-
სახალისო აქტივობა / კომპიუტერული აზროვნება
-
(ქეითი აპონი - Code.org)
ეს გაკვეთილი კომპიუტერულ აზროვნებაზე
-
გასწავლით, როგორ აიღოთ დიდი, რთული
პრობლემა
-
და დაანაწევროთ მარტივ პრობლემებად.
-
გაკვეთილის მიზანია, დავწეროთ ინსტრუქციები
-
რომელსაც ვინმე გამოიყენებს გაკვეთილში
მითითებული
-
მონსტრის დასახატად.
-
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. ჯგუფი დაწერს
-
ინსტრუქციას, რომლებსაც მეორე ჯგუფს
მისცემს,
-
მეორე ჯგუფი კი დახატავს მონსტრს.
-
ჯგუფები ამ ინსტრუქციებს
-
კომპიუტერული აზროვნების ოთხი ნაბიჯის
მიხედვით დაწერენ:
-
დაშლა
-
კანონზომიერებების აღმოჩენა
-
ამოღება
-
ალგორითმები
-
პირველ რიგში მოსწავლეები ნაწილებად
დაშლიან მიზანს,
-
ანუ, შეადგენენ თამაშის გეგმას.
-
ისინი იპოვიან კანონზომიერებებს კატალოგის
ყველა მონსტრისთვის
-
ისინი იპოვიან განსხვავებებს მონსტრებს შორის
-
და ამოიღებენ ამ დეტალებს.
-
მაგალითად, ერთ მონსტრს წრიული
თვალები აქვს
-
მეორეს კი თაღოვანი
-
მაგრამ ორივეს აქვს თვალები.
-
შეუძლიათ, დაწერონ ხაზი: მონსტრს აქვს
-რაღაც- თვალები.
-
მოსწავლეები დაწერენ ინსტრუქციას
-
რომელსაც ალგორითმს ვუწოდებთ, რომელიც
მონსტრის ნაწილებს ჩამოთვლის
-
სტილის ჩასაწერი ადგილი კი გამოტოვებული იქნება.
-
ამ ინსტრუქციას ისინი დანარჩენ
-
მოსწავლეებს გადასცემენ, ისინი კი მონსტრს
შექმნიან.