0:00:01.104,0:00:02.500 მე ნოველისტი ვარ 0:00:02.500,0:00:05.310 და მინდა რამდენიმე პირადი [br]ისტორია გაგიზიაროთ, 0:00:05.310,0:00:09.540 იმაზე, რასაც "ცალმრივი ისტორიების [br]საფრთხეს" ვუწოდებ. 0:00:10.572,0:00:14.198 საუნივერსიტეტო დასახლებაში [br]გავიზარდე, აღმოსავლეთ ნიგერიაში. 0:00:14.198,0:00:17.138 დედა ამბობს, რომ კითხვა [br]2 წლის ასაკში დავიწყე, 0:00:17.138,0:00:20.457 თუმცა მგონია ოთხი წელი [br]უფრო ახლოსაა სიმართლესთან. 0:00:21.737,0:00:23.247 ასე რომ, მცირეწლოვანი მკითხველი ვიყავი, 0:00:23.247,0:00:26.478 ვეცნობოდი ბრიტანულ და [br]ამერიკულ საბავშვო წიგნებს. 0:00:27.808,0:00:29.908 მცირეწლოვანი მწერალიც ვიყავი. 0:00:29.908,0:00:33.506 როდესაც 7 წლის ასაკში წერა დავიწყე, 0:00:33.666,0:00:36.586 ფანქრით ჩანაწერებს ვაკეთებდი,[br]პასტელის ილუსტრაციებით, 0:00:36.586,0:00:38.968 რომელთა წაკითხვა საწყალ [br]დედაჩემს ევალებოდა. 0:00:39.832,0:00:42.428 ზუსტად ისეთ ისტორიებს ვწერდი, [br]როგორსაც ვკითხულობდი: 0:00:42.428,0:00:45.876 ყველა ჩემი პერსონაჟი თეთრკანიანი იყო, [br]ცისფერი თვალებით. 0:00:47.774,0:00:50.014 ისინი თოვლში თამაშობდნენ, 0:00:50.614,0:00:52.191 ვაშლს ჭამდნენ, 0:00:53.806,0:00:55.983 და ბევრს საუბრობდნენ ამინდზე, 0:00:55.983,0:00:58.374 თუ როგორი სასიამოვნო მზიანი დღე იყო. 0:01:00.549,0:01:03.733 გარდა იმისა, რომ ნიგერიაში ვცხოვრობდი, 0:01:03.733,0:01:05.835 არასდროს ვყოფილვარ ნიგერიის გარეთ. 0:01:06.835,0:01:08.985 ჩვენთან არასდროს თოვდა, [br] 0:01:08.985,0:01:10.683 მანგოს მივირთმევდით, 0:01:10.683,0:01:12.114 და არასდროს ვსაუბრობდით ამინდზე, 0:01:12.114,0:01:14.233 რადგან საჭიროც არ იყო. 0:01:14.313,0:01:17.079 ჩემი პერსონაჟები ასევე უხვად სვამდნენ[br]ჯანჯაფილის ლუდს, 0:01:17.079,0:01:19.446 რადგან ბრიტანული წიგნების პერსონაჟებიც 0:01:19.446,0:01:21.480 ჯანჯაფილის ლუდს სვამდნენ. 0:01:21.480,0:01:24.271 მერე რა, რომ საერთოდ არ ვიცოდი [br]ჯანჯაფილის ლუდი რა იყო. 0:01:24.511,0:01:25.326 (სიცილი) 0:01:25.596,0:01:26.961 თუმცა, წლების განმავლობაში 0:01:26.961,0:01:30.335 მწველი სურვილი მქონდა[br]ჯანჯაფილის ლუდი გამესინჯა. 0:01:30.475,0:01:31.596 მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. 0:01:32.300,0:01:34.090 მე ვფიქრობ, ეს ისტორია იმას წარმოაჩენს 0:01:34.742,0:01:38.965 თუ რამდენად ღია და მოწყვლადები ვართ[br]ისტორიების წინაშე, 0:01:38.965,0:01:40.524 განსაკუთრებით კი, როგორც ბავშვები. 0:01:41.524,0:01:45.369 რადგან ყველა წაკითხული წიგნის [br]პერსონაჟი უცხოელი იყო, 0:01:45.369,0:01:50.559 დავიჯერე, რომ წიგნებს აუცილებლად [br]უცხოელი პერსონაჟები უნდა ჰყავდეს 0:01:50.939,0:01:54.326 და უნდა იყოს ისეთ საკითხებზე, [br]რაზეც უშუალო შეხება არ მქონია. 0:01:55.286,0:01:58.139 სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც [br]აფრიკული წიგნები აღმოვაჩინე. 0:01:59.009,0:02:00.700 ბევრი წიგნი არც იყო ხელმისაწვდომი 0:02:00.700,0:02:03.156 და ვერც ისე მარტივად იშოვიდით, [br]როგორც უცხოურ წიგნებს. 0:02:03.156,0:02:06.729 მაგრამ ჩინუა აჩებეს და კამარა ლაის [br]მსგავსი მწერლების წყალობით, 0:02:06.729,0:02:10.216 ლიტერატურის აღქმა ჩემს გონებაში [br]სრულიად შეიცვალა. 