WEBVTT 00:00:01.104 --> 00:00:02.500 მე ნოველისტი ვარ NOTE Paragraph 00:00:02.500 --> 00:00:05.310 და მინდა რამდენიმე პირადი ისტორია გაგიზიაროთ, 00:00:05.310 --> 00:00:09.540 იმაზე, რასაც "ცალმრივი ისტორიების საფრთხეს" ვუწოდებ. 00:00:10.572 --> 00:00:14.198 საუნივერსიტეტო დასახლებაში გავიზარდე, აღმოსავლეთ ნიგერიაში. 00:00:14.198 --> 00:00:17.138 დედა ამბობს, რომ კითხვა 2 წლის ასაკში დავიწყე, 00:00:17.138 --> 00:00:20.457 თუმცა მგონია ოთხი წელი უფრო ახლოსაა სიმართლესთან. NOTE Paragraph 00:00:21.737 --> 00:00:23.247 ასე რომ, მცირეწლოვანი მკითხველი ვიყავი, 00:00:23.247 --> 00:00:26.478 ვეცნობოდი ბრიტანულ და ამერიკულ საბავშვო წიგნებს. 00:00:27.808 --> 00:00:29.908 მცირეწლოვანი მწერალიც ვიყავი. 00:00:29.908 --> 00:00:33.506 როდესაც 7 წლის ასაკში წერა დავიწყე, NOTE Paragraph 00:00:33.666 --> 00:00:36.586 ფანქრით ჩანაწერებს ვაკეთებდი, პასტელის ილუსტრაციებით, 00:00:36.586 --> 00:00:38.968 რომელთა წაკითხვა საწყალ დედაჩემს ევალებოდა. 00:00:39.832 --> 00:00:42.428 ზუსტად ისეთ ისტორიებს ვწერდი, როგორსაც ვკითხულობდი: 00:00:42.428 --> 00:00:45.876 ყველა ჩემი პერსონაჟი თეთრკანიანი იყო, ცისფერი თვალებით. 00:00:47.774 --> 00:00:50.014 ისინი თოვლში თამაშობდნენ, 00:00:50.614 --> 00:00:52.191 ვაშლს ჭამდნენ, NOTE Paragraph 00:00:53.806 --> 00:00:55.983 და ბევრს საუბრობდნენ ამინდზე, NOTE Paragraph 00:00:55.983 --> 00:00:58.374 თუ როგორი სასიამოვნო მზიანი დღე იყო. NOTE Paragraph 00:01:00.549 --> 00:01:03.733 გარდა იმისა, რომ ნიგერიაში ვცხოვრობდი, NOTE Paragraph 00:01:03.733 --> 00:01:05.835 არასდროს ვყოფილვარ ნიგერიის გარეთ. 00:01:06.835 --> 00:01:08.985 ჩვენთან არასდროს თოვდა, 00:01:08.985 --> 00:01:10.683 მანგოს მივირთმევდით, 00:01:10.683 --> 00:01:12.114 და არასდროს ვსაუბრობდით ამინდზე, 00:01:12.114 --> 00:01:14.233 რადგან საჭიროც არ იყო. 00:01:14.313 --> 00:01:17.079 ჩემი პერსონაჟები ასევე უხვად სვამდნენ ჯანჯაფილის ლუდს, NOTE Paragraph 00:01:17.079 --> 00:01:19.446 რადგან ბრიტანული წიგნების პერსონაჟებიც 00:01:19.446 --> 00:01:21.480 ჯანჯაფილის ლუდს სვამდნენ. 00:01:21.480 --> 00:01:24.271 მერე რა, რომ საერთოდ არ ვიცოდი ჯანჯაფილის ლუდი რა იყო. 00:01:24.511 --> 00:01:25.326 (სიცილი) NOTE Paragraph 00:01:25.596 --> 00:01:26.961 თუმცა, წლების განმავლობაში NOTE Paragraph 00:01:26.961 --> 00:01:30.335 მწველი სურვილი მქონდა ჯანჯაფილის ლუდი გამესინჯა. 00:01:30.475 --> 00:01:31.596 მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. 00:01:32.300 --> 00:01:34.090 მე ვფიქრობ, ეს ისტორია იმას წარმოაჩენს NOTE Paragraph 00:01:34.742 --> 00:01:38.965 თუ რამდენად ღია და მოწყვლადები ვართ ისტორიების წინაშე, 00:01:38.965 --> 00:01:40.524 განსაკუთრებით კი, როგორც ბავშვები. 00:01:41.524 --> 00:01:45.369 რადგან ყველა წაკითხული წიგნის პერსონაჟი უცხოელი იყო, 00:01:45.369 --> 00:01:50.559 დავიჯერე, რომ წიგნებს აუცილებლად უცხოელი პერსონაჟები უნდა ჰყავდეს 00:01:50.939 --> 00:01:54.326 და უნდა იყოს ისეთ საკითხებზე, რაზეც უშუალო შეხება არ მქონია. 00:01:55.286 --> 00:01:58.139 სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც აფრიკული წიგნები აღმოვაჩინე. 00:01:59.009 --> 00:02:00.700 ბევრი წიგნი არც იყო ხელმისაწვდომი 00:02:00.700 --> 00:02:03.156 და ვერც ისე მარტივად იშოვიდით, როგორც უცხოურ წიგნებს. 00:02:03.156 --> 00:02:06.729 მაგრამ ჩინუა აჩებეს და კამარა ლაის მსგავსი მწერლების წყალობით, NOTE Paragraph 00:02:06.729 --> 00:02:10.216 ლიტერატურის აღქმა ჩემს გონებაში სრულიად შეიცვალა. 