გონის გამოღვიძება. ნაწილი 1. "შეიცან თავი შენი" (2023)
-
0:09 - 0:11გამოღვიძება
-
0:11 - 0:15ეს არის ადამიანის განვითარების
მომდევნო ბუნებრივი ეტაპი. -
0:15 - 0:20გამოღვიძება - ეს არის ჩვენი არსობრივი
ყოფიერების ბუნების აღიარება. -
0:21 - 0:27ეს არაა რაიმე უცნაური, მისტიური
ან რელიგიური გამოცდილება, -
0:27 - 0:28რომელიც მხოლოდ ზოგიერთისთვის
არის ხელმისაწვდომი. -
0:28 - 0:31ეს შესაძლებელი და
ხელმისაწვდომია ყველასთვის! -
0:30 - 0:36ის, რაც ვართ ჩვენ - უკვე სრულიად
გამოღვიძებული და გაცნობიერებულია. -
0:36 - 0:38და ეს არის უსაზღვრო და მარადიული.
-
0:38 - 0:41თქვენი ჭეშმარიტი არსი
-
0:41 - 0:45უფრო ახლოსაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
-
0:45 - 0:49ცნობიერება - ეს სამყაროს
აბსოლუტური რეალობაა. -
0:49 - 0:54მეცნიერების შემდეგი ნაბიჯია - დაინახოს,
რომ ცნობიერება არის ფუნდამენტური. -
0:54 - 0:56და რა არის "გამოღვიძება"?
-
0:56 - 1:01შეუძლია ვინმეს ამიხსნას?
-
1:24 - 1:26გონი იღვიძებს. ნაწილი 1: შეიცანი შენი თავი
რა არის გამოღვიძება? -
1:27 - 1:32უწოდებთ თუ არა თქვენ მას ჭეშმარიტ "მე"-ს,
"მე"-ს არსებობას ანდა "მე"-ს არარსებობას, -
1:32 - 1:37ბუდას ბუნებას, დაოს, ანდა
ქრისტეს ცნობიერებას. -
1:37 - 1:40ამას არ აქვს მნიშვნელობა.
-
1:40 - 1:45ამ ფილმში ჩვენს მას
გაცნობიერებულობას დავუძახებთ. -
1:45 - 1:47გაცნობიერება არ წარმოადგენს
-
1:47 - 1:50რომელიმე რელიგიის საკუთრებას.
-
1:50 - 1:53გამოღვიძება ან გაცნობიერების რეალიზება
-
1:53 - 1:56ძილიდან გამოღვიძებას ჰგავს,
-
1:56 - 1:58თქვენი პერსონაჟის სიზმრიდან
-
1:58 - 2:01თქვენი სიცოცხლის პიესაში.
-
2:01 - 2:03ჩვენი გმირების მეშვეობით
-
2:03 - 2:06ჩვენ შევიცნობთ სამყაროს
-
2:06 - 2:10მთელი თავისი სილამაზითა და სიმახინჯით.
-
2:10 - 2:14ჩვენ შეგვიძლია ამ გამოცდილებას ვუწოდოთ
სიცოცხლისა და სიკვდილის დუალობა. -
2:15 - 2:20ჩვენ მივედ-მოვედებით აქეთ და იქეთ,
-
2:20 - 2:22პერსონაჟების აზრებსა და
გრძნობებზე ჩაჭიდებული. -
2:23 - 2:24სიკეთე და ბოროტება.
-
2:24 - 2:26ომი და მშვიდობა.
-
2:26 - 2:27სინათლე და სიბნელე.
-
2:27 - 2:30დაბადება და სიკვდილი.
-
2:30 - 2:32სანამ არ გავიღვიძებთ და
არ მივხვდებით, -
2:32 - 2:35რომ ჩვენ - არ ვართ ამ ფილმის პერსონაჟები.
-
3:00 - 3:04მოწვევა
-
3:04 - 3:06ამ ფილმში ჩვენ გიწვევთ
-
3:06 - 3:10შეიგრძნოთ თქვენი ჭეშმარიტი ბუნება,
-
3:11 - 3:15უშუალოდ შეიცნოთ ის,
არა ინტელექტუალურად... -
3:15 - 3:17ვინ ხართ თქვენ?
-
3:18 - 3:19ჩვენ გავიმეორებთ ამ მოწვევას
-
3:19 - 3:22სხვადასხვა მეთოდით.
-
3:23 - 3:26როდესაც თქვენ ცდილობთ,
გაიგოთ "ვინ ხართ თქვენ", -
3:26 - 3:30ნება მიეცით ყველაფერსб იყოს
ისეთად, როგორიც არის. -
3:30 - 3:34არ გამოიყენოთ გონება, და არ იხმაროთ
ძალისხმევა რაიმეს მოსახდენად, -
3:35 - 3:38ანდა აზრების დონეზე
რაიმე პასუხის მისაღებად. -
3:39 - 3:42და ამავე დროს არ ეცადოთ უკუაგდოთ გონება.
-
3:43 - 3:46უბრალოდ განიზრახეთ, პირდაპირ
შეიგრძნოთ - ვინ ხართ თქვენ. -
3:47 - 3:53უფლება მიეცით გონებას, იყოს "არმცოდნე".
-
4:02 - 4:09გამოღვიძება - ეს არის პასუხი ყველა
მსოფლიო პრობლემაზე ყველა დონეზე. -
4:09 - 4:14ყველა ეს პრობლემა იბადება უმეცრებიდან,
-
4:14 - 4:18გონების ფუნდამენტური შეცდომისაგან,
-
4:18 - 4:22და ეს შეცდომა იმაშია, რომ თითქოს
მე არის ეს დასაზღვრული პერსონაჟი. -
4:23 - 4:26როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ
ამ პატარა განცალკევებული "მე"-დან, -
4:26 - 4:30ყოველთვის არსებობს რაიმე სახის
მუდმივი დაუკმაყოფილებლობა. -
4:30 - 4:34ეს შეიძლება იყოს დიდი
დაუკმაყოფილებლობა, როგორც ტრავმა, -
4:34 - 4:38ანდა უბრალოდ ფონური გრძნობა.
-
4:38 - 4:40რაღაც ისე არაა,
-
4:40 - 4:42რაღაც არასწორია, მე რაღაც არ მყოფნის.
-
4:43 - 4:48მაშინაც კი, როცა თითქოს კმაყოფილი ვარ,
როცა რაიმე მიღწევები მაქვს, -
4:48 - 4:51როცა კარგი ურთიერთობები მაქვს,
-
4:51 - 4:54თუკი შევჩერდები ერთი წამით,
-
4:55 - 4:58მაშინვე დაუკმაყოფილებლობა შეიგრძნობა,
-
4:59 - 5:02თითქოს მოწყვეტილი ან ცალკე ვარ რაღაცისგან.
-
5:02 - 5:06და სწორედ ამ გრძნობას,
რომელსაც, როგორც ვიცით, -
5:06 - 5:09უმრავლესობა ადამიანი განიცდის,
შეუძლია გვიბიძგოს -
5:10 - 5:13გამოღვიძებისაკენ ამ პატარა,
განცალკევებული "მე"-დან, -
5:13 - 5:19რომლის ბუნებაა - თავისებური
მუდმივი განცალკევების შფოთვა. -
5:19 - 5:25ეს დასაზღვრული პერსონაჟი მუდმივად
ისწრაფვის ხელთ იგდოს სასურველი. -
5:25 - 5:28ის - უბრალოდ განპირობებული
შაბლონების კრებულია: -
5:28 - 5:33სასურველისკენ მისწრაფების
ანდა არასასურველისგან გაქცევის. -
5:33 - 5:38ეს უსასრულო პროცესია, ასე ვთქვათ,
დაკმაყოფილების პრინციპი: -
5:38 - 5:42ანუ სიამოვნებისკენ მისწრაფება და
ტკივილისგან გაქცევა. -
5:42 - 5:45და თუ ჩვენ გვჯერა, რომ ვართ
-
5:45 - 5:49ეს პერსონაჟი, ეს განპირობებული შაბლონი,
-
5:49 - 5:53მაშინ ჩვენ ვიტანჯებით და
ვბადებთ ასევე ტანჯვას სამყაროში. -
5:53 - 5:59ცხოვრება ხდება ანარეკლი ამ
ეგოისტური ცნობიერების. -
6:00 - 6:02გამოღვიძების უპირატესობა არის იმაში,
-
6:02 - 6:05რომ აღარ იტანჯებით,
-
6:05 - 6:08და ადამიანებიც თქვენ გარშემო
აღარ იტანჯებიან. -
6:08 - 6:13მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი
თავდაპირველი კავშირი -
6:13 - 6:19ღმერთის ჩემეულ გაგებასთან იყო ჩემთვის
პირველი გამოღვიძება ჩემს ცხოვრებაში. -
6:19 - 6:23და ყველაზე დიდი გამოღვიძება,
რაც განმიცდია, -
6:23 - 6:28ეს ჰგავდა იმას, რომ თითქოს
მართლაც მეძინა 50 წელი. -
6:28 - 6:33მე დავდიოდი, როგორც რობოტი, და ვაკეთებდი
საქმეებს, რომლებიც მასწავლეს. -
6:33 - 6:36ახალგაზრდობიდანვე მე მქონდა
მთელი ფორმულა: -
6:36 - 6:42დავახლოვებოდი ქალს, მეშოვნა
სამსახური, მანქანა, სახლი, მეუღლე. -
6:42 - 6:47ვფიქრობდი, რომ ეს ფორმულა იყოს ის, თუ
როგორ მუშაობდა ცხოვრება. -
6:47 - 6:49სანამ არ გავხდი 53 წლის.
-
6:49 - 6:53და გავაცნობიერე, რომ, მართალია,
ჩემი სიიდან უკვე ბევრი რამ გავაკეთე, -
6:53 - 6:59და გავხდი რაღაც ხარისხით პროფესიონალურად
წარმატებული, მივხვდი, რომ ამ ყველაფერს -
6:59 - 7:04არ ჰქონდა მნიშვნელობა. მე გავიღვიძე
სადღაც 53 წლის ასაკში და მივხვდი, -
7:04 - 7:07რომ არაფერს ამათგან არ ჰქონდა მნიშვნელობა,
-
7:07 - 7:09რომ ამ ყველაფერს არ აქვს ფასი.
-
7:09 - 7:12და ვიყავი შეძრწუნებული იმით, თუ
სინამდვილეში რამდენად უფასური იყო -
7:12 - 7:16ყველა მიღწევა და საქმე.
როგორი უაზრო იყო ეს ყველაფერი. -
7:19 - 7:29ვინ ხართ თქვენ?
-
7:30 - 7:32როდესაც აღარ მისდევ საკუთარი
ცხოვრების სცენარს, -
7:32 - 7:34თქვენი პერსონაჟისათვის დაწერილს,
-
7:35 - 7:38მშობლებისგან და საზოგადოებისგან
მემკვიდრეობით მიღებულს, -
7:38 - 7:41ბიოლოგიურად განპირობებულს,
-
7:41 - 7:45მაშინ თამაშში ახალი განზომილებები
გამოვლინდება. -
7:45 - 7:47იხსნება გზა,
-
7:48 - 7:51მაგრამ არა რაიმე მიზნის მისაღწევად.
-
7:52 - 7:55ეს უგზო გზაა,
-
7:55 - 7:58ილუზიებისგან განთავისუფლება,
-
7:58 - 8:03რათა მიხვიდეთ სწორედ იქ, სადაც ხართ ახლა.
-
8:10 - 8:13მე რუპერტ სპაირა ვარ.
-
8:13 - 8:15მე ვუყვები ადამიანებს
ცნობიერების არადუალობაზე, -
8:16 - 8:19რომელიც საფუძვლად უდევს
-
8:19 - 8:23ყველა რელიგიურ და სულიერ ტრადიციას.
-
8:23 - 8:28ვწერ წიგნებს, ვატარებ
მედიტაციებს და საუბრებს, -
8:28 - 8:33რომელთა მიზანია - მიყვანა
-
8:34 - 8:38არადუალური მდგომარეობის
-
8:38 - 8:42პრაქტიკულ გაცნობიერებამდე,
-
8:42 - 8:44იცოდეთ, რომ
-
8:44 - 8:47კმაყოფილებას და ბედნიერებას,
-
8:47 - 8:49რომლისკენაც მივისწრაფვით მთელი ცხოვრება,
-
8:49 - 8:53ვერასდროს ვიპოვნით
-
8:53 - 8:57ობიექტურ რეალობაში.
-
8:58 - 9:01ეს გრძნობები არასდროს დაიბადება
ობიექტებიდან, ნივთიერებებიდან, -
9:01 - 9:04მოქმედებებიდან ანდა ურთიერთობებიდან.
-
9:04 - 9:06მე გირჩედით,
-
9:07 - 9:09გაიგოთ ეს წმინდად, და
-
9:09 - 9:12აღარ დაკარგავთ დარჩენილ ცხოვრებას
-
9:12 - 9:17კმაყოფილების ძიებაზე იქ,
სადაც მას ვერასდროს იპოვნით. -
9:17 - 9:22ყოველი, ვინც ამ ფილმს უყურებს,
აკეთებს ამას იმიტომ, -
9:22 - 9:27რომ მას უკვე ესმის, ანდა
ინტუიციით ხვდება მაინც, -
9:27 - 9:31რომ მშვიდობა და ბედნიერება,
რომლებსაც ელტვის, -
9:32 - 9:35არ მოიპოვება ობიექტურ რეალობაში,
-
9:35 - 9:39და ამიტომაც იწყებს საკუთარი
ჭეშმარიტი ბუნების კვლევას. -
9:39 - 9:42ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა
-
9:43 - 9:47რაც შეიძლება გავაკეთოთ ცხოვრებაში,
და სწორედ მასზეა -
9:47 - 9:52დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება.
