მიიჩნევენ ბავშვები, სპერმის დონორებს ოჯახის წევრებად?
-
0:01 - 0:03რას ნიშნავს მშობელი?
-
0:04 - 0:06რას ნიშნავს მშობელი?
-
0:07 - 0:09ეს მარტივი კითხვა არ არის.
-
0:10 - 0:12დღესდღეობით არსებობს შვილად აყვანა,
-
0:12 - 0:14დედინაცვალ-მამინაცვლის ოჯახები,
-
0:14 - 0:16სუროგატი დედები.
-
0:16 - 0:19ბევრი მშობელი რთულ კითხვებსა
-
0:19 - 0:22და რთულ გადაწყვეტილებებს აწყდება.
-
0:22 - 0:26უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილებს სპერმის
დონაციის შესახებ? -
0:27 - 0:29თუ ეს ასეა, მაშინ როდის?
-
0:29 - 0:31რა სიტყვებით ვუთხრათ?
-
0:32 - 0:37სპერმის დონორებს ხშირად
"ბიოლოგიური მამებად" მოიხსენიებენ, -
0:37 - 0:41მაგრამ ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ
სიტყვა "მამა"? -
0:42 - 0:44როგორც ფილოსოფოსი და სოციალური მეცნიერი,
-
0:44 - 0:48მშობლის ცნების შესახებ
ამ კითხვებს ვიკვლევ. -
0:49 - 0:52დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ვისწავლე
-
0:52 - 0:55მშობლებთან და ბავშვებთან საუბრის შედეგად.
-
0:55 - 1:00გიჩვენებთ, რომ მათ იციან,
თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახში, -
1:00 - 1:03მიუხადავად იმისა,
რომ მათი ოჯახები ცოტა განსხვავებულია. -
1:03 - 1:08გიჩვენებთ, მათ შემოქმედებით გზებს,
თუ როგორ გაუმკლავდნენ რთულ კითხვებს. -
1:09 - 1:13მაგრამ ასევე გიჩვენებთ მშობლების ეჭვებს.
-
1:15 - 1:17ჩვენ გამოვკითხეთ წყვილები,
-
1:17 - 1:21რომლებიც შვილოსნობაზე მკურნალობას, გენტის
საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იტარებდნენ -
1:21 - 1:23დონორის სპერმის გამოყენებით.
-
1:23 - 1:25ამ მკურნალობის პერიოდში,
-
1:25 - 1:28ხედავთ ორ წერტილს,
რა დროსაც გამოკითხვები ჩავატარეთ. -
1:29 - 1:32აქ შედიოდა ჰეტეროსექსუალი წყვილები,
-
1:32 - 1:36სადაც კაცებს გარკვეული მიზეზების გამო
არ ჰქონდათ კარგი ხარისხის სპერმა -
1:36 - 1:42და ლესბოსელი წყვილები, ვისაც ცხადია,
სპერმის სხვაგან მოძიება სჭირდებოდათ. -
1:43 - 1:45ასევე ჩავრთეთ ბავშვებიც.
-
1:47 - 1:48მინდოდა გამეგო,
-
1:48 - 1:54როგორ განსაზღვრავენ ეს ბავშვები
ისეთ ცნებებს, როგორიცაა მშობელი და ოჯახი. -
1:54 - 1:57ფაქტობრივად ესაა, რაც მათ ვკითხე,
-
1:58 - 2:01უბრალოდ არა ასე,
-
2:01 - 2:04არამედ ვაშლის ხე დავხატე.
-
2:05 - 2:08ამ გზით აბსტრაქტული
ფილოსოფიური კითხვები შემეძლო დამესვა, -
2:08 - 2:12ისე რომ არ დამეფრთხო ისინი.
-
2:13 - 2:17როგორც ხედავთ, ვაშლის ხე ცარიელია.
-
2:18 - 2:20ეს ჩემი კვლევის მიდგომას ასახავს.
-
2:21 - 2:23მსგავსი ტექნიკების გამოყენებით,
-
2:23 - 2:28შემიძლია, რაც შეიძლება მცირე მნიშვნელობა
და შინაარსი შევიტანო ინტერვიუში, -
2:29 - 2:32რადგან ეს მათგან მინდა გავიგო.
-
2:32 - 2:34მე ვკითხე,
-
2:35 - 2:38როგორი იქნებოდა თქვენი ოჯახი
ვაშლის ხე რომ ყოფილიყო? -
2:39 - 2:42და მათ ქაღალდის ვაშლი უნდა აეღოთ
ყველასთვის, ვინც მათი შეხედულებით -
2:43 - 2:44მათი ოჯახის წევრი იყო,
-
2:44 - 2:47დაეწერათ სახელი და ჩამოეკიდათ იქ,
სადაც უნდოდათ -
2:47 - 2:50და მე დავუსვამდი კითხვებს.