00:02:11.010 --> 00:02:13.520 გავაანალიზე, რომ ჩემნაირი ადამიანები, 00:02:13.520 --> 00:02:15.414 გოგონები შოკოლადისფერი კანით, 00:02:15.414 --> 00:02:18.375 რომლეთა დახუჭუჭებული თმის შეკვრაც კი შეუძლებელია, 00:02:18.375 --> 00:02:20.561 შეიძლება, რომ ლიტერატურაში არსებობდნენ. 00:02:20.888 --> 00:02:23.582 მე ნაცნობ თემებზე წერა დავიწყე. 00:02:24.693 --> 00:02:27.617 რა თქმა უნდა, ის ამერიკული და ბრიტანული წიგნებიც მომწონდა. NOTE Paragraph 00:02:27.617 --> 00:02:31.576 ისინი ჩემს წარმოსახვას აძლიერებდნენ და ახალ სამყაროს მიხსნიდნენ. 00:02:31.576 --> 00:02:33.746 მაგრამ ჩემდა უნებურად 00:02:34.152 --> 00:02:37.582 არ ვიცოდი, რომ ჩემნაირ პერსონაჟებს ლიტერატურაში არსებობა შეეძლოთ. 00:02:38.629 --> 00:02:41.295 ასე რომ, აფრიკელი მწერლების აღმოჩენამ ეს შეცვალა: 00:02:41.505 --> 00:02:46.103 გადამარჩინა ცალმხრივი ისტორიისგან წიგნების შესახებ. 00:02:47.276 --> 00:02:50.043 მე ტრადიციული, საშუალო კლასის ნიგერიული ოჯახი მყავს. NOTE Paragraph 00:02:50.043 --> 00:02:52.059 მამაჩემი პროფესორი იყო. 00:02:52.059 --> 00:02:54.015 დედაჩემი კი ადმინისტრატორი. 00:02:55.519 --> 00:02:59.623 და როგორც მიღებულია, ჩვენც მოსამსახურე გვყავდა, 00:02:59.623 --> 00:03:02.505 როგორც წესი ახლომდებარე სოფლებიდან. 00:03:03.183 --> 00:03:06.762 როდესაც 8 წლის გავხდი, ჩვენთან ახალმა ბიჭმა დაიწყო მუშაობა. 00:03:06.762 --> 00:03:08.602 მას ფიდი ერქვა. 00:03:09.534 --> 00:03:14.638 ერთადერთი, რაც მის შესახებ დედისგან ვიცოდით, მისი ღარიბი ოჯახი იყო. 00:03:14.909 --> 00:03:19.660 დედა მათ კარტოფილს, ბრინჯს და ძველ ტანსაცმელს უგზავნიდა ხოლმე. 00:03:20.420 --> 00:03:22.746 და თუ სადილს არ დავასრულებდი დედა მეტყოდა: 00:03:22.746 --> 00:03:26.560 "დაასრულე ჭამა! ხალხს, ფიდის ოჯახივით, საჭმელი არ აქვს !" 00:03:27.230 --> 00:03:30.596 ასე რომ, ფიდის ოჯახი ძალიან მეცოდებოდა. 00:03:31.554 --> 00:03:34.064 ერთ შაბათსაც მის სოფელში სტუმრად წავედით NOTE Paragraph 00:03:34.114 --> 00:03:38.031 და დედამისმა ულამაზესად დაწნული კალათი გვაჩვენა, 00:03:38.141 --> 00:03:41.060 რომელიც მის ძმას პალმის ფოთლებისგან გაეკეთებინა. 00:03:41.180 --> 00:03:42.546 თავზარი დამეცა! 00:03:43.144 --> 00:03:48.190 არადროს მიფიქრია, რომ ვინმეს მის ოჯახში რამის გაკეთება შეეძლო. 00:03:49.120 --> 00:03:52.006 მათზე მხოლოდ ის მესმოდა რამდენად ღარიბები იყვნენ 00:03:52.310 --> 00:03:56.590 და ჩემთვის მათი სიღარიბის გარდა სხვა რამის დანახვა შეუძლებელი გახდა. 00:03:57.282 --> 00:03:59.669 სიღარიბე, ჩემი ცალმხირივი ისტორია იყო მათ შესახებ. 00:04:00.791 --> 00:04:03.732 წლების შემდეგაც გავიხსენე ეს ამბავი, როდესაც ნიგერიიდან გავემგზავრე NOTE Paragraph 00:04:03.732 --> 00:04:06.586 ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. 00:04:06.586 --> 00:04:07.868 მაშინ 19 წლის ვიყავი. 00:04:08.478 --> 00:04:11.081 ჩემი ამერიკელი მეზობელი გაოცებული იყო. 00:04:12.003 --> 00:04:15.440 მეკითხებოდა ასე კარგად სად ვისწავლე ინგლისური 00:04:15.440 --> 00:04:20.452 და დაიბნა, როდესაც ვუპასუხე, რომ ნიგერიაში ინგლისური სახელმწიფო ენაა. 00:04:21.729 --> 00:04:25.533 სურვილი ჰქონდა ჩემი ე.წ. "ხალხური მუსიკისთვის" მოესმინა 00:04:25.533 --> 00:04:28.026 და საკმაოდ იმედგაცრუებული დარჩა, 00:04:28.026 --> 00:04:30.206 როდესაც მერაია ქერის დისკი ვაჩვენე. 00:04:30.444 --> 00:04:32.010 (სიცილი) NOTE Paragraph 00:04:33.490 --> 00:04:37.246 იმასაც ვარაუდობდა, რომ გაზქურის გამოყენება არ ვიცოდი. NOTE Paragraph 00:04:37.646 --> 00:04:39.347 ყველაზე მეტად კი ეს ჩამრჩა გონებაში: NOTE Paragraph 00:04:39.347 --> 00:04:42.413 ვიდრე მნახავდა მანამდეც კი ვეცოდებოდი. 