48და დასძენს: "ეს უთავო ხალხია,
-
6:48 - 6:52პირი და თვალები კი მკერდზე აქვთ".
-
6:53 - 6:55გულიანად ვიცინე ყოველ ჯერზე
როცა ეს წავიკითხე. -
6:55 - 6:59ჯონ ლოკის წარმოსახვა ხოტბას იმსახურებს.
-
6:59 - 7:01მაგრამ ამ ჩანაწერში მნიშვნელოვანია, რომ
-
7:01 - 7:06ის წარმოადგენს დასავლეთში
აფრიკული ისტორიების ტრადიციის დასაწყისს: -
7:06 - 7:10ტრადიცია სუბსაჰარულ აფრიკაზე,
როგორც ნეგატივების სავანეზე, -
7:10 - 7:11განსხვავებულობაზე, წყვდიადზე,
-
7:11 - 7:17ადამიანებზე, რომელიც შესანიშნავი პოეტის,
რადიარდ კიპლინგის სიტყვებით, -
7:17 - 7:19"ნახევრად დემონები,
ნახევრად ბავშვები" არიან. -
7:20 - 7:23ამგვარად გავაანალიზე, რომ ჩემს
ამერიკელ მეზობელს -
7:23 - 7:25მთელი ცხოვრების განმავლობაში
-
7:25 - 7:29მოსმენილი და ნანახი აქვს ცალმხრივი
ისტორიის სხვადასხვა ვერსია, -
7:30 - 7:31ისევე როგორც ერთერთ პროფესორს,
-
7:31 - 7:35რომელმაც ერთხელ მითხრა რომ ჩემი მოთხრობა
"ავთენტურად აფრიკული არ იყო." -
7:36 - 7:37მზად ვიყავი შევდავებოდი,
-
7:37 - 7:40რომ მოთხრობას ნამდვილად გქონდა
რამდენიმე ხარვეზი, -
7:40 - 7:43და რომ ის რამდენიმე ასპექტში
არასრულყოფილი იყო, -
7:43 - 7:47მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი,
რომ მოთხრობამ ვერ შეძლო -
7:47 - 7:50მიეღწია ისეთი რამისთვის, რასაც
"აფრიკული ავთენტურობა" ჰქვია. -
7:50 - 7:53რეალურად, არც კი ვიცოდი
"აფრიკული ავთენტურობა" რა იყო. -
7:54 - 7:58პროფესორმა მითხრა, რომ ჩემი
პერსონაჟები მას ჰგავდნენ, -
7:58 - 8:00განათლებულ, საშუალო კლასის მამაკაცს.
-
8:00 - 8:03ჩემ პერსონაჟები მანქანებს მართავდნენ.
-
8:03 - 8:04ისინი არ შიმშილობდნენ.
-
8:04 - 8:08ამიტომაც ისინი "ავთენტურად
აფრიკული" არ იყვნენ. -
8:09 - 8:12მაგრამ აქვე დავსძენ, რომ მეც თანაბრად
დამნაშავე ვარ -
8:12 - 8:15ცალმხრივი ისტორიის საკითხში.
-
8:15 - 8:18რამდენიმე წლის წინ მექსიკას ვეწვიე ამერიკიდან.
-
8:18 - 8:22იმ პერიოდში, ამერიკაში საკმაოდ დაძაბული
პოლიტიკური კლიმატი იყო -
8:22 - 8:24და მიგრაციის შესახებ დებატები მიმდინარეობდა.
-
8:24 - 8:27და როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამერიკაში,
-
8:27 - 8:30იმიგრაცია მექსიკელების სინონიმი გახდა.
-
8:30 - 8:33მექსიკელებზე უამრავ ისტორიას მოისმენდით,
-
8:33 - 8:36როგორც ცდილობდნენ ჯანდაცვის
სისტემის გაფრცქვნას, -
8:36 - 8:38ძვრებოდნენ საზღვარზე,
-
8:38 - 8:41როგორ აპატიმრებდნენ საზღვართან და ა.შ.