-
9:52 - 9:55ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა
ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, -
9:55 - 10:00რომელიც, ადრე თუ გვიან,
ყველა ადამიანს ებადება, არის - -
10:00 - 10:03რა არის ამის აზრი სინამდვილეში,
-
10:03 - 10:06რაშია სიცოცხლის აზრი?
-
10:06 - 10:10ჩემდა გასაკვირად, თავის დროზე
მე მითხრეს, რომ სიცოცხლის აზრი -
10:10 - 10:15არ იყო არაფერში,
რასაც ვაკეთებდი მანამდე. -
10:15 - 10:18საქმე ჩემს სამსახურში არ იყო,
-
10:18 - 10:20და არც ჩემს კარიერაში,
-
10:20 - 10:25ეს არ იყო არაფერთან კავშირში,
რასაც ვაკეთებდი ფიზიკურ სამყაროში. -
10:25 - 10:28ყველაფერი ეს იყო ჩემი ცხოვრების ასპექტები,
მაგრამ არა მისი არსი. -
10:29 - 10:33ჩემი ცხოვრების აზრი, როგორც შევიცნე,
-
10:33 - 10:36არის ის, რომ მე გამოვცადო,
-
10:36 - 10:39გამოვავლინო და განვახორციელო სრულად
-
10:40 - 10:43ჩემი ჭეშმარიტი არსი, ვინც
ვარ მე სინამდვილეში. -
10:44 - 10:46ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი კითხვაა,
-
10:46 - 10:49რაც ებადება ახლა უმრავლესობა ადამიანს.
-
10:49 - 10:53ეს არის კითხვა, რომელსაც არავინ უსვამდა
თავის თავს და არც არავინ პასუხობდა. -
10:54 - 10:57ყველაზე დიადი კითხვა ცხოვრებაში -
-
10:57 - 11:00ეს არის კითხვა "ვინ ვარ მე"?
-
11:00 - 11:03ვინ ვარ მე?
-
11:05 - 11:08იქნებ უბრალოდ ფიზიკური არსება ვარ,
-
11:08 - 11:11როგორც ფრინველი ცაში და თევზი წყალში?
-
11:11 - 11:16იქნებ უფრო რთული რამ ვარ,
ვიდრე ფიზიკური არსება. -
11:16 - 11:19მე ვიბადები, ვცხოვრობ, და ვკვდები.
-
11:19 - 11:22და ამას აქვს დასაწყისი და დასასრული.
-
11:22 - 11:25იქნებ შესაძლებელია, უბრალოდ შესაძლებელი,
-
11:25 - 11:27რომ ეს მე
არის რაღაც უფრო დიდი? -
11:27 - 11:30იქნებ, მე სულიერი არსი ვარ,
-
11:31 - 11:34რომელიც ფიზიკურ
გამოცდილებას გადის? -
11:39 - 11:42მთელი თქვენი ცხოვრების გამოცდილებამ
-
11:42 - 11:46ამ ერთადერთ უნივერსალურ
კითხვამდე მოგიყვანათ: -
11:46 - 11:48ვინ ხართ თქვენ?
-
11:50 - 11:56ნუ მოძებნით პასუხს გონების დონეზე.
-
11:57 - 12:02მიეცით უფლება ყველაფერს,
იყოს ისე, როგორც ის არის. -
12:05 - 12:09ვინ აცნობიერებს გონებას?
-
12:11 - 12:16შეიგრძენით ყველაფერი,
რაც გამოვლინდება ამ დროს. -
12:17 - 12:21ვინ აცნობიერებს ამ გრძნობებს?
-
12:23 - 12:27იგრძენით ყველაფერი, რაც დაიბადა შიგნით,
-
12:27 - 12:31როგორც თქვენი თვითკვლევის შედეგი.
-
12:42 - 12:45მე დონალდ ჰოფმანი ვარ.
მე ვარ კოგნიტიური მეცნიერებების -
12:45 - 12:48დამსახურებული პროფესორი
კალიფორნიის უნივერსიტეტში. -
12:49 - 12:52მე ვასწავლიდი სტუდენტებს უნივერსიტეტში,
-
12:52 - 12:54ახლა კი აღარ ვასწავლი,
და დაკავებული ვარ კვლევებით. -
12:54 - 12:59ვიკვლევ ცნობიერებას,
ცნობიერების მათემატიკურ მოდელებს, -
12:59 - 13:03და იმას, თუ როგორ წარმოიშობა
ფიზიკა და სივრცე-დრო -
13:03 - 13:08ცნობიერების შესახებ მათემატიკური
ზუსტი თეორიიდან. -
13:09 - 13:11ჩემი ცხოვრების გზას გააჩნდა,
-
13:11 - 13:14როგორც სულიერი,
ისე მეცნიერული მხარე. -
13:14 - 13:20მამაჩემი ქრისტიანი მღვდელი იყო.
-
13:20 - 13:23და ამიტომაც კვირაობით
სულიერ სწავლებებს ვღებულობდი, -
13:23 - 13:26სკოლაში კი - მეცნიერულს, და ისინი
ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. -
13:26 - 13:30ისტორიებიც, რასაც ვეცნობოდი ამ ორ
მიმართულებაში, ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო. -
13:30 - 13:35მოზარდობის დროს უკვე მივხვდი, რომ
აუცილებელი იყო, ჩემით გავრკვეულიყავი ყველაფერში. -
13:35 - 13:38და გადავწყვიტე, მეპოვნა პასუხი კითხვაზე:
-
13:38 - 13:41ვართ თუ არა ჩვენ რობოტები?
-
13:41 - 13:44ადამიანები - ეს რობოტებია თუ არა?
-
13:44 - 13:48ფიზიკალისტური თვალთახედვა გულისხმობს,
რომ ჩვენ უბრალოდ მექანიზმები ვართ. -
13:48 - 13:53სულიერი თვალთახედვით, არ ვართ მანქანები,
-
13:52 - 13:55მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისათვის,
რომ ვთქვათ, თუ რა ვართ ჩვენ. -
13:55 - 13:58მე გადავწყვიტე დამესვა კითხვა
მეცნიერული თვალსაზრისით: -
13:58 - 14:01- ვართ თუ არა ჩვენ რობოტები?
-
14:01 - 14:05და გადავწყვიტე შემესწავლა
ხელოვნური ინტელექტი. -
14:05 - 14:08ამიტომ ჩავაბარე მასაჩუსეტის
ტექნოლოგიურ ინსტიტუტში -
14:08 - 14:12და დავიწყე მუშაობა ხელოვნური
ინტელექტის კვლევით ლაბორატორიაში. -
14:12 - 14:16ასევე, ვსწავლობდი ტვინისა და კოგნიტიური
მეცნიერებების კათედრაზე, -
14:16 - 14:18სადაც ვიკვლევდი ადამიანურ ბუნებას,
.რადგანაც მინდოდა ორივე შემესწავლა. -
14:18 - 14:21მინდოდა მენახა, თუ რა შეუძლიათ მანქანებს,
და რაა განსაკუთრებული -
14:21 - 14:26ადამიანებში და ადამიანურ
ნეირომეცნიერებაში, რათა მეპასუხა -
14:26 - 14:29მთავარ შეკითხვაზე - მართალია
თუ არა სულიერი ტრადიციები? -
14:29 - 14:31ვართ თუ არა უფრო მეტი, ვიდრე მანქანები,
-
14:31 - 14:35თუ მართალია ფიზიკალისტური შეხედულებები,
-
14:35 - 14:36და უბრალოდ მექანიზმები ვართ,
-
14:36 - 14:38ხოლო ცნობიერება - უბრალოდ
-
14:38 - 14:41ტვინის ფუნქციონერების არტეფაქტია?
-
14:43 - 14:49გასულ საუკუნეში გამეფებული მეცნიერული
მატერიალისტური პარადიგმა -
14:49 - 14:53უარყოფს არსებობას ფიზიკური სამყაროს მიღმა,
-
14:54 - 14:55უარყოფს ყველაფერს, რისი შემოწმებაც
-
14:55 - 14:58არსებული მეცნიერული
მეთოდებით შეუძლებელია. -
14:59 - 15:01მეცნიერება ჩიხში შევიდა.
-
15:01 - 15:06მას არ შეუძლია პარადოქსის საზღვრებს გასცდეს,
რაც კვანტური ფიზიკის საფუძველია, -
15:06 - 15:09და რომელმაც პირისპირ დააყენა
მეცნიერება და დამკვირვებელი, -
15:10 - 15:13- ანუ თავად ცნობიერება.
-
15:13 - 15:16ამის მსგავსად, რელიგიებიც,
უმრავლეს შემთხვევაში, -
15:16 - 15:19მხოლოდ რწმენის დონეზე ფუნქციონირებენ.
-
15:19 - 15:24მათ დაკარგეს თავიანთი პირველადი მიზანი -
ეჩვენებინათ გზა პირდაპირი გამოცდილებისაკენ, -
15:24 - 15:27იმ ჭეშმარიტებისაკენ, თუ
ვინ და რა ვართ ჩვენ. -
15:28 - 15:31მეცნიერებასა და სულიერებას შორის
-
15:31 - 15:34განხეთქილებამ ორივე დააკნინა.
-
15:35 - 15:39რელიგიები და სულიერი სისტემები საჭიროა
შეივსოს განსაზღვრული მეთოდებით, -
15:40 - 15:43რომლებიც წარმოშობენ იდეალურ
პირობებს გამოღვიძებისათვის. -
15:44 - 15:47მეცნიერება კი აუცილებლად
საჭიროებს ღიაობას, -
15:47 - 15:50ფიზიკურის მიღმა არსებობის
შესაძლებლობის აღიარებას. -
15:51 - 15:54ჩვენ არ ვსაუბრობთ რელიგიისა
ან მეცნიერების უარყოფაზე, -
15:54 - 15:59არამედ იმაზე, რომ შევიდეთ უფრო ღრმად,
ვიყოთ მზად, შევცვალოთ საკუთარი თავი, -
15:59 - 16:02რათა გავხდეთ უკეთესი კვლევის ინსტრუმენტი.
-
16:03 - 16:06ჩვენ ვართ ის, ვინც აწარმოებს ექსპერიმენტს,
-
16:06 - 16:09და ამავე დროს ვართ თავად ექსპერიმენტიც.
-
16:11 - 16:15რელიგია საუბრობდა მედიტაციის,
სულიერების ტრადიციების ენაზე, -
16:15 - 16:21და იყო მათი საცავი.
-
16:21 - 16:24ჩაწერილი სულიერი ცოდნა
-
16:24 - 16:28თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
-
16:28 - 16:33რა თქმა უნდა, როცა ენა გაიგება ძალიან
კონკრეტულად, სიტყვასიტყვით, -
16:33 - 16:36მაშინ ხდება რელიგიების დაყოფა,
-
16:36 - 16:39კულტურების დაყოფა.
-
16:39 - 16:44მაგრამ თუ შეიგრძნობთ რელიგიის სულს,
-
16:44 - 16:46მაშინ შეძლებთ მიჰყვეთ
-
16:46 - 16:50კვალს, ჭეშმარიტი
გამოღვიძებისაკენ მიმავალს. -
16:50 - 16:55ნებისმიერ ადამიანს გააჩნია გამოღვიძების პოტენციალი,
იმის მიუხედავად, სჯერა თუ არა ამის, -
16:55 - 16:58რადგანაც გამოღვიძება -
ადამიანის ცნობიერების ბუნებაა, -
16:58 - 17:03დაბადებიდან ბუნებრივად თანდაყოლილი.
-
17:03 - 17:06ამიტომ, რაც არ უნდა დაარქვათ ამას,
და რომელი ენაც არ უნდა გამოიყენოთ, -
17:07 - 17:10არსებობს განსაზღვრული პრინციპები,
-
17:10 - 17:14რაც საერთოა ყველა რელიგიისათვის,
-
17:14 - 17:17სულიერი ტრადიციისათვის და მედიტაციისათვის.
-
17:17 - 17:20ჩემს ახალგაზრდობაში ეს
სიბრძნე ძირითადად -
17:20 - 17:25არსებობდა აღმოსავლურ
სულიერ ტრადიციებში. -
17:25 - 17:27ასევე, ის არსებობდა დასავლურ ტრადიციებშიც,
-
17:27 - 17:32მაგრამ იმდენად იყო შენიღბული და კოდირებული,
-
17:32 - 17:36რომ პრაქტიკულად მიუღწეველი იყო.
-
17:36 - 17:40ჩემი თაობის უამრავი ადამიანი,
ფიზიკურად, ან ინტელექტუალურად, -
17:40 - 17:45გაემგზავრა აღმოსავლეთში
ამ სიბრძნის მოსაპოვებლად. -
17:46 - 17:50აღმოსავლური კულტურა კი
-
17:50 - 17:53დასავლურთან შედარებით -
ეგზოტიკაა. -
17:53 - 17:58ამიტომაც სიბრძნემ იმ კულტურათა
ეგზოტიკური ელფერი შეიძინა, -
17:59 - 18:03რომლებშიც იყო ის გამოხატული.