-
2:50 - 2:53უმეტესმა ბავშვმა მშობლით,
ან დედმამიშვილით დაიწყო. -
2:54 - 2:56ერთმა დაიწყო "ბოქსერით",
-
2:57 - 3:00მისი ბებიისა და ბაბუის მკვდარი ძაღლით.
-
3:00 - 3:04ამ ეტაპზე, არცერთმა ბავშვმა
არ ახსენა დონორი. -
3:04 - 3:09ასე რომ, ვკითხე მათი დაბადების ამბავი.
-
3:09 - 3:11ვკითხე: "სანამ შენ დაიბადე,
-
3:11 - 3:14მხოლოდ დედა და მამა იყო,
-
3:14 - 3:15ან დედა და დედიკო.
-
3:15 - 3:19შეგიძლია მითხრა როგორ გაჩნდი ოჯახში?"
-
3:19 - 3:21და მათ ამიხსნეს.
-
3:22 - 3:23ერთმა თქვა:
-
3:24 - 3:27"ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ კარგი თესლები,
-
3:27 - 3:31მაგრამ არსებობენ მეგობრული კაცები,
ვისაც ზედმეტი თესლები აქვთ. -
3:31 - 3:36ისინი მათ ჰოსპიტალში მიიტანეს
და დიდ ქილაში ჩადეს. -
3:36 - 3:41დედიკო იქ წავიდა და ქილიდან აიღო ორი:
-
3:41 - 3:43ერთი ჩემთვის და ერთი ჩემი დისთვის.
-
3:44 - 3:46მან ჩაიდო თესლები თავის მუცელში...
-
3:46 - 3:48როგორღაც...
-
3:48 - 3:51და მისი მუცელი ძალიან დიდი გაიზარდა
-
3:51 - 3:52და იქ მე ვიყავი".
-
3:53 - 3:54ჰმმ...
-
3:56 - 4:00როდესაც დონორის ხსენება დაიწყეს,
-
4:00 - 4:03მხოლოდ მაშინ დავსვი მასზე კითხვები,
მათივე ენით. -
4:04 - 4:05მე ვუთხარი:
-
4:05 - 4:10"ეს ვაშლი, თესლებიანი
მეგობრული კაცი რომ ყოფილიყო, -
4:10 - 4:12რას უზამდი?
-
4:12 - 4:14და ერთი ბიჭი, ვაშლით ხელში
-
4:14 - 4:16მსჯელობდა.
-
4:16 - 4:17მან თქვა:
-
4:18 - 4:21"არ ჩამოვკიდებდი მას ხეზე,
სხვებთან ერთად. -
4:21 - 4:24ის ჩემი ოჯახის ნაწილი არ არის,
-
4:24 - 4:26მაგრამ არც მიწაზე დავდებდი.
-
4:26 - 4:29ის მეტისმეტად ცივი და მაგარია.
-
4:29 - 4:31ვფიქრობ ის ღეროზე უნდა იყოს,
-
4:32 - 4:35რადგან მან, ჩვენი ოჯახი
შესაძლებელი გადახა. -
4:35 - 4:37ეს რომ არ გაეკეთებინა,
-
4:37 - 4:41ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა,
რადგან ჩემი ოჯახი არ იარსებებდა -
4:41 - 4:44და მე არ ვიარსებებდი".
-
4:46 - 4:49ასევე მშობლებმა შეთხზეს
ზღაპარები ოჯახზე, -
4:49 - 4:52თავისი შვილებისთვის მოსაყოლად.
-
4:53 - 4:56ერთმა წყვილმა მათი განაყოფიერების პროცესი,
-
4:56 - 4:59ბავშვებს ფერმაში წაყვანით აუხსნა,
-
4:59 - 5:03სადაც აჩვენა, თუ როგორ ანაყოფიერებდა
ვეტერინარი ძროხებს. -
5:04 - 5:05რატომაც არა?
-
5:05 - 5:07ეს მათი ახსნის მეთოდია.
-
5:08 - 5:11მათეული "თვითნაკეთი" ოჯახის ისტორიაა.
-
5:11 - 5:12თვითნაკეთობა.
-
5:12 - 5:15ჩვენ გყვავდა სხვა წყვილი,
რომელმაც წიგნები შეადგინა. -
5:15 - 5:17წიგნი თითოეული ბავშვისათვის.
