ემი ქადი: თქვენ თქვენი სხეულის ენა გაყალიბებთ
-
0:01 - 0:04მინდა იმით დავიწყო, რომ შემოგთავაზოთ ერთი უფასო
-
0:04 - 0:06რჩევა - ცხოვრებისეული ხრიკი
-
0:06 - 0:09ამისათვის კი საჭიროა, რომ თქვენ
-
0:09 - 0:13ორი წუთით შეიცვალოთ პოზა.
-
0:13 - 0:16მაგრამ, სანამ ამ ხრიკს გაგიზიარებთ, მინდა გთხოვოთ, რომ
-
0:16 - 0:20”დაათვალიეროთ” საკუთარი სხეული და გაიაზროთ, რა მდგომარეობაშია ის ახლა.
-
0:20 - 0:22რამდენი თქვენგანი ცდილობს, რომ დაპატარავდეს?
-
0:22 - 0:25შეიძლება მოხრილი ხართ, ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული,
-
0:25 - 0:26ან ხელები გაქვთ გადაჯვარედინებული.
-
0:26 - 0:30ხანდახან ხელებს ასე ვიჭერთ,
-
0:30 - 0:33ხანდახან ვშლით მათ. (ისმის სიცილი)
-
0:33 - 0:36გხედავთ. (ისმის სიცილი)
-
0:36 - 0:38მოკლედ, მინდა, რომ დააკვირდეთ იმას, თუ რას აკეთებთ ამ წუთას.
-
0:38 - 0:40ჩვენ ამ საკითხს რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით
-
0:40 - 0:44და მე იმედი მაქვს, რომ ჩემს ხრიკს ოდნავ მაინც თუ აუღებთ ალღოს,
-
0:44 - 0:47შეძლებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
-
0:47 - 0:52ამგვარად, ჩვენ ძალიან გვიტაცებს სხეულის ენა,
-
0:52 - 0:54მით უფრო მეტად გვაინტერესებს
-
0:54 - 0:56სხვა ადამიანების სხეულის ენა.
-
0:56 - 1:00აი ხომ იცით, ჩვენ გვაინტერესებს როცა (ისმის სიცილი)
-
1:00 - 1:05იგრძნობა უხერხულობა ურთიერთობაში, ან ვამჩნევთ ღიმილს,
-
1:05 - 1:09ან ზიზღნარევ მზერას, ან ძალიან ტლანქად ჩაკრულ თვალს,
-
1:09 - 1:12ან სულაც ხელის ჩამორთმევას.
-
1:12 - 1:15საუბრობს მთხრობელი: აი ისინიც გამოჩნდნენ 10 ნომერთან და შეხედეთ
-
1:15 - 1:17პოლიციელს გაუმართლა, მას პრეზიდენტმა ჩამოართვა ხელი.
-
1:17 - 1:20აშშ-ს პრეზიდენტმა! და აი, ახლა
-
1:20 - 1:25პრემიერ-მინისტრიც - ? მაგრამ არაო! (ისმის სიცილი)
-
1:25 - 1:27(ისმის სიცილი) (ისმის აპლოდისმენტები)
-
1:27 - 1:31საუბრობს ემი ქადი: ანუ ხან, რომ ჩამოართმევენ ხელს და ხან არა.
-
1:31 - 1:34რაც, შესაძლოა კვირების განმავლობაში განიხილებოდეს.
-
1:34 - 1:36მათ შორის BBC-სა და New York Times-ში.
-
1:36 - 1:40ცხადია, როცა ჩვენ სხეულის ენაზე ვსაუბრობთ,
-
1:40 - 1:43რასაც სოციალურ მეცნიერებაში ჩვენ არავერბალურ ქცევას ვუწოდებთ --
-
1:43 - 1:46რადგანაც ეს ენაა, ბუნებრივია, კომუნიკაციის თემა გვახსენდება.
-
1:46 - 1:48ხოლო, როცა კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, იქვე ვგულისხმობთ ურთიერთობებსაც.
-
1:48 - 1:51რას მეუბნება მე თქვენი სხეულის ენა?
-
1:51 - 1:54ან პირიქით, როგორ გესმით თქვენ ჩემი სხეულის ენა?
-
1:54 - 1:58მრავალი მიზეზის გამო, მართებულია ამ საკითხის ასეთ ჭრილში განხილვა.
-
1:58 - 2:00მართლაც, მეცნიერებმა სოციალურ სფეროში ბევრი
-
2:00 - 2:04დრო დახარჯეს, იმისათვის, რომ შეესწავლათ ჩვენი და
-
2:04 - 2:06სხვების სხეულის ენის გავლენა ადამიანების მსჯელობაზე.
-
2:06 - 2:10ჩვენ ძალიან სწრაფად გვექმნება წარმოდგენა და აზრი ადამიანზე, მისი სხეულის ენიდან გამომდინარე.
-
2:10 - 2:14და ამ წარმოდგენებსა და აზრებს, შესაძლოა რეალური და მნიშვნელოვანი შედეგები მოყვეს.
-
2:14 - 2:17მაგალითად, ადამიანის სამუშაოზე აყვანა, დაწინაურება ან პაემანზე დაპატიჟება.
-
2:17 - 2:22მაგალითად, ნალინი ამბადი, მკვლევარი ტაფტის უნივერსიტეტიდან
-
2:22 - 2:27გვეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები ნახავენ 30 წამიან უხმო ვიდეო-კლიპს
-
2:27 - 2:30რომელიც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ასახავს რეალურ სიტუაციაში,
-
2:30 - 2:32ის თუ, რამდენად დადებითი წარმოდგენა შეექმნათ მათ ექიმზე,
-
2:32 - 2:35გამოდგება იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, უჩივლებენ თუ არა მას
-
2:35 - 2:37აქ საუბარი იმდენად იმაზე კი არ არის, არის თუ არა
-
2:37 - 2:39ეს ექიმი კომპეტენტური, არამედ იმაზე, მოგვწონს თუ არა ეს ადამიანი
-
2:39 - 2:42და ის თუ, როგორ იქცეოდა ის მოცემულ სიტუაციაში.
