< Return to Video

ძალადობის მოულოდნელი კლება

  • 0:00 - 0:04
    მსგავსი სურათები
    აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან,
  • 0:04 - 0:09
    მე-20 საუკუნის განმავლობაში
    ჩაიბეჭდა ჩვენ ცნობიერებაში
  • 0:09 - 0:14
    და მოგვცა საშუალება,
    ახლიდან გაგვეცნო საკუთარი თავები,
  • 0:14 - 0:17
    საიდან მოვედით და რა დროში ვცხოვრობთ.
  • 0:17 - 0:21
    მე-20 საუკუნის მანძილზე, ჩვენ სტალინის,
    ჰიტლერის,
  • 0:21 - 0:26
    მაოს, პოლ პოტის სისასტიკეების, რუანდის
    და სხვა გენოციდების მოწმენი გავხდით
  • 0:26 - 0:30
    და თუმცა მე-20 საუკუნე სულ რაღაც 7 წლისაა,
  • 0:30 - 0:34
    ჩვენ უკვე მოვესწარით მიმდინარე
    დარფურის გენოციდს
  • 0:34 - 0:37
    და ერაყის ყოველდღიურ საშინელებებს.
  • 0:37 - 0:40
    ამან მიგვიყვანა სიტუაციის საერთო აღქმამდე,
  • 0:40 - 0:44
    კერძოდ იქამდე, რომ თანამედროვეობამ
    საშინელი ძალადობა მოგვიტანა და შესაძლოა,
  • 0:44 - 0:47
    რომ პირველყოფილი ადამიანები
    ჰარმონიაში ცხოვრობდნენ,
  • 0:47 - 0:52
    რასაც ჩვენდა საზიანოდ, ჩვენვე დავშორდით.
  • 0:52 - 0:55
    აი, მაგალითად, გაზეთ "Boston Globe"-ში
  • 0:55 - 0:59
    ორიოდე წლის წინ ეწერა:
    "ინდიელების ცხოვრება
  • 0:59 - 1:02
    რთული იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ
    დასაქმების პრობლემა, ძლიერი იყო
  • 1:02 - 1:05
    ჰარმონია, ნარკომანია უცნობი იყო,
  • 1:05 - 1:09
    კრიმინალი თითქმის არ არსებობდა,
    ტომებს შორის ბრძოლა კი,
  • 1:09 - 1:12
    ძირითადად რიტუალური ხასიათის იყო
    და იშვიათად მთავრდებოდა განურჩეველი,
  • 1:12 - 1:17
    ან მასიური მკვლელობით" თქვენთვის
    ყველასთვის ნაცნობია ეს თბილი ისტორიები.
  • 1:17 - 1:20
    ჩვენ ამას ბავშვებს ვასწავლით.
    ეს გვესმის ტელევიზორში
  • 1:20 - 1:25
    და თხზულებებში.
    ამ გამოსვლის საწყისი სათაური იყო:
  • 1:25 - 1:28
    "ყველაფერი რაც გსმენიათ მცდარია"
    და მე ვაპირებ ვაჩვენო,
  • 1:28 - 1:31
    რომ ჩვენი ცოდნის
    ეს კონკრეტული ნაწილი მცდარია,
  • 1:31 - 1:35
    რომ ჩვენი წინაპრები,
    იყვნენ ბევრად უფრო მოძალადეები ვიდრე ჩვენ,
  • 1:35 - 1:39
    რომ ძალადობა იკლებს უკვე დიდი ხანია
    და რომ დღეს, ალბათ ვცხოვრობთ
  • 1:39 - 1:42
    ყველაზე მშვიდობიან დროში
    ჩვენი სახეობის არსებობის მანძილზე.
  • 1:42 - 1:47
    ახლა, დარფურის და ერაყის დროში
  • 1:47 - 1:50
    ასეთი მტკიცება შეიძლება სადღაც ბოდვად,
  • 1:50 - 1:53
    ან უხამსობადაც აღიქმბოდეს,
    მაგრამ მე შევეცდები დაგარწმუნოთ,
  • 1:53 - 1:56
    რომ ეს რეალური სურათია.