-
18:04 - 18:06შედეგად, მრავალი ადამიანი,
-
18:07 - 18:09მათ შორის მეც, ფიქრობდა,
-
18:09 - 18:13რომ არადუალურ მიდგომაში
არის რაღაც ეგზოტიკური, -
18:13 - 18:18რომ ის მოითხოვს ცხოვრების
განსაკუთრებულ წესს. -
18:18 - 18:21თითქოს თქვენ უარი უნდა გეთქვათ ოჯახზე,
-
18:21 - 18:25ანდა გაგეზარდათ თმა,
ან მიგეღოთ განსაკუთრებული სახელი, -
18:25 - 18:32გეპოვნათ თქვენი მასწავლებელი და ტრადიცია,
ანდა შეგესრულებინათ უცნაური პრაქტიკები. -
18:32 - 18:35მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი საერთო
არ აქვს არადუალურ გაგებასთან, -
18:35 - 18:39და უბრალოდ დაკავშირებული იყო იმ კულტურასთან,
-
18:39 - 18:43რომელშიც ეს გაგება იყო გამოხატული
კონკრეტულ ეპოქაში. -
18:43 - 18:48ახლა კი ეს გაგება სრულიად განთავისუფლდა
ტრადიციული კულტურის შეფუთვისგან, -
18:48 - 18:54რომლითაც უმრავლესობა ჩვენგანმა
პირველად იხილა ის. -
18:55 - 19:00და ახლა ეს არსობრივი გაგება
ხელმისაწვდომია იმ სახით, -
19:00 - 19:03რომ ჩვენ საშუალება გვეძლევა, თავისუფლად
გავაგრძელოთ ცხოვრება ისეთად, -
19:03 - 19:08როგორიც ის არის - ოჯახური
ცხოვრება, სამსახური... -
19:08 - 19:13აუცილებელი არაა გარეგნული
ცვლილებები შევიტანოთ მასში. -
19:14 - 19:16პრობლემა, რასაც ჩვენ ვეჯახებით
ამ პლანეტაზე ცხოვრებისას, არის ის, -
19:16 - 19:19რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს
-
19:19 - 19:21მრავალი განცალკევებული არსება.
-
19:22 - 19:23ამიტომაც ვცხოვრობთ
ისეთ სამყაროში, -
19:23 - 19:26რასაც დავარქმევდი
დუალურ სამყაროს: -
19:27 - 19:29აქ არის კაცური და ქალური,
შავი და თეთრი, -
19:30 - 19:34დიდი და პატარა, სწრაფი და ნელი,
ზემოთ და ქვემოთ, აქ და იქ,
მანამდე და მერე. -
19:34 - 19:37სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ არსებობს,
-
19:39 - 19:42და ეს ყველაფერი - ერთი მთლიანის ნაწილებია.
-
19:42 - 19:45და არსებობს მხოლოდ ერთიანი.
-
19:46 - 19:48გამოდის, რომ თუკი ჩვენ ყურადღებით
შევხედავთ ყველაფერს, დავინახავთ, რომ -
19:48 - 19:53აქ და იქ, დიდი და პატარა,
სწრაფი და ნელი, ზემოთ და ქვემოთ, -
19:53 - 19:58მარცხენა და მარჯვენა, კაცი და ქალი -
ეს ყველაფერი ერთი და იგივეა, -
19:58 - 20:03სხვადასხვა თვისებების ანარეკლებია,
მაგრამ ერთმანეთისგან განუყოფელი. -
20:03 - 20:06მე მწამს, რომ ჩვენ ყველანი ვართ
-
20:06 - 20:08ღმერთის
-
20:08 - 20:09ინდივიდუალური გამოვლინებები.
-
20:11 - 20:12მე მწამს, რომ ღმერთი არსებობს ყოველ ადამიანში
-
20:12 - 20:19და გამოვლინდება ყველა ადამიანის მეშვეობით,
-
20:19 - 20:21ყველა ცნობიერი არსების მეშვეობით კოსმოსში.
-
20:21 - 20:25მე ვხედავ, რომ ისეთივე
დამოკიდებულებაში ვართ ღმერთთან, -
20:26 - 20:28როგორც ტალღა ოკეანისათვის.
-
20:29 - 20:31ტალღა არაფრით განსხვავდება ოკეანისგან.
-
20:31 - 20:36ეს არის უბრალოდ ოკეანის გამოვლინება
ინდივიდუალურ ფორმაში. -
20:37 - 20:39და როცა დასრულდება ინდივიდუაცია,
მაშინ ტალღაც ოკეანეს შეერწყმება, -
20:40 - 20:43დაბრუნდება იქ, საიდანაც ის დაიბადა,
-
20:43 - 20:46რათა დაიბადოს კვლავ შემდეგ დღეს.
-
20:47 - 20:52ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ვართ
ღვთიურობის ინდივიდუალური გამოვლინებები, -
20:52 - 20:55და როდესაც ჩვენ ყველაფერს
აღვიქვამთ, როგორც ღვთიურს, -
20:55 - 20:58მაშინ იცვლება ჩვენი ურთიერთობა ყველაფერთან,
-
20:59 - 21:01და ყველაფერი სრულიად ახლებურად აღიქმება.
-
21:01 - 21:03იბადება ახალი გამოცდილებები.
-
21:04 - 21:10ასე იცვლება სამყარო.
-
21:17 - 21:21რა არის ცნობიერება?
ცნობიერება - ეს არის სამყაროს ჭეშმარიტი არსი. -
21:22 - 21:27ამიტომ შეგვიძლია ვიკითხოთ: თუკი
ცნობიერება არის სამყაროს ჭეშმარიტი არსი, -
21:27 - 21:31და ყველაფერი და ყველა, შესაბამისად,
ასეთივეა, მაშ რატომ არის, რომ -
21:34 - 21:38სამყარო წარმოგვიდგება, როგორც
ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად არსებული -
21:38 - 21:44ადამიანების, ცხოველებისა და საგნების
სიმრავლე და მრავალფეროვნება, -
21:44 - 21:48სხვადასხვა ნივთიერებების შემადგენლობით,
რასაც ჩვენ მატერიას ვეძახით? -
21:48 - 21:52შესაძლებელია თუ არა განვაცხადოთ,
-
21:52 - 21:55რომ ცნობიერება არის სამყაროს ჭეშმარიტი არსი,
-
21:55 - 21:59სადაც ის გვევლინება, როგორც მატერიალურ
საგანთა სიმრავლე და მრავალფეროვნება? -
21:59 - 22:02მტკიცებულებები, რომელთაც
მე ვიყენებ, რათა დავუშვა, -
22:02 - 22:07რომ ცნობიერება არის ფუნდამენტური,
მოიცავს მრავალ ასპექტს. -
22:08 - 22:10ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს,
რომ თავად ფიზიკა ამბობს, -
22:10 - 22:13რომ სივრცე-დრო არაა ფუნდამენტური;
-
22:13 - 22:16ასევე, ევოლუციური თეორია ეთანხმება იმას,
-
22:16 - 22:19რომ სივრცე, დრო და ფიზიკური ობიექტები
არ წარმოადგენს ფუნდამენტურ რეალობას. -
22:19 - 22:24ეს ორივე თეორია საუბრობს იმაზე, რომ სივრცე-
დრო არ წარმოადგენს ფუნდამენტურ რეალობას. -
22:24 - 22:27ისინი არ საუბრობენ იმაზე, თუ
რა არსებობს სივრცისა და დროის მიღმა. -
22:27 - 22:32ჩემი არგუმენტი იმაში მდგომარეობს,
რომ სივრცე-დროის მიღმა -
22:32 - 22:35ფიზიკოსები პოულობენ
მათემატიკურ სტრუქტურებს. -
22:35 - 22:38მაგრამ ეს ჯერ ბუნდოვანია,
თუ რას წარმოადგენენ ისინი, -
22:38 - 22:41და რა არის იქ, სივრცისა და
დროის საზღვრებს მიღმა. -
22:42 - 22:46ამიტომ მე ვაკეთებ დაშვებას,
რომ სივრცისა და დროის მიღმა გარემო
დაკავშირებულია ცნობიერებასთან. -
22:46 - 22:49ვფიქრობ, რომ უსასრულო
ცნობიერებას გააჩნია უნარი, -
22:49 - 22:55მოახდინოს ლოკალიზება სხვადასხვა,
განცალკევებული ცდის სუბიექტების სიმრავლეში, -
22:55 - 22:59ანუ ყველა ცნობიერ არსებაში,
ადამიანებსა და ცხოველებში. -
22:59 - 23:03ყოველი ჩვენგანი წარმოადგენს
უსასრულო ცნობიერების ლოკალიზაციას -
23:03 - 23:08უსასრულო ცნობიერებაში, რომელიც
მხოლოდ უსასრულო ცნობიერებისგან შედგება. -
23:08 - 23:11საკუთარი თვალთახედვით,
-
23:11 - 23:15ის განიხილავს საკუთარ შემოქმედებას,
როგორც გარე სამყაროს. -
23:15 - 23:19ამიტომ ის, რაც ჩვენთვის სამყაროდ
მიიჩნევა და აღიქმება, -
23:19 - 23:24როგორც მატერიისგან შემდგარი,
რეალობის თვალთახედვიდან წარმოადგენს -
23:24 - 23:29ერთიანი უსასრულო ცნობიერების შემოქმედებას.
-
23:29 - 23:34სხვა სიტყვებით, საბოლოოდ,
არ არსებობს არანაირი ცალკე -
23:34 - 23:38ან დამოუკიდებლად
არსებული საგნები ან ადამიანები. -
23:38 - 23:41არის მხოლოდ ერთი უსასრულო
დაუყოფელი მთლიანი. -
23:41 - 23:46ყოფიერების ერთობა, რომელიც
უბრალოდ გარდატყდება -
23:46 - 23:50საგანთა და ობიექტების მოჩვენებით
სიმრავლეში და მრავალფეროვნებაში, -
23:50 - 23:54როდესაც ადამიანი უყურებს
საკუთარ მოღვაწეობას -
23:54 - 23:57თავისი შემოსაზღვრული
გონების -
23:57 - 23:59უნარების მეშვეობით.
-
24:00 - 24:02და თუ ჩვენ გავიღვიძეთ, მაშინ
-
24:02 - 24:05ჩვენ ვხედავთ, რომ
არის ერთი ცნობიერება, -
24:06 - 24:10რომელიც ინიღბება პლანეტის
ამ სხვადასხვა არსებებში; -
24:10 - 24:14ერთი ცნობიერება - ყოველი
ჩვენგანის თვალებში მოკიაფე. -
24:14 - 24:19მაშინ ჩვენ მართლაც ვხედავთ
საკუთარ თავს სხვა ადამიანებში. -
24:19 - 24:22და ეს მისწრაფება -
ვიმოქმედოთ, როგორც ეგომ, -
24:22 - 24:27და მხოლოდ საკუთარი მოგების ძიება,
-
24:27 - 24:31მოგვცილდება ბუნებრივად, რადგანაც ჩვენ
უშუალოდ შევიცნობთ ჭეშმარიტებას. -
24:31 - 24:35ჭეშმარიტება კი არის ის, რომ
ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი ცნობიერება. -
24:36 - 24:39ჩემი სულიერი "მე"-ს გამოცდილება
-
24:40 - 24:42შესაძლებელი იყო მხოლოდ
ფიზიკურ განზომილებაში -
24:42 - 24:45მნიშვნელოვანი მიზეზის გამო:
-
24:45 - 24:50მხოლოდ აქ არის
დაპირისპირებულობის შესაძლებლობა. -
24:50 - 24:53მოვიყვანოთ უბრალო მაგალითი.
-
24:53 - 24:56დავუშვათ, მოვისურვე შევიგრძნო ჩემი თავი,
მეტაფორულად, როგორც სინათლე. -
24:56 - 24:59ამ შემთხვევაში, მე ვერ შევძლებ
შევიგრძნო ჩემი თავი სინათლედ, -
25:00 - 25:03თუკი მთლიანად სინათლით
ვიქნები გარემოცული. -
25:04 - 25:06ჩემ გარშემო არაფერი იქნებოდა
სინათლის გარდა, -
25:06 - 25:10რაც მშვენიერი
განსაზღვრებაა სულიერებისთვის. -
25:11 - 25:14ამიტომ მე უნდა მოვიდე ისეთ გარემოში,
რომელსაც ვუწოდებ მატერიალურ -
25:14 - 25:17ფიზიკურ გარემოს, სადაც არსებობს
რაიმე სხვა, გარდა სინათლისა. -
25:17 - 25:20რადგანაც, თუკი ჩემი თავის
სინათლედ შეგრძნება მსურს, -
25:20 - 25:24არა უბრალოდ ცოდნით,
არამედ გამოცდილებით, -
25:24 - 25:26მაშინ ამის გაკეთებას მხოლოდ იქ
შევძლებ, სადაც არსებობს -
25:26 - 25:29სინათლის რაიმე საპირისპირო,
ამ შემთხვევაში - სიბნელე. -
25:30 - 25:31ამიტომ მე "გამოვიყენე"
-
25:31 - 25:37ეს შესაძლებლობა ფიზიკურ გარემოში,
სადაც სინათლე და სიბნელე არსებობს ერთად. -
25:37 - 25:41და მაშინ, ჩემი თავის, როგორც სინათლის,
-
25:41 - 25:45გარე გამოვლინებაში, მე შემიძლია
ვიყო ის, ვინც ვარ სინამდვილეში. -
25:46 - 25:49და ეს გაგება მეტყველებს იმაზე,
-
25:49 - 25:54რომ ჩვენი განსხვავებულობის
მიღმა ჩვენ ერთნაირი ვართ, -
25:54 - 26:00კი არ ვგავართ ერთმანეთს,
არამედ ვართ ერთი და იგივე არსი. -
26:00 - 26:05ხოლო სიყვარული - ეს არის
ამ ერთიანობის გამოცდილება, -
26:06 - 26:09ერთობლივი ყოფიერება.