-
2:42 - 2:45კიდევ უფრო შთამბეჭდავია პრინსოტნის უნივერსიტეტიდან ალექს თოდოროვის აღმოჩენა,
-
2:45 - 2:49რომ პოლიტიკური კანდიდატების სახეებზე
-
2:49 - 2:53ერთწამიანი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი 70 პროცენტით ემთხვევა აშშ-ს სენატორებისა
-
2:53 - 2:57გუბერნატორების არჩევნების შედეგებს.
-
2:57 - 2:59უფრო მეტიც, ახლა ციფრულ სამყაროზე გადავიდეთ,
-
2:59 - 3:03”ემოტიკონებს”, რომლებიც ონლაინ მოლაპარაკებებში გამოიყენება,
-
3:03 - 3:06შეუძლიათ კიდევ უფრო წარმატებული გახადონ მოლაპარაკება.
-
3:06 - 3:09ანუ გირჩევნიათ ისინი კარგად გამოიყენოთ, არა?
-
3:09 - 3:12როცა ჩვენ არავერბალურ ენას განვიხილავთ, გვაინტერესებს, როგორ განვსჯით
-
3:12 - 3:15სხვებს, ან სხვები, როგორ განგვსჯიან ჩვენ და რა შედეგები მოყვება ამას.
-
3:15 - 3:17თუმცა, ჩვენ ხშირად გვავიწყდება სხვა აუდიტორია,
-
3:17 - 3:21რომელზეც ჩვენი სხეულის ენა ახდენს გავლენას. და ეს აუდიტორია თავად ჩვენ ვართ .
-
3:21 - 3:24ჩვენი სხეულის ენა ჩვენზეც ზემოქმედებს. ის გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე,
-
3:24 - 3:26ჩვენს გრძნობებზე და ჩვენს ფიზიოლოგიაზე.
-
3:26 - 3:29და მაინც, რას ვგულისხმობ ამ სხეულის ენაში?
-
3:29 - 3:32მე სოციალური ფსიქოლოგი ვარ და სტერეოტიპულ განწყობებს (prejudice) შევისწავლი.
-
3:32 - 3:35მაღალრეიტინგულ ბიზნეს-სკოლაში ვასწავლი,
-
3:35 - 3:39ამდენად, ჩემი დაინტერესება ძალაუფლების თემით გარდაუვალი იყო.
-
3:39 - 3:43კერძოდ, მე დავინტერესდი ძალაუფლებისა და
-
3:43 - 3:45დომინანტურობის არავერბალური გამოხატულებებით.
-
3:45 - 3:48როგორია ძალაუფლებისა და დომინანტურობის არავერბალური გამოხატულებები?
-
3:48 - 3:50აი, როგორია!
-
3:50 - 3:53ამგვარად, ცხოველთა სამყაროში ის სხეულის გაშლას, განვრცობას გულისხმობს.
-
3:53 - 3:56შენ ფართოდ იშლები და იწელები, რომ უფრო დიდი გამოჩნდე,
-
3:56 - 3:59რომ მეტი სივრცე დაიკავო ანუ არსებითად, უფრო მეტად გამოჩნდე .
-
3:59 - 4:02დიახ, უფრო მეტად გამოჩნდე. და ეს მართლაც ასეა
-
4:02 - 4:06ცხოველთა სამყაროში. და ეს მხოლოდ პრიმატებს არ ეხება,
-
4:06 - 4:09ადამიანებიც ზუსტად ასე იქცევიან. (ისმის სიცილი)
-
4:09 - 4:13ამას ყოველთვის აკეთებენ, მაშინაც, როცა მუდმივად გრძნობენ ძალაუფლებას
-
4:13 - 4:16და მაშინაც, როცა ეს გრძნობა დროებითია.
-
4:16 - 4:19აი ეს, მაგალითად, ძალიან საინტერესოა! ის აჩვენებს
-
4:19 - 4:23თუ რამდენად უნივერსალური და დროში გამოცდილია ძალაუფლების ამგვარი გამოხატულებები.
-
4:23 - 4:25აი ეს მდგომარეობა, რომელიც სიამაყეს გამოხატავს,
-
4:25 - 4:28ჯესიკა თრეისიმ შეისწავლა. მან დაადგინა, რომ
-
4:28 - 4:31ადამიანები, ვისაც არ ჰქონია მხედველობის პრობლემები
-
4:31 - 4:33და ისინიც, ვინც დაბადებით უსინათლონი არიან, ასე აკეთებენ,
-
4:33 - 4:36როცა სპორტულ შეჯიბრებაში იმარჯვებენ.
-
4:36 - 4:38როცა ისინი ფინიშის ხაზს გადაკვეთენ და გამარჯვებულნი არიან,
-
4:38 - 4:40არ აქვს მნიშვნელობა, უნახავთ თუ არა სხვა როგორ იქცევა ამ დროს.
-
4:40 - 4:41ისინი ასე აკეთებენ.
-
4:41 - 4:44ხელები ზემოთ არის ატაცებული და ნიკაპიც ოდნავ აწეულია.
-
4:44 - 4:47როგორ ვიქცევით, როცა უძლურად ვგრძნობთ თავს? ზუსტად
-
4:47 - 4:51საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. ვიკუნტებით. ვიხრებით.
-
4:51 - 4:54ვპატარავდებით. არ გვინდა, ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანს შევეჯახოთ.
-
4:54 - 4:57და ამ შემთხვევაშიც, ცხოველები და ადამიანები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.
-
4:57 - 5:01და აი რა ხდება, როცა ერთმანეთს ძლევამოსილი და უსუსური
-
5:01 - 5:03ადამიანები ხვდებიან. ანუ, ჩვენ, როგორც წესი,
-
5:03 - 5:07მეორე ადამიანის არავერბალური ქცევის საპასუხო ქცევას ვახორციელებთ.
-
5:07 - 5:10თუკი, მეორე ადამიანი ჩვენთან მიმართებაში დიდი ძალაუფლებას ავლენს,
-
5:10 - 5:12ჩვენ ’ვპატარავდებით’. ჩვენ არ ვიმეორებთ სარკისებურად მათ ქცევას.
-
5:12 - 5:14ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით.
-
5:14 - 5:17აი მე, ვაკვირდები ჩემს სტუდენტებს აუდიტორიაში,
-
5:17 - 5:24და რას ვამჩნევ? მე ვამჩნევ, რომ MBA სტუდენტები
-
5:24 - 5:27ავლენენ ძალაუფლების გამომხატველი არავერბალური ქცევის სრულ სპექტრს.
