შეუძლია წამალს თავიდან აგვაცილოს დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა?
-
0:01 - 0:04ეს ტუბერკულოზის პალატაა
-
0:04 - 0:08და იმ დროს, როდესაც ეს ფოტო გადაიღეს,
1800-იანი წლების ბოლოს, -
0:08 - 0:13შვიდიდან ერთი ადამიანი
ტუბერკულოზით იღუპებოდა. -
0:13 - 0:16აზრზე არ ვიყავით,
რა იწვევდა ამ დაავადებას. -
0:16 - 0:21ჰიპოთეზა იყო რომ ეს თქვენი ორგანიზმი იყო,
რაც მგძნობიარეს გხდიდათ. -
0:22 - 0:24ეს მეტისმეტად რომანტიზებული დაავადება იყო.
-
0:24 - 0:27ასევე ჭლექსაც ეძახდნენ,
-
0:27 - 0:33რომელიც პოეტების, ხელოვანების
და ინტელექტუალების დაავადება იყო. -
0:33 - 0:37ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად ფიქრობდა,
რომ ის მომატებულ მგრძნობელობასა -
0:37 - 0:40და შემოქმედებით გენიალურობას განიჭებდათ.
-
0:41 - 0:451950-იანი წლებისთვის,
უკვე ვიცოდით, რომ ტუბერკულოზი -
0:45 - 0:49ადვილად გადამდები
ბაქტერიული ინფექციით იყო გამოწვეული. -
0:49 - 0:51რაც ცოტათი ნაკლებ რომანტიკულია,
-
0:51 - 0:53მაგრამ ამას პოზიტიური მხარეც ჰქონდა.
-
0:53 - 0:57შესაძლებელი იყო პრეპარატები
შეგვექმნა მის სამკურნალოდ. -
0:57 - 1:00ექიმებმა ახალი წამალი,
იპრონიაზიდი, აღმოაჩინეს, -
1:00 - 1:03რომელზეც ფიქრობდნენ,
რომ ტუბერკულიოზს განკურნავდა. -
1:03 - 1:06როცა ის პაციენტებს მისცეს,
პაციენტები აღტაცებაში მოვიდნენ. -
1:07 - 1:10ისინი უფრო სოციალურები,
უფრო ენერგიულები გახდნენ. -
1:10 - 1:15ერთი-ერთი სამედიცინო დასკვნა გვეუბნება,
რომ ისინი "დარბაზებში ცეკვავდნენ". -
1:15 - 1:20და საუბედუროდ, ეს მაინცდამაინც იმას
არ ნიშნავდა რაომ ისინი უკეთ ხდებოდნენ, -
1:20 - 1:23რადგან უმეტესობა კვლავ კვდებოდა.
-
1:24 - 1:30სხვა სამედიცინო დასკვნა მათ,
როგორც "შეუსაბამოდ ბედნიერს" აღწერს. -
1:30 - 1:35და აი, ასე აღმოაჩინეს
პირველი ანტიდეპრესანტი. -
1:36 - 1:40შემთხვევითი აღმოჩენები
მეცნიერებაში უცხო არ არის, -
1:40 - 1:43მაგრამ ისინი საჭიროებენ უფრო მეტს,
ვიდრე ბედნიერ შემთხვევითობას. -
1:43 - 1:47როცა შემთხვევითობა მოხდება,
მასში აღმოჩენის ამოცნობა უნდა შეგეძლოთ. -
1:47 - 1:50როგორც ნეორომეცნიერი, მინდა ცოტა ხანს
-
1:50 - 1:52ჩემ უშუალო
გამოცდილებაზე მოგიყვეთ, -
1:52 - 1:55რომელსაც რაც გინდათ ის დაუძახეთ
ბრმა იღბლის გარდა. -
1:55 - 1:57მოდით, მას ჭკვიანური იღბალი ვუწოდით.
-
1:57 - 2:00თუმცა თავიდან,
პატარა ისტორიული წინასიტყვაობა. -
2:00 - 2:03საბედნიეროდ,1950-იანი წლებიდან,
-
2:03 - 2:07სხვა წამლებიც შევქმენით და ახლა
ტუბერკულიოზის განკურნება შეგვიძლია. -
2:07 - 2:11სხვა ქვეყნებში თუ არა,
შეერთებულ შტატებში მაინც, -
2:11 - 2:12სანატორიუმები დავხურეთ
-
2:12 - 2:16და ალბათ უმეტესი თქვენგანი
ძალიან არ ღელავს ტუბერკულიოზის თაობაზე, -
2:16 - 2:19მაგრამ ბევრი რამ, რაც 1900-იან წლებში
-
2:19 - 2:21ინფექციურ დაავადებებთან
დაკავშირებით ხდებოდა, -
2:21 - 2:24ახლა ხდება ფსიქიატრულ
დაავადებებთან დაკავშირებით. -
2:25 - 2:28ისეთი ნერვული აშლილობების
შუაგულ ეპიდემიაში ვართ, -
2:28 - 2:32როგორიცაა დეპრესია და პოსტ ტრავმული
სტრესული აშლილობა (PSTD). -
2:32 - 2:36აშშ-ში 4-დან ერთ ზრდასრულს
-
2:36 - 2:38ფსიქიკური დაავადება აწუხებს,
-
2:38 - 2:41რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირადად თქვენ,
-
2:41 - 2:44ან ვიღაცას თქვენ ოჯახში ეს არ გამოგიცდიათ,
-
2:44 - 2:47სავარაუდოდ ვიღაც ასეთს იცნობთ მაინც.
