-
ჩვენ უნდა გავამრავლოთ და გავამარტივოთ
-
x კვადრატში მინუს კვადრატული
ფესვი ექვსიდან
-
გამრავლებული x კვადრატში მიმატებული
კვადრატული ფესვი ორიდან.
-
მოცემულია ორი ორწევრი.
-
ორი ორ-წევრიანი გამოსახულება,
გასამრავლებლად,
-
ამის გაკეთბის
რამდენიმე გზა არსებობს.
-
გაჩვენებთ უფრო ინტუიციურ ხერხსა და
-
მეორე ხერხს, რომელსაც
ალგებრის გაკვეთილებზე ასწავლიან,
-
რომელიც შეიძლება უფრი სწრაფია,
მაგრამ საჭიროებს დამახსოვრებას.
-
თავიდან ინტუიციურ ხერხს გაჩვენებთ.
-
თუ მოცემულია რაიმე,
ვთქვათ მაქვს a-ჯერ x მიმატებული y,
-
განრიგებადობის კანონიდან გამომდინარე
ჩვენ ვიცით, რომ ეს არის იგივე,
-
რაც ax მიმატებული ay.
-
იგივეს გაკეთება შეგვიძლია აქ.
-
თუ a-ს შეხედავთ, როგორც x-ს კვადრატში
-- ამ მთლიან გამოსახულებას --
-
x კვადრატში მინუს კვადრატული
ფესვი ექვსიდან
-
და შეხედავთ x მიმატებული
y-ს, როგორც აი ამას,
-
შეგვიძლია ეს ყველაფერი გადავანაწილოთ
-
-- მოდით, ასე გავაკეთებ --
გადაანაწილეთ ეს მთლიანი წევრი
-
ამ წევრად და ამ წევრად.
-
მოდით გავაკეთოთ.
-
ჩვენ ვიღებთ, x კვადრატში მინუს
კვადრატული ფესვი ექვსიდან
-
გამრავლებული ამ წევრზე
––ყვითლად დავწერ––
-
გამრავლებული x კვადრატზე.
შემდგომ ისევ ამას ვუმატებთ.
-
ჩვენ ვანაწილებთ მას.
-
როგორც გვითხრეს.
-
ხანდახან ეს არ არის ინტუიციური, რადგან
-
დიდ გამოსახულებებს გვაძლევენ.
-
უბრალოდ მოექეცით ამას ისე,
როგორც ცვლადს მოექცეოდით.
-
ვანაწილებთ მას აი ამ გამოსახულებაზე.
-
როდესაც გვაქვს x კვადრატში მინუს
კვადრატული ფესვი ექვსიდან
-
გამრავლებული კვადრატულ
ფესვზე ორიდან.
-
ისევ შეგვიძლია გამოვიყენოთ
განრიგებადობის კანონი.
-
ჩვენ გადავანაწილებთ x კვადრატში
-
თითოეულ ამ წევრზე და გადავანაწილებთ
კვადრატულ ფესვს ორიდან ამ წევრებზე.
-
ეს ერთი და იგივეა
-
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,
ამის ასე დაწერა.
-
x მიმატებული y მაინც იქნება
ax მიმატებული ay.
-
კანონზომიერების შესამჩნევად,
რათა დავინახოთ ეს ერთი და იგივეა,
-
უბრალოდ შევცვალეთ გამრავლების
თანმიმდევრობა.
-
შეგიძლიათ ისე შეხედოთ, თითქოს
მარჯვნიდან ვანაწილებთ.
-
თუ ამას აკეთებთ, მიიღებთ x კვადრატში
გამრავლებული x კვადრატზე,
-
რაც უდრის x-ს მეოთხე ხარისხში,
ეს ამის და ამის ნამრავლია, შემდგომ
-
ვაკლებთ x კვადრატში გამრავლებულს
კვადრატულ ფესვზე ექვსიდან
-
აი აქ გვაქვს კვადრატული ფესვი ორიდან
გამრავლებული x კვადრატზე,
-
მივუმატოთ x კვადრატში გამრავლებული
კვადრატულ ფესვზე ორიდან.
-
კვადრატული ფესვი ორიდან
გამრავლებული კვადრატულ ფესვზე ექვსიდან.
-
აქ უარყოფითი ნიშანია.
-
თუ ავიღებთ კვადრატულ
ფესვს ორიდან
-
-- გვერდით გავაკეთბ --
-
გამრავლებული კვადრატულ ფესვზე ექვსიდან,
ჩვენ ვიცით ფესვის გამარტივებიდან,
-
ეს არის იგივე, რაც კვადრატული ფესვი
ორის და ექვსის ნამრავლიდან,
-
კვადრატული ფესვი 12-იდან.
-
ფესვი ორიდან გამრავლებული
ფესვზე ექვსიდან.
-
აქ უარყოფითობის ნიშანი გვაქვს.
-
ეს ხდება მინუს კვადრატული
ფესვი 12-იდან.
-
ახლა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა
ამის გამარტივება.
-
ვნახოთ.
-
გვაქვს x მეოთხე ხარისხში.