0:02:11.010,0:02:13.520 გავაანალიზე, რომ ჩემნაირი ადამიანები, 0:02:13.520,0:02:15.414 გოგონები შოკოლადისფერი კანით, 0:02:15.414,0:02:18.375 რომლეთა დახუჭუჭებული თმის [br]შეკვრაც კი შეუძლებელია, 0:02:18.375,0:02:20.561 შეიძლება, რომ ლიტერატურაში არსებობდნენ. 0:02:20.888,0:02:23.582 მე ნაცნობ თემებზე წერა დავიწყე. 0:02:24.693,0:02:27.617 რა თქმა უნდა, ის ამერიკული და [br]ბრიტანული წიგნებიც მომწონდა. 0:02:27.617,0:02:31.576 ისინი ჩემს წარმოსახვას აძლიერებდნენ და[br]ახალ სამყაროს მიხსნიდნენ. 0:02:31.576,0:02:33.746 მაგრამ ჩემდა უნებურად 0:02:34.152,0:02:37.582 არ ვიცოდი, რომ ჩემნაირ პერსონაჟებს[br]ლიტერატურაში არსებობა შეეძლოთ. 0:02:38.629,0:02:41.295 ასე რომ, აფრიკელი მწერლების [br]აღმოჩენამ ეს შეცვალა: 0:02:41.505,0:02:46.103 გადამარჩინა ცალმხრივი ისტორიისგან [br]წიგნების შესახებ. 0:02:47.276,0:02:50.043 მე ტრადიციული, საშუალო კლასის [br]ნიგერიული ოჯახი მყავს. 0:02:50.043,0:02:52.059 მამაჩემი პროფესორი იყო. 0:02:52.059,0:02:54.015 დედაჩემი კი ადმინისტრატორი. 0:02:55.519,0:02:59.623 და როგორც მიღებულია, [br]ჩვენც მოსამსახურე გვყავდა, 0:02:59.623,0:03:02.505 როგორც წესი ახლომდებარე სოფლებიდან. 0:03:03.183,0:03:06.762 როდესაც 8 წლის გავხდი, ჩვენთან [br]ახალმა ბიჭმა დაიწყო მუშაობა. 0:03:06.762,0:03:08.602 მას ფიდი ერქვა. 0:03:09.534,0:03:14.638 ერთადერთი, რაც მის შესახებ დედისგან [br]ვიცოდით, მისი ღარიბი ოჯახი იყო. 0:03:14.909,0:03:19.660 დედა მათ კარტოფილს, ბრინჯს და [br]ძველ ტანსაცმელს უგზავნიდა ხოლმე. 0:03:20.420,0:03:22.746 და თუ სადილს არ დავასრულებდი [br]დედა მეტყოდა: 0:03:22.746,0:03:26.560 "დაასრულე ჭამა! ხალხს, ფიდის ოჯახივით,[br]საჭმელი არ აქვს !" 0:03:27.230,0:03:30.596 ასე რომ, ფიდის ოჯახი ძალიან მეცოდებოდა. 0:03:31.554,0:03:34.064 ერთ შაბათსაც მის სოფელში [br]სტუმრად წავედით 0:03:34.114,0:03:38.031 და დედამისმა ულამაზესად [br]დაწნული კალათი გვაჩვენა, 0:03:38.141,0:03:41.060 რომელიც მის ძმას პალმის [br]ფოთლებისგან გაეკეთებინა. 0:03:41.180,0:03:42.546 თავზარი დამეცა! 0:03:43.144,0:03:48.190 არადროს მიფიქრია, რომ ვინმეს მის ოჯახში[br]რამის გაკეთება შეეძლო. 0:03:49.120,0:03:52.006 მათზე მხოლოდ ის მესმოდა [br]რამდენად ღარიბები იყვნენ 0:03:52.310,0:03:56.590 და ჩემთვის მათი სიღარიბის გარდა [br]სხვა რამის დანახვა შეუძლებელი გახდა. 0:03:57.282,0:03:59.669 სიღარიბე, ჩემი ცალმხირივი ისტორია [br]იყო მათ შესახებ. 0:04:00.791,0:04:03.732 წლების შემდეგაც გავიხსენე ეს ამბავი, [br]როდესაც ნიგერიიდან გავემგზავრე 0:04:03.732,0:04:06.586 ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. 0:04:06.586,0:04:07.868 მაშინ 19 წლის ვიყავი. 0:04:08.478,0:04:11.081 ჩემი ამერიკელი მეზობელი გაოცებული იყო. 0:04:12.003,0:04:15.440 მეკითხებოდა ასე კარგად [br]სად ვისწავლე ინგლისური 0:04:15.440,0:04:20.452 და დაიბნა, როდესაც ვუპასუხე, რომ ნიგერიაში[br]ინგლისური სახელმწიფო ენაა. 0:04:21.729,0:04:25.533 სურვილი ჰქონდა ჩემი [br]ე.წ. "ხალხური მუსიკისთვის" მოესმინა 0:04:25.533,0:04:28.026 და საკმაოდ იმედგაცრუებული დარჩა, 0:04:28.026,0:04:30.206 როდესაც მერაია ქერის დისკი ვაჩვენე. 0:04:30.444,0:04:32.010 (სიცილი) 0:04:33.490,0:04:37.246 იმასაც ვარაუდობდა, რომ [br]გაზქურის გამოყენება არ ვიცოდი. 0:04:37.646,0:04:39.347 ყველაზე მეტად კი [br]ეს ჩამრჩა გონებაში: 0:04:39.347,0:04:42.413 ვიდრე მნახავდა მანამდეც კი ვეცოდებოდი. 