-
8:42 - 8:45მახსოვს პირველ დღეს გვადალაჰარას
ქუჩებში ვსეირნობდი, -
8:46 - 8:48ვუყურებდი სამსახურისკენ
მიმავალ ადამიანებს, -
8:48 - 8:51როგორ ახვევდნენ ტორტილას ბაზარში,
-
8:51 - 8:53როგორ ეწეოდნენ, იცინოდნენ.
-
8:53 - 8:56მახსოვს თავიდან ცოტა გავოცდი,
-
8:56 - 8:59შემდეგ კი მთლიანად
სირცხვილის გრძნობამ მომიცვა. -
9:00 - 9:04გავაცნობიერე, რომ იმდენად ვიყავი მექსიკის
შესახებ მედია ცნობებში ჩაძირული, -
9:04 - 9:06რომ ისინი მხოლოდ ერთ რამედ
იქცნენ ჩემს გონებაში - -
9:06 - 9:08საძაგელ იმიგრანტებად.
-
9:09 - 9:11მექსიკელებზე ცალმხრივი
ისტორია დავიჯერე -
9:11 - 9:13და საშინლად შემრცხვა საკუთარი თავის.
-
9:14 - 9:16ასე იქმნება ცალმხრივი ისტორია.
-
9:17 - 9:19აჩვენე ადამიანს მხოლოდ ერთი მხარე,
-
9:19 - 9:21მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე,
-
9:21 - 9:22ისევ და ისევ,
-
9:22 - 9:25და ის გახდება ისტორიის
ერთადერთი მხარე. -
9:25 - 9:28ცალმხრივ ისტორიებზე ვერ ვისაუბრებთ
-
9:28 - 9:30თუ ძალაუფლებასაც არ შევეხებით.
-
9:31 - 9:34იგბოს ტომის ენაზე ერთი სიტყვაა,
-
9:34 - 9:37რომელიც პირველი მახსენდება, როდესაც
მსოფლიოში ძალაუფლების სტრუქტურაზე ვფიქრობ -
9:37 - 9:39და ეს სიტყვაა "ნკალი".
-
9:39 - 9:43ეს სიტყვა დაახლოებით ასე ითარგმნება -
"იყო სხვაზე უფრო მეტი". -
9:43 - 9:47როგორც ჩვენს ეკონომიკურ და
პოლიტიკურ სამყაროში, -
9:47 - 9:50ისტორიებსაც განსაზღვრავს "ნკალის" პრინციპი:
-
9:50 - 9:53როგორ ხდება მათი გადმოცემა,
ვინ გადმოგვცემს მათ, -
9:53 - 9:56როდის და რამდენ ვერსიას გადმოგვცემენ,
-
9:56 - 9:59რეალურად ეს ძალაუფლებაზეა დამოკიდებული.
-
10:00 - 10:03ძალაუფლება საშუალებას გაძლევს არა
მარტო სხვა ადამიანის ისტორია მოჰყვე, -
10:03 - 10:07არამედ მის ერთადერთ ისტორიად აქციო.
-
10:07 - 10:10პალესტინელი მწერალი მურიდ ბარღუტი წერს,
-
10:10 - 10:12რომ თუ გსურთ ადამიანები დააკნინოთ,
-
10:12 - 10:18მათი ისტორიის მოყოლა დაიწყეთ -
"მეორე მხრივ". -
10:19 - 10:23ისტორია დაიწყეთ აბორიგენი
ამერიკელების ისრებით -
10:23 - 10:25და არა ბრიტანელების ამერიკაში ჩასვლით
-
10:25 - 10:28და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ.
-
10:28 - 10:32ისტორია დაიწყეთ აფრიკელი
სახელმწიფოს დაცემით -
10:32 - 10:36და არა კოლონიური აფრიკული
სახელმწიფოს შექმნით -
10:36 - 10:39და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ.
-
10:40 - 10:42ახლახანს უნივერსიტეტში სიტყვით გამოვედი,
-
10:42 - 10:46სადაც სტუდენტმა მითხრა
როგორი სირცხვილი იყო, -
10:46 - 10:49რომ ნიგერიელი კაცები მოძალადეები არიან
-
10:49 - 10:51ჩემი ერთერთი პერსონაჟის მსგავსად.
