-
ალბათ ყველამ ვიცით
ტოლობის ნიშანი
-
ვთქვათ, ერთს პლიუს ერთი
უდრის ორს
-
შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ეს
ნიშანი უბრალოდ პასუხს გამოხატავს
-
ერთს პლიუს ერთი არის მაგალითი
ეს სიმბოლო კი მის ამოხსნას ნიშნავს
-
ტოლობის ნიშანი ამას არ გამოხატავს
-
რეალურად ის ადარებს ორ რაოდენობას
-
როცა ვწერ, რომ ერთს პლიუს ერთი
ორს უდრის ნიშნავს, რომ
-
ტოლობის მარცხენა მხარე ზუსტად
იგივეა, რაც მარჯვენა მხარე
-
იგივენაირად შემეძლო დამეწერა
ორი უდრის ერთს პლიუს ერთს
-
ეს ორი რაოდენობა ტოლია
-
დავწერ ორი უდრის ორს
აქაც, ტოლობის ორივე მხარე ტოლია
-
ერთს პლიუს ერთი უდრის
ერთს პლიუს ერთს
-
ერთს პლიუს ერთი მინუს ერთი
უდრის სამს მინუს ორს
-
ორივე ტოლი რაოდენობისაა
-
ტოლობის მარცხენა მხარე არის 1-ის ტოლი
-
მარჯვენა მხარეც 1-ის ტოლია
ორივე თანაბარი რაოდენობისაა
-
ახლა განახებთ რიცხვების შედარების
სხვა გზებსაც
-
ტოლობა გვიჩვენებს, რომ ორივე
მხარეს რაოდენობა თანაბარია
-
რა მოხდება თუ ორივე მხარეს
სხვადასხვა რაოდენობა გვექნება?
-
ვთქვათ, გვაქვს ციფრები სამი და ერთი
-
და მინდა მათი შედარება
-
აშკარაა, რომ სამი და ერთი ტოლები
არ არიან
-
შემიძლია ეს ამ სიმბოლოთი გამოვხატო
-
ვთქვათ, მაინტერესებს რომელია
მეტი და რომელი ნაკლები
-
რა სიმბოლოთი უნდა გამოვხატო, რომ
ერთ-ერთი აქედან უფრო მეტია მეორეზე
-
ამის სიმბოლო არის მეტობის ნიშანი
-
ეს ნიშნავს, რომ სამი მეტია ერთზე
-
თუ გიჭირთ ამ სიმბოლოს
მნიშვნელობის დამახსოვრება
-
უფრო დიდი რაოდენობა არის
ნიშნის გაშლილ მხარეს
-
ნიშნის უფრო დიდ მხარეს არის
უფრო დიდი რიცხვი, მცირე მხარეს - პატარა
-
ეს იკითხება, როგორც
სამი მეტია ერთზე
-
შემიძლია სხვანაირადაც ჩავწერო
-
ერთს პლიუს ერთი პლიუს ერთი
მეტია ერთზე
-
მაგრამ თუ ყველაფერი პირიქითაა?
-
ვთქვათ, მინდა ხუთის და 19-ის შედარება
-
მეტობის ნიშანს ახლა ვერ
გამოვიყენებთ, ხუთი არ არის 19-ზე მეტი
-
თუმცა იმის ჩაწერა შემიძლია, რომ
ხუთი არ უდრის 19-ს ამ სიმბოლოთი
-
მაგრამ მე მინდა იმის ჩვენება, რომ
ერთი მეტია და მეორე ნაკლები
-
ქართულად ვიტყოდი, რომ
ხუთი ნაკლებია 19-ზე
-
ამის ჩაწერის მათემატიკური
ხერხი უნდა მოვძებნოთ
-
მოდი ეს ნიშანი შემოვატრიალოთ და
მცირე ნაწილი მცირე რიცხვს მივუშვიროთ
-
ხოლო ნიშნის დიდი ნაწილი
დიდ რიცხვს
-
ამიტომ, რადგან ხუთი პატარაა და
ცხრამეტი დიდი, ჩავწერ ასე
-
ეს იკითხება, როგორც
ხუთი ნაკლებია 19-ზე
-
ერთს პლიუს ერთი ნაკლებია
ერთს პლიუს ერთი პლიუს ერთზე
-
ვამბობთ, რომ ეს რაოდენობა
ამ რაოდენობაზე ნაკლებია