Return to Video

პატარა ქვეყანა წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების დიდი იდეებით

  • 0:01 - 0:03
    როგორ ავაშენოთ საზოგადოება,
  • 0:03 - 0:07
    წიაღისეული საწვავის გარეშე?
  • 0:07 - 0:09
    ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა
  • 0:10 - 0:15
    და ვფიქრობ განვითარებულ ქვეყნებს
    შეუძლიათ ამ ცვლილებას სათავეში ჩაუდგნენ.
  • 0:15 - 0:18
    მესმის, რომ ეს საკამათოა,
  • 0:18 - 0:24
    მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ქვეყნებში
    ბევრი რამ იქნება რისკის ქვეშ,
  • 0:24 - 0:29
    თუ ჩვენი განვითარების საფუძვლად
    წიაღისეული საწვავი დარჩება.
  • 0:29 - 0:32
    ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ.
  • 0:32 - 0:35
    უკვე დროა, ნამდვილად დროა
  • 0:35 - 0:38
    დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ,
  • 0:38 - 0:43
    რომ ქავეყანამ უნდა აირჩიოს,
    ან განვითარება
  • 0:43 - 0:49
    და ან გარემოს დაცვა,
    განახლებადი ენერგია და ცხოვრების ხარისხი.
  • 0:50 - 0:52
    მე, განვითარებადი ქვეყნიდან,
    კოსტა-რიკიდან ვარ.
  • 0:53 - 0:55
    ჩვენ თითქმის 5 მილიონი ვართ
  • 0:56 - 0:59
    და ზუსტად ამერიკის კონტინენტებს
    შორის ვართ მოქცეული.
  • 0:59 - 1:02
    ამიტომ, ძალიან მარტივია
    ჩვენი ადგილსამყოფელის დამახსოვრება.
  • 1:03 - 1:09
    ჩვენი ელექტროენერგიის თითქმის 100%
  • 1:10 - 1:13
    განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდის,
  • 1:13 - 1:14
    5 გვაქვს ასეთი.
  • 1:14 - 1:16
    (აპლოდისმენტები)
  • 1:19 - 1:23
    ჰიდროელექტრო, გეოთერმული,
  • 1:23 - 1:26
    ქარის, მზის და ბიომასის.
  • 1:27 - 1:29
    იცოდით, რომ შარშან
  • 1:29 - 1:33
    299 დღის მანძილზე
  • 1:33 - 1:36
    ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად
  • 1:36 - 1:39
    წიაღისეული საწვავი
    საერთოდ არ გამოგვიყენებია?
  • 1:40 - 1:43
    ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა
  • 1:44 - 1:48
    თუმცა, აქ იმალება პარადოქსი,
  • 1:51 - 1:54
    რომ ჩვენი ენერგიის მოხმარების
  • 1:54 - 1:59
    თითქმის 70% ნავთობია.
  • 2:00 - 2:01
    რატომ?
  • 2:02 - 2:05
    ჩვენი სატრანსპორტო სისტემის გამო,
  • 2:05 - 2:08
    რომელიც მთლიანად
    წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული,
  • 2:08 - 2:10
    ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობაში.
  • 2:10 - 2:14
    თუ ჩვენ განახლებად ენერგიაზე
    გადასვლას მარათონად ჩავთვლით,
  • 2:14 - 2:18
    კითხვა იქნება,
    თუ როგორ მივაღწიოთ ფინიშამდე?
  • 2:18 - 2:21
    როგორ გავათავისუფლოთ
    დანარჩენი ეკონომიკა ნახშირბადისგან?
  • 2:22 - 2:25
    სამართლიანი იქნება ვთქვათ,
    რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამას,
  • 2:25 - 2:27
    ძნელი სათქმელია ვინ შეძლებს.
  • 2:27 - 2:29
    ამიტომაც მინდა კოსტა-რიკაზე გესაუბროთ,
  • 2:30 - 2:33
    რადგან ვთვლი, რომ ჩვენ
    მთავარი კანდიდატი ვართ,
  • 2:33 - 2:38
    წიაღისეული საწვავის გარეშე განვითარების
    ხედვა პირველებმა შევიმუშავოთ.