0:04:42.413,0:04:45.928 მისი პირვანდელი დამოკიდებულება ჩემდამი, [br]როგორც აფრიკელისადმი, 0:04:45.966,0:04:49.524 ერთგვარი მფარველობა და შეცოდება იყო, [br]კეთილი განზრახვით. 0:04:50.574,0:04:53.270 ჩემს მეზობელს ცალხმრივი [br]ისტორია ჰქონდა აფრიკის შესახებ: 0:04:53.312,0:04:55.908 ცალმხრივი ისტორია კატასტროფების შესახებ. 0:04:56.516,0:04:57.960 ამ ცალმხრივ ისტორიაში კი, 0:04:57.960,0:05:01.616 შეუძლებელი იყო აფრიკელები რამით [br]ყოფილიყვნენ მისი მსგავსნი, 0:05:01.786,0:05:05.390 შეუძლებელი იყო ეგრძნო რამე [br]უფრო ძლიერი, ვიდრე შეცოდება, 0:05:05.390,0:05:08.256 შეუძლებელი იყო ურთიერთობა, როგორც [br]თანასწორ ადამიანებს შორის. 0:05:09.010,0:05:10.900 უნდა ავღნიშნო, რომ ამერიკაში გადასვლამდე 0:05:10.900,0:05:13.179 ჩემს თავს გაცნობიერებულად არ [br]აღვიქვამდი, როგორც აფრიკელს. 0:05:14.329,0:05:17.270 მაგრამ ამერიკაში, აფრიკის ხსენებისთანავე[br]ხალხი მე მიყურებდა 0:05:17.270,0:05:19.996 მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად [br]ნამიბიაზე არაფერი ვიცოდი. 0:05:20.956,0:05:23.280 მაგრამ ეს ახალი იდენტობაც შევითვისე 0:05:23.280,0:05:26.426 და ბევრი კუთხით ჩემს თავს უკვე აღვიქვამ, [br]როგორც აფრიკელს. 0:05:26.426,0:05:30.266 თუმცა საკმაოდ მაღიზიანებს, როდესაც აფრიკას, [br]როგორც ერთ ქვეყანას მოიხსენიებენ, 0:05:30.266,0:05:33.150 მაგალითად ჩემი ბოლო ფრენის დროს, [br]რომელიც სხვამხრივ შესანიშნავი იყო, 0:05:33.150,0:05:35.286 ლაგოსიდან, ორი დღის წინ, 0:05:35.286,0:05:38.229 ბორტზე გამოაცხადეს ინფორმაცია 0:05:38.229,0:05:42.631 საქველმოქმედო პროექტებზე "ინდოეთში, [br]აფრიკასა და სხვა ქვეყნებში". 0:05:42.964,0:05:44.379 (სიცილი) 0:05:44.519,0:05:48.206 ამერიკაში, როგორც აფრიკელის [br]მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, 0:05:48.206,0:05:51.266 დავიწყე ჩემი მეზობლის უკეთ გაგება. 0:05:52.046,0:05:54.190 ნიგერიაში რომ არ დავბადებულიყავი 0:05:54.190,0:05:57.589 და ყველაფერი აფრიკის შესახებ [br]ცნობილი სურათებიდან მცოდნოდა, 0:05:57.589,0:06:01.954 მეც ვიფიქრებდი, რომ აფრიკა იყო[br]ადგილი ლამაზი ხედებით, 0:06:01.954,0:06:03.826 ლამაზი ცხოველებით 0:06:03.826,0:06:05.926 და უგუნური ადამიანებით, 0:06:05.926,0:06:09.196 რომელიც უაზრო ომებში იბრძვიან, [br]სიღარიბესა და შიდსისგან იხოცებიან, 0:06:09.196,0:06:12.041 საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეუძლიათ 0:06:12.041,0:06:16.386 და ელიან როდის გადაარჩენს კეთილი, [br]თეთრკანიანი უცხოელი. 0:06:16.759,0:06:20.048 აფრიკელებს აღვიქვამდი ზუსტად ისე, [br]როგორც მე, ბავშვობისას 0:06:20.048,0:06:22.187 ფიდის ოჯახი აღვიქვი. 0:06:22.867,0:06:26.760 უპირველესად ეს ცალმხრივი ისტორია აფრიკაზე[br]დასავლური ლიტერატურიდან მოდის. 0:06:27.460,0:06:31.736 გთავაზობთ ციტატას ლონდონელი ვაჭრის, [br]ჯონ ლოკის ჩანაწერიდან, 0:06:31.736,0:06:35.560 რომელმაც 1561 წელს იმოგზაურა აფრიკაში 0:06:35.560,0:06:38.720 და გასაოცრად აღწერა მისი მოგზაურობა. 0:06:39.780,0:06:44.153 ის აფრიკელებს მოიხსენიებს, როგორც [br]"ურჩხულებს სახლების გარეშე" 0:06:44.153,0:06:48.306 და დასძენს: "ეს უთავო ხალხია, 0:06:48.306,0:06:51.816 პირი და თვალები კი მკერდზე აქვთ". 0:06:53.203,0:06:55.267 გულიანად ვიცინე ყოველ ჯერზე [br]როცა ეს წავიკითხე. 0:06:55.267,0:06:58.603 ჯონ ლოკის წარმოსახვა ხოტბას იმსახურებს. 