როგორ გავლენას ახდენს ახალი ამბები მსოფლიოზე, როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ? აი მსოფლიო ისე, როგორც ის არის - ფართობის მიხედვით. აი მსოფლიო, როგორსაც მას ამერიკელები ხედავენ ახალი ამბების მიხედვით. ეს რუკა -- (ტაში) -- გვიჩვენებს წამების რაოდენობას, რომელიც დაუთმეს ამერიკულმა საკაბელო და ქსელურმა საინფორმაციო კომპანიებმა ახალ ამბებს ქვეყნების მიხედვით 2007 წლის თებერვალში -- სულ ერთი წლის წინ. ეს არის თვე, როდესაც ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა ბირთვული ქარხნის დაშლაზე. მოხდა უზარმაზარი წყალდიდობა ინდონეზიაში. პარიზში IPCC-მ გამოაქვეყნა კვლევა გლობალურ დათბობაზე ადამიანის გავლენის შესახებ. ა.შ.შ. წარმოადგენდა სრული საინფორმაციო სივრცის 79%-ს. როდესაც ამოვიღებთ ამერიკის ამბებს და შევხედავთ დანარჩენ 21 პროცენტს, ვხედავთ ბევრ ერაყს - აი ეს, მწვანე - აქ - და ბევრ სხვა არაფერს. რომ გავაერთიანოთ ამბები რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთის შესახებ, მივიღებთ სულ 1 პროცენტს. როდესაც გავაანალიზეთ ყველა ინფორმაცია და მოვაცილეთ მხოლოდ ერთი ამბავი, აი ასეთი გამოჩნდა მსოფლიო. რა იყო ეს ამბავი? ანა ნიკოლ სმიტის სიკვდილი. ამ ამბავმა გადააჭარბა ყველა ქვეყანას ერაყის გარდა, და გაშუქდა 10-ჯერ მეტად, ვიდრე IPCC-ს ანგარიში. ეს ციკლი გრძელდება. როგორც ვიცით, ბრიტნი ამ ბოლო დროს საკმაოდ გაშუქებულია. აბა რატომ არ ვიგებთ უფრო მეტს მსოფლიოს შესახებ? ერთი მიზეზი ისაა, რომ საინფორმაციო ქსელებმა გაანახევრეს უცხოეთის ბიუროების რაოდენობა. ნაირობიში, ნიუ დელისა და მუმბაიში ABC-ს ერთკაციანი მინი-ბიუროების გარდა, არ არის არცერთი ქსელის ბიურო მთელ აფრიკაში, ინდოეთში და სამხრეთ ამერიკაში. -- იმ ადგილებში, სადაც ორ მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. რეალურად, ბრიტნის ამბების გაშუქება უფრო იაფი ჯდება. ეს გლობალური ინფორმაციის ნაკლებობა კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ვუყურებთ იმას, თუ სად ეძებენ ადამიანები ახალ ამბებს. ძირითადად ჩნდება ადგილობრივი ახალი ამბების წყაროები, რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ მაუწყებლობის 12%-ს უთმობენ საერთაშორისო ამბებს. რაც შეეხება ინტერნეტს? ყველაზე პოპულარული საიტებიც უკეთესად არ არიან. გასულ წელს, პიუმ და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლამ გააანალიზეს 14 000 ახალი ამბავი, რომელიც გუგლ ნიუსის პირველ გვერდზე ჩანდა. აღმოჩნდა, რომ იქ ერთიდაიგივე 24 ინფორმაცია ჩანდა. მსგავსად, ინტერნეტ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ამერიკიდან წამოსული გლობალური ახალი ამბების შემქმნელები ამუშავებენ ერთიდაიგივე ამბებს, რომლებსაც როიტერის და ასოშიეთედ პრესის სერვისებიდან იღებენ და არც სვამენ იმ კონტექსტში, რომ ადამიანებმა მათ მიმართ რაიმე კავშირი იგრძნონ. ასე რომ, ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ, ავხსნით, თუ რატომ არიან დღევანდელი უმაღლეს დამთავრებულები, ისევე როგორც ნაკლებად განათლებული ამერიკელები ნაკლებად ინფორმირებულები მსოფლიოს შესახებ ვიდრე მათი 20 წლის წინანდელი თანამემამულეები. თუ გგონიათ, რომ ეს მარტო იმიტომ ხდება, რომ არ გვაინტერესებს, არ იქნებით მართალი. გასულ წლებში ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ თვალყურს ადევნებენ მსოფლიო ამბებს 50 პროცენტით გაიზარდა. საქმე ისაა: ეს არის კი ის მსოფლიო, რომელიც გვინდა ჰქონდეთ ამერიკელებს დღევანდელ მჭიდროდ დაკავშირებულ მსოფლიოში? მე ვიცი, რომ უკეთესად შეგვიძლია ვაკეთოთ ეს საქმე. სხვაგვარად არ შეიძლება. გმადლობთ.