  • 2:39 - 2:42
    რაღაც მაინც თუ იცით ჩვენ ქვეყანაზე
  • 2:42 - 2:45
    გეცოდინებათ, რომ ჩვენ არ გვყავს ჯარი.
  • 2:45 - 2:48
    დავბრუნდეთ 1948-ში.
  • 2:49 - 2:53
    ამ წელს ქვეყანაში
    სამოქალაქო ომი ახალი დასრლებული იყო.
  • 2:54 - 2:58
    ათასობით კოსტა-რიკელი დაიღუპა
  • 2:58 - 3:00
    და ოჯახები იყო გახლეჩილი.
  • 3:01 - 3:06
    თუმცა, უცნაურმა იდეამ
    გულები და ტვინები დაიპყრო:
  • 3:06 - 3:08
    ჩვენ "გადავტვირთავთ" ჩვენს ქვეყანას
  • 3:08 - 3:11
    და მეორე რესპუბლიკას
    არ ეყოლება ჯარი
  • 3:11 - 3:13
    და ჩვენ ის გავაუქმეთ.
  • 3:13 - 3:16
    იმ დროს პრეზიდენტმა,
  • 3:16 - 3:18
    ხოსე ფიგერესმა,
  • 3:18 - 3:24
    ეს მოვლენა ეფექტურად, სამხედრო ბაზის
    კედლების დანგრევით, აღნიშნა.
  • 3:25 - 3:28
    მომდევნო წელს 1949-ში
  • 3:28 - 3:33
    ჩვენ ეს გადაწყვეტილება
    ახალ კონსტიტუციაში უკვდავვყავით.
  • 3:33 - 3:37
    სწორედ ამიტომ შემიძლია ეს ამბავი
    თითქმის 70 წლის შემდეგ გიამბოთ.
  • 3:38 - 3:40
    მე მადლიერი ვარ.
  • 3:40 - 3:43
    მადლიერი ვარ, რომ მათ
    ეს გადაწყვეტილება ჩემ დაბადებამდე მიიღეს,
  • 3:43 - 3:46
    რადგან ამან საშუალება მომცა მეც
    და მილიონობით სხვასაც,
  • 3:46 - 3:48
    გვეცხოვრა ძალიან სტაბილურ ქვეყანაში.
  • 3:49 - 3:52
    თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ გაგვიმართლა,
  • 3:52 - 3:54
    მაგრამ ასე არ არის.
  • 3:54 - 3:57
    ეს იყო შეგნებულ არჩევანთა წყება.
  • 3:58 - 4:04
    40-იანებში, კოსტა-რიკელებს
    მიეცათ უფასო განათლება და უფასო ჯანდაცვა.
  • 4:04 - 4:06
    ჩვენ ამას სოციალური გარანტიები დავარქვით.
  • 4:07 - 4:08
    ჯარის გაუქმებით,
  • 4:08 - 4:13
    საშუალება მოგვეცა, სამხედრო ხარჯი
    სოციალურ ხარჯზე გაგვეშვა
  • 4:13 - 4:16
    და ეს სტაბილურობის მამოძრავებელი გახდა.
  • 4:16 - 4:17
    50-იანებში...
  • 4:17 - 4:20
    (აპლოდისმენტები)
  • 4:23 - 4:26
    50-იანებში ჩვენ დავიწყეთ
    ჰიდრო ენერგიაში ფულის ჩადება,
  • 4:26 - 4:29
    რითიც ელექტროენერგიისთვის
  • 4:29 - 4:32
    წიაღისეული საწვავის
    გამოყენების მახეს თავი დავაღწიეთ.
  • 4:32 - 4:35
    რითიც იტანჯება დღეს მსოფლიო.
  • 4:35 - 4:39
    70-იანებში
    ნაციონალური პარკები დავაფინანსეთ
  • 4:39 - 4:41
    და ამით დავაღწიეთ თავი
  • 4:42 - 4:46
    იმ მახინჯ ლოგიკას, რომელიც ამბობს
    ზრდა, ზრდა და ზრდა ნებისმიერ ფასად
  • 4:46 - 4:50
    და რომელითაც სხვები მოქმედებენ,
    განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
  • 4:51 - 4:55
    90-იანებში ჩვენ პირველებმა
    დავაფინანსეთ ეკოლოგიური სერვისები
  • 4:55 - 4:57
    და ამით ტყეების გაჩეხვა ავიცილეთ თავიდან
  • 4:57 - 5:01
    და ეკოტურიზმი განვავითარეთ
    რაც დღეს ჩვენი ზრდის საკვანძო საშუალებაა.