-
და აქ გვაქვს -- იმაზე დამოკიდებულებით,
თუ როგორ შეხედავთ ამას,
-
მეორე ხარისხის წევრი გვაქ.
-
გვაქვს რაღაცის ნამრავლი
x კვადრატზე
-
და სხვა რაღაცის ნამრავლი
x კვადრატზე.
-
თუ გინდათ, შეგვიძლია გავამარტივოთ
აი ეს ორი წევრი.
-
გვაქვს კვადრატული ფესვი
2x კვადრატიდან
-
და შემდგომ ამას გამოვაკლებ
კვადრატულ ფესვს ექვსიდან x კვადრატში.
-
შეხედეთ ამას, როგორც კვადრატულ
ფესვს ორიდან გამოკლებული
-
კვადრატული ფესვი ექვსიდან,
ან კვადრატულ ფესვს ორიდან
-
გამოკლებული კვადრატული ფესვი ექვსიდან
x კვადრატში.
-
შემდგომ, თუ გინდათ, შეგიძლიათ
გაამარტივოთ კვადრატული ფესვი 12-იდან.
-
12 არის იგივე, რაც
სამჯერ ოთხი.
-
კვადრატული ფესვი 12-იდან
უდრის კვადრატულ ფესვს სამიდან
-
გამრავლებულს კვადრატულ ფესვზე ოთხიდან.
-
კვადრატული ფესვი ოთხიდან,
უდრის ორს.
-
კვადრატული ფესვი 12-იდან
არის იგივე, რაც
-
ორი კვადრატული ფესვი სამიდან.
-
იმის მაგივრად, რომ დავწერო
კვადრატული ფესვი 12-იდან,
-
შეგვიძლია დავწეროთ, მინუს
ორჯერ კვადრატული ფესვი სამიდან.
-
შემდგომ გვაქვს x-ს
მეოთხე ხარისხში მიმატებული ეს.
-
ნახავთ, თუ თქვენ ამას
გადაანაწილებთ,
-
თუ გადაანაწილებთ ამ x კვადრატში,
მიიღებთ ამ წევრს,
-
უარყოფითი x კვადრატული
ფესვი ექვსიდან.
-
და თუ ამას გადაანაწილებთ აქ,
მიიღებთ ამ წევრს.
-
შეიძლება იკამათოთ, თუ
რომელია უფრო მარტივი.
-
მე უკვე ვახსენე, რომ ამ
შემთხვევაში მე გამოვიყენე
-
განრიგებადობის კანონი ორჯერ.
-
არაფერი განსაკუთრებული.
-
ზოგ კლასში თქვენ შეხვდებით
რაღაცას სახელწოდებით FOIL.
-
ვფიქრობ გაგვიკეთბია
ეს წინა ვიდეოებში.
-
FOIL.
-
დიდად არ მიყვარს, რადგან
ეს უფრო დამახსოვრების
-
ხერხია და არა იმის
გააზრების, რომ ეს უბრალოდ
-
ჯანსაღი აზროვნების, განრიგებადობის
კანონის შედეგია.
-
ამ ხერხით თვენ რწმუნდებით,
რომ ყველაფერი გადაამრავლეთ ყველაფერზე,
-
როდესაც ამრავლებთ ორწევრებს
ერთმანეთზე.
-
FOIL უბრალოდ გვეუბნება, რომ
თავიდან გაამრავლე პირველი წევრი.
-
x კვადრატში გამრავლებული x
კვადრატზე არის x მეოთხე ხარისხში.
-
შემდგომ გაამრავლეთ გარე წევრები.
-
შემდგომ გაამრავლეეთ
-- მწვანედ გავაკეთებ --
-
შემდეგ გაამრავლეთ გარეთა წევრები.
-
გარე წევრებია x კვადრატში და კვადრატული
ფესვი ორიდან.
-
x კვადრატში გამრავლებული
კვადრატულ ფესვზე ორიდან
-
-- ორივე დადებითია -- მივუმატოთ
კვადრატული ფესვი ორიდან
-
გამრავლებული x კვადრატში.
-
და მერე გაამრავლეთ შიდა წევრები.
-
ალბათ ხვდეებით, რატომ არ მომწონს
-
აქ არ იცით, რას აკეთებთ.
-
უბრალოდ ალგორითმს იყენებთ.
-
შემდგომ გაამრავლებთ შუა წევრებს.
-
უარყოფითი კვადრატული ფესვი
ექვსიდან გამრავლებული x კვადრატზე.
-
და მერე ამრავლებთ ბოლო წევრებს.
-
უარყოფითი ფესვი ექვსიდან
გამრავლებული ფესვზე ორიდან
-
--ეს უკვე ვიცით--
-
ეს არის უარყოფითი ფესვი 12-იდან,
რომლის გამარტივებით ვიღებთ ამ წევრს.
-
შეიძლება ამ ალგორითმის გამოყენება,
თუმცა კარგია თუ ამას იყენებთ
-
იცოდეთ საიდან მოდის სიტყვა FOIL.
-
ეს არის უბრალოდ განრიგებადობის
კანონის გამოყენება ორჯერ.