  • 1:56 - 2:02
    ძალადობის კლება მუდმივი მოვლენაა.
    თქვენ შეგიძლიათ ამას ათასწლეულების,
  • 2:02 - 2:06
    საუკუნეების, ათწლეუების
    და წლების მანძლზე დააკვირდეთ.
  • 2:06 - 2:08
    თუმცა როგორც ჩანს იყო გარდამტეხი მომენტი,
  • 2:08 - 2:12
    რაციონალიზმის ეპოქის დასაწყისში
    მე-16 საუკუნეში.
  • 2:12 - 2:16
    ეს ჩანს ყველგან, ოღონდ არა ერთგვაროვნად.
  • 2:16 - 2:19
    ეს განსაკუთრებით ჩანს დასავლეთში,
    ინგლისიდან და ჰოლანდიიდან
  • 2:19 - 2:22
    დაწყებული
    საგანმანათლებლო ეპოქის პერიოდში.
  • 2:22 - 2:26
    ნება მომეცით გამოგზაუროთ 10-ის
    ხარისხებში.
  • 2:26 - 2:28
    ათასწლეულის მასშტაბიდან,
    წლიურ მასშტაბამდე,
  • 2:28 - 2:32
    იმისთვის რომ დაგარწმუნოთ ამაში.
    10 000 წლის წინ ყველა ადამიანი
  • 2:32 - 2:35
    იყო მონადირე-შემგროვებელი,
    მუდმივი საცხოვრებლის
  • 2:35 - 2:38
    და მთავრობის გარეშე.
    სწორედ ეს არის ის მდგომარეობა,
  • 2:38 - 2:43
    რომელიც მიჩნეულია ჰარმონიის პირველსახედ.
  • 2:43 - 2:46
    მაგრამ არქეოლოგი ლორენს კილი,
  • 2:46 - 2:52
    თანამედროვე მონადირე-შემგროვებლების
    მსხვერპლიანობაზე დაკვირვებით,
  • 2:52 - 2:58
    რომელიც მტკიცებულებების საუკეთესო წყაროა,
    განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა.
  • 2:58 - 3:00
    ეს არის გრაფიკი, რომელიც მან შექმნა
  • 3:00 - 3:03
    ის აჩვენებს ომში
    მამრების სიკვდილიანობის პროცენტს
  • 3:03 - 3:08
    ფურაჟირების, მონადირეების
    და შემგროვებლების რამდენიმე ტომში.
  • 3:08 - 3:14
    წითელი სვეტები აჩვენებს მამაკაცის
    ბუნებრივი სიკვდილისგან განსხვავებულ,
  • 3:14 - 3:17
    სხვისი ხელით მოკვლის ალბათობას
  • 3:17 - 3:21
    საკვების მომპოვებელ საზოგადოებებში,
  • 3:21 - 3:25
    ახალი გვინეის კუნძულზე
    და ამაზონის ტყეებში.
  • 3:25 - 3:28
    მამაკაცის სხვისი ხელით მკვლელობის პროცენტი
    იცვლება 60%-დან,
  • 3:28 - 3:32
    გებუსის ტომის შემთხვევაში,
  • 3:32 - 3:36
    15%-მდე. პატარა ლურჯი ზოლი,
    მარცხენა დაბალ კუთხეში
  • 3:36 - 3:40
    აშშ-ს და ევროპის
    მე-20 საუკუნის სტატისტიკას შეესაბამება
  • 3:40 - 3:44
    და მოიცავს ყველა მკვლელობას
    ორივე მსოფლიო ომის ჩათვლით.
  • 3:44 - 3:49
    ტომთაშორისი ომების შესაბამისი
    სიკვდილიანობა რომ ყოფილიყო მე-20 საუკუნეში
  • 3:49 - 3:55
    100 მილიონის ნაცვლად,
    დაიხოცებოდა 2 მილიარდი.