  • 5:01 - 5:04
    ამრიგად, გარემოს დაცვაში ინვესტირებას,
  • 5:04 - 5:06
    ჩვენი ეკონომიკა არ დაუზარალებია,
  • 5:06 - 5:07
    არამედ პირიქით.
  • 5:07 - 5:09
    ეს არ ნიშნავს,
    რომ ჩვენთან ყველაფერი იდეალურადაა
  • 5:10 - 5:12
    და არ ნიშნავს,
    რომ არ გვაქვს წინააღმდეგობრიობა.
  • 5:12 - 5:13
    ამაში არაა საქმე.
  • 5:14 - 5:17
    საქმე ისაა,
    რომ ჩვენ საკუთარი არჩევანის წყალობით,
  • 5:17 - 5:22
    განვითარების პრობლემებთან
    გამკლავების უნარი გამოვიმუშავეთ.
  • 5:24 - 5:28
    ჩვენი ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე
  • 5:28 - 5:32
    დაახლოებით 11 000 დოლარია,
  • 5:32 - 5:33
    გააჩნია როგორ დათვლით.
  • 5:34 - 5:36
    თუმცა, სოციალური პროგრესის ინდექსით
  • 5:36 - 5:38
    ჩვენ აბსოლუტურად გამორჩეულები ვართ.
  • 5:38 - 5:42
    აქ საქმე მშპ-ს სოციალურ პროგრესში
    გადაყვანას ეხება.
  • 5:42 - 5:44
    ჯარის გაუქმებამ,
  • 5:44 - 5:45
    გარემოში და ადამიანებში ინვესტირებამ,
  • 5:45 - 5:49
    თავისი დიდი გავლენა იქონია.
  • 5:49 - 5:51
    ამან შექმნა ამბავი,
  • 5:52 - 5:55
    პატარა ქვეყნის ამბავი დიდი იდეებით.
  • 5:55 - 5:58
    ეს ძალიან დაგვეხმარა,
    რომ ამ ამბავთან ერთად ვიზრდებოდით.
  • 6:00 - 6:02
    მაშ, კითხვა შემდეგია:
  • 6:02 - 6:05
    რა არის შემდეგი დიდი იდეა,
    უკვე ამ თაობისთვის?
  • 6:06 - 6:09
    ვფიქრობ, რომ შემდეგი
  • 6:09 - 6:14
    ამ თაობის მიერ წიაღისეული საწვავის
    სამუდამო მოცილებაა.
  • 6:16 - 6:18
    ისევე როგორც
    ეს ჯარის შემთხვევაში გავაკეთეთ.
  • 6:18 - 6:21
    წიაღისეული საწვავი
    კლიმატის ცვლილებას იწვევს.
  • 6:21 - 6:22
    ეს ჩვენ ვიცით
  • 6:22 - 6:27
    და ვიცით რა მოწყვლადები ვართ
    კლიმატის ცვლილების მიმართ.
  • 6:27 - 6:30
    ამიტომ, ჩვენი როგორც განვითარებადი
    ქვეყნის ინტერესშია
  • 6:30 - 6:33
    განვითარება წიაღისეულ საწვავზე
    არ იყოს დამოკიდებული,
  • 6:33 - 6:36
    რომელიც პირველ რიგში ადამიანებს ვნებს.
  • 6:37 - 6:39
    რატომ უნდა განვაგრძოთ
  • 6:39 - 6:42
    სატრანსპორტო სისტემისთვის
    ნავთობის იმპორტი,
  • 6:44 - 6:46
    როცა შეგვიძლია ამისთვის
  • 6:46 - 6:48
    ელექტროენერგია გამოვიყენოთ?
  • 6:49 - 6:51
    გაიხსენეთ,
  • 6:51 - 6:52
    ეს ის ქვეყანაა,
  • 6:52 - 6:59
    სადაც ელექტროენერგიას
    ჩვენი მდინარეების წყლიდან,
  • 6:59 - 7:01
    ვულკანების სითბოდან,
  • 7:01 - 7:04
    ქარის ტურბინებიდან, მზის პანელებიდან
  • 7:04 - 7:06
    და ბიონარჩენებიდან ვიღებთ.
