< Return to Video

როგორ კლავენ სკოლები შემოქმედებას

  • 0:00 - 0:05
    დილა მშვიდობის. როგორ ბრძანდებით?
  • 0:05 - 0:06
    (სიცილი)
  • 0:06 - 0:08
    დიდებული კონფერენცია იყო არა?
  • 0:08 - 0:11
    უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე
    ამ ყველაფერმა
  • 0:11 - 0:12
    ისე, მეც გტოვებთ ახლა.
  • 0:12 - 0:18
    (სიცილი)
  • 0:18 - 0:21
    სამი თემა ტრიალებდა
    კონფერენციის განმავლობაში,
  • 0:21 - 0:24
    იმასთან დაკავშირებული
    რაზეც მინდა რომ გელაპარაკოთ.
  • 0:24 - 0:28
    პირველი არის ადამიანური შემოქმედებითობის
    არაჩვეულებრივი მაგალითი
  • 0:28 - 0:31
    ყველა პრეზენტაციაში რაც კი აქამდე გვქონდა
  • 0:31 - 0:33
    და ყველა აქ მყოფ ადამიანში.
  • 0:33 - 0:35
    უბრალოდ უდიდესი სხვადასხვაობა
    და სპექტრი ამ შემოქმედების.
  • 0:36 - 0:38
    მეორე არის ის რომ ამან ყველაფერმა
    იქამდე მიგვიყვანა,
  • 0:38 - 0:41
    რომ წარმოდგენა არ გვაქვს,
    თუ რა მოხდება მომავალში,
  • 0:41 - 0:42
    რომ წარმოდგენა არ გვაქვს,
    თუ რა მოხდება მომავალში,

    როგორ გათამაშდება ეს ყველაფერი.
  • 0:42 - 0:45
    წარმოდგენა არ გვაქვს,
    როგორ გათამაშდება ეს ყველაფერი.
  • 0:45 - 0:47
    მე დაინტერესუბული ვარ განათლებით.
  • 0:47 - 0:51
    სხვათაშორის, ჩემი დაკვირვებით
    ყველა დაინტერესებულია განატლებით
  • 0:51 - 0:52
    თქვენ არა?
  • 0:52 - 0:54
    მე ეს ძალზედ საინტერესოდ მიმაჩნია.
  • 0:54 - 0:55
    თუ სადმე ვახშმის წვეულებაზე ხართ
  • 0:56 - 0:58
    და იტყვით
    რომ განათლების სფეროში მუშაობთ...
  • 0:58 - 1:01
    პრინციპში სიმართლე რომ თქვათ
    არც ისე ხშირად ხართ წვეულებაზე.
  • 1:01 - 1:05
    (სიცილი)
  • 1:05 - 1:07
    თუ განათლების სფეროში მუშაობთ,
    არავინ გპატიჟებთ.
  • 1:07 - 1:10
    (სიცილი)
  • 1:10 - 1:14
    და თუ სადმე მაინც იყავით კიდევ მოსვლას
    არავინ გთავაზობთ. ჩემდა გასაკვირად.
  • 1:14 - 1:16
    მაგრამ თუ ხართ სადმე ასეთ გარემოში
    და ეტყვით ვინმეს...
  • 1:16 - 1:18
    რომ გკითხავენ: "რას საქმიანობთ?"
  • 1:18 - 1:20
    და თქვენ ეტყვით, რომ განათლებაში მუშაობთ,
  • 1:20 - 1:22
    ნახავთ როგორ უფითრდება სახე.
  • 1:22 - 1:24
    ფიქრობენ: "ღმერთო ჩემო,"
    ხომ იცით, "რატომ მე?
  • 1:24 - 1:26
    (სიცილი)
  • 1:26 - 1:28
    "ჩემი ერთადერთი საღამო კვირაში
    საზოგადოებაში."
  • 1:28 - 1:30
    (სიცილი)
  • 1:30 - 1:34
    მაგრამ, თუ მათი განათლების შესახებ შეეკითხეთ,
    მიგაკრავენ კედელზე.
  • 1:34 - 1:37
    რადგან ეს ერთ-ერთი ისეთი რამ არის
    რაც პირადულია, არ ვარ მართალი?
  • 1:37 - 1:41
    როგორც რელიგია, და ფული, და ასე შემდეგ.
  • 1:41 - 1:45
    მაშ, მე განათლების სფეროს დიდი ინტერესი
    მაქვს და ვფიქრობ ასევე ყველას ჩვენ.
  • 1:45 - 1:47
    დიდი ინტერესი გვაქვს,
  • 1:47 - 1:50
    ნაწილობრივ იმიტომ რომ, განათლებაა
    რამაც უნდა წაგვიყვანოს იმ მომავლისკენ,
  • 1:50 - 1:52
    რომელიც ჯერ მიუწვდომელია.
  • 1:52 - 1:55
    თუ კარგად დაფიქრდებით,
    ბავშვები რომლებიც წელს შევლენ სკოლაში,
  • 1:55 - 1:59
    პენსიაზე გავლენ 2065 წელს.
  • 2:00 - 2:02
    არავის აქვს წარმოდგენა...
  • 2:02 - 2:05
    მიუხედავად ბოლო ოთხი დღის განმავლობაში,
    გამოთქმული ექსპერტული მოსაზრებებისა,
  • 2:05 - 2:08
    თუ როგორი იქნება მსოფლიო ხუთი წლის შემდეგ.
  • 2:08 - 2:10
    მიუხედავად ამისა,
    ჩვენ მათ განათლება უნდა მივაღებინოთ
  • 2:10 - 2:13
    ასე რომ, ჩემის აზრით არაპროგნოზირებადობა
    არაჩვეულებრივია.
  • 2:13 - 2:14
    და ამის მესამე ნაწილი არის ის,
  • 2:14 - 2:16
    რომ მიუხედავად თქმულისა
    ჩვენ ყველა ვთანხმდებით,
  • 2:16 - 2:22
    ბავშვების არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე.