-
10:52 - 10:55მე ვუპასუხე, რომ ახლახანს წავიკითხე
"ამერიკელი ფსიქოპათი" - -
10:56 - 10:57(სიცილი)
-
10:59 - 11:01- და როგორი სირცხვილია, რომ
-
11:01 - 11:04ახალგაზრდა ამერიკელები
სერიული მკვლელები არიან. -
11:04 - 11:05(სიცილი)
-
11:06 - 11:09(აპლოდისმენტები)
-
11:13 - 11:16რა თქმა უნდა ეს ცოტა
გაღიზიანების ფონზე ვთქვი. -
11:16 - 11:20მაგრამ აზრად არასდროს
მომსვლია მეფიქრა, -
11:20 - 11:23რომ, რადგან წიგნის პერსონაჟი
სერიული მკვლელია -
11:23 - 11:28ასეთივეა ყველა ამერიკელიც.
-
11:28 - 11:31არა იმიტომ, რომ იმ სტუდენტზე
უკეთესი პიროვნება ვარ, -
11:31 - 11:35არამედ ამერიკის კულტურული და
ეკონომიკური ძალაუფლების გამო -
11:35 - 11:37ამ ქვეყანაზე მრავალმხრივი ისტორია მაქვს.
-
11:37 - 11:40წაკითხული მაქვს ტაილერი, აფდაიკი,
შტაინბეკი და გაიტსკილი. -
11:40 - 11:43ამერიკის მხოლოდ ერთ მხარეს არ ვიცნობ.
-
11:43 - 11:45წლების წინ როცა გავიგე, რომ
-
11:45 - 11:50მწერლებს უბედური ბავშვობა
უნდა ჰქონოდათ -
11:50 - 11:52რომ წარმატებული ყოფილიყვნენ,
-
11:52 - 11:56მძიმე ბავშვობის შესახებ ისტორიების
მოგონებაზე ფიქრი დავიწყე. -
11:57 - 11:58(სიცილი)
-
11:59 - 12:02მაგრამ რეალურად ძალიან
ბედნიერი ბავშვობა მქონდა, -
12:02 - 12:05სიცილითა და სიყვარულით სავსე,
შეკრულ ოჯახში. -
12:05 - 12:08თუმცა ბებია და ბაბუა ლტოლვილთა
ბანაკში დაიღუპნენ. -
12:09 - 12:13ბიძაშვილი პოლი კი არასათანადო
სამედიცინო დახმარებას ემსხვერპლა. -
12:13 - 12:16უახლოესი მეგობარი ოკოლომა
ავიაკატასტროფაში დამეღუპა, -
12:16 - 12:18რადგან სახანძრო მანქანებში
წყალი არ აღმოაჩნდა. -
12:20 - 12:22რეპრესიულ სამხედრო რეჟიმში გავიზარდე,
-
12:22 - 12:24რომელიც განათლებას არაფრად აგდებდა
-
12:24 - 12:27და რის გამოც ხანდახან ჩემი მშობლები
ხელფასს ვერ იღებდნენ. -
12:27 - 12:31ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ
საუზმისას ჯემი არ გვქონდა -
12:31 - 12:33შემდეგ კარაქი გაქრა,
-
12:34 - 12:36პური გაძვირდა,
-
12:36 - 12:38რძის რაციონი შეიზღუდა.
-
12:39 - 12:45და მოუწესრიგებელი პოლიტიკის შიშმა
მოიცვა ჩვენი ცხოვრება. -
12:46 - 12:48ამ ისტორიებმა შემქმნეს ასეთად.