00:04:42.413 --> 00:04:45.928 მისი პირვანდელი დამოკიდებულება ჩემდამი, როგორც აფრიკელისადმი, 00:04:45.966 --> 00:04:49.524 ერთგვარი მფარველობა და შეცოდება იყო, კეთილი განზრახვით. 00:04:50.574 --> 00:04:53.270 ჩემს მეზობელს ცალხმრივი ისტორია ჰქონდა აფრიკის შესახებ: 00:04:53.312 --> 00:04:55.908 ცალმხრივი ისტორია კატასტროფების შესახებ. 00:04:56.516 --> 00:04:57.960 ამ ცალმხრივ ისტორიაში კი, 00:04:57.960 --> 00:05:01.616 შეუძლებელი იყო აფრიკელები რამით ყოფილიყვნენ მისი მსგავსნი, 00:05:01.786 --> 00:05:05.390 შეუძლებელი იყო ეგრძნო რამე უფრო ძლიერი, ვიდრე შეცოდება, 00:05:05.390 --> 00:05:08.256 შეუძლებელი იყო ურთიერთობა, როგორც თანასწორ ადამიანებს შორის. 00:05:09.010 --> 00:05:10.900 უნდა ავღნიშნო, რომ ამერიკაში გადასვლამდე NOTE Paragraph 00:05:10.900 --> 00:05:13.179 ჩემს თავს გაცნობიერებულად არ აღვიქვამდი, როგორც აფრიკელს. 00:05:14.329 --> 00:05:17.270 მაგრამ ამერიკაში, აფრიკის ხსენებისთანავე ხალხი მე მიყურებდა 00:05:17.270 --> 00:05:19.996 მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ნამიბიაზე არაფერი ვიცოდი. 00:05:20.956 --> 00:05:23.280 მაგრამ ეს ახალი იდენტობაც შევითვისე 00:05:23.280 --> 00:05:26.426 და ბევრი კუთხით ჩემს თავს უკვე აღვიქვამ, როგორც აფრიკელს. 00:05:26.426 --> 00:05:30.266 თუმცა საკმაოდ მაღიზიანებს, როდესაც აფრიკას, როგორც ერთ ქვეყანას მოიხსენიებენ, 00:05:30.266 --> 00:05:33.150 მაგალითად ჩემი ბოლო ფრენის დროს, რომელიც სხვამხრივ შესანიშნავი იყო, 00:05:33.150 --> 00:05:35.286 ლაგოსიდან, ორი დღის წინ, 00:05:35.286 --> 00:05:38.229 ბორტზე გამოაცხადეს ინფორმაცია 00:05:38.229 --> 00:05:42.631 საქველმოქმედო პროექტებზე "ინდოეთში, აფრიკასა და სხვა ქვეყნებში". 00:05:42.964 --> 00:05:44.379 (სიცილი) NOTE Paragraph 00:05:44.519 --> 00:05:48.206 ამერიკაში, როგორც აფრიკელის მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, NOTE Paragraph 00:05:48.206 --> 00:05:51.266 დავიწყე ჩემი მეზობლის უკეთ გაგება. 00:05:52.046 --> 00:05:54.190 ნიგერიაში რომ არ დავბადებულიყავი 00:05:54.190 --> 00:05:57.589 და ყველაფერი აფრიკის შესახებ ცნობილი სურათებიდან მცოდნოდა, 00:05:57.589 --> 00:06:01.954 მეც ვიფიქრებდი, რომ აფრიკა იყო ადგილი ლამაზი ხედებით, 00:06:01.954 --> 00:06:03.826 ლამაზი ცხოველებით 00:06:03.826 --> 00:06:05.926 და უგუნური ადამიანებით, 00:06:05.926 --> 00:06:09.196 რომელიც უაზრო ომებში იბრძვიან, სიღარიბესა და შიდსისგან იხოცებიან, 00:06:09.196 --> 00:06:12.041 საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეუძლიათ 00:06:12.041 --> 00:06:16.386 და ელიან როდის გადაარჩენს კეთილი, თეთრკანიანი უცხოელი. 00:06:16.759 --> 00:06:20.048 აფრიკელებს აღვიქვამდი ზუსტად ისე, როგორც მე, ბავშვობისას 00:06:20.048 --> 00:06:22.187 ფიდის ოჯახი აღვიქვი. 00:06:22.867 --> 00:06:26.760 უპირველესად ეს ცალმხრივი ისტორია აფრიკაზე დასავლური ლიტერატურიდან მოდის. NOTE Paragraph 00:06:27.460 --> 00:06:31.736 გთავაზობთ ციტატას ლონდონელი ვაჭრის, ჯონ ლოკის ჩანაწერიდან, 00:06:31.736 --> 00:06:35.560 რომელმაც 1561 წელს იმოგზაურა აფრიკაში 00:06:35.560 --> 00:06:38.720 და გასაოცრად აღწერა მისი მოგზაურობა. 00:06:39.780 --> 00:06:44.153 ის აფრიკელებს მოიხსენიებს, როგორც "ურჩხულებს სახლების გარეშე" 00:06:44.153 --> 00:06:48.306 და დასძენს: "ეს უთავო ხალხია, 00:06:48.306 --> 00:06:51.816 პირი და თვალები კი მკერდზე აქვთ". 00:06:53.203 --> 00:06:55.267 გულიანად ვიცინე ყოველ ჯერზე როცა ეს წავიკითხე. NOTE Paragraph 00:06:55.267 --> 00:06:58.603 ჯონ ლოკის წარმოსახვა ხოტბას იმსახურებს. 