  • 2:22 - 2:24
    სიახლის შექმნის უნარებზე.
  • 2:24 - 2:27
    მაგალითად. გუშინ საღამოს,
    სირენა საოცრება იყო, არა?
  • 2:27 - 2:28
    უბრალოდ იმის ხილვა,
    თუ რისი კეთება შეეძლო მას.
  • 2:28 - 2:33
    და იგი განსაკუთრებულია, მაგრამ მგონი
  • 2:33 - 2:37
    არც ისეთი გამონაკლისი მთელს ბავშვებში.
  • 2:37 - 2:40
    ეს არის ადამიანი არაჩვეულებრივი თავდადებით,
  • 2:40 - 2:41
    ვინც საკუთარი ნიჭი იპოვა.
  • 2:41 - 2:44
    და ჩემი მტკიცება არის ის,
    რომ ყოველ ბავშვს აქვს უშველებელი ნიჭი.
  • 2:44 - 2:46
    და ჩვენ, საკმაოდ დაუნდობლად ვფლანგავთ მათ.
  • 2:46 - 2:48
    ამიტომ მინდა ვილაპარაკო განათლებაზე
  • 2:48 - 2:50
    და მინდა ვილაპარაკო შემოქმედებაზე.
  • 2:50 - 2:56
    ჩემი მტკიცებაა, რომ შემოქმედება
    განათლებაში ამჟამად ისევე მნიშვნელოვანია,
  • 2:56 - 2:59
    როგორც წერა-კითხვა და ჩვენ ორივეს
    თანაბარი სტატუსი უნდა მივანიჭოთ.
  • 2:59 - 3:01
    (აპლოდისმენტები) მადლობა.
  • 3:01 - 3:05
    (აპლოდისმენტები)
  • 3:05 - 3:07
    სულ ეს იყო, სხვათა შორის.
  • 3:07 - 3:08
    ძალიან დიდ მადლობა.
  • 3:08 - 3:10
    (სიცილი)
  • 3:10 - 3:12
    მაშ, 15 წუტი დამრჩა.
  • 3:12 - 3:15
    (სიცილი)
  • 3:15 - 3:16
    ესე იგი, მე დავიბადე... არა.
  • 3:17 - 3:20
    (სიცილი)
  • 3:20 - 3:22
    ჩინებული ამბავი მოვისმინე ახლახან...
    მიყვარს მისი მოყოლა...
  • 3:22 - 3:25
    ერთი პატარა გოგოზე,
    რომელიც ხატვის გაკვეთილზე იყო.
  • 3:25 - 3:27
    ექვსი წლის. იჯდა საკლასო ოთახის ბოლოში
    და ხატავდა.
  • 3:27 - 3:30
    მასწავლებელმა თქვა,
    რომ ეს გოგო იშვიათად იყო ყურადღებით,
  • 3:30 - 3:32
    მაგრამ ამ გაკვეთილზე პირიქით.
  • 3:32 - 3:33
    მასწავლებელი გაოგნდა,
  • 3:33 - 3:36
    მივიდა მასთან და ჰკითხა, "რას ხატავ?"
  • 3:36 - 3:39
    და გოგონამ უპასუხა, "მე ღმერთს ვხატავ."
  • 3:40 - 3:43
    მასწავლებელმა უთხრა: "კი მაგრამ
    არავინ იცის ღმერტი როგორ გამოიყურება."
  • 3:43 - 3:45
    და გოგნამ უპასუხა:
    "ერთ წუთში ეცოდინებათ."
  • 3:45 - 3:52
    (სიცილი)
  • 3:57 - 3:59
    ჩემი ბიჭი ოთხი წლის რომ იყო ინგლისში...
  • 3:59 - 4:02
    მართალი გითხრათ, ყველგან ოთხი წლის იყო
  • 4:02 - 4:03
    (სიცილი)
  • 4:03 - 4:07
    ზუსტად რომ ვთქვათ, სადაც არ წავიდა,
    ყველგან ოთხის იყო იმ წელს.
  • 4:07 - 4:09
    იგი მონაწილეობდა ქრისტეშობის სპექტაკლში
    გახსოვთ ეს ამბავი?
  • 4:09 - 4:11
    (სიცილი)
  • 4:11 - 4:13
    არა, ძალიან ცნობილი,
    ცნობილი ისტორია იყო.
  • 4:13 - 4:15
    მელ გიბსონმა გადაიღო გაგრძელობა
    შეიძლება ნანახი გქონდეთ:
  • 4:15 - 4:16
    (სიცილი)
  • 4:16 - 4:17
    "ქრისტეშობა ორი."
  • 4:18 - 4:22
    მაგრამ ჟეიმსი თამაშობდა იოსებს,
    რამაც ძალიან მოგვხიბლა.
  • 4:22 - 4:24
    ჩვენ ეს ერთ-ერთ წამყვან როლად მიგვჩნდა.
  • 4:24 - 4:27
    იქაურობა გავავსეთ ადამიანებით,
    მაისურებში წარწერით:
  • 4:27 - 4:29
    "ჟეიმს რობინსონი არის იოსები !" (სიცილი)
  • 4:29 - 4:31
    მას რამის თქმა არ ევალებოდა,
  • 4:31 - 4:33
    მაგრამ ხომ იცით ის ნაწილი
    სამი მეფე რომ შემოდის საჩუქრებით?
  • 4:33 - 4:36
    მათ მოაქვთ ოქრო, საკმეველი და მირონი
  • 4:36 - 4:37
    ეს მართლა მოხდა.
  • 4:37 - 4:40
    ჩვენ ვიჯექით ვუყურებდით
    და თანმიმდევრობა შეცვალეს
  • 4:40 - 4:43
    და ჩვენ ველაპარაკეთ პატარა ბიჭს,
    სპექტაკლის შემდეგ და ვკითხეთ:
  • 4:43 - 4:46
    "კმაყოფილი ხარ ამით?"
