< Return to Video

ალისა მილერი გაგვაცნობს ახალ ამბებს ახალი ამბების შესახებ.

  • 0:00 - 0:04
    როგორ გავლენას ახდენს ახალი ამბები მსოფლიოზე, როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ?
  • 0:04 - 0:10
    აი მსოფლიო ისე, როგორც ის არის - ფართობის მიხედვით.
  • 0:10 - 0:16
    აი მსოფლიო, როგორსაც მას ამერიკელები ხედავენ ახალი ამბების მიხედვით.
  • 0:17 - 0:31
    ეს რუკა -- (ტაში) -- გვიჩვენებს წამების რაოდენობას,
  • 0:31 - 0:36
    რომელიც დაუთმეს ამერიკულმა საკაბელო და ქსელურმა საინფორმაციო კომპანიებმა ახალ ამბებს
  • 0:36 - 0:41
    ქვეყნების მიხედვით 2007 წლის თებერვალში -- სულ ერთი წლის წინ.
  • 0:41 - 0:47
    ეს არის თვე, როდესაც ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა ბირთვული ქარხნის დაშლაზე.
  • 0:47 - 0:51
    მოხდა უზარმაზარი წყალდიდობა ინდონეზიაში.
  • 0:51 - 0:59
    პარიზში IPCC-მ გამოაქვეყნა კვლევა გლობალურ დათბობაზე ადამიანის გავლენის შესახებ.
  • 0:59 - 1:04
    ა.შ.შ. წარმოადგენდა სრული საინფორმაციო სივრცის 79%-ს.
  • 1:04 - 1:09
    როდესაც ამოვიღებთ ამერიკის ამბებს და შევხედავთ დანარჩენ 21 პროცენტს,
  • 1:09 - 1:16
    ვხედავთ ბევრ ერაყს - აი ეს, მწვანე - აქ - და ბევრ სხვა არაფერს.
  • 1:16 - 1:24
    რომ გავაერთიანოთ ამბები რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთის შესახებ, მივიღებთ სულ 1 პროცენტს.
  • 1:24 - 1:30
    როდესაც გავაანალიზეთ ყველა ინფორმაცია და მოვაცილეთ მხოლოდ ერთი ამბავი,
  • 1:30 - 1:32
    აი ასეთი გამოჩნდა მსოფლიო.
  • 1:32 - 1:38
    რა იყო ეს ამბავი? ანა ნიკოლ სმიტის სიკვდილი.
  • 1:39 - 1:42
    ამ ამბავმა გადააჭარბა ყველა ქვეყანას ერაყის გარდა,
  • 1:42 - 1:47
    და გაშუქდა 10-ჯერ მეტად, ვიდრე IPCC-ს ანგარიში.
  • 1:48 - 1:50
    ეს ციკლი გრძელდება.
  • 1:50 - 1:53
    როგორც ვიცით, ბრიტნი ამ ბოლო დროს საკმაოდ გაშუქებულია.
  • 1:53 - 1:56
    აბა რატომ არ ვიგებთ უფრო მეტს მსოფლიოს შესახებ?
  • 1:56 - 2:02
    ერთი მიზეზი ისაა, რომ საინფორმაციო ქსელებმა გაანახევრეს უცხოეთის ბიუროების რაოდენობა.
  • 2:02 - 2:11
    ნაირობიში, ნიუ დელისა და მუმბაიში ABC-ს ერთკაციანი მინი-ბიუროების გარდა,
  • 2:11 - 2:19
    არ არის არცერთი ქსელის ბიურო მთელ აფრიკაში, ინდოეთში და სამხრეთ ამერიკაში.
  • 2:19 - 2:24
    -- იმ ადგილებში, სადაც ორ მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს.
  • 2:25 - 2:30
    რეალურად, ბრიტნის ამბების გაშუქება უფრო იაფი ჯდება.
  • 2:30 - 2:33
    ეს გლობალური ინფორმაციის ნაკლებობა კიდევ უფრო შემაშფოთებელია,
  • 2:33 - 2:35
    როდესაც ვუყურებთ იმას, თუ სად ეძებენ ადამიანები ახალ ამბებს.
  • 2:36 - 2:40
    ძირითადად ჩნდება ადგილობრივი ახალი ამბების წყაროები,
  • 2:40 - 2:44
    რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ მაუწყებლობის 12%-ს უთმობენ საერთაშორისო ამბებს.
  • 2:45 - 2:47
    რაც შეეხება ინტერნეტს?
  • 2:47 - 2:51
    ყველაზე პოპულარული საიტებიც უკეთესად არ არიან.
  • 2:51 - 2:56
    გასულ წელს, პიუმ და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლამ გააანალიზეს 14 000 ახალი ამბავი,
  • 2:56 - 2:59
    რომელიც გუგლ ნიუსის პირველ გვერდზე ჩანდა.
  • 2:59 - 3:03
    აღმოჩნდა, რომ იქ ერთიდაიგივე 24 ინფორმაცია ჩანდა.
  • 3:03 - 3:08
    მსგავსად, ინტერნეტ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ამერიკიდან წამოსული გლობალური ახალი ამბების შემქმნელები
  • 3:08 - 3:12
    ამუშავებენ ერთიდაიგივე ამბებს, რომლებსაც როიტერის და ასოშიეთედ პრესის სერვისებიდან იღებენ
  • 3:12 - 3:16
    და არც სვამენ იმ კონტექსტში, რომ ადამიანებმა მათ მიმართ რაიმე კავშირი იგრძნონ.
  • 3:16 - 3:21
    ასე რომ, ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ, ავხსნით, თუ რატომ არიან
  • 3:21 - 3:23
    დღევანდელი უმაღლეს დამთავრებულები, ისევე როგორც ნაკლებად განათლებული ამერიკელები
  • 3:23 - 3:26
    ნაკლებად ინფორმირებულები მსოფლიოს შესახებ ვიდრე მათი 20 წლის წინანდელი თანამემამულეები.
  • 3:26 - 3:32
    თუ გგონიათ, რომ ეს მარტო იმიტომ ხდება, რომ არ გვაინტერესებს,
  • 3:32 - 3:34
    არ იქნებით მართალი.
  • 3:34 - 3:41
    გასულ წლებში ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ თვალყურს ადევნებენ მსოფლიო ამბებს
  • 3:41 - 3:43
    50 პროცენტით გაიზარდა.
  • 3:43 - 3:51
    საქმე ისაა: ეს არის კი ის მსოფლიო, რომელიც გვინდა ჰქონდეთ ამერიკელებს
  • 3:51 - 3:54
    დღევანდელ მჭიდროდ დაკავშირებულ მსოფლიოში?
  • 3:54 - 3:57
    მე ვიცი, რომ უკეთესად შეგვიძლია ვაკეთოთ ეს საქმე.
  • 3:57 - 4:00
    სხვაგვარად არ შეიძლება. გმადლობთ.
Title:
ალისა მილერი გაგვაცნობს ახალ ამბებს ახალი ამბების შესახებ.
Speaker:
Alisa Miller
Description:

ალისა მილერი - საერთაშორისო საჯარო რადიოს (Public Radio International -ის) ხელმძღვანელი საუბრობს იმაზე, თუ რატომ გვიჩვენებს ამერიკული მედია - მიუხედავად იმისა რომ გვინდა ვიცოდეთ ყველაფერი მსოფლიოს შესახებ - სულ უფრო ნაკლებს. გასაოცარი სტატისტიკა და გრაფიკები.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
04:06
Salome Tsereteli-Stephens added a translation

Georgian subtitles

Revisions