  • 3:55 - 3:58
    ასევე ათასწლეულების მასშტაბში,
    შეგვიძლია შევხედოთ
  • 3:58 - 4:03
    ადრეული ცივილიზაციების ცხოვრების წესს.
  • 4:03 - 4:08
    ისეთს, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი და
    ამ ვითომ მორალური ღირებულებების წყაროში,
  • 4:08 - 4:12
    შეიძლება წავიკითხოთ,
    რა იყო იმ დროს ომში მოსალოდნელი.
  • 4:12 - 4:15
    მაგალითდ შემდეგი რიცხვნი 31:
    "გაილაშქრეს მიდიანზე,
  • 4:15 - 4:18
    როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს,
  • 4:18 - 4:21
    და დახოცეს ყველა მამრი. უთხრა მათ მოსემ
  • 4:21 - 4:25
    ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში
    ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი,
  • 4:25 - 4:28
    რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი
    მამრის საწოლზე, მოკალით.
  • 4:28 - 4:32
    ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში,
    რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი
  • 4:32 - 4:35
    მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ"
    სხვა სიტყვებით,
  • 4:35 - 4:40
    მოკალით კაცები, მოკალით ბავშვები;
    თუ ქალწულს ნახავთ,
  • 4:40 - 4:43
    შეგიძლიათ ცოცხალი დატოვოთ,
    და გააუპატიუროთ.
  • 4:43 - 4:47
    თქვენ ნახავთ
    ოთხ, ხუთ მსგავს ნაწყვეტს ბიბლიაში.
  • 4:47 - 4:50
    ასევე ბიბლიაში ნახავთ,
    რომ სიკდვილით დასჯა
  • 4:50 - 4:55
    მიღებული სასჯელი იყო
    ისეთი დანაშაულებებისთვის,
  • 4:55 - 4:59
    როგორიც ჰომოსექსუალობა, ღალატი,
    მკრეხელობა, მშობლებისთვის შეპასუხება.
  • 4:59 - 5:03
    (სიცილი) და ფიჩხის შეგროვება შაბათ დღეს.
  • 5:03 - 5:06
    მოდით შევამციროთ
  • 5:06 - 5:09
    და შევხედოთ საუკუნის მასშტაბით.
  • 5:09 - 5:14
    თუმცა ჩვენ არ გვაქვს შუა საუკუნეებიდან
    თანამედროვეობამდე
  • 5:14 - 5:15
    ომების სტატისტიკა,
  • 5:15 - 5:18
    ამის შესახებ
    მხოლოდ ზოგადი ისტორიიდან ვიცით,
  • 5:18 - 5:22
    იმის მტკიცებულება, რომ საზოგადოების მიერ
    დაშვებული ძალდობის ფორმის კლებაა
  • 5:22 - 5:25
    სულ ჩვენ თვალწინ იყო,
  • 5:25 - 5:29
    მაგალითად, ნებისმიერი საზოგადოების
    ისტორიიდან ჩანს, რომ დასახიჩრება და წამება
  • 5:29 - 5:32
    იყო სასჯელის ჩვეული ფორმა. ისეთი დარღვევა,
  • 5:32 - 5:36
    რომელიც დღეს ჯარიმით ისჯება,
  • 5:36 - 5:40
    მაშინ ენის მოჭრით,
    ყურების დაჭრით, დაბრმავებით,
  • 5:40 - 5:42
    ხელის მოჭრით და ა.შ. მთავრდებოდა.
  • 5:42 - 5:47
    მაშინ იყო მთელი რიგი მახვილგონივრული
    სადისტური დასჯის სასიკვდილო ფორმები.
  • 5:47 - 5:50
    კოცონზე დაწვა, გამოშიგვნა,
    ბორბალზე გაკვრა,
  • 5:50 - 5:53
    ორი მხრიდან ცხენების მიერ გაგლეჯა და ა.შ.