    და მან გვიპასუხა, "დიახ, რატო, რა არსწორი იყო?"
  • 4:46 - 4:47
    ისინი უბრალოდ გადანაცვლდნენ.
  • 4:47 - 4:48
    სამი ბიჭი შემოვიდა,
  • 4:48 - 4:50
    ოთხი-წლისები, თავზე მოხვეული ტილოებით
  • 4:50 - 4:52
    და დააწყვეს ეს ყუთები,
  • 4:52 - 4:54
    და პირველმა თქვა: "მე მომაქვს ოქრო."
  • 4:54 - 4:56
    მეორემ თქვა: "მე მომაქვს მირონი."
  • 4:56 - 4:58
    და მესამემ თქვა: "ეს ფრენკმა გამომატანა."
  • 4:58 - 5:01
    (სიცილი)
  • 5:11 - 5:14
    ამ ისტორიებს საერთო ის აქვთ,
    რომ ბავშვები რისკებზე მიდიან.
  • 5:14 - 5:16
    თუ არ იციან რამე, მაინც ცდილობენ.
  • 5:16 - 5:20
    მართალი ვარ? მათ შეცდომის არ ეშინიათ.
  • 5:21 - 5:24
    იმას არ ვამბობ,
    რომ შეცდომა იგივეა რაც კრეატიულობა.
  • 5:25 - 5:28
    რაც ჩვენ ვიცით არის,
    რომ თუ არ ხარ შეცდომის დასაშვებად მზად,
  • 5:28 - 5:30
    ვერასოდეს შექმნი რამე ორიგინალურს.
  • 5:30 - 5:32
    თუ არ ხარ მზად შეცდომის დასაშვებად.
  • 5:33 - 5:37
    და ზრდასრული ასაკის მიღწევისას,
    ბავშვების უმრავლესობა კარგავს ამ უნარს.
  • 5:37 - 5:40
    მათ შეცდომების დაშვების შიში უჩნდებათ.
  • 5:40 - 5:42
    და ჩვენ კომპანიებსაც ასე ვმართავთ.
  • 5:42 - 5:43
    ჩვენ შეცდომების სტიგმატიზებას ვახდენთ
  • 5:43 - 5:46
    და ჩვენ ახლა ვმართავთ
    ნაციონალურ განათლების სისტემებს
  • 5:46 - 5:48
    სადაც შეცდომის დაშვება ყველაზე უარესია.
  • 5:49 - 5:52
    და შედეგი არის ის, რომ ჩვენი განათლება
  • 5:52 - 5:54
    ხალხს ართმევს მათ შემოქმედ უნარებს.
  • 5:54 - 5:59
    პიკასომ ერთხელ თქვა,
    რომ ყველა ბავშვი შემოქმედად იბადება.
  • 5:59 - 6:02
    პრობლემა ზრდის კვალობაზე
    შემოქმედად დარჩენაშია.
  • 6:02 - 6:05
    მე ამის მხურვალედ მჯერა,
    რომ ჩვენ შემოქმედებად კი არ ვიზრდებით
  • 6:05 - 6:07
    არამედ ზრდასთან ერთად ვკარგავთ ამ ნიჭს.
  • 6:07 - 6:09
    უფრო სწორად განათლების შედეგად ვკარგავთ.
  • 6:09 - 6:11
    და რატომ ხდება ეს?
  • 6:11 - 6:15
    მე ვცხოვრობდი სტრეტფორდ-ონ-ევონში
    დახლოებით ხუთი წლის წინ
  • 6:15 - 6:17
    სტრატფორდიდან გადმოვედით ლოს ანჯელესში.
  • 6:18 - 6:21
    ასე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
    თუ რა შეუმჩნეველი ცვლილება იყო.
  • 6:21 - 6:22
    (სიცილი)
  • 6:22 - 6:24
    პრინციპში ვცხოვრობდით ადგილზე
    სახელად სნიტერფილდი,
  • 6:24 - 6:26
    ზუსტად სტრატფორდის გარეთ,
  • 6:26 - 6:28
    სადაც შეკსპირის მამა დაიბადა.
  • 6:28 - 6:30
    უცნაური აზრი არ გაგიჩნდათ? მე კი.
  • 6:30 - 6:33
    არ გეგონათ რომ შექსპირს მამა ჰყავდა, არა?
  • 6:33 - 6:37
    რადგან ძნელი წარმოსადგენია
    შექსპირი ბავშვობაშო, არა?
  • 6:37 - 6:39
    შექსპირი შვიდი წლის ასაკში?
  • 6:39 - 6:40
    არასდროს წარმომიდგენია,
  • 6:40 - 6:42
    არადა იგი იყო შვიდის ერთ დროს.
  • 6:42 - 6:44
    იგი იყო ვიღაცის ინგლისურის გაკვეთილზე, არა?
  • 6:44 - 6:51
    (სიცილი)
  • 6:51 - 6:52
    რამდენად გამაღიზიანებელი იქნებოდა?
  • 6:52 - 6:55
    (სიცილი)
  • 7:00 - 7:01
    "უფრო უნდა ეცადო."
  • 7:01 - 7:05
    (სიცილი)
  • 7:05 - 7:08
    დასაძინებლად რომ გაუშვებდა მამამისი,
    წარმოიდგინეთ შექსპირს: "წადი დაიძინე, ახლავე"
  • 7:08 - 7:11
    და დადე ფანქარი"
  • 7:11 - 7:12
    (სიცილი)
  • 7:12 - 7:13
    "და მორჩი ეგრე ლაპარაკს"
  • 7:13 - 7:17
    (სიცილი)
  • 7:17 - 7:19
    "ყველას აბნევ"
  • 7:19 - 7:24
    (სიცილი)
  • 7:24 - 7:29
    მოკლედ, გადავედით სტრატფორდიდან
    ლოს ანჯელესში,
  • 7:29 - 7:32
    და ორი სიტყვით მინდა ვთქვა
    ამ გადასვლის შესახებ.