-
5:27 - 5:29გვყავს სტუდენტები, რომლებიც ნამდვილი ”ალფა არსებები” არიან,
-
5:29 - 5:32რომლებიც, მაშინვე ოთახის ცენტრში შემოდიან,
-
5:32 - 5:36ჯერ კიდევ სანამ ლექცია დაიწყება, მათ უკვე უნდათ, რომ სივრცე დაიკავონ.
-
5:36 - 5:38სხდებიან ფართოდ გაშლილ პოზაში.
-
5:38 - 5:40ხელს ასე სწევენ.
-
5:40 - 5:43და მეორეს მხრივ, გვყავს სტუდენტები, რომლებიც მართლაც ერთი-ორად პატარავდებიან,
-
5:43 - 5:45როცა ოთხაში შემოდიან. ამას, მათი შემოსვლისთანავე ამჩნევ.
-
5:45 - 5:48ეს აისახება მათ სახეებსა და სხეულებზე. ისინი სხდებიან
-
5:48 - 5:50თავიანთ ადგილებზე და პატარავდებიან.
-
5:50 - 5:53და ხელს, აი ასე იწევენ.
-
5:53 - 5:55ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დაკვირვება მაქვს.
-
5:55 - 5:56პირველი, რომელიც მგონი არ გაგაკვირვებთ,
-
5:56 - 5:59სავარაუდოდ უკავშირდება სქესს.
-
5:59 - 6:04ქალები, უფრო მეტი ალბათობით გააკეთებენ ამას, ვიდრე კაცები.
-
6:04 - 6:07ქალები ქრონიკულად უფრო ნაკლებ ძალაუფლებას გრძნობენ, ვიდრე კაცები -
-
6:07 - 6:11ამდენად ეს გასაკვირი არ არის. მაგრამ მეორე რამ, რაც მე შევამჩნიე, არის ის, რომ
-
6:11 - 6:14ძალაუფლების გამოხატულება, ასევე უკავშირდება
-
6:14 - 6:17ლექციებზე სტუდენტების აქტიურობის სიხშირესაც და ხარისხსაც.
-
6:17 - 6:20MBA-ს ლექციებზე კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია,
-
6:20 - 6:23იმიტომ, რომ აქტიურობის ქულა ჯამური შეფასების ნახევარს შეადგენს.
-
6:23 - 6:27ბიზნეს-სკოლები თავს იტეხენ, როგორ გადალახონ ეს სქესთაშორის სხვაობით გამოწვეული ნიშნების პრობლემა.
-
6:27 - 6:30სწავლას, ორივე სქესის, ერთნაირად კარგი სტუდენტები იწყებენ,
-
6:30 - 6:32მაგრამ ბოლოში განსხვავებულ შეფასებებს იღებენ,
-
6:32 - 6:36რისი მიზეზიც, როგორც სჩანს, ნაწილობრივ ლექციაზე აქტიურობაა.
-
6:36 - 6:39მეც დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი, კარგი,
-
6:39 - 6:41ეს ხალხი ასე შემოდის აუდიტორიაში, და
-
6:41 - 6:45ლექციის დროს აქტიურობს. ნეტა, არის შესაძლებელი, რომ ადამიანებმა ითამაშონ?
-
6:45 - 6:47გახდებიან ამის მერე ისინი უფრო აქტიურები?
-
6:47 - 6:51დენა ქარნი ჩემი კოლეგაა ბერკლიდან, რომელთან ერთადაც მე ძირითადად ვმუშაობ,
-
6:51 - 6:55მე მართლაც მინდოდა გამეგო, შეიძლება ითამაშო და ბოლოს გამოგივიდეს?
-
6:55 - 6:58ანუ, ცოტა ხანი ეს გააკეთო, როგორც თამაში, იმიტაცია და მერე,
-
6:58 - 7:02ერთხელაც, მართლაც გამოგივიდეს ასე მოქცევა და რეალურად იგრძნო ძალაუფლება?
-
7:02 - 7:05ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენი სხეულის ენა გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმაში
-
7:05 - 7:07თუ რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე. ამის ბევრი დასტურია.
-
7:07 - 7:10მაგრამ ჩვენ სინამდივლეში გვაინტერესებდა, ახდენს თუ არა
-
7:10 - 7:13ჩვენი სხეულის ენა გავლენას საკუთარი თავის მიმართ ჩვენს განწყობებსა და დამოკიდებულებებზე.
-
7:13 - 7:16გარკვეულწილად, ამის დასტურიც არსებობს.
-
7:16 - 7:21მაგალითად, ჩვენ ვიღიმით, როცა გვიხარია,
-
7:21 - 7:23მაგრამ მაშინაც კი, როცა ჩვენ იძულებით ვიღიმით, იმიტომ, რომ
-
7:23 - 7:27კალამი გვიჭირავს პირით, აი ასე, სიხარულის განცდა გვეუფლება.
-
7:27 - 7:30ესეიგი, ასეც ხდება და ისეც. და რაც შეეხება ძალაუფლებას,
-
7:30 - 7:35აქაც იგივე ვითარებაა. ანუ, როცა ძალაუფლებას გრძნობ,
-
7:35 - 7:39დიდი ალბათობით, აი ასე გააკეთებ, მაგრამ ასევე შესაძლებელია პირიქით,
-
7:39 - 7:44თავი მოაჩვენო, რომ გრძნობ ძალაუფლებას და
-
7:44 - 7:47მართლაც იგრძნო ძალაუფლება.
-
7:47 - 7:50ამგვარად, მეორე რამ, რაც ჩვენ გვაინტერესებდა, იყო
-
7:50 - 7:53ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გონება გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე,
-
7:53 - 7:57მაგრამ მართალია, რომ ჩვენი სხეულიც ცვლის ჩვენს ტვინს?
-
7:57 - 8:00და რას ვგულისხმობ, როცა ვსაუბრობ, იმ ადამიანების ტვინებზე,
-
8:00 - 8:01ვინც ძალაუფლებას გრძნობს?
-
8:01 - 8:03მე ვგულისხმობ აზრებს და გრძნობებს,
-
8:03 - 8:07და იმ ფიზიოლოგიურ მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს აზრებსა და გრძნობებზე,
-
8:07 - 8:10ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ჰორმონებზე. მე ჰორმონებს შევისწავლი.