  • 5:53 - 5:57
    სიკვდილით ისჯებოდა
    არაძალადობრივი დანაშაულების მთელი სია:
  • 5:57 - 6:02
    მეფის კრიტიკა, პურის ნატეხის მოპარვა.
    რა თქმა უნდა მონათმფლობელობა,
  • 6:02 - 6:06
    იყო სამუშაოს შესამსუბუქებელი დანადგარი
  • 6:06 - 6:09
    და სისასტიკე გართობის პოპულარული ფორმა იყო
    ყველაზე თვასლაჩინოა
  • 6:09 - 6:12
    კატის დაწვის პრაქტიკის მაგალითი,
    როცა ყულფში გამობმულ კატას,
  • 6:12 - 6:15
    ცეცხლში უშვებდნენ
  • 6:15 - 6:21
    და მაყურებლები ხარხარებდნენ იმაზე,
    თუ როგორ იკლაკნებოდა
  • 6:21 - 6:23
    კატა ტკივილისგან და კვდებოდა ცეცხლში.
  • 6:23 - 6:26
    რაც შეეხება ერთი-ერთზე მკვლელობას.
    არსებობს კარგი სტატისტიკა,
  • 6:26 - 6:32
    რადგან ბევრი მუნიციპალიტეტი
    ჩანაწერში უთითებდა სიკვდილის მიზეზს.
  • 6:32 - 6:37
    კრიმინოლოგმა მანუელ აიზნერმა
  • 6:37 - 6:39
    შეისწავლა ევროპის მასშტაბით
  • 6:39 - 6:44
    ნებისმიერ სოფელში, ქალაქში, ქვეყანაში,
    მკვლელობის სიხშირის
  • 6:44 - 6:46
    ყველა ისტორიული მონაცემი და შეავსო ის
  • 6:46 - 6:50
    ნაციონალური მონაცემებით, იმ დროიდან,
    რაც ქვეყნებმა დაიწყეს
  • 6:50 - 6:56
    სტატისტიკის წარმოება.
    მან ეს დაიტანა ლოგარითმულ შკალაზე,
  • 6:56 - 7:03
    წელიწადში 100 000 კაცზე, 100 სიკვდილიდან
    დაწყებული, რაც არის
  • 7:03 - 7:08
    მკვლელობების დაახლოებითი სიხშირე
    შუა საუკუნეებში.
  • 7:08 - 7:13
    გრაფი ეცემა 1 სიკვდილზე დაბლა 100000 კაცზე
    წელიწადში შვიდ ან რვა ევროპულ ქვეყანაში,
  • 7:13 - 7:17
    შემდეგ პატარა ნახტომია 60-იანებში.
    რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ხალხი,
  • 7:17 - 7:21
    რომელიც ამბობდა, რომ როკენროლი
    მორალურ დეგრადირებას გამოიწვევს
  • 7:21 - 7:24
    რაღაცაში მართლები იყვნენ.
  • 7:25 - 7:29
    სიკვდილიანობის სულ მცირე
    ორ თანრიგიანი კლება იყო
  • 7:29 - 7:32
    შუა საუკუნეებიდან დღემდე
  • 7:32 - 7:36
    და გარდამტეხი იყო
    მე-16 საუკუნეების დასაწყისი.
  • 7:37 - 7:39
    ახლა, დავიდეთ 10 წლეულების მასშტაბზე.
  • 7:39 - 7:42
    არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად
  • 7:42 - 7:46
    რომლებიც ასეთ სტატისტიკას 1945 წლიდან
    აწარმოებენ ევროპასა და ამერიკაში,
  • 7:46 - 7:49
    მოხდა მკვეთრი კლება
    სახელმწიფოთაშორის ომებში,
  • 7:50 - 7:54
    ეთნიკურ კონფლიქტებში, დარბევებში
    და სამხედრო გადატრიალებებში.