  • 7:32 - 7:33
    ჩემ ვაჟს არ უნდოდა წამოსვლა.
  • 7:33 - 7:36
    ორი შვილი მყავს. ბიჭი 21-საა,
    გოგო 16-ს.
  • 7:36 - 7:38
    მას არ უნდოდა წამოსვლა ლოს ანჯელესში.
  • 7:38 - 7:41
    კი მოსწონდა აქაურობა,
    მაგრამ შეუყვარებული ჰყავდა ინგლისში.
  • 7:41 - 7:45
    იგი იყო მისი ცხოვრების სიყვარული, სარა.
  • 7:45 - 7:46
    მას ერთი თვე იცნობდა.
  • 7:46 - 7:48
    (სიცილი)
  • 7:48 - 7:50
    შეგახსენებთ მეოთხე წლისთავი აღნიშნეს,
  • 7:50 - 7:53
    რადგან ეს დიდი დროა როცა 16 ხარ.
  • 7:53 - 7:54
    ის ძალიან ნაწყენი იყო თვითმფრინავში.
  • 7:54 - 7:57
    ამბობდა: "ვეღარასდროს ვნახავ სარასნაირ გოგოს."
  • 7:57 - 7:59
    და სიმართლე გითხრათ
    ჩვენ ეს ძალიან გვესიამოვნა.
  • 7:59 - 8:02
    (სიცილი)
  • 8:07 - 8:10
    რადგან ის გოგო იყო
    ჩვენი ქვეყნიდან წასვლის მთავარი მიზეზი.
  • 8:10 - 8:13
    (სიცილი)
  • 8:16 - 8:18
    მაგრამ, რაღაც აზრი გიჩნდება
    ამერიკაში გადმოსვლისას
  • 8:18 - 8:20
    და როცა მოგზაურობთ მსოფლიოში:
  • 8:20 - 8:23
    ყველა განათლების სისტემას მსოფლიოში
    აქვს საგნების ერთნაირი იერარქია.
  • 8:24 - 8:25
    თითოეულ მათგანს. სადაც არ უნდა წახვიდეთ.
  • 8:26 - 8:28
    იფიქრებდით რომ ასე არ უნდა იყოს,
    მაგრამ ასეა.
  • 8:28 - 8:30
    უმაღლესია მათემატიკა და უცხო ენები,
  • 8:30 - 8:32
    შემდეგ ჰუმანიტარულები
    და ფსკერზე არის ხელოვნება.
  • 8:32 - 8:33
    ყველგან დედამიწაზე.
  • 8:33 - 8:37
    და თითქმის ყველა სისტემაში,
    იერარქიაა ასევე ხელოვნების საგნებშიც.
  • 8:38 - 8:40
    ხატვას და მუსიკას ძირითადად აქვთ
    უფრო მაღალი სტატუსი სკოლებში,
  • 8:40 - 8:42
    ვიდრე თეატრს და ცეკვას.
  • 8:42 - 8:44
    პლანეტაზე არ არსებოფს განათლების სისტემა,
  • 8:44 - 8:46
    რომელიც ბავშვებს
    ცეკვას ასწავლის ყოველ დღე.
  • 8:46 - 8:48
    როგორც ჩვენ ვასწავლით მათემატიკას. რატომ?
  • 8:49 - 8:51
    რატომ არა?
    ჩემი აზრით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.
  • 8:51 - 8:54
    ვფიქრობ მათემატიკა მნიშვნელოვანია,
    მაგრამ ასევეა ცეკვაც.
  • 8:54 - 8:56
    ბავშვები მუდამ ცეკვავენ თუ ნებას დართათ,
    ჩვენ ყველანი ასევე.
  • 8:56 - 8:59
    ჩვენ ყველას გვაქვს სხეული, არა?
    რამე ხომ არ მეშლება?
  • 8:59 - 9:02
    (სიცილი)
  • 9:03 - 9:05
    სინამდვილეში ხდება ის,
    რომ როცა ბავშვები იზრდებიან,
  • 9:05 - 9:08
    ჩვენ ვიწყებთ მათ განათლებას
    წელს ზემოდან
  • 9:08 - 9:09
    და შემდეგ, ვკონცენტრირდებით მათ თავებზე
  • 9:09 - 9:11
    და ცოტათი ერთ მხარეს.
  • 9:11 - 9:14
    თუ მოინახულებთ განათლების სისტემას
    როგორც უცხოპლანეტელი
  • 9:14 - 9:17

    და იკითხავთ "რისთვისაა, საჯარო განათლება?"
  • 9:17 - 9:20
    მგონი თუ ნაყოფს შეხედავთ უნდა დაასკვნათ,
  • 9:20 - 9:21
    რომ ვინც მართლა წარმატებულია ამით,
  • 9:21 - 9:23
    ვინც ყველაფერს სწორად აკეთებს ამ მხრივ,
  • 9:23 - 9:26
    ვინც იღებს ყველაზე მეტ ქულებს,
    ვინც გამარჯვებულია
  • 9:26 - 9:29
    მგონი უნდა დაასკვნათ,
    რომ საჯარო განათლების მტელი მიზანი
  • 9:29 - 9:30
    მთელ მსოფლიოში
  • 9:30 - 9:32
    უნივერსიტეტის პროფესორების შექმნაა.
  • 9:32 - 9:34
    არა?
  • 9:34 - 9:36
    ეგენი არიან ხალხი ვინც სათავეში ექცევა.
  • 9:36 - 9:38
    და აი მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი.
  • 9:38 - 9:40
    (სიცილი)
  • 9:40 - 9:44
    და მე მიყვარს უნივერსიტეტის პროფესორები,
    მაგრამ იცით რა,
  • 9:44 - 9:45
    ჩვენ ისინი არ უნდა გვეგონოს
  • 9:45 - 9:48
    მთელი კაცობირიობის მიღწევების აპოთეოზი.