-
26:09 - 26:15ჩვენი თეორიის თეორემა გვეუბნება: საბოლოოდ,
არსებობს მხოლოდ ერთი ცნობიერება. -
26:16 - 26:20ესე იგი, ჩვენ გვყავს უამრავი
ცნობიერების მატარებელი აგენტი. -
26:20 - 26:23მაგრამ თეორია გვეუბნება, რომ საბოლოოდ,
ყველა ეს ცნობიერი გამოვლინება -
26:23 - 26:27სინამდვილეში წარმოადგენს ერთი
ერთადერთი ცნობიერების პროექციებს. -
26:27 - 26:30საუკუნეებია უკვე, რაც მეცნიერების პარადიგმა
-
26:31 - 26:33იმაში მდგომარეობს,
-
26:33 - 26:38რომ სივრცე და დრო წარმოადგენს
რეალობის ფუნდამენტურ ბუნებას. -
26:38 - 26:41ისინი არ დაიყვანება სხვა რამემდე,
და ყველაფრის საფუძველს წარმოადგენენ. -
26:41 - 26:44აინშტაინამდე სივრცე და დრო
განიხილებოდა ცალ-ცალკე. -
26:44 - 26:48ახლა კი სივრცე და დრო ერთადაა,
გაერთიანებული სივრცე-დროდ, -
26:48 - 26:50და ის განიხილება, როგორც
რეალობის ფუნდამენტური ბუნება. -
26:50 - 26:53და მეცნიერებამ გააკეთა დაშვება,
-
26:54 - 26:58რომ სივრცე-დრო და ობიექტები მასში
წარმოადგენს რეალობის საფუძველს. -
26:58 - 27:01ამიტომ, როცა, მაგალითად,
ჩვენ ვსაუბრობთ ცნობიერებაზე, -
27:02 - 27:07თავად ცნობიერება უნდა იყოს გარკვეული
პროდუქტი ობიექტებისა სივრცესა და დროში. -
27:07 - 27:11ამ ფიზიკალისტურ სისტემაში
სივრცე-დრო და ფიზიკური ობიექტები, -
27:12 - 27:16ყოველგვარი ცნობიერების გარეშე,
რეალობის საფუძველს წარმოადგენს. -
27:16 - 27:21ცნობიერება კი შემდგომში წარმოიქმნება
სამყაროს ევოლუციის პროცესში. -
27:21 - 27:23მაშასადამე, მეცნიერების მიხედვით,
დიდი აფეთქების დროს არ იყო ცნობიერება, -
27:23 - 27:25იყო მხოლოდ სივრცე-დრო და ენერგია.
-
27:25 - 27:28ენერგია შემკვრივდა მასიურ ნაწილაკებად,
-
27:28 - 27:31და ბოლოს, წარმოიშვა სიცოცხლე,
ვინ იცის, რამდენი მილიონი, -
27:31 - 27:33ასობით მილიონი
ან მილიარდი წლის შემდეგ. -
27:33 - 27:37ცნობიერება კი უფრო გვიან წარმოიშვა.
-
27:38 - 27:42ამ თვალსაზრისის მიხედვით, როდესაც თქვენ
კვდებით, ფიზიკური არსება, რომელმაც -
27:42 - 27:45დაბადა ცნობიერება, განზავდება, და
შესაბამისად, განზავდება თქვენი ცნობიერებაც. -
27:45 - 27:49ასეთნაირად, ამ ფიზიკალისტური მიდგომით,
ცნობიერება მართლაც აღარ მიიჩნევა -
27:50 - 27:53ფუძემდებლურ მცნებად.
აქედან კი დასკვნა გამოდის, -
27:53 - 27:55რომ, როდესაც სხეული კვდება, მაშინ
ცნობიერებაც მასთან ერთად კვდება. -
27:57 - 27:59მეორე მხრივ,
-
27:59 - 28:02მე და ჩემმა კოლეგებმა გამოვიყენეთ
ევოლუციის თეორია, -
28:02 - 28:05რათა გვეჩვენებინა ამ თეორიიდან
გამომდინარე შედეგი: -
28:05 - 28:09რომ სივრცე-დრო არ წარმოადგენს
ფუნდამენტურ მცნებებს. -
28:09 - 28:12ამიტომ ევოლუციის ფიზიკალისტური
ინტერპრეტაცია არასწორია. -
28:12 - 28:15იდეა იმის შესახებ, რომ
სივრცე-დრომ და ნაწილაკებმა -
28:15 - 28:21განიცადეს ევოლუცია ადამიანთა
ორგანიზმების მეშვეობით, -
28:22 - 28:25არასწორია, რადგანაც სივრცე-დრო
თავისთავადად არაა ფუძემდებლური ცნება. -
28:25 - 28:28ჩვენ ვადასტურებთ, რომ სივრცე-დროის
მიღმა აქტიურობა გაცილებით დიდია. -
28:28 - 28:30ცნობიერების აქტიურობა.
-
28:30 - 28:33ჩვენ არ უკუვაგდებთ ძველ თეორიებს.
-
28:33 - 28:35როდესაც ფიზიკოსები ამბობენ,
რომ სივრცე-დრო ფუნდამენტური არაა, -
28:35 - 28:38ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღებას
არ ვაქცევთ აინშტაინს და მის თეორიას. -
28:38 - 28:41სრულებით არა. ჩვენ ვითვალისწინებთ მას.
-
28:41 - 28:46ნებისმიერი ახალი თეორია, სივრცე-დროის
საზღვრებს მიღმა, რომლის ფორმულირებას ახდენენ ფიზიკოსები, -
28:46 - 28:50უკეთ უნდა ასახავდეს სივრცე-დროს და დაგვაბრუნოს აინშტაინთან.
ის უკეთ უნდა შეეწყობოდეს კვანტურ თეორიას, -
28:50 - 28:51სხვაგვარად ის იქნება არასწორი.
-
28:51 - 28:53ყველა ძველი თეორია -
ჩვენი კარგი მეგობრები არიან, -
28:53 - 28:57და ჩვენ შევინარჩუნებთ მათ, როგორც
-
28:57 - 29:00უფრო ღრმა თეორიის
განსაკუთრებულ შემთხვევებს. -
29:00 - 29:04ჩვენს ცნობიერების თეორიაშიც
ასე ვიქცევით. -
29:04 - 29:06ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ
ყველა იდეა, რასაც მოვისურვებთ. -
29:06 - 29:08ჩვენ გვჭირდება ცნობიერების თეორია,
რომელიც თავის თავში მოიცავს და -
29:08 - 29:10დაგვაბრუნებს სივრცე-დროსთან,
-
29:10 - 29:14კვანტურ თეორიასთან, სპეციალურ და
ზოგად ფარდობითობის თეორიასთან, -
29:14 - 29:17ასევე, ბუნებრივი გადარჩევის თეორიასთან.
-
29:17 - 29:20თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას
ზუსტი მათემატიკური დეტალებით, -
29:20 - 29:24მაშინ მეცნიერებს არ ექნებათ საფუძველი,
რომ სერიოზულად განიხილონ ცნობიერების თეორია. -
29:25 - 29:29ეს ჰგავს იმას, თუკი უსასრულო ცნობიერება
გაიკეთებდა ვირტუალური რეალობის სათვალეს. -
29:29 - 29:33ცნობიერება იკეთებს სათვალეს, რომელიც
შედგება აღქმისა და აზროვნებისგან. -
29:33 - 29:38და ამ მომენტში, როდესაც
ის იკეთებს VR სათვალეს, -
29:38 - 29:42ის ლოკალიზდება
საკუთარი შემოქმედების შიგნით. -
29:42 - 29:47და ამ სათვალიდან ის იყურება გარეთ,
დასაზღვრული გონების აღქმის უნარებით: -
29:47 - 29:52ხედავს, ესმის, ეხება,
აგემოვნებს და იყნოსავს. -
29:52 - 29:56და ის ანაწევრებს საკუთარი
არსების ერთიანობას -
29:57 - 30:00და წარმოაჩენს მას, როგორც
10000 სხვადასხვა საგანს. -
30:01 - 30:03მე მინდა ვთქვა, რომ სამყაროში არსებობს
-
30:04 - 30:09უფრო მეტი, ვიდრე დასაზღვრული გონება.
-
30:09 - 30:15მე არ ვამტკიცებ, რომ სამყარო გამოვლინდება
მხოლოდ ჩვენს დასაზღვრულ გონებაში. -
30:15 - 30:20სამყარო არსებობს ჩვენი სასრული გონების
მიღმა, თუმცა ცნობიერების შიგნით. -
30:20 - 30:23მაგრამ სწორედ ჩვენი სასრული
გონების საზღვრები -
30:24 - 30:27აძლევენ სამყაროს მის ხილულ გამოვლინებას.
-
30:28 - 30:33ამიტომ, როცა ჩვენ ვუყურებთ სამყაროს,
ჩვენ ვხედავთ რეალობას, -
30:33 - 30:38რომელიც არსებობდა მანამდეც,
სანამ ჩვენ აღვიქვამდით მას. -
30:37 - 30:42ჩვენ ვხედავთ მას ჩვენი აღქმის
უნარების პრიზმაში, -
30:42 - 30:46რაც ანიჭებს მას ამ გარეგნულ სახეს.
-
30:46 - 30:51სხვადასხვა სულიერ ტრადიციებში
გამოღვიძების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ -
30:51 - 30:55ყველაფერი, რასაც ჩვენ აღვიქვამთ,
როგორც რეალობას - -
30:55 - 30:59ობიექტები სივრცე-დროში,
ჩვენი ფიზიკური სხეულები და ა.შ., -
30:59 - 31:03არ წარმოადგენს საბოლოო რეალობას,
და არსებობს უფრო ღრმა რეალობა, -
31:03 - 31:08ცნობიერების რეალობა, რომელიც სცილდება
სივრცე-დროისა და ფიზიკური ობიექტების საზღვრებს. -
31:08 - 31:11და რომ ჩვენ არ ვართ
განცალკევებული ამ რეალობისაგან. -
31:11 - 31:15ეს რეალობა, გარკვეული აზრით,
წარმოადგენს იმის არსს, რაც ვართ ჩვენ. -
31:15 - 31:18ამიტომაც გამოღვიძება - ეს არის
იმ ილუზიისგან გამოღვიძება, -
31:18 - 31:22თითქოს მხოლოდ პატარა სხეული ვართ
სივრცესა და დროში, გამოღვიძება იმ ფაქტისადმი, -
31:22 - 31:26რომ სინამდვილეში ამ ყველაფრის ავტორი ვართ,
რასაც ვხედავთ სივრცესა და დროში. -
31:26 - 31:30და ჩვენ თავად ვქმნით მას ამწამიერ ნაკადში,
აღქმასა და ხედვასთან ერთდროულად. -
31:30 - 31:37როგორ უნდა გამოვიღვიძო?
-
31:37 - 31:42ადამიანი ხდება გამოღვიძებული,
როცა აცნობიერებს, -
31:43 - 31:46რომ ის, რაც
ვართ სინამდვილეში, -
31:46 - 31:49უკვე სრულიად გამოღვიძებულია
და სრულიად გაცნობიერებული, -
31:50 - 31:53დასრულებულია, გამთლიანებული,
და სიმშვიდით სავსე. -
31:53 - 31:56მოდით ვიკითხოთ -
-
31:56 - 32:00როგორ ანათებს მზე?
-
32:00 - 32:02მისი ბუნება - სინათლეა,
-
32:02 - 32:04ის უკვე ანათებს მთელი ძალით.
-
32:04 - 32:09ჩვენი არსების ბუნებაც უკვე არის
ბედნიერება და ჰარმონია. -
32:09 - 32:12ვერ ვიგებთ ამას ცხადად,
რადგანაც ჩვენი არსებობა -
32:12 - 32:16იმდენად ძლიერადაა შერწყმული
ჩვენი გამოცდილებების შინაარსთან, -
32:17 - 32:21რომ თანდაყოლილი სიმშვიდე და
ბედნიერება იფარება გამოცდილებით. -
32:21 - 32:26ამ მიზეზით ჩვენ ვფიქრობთ, რომ
ჩვენი არსება საჭიროებს გასხივოსნებას. -
32:26 - 32:28არა, ჩვენი არსება ისევე
არ საჭიროებს გასხივოსნებას, -
32:28 - 32:32როგორც მზე არ საჭიროებს იმას,
რომ აანთონ ის დილით ამოსვლისას. -
32:33 - 32:36მზე ყოველთვის ანათებს
ერთნაირი სიკაშკაშით. -
32:36 - 32:40ჩვენი შინაგანი არსება მუდამ ანათებს
ჰარმონიასა და სიხარულში. -
32:40 - 32:44მაგრამ ისინი დაბინდულია
ღელვითა და მოთხოვნილებებით, -
32:44 - 32:47რაც ახასიათებს ჩვენს აზრებსა და გრძნობებს.
-
32:48 - 32:52არ არსებობს ადამიანი, ვინც გაიღვიძებს.
-
32:52 - 32:55ასეთნაირად, მე, ვინც გაიღვიძა,
-
32:56 - 32:58გაიღვიძა პიროვნება - დენის (სახელი)
სტრუქტურიდან, -
32:58 - 33:01მედიტაციურ ცენტრში.
-
33:01 - 33:03ეს იყო ძენის ცენტრი.
-
33:03 - 33:06ჩვენ ვატარებდით ძენ-სესიას,
-
33:06 - 33:11ინტენსიურ პრაქტიკას ხანგრძლივი პერიოდით.
