"ქვემოთ მოცემული სიხშირეების ორმაგი ცხრილი გვიჩვენებს მონაცემებს, თუ რა ტიპის მანქანას ატარებდა მომხმარებელი და იყო თუ არა ავარიული შემთხვევა წინა წელს. ცხრილი შეესაბამება ამერიკის საავტომობილო დაზღვევის ყველა მომხმარებელს. შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფარდობითი სიხშირის ორმაგი ცხრილი. თუ აუცილებელია, დაამრგვალეთ მონაცემები მეასედის სიზუსტით. გვეუბნებიან, რომ წინა წლის ავარიებიდან, 28 შემთხვევა დაფიქსირდა ჯიპის ტარებისას, 35 შემთხვევა კი სპორტული მანქანის ტარებისას. უავარიო შემთხვევებში, 97 მანქანა იყო ჯიპი, ხოლო 104 - სპორტული. შეგვიძლია ასევც შევხედოთ, ყველა ჯიპიდან -- ეს არის 28 პლუს 97, ანუ 125 -- ამ რაოდენობიდან 28-ს ავარია მოუვიდა, 97-ს კი - არა. ანალოგიურად, 139 სპორტული მანქანიდან, 35-ს მოუვიდა ავარია, 104-ს კი - არა. გვთხოვენ, რომ ეს ფარდობითი სიხშირეები აქ მოვათავსოთ. ეს ერთიანი წარმოადგენს ყველა იმ ჯიპს, რომელიც ზემოთაა მოცემული. ანუ, 28 ჯიპს პლუს 97 ჯიპი. ყოველ გრაფაში გვინდა ჩავწეროთ ფარდობითი სიხშრე. აქ იქნება 28 შეფარდებული მთელ რაოდენობასთან. აქ გვინდა, რომ მთელის ნაწილი იყოს, ანუ, 28 გაყოფილი 28-ისა და 97-ის ჯამზე. -- თავიდან ასე ჩავწერ -- ეს იქნება 97/125. ამ ორის შეკრებით უნდა მივიღოთ ერთი. ანალოგიურად, ეს იქნება 35 შეფარდებული 139-თან, ეს კი იქნება 104/139. -- თითოეულს გამოვთვლი კალკულატორით -- 28 შეფარდებული 125-თან უდრის 0.224-ს. გვეუბნებიან, რომ დავამრგვალოთ მეასედის სიზუსტით, ესე იგი, ეს იქნება 0.22. უავარიო შემთხვევები: 97 გაყოფილი 125-ზე, უდრის -- -- აქ მეასედები მეტობით უნდა დავამრგვალოთ -- მივიღეთ 0.78. 35 შეფარდებული 139-თან უდრის 0.25-ს, და ბოლოს, 104 შეფარდებული 139-თან, ეს უდრის -- თუ დავამრგვალებთ -- 0.75-ს. შევამოწმოთ პასუხი... სწორია. აქ მთავარია გვესმოდეს თუ რას ვაკეთებთ. შეგვიძლია, შევხედოთ ასე: წინა წელს ჯიპის მომხმარებლების 22%-ს შეემთხვა ავარია, ჯიპის მომხმარებლების 78%-ს კი ავარია არ შემთხვევია. ანალოგიურად, სპორტული მანქანების მომხმარებლების 25% ავარიაში აღმოჩნდა, ხოლო 75% ავარიაში არ მოხვედრილა. ქვედა ჩანაწერი საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია პროცენტების და სიხშირეების ენაზე გავიაზროთ, ზედა ჩანაწერით კი პირდაპირ რაოდენობებს ვიგებთ.