  • 9:48 - 9:50
    ისინი უბრალოდ სიცოცხლის ფორმა არიან,
  • 9:50 - 9:52
    ერთ-ერთი სიცოცხლის ფორმა.
  • 9:52 - 9:55
    მაგრამ ისინი საკმაოდ უცნაურები არიან
    და ამას სიყვარულით ვამბობ.
  • 9:55 - 9:58
    არის რაღაც უცნაური პროფესორებში
    ჩემს გამოცდილებაში.
  • 9:58 - 10:01
    ყველა არა, მაგრამ როგორ წესი
    ისინი ცხოვრობენ თავიანთ თავებში.
  • 10:01 - 10:03
    ცხოვრობენ იქ ზევით და ოდნავ ერთ მხარეს.
  • 10:03 - 10:07
    გეგონებათ რომ უტანოები არიან,
    ხომ იცით, პირდაპირი გაგებით.
  • 10:07 - 10:10
    ისინი თავიანთ ტანებს უყურებენ როგორც
    საკუთარი თავებისთვის გადაადგილების საშუალებას
  • 10:10 - 10:16
    (სიცილი)
  • 10:16 - 10:17
    არა?
  • 10:17 - 10:19
    ეს არის მათი თავების
    შეხვედრებზე მიტანის საშუალება.
  • 10:19 - 10:25
    (სიცილი)
  • 10:25 - 10:29
    თუ ნამდვილი სხეულს გარეთ ყოფნის
    განცდა გინდათ,
  • 10:29 - 10:32
    მოხვდით სადმე
    უფროსი აკადემოკოსების კონფერენციაზე
  • 10:32 - 10:35
    და მიდით ბოლო საღამოს დისკოტეკაზე.
  • 10:35 - 10:37
    (სიცილი)
  • 10:37 - 10:39
    და იქ ნახავთ.
  • 10:39 - 10:43
    ზრდასრულ მამაკაცებს და ქალბატონებს
    რომლებიც ურითმოდ იკლაკნებიან.
  • 10:43 - 10:46
    (სიცილი)
  • 10:46 - 10:49
    ელოდებიან როდის დამთავრდება ეს ყველაფერი,
    რომ წავიდნენ სახლში და დაწერონ ამაზე.
  • 10:49 - 10:51
    (სიცილი)
  • 10:51 - 10:55
    ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებულია
    აკადემიური უნარის იდეაზე.
  • 10:55 - 10:56
    და არსებობს ამის საფუძველი.
  • 10:56 - 11:00
    მსოფლიოში, მართლა არ არსებობდა
    საჯარო განათლების სისტემა
  • 11:00 - 11:02
    მეცხრამეტე საუკუნემდე.
  • 11:02 - 11:05
    ყველა მათგანი ინდუსტრიალიზაციის
    მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა.
  • 11:05 - 11:07
    ასე რომ იერარქია ეფუძნება ორ იდეაზე.
  • 11:07 - 11:12
    პირველი, სამსახურისთვის ყველაზე
    გამოსადეგარი საგნები თავშია.
  • 11:12 - 11:14
    თქვენ ალბათ ბავშვობაში სკოლაში
    უწყინრად გაშორებდნენ ისეთ რამეებს
  • 11:14 - 11:17
    რაც მოგწონდათ,
    რადგან მისი კეთებით
  • 11:17 - 11:20
    სამსახურს ვერასდროს იშოვიდით არა?
  • 11:20 - 11:23
    არ გინდა მუსიკა. მუსიკოსი ხომ არ გამოხვალ;
  • 11:23 - 11:25
    არ გინდა ხატვა. მხატვარი ხომ არ იქნები.
  • 11:25 - 11:28
    უწყინარი რჩევა... აწმყოში, ღრმად მცდარი.
  • 11:28 - 11:30
    მთელი მსოფლიო
    ჩართულია რევოლუციაში.
  • 11:30 - 11:32
    მეორე არის აკადემიური უნარი,
  • 11:32 - 11:35
    რომელიც გვიქმნის
    წარმოდგენას ინტელექტზე.
  • 11:35 - 11:38
    რადგან უნივერსიტეტბმა
    ეს სისტემა საკუთარ ანალოგიად შექმნეს.
  • 11:38 - 11:42
    თუ დაფიქრდებით, საჯარო განათლების
    სისტემა მთელ მსოფლიოში,
  • 11:42 - 11:44
    უნივერსიტეტში მოხვედრის
    გაწელილი პროცესი
  • 11:44 - 11:46
    და შედეგი ისაა რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი,
  • 11:46 - 11:49
    ბრწყინვალე, შემოქმედი ადამიანი
    ფიქრობს რომ ის არაა ასეთი,
  • 11:49 - 11:51
    რადგან ის რაშიც ძლიერები იყვნენ სკოლაში,
  • 11:51 - 11:53
    არ ფასდება,
    მეტიც, ცუდ ტონად ითვლება.
  • 11:53 - 11:56
    ვფიქრობ არ გვაქვს ფუფუნება ასე განვაგრზოთ.
  • 11:56 - 11:58
    შემდეგ 30 წლის განმავლობაში,
    UNESCO-ს თანახმად,
  • 11:58 - 12:01
    უფრო მეტი ადამიანი
    დაამთავრებს უნივერსიტეტს,
  • 12:01 - 12:04
    ვიდრე მთელს ისტორიაში.
  • 12:04 - 12:07
    მეტი ხალხი და ეს იმ ყველაფრის კომბინაციაა
    რაზეც ვილაპარაკეთ.
  • 12:07 - 12:10
    ტექნოლოგია და მისი ტრანსფორმაციული
    გავლენა მუშაობაზე, დემოგრაფიაზე
  • 12:10 - 12:12
    და მოსახლეობის უზარმაზარი მყისიერი ზრდა.