-
2:47 - 2:50თუმცა, ისინი ამის შესახებ
შეიძლება არ საუბრობენ. -
2:50 - 2:56დეპრესიამ ფაქტიურად აჯობა აივ ინფექციებს,
შიდსს, მალარიას, დიაბეტს და ომს, -
2:57 - 3:02როგორც წამყვანმა ქმედითუუნარობის
გამომწვევმა მიზეზმა მსოფლიოს მასშტაბით -
3:02 - 3:05და 1950-იანებში ტუბერკულოზის მსგავსად,
-
3:05 - 3:07ჩვენ არ ვიცით მას რა იწვევს.
-
3:07 - 3:10თუ განგივითარდათ,
შემდეგ ქრონიკულში გადადის, -
3:10 - 3:11მთელი ცხოვრება გრძელდება
-
3:11 - 3:14და განკურნება არ არსებობს.
-
3:14 - 3:19მეორე ანტიდეპრესანტი 1950-იანებში,
ასევე შემთხვევით აღმოვაჩინეთ. -
3:19 - 3:24ანტიჰისტამინურიდან, რომელიც ადამიანების
მანიაკალურ ქცევას იწვევდა. -
3:24 - 3:26ეს იყო იმიპრამინი.
-
3:26 - 3:30ტუბერკულიოზის
და ანტიჰისტამინურის შემთხვევაშიც, -
3:30 - 3:32ვიღაც უნდა მიმხვდარიყო,
-
3:32 - 3:34რომ წამალი, რომელიც ერთი მიზნით შეიქმნა,
-
3:34 - 3:37ტუბერკულიოზის და ალერგიის სამკურნალოდ,
-
3:37 - 3:39შეიძლებოდა სხვა რამის,
-
3:39 - 3:41კერძოდ, დეპრესიის
სამკურნალოდ გამოეყენებინათ. -
3:41 - 3:44მიზნობრიობის ამგვარი ცვლილება
საკმაოდ რთულია. -
3:44 - 3:48როდესაც ექიმებმა პირველად იპრონიაზიდის
განწყობის გამაუმჯობესებელი ეფექტი ნახეს, -
3:48 - 3:51ისინი ვერ მიხვდნენ რასთან ჰქონდათ საქმე.
-
3:51 - 3:53ისე მიეჩვივნენ ეს პრეპარატი,
-
3:53 - 3:56ტუბერკულიოზის სამკურნალო
საშუალებად აღექვათ, -
3:56 - 4:00რომ მათ ის მხოლოდ უარყოფით
გვერდით მოვლენებს მიაწერეს. -
4:00 - 4:02როგორც აქ ხედავთ,
-
4:02 - 4:061954 წელს, ბევრი პაციენტი,
მწვავე ეიფორიას განიცდიდა. -
4:07 - 4:09იყო წუხილი, რომ ამას შეეძლო
-
4:09 - 4:13ტუბერკულოზისაგან განკურნების
პროცესი რამენაირად შეეფერხებინა. -
4:13 - 4:17ამიტომ რეკომენდაცია იყო,
რომ იპრონიზიდი, -
4:17 - 4:20ტუბერკულოზის მხლოდ მძიმე შემთხვევებში
გამოყენებულიყო -
4:20 - 4:24და მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც
ემოციურად გაწონასწორებულები იყვნენ. -
4:24 - 4:28რაც,ზუსტად იმის საპირისპიროა,
როგორც დღეს ვიყენებთ ანტიდეპრესანტს. -
4:28 - 4:33ისე მიეჩვივნენ, ის მხოლოდ ამ ერთი
დაავადების პერსპექტივიდან დაენახათ, -
4:33 - 4:37რომ ვერ ხედავდნენ უფრო ფართე შედეგებს
სხვა დაავადებისთვის. -
4:37 - 4:40სიმართლე რომ ითქვას,
ეს მთლად მათი ბრალიც არ არის. -
4:40 - 4:43ფუნქციური სტერეოტიპები
ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. -
4:43 - 4:46ეს არის ტენდენცია, ობიექტზე იფიქრო
-
4:46 - 4:49მხოლოდ მისი ტრადიციული გამოყენების
თვალსაზრისით. -
4:49 - 4:51მენტალობა კიდევ ცალკე საკითხია.