0:06:59.454,0:07:01.204 მაგრამ ამ ჩანაწერში მნიშვნელოვანია, რომ 0:07:01.204,0:07:05.580 ის წარმოადგენს დასავლეთში [br]აფრიკული ისტორიების ტრადიციის დასაწყისს: 0:07:06.000,0:07:09.506 ტრადიცია სუბსაჰარულ აფრიკაზე, [br]როგორც ნეგატივების სავანეზე, 0:07:09.506,0:07:11.459 განსხვავებულობაზე, წყვდიადზე, 0:07:11.459,0:07:16.724 ადამიანებზე, რომელიც შესანიშნავი პოეტის, [br]რადიარდ კიპლინგის სიტყვებით, 0:07:16.724,0:07:19.216 "ნახევრად დემონები, [br]ნახევრად ბავშვები" არიან. 0:07:20.216,0:07:23.371 ამგვარად გავაანალიზე, რომ ჩემს[br]ამერიკელ მეზობელს 0:07:23.371,0:07:25.226 მთელი ცხოვრების განმავლობაში 0:07:25.226,0:07:28.766 მოსმენილი და ნანახი აქვს ცალმხრივი [br]ისტორიის სხვადასხვა ვერსია, 0:07:29.546,0:07:31.439 ისევე როგორც ერთერთ პროფესორს, 0:07:31.439,0:07:35.419 რომელმაც ერთხელ მითხრა რომ ჩემი მოთხრობა[br]"ავთენტურად აფრიკული არ იყო." 0:07:35.619,0:07:37.469 მზად ვიყავი შევდავებოდი, 0:07:37.469,0:07:40.240 რომ მოთხრობას ნამდვილად გქონდა[br]რამდენიმე ხარვეზი, 0:07:40.240,0:07:43.449 და რომ ის რამდენიმე ასპექტში[br]არასრულყოფილი იყო, 0:07:43.449,0:07:46.866 მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, [br]რომ მოთხრობამ ვერ შეძლო 0:07:46.866,0:07:49.589 მიეღწია ისეთი რამისთვის, რასაც [br]"აფრიკული ავთენტურობა" ჰქვია. 0:07:49.589,0:07:52.806 რეალურად, არც კი ვიცოდი [br]"აფრიკული ავთენტურობა" რა იყო. 0:07:53.936,0:07:57.916 პროფესორმა მითხრა, რომ ჩემი [br]პერსონაჟები მას ჰგავდნენ, 0:07:57.916,0:08:00.426 განათლებულ, საშუალო კლასის მამაკაცს. 0:08:00.426,0:08:02.796 ჩემ პერსონაჟები მანქანებს მართავდნენ. 0:08:02.796,0:08:04.242 ისინი არ შიმშილობდნენ. 0:08:04.242,0:08:07.806 ამიტომაც ისინი "ავთენტურად [br]აფრიკული" არ იყვნენ. 0:08:08.626,0:08:11.847 მაგრამ აქვე დავსძენ, რომ მეც თანაბრად [br]დამნაშავე ვარ 0:08:11.847,0:08:14.816 ცალმხრივი ისტორიის საკითხში. 0:08:15.215,0:08:17.779 რამდენიმე წლის წინ მექსიკას ვეწვიე ამერიკიდან. 0:08:18.339,0:08:21.670 იმ პერიოდში, ამერიკაში საკმაოდ დაძაბული[br]პოლიტიკური კლიმატი იყო 0:08:21.670,0:08:24.387 და მიგრაციის შესახებ დებატები მიმდინარეობდა. 0:08:24.387,0:08:26.988 და როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამერიკაში, 0:08:26.988,0:08:29.928 იმიგრაცია მექსიკელების სინონიმი გახდა. 0:08:30.428,0:08:32.608 მექსიკელებზე უამრავ ისტორიას მოისმენდით, 0:08:32.626,0:08:35.949 როგორც ცდილობდნენ ჯანდაცვის [br]სისტემის გაფრცქვნას, 0:08:35.949,0:08:38.190 ძვრებოდნენ საზღვარზე, 0:08:38.190,0:08:40.868 როგორ აპატიმრებდნენ საზღვართან და ა.შ. 0:08:42.388,0:08:45.433 მახსოვს პირველ დღეს გვადალაჰარას [br]ქუჩებში ვსეირნობდი, 0:08:45.623,0:08:48.466 ვუყურებდი სამსახურისკენ [br]მიმავალ ადამიანებს, 0:08:48.466,0:08:50.796 როგორ ახვევდნენ ტორტილას ბაზარში, 0:08:50.796,0:08:52.602 როგორ ეწეოდნენ, იცინოდნენ. 0:08:52.762,0:08:55.575 მახსოვს თავიდან ცოტა გავოცდი, 0:08:55.575,0:08:59.046 შემდეგ კი მთლიანად [br]სირცხვილის გრძნობამ მომიცვა. 0:08:59.621,0:09:03.581 გავაცნობიერე, რომ იმდენად ვიყავი მექსიკის [br]შესახებ მედია ცნობებში ჩაძირული, 0:09:03.581,0:09:06.366 რომ ისინი მხოლოდ ერთ რამედ [br]იქცნენ ჩემს გონებაში - 0:09:06.366,0:09:07.994 საძაგელ იმიგრანტებად. 