  • 7:07 - 7:13
    წიაღისეული საწვავის გაუქმება, ჩვენი
    სატრანსპორტო სისტემის დანგრევას ნიშნავს,
  • 7:13 - 7:17
    იმისთვის რომ ჩვენი მანქანები,
    ავტობუსები და მატარებლები
  • 7:17 - 7:21
    დამაბინძურებელი ენერგიის ნაცვლად
    ელექტროენერგიით გამოვკვებოთ.
  • 7:21 - 7:23
    მინდა გითხრათ, რომ ტრანსპორტი
  • 7:23 - 7:27
    სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა
    კოსტა-რიკელებისთვის,
  • 7:27 - 7:29
    რადგან მოდელი, რომელიც გვაქვს არ მუშაობს.
  • 7:29 - 7:31
    ის ვნებს ადამიანებს.
  • 7:31 - 7:33
    ვნებს კომპანიებს
  • 7:33 - 7:35
    და ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.
  • 7:35 - 7:40
    როცა პოლიტიკა და ინფრასტრქტურა
    ნორმალურად არ მუშაობს,
  • 7:40 - 7:44
    ეს შედეგი მოყვება ყოველდღე,
  • 7:45 - 7:46
    ორი საათი დილას.
  • 7:46 - 7:48
    ორი საათი საღამოს.
  • 7:48 - 7:52
    არ მესმის ეს ნორმად რატომ უნდა მივიღოთ.
  • 7:53 - 7:54
    შეურაცხმყოფელია,
  • 7:55 - 7:59
    ყოველდღე ასე გვიწევდეს დროის კარგვა
  • 8:00 - 8:02
    და ეს გზა საკმაოდ კარგია
  • 8:02 - 8:04
    სხვა ქვეყნების გზებთან შედარებით,
  • 8:04 - 8:06
    სადაც საგზაო მოძრაობა გადაჭედილია.
  • 8:06 - 8:09
    კოსტა-რიკაში ამას "presa"-ს ეძახიან,
  • 8:09 - 8:12
    რაც "დაპატიმრებულს" ნიშნავს.
  • 8:12 - 8:15
    ხალხი აგრესიული ხდება ქვეყანაში,
  • 8:15 - 8:19
    რომელიც ჩვეულებრივ,
    ცხოვრებით ტკბობითაა ბედნიერი.
  • 8:20 - 8:21
    ასე ხდება.
  • 8:22 - 8:24
    ბევრი რამ დევს სასწორზე.
  • 8:25 - 8:26
    კარგი ამბავი ისაა,
  • 8:26 - 8:29
    რომ როცა სუფთა სატრანსპორტო სისტემაზე
  • 8:29 - 8:32
    და განსხვავებულ მობილობაზე ვსაუბრობთ,
  • 8:32 - 8:36
    ჩვენ არ ვსაუბრობთ, რაღაც შორეულ უტოპიაზე,
  • 8:36 - 8:40
    არამედ ვსაუბრობთ უკვე დღეს არსებულ
    ელექტრულ მობილობაზე,
  • 8:41 - 8:46
    მოსალოდნელია, რომ 2022 წლისთვის
    ელექტრომობილებს
  • 8:47 - 8:49
    და ტრადიციულ მანქანებს, ერთი ფასი ექნებათ
  • 8:50 - 8:53
    და ქალაქებში უკვე ცდიან
    ელექტრო ავტობუსებს.
  • 8:54 - 8:56
    ეს მართლაც მაგარი ქმნილებები
  • 8:57 - 8:58
    ფულს ზოგავენ
  • 8:59 - 9:01
    და ამცირებენ დაბინძურებას.
  • 9:02 - 9:05
    ამიტომ, თუ გვინდა ნავთობზე დამოკიდებული
    ტრანსპორტისგან გავთავისუფლდეთ,
  • 9:05 - 9:06
    ჩვენ ეს შეგვიძლია,
  • 9:06 - 9:08
    რადგან გვაქვს ალტერნატივები,
    რომლებიც ადრე არ გვქონდა.
  • 9:08 - 9:10
    ეს შესანიშნავია.