-
4:51 - 4:55ეს ერთგვარი წინასწარგანწობის ჩარჩოა,
რომლითაც პრობლემებს ვუდგებით. -
4:56 - 4:59ეს მიზნობრიობის ცვლილებას,
საკმაოდ ართულებს ყველასთვის. -
4:59 - 5:02ვფიქრობ, ამიტომ შექმნეს
სატელევიზიო შოუ კაცზე, -
5:02 - 5:05რომელიც ნამდვილად შესანიშნავი იყო
მიზნობრიობის შეცვლაში. -
5:05 - 5:07(სიცილი)
-
5:07 - 5:12ორივე შემთხვევაში, იპრონიზიადისა
და იმიპრამინის ეფექტი -
5:12 - 5:16იმდენად ძლიერი იყო, რომ მანიას
და დარბაზში ცეკვას იწვევდა, -
5:16 - 5:18ამიტომ მათი აღმოჩენა არცაა გასაკვირი.
-
5:18 - 5:22თუმცა, საინტერესოა რა გამოგვეპარა.
-
5:22 - 5:25ასე რომ, იპრონიზიადი და იმიპრამინი
-
5:25 - 5:28მიზნობრიობის შეცვლის
ტიპურ მაგალითებზე უფრო მეტია. -
5:28 - 5:31მათ ორი სხვა რამ აქვთ საერთო,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია. -
5:31 - 5:33პირველი, მათ საშინელი გვერდითი
მოვლენები აქვთ, -
5:33 - 5:36როგორიცაა ღვიძლის ინტოქსიკაცია;
-
5:36 - 5:3920 კგ-ზე მეტით წონაში მატება;
-
5:39 - 5:41სუიციდალური მიდრეკილებები.
-
5:41 - 5:45და მეორე, ორივე მათგანი ზრდის
სეროტონინის დონეს, -
5:45 - 5:49ეს ტვინის ქიმიური სიგნალია,
ანუ ნეიროტრანსმიტერი. -
5:49 - 5:51პირველი, ან მეორე ცალკე
-
5:51 - 5:54შეიძლება არ ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი,
-
5:54 - 5:58მაგრამ ამ ორის ერთობლიობა ნიშნავდა, რომ
უფრო უსაფრთხო წამლები უნდა შეგვემუშავებინა -
5:58 - 6:02და რომ სეროტონინი საკმაოდ კარგ
დასაწყისად ჩანდა. -
6:02 - 6:03ასე რომ, შევიმუშავეთ წამლები
-
6:03 - 6:06რომლებიც უფრო მეტად
სეროტონინზე იყვნენ ფოკუსირებული. -
6:06 - 6:10ეს იყო სეროტონინის უკუმიტაცების
სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები). -
6:10 - 6:12მათგან ყველაზე ცნობილი პროზაკია.
-
6:12 - 6:14ეს იყო 30 წლის წინ
-
6:14 - 6:17და მას შემდეგ, ძირითადად ამ წამლების
გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. -
6:17 - 6:21სუსი-ები მის წინამორბედებზე
უკეთესი წამლებია, -
6:21 - 6:23მაგრამ ბევრი გვერდითი მოვლენა მაინც აქვთ;
-
6:23 - 6:26როგორიცაა წონის მატება, უძილბა,
-
6:26 - 6:28სუიციდალური მიდრეკილებები
-
6:28 - 6:30და მოქმედებისთვის დიდი დრო სჭირდებათ.
-
6:30 - 6:33ბევრი პაციენტისთვის დაახლოებით
4-დან 6 კვირამდე -
6:33 - 6:36და ეს იმათზე ვიზეც მოქმედებს,
-
6:36 - 6:38ბევრ პაციენტზე ეს წამლები
საერთოდ არ მოქმედებს. -
6:38 - 6:41ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა, 2016 წელს,
-
6:42 - 6:45ფსიქიკურ დარვევებს კვლავაც ვერ ვკურნავთ,
-
6:45 - 6:48მხოლოდ სიმპტომების
ჩამხშობი წამლები გვაქვს. -
6:48 - 6:51რაც იგივეა, რომ ინფექციის დროს
ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ -
6:52 - 6:53ანტიბიოტიკის ნაცვლად.
-
6:53 - 6:55ტკივილგამაყუჩებელი თავს უკეთ
გაგრძნობინებთ, -
6:55 - 6:59მაგრამ ვერ უმკურნალებს
ტკივილის გამომწვევ დაავადებას. -
6:59 - 7:01ჩვენი აზროვნების მოქნილობამ,
-
7:01 - 7:04საშუალება მოგვცა მივმხვდარიყავით,
რომ იპრონიზიადისა და იმიპრამინისთვის, -
7:04 - 7:06მიზნობრიობა ამგვარად შეგვეცვალა,
-
7:06 - 7:08რამაც სეროტონინის
ჰიპოტეზასათან მიგვიყვანა, -
7:08 - 7:12რომელზეც რა ირონიულიც არ უნდა იყოს,
მეტისმეტად ჩავიციკლეთ. -
7:12 - 7:16ეს არის ტვინში სეროტონინის სიგნალი
სუსი-ს რეკლამიდან. -
7:16 - 7:19თუ ვერ მიხვდით, ეს რეკონსტრუქციაა.