-
8:10 - 8:13კარგით, მაინც როგორია ძალაუფლების გრძნობით აღვსილი
-
8:13 - 8:14ან უძლური ადამიანის ტვინი?
-
8:14 - 8:19როგორც მოსალოდნელი იყო, ძალაუფლების გრძნობის მქონე ადამიანები
-
8:19 - 8:23უფრო გამბედავნი, თავდაჯერებულნი და ოპტიმისტურებიც კი, არიან.
-
8:23 - 8:26მათ აქვთ გრძნობა, რომ წარმატებას მიაღწევენ, მაშინაც კი, როცა ეს იღბალზეა დამოკიდებული.
-
8:26 - 8:30მათ, ასევე, როგორც წესი უფრო გამოსდით აბსტრაქტულად აზროვნება
-
8:30 - 8:33მათ ძალიან ბევრი რამ განასხვავებთ. ისინი უფრო რისკიანები არიან.
-
8:33 - 8:35ძალიან ბევრი განსხვავებაა ძალაუფლების მეტი და ნაკლები გრძნობის მქონე ადამიანებს შორის.
-
8:35 - 8:39ეს განსხვავებები ფიზიოლოგიურ დონეზეც ვლინდება, ორი
-
8:39 - 8:43საკვანძო ჰორმონით: ტესტოსტერონი, რომელიც დომინანტურობის ჰორმონია,
-
8:43 - 8:46და კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონია.
-
8:46 - 8:50ანუ ვლინდება, რომ
-
8:50 - 8:54ძალაუფლების მქონე ალფა მამრებს პრიმატების საზოგადოებრივ იერარქიაში
-
8:54 - 8:57აქვთ ტესტოსტერონის მაღალი და კორტიზოლის დაბალი დონეები.
-
8:57 - 9:00ასეთივე ჰორმონალური სურათი იკვეთება ძლევამოსილ
-
9:00 - 9:03და წარმატებულ ლიდერებში.
-
9:03 - 9:05როგორ უნდა გავიგოთ ეს? როცა ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ,
-
9:05 - 9:07ხალხი, ადრე, როგორც წესი, მხოლოდ ტესტოსტერონს მოიაზრებდა,
-
9:07 - 9:09იმიტომ, რომ ის დომინანტურობას უკავშირდება.
-
9:09 - 9:13მაგრამ სინამდვილეში, ძალაუფლების განცდა, ასევე უკავშირდება იმას, თუ როგორ რეაგირებთ სტრესზე.
-
9:13 - 9:16ანუ, გინდათ ლიდერი, რომელიც დომინანტურია,
-
9:16 - 9:18ტესტოსტერონის მაღალი დონე აქვს, მაგრამ სტრესის მიმართ მგრძნობიარეა?
-
9:18 - 9:21ალბათ არ გინდათ. თქვენ გინდათ ადამიანი,
-
9:21 - 9:23რომელიც ძლევამოსილია, გამბედავი და დომინანტური,
-
9:23 - 9:27არ არის სტრესის მიმართ მგრძნობიარე, არამედ მშვიდია.
-
9:27 - 9:33ჩვენ ვიცით, რომ პრიმატებში, თუკი
-
9:33 - 9:37მამრი მოიპოვებს დომინანტურ, ალფა პოზიციას,
-
9:37 - 9:39ასე ვთქვათ, მოულოდნელად,
-
9:39 - 9:42სულ რამდენიმე დღეში მისი ტესტოსტერონის დონე არსებითად იმატებს,
-
9:42 - 9:46ხოლო კორტიზოლის დონე - არსებითად ეცემა.
-
9:46 - 9:49ამგვარად, ჩვენ გვაქვს დასტური იმისა, რომ სხეულს აქვს გავლენა
-
9:49 - 9:51გონებაზე, სულ მცირე, სახის გამომეტყველების დონეზე,
-
9:51 - 9:55და ასევე, დასტური იმისა, რომ როლის შეცვლაც ახდენს გავლენას ტვინზე.
-
9:55 - 9:58ანუ აი რა ხდება, თქვენ იცვლით როლს,
-
9:58 - 10:01რა ხდება თუკი ეს ცვლილება ძალიან მცირეა,
-
10:01 - 10:03სულ მცირე, მინიმალური ცვლილება.
-
10:03 - 10:06თქვენ ეუბნებით თქვენ თავს, ”ორი წუთის განმავლობაში, მინდა ასე ვიდგე,
-
10:06 - 10:09და ამისგან მე მეტ ძალაუფლებას შევიგრძნობ”
-
10:09 - 10:13აი, რა გავაკეთეთ ჩვენ. გადავწყვიტეთ,
-
10:13 - 10:17ლაბორატორიაში, პატარა ექსპერიმენტზე მოგვეწვია ხალხი, რომელსაც
-
10:17 - 10:22ორი წუთის განმავლობაში, სხვადასხვა, მაღალი ან დაბალი
-
10:22 - 10:24ძალაუფლების გამომხატველი პოზა უნდა მიეღოთ. მე გაჩვენებთ,
-
10:24 - 10:27ხუთ ასეთ პოზას, თუმცა ყოველი ცალკული ადამიანი მხოლოდ ორ პოზას იღებდა.
-
10:27 - 10:29აი, ერთერთი მათგანი.
-
10:29 - 10:31კიდევ ორი.
-
10:31 - 10:34ამას ”ქალი საოცრება” შეარქვეს
-
10:34 - 10:37მედიაში.
-
10:37 - 10:38აი, კიდევ რამდენიმე.
-
10:38 - 10:40ანუ, ზოგი იჯდა, ზოგი იდგა.
-
10:40 - 10:42ესენი დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზებია.
-
10:42 - 10:46ადამიანი ძალიან იკუნტება, პატარავდება.
-
10:46 - 10:48ეს ძალიან უსუსური პოზაა.
-
10:48 - 10:49როცა საკუთარ კისერს ეხები,
-
10:49 - 10:52ცდილობ საკუთარი თავის დაცვას.
-
10:52 - 10:55და აი, რა ხდება. ეს ხალხი შემოდის,
-
10:55 - 10:56მათ სხვადასხვა სივრცეებში ვანაწილებთ,
-
10:56 - 11:00და ვეუბნებით, რომ ორი წუთის განმავლობაში ასეთი ან ასეთი პოზა მიიღონ.