0:09:08.704,0:09:11.079 მექსიკელებზე ცალმხრივი [br]ისტორია დავიჯერე 0:09:11.079,0:09:13.431 და საშინლად შემრცხვა საკუთარი თავის. 0:09:14.084,0:09:16.331 ასე იქმნება ცალმხრივი ისტორია. 0:09:16.611,0:09:19.278 აჩვენე ადამიანს მხოლოდ ერთი მხარე, 0:09:19.278,0:09:21.236 მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე, 0:09:21.236,0:09:22.382 ისევ და ისევ, 0:09:22.382,0:09:24.558 და ის გახდება ისტორიის [br]ერთადერთი მხარე. 0:09:25.158,0:09:28.293 ცალმხრივ ისტორიებზე ვერ ვისაუბრებთ 0:09:28.293,0:09:30.277 თუ ძალაუფლებასაც არ შევეხებით. 0:09:31.467,0:09:33.606 იგბოს ტომის ენაზე ერთი სიტყვაა, 0:09:33.606,0:09:37.215 რომელიც პირველი მახსენდება, როდესაც [br]მსოფლიოში ძალაუფლების სტრუქტურაზე ვფიქრობ 0:09:37.215,0:09:38.870 და ეს სიტყვაა "ნკალი". 0:09:38.870,0:09:43.460 ეს სიტყვა დაახლოებით ასე ითარგმნება - [br]"იყო სხვაზე უფრო მეტი". 0:09:43.460,0:09:46.634 როგორც ჩვენს ეკონომიკურ და [br]პოლიტიკურ სამყაროში, 0:09:46.634,0:09:50.312 ისტორიებსაც განსაზღვრავს "ნკალის" პრინციპი: 0:09:50.382,0:09:53.136 როგორ ხდება მათი გადმოცემა, [br]ვინ გადმოგვცემს მათ, 0:09:53.136,0:09:56.016 როდის და რამდენ ვერსიას გადმოგვცემენ, 0:09:56.016,0:09:58.767 რეალურად ეს ძალაუფლებაზეა დამოკიდებული. 0:09:59.899,0:10:03.400 ძალაუფლება საშუალებას გაძლევს არა [br]მარტო სხვა ადამიანის ისტორია მოჰყვე, 0:10:03.400,0:10:06.513 არამედ მის ერთადერთ ისტორიად აქციო. 0:10:07.393,0:10:10.070 პალესტინელი მწერალი მურიდ ბარღუტი წერს, 0:10:10.070,0:10:12.210 რომ თუ გსურთ ადამიანები დააკნინოთ, 0:10:12.210,0:10:17.576 მათი ისტორიის მოყოლა დაიწყეთ - [br]"მეორე მხრივ". 0:10:18.556,0:10:22.744 ისტორია დაიწყეთ აბორიგენი [br]ამერიკელების ისრებით 0:10:22.744,0:10:24.772 და არა ბრიტანელების ამერიკაში ჩასვლით 0:10:24.772,0:10:27.666 და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ. 0:10:27.836,0:10:32.377 ისტორია დაიწყეთ აფრიკელი [br]სახელმწიფოს დაცემით 0:10:32.377,0:10:36.105 და არა კოლონიური აფრიკული [br]სახელმწიფოს შექმნით 0:10:36.105,0:10:39.348 და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ. 0:10:39.768,0:10:42.100 ახლახანს უნივერსიტეტში სიტყვით გამოვედი, 0:10:42.100,0:10:45.516 სადაც სტუდენტმა მითხრა[br]როგორი სირცხვილი იყო, 0:10:45.516,0:10:49.065 რომ ნიგერიელი კაცები მოძალადეები არიან 0:10:49.065,0:10:51.348 ჩემი ერთერთი პერსონაჟის მსგავსად. 0:10:52.146,0:10:55.170 მე ვუპასუხე, რომ ახლახანს წავიკითხე[br]"ამერიკელი ფსიქოპათი" - 0:10:55.860,0:10:57.016 (სიცილი) 0:10:58.608,0:11:00.594 - და როგორი სირცხვილია, რომ 0:11:00.594,0:11:03.900 ახალგაზრდა ამერიკელები [br]სერიული მკვლელები არიან. 0:11:04.090,0:11:05.006 (სიცილი) 0:11:06.246,0:11:08.826 (აპლოდისმენტები) 0:11:13.020,0:11:16.206 რა თქმა უნდა ეს ცოტა [br]გაღიზიანების ფონზე ვთქვი. 0:11:16.206,0:11:20.186 მაგრამ აზრად არასდროს [br]მომსვლია მეფიქრა, 0:11:20.186,0:11:23.181 რომ, რადგან წიგნის პერსონაჟი [br]სერიული მკვლელია 0:11:23.181,0:11:27.686 ასეთივეა ყველა ამერიკელიც. 0:11:27.776,0:11:31.456 არა იმიტომ, რომ იმ სტუდენტზე [br]უკეთესი პიროვნება ვარ, 0:11:31.456,0:11:34.786 არამედ ამერიკის კულტურული და [br]ეკონომიკური ძალაუფლების გამო 0:11:34.786,0:11:36.636 ამ ქვეყანაზე მრავალმხრივი ისტორია მაქვს. 