-
33:10 - 33:16ძენი საოცრად კარგად ახერხებს
ისეთი კონტეინერის შექმნას, -
33:16 - 33:19რომლის პირობებში შეუძლებელია
თავის-ეგოს გადარჩენა. -
33:19 - 33:25და აი, პერსონაჟი დენი,
რომელმაც ისწავლა მედიტაცია, -
33:25 - 33:28პერსონაჟი დენი, რომელიც
ასრულებდა ამ მედიტაციას, -
33:28 - 33:30მედიტატორი დენი,
-
33:31 - 33:34მიხვდა, რომ მას
არ შეუძლია გამოღვიძება. -
33:34 - 33:37თითქოს ყველა მედიტაციის მეთოდი,
-
33:37 - 33:43ყველა პრაქტიკა, რომელიც იყო
შესწავლილი, გახდა უსარგებლო. -
33:43 - 33:46საქმე იქამდე მივიდა, რომ პერსონაჟმა,
რომელიც ცდილობდა გამოღვიძებას, -
33:46 - 33:49ვერ შეძლო გამოღვიძება,
-
33:49 - 33:52და ის იძულებული იყო, განეცადა მარცხი.
-
33:52 - 33:57პერსონაჟი, რომლითაც მე ვცხოვრობდი,
პერსონაჟი, რომელსაც ვთამაშობდი -
33:57 - 34:02მთელი ცხოვრება, უბრალოდ უნდა
განზავებულიყო, ან მომკვდარიყო, -
34:03 - 34:05და რა დარჩა?
-
34:05 - 34:08ის, რაც დარჩა, როცა
აღარ იყო შემსრულებელი, -
34:08 - 34:11ან ის, ვინც მედიტირებდა,
-
34:11 - 34:15ან აკეთებდა რაიმეს,
რასაც ერქვა მედიტაცია, -
34:15 - 34:20ის, რაც დარჩა -
არის ჩემი ჭეშმარიტი ბუნება. -
34:20 - 34:21ეს მე ვარ, უბრალოდ მე.
-
34:21 - 34:26როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ ამ პატარა
განცალკევებული "მე"-ს გრძნობისგან, -
34:26 - 34:29ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ
ვებრძვით ეგოს -
34:29 - 34:32და ვანადგურებთ მას.
-
34:33 - 34:37სინამდვილეში ჩვენ ნებას ვაძლევთ
მას ოდნავ დაისვენოს -
34:37 - 34:40თავისი სამუშაოსგან -
პიროვნული იდენტიფიკაციისგან, -
34:40 - 34:43და მოდუნდეს, რათა გახდეს
-
34:43 - 34:46ჩვენი ახალი ჯგუფის წევრი,
ჩვენი ცნობიერების ნაწილი. -
34:47 - 34:50ეს მაშინვე გვაძლევს ჩვენ
თავისუფლების შეგრძნებას, -
34:50 - 34:54გაგებას, რომ ჩვენ ვუყურებთ სამყაროს
არა პატარა ლინზის მეშვეობით, -
34:54 - 34:59რომ ჩვენ ღია ვართ გულით და გონებით,
-
35:01 - 35:06და ეს გვაფართოებს ჩვენ და ბადებს
უფრო ღრმა და ძლიერ კავშირს საკუთარ არსთან. -
35:07 - 35:10გამოღვიძება - ეს არ ნიშნავს
გახდე გაღვიძებული. -
35:10 - 35:13არავინ ხდება გაღვიძებული ან
გასხივოსნებული. -
35:13 - 35:17ეს არის სინათლის გაცნობიერება,
წმინდა ცოდნის სინათლის, -
35:17 - 35:19რომლის ბუნებაა სიმშვიდე და ბედნიერება.
-
35:19 - 35:22ჩვენ კი უკვე გასხივოსნებული ვართ,
და ყოველთვის ვიყავით. -
35:27 - 35:31მე ლიზა ნატოლი ვარ, და ცნობილი ვარ,
როგორც სულიერი მასწავლებელი. -
35:31 - 35:35მე ვასწავლი კურნების, გამოღვიძებისა და
ტრანსფორმაციის შესახებ. -
35:35 - 35:39გამოღვიძება - ეს არის საკუთარი
ჭეშმარიტი ბუნების შეცნობა. -
35:39 - 35:45ეს არის იმის გაცნობიერება, თუ ვინ ხართ
სინამდვილეში, - წმინდა ცნობიერება. -
35:45 - 35:50ცნობიერება - ეს მხოლოდ ერთ-ერთი სიტყვაა
იმ მრავალთაგან, რასაც ადამიანები იყენებენ, -
35:50 - 35:56რათა აღწერონ გაცნობიერება, სიცოცხლე,
-
35:57 - 35:58სიყვარული, ღმერთი, სინათლე...
-
35:59 - 36:05ეს არის გამოღვიძება იმის გაცნობიერებაში,
რომ არ ვარ ეს სხეული მხოლოდ. -
36:05 - 36:09მე ვარ ის, რაც არასდროს კვდება,
და ის, რაც არასდროს იბადება. -
36:13 - 36:16ჩემთვის ეს ძალიან რთული იდეა იყო.
-
36:16 - 36:20მე სულიერ გზას მივყვები 1992 წლიდან.
-
36:20 - 36:22და დავიწყე წიგნიდან "სასწაულთა კურსი"
-
36:22 - 36:25მე ვსწავლობდი მას რელიგიურად.
-
36:25 - 36:29ვგულისხმობ იმას, რომ ვიყავი ისეთი ადამიანი,
რომელიც ძლიერად მიისწრაფვოდა შეეცნო თავი, -
36:29 - 36:35შეეცნო ღმერთი, და გამოღვიძებულიყო.
მე ვერ შევძელი ამის მიღწევა, -
36:36 - 36:38რადგანაც ვიყავი დარწმუნებული,
-
36:38 - 36:41რომ თითქოს გამოღვიძება -
იყო რაღაც მისტიური, -
36:41 - 36:45რომ თითქოს რაღაც უნდა
მომხდარიყო განსაკუთრებული. -
36:46 - 36:49რომ თითქოს ეს იქნებოდა ისე,
როგორც იყო იესოს, ბუდას -
36:49 - 36:52და სხვა გასხივოსნებული
ოსტატების შემთხვევაში. -
36:52 - 36:55მაგრამ ჩემთვის არაფერი
ხდებოდა მსგავსი. -
36:55 - 36:56და ვერ ვიგებდი ამის მიზეზს.
-
36:57 - 37:00რატომაა, რომ მე ასე ერთგულად
ვასრულებ ჩემს საქმეს, -
37:01 - 37:07ხშირად განვიცდი ღრმა სიმშვიდის მომენტებს,
ბედნიერებას, სიხარულს, და მაინც ვიბრძვი? -
37:07 - 37:10და დავიწყე ჩვენი საკუთარი
ჭეშმარიტი ბუნების -
37:10 - 37:13უბრალოების შეცნობა,
რომელიც არის ცნობიერება. -
37:14 - 37:19მათთვის, ვინც პირდაპირ ახლა მისმენს,
-
37:19 - 37:25ცნობიერება, რომელსაც ესმის ეს ხმა,
- ეს არის ის, რაც ვართ ჩვენ. -
37:25 - 37:29და მას არ აქვს მდებარეობა,
არ აქვს სქესი, -
37:30 - 37:33არ აქვს ფერი,
არ აქვს სხეული, -
37:33 - 37:36და ის სრულიად უსაზღვრო
და უსასრულოა -
37:37 - 37:40გამოღვიძება - ეს არის, როცა
-
37:41 - 37:44ჩვენ ვიღვიძებთ ჩვენს საკუთარ ბუნებაში.
-
37:44 - 37:48როცა ვიღვიძებთ იმის გაცნობიერებაში,
-
37:48 - 37:53რომ მე არის გამოცდილების გაცნობიერება
აქ და ახლა მომენტში. -
37:53 - 37:55და ეს იმდენად ყოველდღიურია.
-
37:55 - 37:57ვერც კი ვამჩნევთ ამას.
-
37:56 - 37:59ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება
ეს იყოს ასე მარტივი. -
38:00 - 38:02ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების აღიარებას
-
38:02 - 38:04არ მივყავართ ბედნიერებისაკენ,
-
38:04 - 38:08არამედ ის თავად არის ბედნიერება.
-
38:08 - 38:10ყოფიერების ბუნება -
თავად არის ბედნიერება. -
38:11 - 38:15ამიტომ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების
გაცნობიერება - ეს არის ბედნიერების განცდა. -
38:21 - 38:24ვინ აცნობიერებს ამ მომენტს?
-
38:25 - 38:26გონება იწყებს ვინმეს ძებნას,
-
38:26 - 38:29ანდა ცდილობს გაართულოს ყველაფერი.
-
38:30 - 38:32თქვენ კი უკვე ხართ ის,
-
38:32 - 38:37ვისაც ეძებს ეს გონება.
-
38:37 - 38:40აზროვნება ვერასდროს შეამჩნევს ამას.
-
38:40 - 38:43ამიტომ არ ეძებოთ პასუხი აზროვნებით.
-
38:44 - 38:46არ განაგდოთ თქვენი აზრები
-
38:46 - 38:50და არც ჩაეჭიდოთ მათ.
-
38:50 - 38:55უბრალოდ მოადუნეთ ინტერესი
და მიჯაჭვულობა აზრებზე, -
38:55 - 38:57იდეებსა და შეხედულებებზე.
-
38:58 - 39:01განიზრახეთ და მოინდომეთ, პირდაპირ
გამოსცადოთ თქვენი თავი -
39:01 - 39:04იმად, რაც ხართ სინამდვილეში.
-
39:05 - 39:10არ უარყოთ გონება და არ ეცადოთ
რაიმე მდგომარეობის მიღწევას. -
39:11 - 39:14ყველა მოქმედება, მანიპულაცია,
ნებისმიერი მოძრაობა -
39:14 - 39:18მთლიანად გონებით იმართება.
-
39:19 - 39:24უბრალოდ მიეცით უფლება გონებას,
იყოს ისეთი, როგორიც არის. -
39:28 - 39:33ზოგჯერ ადამიანები იღვიძებენ
თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. -
39:33 - 39:36მათ არ სჭირდებათ პრაქტიკა.
-
39:36 - 39:40ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ხდება,
რომლებიც წყვეტენ ყოველდღიურობის შაბლონს, -
39:40 - 39:45და მაშინ შესაძლოა მოხდეს
სპონტანური გამოღვიძება. -
39:46 - 39:50მაგრამ თუკი ვინმეს ცხოვრება მიედინება
-
39:50 - 39:53მუდმივად განმეორებადი შაბლონებით,
-
39:53 - 39:57მაშინ აუცილებელია რაიმე ჩარევა.
-
39:57 - 40:04თუკი ვინმე მოწოდებულია გასაღვიძებლად,
პრაქტიკა შეწყვეტს მის შაბლონებს. -
40:04 - 40:07ასეთ სულიერ პრაქტიკას სადჰანას ეძახიან.
-
40:08 - 40:11და ეს პრაქტიკები ყოველთვის
-
40:11 - 40:13განპირობებულია გონებით.
-
40:13 - 40:16მაგრამ ჩვენ მაინც ვსწავლობთ
და ვასრულებთ მათ, -
40:16 - 40:20რათა გავხადოთ გამოღვიძება
მეტად შესაძლებელი, -
40:20 - 40:24თითქოს მოვუშვებთ ჩვენი შინაგანი
სტრუქტურის სადავეებს. -
40:24 - 40:29ამბობენ, რომ გამოღვიძება
ხდება სპონტანურად, შემთხვევით, -
40:29 - 40:32მაგრამ პრაქტიკა გხდით თქვენ ასეთი
შემთხვევისაკენ უფრო მიდრეკილს. -
40:33 - 40:37ტექნიკები, პრაქტიკები, შესაძლოა იყოს
ძალიან გამოსადეგი იმისათვის, -
40:37 - 40:39რომ ასეთი შემთხვევის ალბათობა
გაიზარდოს თქვენში. -
40:39 - 40:43მაგრამ რომელიღაც გარკვეულ მომენტში
საჭიროა მათგანაც განთავისუფლება. -
40:44 - 40:48რადგანაც, თუკი გონება მუდმივად
ასრულებს რაიმე პრაქტიკას, -
40:48 - 40:51ანდა სხვა რამეს, მაშინ
მას უკავია მართვის სადავეები, -
40:51 - 40:55და გონება ყოველთვის მესაჭის პოზიციაზეა.
-
40:55 - 40:59ამიტომ პრაქტიკები სასარგებლოა,
როგორც საფეხურები იმისათვის, -
40:59 - 41:04რომ თქვენი სტრუქტურა
გახდეს ნაკლებ მკვრივი, -
41:04 - 41:08რომ "გავასხივოსნოთ" თვითსტრუქტურა,
-
41:09 - 41:12რომ გახდეს ის მეტად გამტარი
-
41:12 - 41:14ჩვენი ჭეშმარიტი ბუნებისათვის.
-
41:16 - 41:21პრაქტიკის პარადოქსი იმაშია, რომ,
როცა, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძებთ, -
41:21 - 41:24თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყველა პრაქტიკას
-
41:25 - 41:27ცრუ "მე" ასრულებდა,
-
41:27 - 41:313დ თამაშის პერსონაჟი, და რომ თქვენ,
-
41:31 - 41:35როგორც ჭეშმარიტი მე,
არასდროს ყოფილხართ შებორკილი. -
41:36 - 41:39ერთადერთი, რისი გაკეთებაც არის საჭირო, ეს არის
ეგოს შეხედულებებისგან განთავისუფლება, -
41:40 - 41:44მოვლენებსა და შეხედულებებზე
მიჯაჭვულობაზე უარის თქმა. -
41:44 - 41:50არაფერი, რაც ცვალებადი მოვლენების ველში
არსებობს, არ წარმოადგენს ჭეშმარიტ "მე"-ს. -
41:50 - 41:54ის, რადაც თქვენს თავს თვლით,
ვისთანაც მუდამ იგივდებოდით, -
41:54 - 41:57ვერასდროს გაიღვიძებს.