-
11:00 - 11:01მათ არანაირ გამოსახულებას არ ვაჩვენებთ, იმიტომ, რომ არ გვინდა,
-
11:01 - 11:05რამეზე მივანიშნოთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ თავად იგრძნონ ძალაუფლება,
-
11:05 - 11:07ხომ ასეა? მოკლედ, ორი წუთის განმავლობაში ისინი რაღაც პოზაში არიან.
-
11:07 - 11:10შემდეგ ვეკითხებით მათ, თუ რამდენად აქვთ ძალაუფლების განცდა, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში.
-
11:10 - 11:13მერე, ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ აზარტულ თამაშში
-
11:13 - 11:16და ვიღებთ მათი ნერწყვის ნიმუშს.
-
11:16 - 11:17სულ ეს არის, მთელი ექსპერიმენტი.
-
11:17 - 11:21და აი, რა აღმოვაჩინეთ. რისკიანობას, რაც აზარტულ თამაშებში აუცილებელია, გამოავლენ
-
11:21 - 11:24თუკი მანამდე მაღალი ძალაუფლების გამომხატველ
-
11:24 - 11:27პოზაში იყავი, 86 პროცენტიანი ალბათობით.
-
11:27 - 11:29თუკი, დაბალი ძალაუფლების გამომხატველ პოზაში იყავი,
-
11:29 - 11:33რისკიანობის გამოვლენის მხოლოდ 60 პროცენტიანი შანსია. ეს დიდი სხვაობაა!
-
11:33 - 11:36მონაწილეთა ტესტოსტერონის დონეზე კი, ეს ასე აისახა.
-
11:36 - 11:39თუ შევადარებთ ექსპერიმენტის დაწყებამდე მიღებულ მონაცემებს
-
11:39 - 11:42მაღალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შემთხვევაში, მან 20%-ით მოიმატა,
-
11:42 - 11:46ხოლო დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შედეგად - 10%-ით დაიკლო.
-
11:46 - 11:49ანუ, სულ ორი წუთი და აი, ასეთ ცვლილებებს ვიღებთ.
-
11:49 - 11:52რაც შეეხება კორტიზოლის მონაცემებს. მაღალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის შედეგად
-
11:52 - 11:55მონაწილეებში მისი დონე 25%-ით იკლებს, ხოლო
-
11:55 - 11:59დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შედეგად კი - 15%-ით იზრდება.
-
11:59 - 12:02ორი წუთი იწვევს ასეთ ჰორმონალურ ცვლილებებს,
-
12:02 - 12:05რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი მდგომარეობა,
-
12:05 - 12:08გაგხადონ გაბედული, თავდაჯერებული და კომფორტულად გაგრძნობინონ თავი,
-
12:08 - 12:12ან გაგხადონ სტრესის მიმართ მეტად მგრძნობიარე,
-
12:12 - 12:16რაღაცნაირად უძლური. ეს გრძნობა კი ალბათ ყველას განგვიცდია, არა?
-
12:16 - 12:19როგორც სჩანს, ჩვენი სხეულის ენა მართლაც ახდენს გავლენას იმაზე,
-
12:19 - 12:21თუ რა აზრი და დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი თავის მიმართ.
-
12:21 - 12:23ესეიგი, ჩვენს თვითშეფასებაზე არა მხოლოდ სხვები, არამედ ჩვენც ვახდენთ გავლენას.
-
12:23 - 12:26და ჩვენი სხეულებიც ახდენს გავლენას ჩვენს გონებაზე.
-
12:26 - 12:28შესაბამისად, შემდეგი შეკითხვა ასეთია:
-
12:28 - 12:30რამდენიმე წუთით რაღაც პოზა, რომ მივიღო,
-
12:30 - 12:32ეს მართლა შეცვლის რამეს ჩემს ცხოვრებაში?
-
12:32 - 12:35ის რაც ვნახეთ, ლაბორატორიაში ხდებოდა. პატარა დავალება იყო,
-
12:35 - 12:37სულ ორწუთიანი. მაგრამ, რეალობაში,
-
12:37 - 12:40სად შეიძლება ამის გამოყენება? რაც ცხადია, ჩვენი გვაინტერესებს კიდეც.
-
12:40 - 12:44ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის გამოყენება, აზრიანად,
-
12:44 - 12:47შესაძლებელია სიტუაციებში, რომლებშიც ხდება შეფასება, განსჯა.
-
12:47 - 12:50მაგალითად სოციალური სიტუაციები, რომელიც საფრთხის შემცველია. სადაც, მაგალითად გაფასებენ,
-
12:50 - 12:54თუნდაც შენი მეგობრები. აი, თინეიჯერი, რომ წარმოვიდგინოთ ბუფეტში.
-
12:54 - 12:56ან თუნდაც საკუთარი თავი წარმოიდგინეთ, როცა საჯაროდ
-
12:56 - 12:59გამოდიხართ რამე სხდომაზე. ან ცდილობთ კლიენტი დაიყოლიოთ,
-
12:59 - 13:02ან ასე, ჩემსავით გამოსვლა გაქვთ
-
13:02 - 13:05ან გასაუბრება, სამუშაოზე ასაყვნად.
-
13:05 - 13:07ჩვენც, სწორედ, სამსახურში ასაყვანად გასაუბრების სიტუაცია
-
13:07 - 13:08ავირჩიეთ, რადგან ეს უმრავლესობისათვის
-
13:08 - 13:10კარგად ნაცნობი სიტაუციაა.
-
13:10 - 13:14გამოვაქვეყნეთ ჩვენი კვლევის შედეგები. მედიაც
-
13:14 - 13:16ძალიან დაინტერესდა და, თურმე, აი ასე უნდა
-
13:16 - 13:20გააკეთო, როცა გასაუბრებაზე გადიხარო. (ისმის სიცილი)
-
13:20 - 13:22ჩვენ გული შეგვიწუხდა, ცხადია, და განვაცხადეთ,
-
13:22 - 13:24რომ, ღმერთო ჩემო, ამას სულაც არ ვგულისხმობდით.
-
13:24 - 13:27ამისთვის ბევრი მიზეზია, არა, არა და არა, ასე არ მოიქცეთ!