  • 7:54 - 7:58
    სამხრეთ ამერიკაშიც კი. მთელ მსოფლიოში
  • 7:58 - 8:03
    სიკვდილიანობის მკვეთრი კლებაა
    სახელმწიფოთაშორის ომებში. ყვითელი სვეტები
  • 8:03 - 8:08
    აჩვენებს სიკვდილიანობის რიცხვს ყოველ ომში
    ყოველ წელს, 1950 წლიდან დღემდე.
  • 8:09 - 8:13
    როგორც ხედავთ,
    სიკვდილიანობის სიხშირე 65 000-დან
  • 8:13 - 8:17
    კონფლიკტში, წელიწადში, 1950 წლიდან
    დადის მხოლოდ 2000 სიკვდილამდე
  • 8:17 - 8:21
    თითო კონფლიქტში წელიწადში
    ამ ათწლეულში, რა ცუდიც არ არის.
  • 8:21 - 8:25
    წლების მასშტაბშიც კი შეიძლება
    ძალადობის კლების დანახვა.
  • 8:25 - 8:28
    ცივი ომის დასრულების შემდეგ,
    ნაკლები სამოქალაქო ომები იყო,
  • 8:28 - 8:34
    ნამვდილად ნაკლები გენოციდი.
    90 პროცენტით შემცირდა
  • 8:34 - 8:40
    მეორე მსოფლიო ომის დონესთან შედარებით.
    1960 წლის ნახტომიც კი უკან დაბრუნდა.
  • 8:40 - 8:44
    ეს მონაცემები ფსბ საერთო კრიმინალის
    სტატისტიკისაა. თქვენ ხედავთ,
  • 8:44 - 8:48
    რომ ძალადობის საკმაოდ დაბალი დონეა
    50-იანებში და 60-იანებში,
  • 8:48 - 8:52
    შემდეგ ნახტომია
    რამდენიმე ათწლეულის მანძილზე
  • 8:52 - 8:56
    და იწყება კლება 1990 წლიდან, ისე რომ
  • 8:56 - 9:00
    უბრუნდება 1960 წლის ნიშნულს.
  • 9:00 - 9:02
    პრეზიდენტო კლინტონ, თუ აქ ხართ, მადლობა.
  • 9:02 - 9:04
    (სიცილი)
  • 9:04 - 9:07
    მაშ, ისმის კითხვა,
    რატომ ცდება ამდენი ხალხი
  • 9:07 - 9:11
    ასეთ მნიშვნელოვან რამეზე?
    ვფიქრობ ამას რიგი მიზეზები აქვს.
  • 9:11 - 9:14
    ერთ-ერთია ის რომ ჩვენ
    უკეთესი შეტყობინების საშუალებები გვაქვს.
  • 9:14 - 9:18
    ცნობების სააგენტო "Associated Press",
    ომის ქრონიკის უკეთესი მომწოდებელია,
  • 9:18 - 9:22
    ვიდრე მე-16 საუკუნის ბერები.
  • 9:22 - 9:27
    არსებობს კოგნიტიური ილუზია. ჩვენ
    ფსიქოლოგებმა ვიცით, რომ რაც უფრო ადვილია
  • 9:27 - 9:30
    გაიხსენო რაღაც კონკრეტული შემთხვევა,
  • 9:30 - 9:33
    მით უფრო დიდია საკუთარი თავის
    ამ შემთხვევასთან ასოცირების შანსი.
  • 9:33 - 9:37
    ამბები სისხლიანი ილუსტრაციით,
    რომლებზეც გაზეთში ვკითხულობთ,
  • 9:37 - 9:41
    უფრო ძლიერ აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში,
    ვიდრე ცნობა ბევრად მეტი ხალხის სიკვდილზე
  • 9:41 - 9:47
    სიბერისგან საკუთარ საძინებელში.
    არსებობს აზრთა რაღაც დინამიკა
  • 9:47 - 9:52
    და ბაზრის წახალისება. ვერავინ მიიზიდავს
    დამკვირვებელს, ადვოკატს და დონორს
  • 9:52 - 9:54
    იმის თქმით,
  • 9:54 - 9:56
    რომ საქმეები უკეთ და უკეთ მიდის.