-
41:57 - 42:00თქვენ იღვიძებთ სწორედ ამ პერსონაჟისგან.
-
42:01 - 42:05თქვენ იღვიძებთ იმ შეცდომისგან, თითქოს
იყავით ეს განპირობებული პერსონაჟი. -
42:05 - 42:09ამიტომაც, როცა ადამიანები მიდიან
რითრითში, ფიქრობენ, -
42:09 - 42:13რომ ეს პატარა "მე" გამოიღვიძებს,
და მოხდება რაღაც დიადი. -
42:13 - 42:16მაგრამ პატარა "მე"
არასდროს გააკეთებს ამას. -
42:16 - 42:19ის უნდა დანებდეს,
ის უნდა დამარცხდეს. -
42:19 - 42:21და მხოლოდ ამ მარცხში
შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ, -
42:21 - 42:27ვინ ვართ ჩვენ, რომ ჩვენ ყოველთვის ცნობიერი
ვიყავით, და ვარსებობდით ახლანდელ მომენტში. -
42:27 - 42:31ჩვენ უბრალოდ მივეჯაჭვეთ ამ პერსონაჟს
-
42:31 - 42:33და დავიჯერეთ, რომ ჩვენ ის ვიყავით.
-
42:44 - 42:50"პირდაპირი გზის" მეთოდი.
ჩემი სულიერი ძიება მე დავიწყე -
42:50 - 42:53ვედანტის ტრადიციის კლასიკური
მეთოდით, რომელიც წარმოადგენს -
42:53 - 42:57სულიერ პრაქტიკას
მანტრა-მედიტაციით. -
42:57 - 43:01რომელსაც მე ვაპრაქტიკებდი
20 წლის მანძილზე. -
43:01 - 43:04მანტრა-მედიტაცია გულისხმობს
-
43:05 - 43:08ყურადღების კონცენტრაციას
რაიმე ბგერაზე, -
43:09 - 43:11შემდეგ კი ეს ბგერაც თანდათან ქრება.
-
43:12 - 43:16თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც
-
43:17 - 43:19"პირდაპირ გზას" მივაგენი,
-
43:19 - 43:26ჩემი სულიერი ასპექტი ნამდვილად
კულმინაციაში იმყოფებოდა. -
43:26 - 43:29"პირდაპირი გზის" მეთოდში
-
43:29 - 43:34ჩვენ ყურადღებას
რაიმე ობიექტს კი არ ვაქცევთ, -
43:34 - 43:38მაგალითად მანტრას, ბგერას, სუნთქვას...
-
43:38 - 43:42არამედ უფლებას ვაძლევთ
ჩვენს ყურადღებას, -
43:42 - 43:45ჩაეფლოს ღრმად შიგნით, თავის საწყისში.
-
43:46 - 43:48მოდით გამოვიყენოთ ანალოგია.
-
43:49 - 43:52წარმოიდგინეთ, რომ თქვენს
ცხოვრებას ეკრანზე უმზერთ. -
43:53 - 43:56თქვენ აიგივებთ თქვენს თავს
ეკრანზე მოქმედ პერსონაჟთან. -
43:57 - 43:58დღითი-დღე, და წლიდან წლამდე
-
43:58 - 44:03თქვენ ჩართული ხართ ამ პერსონაჟის ისტორიაში.
-
44:03 - 44:06უცბად თქვენ იღვიძებთ
ამ ისტორიიდან, -
44:06 - 44:10და ამჩნევთ ეკრანს, სადაც
მოქმედებს პერსონაჟი, -
44:10 - 44:14და ხვდებით, რომ თქვენ არ ხართ ეს პერსონაჟი,
რასაც უმზერთ და აკვირდებით. -
44:15 - 44:18ეკრანზე ჩნდებიან და ქრებიან ობიექტები,
-
44:18 - 44:20ჩნდებიან და ქრებიან პერსონაჟები,
-
44:20 - 44:23მაგრამ თავად ეკრანი უცვლელია.
-
44:23 - 44:26პერსონაჟი შეიძლება დასველდეს,
-
44:26 - 44:31მაგრამ ეკრანი არ სველდება.
პერსონაჟი შეიძლება აღელდეს, -
44:31 - 44:33ეკრანი კი არასდროს ღელავს.
-
44:34 - 44:37ეკრანის გარეშე
პერსონაჟები არ იარსებებდნენ, -
44:38 - 44:40მაგრამ ეკრანი მაინც
ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება, -
44:40 - 44:43სადაც პერსონაჟები
სცენარის მიხედვით ცხოვრობენ. -
44:45 - 44:47გაცნობიერება ეკრანს ჰგავს.
-
44:47 - 44:50ეს ის სივრცეა, სადაც ყველა
აზრი, გრძნობა, მოქმედება, -
44:50 - 44:54ცნობიერების ყველა მდგომარეობა
მოდის და მიდის. -
44:56 - 44:58აზრები, შეგრძნებები
-
44:58 - 45:03და მთელი გარე სამყარო, მუდმივად
ცვალებადნი, ეკრანზე ჩნდებიან. -
45:03 - 45:06მაგრამ ეკრანი არ იცვლება.
-
45:08 - 45:14ეს არის გონება, რომელიც იცვლის მდგომარეობებს
ადამიანური გამოცდილების მეშვეობით. -
45:14 - 45:19მაგრამ არის რაღაც, რაც
თქვენ ხართ, რაც რჩება, -
45:19 - 45:22რაც მუდმივად თანიმყოფება,
-
45:22 - 45:25რაც აცნობიერებს
ამ ცვალებად მდგომარეობებს, -
45:25 - 45:29და ეს არის ცნობიერება, ანდა
ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება. -
45:29 - 45:33სანამ არსებობს ეკრანის პერსონაჟთან
გაიგივება და მიჯაჭვულობა, -
45:33 - 45:37გრძნობა - მე ეს პერსონაჟი ვარ,
მანამ იარსებებს ტანჯვა: -
45:37 - 45:41მაია - საკუთარი მე-ს ილუზია.
-
45:42 - 45:44რაც არ უნდა გააკეთოთ
სიზმარში პერსონაჟის როლში, -
45:44 - 45:49არ დაგეხმარებათ განთავისუფლებაში.
არ აქვს მნიშვნელობა - მისდევთ მორჩილად -
45:49 - 45:52თქვენი ცხოვრების დრამას,
თუ გაიბრძოლებთ მის წინააღმდეგ. -
45:52 - 45:56თუკი თქვენ მოქმედებთ
პერსონაჟის თვალთახედვით, -
45:56 - 45:58მაშინ ილუზიის ხაფანგში ხართ.
-
45:59 - 46:00იმისათვის, რომ გაიღვიძოთ,
-
46:00 - 46:05ნუღარ აიგივებთ თქვენს თავს
იმასთან, რაც ჩნდება ეკრანზე. -
46:06 - 46:09შეიცანით, რომ ეს
ყველაფერი ცვალებადია, -
46:09 - 46:14ნუღარ რეაგირებთ აზრებზე, და ნუ აღიქვამთ
პროგრამას, როგორც რეალობას. -
46:14 - 46:18თუკი მე მოვაცილებ ყურადღებას
ეკრანს, და შევაბრუნებ ცნობიერებას -
46:18 - 46:22საკუთარ თავში,
საოცარი რამ მოხდება. -
46:23 - 46:27ამ დროს იღვიძებს თავად ცნობიერება.
-
46:28 - 46:30ეს არ ხდება, როგორც პროცესი.
-
46:31 - 46:33პროცესი - ისაა, რაც ეკრანზეა,
-
46:34 - 46:37გამოღვიძება კი -
იმ ეკრანის გაცნობიერებაა, -
46:37 - 46:40რომელიც მუდამ აქ იყო.
-
46:41 - 46:44ნუ დაიჯერებთ თქვენს შემდგომ აზრს.
-
46:45 - 46:50ამის ნაცვლად მიაპყარით ყურადღება
თავად ცნობიერებას. -
47:01 - 47:04მე მუდამ ჩემი თავი ვიყავი.
-
47:04 - 47:07ჩემი საკუთარი მე-ს შეგრძნება
მთელ ცხოვრებას გამსჭვალავს. -
47:07 - 47:11ის მუდამ თანიმყოფება
მთელი სიცოცხლის მანძილზე. -
47:12 - 47:14რა არსებობს ჩემში სწორედ ახლა?
-
47:14 - 47:17ეს არსებობდა გუშინაც,
შარშანაც, ათი წლის წინაც, -
47:17 - 47:20და მაშინაც, როცა
ორი წლის ბავშვი ვიყავი. -
47:21 - 47:24რა არის ეს არსობრივი "მე",
-
47:25 - 47:28რომელიც განიცდის
ყველა ჩემს გამოცდილებას? -
47:29 - 47:31მე-ს ბუნების გაცნობიერება -
-
47:31 - 47:35სიცოცხლის დიადი საიდუმლოა.
-
47:35 - 47:38ეს არის პირდაპირი გზა დაკმაყოფილებისაკენ,
-
47:38 - 47:43სიმშვიდისა და ბედნიერებისაკენ.
ადამიანს არ ძალუძს ამის
ძალისხმევით გაკეთება, -
47:44 - 47:47ეს ის არის, რასაც ადამიანი აცნობიერებს.
-
47:48 - 47:50გა-ცნო-ბი-ერება
-
47:50 - 47:53ნიშნავს იმის ხელახლა გაგებას,
-
47:54 - 47:56რაც უკვე ვიცოდით დასაწყისიდან,
-
47:56 - 48:01უბრალოდ დავივიწყეთ, ან უარვყავით,
ან არ დავიჯერეთ, -
48:01 - 48:04ამიტომაც არ შეგვიძლია
ღმერთთან კავშირის მოპოვება, -
48:04 - 48:10ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევი-ცნოთ,
რომ ის აქ არის და იყო ყოველთვის, -
48:10 - 48:13და იქნება მუდამ.
-
48:13 - 48:17ამ პირდაპირმა მითითებამ გამოღვიძებისათვის -
-
48:17 - 48:22გავეხსნა იმას, რაც უკვე აქაა, -
საშუალება მომცა, მეპოვნა -
48:23 - 48:24ცხოვრების სრულიად
ახალი სტილი, -
48:24 - 48:27განვითარების ახალი საფეხური.
-
48:27 - 48:34ბევრი ფიქრობს, რომ
საკუთარი თავის შეცნობა - -
48:34 - 48:39ძალზე რთული და
მიუღწეველი მიზანია. -
48:39 - 48:43და ჩემი, როგორც მასწავლებლის, მიზანია,
ჩემი პირადი გამოღვიძებიდან გამომდინარე, -
48:43 - 48:48რომ გავხადო ეს გზა
პრაქტიკულად, დამიწებულად. -
48:48 - 48:52მე მიყვარს ადამიანების სწავლება,
და ეს მისაწვდომია ყველასთვის. -
48:52 - 48:57თუკი ჩვენ გვჯერა და ვგრძნობთ, რომ
-
48:57 - 49:00დროებით, სასრულ,
ცალკე მე-ს წარმოვადგენთ, -
49:01 - 49:04მაშინ, ჩვენ
ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. -
49:04 - 49:07მუდამ ვეძებთ
სიმშვიდეს და ბედნიერებას. -
49:07 - 49:10სხვა სიტყვებით,
შეუძლებელია, იყო ცალკე "მე", -
49:10 - 49:15გრძნობდე მე-ს განცალკევებულობას
და არ ეძებდე ბედნიერებას. -
49:15 - 49:18ამიტომ აუცილებელია ბედნიერების
-
49:18 - 49:22ძიების მიმართულების შეცვლა.
-
49:22 - 49:25იმის ნაცვლად, რომ ბედნიერება
ობიექტურ რეალობაში ვეძიოთ, -
49:26 - 49:28ის ჩვენივე თავში უნდა აღმოვაჩინოთ.
-
49:28 - 49:32და სულიერი პრაქტიკა,
რომელიც ამაში გვეხმარება, -
49:32 - 49:37მდგომარეობს ჩვენი ყურადღების
მიმართვაში, უფრო სწორად კი, -
49:37 - 49:41ყურადღების მოდუნებაში
საკუთარ წყაროში. -
49:42 - 49:46წმინდა გაცნობიერებულობა,
და არა რაიმე ობიექტზე მიმართული, -
49:46 - 49:49რაიმე მოქმედებაზე,
ან ურთიერთობაზე და ა.შ. -
49:50 - 49:54ასეთნაირად, სულიერი პრაქტიკა,
თუკი შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, -
49:54 - 49:57მდგომარეობს ყურადღების მოდუნებაში,
-
49:57 - 50:01ყურადღების ჩაფლობაში
-
50:02 - 50:04გაცნობიერების გულში,
-
50:05 - 50:08არსების დასვენება არსებობაში.