00:06:59.454 --> 00:07:01.204 მაგრამ ამ ჩანაწერში მნიშვნელოვანია, რომ 00:07:01.204 --> 00:07:05.580 ის წარმოადგენს დასავლეთში აფრიკული ისტორიების ტრადიციის დასაწყისს: 00:07:06.000 --> 00:07:09.506 ტრადიცია სუბსაჰარულ აფრიკაზე, როგორც ნეგატივების სავანეზე, 00:07:09.506 --> 00:07:11.459 განსხვავებულობაზე, წყვდიადზე, 00:07:11.459 --> 00:07:16.724 ადამიანებზე, რომელიც შესანიშნავი პოეტის, რადიარდ კიპლინგის სიტყვებით, 00:07:16.724 --> 00:07:19.216 "ნახევრად დემონები, ნახევრად ბავშვები" არიან. 00:07:20.216 --> 00:07:23.371 ამგვარად გავაანალიზე, რომ ჩემს ამერიკელ მეზობელს NOTE Paragraph 00:07:23.371 --> 00:07:25.226 მთელი ცხოვრების განმავლობაში 00:07:25.226 --> 00:07:28.766 მოსმენილი და ნანახი აქვს ცალმხრივი ისტორიის სხვადასხვა ვერსია, 00:07:29.546 --> 00:07:31.439 ისევე როგორც ერთერთ პროფესორს, 00:07:31.439 --> 00:07:35.419 რომელმაც ერთხელ მითხრა რომ ჩემი მოთხრობა "ავთენტურად აფრიკული არ იყო." 00:07:35.619 --> 00:07:37.469 მზად ვიყავი შევდავებოდი, 00:07:37.469 --> 00:07:40.240 რომ მოთხრობას ნამდვილად გქონდა რამდენიმე ხარვეზი, 00:07:40.240 --> 00:07:43.449 და რომ ის რამდენიმე ასპექტში არასრულყოფილი იყო, 00:07:43.449 --> 00:07:46.866 მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მოთხრობამ ვერ შეძლო 00:07:46.866 --> 00:07:49.589 მიეღწია ისეთი რამისთვის, რასაც "აფრიკული ავთენტურობა" ჰქვია. 00:07:49.589 --> 00:07:52.806 რეალურად, არც კი ვიცოდი "აფრიკული ავთენტურობა" რა იყო. 00:07:53.936 --> 00:07:57.916 პროფესორმა მითხრა, რომ ჩემი პერსონაჟები მას ჰგავდნენ, 00:07:57.916 --> 00:08:00.426 განათლებულ, საშუალო კლასის მამაკაცს. 00:08:00.426 --> 00:08:02.796 ჩემ პერსონაჟები მანქანებს მართავდნენ. 00:08:02.796 --> 00:08:04.242 ისინი არ შიმშილობდნენ. 00:08:04.242 --> 00:08:07.806 ამიტომაც ისინი "ავთენტურად აფრიკული" არ იყვნენ. 00:08:08.626 --> 00:08:11.847 მაგრამ აქვე დავსძენ, რომ მეც თანაბრად დამნაშავე ვარ NOTE Paragraph 00:08:11.847 --> 00:08:14.816 ცალმხრივი ისტორიის საკითხში. 00:08:15.215 --> 00:08:17.779 რამდენიმე წლის წინ მექსიკას ვეწვიე ამერიკიდან. 00:08:18.339 --> 00:08:21.670 იმ პერიოდში, ამერიკაში საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური კლიმატი იყო 00:08:21.670 --> 00:08:24.387 და მიგრაციის შესახებ დებატები მიმდინარეობდა. 00:08:24.387 --> 00:08:26.988 და როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამერიკაში, 00:08:26.988 --> 00:08:29.928 იმიგრაცია მექსიკელების სინონიმი გახდა. 00:08:30.428 --> 00:08:32.608 მექსიკელებზე უამრავ ისტორიას მოისმენდით, 00:08:32.626 --> 00:08:35.949 როგორც ცდილობდნენ ჯანდაცვის სისტემის გაფრცქვნას, 00:08:35.949 --> 00:08:38.190 ძვრებოდნენ საზღვარზე, 00:08:38.190 --> 00:08:40.868 როგორ აპატიმრებდნენ საზღვართან და ა.შ. 00:08:42.388 --> 00:08:45.433 მახსოვს პირველ დღეს გვადალაჰარას ქუჩებში ვსეირნობდი, NOTE Paragraph 00:08:45.623 --> 00:08:48.466 ვუყურებდი სამსახურისკენ მიმავალ ადამიანებს, 00:08:48.466 --> 00:08:50.796 როგორ ახვევდნენ ტორტილას ბაზარში, 00:08:50.796 --> 00:08:52.602 როგორ ეწეოდნენ, იცინოდნენ. 00:08:52.762 --> 00:08:55.575 მახსოვს თავიდან ცოტა გავოცდი, 00:08:55.575 --> 00:08:59.046 შემდეგ კი მთლიანად სირცხვილის გრძნობამ მომიცვა. 00:08:59.621 --> 00:09:03.581 გავაცნობიერე, რომ იმდენად ვიყავი მექსიკის შესახებ მედია ცნობებში ჩაძირული, 00:09:03.581 --> 00:09:06.366 რომ ისინი მხოლოდ ერთ რამედ იქცნენ ჩემს გონებაში - 00:09:06.366 --> 00:09:07.994 საძაგელ იმიგრანტებად. 00:09:08.704 --> 00:09:11.079 მექსიკელებზე ცალმხრივი ისტორია დავიჯერე 00:09:11.079 --> 00:09:13.431 და საშინლად შემრცხვა საკუთარი თავის. 