-
13:27 - 13:30იმიტომ, რომ აქ მთავარი საკითხი, ის კი არ არის, სხვებს როგორ ესაუბრები,
-
13:30 - 13:31არამედ საკუთარ თავს რას ეუბნები. რას აკეთებ მანამდე,
-
13:31 - 13:34სანამ გასაუბრებაზე შეხვალ? როგორც წესი - ამას.
-
13:34 - 13:36მართალია? ზიხარ, ჩაჰყურებს შენს აიფონს,
-
13:36 - 13:39ან ანდროიდს, რომ არავინ გამომრჩეს.
-
13:39 - 13:41ან ხომ იცი, უყურებ შენს ჩანაწერებს,
-
13:41 - 13:43ბეჭებში მოხრილი და დაპატარავებული ხარ.
-
13:43 - 13:45მაშინ, როცა სინამდვილეში აი, ამას უნდა აკეთებდე,
-
13:45 - 13:48თუნდაც საპირფარეშოში, რატომაც არა?! გამოყავი ორი წუთი და გააკეთე ეს.
-
13:48 - 13:50აი რისი შემოწმება გვინდა, გასაგებია ხო?
-
13:50 - 13:52ისევ შევკრიბეთ ადამიანები ლაბორატორიაში და
-
13:52 - 13:55ისევ ვთხოვეთ მიეღოთ მაღალი ან დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზები,
-
13:55 - 13:58რის მერეც მათ ძალიან სტრესული გასაუბრება გაიარეს.
-
13:58 - 14:02ეს გასაუბრება, სულ 5 წუთს გრძელდებოდა. ჩვენ ვიწერდით.
-
14:02 - 14:04ამასთანავე, გვყავდა შემფასებლები, რომლებიც წინასწარ
-
14:04 - 14:08მოვამზადეთ, რომ არ გამოეხატათ არანაირი არავერბალურ რეაქცია.
-
14:08 - 14:10აი, ასეთი სახეებით ისხდნენ. წარმოიდგინეთ,
-
14:10 - 14:12ეს ადამიანი ზის თქვენს პირისპირ გასაუბრებაზე.
-
14:12 - 14:17მთელი 5 წუთი, ის, აი ასე, უმეტყველო სახით ზის. ამას ჯობია გაგაწყვეტინოს ხოლმე.
-
14:17 - 14:20ადამიანები ამას ვერ იტანენ. ამას მერიან ლეფრანსი
-
14:20 - 14:22"სოციალურ მორევში დგომას" უწოდებს.
-
14:22 - 14:24ეს ნამდვილად აგიწევთ კორტიზოლის დონეს.
-
14:24 - 14:26მოკლედ, ასეთი გასაუბრება უნდა გაევლოთ,
-
14:26 - 14:28რადგან ჩვენ, მართლაც გვაინტერესებდა რა მოხდებოდა.
-
14:28 - 14:32ამის შემდეგ, ჩანაწერები ნახეს სხვა ადამიანებმა,
-
14:32 - 14:35ამ ადამიანებს წარმოდგენა არ ქონდათ არც ექსპერიმენტის ჰიპოთეზაზე, არც პირობებზე.
-
14:35 - 14:38არც ის იცოდნენ, რომელი მონაწილე რა პოზას იღებდა გასაუბრებამდე.
-
14:38 - 14:43ამ ადამიანებმა, მას შემდეგ, რაც ყველა ჩანაწერი ნახეს
-
14:43 - 14:45თქვეს ”აი ეს ხალხი გვინდა ჩვენ”-ო. და სწორედ ის მონაწილეები აირჩიეს,
-
14:45 - 14:48ვისაც მაღალი ძალაუფლების პოზა ჰქონდა მიღებული გასაუბრებამდე. ”ეს ხალხი არ გვინდა”-ო.
-
14:48 - 14:51”ვინც შევარჩიეთ, ის ხალხი საერთოდ, ზოგადად უფრო მოგვეწონა”-ო.
-
14:51 - 14:56რატომ მოხდა ასე? ეს სულაც არ აღმოჩნდა გასაუბრების შინაარსზე დამოკიდებული.
-
14:56 - 14:59ეს განპირობებული იყო იმით, თუ რამდენად ჩართული იყო კანდიდატი თავისსავე საუბარში.
-
14:59 - 15:01ჩვეულებრივ კანდიდატი ფასდება ისეთი პარამეტრებით,
-
15:01 - 15:04როგორიცაა მისი ცოდნა. ან რამდენად მწყობრია
-
15:04 - 15:06მისი მსჯელობა, ან კარგი მოსასმენია. როგორია მისი გამოცდილება.
-
15:06 - 15:09მაგრამ ეს ასპექტები არ იცვლება. აი, რა იცვლება.
-
15:09 - 15:13ეს იცვლება. ადამიანები რეალურად ვლინდებიან.
-
15:13 - 15:15ისინი პიროვნულად ვლინდებიან.
-
15:15 - 15:17გამოთქვამენ საკუთარ, რეალურად საკუთარ აზრებს,
-
15:17 - 15:19ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე.
-
15:19 - 15:24სწორედ ამას ეფუძნება, ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აფასებენ მათ სხვები.
-
15:24 - 15:28ამას, სხვა ადამიანებს, რომ ვეუბნები,
-
15:28 - 15:31რომ ჩვენი სხეულის ენა ჩვენს ცნობიერებას ცვლის, ჩვენი ცნობიერება - ჩვენს ქცევას,
-
15:31 - 15:34ხოლო ქცევა კი შედეგებს, ასეთ პასუხებს ვიღებ:
-
15:34 - 15:35”არ ვიცი - რაღაც ხელოვნურია ამაში.” არა?
-
15:35 - 15:39მე ვეუბნები - შენც ითამაშე და გამოგივა. მაგრამ ამაზე მეუბნებიან,
-
15:39 - 15:42”არ მინდა მივიდე გასაუბრებაზე და ხელოვნური ვიყო,
-
15:42 - 15:44თავი მოვაჩვენო. ეს თითქოს ტყუილს გავს.
-
15:44 - 15:48არ მინდა ვიყო იქ და ვიფიქრო, რომ სინამდვილეში, იქ ჩემი ადგილი არ არის.”