  • 9:12 - 9:16
    თუმცა, ზოგს ეს აზრი ძალიან არ სიამოვნებს
  • 9:18 - 9:21
    და ისინი მოვლენ და გეტყვიან,
  • 9:21 - 9:23
    რომ მსოფლიო, ისევე როგორც კოსტა-რიკა
  • 9:23 - 9:26
    დამოკიდებულია ნავთობზე
    და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი.
  • 9:26 - 9:27
    სწორედ ამას გეტყვიან
  • 9:27 - 9:29
    და იცით ამ არგუმენტზე
    პასუხი რა არის?
  • 9:29 - 9:33
    1948-ში ჩვენ არ გვითქვამს,
    რომ მსოფლიო დამოკიდებულია ჯარზე
  • 9:33 - 9:35
    და ამიტომ მოდით შევინარჩუნოთ ის.
  • 9:35 - 9:38
    არა, ჩვენ ძალიან გაბედული
    არჩევანი გავაკეთეთ
  • 9:39 - 9:41
    და ამ არჩევანმა ყველაფერი შეცვალა.
  • 9:42 - 9:46
    ამიტომ, დროა ამ თაობამაც გაბედოს
  • 9:46 - 9:48
    და სამუდამოდ უარი თქვას
    წიაღისეულ საწვავზე.
  • 9:48 - 9:51
    სამ მიზეზს გეტყვით,
    თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს.
  • 9:51 - 9:52
    პირველი,
  • 9:53 - 9:57
    ჩვენი სატრანსპორტო
    და ურბანიზაციის სისტემა არ მუშაობს,
  • 9:57 - 10:01
    ამიტომ ეს საუკეთესო დროა მათი შეცვლისთვის.
  • 10:03 - 10:05
    ჩვენ არ გვინდა ქალაქები,
    რომლებიც მანქანებისთვისაა შექმნილი.
  • 10:05 - 10:08
    ჩვენ ისინი გვინდა ხალხისთვის,
  • 10:08 - 10:12
    სადაც ფეხით და ველოსიპედით
    სიარულს შევძლებთ.
  • 10:12 - 10:14
    ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
  • 10:14 - 10:15
    ძალიან ბევრი.
  • 10:15 - 10:19
    საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
    რომელიც "სუფთა" და ღირსეულია,
  • 10:19 - 10:23
    რადგან თუ ტრადიცული მანქანების
    დინება გაგრძელდება,
  • 10:25 - 10:27
    ჩვენი ქალაქები
    აუტანელი იქნება საცხოვრებლად.
  • 10:28 - 10:30
    მეორე, ჩვენ ცვლილება გვჭირდება,
  • 10:30 - 10:33
    მაგრამ თანდათანობითი ცვლილება
    საკმარისი არ იქნება.
  • 10:35 - 10:37
    ჩვენ სრული ტრანსფორმაცია გვჭირდება.
  • 10:38 - 10:40
    ჩემს ქვეყანაში არის რაღაც
    თანდათანობითი პროექტები
  • 10:40 - 10:43
    და მე პირველი მივესალმები მათ,
  • 10:44 - 10:46
    მაგრამ მოდით თავს ნუ გავისულელებთ.
  • 10:46 - 10:50
    ლაპარაკი არ არის იმაზე,
    რომ ლამაზ ელექტრომობილებს
  • 10:50 - 10:53
    და რამდენიმე ელექტო ავტობუსს მივაღწიოთ,
  • 10:53 - 10:56
    მაშინ როცა არსებულ ინფრასტუქტურაში
    ფულის ჩადებას ვაგრძელებთ,
  • 10:56 - 10:59
    მეტი მანქანა, მეტი გზა, მეტი ნავთობი.
  • 10:59 - 11:03
    აქ ლაპარაკია ნავთობისგან გათავისუფლებაზე
  • 11:03 - 11:07
    და ამას თანდათანობითი
    ცვლილელებით ვერ მივაღწევთ.
  • 11:08 - 11:12
    მესამე, ეს თქვენთვის ცნობილია.
  • 11:13 - 11:17
    მსოფლიო შთაგონების წყაროს ეძებს.