00:09:14.084 --> 00:09:16.331 ასე იქმნება ცალმხრივი ისტორია. NOTE Paragraph 00:09:16.611 --> 00:09:19.278 აჩვენე ადამიანს მხოლოდ ერთი მხარე, 00:09:19.278 --> 00:09:21.236 მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე, 00:09:21.236 --> 00:09:22.382 ისევ და ისევ, 00:09:22.382 --> 00:09:24.558 და ის გახდება ისტორიის ერთადერთი მხარე. 00:09:25.158 --> 00:09:28.293 ცალმხრივ ისტორიებზე ვერ ვისაუბრებთ NOTE Paragraph 00:09:28.293 --> 00:09:30.277 თუ ძალაუფლებასაც არ შევეხებით. 00:09:31.467 --> 00:09:33.606 იგბოს ტომის ენაზე ერთი სიტყვაა, 00:09:33.606 --> 00:09:37.215 რომელიც პირველი მახსენდება, როდესაც მსოფლიოში ძალაუფლების სტრუქტურაზე ვფიქრობ 00:09:37.215 --> 00:09:38.870 და ეს სიტყვაა "ნკალი". 00:09:38.870 --> 00:09:43.460 ეს სიტყვა დაახლოებით ასე ითარგმნება - "იყო სხვაზე უფრო მეტი". 00:09:43.460 --> 00:09:46.634 როგორც ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სამყაროში, 00:09:46.634 --> 00:09:50.312 ისტორიებსაც განსაზღვრავს "ნკალის" პრინციპი: 00:09:50.382 --> 00:09:53.136 როგორ ხდება მათი გადმოცემა, ვინ გადმოგვცემს მათ, 00:09:53.136 --> 00:09:56.016 როდის და რამდენ ვერსიას გადმოგვცემენ, 00:09:56.016 --> 00:09:58.767 რეალურად ეს ძალაუფლებაზეა დამოკიდებული. 00:09:59.899 --> 00:10:03.400 ძალაუფლება საშუალებას გაძლევს არა მარტო სხვა ადამიანის ისტორია მოჰყვე, NOTE Paragraph 00:10:03.400 --> 00:10:06.513 არამედ მის ერთადერთ ისტორიად აქციო. 00:10:07.393 --> 00:10:10.070 პალესტინელი მწერალი მურიდ ბარღუტი წერს, 00:10:10.070 --> 00:10:12.210 რომ თუ გსურთ ადამიანები დააკნინოთ, 00:10:12.210 --> 00:10:17.576 მათი ისტორიის მოყოლა დაიწყეთ - "მეორე მხრივ". 00:10:18.556 --> 00:10:22.744 ისტორია დაიწყეთ აბორიგენი ამერიკელების ისრებით 00:10:22.744 --> 00:10:24.772 და არა ბრიტანელების ამერიკაში ჩასვლით 00:10:24.772 --> 00:10:27.666 და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ. 00:10:27.836 --> 00:10:32.377 ისტორია დაიწყეთ აფრიკელი სახელმწიფოს დაცემით 00:10:32.377 --> 00:10:36.105 და არა კოლონიური აფრიკული სახელმწიფოს შექმნით 00:10:36.105 --> 00:10:39.348 და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ. 00:10:39.768 --> 00:10:42.100 ახლახანს უნივერსიტეტში სიტყვით გამოვედი, NOTE Paragraph 00:10:42.100 --> 00:10:45.516 სადაც სტუდენტმა მითხრა როგორი სირცხვილი იყო, 00:10:45.516 --> 00:10:49.065 რომ ნიგერიელი კაცები მოძალადეები არიან 00:10:49.065 --> 00:10:51.348 ჩემი ერთერთი პერსონაჟის მსგავსად. 00:10:52.146 --> 00:10:55.170 მე ვუპასუხე, რომ ახლახანს წავიკითხე "ამერიკელი ფსიქოპათი" - 00:10:55.860 --> 00:10:57.016 (სიცილი) NOTE Paragraph 00:10:58.608 --> 00:11:00.594 - და როგორი სირცხვილია, რომ NOTE Paragraph 00:11:00.594 --> 00:11:03.900 ახალგაზრდა ამერიკელები სერიული მკვლელები არიან. 00:11:04.090 --> 00:11:05.006 (სიცილი) NOTE Paragraph 00:11:06.246 --> 00:11:08.826 (აპლოდისმენტები) NOTE Paragraph 00:11:13.020 --> 00:11:16.206 რა თქმა უნდა ეს ცოტა გაღიზიანების ფონზე ვთქვი. NOTE Paragraph 00:11:16.206 --> 00:11:20.186 მაგრამ აზრად არასდროს მომსვლია მეფიქრა, NOTE Paragraph 00:11:20.186 --> 00:11:23.181 რომ, რადგან წიგნის პერსონაჟი სერიული მკვლელია 00:11:23.181 --> 00:11:27.686 ასეთივეა ყველა ამერიკელიც. 00:11:27.776 --> 00:11:31.456 არა იმიტომ, რომ იმ სტუდენტზე უკეთესი პიროვნება ვარ, 00:11:31.456 --> 00:11:34.786 არამედ ამერიკის კულტურული და ეკონომიკური ძალაუფლების გამო 00:11:34.786 --> 00:11:36.636 ამ ქვეყანაზე მრავალმხრივი ისტორია მაქვს. 