-
15:48 - 15:50და ეს კი გულზე მომხვდა.
-
15:50 - 15:53ჩემზე ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით,
-
15:53 - 15:56როცა მეც ეს გრძნობა მქონდა, რომ თავს ვაჩვენებდი და იქ არ ვიყავი, სადაც მეკუთვნოდა ყოფნა.
-
15:56 - 15:59როცა 19 წლის ვიყავი, მძიმე ავარიაში მოვყევი.
-
15:59 - 16:02მანქანიდან გადმოვვარდი, მიწაზე რამდენჯერმე გადავგორდი.
-
16:02 - 16:06დარტყმის ძალამ მანქანიდან გადმომაგდო. გონზე, რომ მოვედი თავის ტრავმით
-
16:06 - 16:09სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვიწექი. კოლეჯი მივატოვე
-
16:09 - 16:15და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ინტელექტის ინდექსმა ორი სტანდარტული გადახრით იკლო,
-
16:15 - 16:18რაც ძალიან მძიმე იყო.
-
16:18 - 16:21ჩემი ინტელექტის ინდექსი ყოველთვის ვიცოდი, იმიტომ, რომ ითვლებოდა, რომ ჭკვიანი ვიყავი,
-
16:21 - 16:23ნიჭიერ ბავშვად მივიჩნეოდი.
-
16:23 - 16:26კოლეჯში აღარ ვიყავი, მე კი, ისევ იქ დაბრუნებას ვცდილობდი.
-
16:26 - 16:28მეუბნებოდნენ, რომ კოლეჯს ვერ დავამთავრებდი.
-
16:28 - 16:30რამე სხვა საქმე უნდა მოიფიქრო შენთვის,
-
16:30 - 16:32კოლეჯში სწავლა აღარ გამოგივაო.
-
16:32 - 16:36ჩემთვის ეს დიდი ბრძოლა იყო. მინდა გითხრათ,
-
16:36 - 16:39როცა ხელიდან გეცლება ის არსებითი, რასთანაც ასე აიგივებ თავს,
-
16:39 - 16:41და ჩემთვის ეს იყო ჭკუა და ნიჭიერება,
-
16:41 - 16:45როცა ეს გეცლება, ძალიან უმწეოდ გრძნობ თავს.
-
16:45 - 16:48სრულიად უსუსურად ვგრძნობდი თავს. სულ ჩემს თავზე ვმუშაობდი.
-
16:48 - 16:51მიმართლებდა და ისევ ვმუშაობდი. და ისევ მიმართლებდა.
-
16:51 - 16:53ასე კოლეჯიც დავამთავრე.
-
16:53 - 16:55ამისთვის ოთხი წლით მეტი დამჭირდა, ვიდრე ჩემს კურსელებს.
-
16:55 - 17:00მერე ერთი ადამიანიც დავარწმუნე, ჩემი ანგელოზივით ხელმძღვანელი, სიუზან ფისკე
-
17:00 - 17:03და პრინსტონში აღმოვჩნდი.
-
17:03 - 17:06იქ კი ვიფიქრე, აქ ჩემი ადგილი არ არისთქო.
-
17:06 - 17:07თვითმარქვია ვარ.
-
17:07 - 17:08და პირველი წლის დამასრულებელი გამოსვლის წინა ღამეს,
-
17:08 - 17:11წლის დამასრულებელი გამოსვლა 20 წუთიანია, გაითვალისწინეთ,
-
17:11 - 17:1320 კაციანი აუდიტორიის წინაშე. სულ ესაა.
-
17:13 - 17:16ისე შემეშინდა, რომ მამხილებდნენ,
-
17:16 - 17:19რომ დავურეკე სიუზანს და ვუთხარი, რომ აღარ ვაგრძელებდი სწავლას.
-
17:19 - 17:21მან მიპასუხა ”შენ ვერსად ვერ წახვალ,
-
17:21 - 17:23იმიტომ, რომ მე შენზე ფსონი დავდე, ამიტომ დარჩები.
-
17:23 - 17:25დარჩები და აი, რას გააკეთებ.
-
17:25 - 17:27თავს მოაჩვენებ.
-
17:27 - 17:31შენ გამოხვალ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგთხოვენ.
-
17:31 - 17:32კიდევ, და კიდევ, და კიდევ
-
17:32 - 17:35სულ, რომ გული გისკდებოდეს, დამბლა დაგეცეს
-
17:35 - 17:38სხეული არ დაგემორჩილოს. იქამდე, სანამ
-
17:38 - 17:41არ დადგება მომენტი, როცა იტყვი ღმერთო! გამომდის!
-
17:41 - 17:44ეს მე მართლა გამომდის, ბუნებრივად გამომდის.
-
17:44 - 17:46და მეც ასე მოვიქეცი. ხუთი წელი უმაღლესში ვისწავლე,
-
17:46 - 17:48რამდენიმე წელი. მერე ნორსვესტერნში მოვხვდი.
-
17:48 - 17:51ჰარვარდში გადავედი. უკვე ჰარვარდში ვიყავი.
-
17:51 - 17:54აქ ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ მანამდე, დიდი ხანი მიტრიალებდა ეს აზრი თავში
-
17:54 - 17:56”ჩემი ადგილი აქ არ არის. აქ ყოფნა არ მეკუთვნის.”
-
17:56 - 17:59ჰარვარდში პირველი წლის დასასრულს,
-
17:59 - 18:04ერთი სტუდენტი, რომელიც, მთელი სემესტრი ჩუმად იჯდა აუდიტორიაში,
-
18:04 - 18:07და რომელსაც ვუთხარი, უნდა ჩაერთო, თორემ არაფერი გამოგივათქო,
-
18:07 - 18:09ჩემთან კაბინეტში შემოვიდა. აბსოლუტურად არ ვიცნობდი მას.
-
18:09 - 18:13ძალიან დათრგუნული იყო და მითხრა,
-
18:13 - 18:19აქ ჩემი ადგილი არ არისო.
-
18:19 - 18:23და ეს ის მომენტი იყო, როცა მე ორი რამ გავიაზრე.
-
18:23 - 18:25პირველი, იმას მივხვდი,
-
18:25 - 18:28რომ, ღმერთო ჩემო, მე ეს განცდა აღარ მეუფლება. ხომ გესმით?