  • 12:12 - 12:15
    დიპლომებს ერთბაშად ფასი დაეკარგა.
  • 12:15 - 12:16
    ასე არ არის?
  • 12:17 - 12:19
    მე რომ სტუდენტივიყავი, დილომი თუ გქონდა,
    სამსახურიც გქონდა.
  • 12:20 - 12:22
    თუ არ გქონდა სამსახური,
    ეს იმიტომ რომ არ გინდოდა მუშაობა.
  • 12:22 - 12:25
    და გულახდილად რომ გითხრათ,
    მე არც მინდოდა. (სიცილი)
  • 12:25 - 12:29
    მაგრამ დღეს-დღეობით,
    ახალგაზრდები დიპლომებით
  • 12:29 - 12:32
    ხშირად სახლში სხდებიან
    კომპიუტერზე სათამაშოდ,
  • 12:32 - 12:35
    რადგან დღეს მაგისტრის დიპლომი გჭირდებათ,
    სადაც ბაკალავრი საკმარისი იყო
  • 12:35 - 12:37
    და მაგისტრისაზე კი
    უკვე დოქტორის ხარისხი გჭირდებათ.
  • 12:37 - 12:39
    ეს არის აკადემიური გაუფასურების პროცესი.
  • 12:39 - 12:41
    და ის აჩვენებს,
    რომ მთელი განათლების სტრუქტურა
  • 12:41 - 12:43
    ჩვენ ფეხქვეშ იძვრის.
  • 12:43 - 12:45
    საჭიროა ჩვენი წარმოდგენა ინტელექტზე
    რადიკალურად გადავიაზროთ.
  • 12:46 - 12:47
    სამი რამ ვიცით ინტლექტზე.
  • 12:48 - 12:49
    პირველი, ის მრავალფეროვანია.
  • 12:49 - 12:52
    ჩვენ ვიაზრებთ მსოფლიოს იმდენნაირად
    რამდენნაირადაც ვგრძნობთ მას.
  • 12:52 - 12:55
    ვიაზრებთ ვიზუალურად,
    ვიაზრებთ ხმით, ვიაზრებთ კინესტეტიურად.
  • 12:55 - 12:57
    ვიაზრებთ აბსტრაქტულ ტერმინებში,
    ვიაზრებთ მოძრაობაში.
  • 12:57 - 12:59
    მეორე, ინტელექტი არის დინამიური.
  • 13:00 - 13:02
    თუ ადამიანის ტვინის
    ურთიერთქმედებას შეხედავთ
  • 13:02 - 13:05
    როგორც გუშინ
    რომდენიმე პრეზენტაციაში მოვისმინეთ,
  • 13:05 - 13:07
    ინტელექტი საოცრად ინტერაქტიულია.
  • 13:07 - 13:09
    ტვინი არაა დაყოფილი განყოფილებებად.
  • 13:10 - 13:13
    ფაქტიურად, შემოქმედება...
    რასაც მე განვმარტავ როგორც
  • 13:13 - 13:15
    ფასეულობის მქონე,
    ორიგინალური იდეების ქონა...
  • 13:15 - 13:18
    მეტწილად განსხვავებული ხედვების
  • 13:18 - 13:21
    ინტერაქტიული
    აქტივობის შედეგად ჩნდება.
  • 13:22 - 13:26
    სხვათა შორის, ნერვების გროვას,
    რომელიც ტვინის ორ ნახევარსფეროს აკავშირებს
  • 13:26 - 13:27
    კოჟრიანი სხეული ჰქვია.
  • 13:28 - 13:29
    ის ქალებში უფრო სქელია.
  • 13:29 - 13:31
    ელენეს გუშინდელი თემის გაგრძელებად,
  • 13:31 - 13:34
    ესაა ალბათ რატომაც არიან ქალები უფრო
    ძლიერები ბევრი საქმის ერთდროულად კეთებაში
  • 13:34 - 13:36
    რადგან ასეც ხართ, არა?
  • 13:36 - 13:39
    ამაზე კვლევების დასტა არსებობს,
    მაგრამ მე საკუთარი ცხოვრებიდან ვიცი.
  • 13:40 - 13:45
    თუ ჩემი მეუღლე საჭმელს აკეთებს სახლში...
    რაც საბედნიეროდ ხშირად არ ხდება.
  • 13:45 - 13:48
    (სიცილი)
  • 13:48 - 13:50
    არა, ის ძლიერია ბევრ რამეში,
    მაგრამ თუ საჭმელს ამზადებს,
  • 13:50 - 13:52
    ხალხთან საუბრობს ტელეფონზე,
  • 13:52 - 13:55
    ბავშვებს ელაპარაკება, ჭერს ღებავს,
  • 13:55 - 13:58
    გულის ოპერაციას აკეთებს აქეთ მხარეს.
  • 13:58 - 14:01
    თუ მე ვამზადებ, კარები მიხურულია,
    ბავშვები გარეთ არიან,
  • 14:01 - 14:04
    ტელეფონი გათიშულია,
    ცოლი თუ შემოვა ვღიზიანდები.
  • 14:04 - 14:07
    ვეუბნები: "ტერი, გთხოვ,
    ხომ ხედავ კვერცხის შეცვას ვცდილობ"
  • 14:07 - 14:14
    (სიცილი)
  • 14:14 - 14:15
    "დამაცადე"
  • 14:15 - 14:17
    (სიცილი)
  • 14:17 - 14:20
    სხვათა შორის, გახსოვთ
    ეს ძველი ფილოსოფიური კითხვა,
  • 14:20 - 14:23
    ხე თუ წაიქცა ტყეში და ხმა ვერავინ გაიგო,
    მოხდა ეს თუ არა?
  • 14:23 - 14:25
    გახსოვთ ეს ძველი გამოცანა?
  • 14:25 - 14:27
    ახლახან ვნახე მაისური წარწერით:
  • 14:27 - 14:31
    "თუ კაცი ტყეში საკუთარ აზრს გამოთქვამს
    და არც ერთ ქალს არ ესმის,
  • 14:31 - 14:32
    მაინც ცდება?"