00:11:36.636 --> 00:11:40.226 წაკითხული მაქვს ტაილერი, აფდაიკი, შტაინბეკი და გაიტსკილი. 00:11:40.226 --> 00:11:42.847 ამერიკის მხოლოდ ერთ მხარეს არ ვიცნობ. 00:11:43.177 --> 00:11:45.491 წლების წინ როცა გავიგე, რომ NOTE Paragraph 00:11:45.491 --> 00:11:49.967 მწერლებს უბედური ბავშვობა უნდა ჰქონოდათ 00:11:49.967 --> 00:11:51.892 რომ წარმატებული ყოფილიყვნენ, 00:11:51.892 --> 00:11:56.420 მძიმე ბავშვობის შესახებ ისტორიების მოგონებაზე ფიქრი დავიწყე. 00:11:56.740 --> 00:11:57.960 (სიცილი) NOTE Paragraph 00:11:58.520 --> 00:12:01.766 მაგრამ რეალურად ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, NOTE Paragraph 00:12:01.766 --> 00:12:04.729 სიცილითა და სიყვარულით სავსე, შეკრულ ოჯახში. 00:12:04.969 --> 00:12:08.139 თუმცა ბებია და ბაბუა ლტოლვილთა ბანაკში დაიღუპნენ. NOTE Paragraph 00:12:08.799 --> 00:12:12.590 ბიძაშვილი პოლი კი არასათანადო სამედიცინო დახმარებას ემსხვერპლა. 00:12:12.830 --> 00:12:16.410 უახლოესი მეგობარი ოკოლომა ავიაკატასტროფაში დამეღუპა, 00:12:16.410 --> 00:12:18.466 რადგან სახანძრო მანქანებში წყალი არ აღმოაჩნდა. 00:12:19.516 --> 00:12:22.226 რეპრესიულ სამხედრო რეჟიმში გავიზარდე, 00:12:22.226 --> 00:12:23.926 რომელიც განათლებას არაფრად აგდებდა 00:12:23.926 --> 00:12:26.666 და რის გამოც ხანდახან ჩემი მშობლები ხელფასს ვერ იღებდნენ. 00:12:26.666 --> 00:12:30.736 ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ საუზმისას ჯემი არ გვქონდა 00:12:31.066 --> 00:12:32.967 შემდეგ კარაქი გაქრა, 00:12:33.917 --> 00:12:35.868 პური გაძვირდა, 00:12:36.006 --> 00:12:38.460 რძის რაციონი შეიზღუდა. 00:12:39.020 --> 00:12:44.531 და მოუწესრიგებელი პოლიტიკის შიშმა მოიცვა ჩვენი ცხოვრება. 00:12:45.668 --> 00:12:48.020 ამ ისტორიებმა შემქმნეს ასეთად. NOTE Paragraph 00:12:48.620 --> 00:12:51.987 მაგრამ მხოლოდ ნეგატივზე აქცენტით 00:12:51.987 --> 00:12:54.846 ჩემს გამოცდილებას შევზუდავდი 00:12:54.846 --> 00:12:58.686 და გამომრჩებოდა სხვა ასპექტები რამაც მე ჩამომაყალიბა. 00:12:59.066 --> 00:13:02.314 ცალმხრივი ისტორიები სტერეოტიპებს ქმნიან 00:13:02.314 --> 00:13:06.626 და სტრერეოტიპების პრობლემა მის ნამდვილობაში კი არაა, 00:13:06.626 --> 00:13:09.406 არამედ მის არასრულყოფილებაში. 00:13:09.427 --> 00:13:11.997 ისინი ერთ ისტორიას ერთადერთად აქცევენ. 00:13:12.497 --> 00:13:15.700 რა თქმა უნდა აფრიკა კატასტროფების კონტინენტია: NOTE Paragraph 00:13:15.700 --> 00:13:19.262 მასშტაბური მაგალითებით, როგორიც საშინელი გაუპატიურებებია კონგოში 00:13:19.262 --> 00:13:21.400 და სამწუხარო მაგალითებით, როგორიც 00:13:21.400 --> 00:13:25.340 5,000 განაცხადია ერთ ვაკანსიაზე ნიგერიაში. 00:13:25.340 --> 00:13:29.770 მაგრამ კატასტროფების გარდა სხვა ისტორიებიც არსებობს 00:13:29.770 --> 00:13:33.403 და მათზე საუბარი თანაბრად მნიშვნელოვანია. 00:13:33.403 --> 00:13:36.456 ყოველთვის მჯეროდა, რომ შეუძლებელია გქონდეს NOTE Paragraph 00:13:36.456 --> 00:13:38.726 სრულფასოვანი წარმოდგენა ქვეყანასა თუ ადამიანზე 00:13:38.726 --> 00:13:42.146 მათი თითოეული ისტორიის ცოდნის გარეშე. 00:13:42.265 --> 00:13:45.715 ცალმხრივი ისტორიის შედეგი ესაა: 00:13:45.715 --> 00:13:47.945 ადამიანებს ღირსებას ართმევს. 00:13:47.945 --> 00:13:52.132 ადამიანების თანასწორად აღქმას ართულებს. 00:13:52.132 --> 00:13:56.366 ხაზს უსვამს ჩვენს განსხვავებულობას, მსგავსების ნაცვლად. 00:13:56.826 --> 00:13:59.490 რა იქნებოდა მექსიკაში მოგზაურობამდე NOTE Paragraph 00:13:59.490 --> 00:14:03.139 იმიგრაციაზე დებატების ორივე მხარე მცოდნოდა, 00:14:03.139 --> 00:14:05.166 ამერიკულიც და მექსიკურიც? 