-
50:09 - 50:10სიყვარული
-
50:11 - 50:13ნამდვილი სიყვარული -
ეს ჩემი ჭეშმარიტი ბუნებაა. -
50:13 - 50:15ეს ჩემი ჭეშმარიტი ბუნებაა,
-
50:16 - 50:18წმინდა სიყვარული
ყველასა და ყველაფრის მიმართ, -
50:18 - 50:21სიცოცხლის ყველა ასპექტის მიმართ,
-
50:21 - 50:25იმის მიმართაც, რასაც,
შეიძლება, არ ვეთანხმები. -
50:25 - 50:30მან, ვინც გააცნობიერა თავისი
არსების ბუნება, იცის, -
50:30 - 50:33რომ მისი არსია თავად
სიმშვიდისა და -
50:33 - 50:36ბედნიერების წყარო,
რასაც მიელტვის. -
50:37 - 50:42ამიტომ ცხოვრება აღარაა ის ადგილი,
-
50:42 - 50:46სადაც ისინი ბედნიერებას
და დაკმაყოფილებას ეძიებენ. -
50:46 - 50:49ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ
ასეთ ადამიანს არ აქვს სურვილები. -
50:49 - 50:54მაგრამ მისი სურვილები ამიერიდან
აღარ ემსახურება ნაკლულობის
გრძნობის დაკმაყოფილებას, -
50:54 - 50:58რაც ახასიათებს ცალკეულ "მე"-ს.
-
50:59 - 51:02ადამიანისათვის, ვინც ბედნიერების
წყარო საკუთარ თავში აღმოაჩინა, -
51:02 - 51:07სურვილები ამ ბედნიერების
გრძნობიდან იბადებიან. -
51:08 - 51:10ისინი არ მიისწრაფვიან მისკენ.
-
51:10 - 51:13მაგალითად,
ურთიერთობათა სფეროში, -
51:13 - 51:15ეს ძლიერად ცვლის
ჩვენს ურთიერთობებს. -
51:15 - 51:18ჩვენ აღარ ვეძებთ სხვა ვინმეს,
-
51:19 - 51:22რათა დავიკმაყოფილოთ
საკუთარი მოთხოვნილებები. -
51:23 - 51:25ჩვენ ვეძებთ სხვას,
რათა გავუზიაროთ -
51:26 - 51:28ეს ბედნიერების განცდა,
რომელიც უკვე გვაქვს. -
51:28 - 51:32ეს კი ათავისუფლებს ჩვენს მეგობრებს
გაუსაძლისი ტვირთისგან, -
51:32 - 51:36რომ მუდამ იზრუნონ ჩვენი
დაუკმაყოფილებელი "მე"-ს -
51:37 - 51:40ბედნიერებისათვის.
-
51:40 - 51:42ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება ისეთი,
-
51:43 - 51:47რაც მე სარგებლობას არ მომიტანდა,
-
51:47 - 51:52იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ მომენტს,
ყოველ მოქმედებას, ყოველ შედეგს -
51:52 - 51:55მივყავარ სულ უფრო წინ
-
51:55 - 51:58ჩემი სულის ევოლუციის პროცესში.
-
51:58 - 52:01და სწორედ ამიტომ მე მოვედი აქ,
ფიზიკურ სამყაროში, -
52:01 - 52:05რომ გავიარო ევოლუცია.
-
52:11 - 52:14იყავით ღია, გახსნილები.
-
52:14 - 52:17შეიგრძენით თქვენი
შინაგანი სიცოცხლე, -
52:17 - 52:20და მიეცით უფლება ენერგიას,
თავისუფლად იმოძრაოს. -
52:21 - 52:24არ იხმაროთ ძალისხმევა,
რომ რაიმე მოხდეს, -
52:26 - 52:29ვინ აცნობიერებს ამ შინაგან ენერგიას?
-
52:29 - 52:32ამ შინაგან სიცოცხლეს?
-
52:36 - 52:41ყურადღება მიაქციეთ გონების
ჩვევას, ყველაფერი აკონტროლოს -
52:41 - 52:43და მოახდინოს მანიპულირება,
რათა ჩაერიოს. -
52:44 - 52:48თქვენი მეხსიერების
და აზრების გამოყენების გარეშე, -
52:49 - 52:51ვინ ხართ თქვენ?
-
52:52 - 52:55გონებისა და გრძნობების მიღმა,
-
52:55 - 52:57ვინ ხართ?
-
52:58 - 53:04ვინ აცნობიერებს ამას?
-
53:09 - 53:17შეცვალე სამყარო
-
53:18 - 53:22ბევრ მათგანს, ვისაც
პირველად ესმის ეს იდეები, -
53:22 - 53:25არასდროს გაუგიათ
"მე"-კონცეფციის შესახებ. -
53:26 - 53:29ჩემი აზრით, ადამიანთა
ორი ბანაკი არსებობს: -
53:29 - 53:33არიან ისინი, ვინც სულიერების გზაზეა,
და მათ გაუგიათ ამ იდეის შესახებ. -
53:33 - 53:36ისინი ცდილობენ,
აღმოაჩინონ საკუთარი თავი. -
53:36 - 53:39ისინი მიისწრაფვიან, ეძიებენ.
-
53:39 - 53:42არიან ასევე სხვა ადამიანები,
ვინც უბრალოდ თავის ცხოვრებას ცხოვრობს. -
53:42 - 53:45მათ არასდროს გაუგიათ
ამ იდეების შესახებ. -
53:45 - 53:47არასდროს გაუგიათ
"საკუთარი თავის შეცნობაზე". -
53:47 - 53:51ბევრი ფიქრობს, რომ "შეიცანი თავი"
ნიშნავს "შეიცანი თავი, როგორც სხეული". -
53:51 - 53:54იცოდე შენი თავი, ნიშნავს,
იყო შენი თავი, იყო ნამდვილი. -
53:54 - 54:00საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს
შეიცნო ის, თუ რა ხარ სინამდვილეში. -
54:00 - 54:04შეიცნო საკუთარი თავი,
საკუთარი ჭეშმარიტი ბუნება. -
54:04 - 54:07"შეიცან თავი შენი" - ეს სიტყვები
გამოკვეთილი იყო -
54:08 - 54:12დელფოსში აპოლონის ტაძრის
შესასვლელში. -
54:13 - 54:18და ის გახდა მოწოდება კაცობრიობისათვის
დასავლური ცივილიზაციის განთიადზე. -
54:18 - 54:23ეს მიუთითებს იმაზე,
რომ საკუთარი თავის შეცნობა არის -
54:23 - 54:26მთელი ცივილიზაციის საფუძველი.
რატომ? -
54:27 - 54:32იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით
ყველა ჩვენი გამოცდილების ცენტრში, -
54:32 - 54:37რაც არ უნდა განვიცადოთ,
სწორედ ჩვენ განვიცდით ამას. -
54:37 - 54:40რაც არ უნდა ვიფიქროთ,
და რაც არ უნდა ვიგრძნოთ, -
54:40 - 54:43ეს აზრები და გრძნობები
წარმოიშობიან ჩვენი "მე"-ს სახელით. -
54:44 - 54:49რაც არ უნდა მოქმედებაში და
ურთიერთობაში ვიყოთ ჩართული, -
54:49 - 54:54ჩვენ ვანხორციელებთ ამ მოქმედებას
და ურთიერთობას ჩვენი "მე"-ს საშუალებით. -
54:55 - 55:00ასეთნაირად, ჩვენი "მე" იმყოფება
მთელი ჩვენი გამოცდილების ცენტრში. -
55:00 - 55:05რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი,
ვიდრე შევიცნოთ საკუთარი "მე"-ს ბუნება, -
55:06 - 55:09და შესაძლებელია თუ არა შევიცნოთ
-
55:10 - 55:12სხვა ნებისმიერი რამის ბუნება,
-
55:12 - 55:17თუკი მანამდე არ გვეცოდინება
თავად შემცნობელის ბუნება. -
55:17 - 55:20მე ვფიქრობ, რომ გამოღვიძება - ეს არის
-
55:21 - 55:23ღამის საშინელი სიზმრის დასასრული
-
55:24 - 55:27და ნაბიჯი ოცნებისაკენ.
-
55:27 - 55:30ამაში ვგულისხმობ, რომ
ჩვენ ვიმსახურებთ იმას, -
55:30 - 55:33რომ დავტოვოთ სიზმრები,
რასაც გვიყვებოდნენ -
55:33 - 55:39ჩვენ სიცოცხლეზე,
ღმერთსა და ჩვენს საკუთარ თავზე. -
55:39 - 55:42და ჩვენ შევაბიჯებთ ჩვენს ყველაზე
დიად ოცნებაში. -
55:42 - 55:46ხშირად ვეკითხები ადამიანებს:
"როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა
თქვენი ცხოვრება, -
55:47 - 55:50თუკი გადადგამდით ნაბიჯს
ყველაზე დიადი -
55:50 - 55:55სრულყოფილი იდეისკენ,
რაც კი გქონიათ ღმერთზე, -
55:55 - 55:58სიცოცხლესა და საკუთარ თავზე?
-
55:58 - 56:03ჩვენი საკუთარი ბუნების აღმოჩენა -
არაა მხოლოდ ის აღმოჩენა, -
56:03 - 56:08რომელიც დაასრულებს ჩვენს ძიებას
ბედნიერებისათვის გარე სამყაროში. -
56:08 - 56:11ეს აღმოჩენა ასევე გვაძლევს საშუალებას,
-
56:11 - 56:16ვიცხოვროთ გაგებით,
რომ ცნობიერების ძალიან ღრმა დონეზე -
56:16 - 56:22ყველა და ყველაფერი - ერთიანია.
-
56:23 - 56:25ეს მოგვიტანს ჩვენს საზოგადოებაში
-
56:25 - 56:28სიკეთეს, თანაგრძნობას, სამართლიანობას,
-
56:28 - 56:33მიმღებლობას, ურთიერთგაგებას.
-
56:34 - 56:36ასეთი გაგება ჩვენს საზოგადოებაში
-
56:36 - 56:38მოახდენს ცნობიერების რევოლუციას.
-
56:39 - 56:43თუკი განვაგდებთ ეგოზე
დაფუძნებულ მიდგომებს, -
56:43 - 56:46მაშინ მეცნიერება, რელიგია,
პოლიტიკა და ეკონომიკა -
56:46 - 56:50დაიწყებენ მარადიული
სიბრძნის გამოვლინებას. -
56:51 - 56:54იქნება ეს ძირძველი ხალხის ტრადიციები,
-
56:54 - 56:56რომლებიც ყველაფერში დიად სულს ხედავენ,
-
56:57 - 57:00თუ ეგვიპტური ტრადიციები,
რომლებიც აღწერენ -
57:00 - 57:05ადამიანის ევოლუციურ მოგზაურობას სიმბოლურად
-
57:05 - 57:07პატარა ხოჭოდან
ერთიან საწყისამდე, -
57:07 - 57:09ან როცა გვესმის
მისტიკოსთა სიტყვები -
57:09 - 57:12ქრისტიანული, ინდუისტური,
-
57:12 - 57:15მუსულმანური, ბუდისტური
და სხვა ტრადიციებიდან, -
57:15 - 57:20ან პლატონისა და პლოტინის სწავლებები,
ჩვენ ვხედავთ, მათში, -
57:20 - 57:26რომ ვინც შეიცნო ჭეშმარიტი ბუნება,
საუბრობენ ერთიანი ცნობიერების
მატარებელ სიმრავლეებზე, -
57:26 - 57:29რაღა თქმა უნდა, ისინი იყენებენ
თავისი კულტურისა და დროის -
57:29 - 57:33შესაბამის სიტყვებს, რათა გამოხატონ
ერთიანი მარადიული ჭეშმარიტება. -
57:34 - 57:40მეცნიერება ახლა უკვე იწყებს არა
არაცნობიერი ნაწილაკებისა და ველების ხედვას, -
57:40 - 57:42არამედ სამყაროსი, რომელიც შედგება
-
57:42 - 57:45"ცნობიერი აგენტებისგან".
-
57:45 - 57:49და მეცნიერების სამყაროში რაღაც
ახალი იწყებს გამოვლინებას. -
57:50 - 57:53როგორც ამბობდა ნიკოლა ტესლა:
-
57:53 - 57:57"იმ დღეს, როცა მეცნიერება
დაიწყებს არაფიზიკურის კვლევას, -
57:57 - 58:01ის ერთ ათწლეულშიც კი
უფრო მეტ პროგრესს მიაღწევს, -
58:01 - 58:05ვიდრე მთელი მისი მრავალსაუკუნოვანი
არსებობის მანძილზე". -
58:06 - 58:11ეს დღე დადგა დღეს.
-
58:16 - 58:19ყოველ ჯერზე, როცა კი მეცნიერებაში
მათემატიკურ პროგრესს ვაღწევდით, -
58:19 - 58:23ეს გზას უხსნიდა ახალ ტექნოლოგიებს,
-
58:23 - 58:27რომლებიც ჩნდებოდნენ, როგორც სასწაული,
იმასთან შედარებით, რაც გვქონდა ადრე. -
58:27 - 58:31ამიტომ, ვფიქრობ, რომ ცნობიერი აგენტების
თეორია სივრცე-დროის მიღმა -
58:32 - 58:34ჩვენ მოგვცემს ტექნოლოგიებს,
-
58:34 - 58:36რომლებიც მართლაც გასაოცარი იქნება.