-
12:49 - 12:52მაგრამ მხოლოდ ნეგატივზე აქცენტით
-
12:52 - 12:55ჩემს გამოცდილებას შევზუდავდი
-
12:55 - 12:59და გამომრჩებოდა სხვა ასპექტები
რამაც მე ჩამომაყალიბა. -
12:59 - 13:02ცალმხრივი ისტორიები სტერეოტიპებს ქმნიან
-
13:02 - 13:07და სტრერეოტიპების პრობლემა
მის ნამდვილობაში კი არაა, -
13:07 - 13:09არამედ მის არასრულყოფილებაში.
-
13:09 - 13:12ისინი ერთ ისტორიას ერთადერთად აქცევენ.
-
13:12 - 13:16რა თქმა უნდა აფრიკა
კატასტროფების კონტინენტია: -
13:16 - 13:19მასშტაბური მაგალითებით, როგორიც
საშინელი გაუპატიურებებია კონგოში -
13:19 - 13:21და სამწუხარო მაგალითებით, როგორიც
-
13:21 - 13:255,000 განაცხადია ერთ
ვაკანსიაზე ნიგერიაში. -
13:25 - 13:30მაგრამ კატასტროფების გარდა
სხვა ისტორიებიც არსებობს -
13:30 - 13:33და მათზე საუბარი თანაბრად მნიშვნელოვანია.
-
13:33 - 13:36ყოველთვის მჯეროდა, რომ შეუძლებელია გქონდეს
-
13:36 - 13:39სრულფასოვანი წარმოდგენა
ქვეყანასა თუ ადამიანზე -
13:39 - 13:42მათი თითოეული ისტორიის ცოდნის გარეშე.
-
13:42 - 13:46ცალმხრივი ისტორიის შედეგი ესაა:
-
13:46 - 13:48ადამიანებს ღირსებას ართმევს.
-
13:48 - 13:52ადამიანების თანასწორად აღქმას ართულებს.
-
13:52 - 13:56ხაზს უსვამს ჩვენს განსხვავებულობას,
მსგავსების ნაცვლად. -
13:57 - 13:59რა იქნებოდა მექსიკაში მოგზაურობამდე
-
13:59 - 14:03იმიგრაციაზე დებატების
ორივე მხარე მცოდნოდა, -
14:03 - 14:05ამერიკულიც და მექსიკურიც?
-
14:05 - 14:08რა იქნებოდა დედას ეთქვა, რომ
ფიდის ოჯახი ღარიბი -
14:08 - 14:11მაგრამ თავდაუზოგავად მშრომელი იყო?
-
14:11 - 14:13რა იქნებოდა აფრიკული ტელევიზია გვქონოდა,
-
14:13 - 14:17რომელიც აფრიკის მრავალფეროვნებას
მსოფლიოს გაუზიარებდა? -
14:17 - 14:21ის რასაც ნიგერიელი მწერალი
ჩინუა აჩებე "ისტორიების ბალანსს" უწოდებს. -
14:22 - 14:25რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
ნიგერიელ რედაქტორზე, -
14:25 - 14:27მუჰთარ ბაკარეზე,
-
14:27 - 14:29საოცარ ადამიანზე, რომელმაც
ბანკში სამსახური მიატოვა, -
14:29 - 14:32რომ მისი საოცნებო
გამომცემლობა დაეარსებინა. -
14:32 - 14:36საყოველთაო მოსაზრება იყო, რომ
ნიგერიელები წიგნებს არ კითხულობენ. -
14:36 - 14:37ის კი არ ეთანხმებოდა.
-
14:37 - 14:40მისი აზრით ვისაც კითხვა შეეძლო,
კიდეც წაიკითხავდა, -
14:40 - 14:44თუ მათთვის ლიტერატურა
ხელმისაწვდომი იქნებოდა. -
14:44 - 14:47როცა მან ჩემი პირველი წიგნი გამოსცა,
-
14:47 - 14:50ლაგოსის ტელევიზიაში გავემგზავრე
ინტერვიუს მისაცემად. -
14:50 - 14:53პერსონალიდან ერთერთი ქალბატონი
მომიახლოვდა და მითხრა: -
14:53 - 14:56"თქვენი ნოველა მომეწონა.