  • 14:32 - 14:38
    (სიცილი)
  • 14:40 - 14:42
    და მესამე რამ ინტელექტის შესახებ არის,
  • 14:42 - 14:43
    რომ ის ყველასთვის განსხვავებულია.
  • 14:44 - 14:46
    ამჟამად ვმუშაობ ახალ წიგნზე
    სახელად: "Epiphany"
  • 14:46 - 14:49
    რომელიც ეფუძნება
    ინტერვიუების სერიას ხალხთან,
  • 14:49 - 14:51
    იმის შესახებ,
    თუ როგორ აღმოაჩინეს საკუთარი ნიჭი.
  • 14:51 - 14:53
    მოხიბლული ვარ იმით,
    თუ როგორ აღწევს ხალხი ამას.
  • 14:53 - 14:56
    ამ ყველაფერზე ერთმა დიალოგმა მიბიძგა
    რომელიც ერთ შესანიშნავ ქალთან მქონდა,
  • 14:56 - 14:59
    ვის შესახებაც ბევრ ადამიანს შეიძლება
    არაფერი სმენია: ჯილიან ლინი.
  • 14:59 - 15:01
    გსმენიათ მის შესახებ?
    რამოდენიმე თქვენთაგანს სმენია.
  • 15:01 - 15:03
    ის ქორეოგრაფია
    და ყველამ იცის მისი ნამუშევრები.
  • 15:03 - 15:05
    "კატები" და "ოპერის მოჩვენება"
    მისი შექმნილია.
  • 15:05 - 15:06
    საოცარი ადამიანია.
  • 15:06 - 15:08
    მე სამეფო ბალეტის საბჭოს წევრი ვიყავი
  • 15:08 - 15:09
    როგორც მატყობთ.
  • 15:10 - 15:12
    ერთი სიტყვით, მე და ჯილიანმა
    ერთხელ ერთად ვისადილეთ და მე ვკითხე:
  • 15:12 - 15:14
    "ჯილიან, როგორ გახდი მოცეკვავე?"
  • 15:14 - 15:15
    საინტერესო იყო.
  • 15:15 - 15:17
    როდესაც სკოლაში სწავლობდა,
    ძალიან უიმედო იყო
  • 15:17 - 15:21
    და 30-იან წლებში სკოლამ
    მის მშობლებს მისწერა:
  • 15:21 - 15:23
    "ჩვენი აზრით ჯილიანს
    სწავლის აშლილობა აქვს"
  • 15:23 - 15:25
    მას არ შეეძლო კონცენტრირება,
    მოუსვენარი ბავშვი იყო.
  • 15:25 - 15:28
    მგონი ახლა იტყოდნენ, რომ მას
    ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვს. არა?
  • 15:29 - 15:33
    მაგრამ ეს 30-იანები იყო და ტერმნი
    ურადღების დეფიციტის სინდრომი არ არსებობდა.
  • 15:33 - 15:35
    ის ჯერ არ იყო არსებული დაავადება.
  • 15:35 - 15:38
    (სიცილი)
  • 15:38 - 15:40
    ხალხმა არ იცოდა,
    რომ შეიძლება ეს სჭირდეთ.
  • 15:40 - 15:42
    (სიცილი)
  • 15:42 - 15:46
    მოკლედ, მან მიმართა სპეციალისტს.
  • 15:46 - 15:50
    ანუ აღმოჩნდა ამ მუხით მორთულ ოთახში
    დედამისთან ერთად
  • 15:50 - 15:53
    და მიიყვანეს და დასვეს
    სკამზე ოთახის ბოლოს,
  • 15:53 - 15:56
    ის იჯდა ხელებ დაწყობილი 20 წუთი
    სანამ ის კაცი დედამისს ელაპარაკებოდა
  • 15:56 - 15:59
    იმ პრობლემებზე,
    რაც ჯილიანს ჰქონდა სკოლაში.
  • 15:59 - 16:02
    რომ ის აწუხებდა ხალხს, ამიტომ დავალების
    შესრულებას მუდამ აგვიანებდა და ა.შ.
  • 16:02 - 16:03
    რვა წლის ბავშვი.
  • 16:03 - 16:06
    ბოლოს, ექიმი მივიდა და მიუჯდა
    ჯილიანს და უთხრა:
  • 16:06 - 16:09
    "მოვუსმინე ყველაფერს რაც დედაშენმა მომიყვა
  • 16:09 - 16:11
    მას უნდა დაველაპარაკო ცალკე ოთახში.
  • 16:11 - 16:13
    დაგველოდე, მალე დავბრუნდებით,
    დიდი ხანს არ მოგიწევს."
  • 16:13 - 16:16
    გავიდნენ და დატოვეს მარტო.
  • 16:16 - 16:17
    მაგრამ ოთახიდან გასვლისას,
  • 16:17 - 16:20
    ექიმმა ჩართო რადიო
    რომელიც იქვე მაგიდაზე იდო
  • 16:20 - 16:24
    და რომ გავიდნენ, მან უთხრა დედას,
    "დადექით და უყურეთ მას."
  • 16:24 - 16:27
    და როგორც კი გავიდნენ ოთახიდან,
  • 16:27 - 16:29
    მაშინვე ფეხზე წამოხტა და აჰყვა მუსიკას.
  • 16:30 - 16:33
    მათ უყურეს რამოდენიმე წუთი
    და ექიმმა დედამისს და უთხრა:
  • 16:33 - 16:37
    "ქალბატონო ლინ, ჯილიანი არ არის ავად,
    ის მოცეკვავეა.
  • 16:37 - 16:39
    წაიყვანეთ საცეკვაო აკადემიაში."
  • 16:39 - 16:41
    მე ვკითხე, "და მერე რა მოხდა?"