-
7:19 - 7:23მეცნიერებაში ვცდილობთ ობიექტურები ვიყოთ.
-
7:23 - 7:25ორმაგი ბრმა ექსპერიმეტების ჩატარებით,
-
7:25 - 7:29ან მოსალონდელ შედეგებზე
სტატისტიკური არაინფორმირებულობით. -
7:29 - 7:33მაგრამ მიკერძოებულობა უფრო
ეშმაკურად აღწევს საკვლევ საგანში -
7:33 - 7:36და ასევე მის შერჩევის პროცესში.
-
7:36 - 7:40უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში,
სეროტონინზე ვართ ფოკუსირებულები, -
7:40 - 7:43ისე რომ, ხშირად სხვა რამეებს გამოვრიცხავთ.
-
7:43 - 7:45ჩვენ კვლავაც ვერ ვკურნავთ დეპრესიას
-
7:45 - 7:49და იქნებ მხოლოდ სეროტონინი
არც არის დეპრესიასთან კავშირში? -
7:49 - 7:51იქნება ის ამის მთავარი ნაწილიც კი არ არის?
-
7:51 - 7:53ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს
რამდენ დროს, -
7:53 - 7:56ფულს, ან ძალისხმევას ჩავდებთ ამაში,
-
7:56 - 7:58ის არასოდეს მიგვიყვანს განკურნებამდე.
-
7:58 - 8:01გასული რამდენიმე წლის განმავლობაში
ექიმებმა აღმოაჩინეს, -
8:01 - 8:06ალბათ, პირველი ნამდვილად ახალი
ანტიდეპრესანტი სუსი-ს შემდეგ. -
8:07 - 8:08ესაა კალიპსოლი.
-
8:08 - 8:11ეს წამალი ძალიან სწრაფად მოქმედებს,
რამდენიმე საათის, ან დღის განმავლობაში -
8:11 - 8:13და არ მუშაობს სეროტონინზე.
-
8:13 - 8:16ის მუშაობს გლუტამატზე,
რომელიც სხვა ნეიროტრანსმიტერია -
8:16 - 8:18და ასევე მიზანშეცვლილია.
-
8:18 - 8:21ის ქირურგიაში ტრდიციულად
ანესთეზიისათვის გამოიყენება, -
8:22 - 8:25მაგრამ სხვა წამლებისგან განსხვავებით,
რომლებიც საკმაოდ სწრაფად ამოიცნეს, -
8:25 - 8:2920 წელი დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად,
რომ კალიპსოლი ანტიდეპრესანტი იყო. -
8:29 - 8:32მიუხედავად იმისა, რომ ის ალბათ
უკეთესი ანტიდეპრესანტია, -
8:32 - 8:34ვიდრე სხვა წამლები.
-
8:34 - 8:38ალბათ სწორედ იმიტომ,
რომ ის უკეთესი ანტიდეპრესანტია, -
8:38 - 8:40უფრო რთული ამოსაცნობი გახდა,
-
8:40 - 8:43არანაირი მანია არ გამოუწვევია,
რომ მისი ეფექტი გვეგრძნო. -
8:43 - 8:462013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში,
-
8:46 - 8:47ჩემს კოლეგასთან,
-
8:47 - 8:49დოქტორ კრისტინე ენ დენისთან
ერთად ვმუშაბდი -
8:49 - 8:51და ჩვენ კალიპსოლს
-
8:51 - 8:53როგორც ანტიდეპრესანტს
ვიკვლევდით თაგვებში. -
8:53 - 8:56კალიპსოლს ნამდვილად ძალიან მოკლე
ნახევრადდაშლის პერიოდი აქვს, -
8:56 - 8:58რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სხეულიდან
-
8:58 - 9:00რამდენიმე საათის შემდეგ გამოდის.
-
9:00 - 9:02ჩვენ მხოლოდ ექსპერიმენტს ვატარებდით.
-
9:02 - 9:03თაგვს ინექციას გავუკეთებდით
-
9:03 - 9:05და შემდეგ ერთი კვირა დავიცდიდით
-
9:05 - 9:08და შემდეგ ვატარებდით სხვა ექსპერიმენტს,
ფული რომ დაგვეზოგა. -
9:08 - 9:10ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელსაც ვატარებდი,
-
9:10 - 9:12თაგვებს სტრესს ვაყენებდით,
-
9:12 - 9:14ეს იყო ჩვენი დეპრესიის მოდელი.