მაგრამ დასასრული არ ვარგოდა. -
14:56 - 15:00ამიტომ გაგრძელება უნდა დაწეროთ,
რომელშიც აი ეს მოხდება..." -
15:00 - 15:01(სიცილი)
-
15:02 - 15:05და გააგრძელა იმის მოყოლა
თუ რა უნდა დამეწერა. -
15:06 - 15:08ამ ამბავმა საოცრად შემძრა.
-
15:08 - 15:11ჩემ წინაშე უბრალო ნიგერიელი
ქალბატონი იდგა, -
15:11 - 15:13რომლებიც წესით არ კითხულობენ.
-
15:13 - 15:16მაგრამ მან არა მარტო წაიკითხა ჩემი წიგნი,
-
15:16 - 15:17არამედ გაითავისა
-
15:17 - 15:21და გაგრძელების იდეასაც კი მიზიარებდა.
-
15:22 - 15:25რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
ჩემივე მეგობარ ფუნმი ლიანდაზე, -
15:25 - 15:28უშიშარ ქალბატონზე, რომელიც
სატელევიზიო შოუს უძღვება ლაგოსში -
15:28 - 15:31და გვიყვება ისტორიებს, რომელთა
დავიწყება ყველას გვირჩევნია? -
15:32 - 15:35რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
გულის ოპერაციაზე, -
15:35 - 15:38რომელიც გასულ კვირას
ლაგოსის ჰოსპიტალში ჩაატარეს? -
15:38 - 15:42რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
თანამედროვე ნიგერიულ მუსიკაზე, -
15:42 - 15:45ნიჭიერი ადამიანების შესრულებით
ინგლისურად და პიჯინურად, -
15:45 - 15:48ასევე იგბოს, იორუბას და იჯოს ენებზე,
-
15:48 - 15:51Jay-Z და Fela-ს გავლენით დაწყებული
-
15:51 - 15:54ბობ მარლით და ბაბუების
სტილით დამთავრებული. -
15:54 - 15:57რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
ქალი ადვოკატის შესახებ, -
15:57 - 16:00რომელმაც სულ ახლახანს სასამართლოში
უაზრო კანონი გაასაჩივრა, -
16:00 - 16:04რომელიც ქალებს ავალდებულებდა
ქმრის თანხმობა მიეღოთ -
16:04 - 16:06პასპორტის განახლებაზე?
-
16:06 - 16:09რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
ნოლივუდის შესახებ, -
16:09 - 16:13შემოქმედებით ადამიანებზე,
რომლებიც არაფრისგან ფილმებს ქმნიან, -
16:13 - 16:15ისეთ პოლულარულ ფილმებს, რომ
-
16:15 - 16:20ნათელი მაგალითია ნიგერიელები
როგორ მოიხმარენ იმას რასაც ქმნიან. -
16:20 - 16:24რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
ჩემს ამბიციურ სტილისტზე, -
16:24 - 16:27რომელმაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო
და თმის დამაგრძელებლებს ყიდის. -
16:27 - 16:32ან მილიონობით სხვა ნიგერიელზე, რომლებიც
ბიზნესს იწყებენ და ხანდახან არ უმართლებთ, -
16:32 - 16:34მაგრამ ამბიციურობას ინარჩუნებენ.
-
16:35 - 16:37ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ვარ,
-
16:37 - 16:40ნიგერიელებისთვის ჩვეული
გაღიზიანება მეუფლება -
16:40 - 16:43ჩვენი დანგრეული ინფრასტრუქტურის,
უუნარო მთავრობის გამო, -
16:43 - 16:46მაგრამ საოცარია ის მოქნილობა,
-
16:46 - 16:49რომელსაც ხალხი ამჟღავნებს,
მთავრობის მიუხედავად -
16:49 - 16:51და არა მისი ხელშეწყობით.
-
16:51 - 16:54ყოველ ზაფხულს ლაგოსში
მხატვრულ წერას ვასწავლი -
16:54 - 16:57და საოცარია რამდენ ადამიანს
სურს მონაწილეობა, -
16:57 - 17:00რამდენ მათგანს სურს რომ წერდეს,
-
17:00 - 17:02რომ ისტორიებს გვიზიარებდეს.