-
5:17 - 5:19ისინი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები იყო,
-
5:19 - 5:20რომლებიც მკურნალობის განმავლობაში
-
5:20 - 5:23წარმოქმნილ ფიქრებსა
და გრძნობებს შეიცავდნენ. -
5:23 - 5:26მათ საავადმყოფოს პარკინგის ბილეთებიც კი,
წიგნში ჰქონდათ შეტანილი. -
5:26 - 5:28ასე რომ, ეს თვითნაკეთობაა:
-
5:28 - 5:30მეთოდების, სიტყვებისა და სურათების პოვნა,
-
5:30 - 5:33რათა შენს ბავშვს, ოჯახის ამბავი მოუყვე.
-
5:34 - 5:37ეს ისტორიები ძალიან მრავალფეროვანი იყო,
-
5:37 - 5:40მაგრამ ყველას ერთი რამ ჰქონდა საერთო:
-
5:42 - 5:45ეს იყო ბავშვისკენ ლტოლვის
-
5:46 - 5:48და ამ ბავშვის ძიების ზღაპარი.
-
5:48 - 5:53ზღაპარი იმაზე, თუ რამდენად განსაკუთრებული
და საყვარელი იყო მათი ბავშვი. -
5:55 - 6:00კვლევა ჯერჯერობით გვიჩვენებს,
რომ ეს ბავშვები მშვენივრად არიან. -
6:00 - 6:03მათ სხვა ბავშვებზე მეტი პრობლემა არ აქვთ.
-
6:03 - 6:06მშობლებს ამ ზღაპრებით
-
6:06 - 6:10თავიანთი გადაწყვეტილებების
გაემართლებაც უნდოდათ. -
6:10 - 6:13ისინი იმედოვნებდნენ,
რომ შვილები გაუგებდნენ, -
6:13 - 6:16თუ რატომ შექმნეს ოჯახი ამ გზით.
-
6:16 - 6:20ამის მიზეზი იმის შიშია,
რომ ბავშვებს შეიძლება გაემტყუნებინათ -
6:20 - 6:22და უარეყოთ არაბიოლოგიური მშობელი.
-
6:23 - 6:25და ეს შიში გასაგებია,
-
6:25 - 6:28რადგან ჩვენ ძალიან ჰეტერონორმატიულ
-
6:28 - 6:30და გენეტიკიზებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
-
6:30 - 6:33მსოფლიოში, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა,
-
6:33 - 6:36რომ ნამდვილი ოჯახი შედგება
ერთი დედის, ერთი მამის -
6:36 - 6:39და მათი გენეტიკური შვილებისგან.
-
6:40 - 6:41ასეა...
-
6:42 - 6:45მინდა თინეიჯერ ბიჭზე მოგიყვეთ.
-
6:45 - 6:49ის დონორისგან ჩაისახა,
მაგრამ ჩვენი კვლევის ნაწილი არ იყო. -
6:49 - 6:52ერთ დღეს მას მამასთან კამათი მოუვიდა
-
6:52 - 6:53და დაუყვირა,
-
6:53 - 6:55"შენ მასწავლი რა გავაკეთო?
-
6:55 - 6:58შენ მამაჩემიც კი არ ხარ!"
-
7:00 - 7:04ეს ზუსტად ის იყო, რისიც ჩვენ კვლევაში
მონაწილე მშობლებს ეშინოდათ. -
7:04 - 7:08ბიჭმა თავი დამნაშავედ მალევე იგრძნო
და ისინი შერიგდნენ,. -
7:08 - 7:11მაგრამ ყველაზე საინტერესო
მამამისის რექციაა. -
7:12 - 7:13მან თქვა:
-
7:14 - 7:20"ამ სიბრაზის გადმონთხევას
არავითარი კავშირი არ აქვს გენეტიკასთან. -
7:20 - 7:22ეს გარდატეხის ასაკის ბრალი იყო.
-
7:22 - 7:24ეს რთული ასაკია.
-
7:24 - 7:27ამ დროს ასე იქცევიან.
-
7:27 - 7:29გაივლის".
-
7:29 - 7:31ამ კაცის ქცევა გვაჩვენებს,
-
7:31 - 7:34რომ როდესაც რამე ისე არ არის,
-
7:35 - 7:36მაშინვე არ უნდა ვიფიქროთ,
-
7:36 - 7:39რომ ეს იმიტომ ხდება,
რომ ოჯახი ცოტა განსხვავებულია. -
7:39 - 7:43ასეთი რამეები ყველა ოჯახში ხდება.
