-
"ქვემოთ მოცემული სიხშირეების ორმაგი
ცხრილი გვიჩვენებს მონაცემებს,
-
თუ რა ტიპის მანქანას ატარებდა მომხმარებელი
-
და იყო თუ არა
ავარიული შემთხვევა წინა წელს.
-
ცხრილი შეესაბამება ამერიკის
საავტომობილო დაზღვევის ყველა მომხმარებელს.
-
შეავსეთ ქვემოთ მოცემული
ფარდობითი სიხშირის ორმაგი ცხრილი.
-
თუ აუცილებელია,
დაამრგვალეთ მონაცემები მეასედის სიზუსტით.
-
გვეუბნებიან, რომ წინა წლის ავარიებიდან,
-
28 შემთხვევა დაფიქსირდა ჯიპის ტარებისას,
-
35 შემთხვევა კი
სპორტული მანქანის ტარებისას.
-
უავარიო შემთხვევებში, 97 მანქანა
იყო ჯიპი, ხოლო 104 - სპორტული.
-
შეგვიძლია ასევც შევხედოთ, ყველა
ჯიპიდან -- ეს არის 28 პლუს 97, ანუ 125 --
-
ამ რაოდენობიდან 28-ს
ავარია მოუვიდა, 97-ს კი - არა.
-
ანალოგიურად, 139 სპორტული მანქანიდან,
35-ს მოუვიდა ავარია, 104-ს კი - არა.
-
გვთხოვენ, რომ ეს
ფარდობითი სიხშირეები აქ მოვათავსოთ.
-
ეს ერთიანი წარმოადგენს ყველა
იმ ჯიპს, რომელიც ზემოთაა მოცემული.
-
ანუ, 28 ჯიპს პლუს 97 ჯიპი.
-
ყოველ გრაფაში გვინდა
ჩავწეროთ ფარდობითი სიხშრე.
-
აქ იქნება 28
შეფარდებული მთელ რაოდენობასთან.
-
აქ გვინდა, რომ მთელის ნაწილი იყოს,
ანუ, 28 გაყოფილი 28-ისა და 97-ის ჯამზე.
-
-- თავიდან ასე ჩავწერ --
-
ეს იქნება 97/125.
-
ამ ორის შეკრებით უნდა მივიღოთ ერთი.
-
ანალოგიურად, ეს
იქნება 35 შეფარდებული 139-თან,
-
ეს კი იქნება 104/139.
-
-- თითოეულს გამოვთვლი კალკულატორით --
-
28 შეფარდებული 125-თან უდრის 0.224-ს.
-
გვეუბნებიან, რომ
დავამრგვალოთ მეასედის სიზუსტით,
-
ესე იგი, ეს იქნება 0.22.
-
უავარიო შემთხვევები:
97 გაყოფილი 125-ზე, უდრის --
-
-- აქ მეასედები მეტობით
უნდა დავამრგვალოთ --
-
მივიღეთ 0.78.
-
35 შეფარდებული 139-თან უდრის 0.25-ს,
-
და ბოლოს, 104 შეფარდებული 139-თან,
-
ეს უდრის -- თუ დავამრგვალებთ -- 0.75-ს.
-
შევამოწმოთ პასუხი... სწორია.
-
აქ მთავარია გვესმოდეს თუ რას ვაკეთებთ.
-
შეგვიძლია, შევხედოთ ასე: წინა წელს ჯიპის
მომხმარებლების 22%-ს შეემთხვა ავარია,
-
ჯიპის მომხმარებლების
78%-ს კი ავარია არ შემთხვევია.
-
ანალოგიურად, სპორტული მანქანების
მომხმარებლების 25% ავარიაში აღმოჩნდა,
-
ხოლო 75% ავარიაში არ მოხვედრილა.
-
ქვედა ჩანაწერი საშუალებას გვაძლევს
-
ინფორმაცია პროცენტების
და სიხშირეების ენაზე გავიაზროთ,
-
ზედა ჩანაწერით კი
პირდაპირ რაოდენობებს ვიგებთ.