00:14:05.246 --> 00:14:08.286 რა იქნებოდა დედას ეთქვა, რომ ფიდის ოჯახი ღარიბი 00:14:08.286 --> 00:14:10.606 მაგრამ თავდაუზოგავად მშრომელი იყო? 00:14:10.976 --> 00:14:13.400 რა იქნებოდა აფრიკული ტელევიზია გვქონოდა, 00:14:13.400 --> 00:14:16.596 რომელიც აფრიკის მრავალფეროვნებას მსოფლიოს გაუზიარებდა? 00:14:16.596 --> 00:14:21.380 ის რასაც ნიგერიელი მწერალი ჩინუა აჩებე "ისტორიების ბალანსს" უწოდებს. 00:14:21.510 --> 00:14:25.401 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა ნიგერიელ რედაქტორზე, NOTE Paragraph 00:14:25.401 --> 00:14:26.715 მუჰთარ ბაკარეზე, 00:14:26.715 --> 00:14:29.306 საოცარ ადამიანზე, რომელმაც ბანკში სამსახური მიატოვა, 00:14:29.306 --> 00:14:31.708 რომ მისი საოცნებო გამომცემლობა დაეარსებინა. 00:14:31.852 --> 00:14:35.571 საყოველთაო მოსაზრება იყო, რომ ნიგერიელები წიგნებს არ კითხულობენ. 00:14:35.571 --> 00:14:37.428 ის კი არ ეთანხმებოდა. 00:14:37.428 --> 00:14:40.446 მისი აზრით ვისაც კითხვა შეეძლო, კიდეც წაიკითხავდა, 00:14:40.446 --> 00:14:43.736 თუ მათთვის ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნებოდა. 00:14:44.276 --> 00:14:46.856 როცა მან ჩემი პირველი წიგნი გამოსცა, NOTE Paragraph 00:14:46.856 --> 00:14:49.986 ლაგოსის ტელევიზიაში გავემგზავრე ინტერვიუს მისაცემად. 00:14:49.986 --> 00:14:53.306 პერსონალიდან ერთერთი ქალბატონი მომიახლოვდა და მითხრა: 00:14:53.306 --> 00:14:56.471 "თქვენი ნოველა მომეწონა. მაგრამ დასასრული არ ვარგოდა. 00:14:56.471 --> 00:14:59.526 ამიტომ გაგრძელება უნდა დაწეროთ, რომელშიც აი ეს მოხდება..." 00:14:59.766 --> 00:15:01.259 (სიცილი) NOTE Paragraph 00:15:02.249 --> 00:15:05.157 და გააგრძელა იმის მოყოლა თუ რა უნდა დამეწერა. NOTE Paragraph 00:15:05.707 --> 00:15:08.186 ამ ამბავმა საოცრად შემძრა. 00:15:08.186 --> 00:15:11.308 ჩემ წინაშე უბრალო ნიგერიელი ქალბატონი იდგა, 00:15:11.308 --> 00:15:13.384 რომლებიც წესით არ კითხულობენ. 00:15:13.384 --> 00:15:15.591 მაგრამ მან არა მარტო წაიკითხა ჩემი წიგნი, 00:15:15.591 --> 00:15:17.265 არამედ გაითავისა 00:15:17.265 --> 00:15:20.918 და გაგრძელების იდეასაც კი მიზიარებდა. 00:15:21.598 --> 00:15:24.980 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა ჩემივე მეგობარ ფუნმი ლიანდაზე, NOTE Paragraph 00:15:24.980 --> 00:15:28.190 უშიშარ ქალბატონზე, რომელიც სატელევიზიო შოუს უძღვება ლაგოსში 00:15:28.190 --> 00:15:31.456 და გვიყვება ისტორიებს, რომელთა დავიწყება ყველას გვირჩევნია? 00:15:31.756 --> 00:15:35.265 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა გულის ოპერაციაზე, 00:15:35.265 --> 00:15:38.386 რომელიც გასულ კვირას ლაგოსის ჰოსპიტალში ჩაატარეს? 00:15:38.386 --> 00:15:41.756 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა თანამედროვე ნიგერიულ მუსიკაზე, 00:15:41.756 --> 00:15:44.966 ნიჭიერი ადამიანების შესრულებით ინგლისურად და პიჯინურად, 00:15:44.966 --> 00:15:47.586 ასევე იგბოს, იორუბას და იჯოს ენებზე, 00:15:47.586 --> 00:15:50.946 Jay-Z და Fela-ს გავლენით დაწყებული 00:15:50.946 --> 00:15:53.546 ბობ მარლით და ბაბუების სტილით დამთავრებული. 00:15:54.046 --> 00:15:56.680 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა ქალი ადვოკატის შესახებ, NOTE Paragraph 00:15:56.680 --> 00:16:00.139 რომელმაც სულ ახლახანს სასამართლოში უაზრო კანონი გაასაჩივრა, 00:16:00.139 --> 00:16:03.856 რომელიც ქალებს ავალდებულებდა ქმრის თანხმობა მიეღოთ 00:16:03.856 --> 00:16:05.686 პასპორტის განახლებაზე? 