-
7:44 - 7:46და ყველა მშობელმა
-
7:46 - 7:48ყოველთვის შეიძლება გაიფიქროს:
-
7:48 - 7:51"საკმარისად კარგი მშობელი ვარ?"
-
7:51 - 7:53ეს მშობლებიც ასევე არიან.
-
7:53 - 7:58მათ ხომ საბოლოოდ, საკუთარი ბავშვისთვის
საუკეთესო უნდოდათ. -
7:58 - 8:00მაგრამ ესენი ზოგჯერ,
ასევე იმასაც ფიქრობენ: -
8:00 - 8:02"მე ნამდვილი მშობელი ვარ?"
-
8:02 - 8:04მათი თავდაუჯერებლობა,
იმაზე დიდი ხნით ადრე არსებობდა, -
8:05 - 8:06სანამ მშობლები გახდებოდნენ.
-
8:06 - 8:10მკურნალობის დასაწყისში,
როცა ექიმი-კონსულტანტი პირველად ნახეს, -
8:10 - 8:13ისინი ყურადღებით უსმენდნენ მას,
-
8:13 - 8:16რადგან მათ ყველაფერის სწორად
გაკეთება უნდოდათ. -
8:16 - 8:1810 წლის შემდეგაც კი,
-
8:18 - 8:22მათ ჯერ კიდევ ახსოვთ რჩევა,
რომელიც მიიღეს. -
8:25 - 8:30როცა მათ ექიმი კონსულტანტი
და მისი რჩევა გაიხსენეს, -
8:30 - 8:32ჩვენ ეს განვიხილეთ
-
8:32 - 8:35ერთმა ლესბოსელმა წყვილმა თქვა:
-
8:36 - 8:38"როდესაც ჩვენი ვაჟი გვეკითხება,
-
8:38 - 8:41'მე მამა მყავს?'
-
8:41 - 8:45ჩვენ ვეუბნებით 'არა, შენ მამა არ გყავს.'
-
8:45 - 8:48ჩვენ მას მეტს არაფერს ვეუბნებით,
თუ არ იკითხავს, -
8:48 - 8:50რადგან ის შეიძლება ამისთვის მზად არ იყოს.
-
8:50 - 8:52კონსულტანტმა ასე თქვა".
-
8:53 - 8:55არ ვიცი.
-
8:55 - 8:57ეს საკმაოდ განსხვავდება იმისაგან,
-
8:57 - 9:00თუ როგორ ვპასუხობთ ჩვენ
ბავშვების კითხვებს. -
9:00 - 9:04მაგალითად: "რძე... ის ქარხანაში მზადდება?"
-
9:04 - 9:07ჩვენ ვეტყოდით: "არა, ის ძროხისგან მოდის,"
-
9:07 - 9:09შემდეგ ვისაუბრებდით ფერმერის შესახებ
-
9:09 - 9:12და როგორ მიდის რძე მაღაზიამდე.
-
9:12 - 9:13ჩვენ არ ვეტყოდით:
-
9:14 - 9:18"არა, რძე არ მზადდება ქარხანაში."
-
9:20 - 9:22ასე რომ, რაღაც უცნაური მოხდა აქ
-
9:22 - 9:25და რა თქმა უნდა, ბავშვებმა ეს შეამჩნიეს.
-
9:26 - 9:27ერთმა ბიჭმა თქვა:
-
9:27 - 9:30"ჩემს მშობლებს ბევრი კითხვა დავუსვი,
-
9:30 - 9:32მაგრამ ძალიან უცნაურად მოიქცნენ.
-
9:33 - 9:37ამიტომ, მე მყავს მეგობარი სკოლაში,
რომელიც ჩემნაირადაა გაჩენილი -
9:37 - 9:41და როცა კითხვა მაქვს,
უბრალოდ მივდივარ და მას ვეკითხები". -
9:42 - 9:43ჭკვიანი ბიჭია.
-
9:44 - 9:45პრობლემა გადაჭრილია.
-
9:46 - 9:48მაგრამ მისმა მშობლებმა ვერ შენიშნეს
-
9:49 - 9:51და, რასაკვირველია,
ასეთი ჩანაფიქრი არც ჰქონდათ, -
9:51 - 9:54ასეთი ჩანაფიქრი არც კონსულტანტს ჰქონდა,
-
9:54 - 9:57როდესაც განიხილავდნენ
რამდენად მნიშვნელოვანია, -
9:57 - 10:00რომ ოჯახი ღია იყოს დისკუსიისთვის.