0:11:36.636,0:11:40.226 წაკითხული მაქვს ტაილერი, აფდაიკი, [br]შტაინბეკი და გაიტსკილი. 0:11:40.226,0:11:42.847 ამერიკის მხოლოდ ერთ მხარეს არ ვიცნობ. 0:11:43.177,0:11:45.491 წლების წინ როცა გავიგე, რომ 0:11:45.491,0:11:49.967 მწერლებს უბედური ბავშვობა [br]უნდა ჰქონოდათ 0:11:49.967,0:11:51.892 რომ წარმატებული ყოფილიყვნენ, 0:11:51.892,0:11:56.420 მძიმე ბავშვობის შესახებ ისტორიების [br]მოგონებაზე ფიქრი დავიწყე. 0:11:56.740,0:11:57.960 (სიცილი) 0:11:58.520,0:12:01.766 მაგრამ რეალურად ძალიან [br]ბედნიერი ბავშვობა მქონდა, 0:12:01.766,0:12:04.729 სიცილითა და სიყვარულით სავსე,[br]შეკრულ ოჯახში. 0:12:04.969,0:12:08.139 თუმცა ბებია და ბაბუა ლტოლვილთა [br]ბანაკში დაიღუპნენ. 0:12:08.799,0:12:12.590 ბიძაშვილი პოლი კი არასათანადო [br]სამედიცინო დახმარებას ემსხვერპლა. 0:12:12.830,0:12:16.410 უახლოესი მეგობარი ოკოლომა [br]ავიაკატასტროფაში დამეღუპა, 0:12:16.410,0:12:18.466 რადგან სახანძრო მანქანებში [br]წყალი არ აღმოაჩნდა. 0:12:19.516,0:12:22.226 რეპრესიულ სამხედრო რეჟიმში გავიზარდე, 0:12:22.226,0:12:23.926 რომელიც განათლებას არაფრად აგდებდა 0:12:23.926,0:12:26.666 და რის გამოც ხანდახან ჩემი მშობლები [br]ხელფასს ვერ იღებდნენ. 0:12:26.666,0:12:30.736 ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ [br]საუზმისას ჯემი არ გვქონდა 0:12:31.066,0:12:32.967 შემდეგ კარაქი გაქრა, 0:12:33.917,0:12:35.868 პური გაძვირდა, 0:12:36.006,0:12:38.460 რძის რაციონი შეიზღუდა. 0:12:39.020,0:12:44.531 და მოუწესრიგებელი პოლიტიკის შიშმა[br]მოიცვა ჩვენი ცხოვრება. 0:12:45.668,0:12:48.020 ამ ისტორიებმა შემქმნეს ასეთად. 0:12:48.620,0:12:51.987 მაგრამ მხოლოდ ნეგატივზე აქცენტით 0:12:51.987,0:12:54.846 ჩემს გამოცდილებას შევზუდავდი 0:12:54.846,0:12:58.686 და გამომრჩებოდა სხვა ასპექტები[br]რამაც მე ჩამომაყალიბა. 0:12:59.066,0:13:02.314 ცალმხრივი ისტორიები სტერეოტიპებს ქმნიან 0:13:02.314,0:13:06.626 და სტრერეოტიპების პრობლემა [br]მის ნამდვილობაში კი არაა, 0:13:06.626,0:13:09.406 არამედ მის არასრულყოფილებაში. 0:13:09.427,0:13:11.997 ისინი ერთ ისტორიას ერთადერთად აქცევენ. 0:13:12.497,0:13:15.700 რა თქმა უნდა აფრიკა [br]კატასტროფების კონტინენტია: 0:13:15.700,0:13:19.262 მასშტაბური მაგალითებით, როგორიც [br]საშინელი გაუპატიურებებია კონგოში 0:13:19.262,0:13:21.400 და სამწუხარო მაგალითებით, როგორიც 0:13:21.400,0:13:25.340 5,000 განაცხადია ერთ [br]ვაკანსიაზე ნიგერიაში. 0:13:25.340,0:13:29.770 მაგრამ კატასტროფების გარდა [br]სხვა ისტორიებიც არსებობს 0:13:29.770,0:13:33.403 და მათზე საუბარი თანაბრად მნიშვნელოვანია. 0:13:33.403,0:13:36.456 ყოველთვის მჯეროდა, რომ შეუძლებელია გქონდეს 0:13:36.456,0:13:38.726 სრულფასოვანი წარმოდგენა[br]ქვეყანასა თუ ადამიანზე 0:13:38.726,0:13:42.146 მათი თითოეული ისტორიის ცოდნის გარეშე. 0:13:42.265,0:13:45.715 ცალმხრივი ისტორიის შედეგი ესაა: 0:13:45.715,0:13:47.945 ადამიანებს ღირსებას ართმევს. 0:13:47.945,0:13:52.132 ადამიანების თანასწორად აღქმას ართულებს. 0:13:52.132,0:13:56.366 ხაზს უსვამს ჩვენს განსხვავებულობას,[br]მსგავსების ნაცვლად. 0:13:56.826,0:13:59.490 რა იქნებოდა მექსიკაში მოგზაურობამდე 0:13:59.490,0:14:03.139 იმიგრაციაზე დებატების [br]ორივე მხარე მცოდნოდა, 0:14:03.139,0:14:05.166 ამერიკულიც და მექსიკურიც? 