-
58:37 - 58:42მაგალითად, ახლა,
გალაქტიკების უმრავლესობის, -
58:43 - 58:45რასაც ვხედავთ, ვფიქრობ,
მათი 97%-ის მონახულებას -
58:45 - 58:50ვერასდროს შევძლებთ. ისინი სულ გვშორდებიან
ჩვენ სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. -
58:50 - 58:54ისინი თავად არ მოძრაობენ სივრცეში
სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, -
58:54 - 58:57თავად სივრცე ფართოვდება იმდენად სწრაფად,
-
58:57 - 59:00რომ მათი ჩვენგან დაშორების
სიჩქარე მეტია, ვიდრე სინათლის. -
59:00 - 59:02ამიტომ ვერასდროს შევძლებთ
კოსმოსში მოგზაურობას ისე, -
59:02 - 59:04რომ მოვინახულოთ გალაქტიკების
97%, რომელთაც ვხედავთ. -
59:04 - 59:08ასე რომ, მთელი ეს გალაქტიკები
ასე გარედან ხელს გვიქნევენ და გვეუბნებიან: -
59:08 - 59:10"ჩვენ აქ ვართ, მაგრამ თქვენ
ვერ შეძლებთ მოხვიდეთ აქ". -
59:10 - 59:12ეს ასეა, თუკი სივრცის გასწვრივ იმოძრავებ.
-
59:12 - 59:15მაგრამ რა იქნება, თუკი მიხვდებით,
რომ სივრცე-დრო მხოლოდ 3დ სათვალეა? -
59:16 - 59:18ეს მხოლოდ თამაშის ფორმატია,
-
59:19 - 59:22თქვენ კი არ ხართ
გაჭედილი VR მოწყობილობაში, -
59:22 - 59:26თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ პროგრამული
უზრუნველყოფით, რომელიც მართავს თამაშს. -
59:27 - 59:31წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ ძალიან
ცნობილ კომპიუტერულ თამაშს. -
59:31 - 59:32თქვენ ხარ ამ თამაშში ძალიან ძლიერი,
-
59:33 - 59:34და იცით, როგორ მართოთ იქ
ყველაფერი, წესების მიხედვით. -
59:34 - 59:38თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის
გაიმარჯვოთ ამ თამაშში. -
59:38 - 59:41მაგრამ დავუშვათ, რომ თქვენ იცით
ამ თამაშის პროგრამული უზრუნველყოფა, -
59:41 - 59:44მაშინ თქვენ გამოდიხართ
თამაშის წესების საზღვრებიდან -
59:44 - 59:46და შეგიძლიათ ცვალოთ თავად
პროგრამა და თამაშის წესები. -
59:46 - 59:49თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ სრულიად ახლებურად,
-
59:49 - 59:51თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გარემოებები,
-
59:51 - 59:53თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ობიექტები,
-
59:53 - 59:55თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ
ყველაფერი, რასაც ისურვებთ. -
59:55 - 59:57ასე რომ, როდესაც ჩვენ შევიცნობთ ჩვენს
სივრცე-დროის ვირტუალურ მოწყობილობას, -
59:58 - 60:01ჩვენ აღარ მოგვიწევს ანდრომედას
გალაქტიკაში მოგზაურობა -
60:01 - 60:04სივრცე-დროის გავლით, რაზეც
დავხარჯავდით 2.4 მილიონ წელს. -
60:04 - 60:09ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ უბრალოდ
გადავაადგილდეთ სივრცესა და დროში. -
60:11 - 60:15მე ვუყურებ სამყაროს, როგორც შესაძლებლობას,
-
60:16 - 60:20შევიცნოთ და გამოვხატოთ ჰარმონიულად,
თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. -
60:21 - 60:24და რას ნიშნავს
ღვთიურობის ასპექტად ყოფნა. -
60:24 - 60:28მაგრამ არ ვფიქრობ, რომ
უსასრულო დროის რაოდენობა გვაქვს. -
60:28 - 60:30ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დრო გადის,
-
60:30 - 60:34და ამიტომ ან ახლა, ან არასდროს.
-
60:34 - 60:37მე ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ.
-
60:37 - 60:42ოპტიმიზმის გრძნობით ვარ სავსე,
როცა ვხედავ შესაძლებლობებს -
60:42 - 60:45დღევანდელ დღეს მსოფლიოში,
ამ უძლიერესი და უმნიშვნელოვანესი -
60:45 - 60:47იდეების გასავრცელებლად,
-
60:47 - 60:51რომლებიც არ გაგვაჩნდა
რამდენიმე წლის წინაც კი. -
60:51 - 60:55მათი მეშვეობით ჩვენ შევძლებთ
-
60:55 - 60:58მივაღწიოთ
კრიტიკულ მასას მანამ, -
60:59 - 61:01სანამ დასრულდება
ჩვენთვის მოძღვნილი დრო. -
61:02 - 61:06მაგრამ შევცდებით, თუკი ვიფიქრებთ,
რომ ჩვენ გაგვაჩნია -
61:08 - 61:09უსასრულო დრო
ამ პლანეტაზე. -
61:09 - 61:12როდესაც თითოეული ადამიანი
-
61:12 - 61:15გააცნობიერებს თავის
განპირობებულ პერსონაჟს, -
61:16 - 61:19ის აღარ იმოქმედებს,
როგორც ეგო-არსება. -
61:20 - 61:24და ამას მივყავართ
ტრანსფორმაციისკენ მთელ პლანეტაზე. -
61:24 - 61:26ამას მივყავართ ახალი დედამიწისკენ.
-
61:26 - 61:29ამ ცხოვრებაში, როგორსაც
ახლა ვცხოვრობთ ჩვენ პლანეტაზე -
61:30 - 61:33ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ,
და გავაკეთოთ ეს -
61:33 - 61:35სწრაფად, რადიკალურად,
-
61:36 - 61:39თუკი გვსურს ვიხილოთ ის ხვალინდელი,
რომელზედაც ჩვენ ყველანი ასე ვოცნებობთ. -
61:39 - 61:43შესაძლოა თუ არა, რომ ეს გაგება
გახდეს ბუნებრივი და ყოველდღიური
ჩვენს ცხოვრებაში? -
61:43 - 61:45რატომაც არა? დიახ!
-
61:46 - 61:49ჩვენი ახლანდელი გამოწვევა იმაშია,
რომ აღარაფერი მუშაობს, -
61:49 - 61:54და დადგა დრო, რომ ავდგეთ და ვთქვათ,
რომ ეს სიმართლეა. -
61:55 - 61:57რა თქმა უნდა,
ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მეტს. -
61:58 - 61:59ნამდვილად,
-
62:00 - 62:03ჩვენ შეგვიძლია გავაფართოოთ
იმის გაგება, თუ ვინ ვართ ჩვენ, -
62:03 - 62:07და გამოვავლინოთ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება.
-
62:08 - 62:09ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება
-
62:10 - 62:11ჩვენს გარემო სივრცეს,
-
62:11 - 62:14ჩვენს პოლიტიკას,
ჩვენს ეკონომიკას, -
62:15 - 62:18და ჩვენს სულიერ პროცესს
დედამიწაზე. -
62:20 - 62:24რადგანაც პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში -
არაა პოლიტიკური, -
62:24 - 62:26და არც ეკონომიკური,
-
62:27 - 62:29არც სოციალური.
-
62:30 - 62:33ეს არის სულიერი პრობლემა,
-
62:34 - 62:37დაკავშირებული ჩვენს
დამოკიდებულებასთან -
62:37 - 62:41უმაღლეს სულიერ ჭეშმარიტებებთან.
-
62:42 - 62:45ეს არაა ახალი დროის ფილოსოფია.
-
62:46 - 62:48ეს იდეები უკვე არსებობს
-
62:48 - 62:51ათასობით წელია.
-
62:55 - 62:58მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე
გამოხატულია -
62:58 - 63:02უთვალავ ტრადიციასა და კულტურაში,
და როგორც თავად ცნობიერება, -
63:02 - 63:06შეუმჩნეველია თვალისათვის.
-
63:08 - 63:10ქრისტიანობაში,
-
63:10 - 63:12გნოსტიკური თომას სახარება
შეიცავს -
63:12 - 63:16პირდაპირ მითითებას
ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებაზე. -
63:16 - 63:21მოსწავლეებმა ჰკითხეს იესოს:
როდის დადგება ზეციური სამეფო? -
63:21 - 63:25იესომ უთხრა:
ეს არ მოხდება, თუკი დაელოდებით. -
63:26 - 63:30ის არ დადგება იმის გამო,
რომ იტყვით: "ის აქაა ანდა იქაა". -
63:30 - 63:34სულის სამეფო
განფენილია მთელ დედამიწაზე, -
63:34 - 63:38მაგრამ ხალხი ვერ ხედავს მას.
-
63:39 - 63:46სამეფო არაა აქ ან იქ,
გაცნობიერება არაა აქ ან იქ. -
63:46 - 63:50ის არ ფიქსირდება დროსა და სივრცეში.
-
63:50 - 63:53თუკი ელით, რომ მოხდება რამე,
რაიმე გარე მოვლენის შედეგად, -
63:53 - 63:58ანდა რაიმე მდგომარეობის,
ან ამაღლების, -
63:58 - 64:00რაიმე განკურნების,
ანდა ენერგიის შედეგად, -
64:00 - 64:04მაშინ თქვენი განპირობებული გონება
ჯერ კიდევ ძიებაშია. -
64:04 - 64:07ის კვლავ შუამავლობს
აქ და ახლა მომენტში -
64:07 - 64:08თქვენი ყოფნის გამოცდილებას.
-
64:10 - 64:12ბუდიზმში ამბობენ, რომ სამსარა,
-
64:12 - 64:16ტანჯვის სამყარო, და ნირვანა,
-
64:16 - 64:21განთავისუფლების სამყარო -
ეს არაა ორი ცალკე-ცალკე არსებული სამყარო. -
64:22 - 64:24ეს ერთი და იგივეა.
-
64:25 - 64:27ჩვენ არ ვმანიპულირებთ რეალობით,
და არ ვცვლით საგნებს, -
64:27 - 64:31რათა მივიდეთ რომელიღაც
მისტიურ რეალობასთან. -
64:31 - 64:36როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, ჩვენ
თვალწინ სრულყოფილი სამყარო -
64:36 - 64:41გადაიშლება, ისეთი, როგორიც არის,
და იყო ყოველთვის. -
64:44 - 64:49შესაძლებელია თუ არა უბრალოდ ყოფნა
აქ და ახლა, ამ მომენტში, -
64:49 - 64:54მაძიებელი გონების ჩარევის გარეშე?
-
64:54 - 65:01შესაძლებელია თუ არა ამ მომენტის მიღება
ისეთად, როგორიც ის უკვე არის? -
65:01 - 65:11უბრალოდ ყოფნა?!
- Title:
- გონის გამოღვიძება. ნაწილი 1. "შეიცან თავი შენი" (2023)
- Description:
-
გამოღვიძება ადამიანის ევოლუციის შემდეგი ეტაპია. ფილმების "გონის გამოღვიძება" სერია მოგზაურობს მთელს მსოფლიოში და ესაუბრება სიბრძნის მასწავლებლებს, ვიზიონერებს და მეცნიერებს ფართო და მრავალფეროვანი დისციპლინებიდან, ფილოსოფიებიდან და ტრადიციებიდან, რომლებიც წარმოუდგენელი მსგავსებითა და ინტელექტით მიუთითებენ ამ დროზე, როგორც დიად გაერთიანებაზე და კაცობრიობის მოწვევაზე უმაღლესი ევოლუციისკენ. "გონის გამოღვძება" იკვლევს საკითხს "ვინ ვარ მე?", "რა არის გამოღვიძება?", "რატომ ვიღვიძებ?", "რა არის ცნობიერება?", "როგორ გავიღვიძო?", "რა არის სიცოცხლის მიზანი და არსი?", და "როგორ უნდა გავიარო სამყაროს გამოცდილებები ჩემი უნარების საუკეთესო გამოვლინებით და ყველას საკეთილდღეოდ?" ამ დროს, როდესაც ვგრძნობთ სამყაროს, როგორც უმართავს, სავსეს ტანჯვითა და სევდით, ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალურია, და პასუხები ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ჩვენი ვიზიონერები დაეხმარებიან ჩვენს აუდიტორიას იმის დანახვაში, რომ ცხოვრება არც ისე რთულია, როგორც მათ შეიძლება სჯერათ, და შესაძლებელია გამოღვიძება იმ გაგებაში, რომ მშვიდობა და ბედნიერება ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ახლავე. "გონის გამოღვიძების" ფილმების სერია უფასოდ გამოვა კაცობრიობის საკეთილდღეოდ და ადამიანის ცნობიერების გამოღვიძებისთვის. (რაც შეიძლება ბევრ ენაზე). პირველ ნაწილში, "შეიცან თავი შენი" ისაუბრებენ: რუპერტ სპაირა, დონალდ ჰოფმანი, ნილ დონალდ უოლში, ლოჰ კელი, ლიზა ნატოლი და დანიელ შმიდტი. რადგანაც ჩვენ ამ ფილმებს უფასოდ ვაქვეყნებთ ადამიანების სასიკეთოდ, ჩვენ ვეყრდნობით თქვენს მხარდაჭერას დაფინანსებაში. თუ მოგწონთ "გონის გამოღვიძების" ნაწილი 1 „შეიცან თავი შენი“, მაშინ გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ შემდეგ პროექტებს. თქვენს შემოწირულობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მათ რეალიზაციაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Awakening Mind Film Series ვებსაიტს: https://www.awakeningmindfilms.com/home. ბევრი რესურსი, მათ შორის უფასო გიდირებული მედიტაციები და გამოღვიძებისადმი მიძღვნილი ფილმები შეგიძლიათ იხილოთ http://www.awakentheworld.com
#გამოღვიძება #სულიერება #მედიტაცია #იოგა #თვითკვლევა #გასხივოსნება - Video Language:
- English
- Team:
Awaken the World
- Project:
- 03-Awakening Mind Films
- Duration:
- 01:07:15