-
9:14 - 9:17თავდაპირველად ისე ჩანდა,
რომ თითქოს ის საერთოდ არ მუშაობდა -
9:17 - 9:20და შიეძლებოდა შეგვეწყვიტა,
-
9:20 - 9:22მაგრამ ამ მოდელით
წლების მანძილზე მიმუშავია -
9:22 - 9:25და ეს მონაცემები რაღაც
უცნაურად გამოიყურებოდა. -
9:25 - 9:27რაღაც არ იყო წესრიგში.
-
9:27 - 9:29ასე რომ, თავიდან გავაანალიზეთ
-
9:29 - 9:32მხელდველობაში მივიღეთ გაუკეთდა თუ არა
-
9:32 - 9:35თაგვებს კალისპოლის ინექცია
ერთი კვირით ადრე. -
9:35 - 9:37ეს დაახლებით ასე გამოიყურებოდა.
-
9:37 - 9:39თუ უკიდურეს მარცხენა მხარეს შევხედავთ,
-
9:39 - 9:42თუ თაგვს ახალ სივრცეში დასვამთ
-
9:42 - 9:44ეს ახალი ყუთია,
თაგვი ძალიან აღფრთოვანებულია. -
9:44 - 9:46ის შემოივლის ყუთს და შეისწავლის.
-
9:46 - 9:50ეს ვარდისფერი ხაზი, მათ სიარულს ზომავს.
-
9:50 - 9:54ჩვენ მას სხვა თაგვიც ჩავუსვით
ფანქრის ჭიქაში, -
9:54 - 9:56რომ თუ გადაწყვეტს იურთიერთოს.
-
9:56 - 9:59თუ ვერ მიხვდით, ეს ასევე რეკონსტრუქციაა.
-
9:59 - 10:03ჯანმრთელი თაგვი შეისწავლის.
-
10:03 - 10:04ის სოციალური იქნება.
-
10:04 - 10:05ნახეთ რა ხდება,
-
10:05 - 10:08დეპრესიის ამ მოდელში, თუ თაგვს დასტრესავთ,
-
10:08 - 10:10ეს მოდელი შუა ყუთშია.
-
10:11 - 10:13ისინი არ არიან სოციალურები
და არ შეისწავლიან. -
10:13 - 10:17ისინი ძირითადად მხოლოდ უკანა კუთხეში
ჭიქის უკან იმალებიან. -
10:17 - 10:20სამაგიეროდ თაგვები, რომლებსაც
კალისპოლის ერთი ინექცია გავუკეთეთ, -
10:20 - 10:22ისინი თქვენ მარჯვნივ არიან.
-
10:22 - 10:25ისინი შეისწავლიდნენ გარემოს,
იყვნენ სოციალურები. -
10:25 - 10:28ისე გამოიყურებოდნენ,
თითქოს სტრესი არასდროს მიუღიათ, -
10:28 - 10:30რაც შეუძლებელია.
-
10:30 - 10:33ასე რომ, შეგვეძლო აქ შეგვეწყვიტა,
-
10:33 - 10:37მაგრამ კრისტინს ადრე კალისპოლი,
ანესთეზიად ჰქონდა გამოყენებული -
10:37 - 10:39და მან რამდენიმე წლის წინ ნახა,
-
10:39 - 10:42რომ ის რაღაც უცნაური გავლენებს
ახდენდა უჯრედებსა და სხვა ქცევებზე, -
10:42 - 10:45რომელებიც თითქოს წამლის შემდეგ
დიდხანს ნარჩუნდებოდა, -
10:45 - 10:47შეიძლება რამდენიმე კვირაც.
-
10:47 - 10:49მაშ, ვიფიქრეთ რომ შეიძლება ეს,
სრულიად გამორიცხული არ იყო, -
10:49 - 10:52მაგრამ ნამდვილად სკეპტიკურად
ვიყავით განწყობილები -
10:52 - 10:54და გავაკეთეთ ის,
რასაც მეცნიერებაში აკეთებენ, -
10:54 - 10:55როცა დარწმუნებულები არ არიან,
-
10:55 - 10:57ექსპერიმენტი ახლიდან ჩავატარეთ.
-
10:57 - 10:59მახსოვს ცხოველების ოთახში ყოფნისას,
-
11:00 - 11:03როგორ გადამყავდა თაგვები ყუთიდან
ყუთში გამოსაცდელად. -
11:03 - 11:07კრისტინი იატაკზე იჯდა,
კომპიუტერით მუხლებზე, -
11:07 - 11:09ისე რომ თაგვები მას ვერ ხედავდნენ.
-
11:09 - 11:11ის მონაცემებს რეალურ დროში აანალიზებდა
-
11:11 - 11:12და მახსოვს დავიყვირეთ,
-
11:12 - 11:15ამის გაკეთება ცხოველების ოთახში
სადაც ცდას ატარებთ არ შეიძლება, -
11:15 - 11:17ვიყვირეთ, რადგან ამან იმუშავა.