-
18:28 - 18:31მე ასე აღარ ვფიქრობ, მაგრამ ის - ფიქრობს, და მე მისი მესმის.
-
18:31 - 18:33ასევე გავიაზრე, რომ მისი ადგილი იქ იყო.
-
18:33 - 18:35მას შეუძლია, ითამაშოს, თავი მოაჩვენოს და ერთხელაც გამოუვა.
-
18:35 - 18:39ამიტომ ვუთხარი ”აქ არის შენი ადგილი. შენ გეკუთვნის აქ ყოფნა!”
-
18:39 - 18:40ხვალ, თავს ისე მოგვაჩვენებ, თითქოს შეგიძლია
-
18:40 - 18:43იგრძნობ, რომ ძალა გაქვს, და იცი რა?
-
18:43 - 18:47გამოგივა! (ისმის აპლოდისმენტები)
-
18:47 - 18:49(ისმის აპლოდისმენტები)
-
18:49 - 18:53”შენ შემოხვალ აუდიტორიაში,
-
18:53 - 18:55და ყველაზე კარგ კომენტარს გააკეთებ, რაც გაგიკეთებია”
-
18:55 - 18:58იცით? მართლაც გააკეთა ასეთი კომენტარი.
-
18:58 - 18:59აუდიტორიაში ხალხი შებრუნდა, რომ შეეხედათ,
-
18:59 - 19:03იმისთვის, რომელიც მანამდე არასოდეს შეუმჩნევიათ, იქ თუ იჯდა. (ისმი სიცილი)
-
19:03 - 19:06რამდენიმე თვის მერე, ეს სტუდენტი ისევ მოვიდა ჩემთან და მივხვდი,
-
19:06 - 19:08რომ მან, კი არა ითამაშა და ბოლოს კარგად გამოუვიდა,
-
19:08 - 19:11არამედ მან ითამაშა და ბოლოს გაიშინაგნა.
-
19:11 - 19:12ეს ადამიანი შეიცვალა.
-
19:12 - 19:17ამიტომ მინდა გითხრათ, თამაშში ნუკი დახელოვნდებით,
-
19:17 - 19:19ითამაშეთ, სანამ არ გაიშინაგნებთ. ხომ გესმით?
-
19:19 - 19:23იქამდე ეცადეთ, სანამ არ გაითავისებთ და ბუნებრივი არ გახდება.
-
19:23 - 19:26დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ
-
19:26 - 19:30პატარა ბიძგებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ.
-
19:30 - 19:33სულ ეს ორი წუთი.
-
19:33 - 19:34ორი წუთი. ორი წუთი. ორი წუთი.
-
19:34 - 19:38სანამ მორიგ დაძაბულ, შემფასებლურ სიტუაციაში ამოყოფთ თავს,
-
19:38 - 19:40ორი წუთით, გააკეთეთ ეს. ლიფტში,
-
19:40 - 19:44საპირფარეშოში, თქვენს მაგიდასთან - მოფარებულ ადგილას.
-
19:44 - 19:46ეს გჭირდებათ. მომართეთ თქვენი გონება,
-
19:46 - 19:48რომ სიტუაციას თავი საუკეთესოდ გაართვას.
-
19:48 - 19:51აწიეთ თქვენი ტესტოსტერონის დონე. დაწიეთ კორტიზოლი.
-
19:51 - 19:55ნუ გამოხვალთ იმ შეგრძნებით, რომ თავი ვერ გამოავლინეთ.
-
19:55 - 19:57გამოდით გრძნობით, რომ
-
19:57 - 19:59გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი სახე და შესაძლებლობები.
-
19:59 - 20:01თქვენ კი მინდა გთხოვოთ, ისიც, რომ
-
20:01 - 20:05თქვენ გამოიყენოთ ეს ხრიკი,
-
20:05 - 20:07და ისიც, რომ
-
20:07 - 20:10ეს ცოდნა სხვებს გაუზიაროთ. ეს მარტივია.
-
20:10 - 20:12და ჩემს ეგოს ემეტება. (ისმის სიცილი)
-
20:12 - 20:14გაეცით ეს ცოდნა. გაუზიარეთ სხვებს,
-
20:14 - 20:16იმიტომ, რომ ის ვისაც ეს ცოდნა ყველაზე მეტად გამოადგება, ის ხალხია
-
20:16 - 20:20ვისაც არც რესურსები აქვს, არც ტექნოლოგია,
-
20:20 - 20:23არც სტატუსი და არც ძალაუფლება. მიეცით მათ ეს ცოდნა,
-
20:23 - 20:25რადგან ამის გაკეთება მათ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ.
-
20:25 - 20:27ამისთვის, მხოლოდ საკუთარი სხეული, სიმარტოვე და 2 წუთი დასჭირდებათ.
-
20:27 - 20:30და მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალონ.
-
20:30 - 20:35მადლობა. (ისმის აპლოდისმენტები)
-
20:35 - 20:42(ისმის აპლოდისმენტები)
- Title:
- ემი ქადი: თქვენ თქვენი სხეულის ენა გაყალიბებთ
- Speaker:
- Amy Cuddy
- Description:
-
ჩვენი სხეულის ენა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვა ადამიანები. მაგრამ, მას ჩვენს თვითაღქმაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. სოციალური ფსიქოლოგი, ემი ქადი, გვაჩვნებს, თუ როგორ ზემოქმედებს ძალაუფლების გამომხატველი პოზების მიღება (პოზები, რომლებიც გამოხატავენ თავდაჯერებულობას, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა თავდაჯერებული), ტესტოსტერონისა და კორტიზოლის დონეებზე ჩვენს ტვინში. ის ასევე ამბობს, რომ ამან, შესაძლოა ჩვენი წარმატების ალბათობაც კი გაზარდოს.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 21:02
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Your body language may shape who you are | ||
Andro Dgebuadze accepted Georgian subtitles for Your body language may shape who you are | ||
Salome Shelia edited Georgian subtitles for Your body language may shape who you are | ||
Salome Shelia edited Georgian subtitles for Your body language may shape who you are | ||
Salome Shelia edited Georgian subtitles for Your body language may shape who you are | ||
Salome Shelia edited Georgian subtitles for Your body language may shape who you are | ||
Salome Shelia edited Georgian subtitles for Your body language may shape who you are | ||
Salome Shelia added a translation |