00:16:05.856 --> 00:16:08.626 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა ნოლივუდის შესახებ, 00:16:08.626 --> 00:16:13.096 შემოქმედებით ადამიანებზე, რომლებიც არაფრისგან ფილმებს ქმნიან, 00:16:13.096 --> 00:16:15.310 ისეთ პოლულარულ ფილმებს, რომ 00:16:15.310 --> 00:16:19.686 ნათელი მაგალითია ნიგერიელები როგორ მოიხმარენ იმას რასაც ქმნიან. 00:16:20.396 --> 00:16:23.726 რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა ჩემს ამბიციურ სტილისტზე, 00:16:23.726 --> 00:16:27.116 რომელმაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და თმის დამაგრძელებლებს ყიდის. 00:16:27.116 --> 00:16:31.596 ან მილიონობით სხვა ნიგერიელზე, რომლებიც ბიზნესს იწყებენ და ხანდახან არ უმართლებთ, 00:16:31.596 --> 00:16:34.222 მაგრამ ამბიციურობას ინარჩუნებენ. 00:16:34.942 --> 00:16:36.530 ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ვარ, NOTE Paragraph 00:16:36.530 --> 00:16:40.086 ნიგერიელებისთვის ჩვეული გაღიზიანება მეუფლება 00:16:40.086 --> 00:16:42.916 ჩვენი დანგრეული ინფრასტრუქტურის, უუნარო მთავრობის გამო, 00:16:43.196 --> 00:16:45.524 მაგრამ საოცარია ის მოქნილობა, 00:16:45.524 --> 00:16:49.083 რომელსაც ხალხი ამჟღავნებს, მთავრობის მიუხედავად 00:16:49.083 --> 00:16:50.978 და არა მისი ხელშეწყობით. 00:16:51.228 --> 00:16:54.293 ყოველ ზაფხულს ლაგოსში მხატვრულ წერას ვასწავლი 00:16:54.293 --> 00:16:56.976 და საოცარია რამდენ ადამიანს სურს მონაწილეობა, 00:16:56.976 --> 00:16:59.586 რამდენ მათგანს სურს რომ წერდეს, 00:16:59.586 --> 00:17:01.746 რომ ისტორიებს გვიზიარებდეს. 00:17:01.875 --> 00:17:04.915 ჩემს ნიგერიულ გამომცემლობასთან ერთად ახლახანს არასამთავრობო დავაფუძნე, NOTE Paragraph 00:17:04.915 --> 00:17:06.438 სახელად "Farafina Trust" 00:17:06.438 --> 00:17:09.966 და ვგეგმავთ ახალი ბიბლიოთეკები შევქმნათ 00:17:09.966 --> 00:17:12.896 ან განვაახლოთ უკვე არსებული. 00:17:12.896 --> 00:17:14.923 მოვამარაგოთ სკოლები წიგნებით, 00:17:14.923 --> 00:17:17.070 რომელთაც ცარიელი თაროები აქვთ. 00:17:17.070 --> 00:17:19.926 ასევე ჩავატაროთ უამრავი სემინარი 00:17:19.926 --> 00:17:21.251 კითხვასა და წერაზე, 00:17:21.251 --> 00:17:24.396 მათთვის, ვისაც ჩვენი ისტორიების გაზიარება სურთ. 00:17:24.396 --> 00:17:26.359 ისტორიები მნიშვნელოვანია. NOTE Paragraph 00:17:26.359 --> 00:17:28.186 ბევრი მათგანია მნიშვნელოვანი. 00:17:28.186 --> 00:17:32.026 ისტორიებს ღვარძლისა და დაკნინებისთვის იყენებენ, 00:17:32.026 --> 00:17:35.286 მაგრამ მათი შთაგონებისთვის გამოყენებაც თანაბრად შესაძლებელია. 00:17:36.492 --> 00:17:39.462 ისტორიებს ადამიანების ღირსების შელახვა შეუძლიათ, 00:17:39.462 --> 00:17:42.950 მაგრამ ისინი შელახულ ღირსებასაც აღადგენენ. 00:17:43.957 --> 00:17:45.570 ამერიკელი მწერალი, ალის ვოკერი, NOTE Paragraph 00:17:45.570 --> 00:17:49.478 მის სამხრეთელ ნათესავებზე წერს, რომლებიც ჩრდილოეთში გადასახლდნენ. 00:17:49.478 --> 00:17:51.520 ალისმა მათ წიგნი წარუდგინა, 00:17:51.520 --> 00:17:54.356 რომელიც მათ ყოფილ სამხრეთულ ცხოვრებაზეა. 00:17:55.330 --> 00:17:58.882 "წრეზე ისხდნენ, წიგნს კითხულობდნენ, 00:17:58.882 --> 00:18:01.072 ან მისმენდნენ როგორ ვუკითხავდი 00:18:01.392 --> 00:18:04.347 და თითქოს სამოთხემ დაისადგურა..." 00:18:05.387 --> 00:18:07.729 მოდით ამით დავასრულებ: NOTE Paragraph 00:18:07.969 --> 00:18:11.101 როდესაც უარს ვეტყვით ცალმხრივ ისტორიებს, 00:18:11.101 --> 00:18:14.436 როდესაც გავიაზრებთ, რომ ცალმხრივი ისტორია არ არსებობს, 00:18:14.436 --> 00:18:15.926 არცერთ ქვეყანაზე, 00:18:16.406 --> 00:18:18.778 ერთგვარი სამოთხე დაისადგურებს... 00:18:18.858 --> 00:18:20.169 მადლობა! NOTE Paragraph 00:18:20.189 --> 00:18:22.471 (აპლოდისმენტები)