  • 11:18 - 11:21
    მას სწყურია რთულ პრობლემებთან
  • 11:21 - 11:23
    წარმატებით გამკლავების ამბები,
  • 11:23 - 11:26
    განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
  • 11:27 - 11:31
    ამიტომ, მგონია რომ კოსტა-რიკას შეუძლია
    შთაგონების წყარო გახდეს სხვებისთვის,
  • 11:32 - 11:34
    როგორც ეს მოხდა შარშან,
    როცა განვაცხადეთ,
  • 11:34 - 11:38
    რომ ამდენი დღის მანძილზე
    ელექტროენერგიის წყაროდ
  • 11:38 - 11:43
    წიაღისეული საწვავი
    საერთოდ არ გამოგვიყენებია.
  • 11:43 - 11:47
    ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა
    მთელ მსოფლიოში.
  • 11:48 - 11:51
    კიდევ ის მეამაყება,
  • 11:51 - 11:55
    რომ კოსტა-რიკელმა ქალმა,
    კრისტიანა ფიგერესმა,
  • 11:55 - 12:01
    გადამწყვეტი როლი შესარულა პარიზის
    კლიმატური შეთანხმების მოლაპარაკებებზე.
  • 12:03 - 12:06
    ჩვენ უნდა დავიცვათ ეს მემკვირდეობა
    და თავად ვიყოთ მაგალითი.
  • 12:07 - 12:09
    მაშ, რა მოდის შემდეგ?
  • 12:10 - 12:12
    ხალხი
  • 12:12 - 12:15
    როგორ მივიტანოთ ეს ხალხამდე?
  • 12:16 - 12:18
    როგორ დავარწმუნოთ ხალხი,
  • 12:18 - 12:20
    რომ საზოგადოების აშენება
  • 12:20 - 12:23
    წიაღისეული საწვავის გარეშე შესაძლებელია?
  • 12:24 - 12:27
    დიდი სამუშაოა ქვედა დონეზე ჩასატარებელი.
  • 12:29 - 12:33
    ამიტომ შევქმენით 2014-ში
    "Costa Rica Limpia "
  • 12:34 - 12:36
    "Limpia" ნიშნავს "სუფთას",
  • 12:36 - 12:40
    რადგან გვინდა მოქალაქეებს
    მივცეთ საშუალება და შთავაგონოთ ისინი.
  • 12:41 - 12:44
    თუ მოქალაქეები არ ჩაერთვებიან,
  • 12:45 - 12:50
    "სუფთა" სატრანსპორტო სისტემის
    შექმნაზე გადაწყვეტილება,
  • 12:50 - 12:53
    უსასრულო ტექნიკური დისკუსიებით
  • 12:53 - 12:58
    და მმართველი წრეების სხვადასხვა
    ინტერესების ლობირებით გაჭიანურდება.
  • 13:01 - 13:05
    მწვანე, განახლებადი ენერგიის
    ქვეყანად ყოფნის სურვილი,
  • 13:05 - 13:07
    უკვე არის ჩვენი ამბის ნაწილი.
  • 13:07 - 13:10
    არავის უნდა მივცეთ უფლება
    ეს წაგვართვას.
  • 13:12 - 13:17
    შარშან ჩვენი შვიდი რეგიონიდან
    ხალხი მოვიწვიეთ,
  • 13:17 - 13:20
    რომ მათთვის საინტერესო ჭრილში,
    კლიმატის ცვლილებები განგვეხილა
  • 13:21 - 13:24
    იგივე გავაკეთეთ წელსაც
  • 13:24 - 13:26
    კოსტა-რიკელების სხვა ჯგუფთან,
  • 13:26 - 13:28
    რომ განახლებად ენერგიაზე გვესაუბრა
  • 13:28 - 13:29
    და იცით რა ხდება?
  • 13:29 - 13:31
    ეს ხალხი არაფერში ეთანხმება ერთმანეთს,
  • 13:31 - 13:34
    გარდა განახლებადი ენერგიის,
  • 13:34 - 13:37
    "სუფთა" სატრანსპორტო სისტემის
    და დაუბინძურებელი ჰაერისა.
  • 13:37 - 13:38
    ეს ხალხს აერთიანებს.
  • 13:38 - 13:41
    თანამონაწილეობისთვის მთავარია,
  • 13:41 - 13:43
    რომ ხალხს თავი უსუსურად არ ვაგრძნობინოთ.
  • 13:43 - 13:45
    ხალხი უსუსურად გრძნობს თავს
  • 13:45 - 13:48
    და დაღლილია იმით,
    რომ მათი ხმა არავის ესმის.