-
10:00 - 10:03და ესაა უცნაური რჩევაში,
-
10:03 - 10:06როდესაც ადამიანებს აბებს ვთავაზობთ,
თავიდან მტკიცებულებას ვაგროვებთ. -
10:07 - 10:08ვატარებთ ტესტებს,
-
10:08 - 10:10ვატარებთ განმეორებით კვლევებს.
-
10:10 - 10:13გვინდა ვიცოდეთ, ეს აბი რას აკეთებს
-
10:13 - 10:16და ადამაინების ცხოვრებაზე
რა გავლენას ახდენს. -
10:16 - 10:17და რჩევა?
-
10:19 - 10:23რჩევისათვის, ან პროფესიონალისთვის,
რომრლიც რჩევას იძლევა საკმარისი არ არის, -
10:23 - 10:25რომ რჩევა მხოლოდ თეორიულად
ჟღერდეს გამართულად, -
10:25 - 10:27ან კეთილი განზრახით იყოს მიცემული,
-
10:27 - 10:31ეს უნდა იყოს რჩევა,
რომლის მტკიცებულებაც არსებობს. -
10:31 - 10:36მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად
აუმჯობესებს მშობლების ცხოვრებას. -
10:36 - 10:41ასე რომ, ფილისოფოსს ჩემში უნდა,
რომ შემოგთავაზოთ პარადოქსი: -
10:42 - 10:46გირჩევთ, რომ შეწყვიტოთ
რჩევის გათვალისწინება. -
10:48 - 10:49მაგრამ, დიახ.
-
10:50 - 10:53(აპლოდისმენტები)
-
10:55 - 10:57არ დავასრულებ იმით, რაც არ გამოვიდა;
-
10:57 - 11:01ეს უსამართლობა იქნება იმ სითბოს მიმართ,
რომელიც ამ ოჯახებში აღმოვაჩინეთ. -
11:03 - 11:06გახსოვთ წიგნები და მოგზაურობა ფერმერამდე?
-
11:06 - 11:09როდესაც მშობლები აკეთებენ იმას,
რაც მათთვის ამართლებს, -
11:10 - 11:12მათ შესანიშნავი რამეები გამოსდით.
-
11:12 - 11:16მინდა დაიმახსოვროთ,
როგორც ოჯახის წევრებმა, -
11:16 - 11:19რომ მნიშვნელობა არ აქვს
რა ფორმით, ან სახით, -
11:19 - 11:24მაგრამ ის რაც ოჯახებს სჭირდება
თბილი ურთიერთობებია. -
11:25 - 11:29და ამის შესაქმნელად
პროფესიონალობა არ გვჭირდება. -
11:30 - 11:33უმეტესი ჩვენგანი კარგად ვუმკლავდებით,
-
11:33 - 11:35თუმცა, ეს შეიძლება რთული საქმე იყოს
-
11:35 - 11:38და დროდადრო შეიძლება რაღაც რჩევაც მივიღოთ.
-
11:39 - 11:40ამ შემთხვევაში,
-
11:41 - 11:43გაითვალისწინეთ სამი რამ.
-
11:44 - 11:47იმოქმედეთ იმ რჩევის მიხედვით,
რომელიც თქვენი ოჯახისთვის ამართლებს. -
11:48 - 11:53გახსოვდეთ, ექსპერტი თქვენ ხართ, რადგან
თქვენ ცხოვრობთ თქვენი ოჯახის ცხოვრებით. -
11:55 - 11:56და ბოლოს,
-
11:56 - 12:00გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობებისა
და შემოქმედებითი უნარის, -
12:01 - 12:05იმიტომ რომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს.
-
12:05 - 12:06მადლობა.
-
12:06 - 12:13(აპლოდისმენტები)
- Title:
- მიიჩნევენ ბავშვები, სპერმის დონორებს ოჯახის წევრებად?
- Speaker:
- ვეერლე პროვუსტი
- Description:
-
როგორ განვსაზღვრავთ მშობელს, ან ოჯახს? ბიოეთიკოსი ვეერლე პროვუსტი ამ კითხვებს იკვლევს არატრადიციული ოჯახების კონტექსტში, რომლებიც შვილად აყვანის, მეორე ქორწინების, სუროგატი დედების, ან სპერმის დონაციის შედეგად არიან ერთად. ამ საუბარში ის გვიზიარებს, თუ როგორ ქმნიან მშობლები და ბავშვები საკუთარი ოჯახების ისტორიებს.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 12:26
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do kids think of sperm donors as family? |