  • 16:41 - 16:44
    მან მიპასუხა: " წამიყვანა და ვერ აღგიწერ
    რა შესანიშნავი იყო.
  • 16:44 - 16:47
    შევედით ოთახში,
    რომელიც სავსე იყო ჩემნაირი ხალხით.
  • 16:47 - 16:49
    ხალხით რომელსაც არ შეეძლო წყნარად ჯდომა.
  • 16:49 - 16:54
    ვისაც ფიქრისთვის მოძრაობა სჭირდებოდა"
    ვისაც უნდა ემოძრავათ რო ეფიქრათ.
  • 16:54 - 16:57
    ისინი ცეკვავდნენ ბალეტს, ტაპს, ჯაზს,
    ისინი ცეკვავდნენ ახალ და თანამედროვე სტილებს.
  • 16:57 - 17:00
    საბოლოოდ იგი
    სამეფო ბალეტის სკოლისთვის გამოსცადეს.
  • 17:00 - 17:04
    სოლისტი გახდა.
    საოცარი კარიერა ჰქონდა სამეფო ბალეტში.
  • 17:04 - 17:06
    ბოლო-ბოლო დაამთავრა
    სამეფო ბალეტის სკოლა,
  • 17:06 - 17:08
    დააარსა ჯილიან ლინ საცეკვაო კომპანია,
  • 17:08 - 17:09
    შეხვდა ანდრიუ ლოიდ ვებერს.
  • 17:10 - 17:11
    მან შექმნა რამდენიმე ყველაზე წარმატებული
    მუსიკალური თეატრის პროდუქცია ისტორიაში.
  • 17:11 - 17:14
    მან შექმნა რამდენიმე ყველაზე წარმატებული
    მუსიკალური თეატრის პროდუქცია ისტორიაში.
  • 17:14 - 17:17
    მილიონობით ხალხს მიანიჭა სიამოვნება,
    და ის მულტიმილიონერია.
  • 17:17 - 17:21
    ვინმე სხვას შეიძლება ის წამლებზე დაესვა
    და ეთქვა რომ დაწყნარებულიყო.
  • 17:21 - 17:28
    (აპლოდისმენტები)
  • 17:29 - 17:30
    ვფიქრობ ყველაფერი შემდეგზე :
  • 17:30 - 17:32
    ელ გორმა ერთ საღამოს ილაპარაკა
  • 17:32 - 17:36
    ეკოლოგიაზე და რევოლუციაზე,
    რომელიც რეიჩელ კარსონმა წამოიწყო.
  • 17:37 - 17:39
    მე მჯერა,
    რომ ჩვენი ერთადერთი იმედი მომავლისთვის
  • 17:39 - 17:43
    არის ახალი ადამიანური ეკოლოგიის
    კონცეფციის ათვისება,
  • 17:43 - 17:46
    რომელშიც ჩვენ დავიწყებთ
    მდიდარი ადამიანური უნარების
  • 17:46 - 17:48
    კოცეპციის გადააზრეებას.
  • 17:48 - 17:51
    ჩვენი განათლების სისტემა
    ძირს უთხრის ჩვენ გონებას
  • 17:52 - 17:55
    ისევე როგორც ჩვენ ვთხრით ძირს დედამიწას:
    კონკრეტული პროდუქტის ძიებაში.
  • 17:55 - 17:58
    და მომავლისთვის, ჩვენ ეს არ დაგვეხმარება.
  • 17:58 - 18:00
    ჩვენ უნდა გადავიაზროთ
    ის ფუნდამენტალური პრინციპები
  • 18:00 - 18:02
    რომლებზეც ვზრდით ჩვენს შვილებს.
  • 18:02 - 18:05
    ჯონას სალკის ერთი შესანიშნავი ციტატაა:
  • 18:05 - 18:10
    "თუ დედამიწაზე ყველა მწერი გაქრა,
  • 18:10 - 18:13
    50 წელში მთელი სიცოცხლე გაქრება.
  • 18:14 - 18:17
    თუ დედამიწაზე ყველა ადამიანი გაქრა,
  • 18:17 - 18:19
    50 წელში სიცოცხლის ყველა ფორმა აყვავდება"
  • 18:20 - 18:22
    და ის მართალია.
  • 18:22 - 18:26
    TED-ი ადამიანის წარმოსახვას .
  • 18:26 - 18:28
    ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ,
  • 18:29 - 18:31
    რომ ეს საჩუქარი ბრძნულად მოვიხმაროთ
  • 18:31 - 18:34
    და თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი ის სცენარი,
    რომლებზეც ვისაუბრეთ
  • 18:34 - 18:38
    და ამის ერთადერთი გზა,
    ჩვენი შემოქმედებითი უნარების დანახვაა
  • 18:38 - 18:40
    მთელი იმ სიმდიდრეთ რაც მასშია
  • 18:40 - 18:43
    და ჩვენი ბავშვების იმ იმედით დანახვა
    რანიც ისინი მართლაც არიან.
  • 18:43 - 18:45
    ჩვენი ამოცანაა, რომ მათი მთელი არსება გავანათლოდ,
  • 18:45 - 18:47
    რათა მათ შეძლოთ რომ გაბედულად შეეგებნონ მომავალს
    სხვათა შორის -- ჩვენ ვერ დავინახავთ ამ მომავალს,
    მაგრამ ისინი დაინახავენ. და ჩვენი სამსახურია რომ დავეხმაროთ
    მათ რომ მისგან რაიმე შექმნან. ძალიან დიდი მადლობა.
Title:
როგორ კლავენ სკოლები შემოქმედებას
Speaker:
კენ რობინსონი
Description:

სერ კენ რობინსონმა წამოაყენა ხალისიანი და შემდზვრელი არგუმენტი ისეთი განათლების სისტემის შექმნისთვის, რომელიც ეხმარება (ხელის შეშლის ნაცვლად) შემოქმედებას

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
19:00

Georgian subtitles

Revisions Compare revisions