-
11:17 - 11:21თითქოს თაგვები სტრესისგან იყვნენ დაცულები,
-
11:21 - 11:24ანუ შეუსაბამოდ ბედნიერნი იყვნენ,
რაც გინდათ ის დავუძახოთ. -
11:24 - 11:27ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით.
-
11:27 - 11:29შემდეგ კი, სკეპტიკურად განვეწყვეთ.
-
11:29 - 11:32იმდენად კარგი შედეგი მივიღეთ,
რომ ძნელად დასაჯერებელი იყო. -
11:32 - 11:34ასე რომ, ექსპერიმენტი თავიდან ჩავატარეთ.
-
11:34 - 11:37შემდეგ კიდევ ერთხელ პოსტ ტრავმული
სტრესული აშლილობის მოდელით -
11:37 - 11:39და ასევე ფსიქოლოგიური მოდელით,
-
11:39 - 11:41სადაც თაგვებს სტრესის ჰორმონები გავუკეთეთ.
-
11:41 - 11:43ის ჩვენმა ბაკალავრებმა ჩაატარეს.
-
11:43 - 11:47და შემდეგ ეს ცდა ჩვენმა კოლეგებმაც
ჩაატარეს შორეულ საფრანგეთში. -
11:48 - 11:51ყოველ ჯერზე, როცა ვიღაცამ ეს ცდა ჩაატარა,
იგივე დადასტურდა. -
11:51 - 11:54ჩანდა, რომ კალისპოლის ეს ერთი ინექცია,
-
11:54 - 11:57სტრესისგან დაცვას როგორღაც უზრუნველყოფდა
კვირების განმავლობაში. -
11:57 - 11:59ეს შედეგები მხოლოდ
ერთი წლის წინ გამოვაქვეყნეთ, -
11:59 - 12:03მაგრამ მას შემდეგ,სხვა ლაბორატორიებმაც,
ცალკე დაადასტურეს ეს ეფექტი. -
12:04 - 12:06თუმცა არ ვიცით რა იწვევს დეპრესიას,
-
12:06 - 12:12მაგრამ ვიცით, რომ 80%-ში
სტრესია გამომწვევი. -
12:12 - 12:15დეპრესია და სტრესული აშლილობა
სხვადასხვა დაავადებებია, -
12:15 - 12:17მაგრამ ერთ რამე აქვთ საერთო.
-
12:17 - 12:19ეს არის ტრავმული სტრესი,
-
12:19 - 12:22როგორიცაა ბრძოლა, სტიქიური უბედურებები,
-
12:22 - 12:24საზოგადოებრივი ან სექსუალური ძალადობა,
-
12:24 - 12:27რაც პოსტ-ტრავმატულ სტრესულ
აშლილობას იწვევს. -
12:27 - 12:33თუმცა, სტრესის ყველა მსხვერპლს
არ უვითარდება ფსიქიკური დარღვევები. -
12:33 - 12:36ეს უნარი, განიცადო სტრესი და გაუძლო,
-
12:36 - 12:40მომჯობინდე და არ განგივითადრეს დეპრესია,
ან სტრესული აშლილობა, -
12:40 - 12:45ცნობილია, როგორც სტრესისადმი მდგრადობა
და ის ადამიანებში განსხვავებულია. -
12:45 - 12:48ჩვენ ამას ყოველთვის მოვიაზრებდით,
როგორც პასიურ თვისებას. -
12:48 - 12:51ესაა მგრძნობელობის
-
12:51 - 12:54და ამ დარღვევების განვითარების
რისკების არ არსებობა. -
12:54 - 12:56მაგრამ რა იქნებოდა ეს თვისებები
აქტიური რომ ყოფილიყო? -
12:56 - 12:58შეიძლება გაგვეუმჯობესებინა,
-
12:58 - 13:01ერთგვარი ჯავშანი ჩაგვეცვა.
-
13:01 - 13:04ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ
-
13:04 - 13:07მდგრადობის გასაუმჯობესებელი
პირველი წამალი. -
13:07 - 13:10როგორც ვთქვი, მხოლოდ მცირე
რაოდენობის წამალი გამოვიყენეთ -
13:10 - 13:11და მან კვირები გასტანა.
-
13:11 - 13:14ეს ანტიდეპრესტანტებისგან
განსხვავებული შედეგია. -
13:14 - 13:19მაგრამ ის ნაწილობრივ ჰგავს,
იმუნური ვაქცინების შედეგს. -
13:19 - 13:22იმუნური ვაქცინაციის შემდეგ,
-
13:22 - 13:26კვირების, თვეების და წლების განმავლობაში,
-
13:26 - 13:28როცა ბაქტერიას გადაეყრებით,
-
13:28 - 13:30მაშინ უკვე ვაქცინა აღარ გიცავთ,
-
13:30 - 13:32არამედ თქვენი საკუთარი იმუნური სისტემა,
-
13:32 - 13:35რომელმაც ბაქტერიის მიმართ
გამძლეობა და მდგრადობა გამოიმუშავა -
13:35 - 13:37და უკუაგდებს მას.