-
17:02 - 17:05ჩემს ნიგერიულ გამომცემლობასთან ერთად
ახლახანს არასამთავრობო დავაფუძნე, -
17:05 - 17:06სახელად "Farafina Trust"
-
17:06 - 17:10და ვგეგმავთ ახალი ბიბლიოთეკები შევქმნათ
-
17:10 - 17:13ან განვაახლოთ უკვე არსებული.
-
17:13 - 17:15მოვამარაგოთ სკოლები წიგნებით,
-
17:15 - 17:17რომელთაც ცარიელი თაროები აქვთ.
-
17:17 - 17:20ასევე ჩავატაროთ უამრავი სემინარი
-
17:20 - 17:21კითხვასა და წერაზე,
-
17:21 - 17:24მათთვის, ვისაც ჩვენი
ისტორიების გაზიარება სურთ. -
17:24 - 17:26ისტორიები მნიშვნელოვანია.
-
17:26 - 17:28ბევრი მათგანია მნიშვნელოვანი.
-
17:28 - 17:32ისტორიებს ღვარძლისა და
დაკნინებისთვის იყენებენ, -
17:32 - 17:35მაგრამ მათი შთაგონებისთვის გამოყენებაც
თანაბრად შესაძლებელია. -
17:36 - 17:39ისტორიებს ადამიანების
ღირსების შელახვა შეუძლიათ, -
17:39 - 17:43მაგრამ ისინი შელახულ
ღირსებასაც აღადგენენ. -
17:44 - 17:46ამერიკელი მწერალი, ალის ვოკერი,
-
17:46 - 17:49მის სამხრეთელ ნათესავებზე წერს,
რომლებიც ჩრდილოეთში გადასახლდნენ. -
17:49 - 17:52ალისმა მათ წიგნი წარუდგინა,
-
17:52 - 17:54რომელიც მათ ყოფილ
სამხრეთულ ცხოვრებაზეა. -
17:55 - 17:59"წრეზე ისხდნენ, წიგნს კითხულობდნენ,
-
17:59 - 18:01ან მისმენდნენ როგორ ვუკითხავდი
-
18:01 - 18:04და თითქოს სამოთხემ დაისადგურა..."
-
18:05 - 18:08მოდით ამით დავასრულებ:
-
18:08 - 18:11როდესაც უარს ვეტყვით
ცალმხრივ ისტორიებს, -
18:11 - 18:14როდესაც გავიაზრებთ, რომ
ცალმხრივი ისტორია არ არსებობს, -
18:14 - 18:16არცერთ ქვეყანაზე,
-
18:16 - 18:19ერთგვარი სამოთხე დაისადგურებს...
-
18:19 - 18:20მადლობა!
-
18:20 - 18:22(აპლოდისმენტები)
- Title:
- სტერეოტიპების საფრთხის წინაშე
- Speaker:
- ჩიმამანდა ინგოზი ადიჩი
- Description:
-
ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კულტურა, ბევრი ურთიერთგადამკვეთი ისტორიისგან შედგება. მწერალი ჩიმამანდა ადიჩი გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა მისი ნამდვილი ხმა საკუთარ კულტურაში და გვაფრთხილებს, რომ თუ სხვა ადამიანზე, ან ქვეყანაზე ისტორიის მხოლოდ ერთი მხარე ვიცით, დიდი შანსია ჩვენი აღქმა არასრულყოფილი იყოს.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 18:29
![]() |
TED Translators admin approved Georgian subtitles for The danger of a single story | |
![]() |
Beka Dadiani accepted Georgian subtitles for The danger of a single story | |
![]() |
Beka Dadiani edited Georgian subtitles for The danger of a single story | |
![]() |
Beka Dadiani edited Georgian subtitles for The danger of a single story | |
![]() |
Beka Dadiani edited Georgian subtitles for The danger of a single story | |
![]() |
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The danger of a single story | |
![]() |
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The danger of a single story | |
![]() |
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The danger of a single story |