  • 13:49 - 13:51
    ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ რამეებს ვაკეთებთ.
  • 13:51 - 13:56
    ვთარგმნით ტექნიკურ პრობლემებს
    მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე,
  • 13:56 - 14:00
    რითიც ვაჩვენებთ, რომ მოქალაქეებს
    საკუთარი როლი აქვთ ერთად შესასრულებელი.
  • 14:00 - 14:03
    პირველად ვადევნებთ თვალს
    დაპირებების შესრულებას,
  • 14:03 - 14:06
    რომლებიც "სუფთა" სატრანსპორტო
    სისტემასთან დაკავშირებით გაიცა
  • 14:06 - 14:09
    და პოლიტკოსებმა იციან,
    რომ ისინი უნდა შესრულდეს,
  • 14:09 - 14:12
    მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგება,
    როცა შევქმნით კოალიციცებს,
  • 14:12 - 14:14
    მოქალაქეებისგან, კომპანიებისგან,
  • 14:14 - 14:16
    საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მებრძოლებს,
  • 14:16 - 14:19
    რომლებიც ელექტრო ტრანსპორტს
    ახალ ნორმად აქცევენ,
  • 14:19 - 14:21
    განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
  • 14:23 - 14:26
    მჯერა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის,
  • 14:26 - 14:30
    ყველა კანდიდატს მოუწევს გაამხილოს
  • 14:30 - 14:32
    საკუთარი პოზიცია
    წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებით.
  • 14:32 - 14:36
    ამ საკითხმა ჩვენ მეინსტრიმულ
    პოლიტიკაში უნდა შეაღწიოს.
  • 14:37 - 14:40
    გარწმუნებთ, რომ ეს არაა მხოლოდ კლიმატთან,
  • 14:40 - 14:42
    ან გარემოსთან დაკავშირებული საკითხი.
  • 14:43 - 14:45
    ეს ჩვენთვის სასურველ ქვეყანას
  • 14:46 - 14:48
    და ქალაქებს ეხება
  • 14:48 - 14:51
    და იმას, თუ ვინ აკეთებს არჩევანს.
  • 14:52 - 14:55
    რადგან საბოლოოდ გვინდა ვაჩვენოთ,
  • 14:55 - 14:58
    რომ განახლებად ენერგიაზე
    დაფუძნებული განვითარება
  • 14:59 - 15:00
    კარგია ხალხისთვის.
  • 15:01 - 15:04
    ამჟამად მაცხოვრები კოსტა-რიკელებისთვის,
  • 15:04 - 15:07
    და განსაკუთრებით იმათთვის,
    ვინც ჯერ არ დაბადებულა.
  • 15:10 - 15:13
    ეს ჩვენი ეროვნული მუზეუმია დღეს.
  • 15:13 - 15:14
    ის ნათელი და მშვიდობიანია.
  • 15:14 - 15:17
    როცა მის წინ დგახართ,
  • 15:17 - 15:20
    რთული დასაჯერებელლია,
    რომ 40-იანების ბოლოს
  • 15:20 - 15:23
    აქ სამხედრო ბაზები იყო.
  • 15:23 - 15:26
    ჩვენ ახალი ცხოვრება, ჯარის გარეშე
  • 15:26 - 15:28
    ამ ადგილიდან დავიწყეთ
  • 15:28 - 15:34
    და ერთ მშვენიერ დღეს წიაღისეულ საწვავზე
    უარიც სწორედ აქ გამოცხადდება
  • 15:34 - 15:36
    და ჩვენ კვლავ დავწერთ ისტორიას.
  • 15:36 - 15:37
    მადლობა.
  • 15:37 - 15:39
    (აპლოდისმენტები)
Title:
პატარა ქვეყანა წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების დიდი იდეებით
Speaker:
მონიკა არაია
Description:

როგორ ავაშენოთ საზოგადოება, წიაღისეული საწვავის გარეშე? საკუთარი სამშობლოს, კოსტა-რიკის მიერ, გარემოს დაცვის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მაგალითზე, კლიმატის დამცველი, მონიკა არაია, გვაცნობს თამამ ხედვას, რომელიც ყველა სექტორში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისკენ მომართული მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:52

Georgian subtitles

Revisions