< Return to Video

Disney Infinity Play Lab - შესავალი

  • 0:04 - 0:09
    რომელ კლასში ხართ?
    მეორე; მეათე; პირველ კლასში?
  • 0:09 - 0:11
    მე მერვე კლასში ვიყავი,
    როცა პროგრამირება ვისწავლე.
  • 0:11 - 0:15
    პირველი კომპიუტერი რომ
    მიყიდეს, მეექვსე კლასში ვიყავი.
  • 0:15 - 0:19
    ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შემიძლია,
    ადამიანების პრობლემები მოვაგვარო.
  • 0:19 - 0:23
    შეგიძლია, საკუთარი თავი
    გამოხატო, ააგო რაღაცები იდეისგან.
  • 0:23 - 0:26
    კომპიუტერული მეცნიერება
    იმ უამრავი რაღაცის საფუძველია,
  • 0:26 - 0:30
    რასაც სტუდენტები და პროფესიონალები მომვალი
    ოცი ან ოცდაათ წლის განმავლობაში გააკეთებენ.
  • 0:30 - 0:33
    მე მომწონს პროგრამირება, რადგან მე
    მომწონს ადამიანების დახმარება.
  • 0:33 - 0:38
    მეძლევა შესაძლებლობა, შექვმნა რაღაც,
    რაც ადამიანების ცხოვრებას გაამარტივებს.
  • 0:38 - 0:41
    ვფიქრობ, ასე ყველაზე ახლოს
    დგახარ სუპერძალის ქონასთან.
  • 0:41 - 0:43
    დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
  • 0:43 - 0:47
    მეც დამწყები ვარ და მინდა,
    ჩემთან ერთად ისწავლოთ.
  • 0:47 - 0:50
    მე ჯონ ვექი ვარ, "პოპკაპ
    გეიმსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.
  • 0:50 - 0:54
    ჩვენ ვქმინით ისეთ თამაშებს, როგორიცაა
    Plants vs. Zombies, Bejeweled და Peggle
  • 0:54 - 0:57
    თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის,
    თუ რამდენად სრულყოფილია შენი კოდი,
  • 0:57 - 0:59
    ან რამდენიად სრულყოფილია
    გრაფიკა, არამედ ის,
  • 0:59 - 1:01
    თუ როგორ შეგრძნებას განიჭებს
    და რამდენად სახალისოა თამაში.
  • 1:01 - 1:05
    ამას მხოლოდ თამაშით შეიგრძნობ,
    მისი კეთებით, სწავლით, ადაპტირებით
  • 1:05 - 1:08
    და თამაშების კეთების
    საკუთარი უნარების განახლებით.
  • 1:08 - 1:10
    გაქვს საყვარელი ვიდეო თამაში?
  • 1:10 - 1:14
    ჩვენ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ვიდეო თამაშების
    შექმნისკენ, Play Lab-ის გამოყენებით.
  • 1:14 - 1:17
    კარგ თამაშს აქვს საკუთარი ამბავი და
    ყოველ ამბავს ჰყავს მონაწილე პირები.
  • 1:17 - 1:22
    მონაწილე პირები პალარაკობენ, მოძრაობენ
    და ერთმანეთთან ურთიერთობენ.
  • 1:22 - 1:25
    შეიძლება, ქულებსაც აგროვებენ,
    თამაშის წესების მიხედვით.
  • 1:25 - 1:28
    დღეს ვისწავლით, როგორ
    გავაკეთოთ ეს ყველაფერი,
  • 1:28 - 1:31
    ნაბიჯ-ნაბიჯ, დისნეის პერსონაჟების,
    მაგალითად, ანას, ელზას,
  • 1:31 - 1:34
    ჰიროს, ბეიმაქსისა და
    რაფუნზელის დახმარებით.
  • 1:34 - 1:39
    ჩვენ ავაგებთ თამაშს, რომელიც შეიძლება
    გაუზიაროთ სხვებს და ითამაშოთ მობილურ ტელეფონზე.
  • 1:39 - 1:41
    თქვენი ეკრანი სამ
    ძირითად ნაწილადაა გაყოფილი.
  • 1:41 - 1:44
    მარცხნივ არის თამაშის ადგილი,
    სადაც პროგრამას გავუშვებთ.
  • 1:44 - 1:48
    თითოეული საფეხურის
    ინსტრუქცია მოცემულია ქვემოთ.
  • 1:48 - 1:53
    ეს შუა სივრცე არის ხელსაწყოების ყუთი და
    ამ ბლოკებისგან თითოეული არის კოდის ნაწილი.
  • 1:53 - 1:56
    თეთრი სივრცეს, მარჯვნივ,
    ჰქვია სამუშაო სივრცე
  • 1:56 - 1:59
    და სწორედ აქ უნდა ავაგოთ ჩვენი პროგრამა.
  • 1:59 - 2:05
    დასაწყისისთვის, უნდა დაუკავშიროთ ბლოკები
    სტაფილოსფერ "როცა კოდს გავუშვებ" ბლოკთან.
  • 2:05 - 2:08
    შეგიძლიათ, დააკავშიროთ რამდენიმე ბლოკი,
    ამისთვის კი უნდა დაიჭიროთ ისინი მანამდე,
  • 2:08 - 2:13
    სანამ ყვითელ კონტურს არ დაინახავთ. ეს
    ნიშნავს, რომ ისინი გაერთიანებულია.
  • 2:13 - 2:17
    ამ პირველ თავსატეხში, ჰირო არის მოქმედი
    პირი 1 და ბეიმაქსი არის მოქმედი პირი 2.
  • 2:17 - 2:21
    ჰირო უნდა მივიყვანოთ ბეიმაქსთან, ამისთვის
    ბლოკი "იმოძრავე მარჯვნივ" უნდა წამოვიღოთ
  • 2:21 - 2:24
    და მივიტანოთ ის "როცა
    კოდს გავუშვებ" ბლოკთან.
  • 2:24 - 2:26
    მას შემდეგ, რაც ბლოკებს
    თავის ადგილას დაალაგებთ,
  • 2:26 - 2:29
    დააჭირეთ ღილაკს "გაშვება"
    და ნახავთ, რა დააპროგრამეთ.
  • 2:29 - 2:32
    დაიწყეთ და საბოლოოდ შეგეძლებათ,
    შექმნათ საკუთარი თამაში
  • 2:32 - 2:34
    ამ შესანიშნავი მოქმედი პირების გამოყენებით,
  • 2:34 - 2:36
    რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან
    ურთიერთობა, ქულების დაგროვება,
  • 2:36 - 2:40
    მიკრობოტების, ალუბლების, მფრინავი
    თეფშების, ბრჭყვიალებისა და ყინულის სროლა..
  • 2:40 - 2:44
    და ერთმანეთის გაქრობა.
    ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!
Title:
Disney Infinity Play Lab - შესავალი
Description:

დაიწყეთ თქვენი საკუთარი თამაშების დაპროგრამება Disney Infinity Play Lab-ის დახმარებით. PopCap Games-ის დამფუძნებელი, ჯონ ვექი წარმოგიდგენთ ვიდეო თამაშების დიზაინის საფუძვლებს და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ Play Lab-ის ინტერფეისი.

more » « less
Video Language:
English
Team:
Code.org
Project:
Hour of Code
Duration:
02:45

Georgian subtitles

Revisions Compare revisions