-
13:37 - 13:38თქვენ აღარასდროს ინფიცირდებით.
-
13:38 - 13:41რაც ძალიან განსხვავდება მკურნალობისაგან.
-
13:41 - 13:45ამ შემთხვევაში, თქვენ ინფიცირდებით,
-
13:45 - 13:49ავად ხდებით, შემდეგ იღებთ ანტიბიოტიკს,
რომელიც გკურნავთ. -
13:49 - 13:52ეს წამლები ბაქტერიას კლავენ.
-
13:53 - 13:55ან როგორც ადრე ვახსენე
პალიატიური მზრუნველობისას, -
13:55 - 13:58ისეთ პრეპარატს ღებულობთ,
რაც სიმპტომებს ახშობს, -
13:58 - 14:01მაგრამ ინფექციას არ კურნავს
-
14:01 - 14:04და თავს უკეთ მხოლოდ მაშინ იგრძნობთ,
როდესაც მას ღებულობთ -
14:04 - 14:06და ამიტომაც უნდა გააგრძელოთ მისი მიღება.
-
14:06 - 14:09დეპრესიისა და სტრესული აშლილობის დროს,
-
14:09 - 14:11ვიცით თქვენი სტრესული მდგომარეობა
-
14:11 - 14:14და მხოლოდ პალიატური მზრუნველობა შეგვიძლია.
-
14:14 - 14:16ანტიდეპრესანტები მხოლოდ სიმპტომებს ახშობენ
-
14:16 - 14:19და ამიტომაც თქვენ გიწევთ მათი
მუდმივად მიღება -
14:19 - 14:21მთელი ავადმყოფობის პერიოდში,
-
14:21 - 14:24რაც ხშირად სიცოცხლის ხანგრძლივობაა.
-
14:24 - 14:28მდგრადობის გამაძლიერებელ წამლებს
"პარავაქცინებს" ვეძახით, -
14:28 - 14:30რაც ვაქცინის მსგავსს გულისხმობს,
-
14:30 - 14:32რადგან, როგორც ჩანს
მათ სტრესისგან დაცვის -
14:32 - 14:34პოტენციალი აქვთ
-
14:34 - 14:37და შეუძლიათ თაგვები დეპრესიის
-
14:37 - 14:40და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის
ჩამოყალიბებისგან დაიცვან. -
14:41 - 14:44ყველა ანტიდეპრესანტი პარავაქცინა არ არის.
-
14:45 - 14:46პროზაკიც გამოვცადეთ
-
14:46 - 14:49და მას ეფექტი არ ჰქონდა.
-
14:49 - 14:52ეს ყველაფერი ადამიანზე რომ გადავიტანოთ,
-
14:52 - 14:55შეიძლება იმ ადამიანების
დაცვა მოვახერხოთ, -
14:55 - 14:58რომლებიც სტრესით გამოწვეული
დაღვევების რისკის ქვეშ არიან, -
14:58 - 15:01როგორებიცაა დეპრესია და პოსტ-ტრავმული
სტრესული აშლილობა. -
15:01 - 15:04ესენია საგანგებო სამსახურის
თანამშრომლები, მეხანძრეები, -
15:04 - 15:08დევნილები, პატიმრები და ციხის მცველები,
-
15:08 - 15:11ჯარიკაცები და ა.შ.
-
15:11 - 15:15ამ დაავადების მასშტაბებში რომ გაგარკვიოთ,
-
15:16 - 15:192010 წელს ამ დაავადებებზე გლობალურად
-
15:19 - 15:232.5 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა
-
15:23 - 15:25და რადგანაც ისინი ქრონიკულია,
-
15:25 - 15:28ხარჯი აკუმულირდება და ამიტომაც,
შემდეგი 15 წლის განმავლობაში. -
15:28 - 15:32ექვს ტრილიონზე მეტი დოლარით,
მისი ზრდაა მოსალოდნელი. -
15:32 - 15:34როგორც ადრე ვახსენე
-
15:34 - 15:38მიზნობრიობის შეცვლა შეიძლება რთული იყოს,
ჩვენი წინასწარგანწყობების გამო. -
15:39 - 15:43კალიპსოლს სხვა სახელიც აქვს, კეტამინი,
-
15:43 - 15:46რომელიც ასევე სხვა სახელით გამოდის
-
15:46 - 15:47"განსაკუთრებული K".
-
15:47 - 15:50რომელიც კლუბების ნარკოტიკია.
-
15:50 - 15:54ის მსოფლიოში კვლავ გამოიყენება,
როგორც ანესთეზიის საშუალება; -
15:54 - 15:56გამოიყენება ბავშვებში;
ვიყენებთ ბრძოლის ველზე. -
15:57 - 16:00ბევრ განვითარებად ქვეყანაში,
მას ანიჭებენ უპირატესობას, -
16:00 - 16:02რადგან სუნთქვაზე არ მოქმედებს.