0:14:05.246,0:14:08.286 რა იქნებოდა დედას ეთქვა, რომ[br]ფიდის ოჯახი ღარიბი 0:14:08.286,0:14:10.606 მაგრამ თავდაუზოგავად მშრომელი იყო? 0:14:10.976,0:14:13.400 რა იქნებოდა აფრიკული ტელევიზია გვქონოდა, 0:14:13.400,0:14:16.596 რომელიც აფრიკის მრავალფეროვნებას [br]მსოფლიოს გაუზიარებდა? 0:14:16.596,0:14:21.380 ის რასაც ნიგერიელი მწერალი [br]ჩინუა აჩებე "ისტორიების ბალანსს" უწოდებს. 0:14:21.510,0:14:25.401 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა [br]ნიგერიელ რედაქტორზე, 0:14:25.401,0:14:26.715 მუჰთარ ბაკარეზე, 0:14:26.715,0:14:29.306 საოცარ ადამიანზე, რომელმაც [br]ბანკში სამსახური მიატოვა, 0:14:29.306,0:14:31.708 რომ მისი საოცნებო [br]გამომცემლობა დაეარსებინა. 0:14:31.852,0:14:35.571 საყოველთაო მოსაზრება იყო, რომ[br]ნიგერიელები წიგნებს არ კითხულობენ. 0:14:35.571,0:14:37.428 ის კი არ ეთანხმებოდა. 0:14:37.428,0:14:40.446 მისი აზრით ვისაც კითხვა შეეძლო,[br]კიდეც წაიკითხავდა, 0:14:40.446,0:14:43.736 თუ მათთვის ლიტერატურა [br]ხელმისაწვდომი იქნებოდა. 0:14:44.276,0:14:46.856 როცა მან ჩემი პირველი წიგნი გამოსცა, 0:14:46.856,0:14:49.986 ლაგოსის ტელევიზიაში გავემგზავრე[br]ინტერვიუს მისაცემად. 0:14:49.986,0:14:53.306 პერსონალიდან ერთერთი ქალბატონი [br]მომიახლოვდა და მითხრა: 0:14:53.306,0:14:56.471 "თქვენი ნოველა მომეწონა.[br]მაგრამ დასასრული არ ვარგოდა. 0:14:56.471,0:14:59.526 ამიტომ გაგრძელება უნდა დაწეროთ, [br]რომელშიც აი ეს მოხდება..." 0:14:59.766,0:15:01.259 (სიცილი) 0:15:02.249,0:15:05.157 და გააგრძელა იმის მოყოლა [br]თუ რა უნდა დამეწერა. 0:15:05.707,0:15:08.186 ამ ამბავმა საოცრად შემძრა. 0:15:08.186,0:15:11.308 ჩემ წინაშე უბრალო ნიგერიელი [br]ქალბატონი იდგა, 0:15:11.308,0:15:13.384 რომლებიც წესით არ კითხულობენ. 0:15:13.384,0:15:15.591 მაგრამ მან არა მარტო წაიკითხა ჩემი წიგნი, 0:15:15.591,0:15:17.265 არამედ გაითავისა 0:15:17.265,0:15:20.918 და გაგრძელების იდეასაც კი მიზიარებდა. 0:15:21.598,0:15:24.980 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა[br]ჩემივე მეგობარ ფუნმი ლიანდაზე, 0:15:24.980,0:15:28.190 უშიშარ ქალბატონზე, რომელიც[br]სატელევიზიო შოუს უძღვება ლაგოსში 0:15:28.190,0:15:31.456 და გვიყვება ისტორიებს, რომელთა [br]დავიწყება ყველას გვირჩევნია? 0:15:31.756,0:15:35.265 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა[br]გულის ოპერაციაზე, 0:15:35.265,0:15:38.386 რომელიც გასულ კვირას [br]ლაგოსის ჰოსპიტალში ჩაატარეს? 0:15:38.386,0:15:41.756 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა[br]თანამედროვე ნიგერიულ მუსიკაზე, 0:15:41.756,0:15:44.966 ნიჭიერი ადამიანების შესრულებით[br]ინგლისურად და პიჯინურად, 0:15:44.966,0:15:47.586 ასევე იგბოს, იორუბას და იჯოს ენებზე, 0:15:47.586,0:15:50.946 Jay-Z და Fela-ს გავლენით დაწყებული 0:15:50.946,0:15:53.546 ბობ მარლით და ბაბუების [br]სტილით დამთავრებული. 0:15:54.046,0:15:56.680 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა[br]ქალი ადვოკატის შესახებ, 0:15:56.680,0:16:00.139 რომელმაც სულ ახლახანს სასამართლოში[br]უაზრო კანონი გაასაჩივრა, 0:16:00.139,0:16:03.856 რომელიც ქალებს ავალდებულებდა[br]ქმრის თანხმობა მიეღოთ 0:16:03.856,0:16:05.686 პასპორტის განახლებაზე? 