-
16:02 - 16:06ის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის
ყველაზე საჭირო მედიკამენტების სიაშია. -
16:07 - 16:10კეტამინი თავიდანვე,
როგორც პარავაქცინა ისე რომ აღმოგვეჩინა, -
16:11 - 16:14მისი შექმნა საკმაოდ მარტივი იქნებოდა,
-
16:14 - 16:18მაგრამ ამჟამად ჩვენს
ფუნქციურ სტერეოტიპებთან -
16:18 - 16:21და მენტალიტეტთან გამკლავება გვიწევს.
-
16:22 - 16:26საბედნიეროდ, ეს ჩვენს მიერ აღმჩენილი
ერთადერთი ნაერთი არაა, -
16:26 - 16:29რომელსაც ასეთი პარავაქცინური
პროფილაქტიკური თვისება აქვს, -
16:29 - 16:32მაგრამ ყველა სხვა წამალი,
ან თუ გნებავთ შენაერთი -
16:32 - 16:33რომელიც აღმოვაჩინეთ,
-
16:33 - 16:36სრულიად ახალია და მოუწევთ
საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან(FDA) -
16:36 - 16:39რეგისტრაციის სრული პროცესის გავლა,
თუ მოახერხეს, -
16:39 - 16:42მანამ სანამ ადამიანებზე შევძლებთ
მათ გამოყენებას, -
16:42 - 16:44ამას კი წლები დასჭირდება.
-
16:44 - 16:47ამიტომ, თუ უფრო სწრაფად გვინდა
გვქონდეს რამე საშუალება, -
16:47 - 16:51კეტამინი უკვე FDA-ს მიერაა რეგისტრირებული,
ჯენერიკია და ხელმისაწვდომი. -
16:51 - 16:55შეგვიძლია ის მიზერული თანხით
და მიზერულ დროში ჩევქმნათ, -
16:56 - 17:01მაგრამ ფუნქციური სტერეოტიპებისა
და მენტალიტეტის მიღმა, -
17:01 - 17:04მიზნობრიობის შეცვლისთვის,
სხვა დაბრკოლებაც არსებობს, -
17:04 - 17:06ესაა პოლიტიკა.
-
17:06 - 17:08არ არსებობს სტიმული,
-
17:08 - 17:12როცა პრეპარატი უკვე ჯენერიკია
და აღარც ექსკლუზიურია, -
17:12 - 17:15რთულია ფარმაცევტული კომპანიები
მათ შექმნაზე წაახალისო, -
17:15 - 17:16რადგან ფულს ვერ შოულობენ.
-
17:16 - 17:20ეს არა მხოლოდ კეტამინისთვისაა ასე,
არამედ სხვა წამლებისთვისაც. -
17:21 - 17:26მიუხედავად ყველაფრისა,
თავისთავად წამლების გამოყენების იდეა -
17:26 - 17:30არა მკურნალობის,
არამედ პრევენციისთვის, -
17:30 - 17:32ფსიქიატრიაში სრულად ახალია,
-
17:33 - 17:38შესაძლებელია რომ 20, 50, 100 წლის შემდეგ,
-
17:38 - 17:42დეპრესიას და სტრესულ აშლილობას
ისე შევხედოთ, -
17:42 - 17:45როგორც ტუბერკულოზის
სანატორიუმებს ვუყურებთ, -
17:45 - 17:47როგორც წარსულს.
-
17:47 - 17:52ეს შეიძლება იყოს ფსიქიკური დაავადებების
ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. -
17:53 - 17:57მაგრამ როგორც დიდებულმა
მეცნიერმა ერთხელ თქვა: -
17:58 - 18:00"მხოლოდ სულელია ყველაფერში დარწმუნებული,
-
18:00 - 18:04ბრძენი კაცი კი ვარაუდობს".
-
18:04 - 18:05მადლობა.
-
18:06 - 18:10(აპლოდისმენტები)
- Title:
- შეუძლია წამალს თავიდან აგვაცილოს დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა?
- Speaker:
- რებეკა ბრაქმანი
- Description:
-
გზა უკეთესი წამლისკენ შემთხვევითი, თუმცა რევოლუციური აღმოჩენებითაა გაკვალული. ამ კარგად მოყოლილ ამბავში, იმაზე, თუ როგორ მუშაობს მეცნიერება, ნეორომეცნიერი რებეკა ბრაქმანი გვიზიარებს სიახლეებს მოულოდნელად აღმოჩენილ მკურნალობაზე, რომელსაც თავიდან შეუძლია აგვაცილოს ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. მოუსმინეთ მოულოდნელობებს და განვითარებას.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 18:23
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Could a drug prevent depression and PTSD? |