0:16:05.856,0:16:08.626 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა[br]ნოლივუდის შესახებ, 0:16:08.626,0:16:13.096 შემოქმედებით ადამიანებზე, [br]რომლებიც არაფრისგან ფილმებს ქმნიან, 0:16:13.096,0:16:15.310 ისეთ პოლულარულ ფილმებს, რომ 0:16:15.310,0:16:19.686 ნათელი მაგალითია ნიგერიელები [br]როგორ მოიხმარენ იმას რასაც ქმნიან. 0:16:20.396,0:16:23.726 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა[br]ჩემს ამბიციურ სტილისტზე, 0:16:23.726,0:16:27.116 რომელმაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო[br]და თმის დამაგრძელებლებს ყიდის. 0:16:27.116,0:16:31.596 ან მილიონობით სხვა ნიგერიელზე, რომლებიც [br]ბიზნესს იწყებენ და ხანდახან არ უმართლებთ, 0:16:31.596,0:16:34.222 მაგრამ ამბიციურობას ინარჩუნებენ. 0:16:34.942,0:16:36.530 ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ვარ, 0:16:36.530,0:16:40.086 ნიგერიელებისთვის ჩვეული [br]გაღიზიანება მეუფლება 0:16:40.086,0:16:42.916 ჩვენი დანგრეული ინფრასტრუქტურის,[br]უუნარო მთავრობის გამო, 0:16:43.196,0:16:45.524 მაგრამ საოცარია ის მოქნილობა, 0:16:45.524,0:16:49.083 რომელსაც ხალხი ამჟღავნებს,[br]მთავრობის მიუხედავად 0:16:49.083,0:16:50.978 და არა მისი ხელშეწყობით. 0:16:51.228,0:16:54.293 ყოველ ზაფხულს ლაგოსში [br]მხატვრულ წერას ვასწავლი 0:16:54.293,0:16:56.976 და საოცარია რამდენ ადამიანს [br]სურს მონაწილეობა, 0:16:56.976,0:16:59.586 რამდენ მათგანს სურს რომ წერდეს, 0:16:59.586,0:17:01.746 რომ ისტორიებს გვიზიარებდეს. 0:17:01.875,0:17:04.915 ჩემს ნიგერიულ გამომცემლობასთან ერთად[br]ახლახანს არასამთავრობო დავაფუძნე, 0:17:04.915,0:17:06.438 სახელად "Farafina Trust" 0:17:06.438,0:17:09.966 და ვგეგმავთ ახალი ბიბლიოთეკები შევქმნათ 0:17:09.966,0:17:12.896 ან განვაახლოთ უკვე არსებული. 0:17:12.896,0:17:14.923 მოვამარაგოთ სკოლები წიგნებით, 0:17:14.923,0:17:17.070 რომელთაც ცარიელი თაროები აქვთ. 0:17:17.070,0:17:19.926 ასევე ჩავატაროთ უამრავი სემინარი 0:17:19.926,0:17:21.251 კითხვასა და წერაზე, 0:17:21.251,0:17:24.396 მათთვის, ვისაც ჩვენი[br]ისტორიების გაზიარება სურთ. 0:17:24.396,0:17:26.359 ისტორიები მნიშვნელოვანია. 0:17:26.359,0:17:28.186 ბევრი მათგანია მნიშვნელოვანი. 0:17:28.186,0:17:32.026 ისტორიებს ღვარძლისა და [br]დაკნინებისთვის იყენებენ, 0:17:32.026,0:17:35.286 მაგრამ მათი შთაგონებისთვის გამოყენებაც[br]თანაბრად შესაძლებელია. 0:17:36.492,0:17:39.462 ისტორიებს ადამიანების [br]ღირსების შელახვა შეუძლიათ, 0:17:39.462,0:17:42.950 მაგრამ ისინი შელახულ [br]ღირსებასაც აღადგენენ. 0:17:43.957,0:17:45.570 ამერიკელი მწერალი, ალის ვოკერი, 0:17:45.570,0:17:49.478 მის სამხრეთელ ნათესავებზე წერს, [br]რომლებიც ჩრდილოეთში გადასახლდნენ. 0:17:49.478,0:17:51.520 ალისმა მათ წიგნი წარუდგინა, 0:17:51.520,0:17:54.356 რომელიც მათ ყოფილ [br]სამხრეთულ ცხოვრებაზეა. 0:17:55.330,0:17:58.882 "წრეზე ისხდნენ, წიგნს კითხულობდნენ, 0:17:58.882,0:18:01.072 ან მისმენდნენ როგორ ვუკითხავდი 0:18:01.392,0:18:04.347 და თითქოს სამოთხემ დაისადგურა..." 0:18:05.387,0:18:07.729 მოდით ამით დავასრულებ: 0:18:07.969,0:18:11.101 როდესაც უარს ვეტყვით [br]ცალმხრივ ისტორიებს, 0:18:11.101,0:18:14.436 როდესაც გავიაზრებთ, რომ [br]ცალმხრივი ისტორია არ არსებობს, 0:18:14.436,0:18:15.926 არცერთ ქვეყანაზე, 0:18:16.406,0:18:18.778 ერთგვარი სამოთხე დაისადგურებს... 0:18:18.858,0:18:20.169 მადლობა! 0:18:20.189,0:18:22.471 (აპლოდისმენტები)