  • 9:56 - 9:57
    (სიცილი)
  • 9:57 - 10:00
    თანამედროვე ინტელექტუალურ წრეებში
    არსებობს დანაშაულის გრძნობა
  • 10:00 - 10:03
    ძირძველ ხალხებთან მიმართებაში
  • 10:03 - 10:06
    და იმის არ აღიარების სურვილი,
    რომ დასავლურ კულტურაში
  • 10:06 - 10:10
    შეიძლება რამე კარგი იყოს და რა თქმა უნდა
    ჩვენი სტანდარტების ცვლილებამ,
  • 10:10 - 10:14
    შეიძლება საქციელის ცვლილებას გადაასწროს.
    ძალადობის კლების ერთი მიზეზი
  • 10:14 - 10:17
    არის ის, რომ ხალხს იმ დროს
    ყელში ამოუვიდა ხოცვა და სისასტიკე
  • 10:17 - 10:20
    როგორც ჩანს ეს პროცესი გრძელდება.
  • 10:20 - 10:24
    მაგრამ თუ სტანდარტები წინ უსწრებს ქცევას,
  • 10:24 - 10:27
    მოვლენები ყოველთვის უფრო ბარბაროსული ჩანს
    ვიდრე გამოჩნდებოდნენ
  • 10:27 - 10:31
    ისტორიული სტანდარტების ფონზე.
    დღეს ჩვენ სამართლიანად გვაშფოთებს,
  • 10:31 - 10:37
    როცა ტეხასში 15 წლიანი
    სააპელაციო პროცესის შემდეგ,
  • 10:37 - 10:41
    რამდენიმე მკვლელს
    სასიკვდილო ინექციით უსრულებენ განაჩენს.
  • 10:42 - 10:45
    ჩვენ არ ვითვალსწინებთ
    რომ 200 წლის წინ ისინი შესაძლოა დაეწვათ,
  • 10:45 - 10:48
    10 წუთიანი სასამართლოს შემდეგ
    მეფის კრიტიკისთვის.
  • 10:48 - 10:51
    ასეთი რამ მუდმივად ხდებოდა.
  • 10:51 - 10:55
    დღეს ჩვენ სიკვდილით დასჯას
    ვუყურებთ როგორც იმის მანიშნებელს,
  • 10:55 - 10:59
    თუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს
    ჩვენი ქცევა და არა იმისას
  • 10:59 - 11:02
    თუ როგორ აიწია ჩვენმა სტანდარტებმა.
  • 11:03 - 11:06
    კარგი, მაშ რატომ მცირდება ძალადობა?
    სინამდვილეში არავინ იცის,
  • 11:06 - 11:11
    მაგრამ მე 4 ახსნა წავიკითხე,
    რომელთაგან ჩემი აზრით
  • 11:11 - 11:14
    თითოეული შეიცავს
    სიმართლის მარცვალს.
  • 11:14 - 11:17
    პირველი: შეიძლება ტომას ჰობსი
    მართალი იყო როცა თქვა,
  • 11:17 - 11:22
    რომ სახელმწიფოებრიობამდე პერიოდის ცხოვრება
    იყო "განმარტოებული, ღარიბი, საზიზღარი,
  • 11:22 - 11:26
    უმოწყალო და მოკლე", არა იმიტომ
  • 11:26 - 11:29
    რომ ადამიანებს გააჩნიათ
    თანდაყოლილი სისხლის წყურვილი,
  • 11:29 - 11:33
    ან აგრესიული ინსტიქტები
    და ტერიტორიული იმპერატივები,
  • 11:33 - 11:36
    არამედ თავად ანარქიის ლოგიკით,
    ანარქიის მდგომარეობაში,
  • 11:36 - 11:40
    არსებობს მუდმივი ცდუნება
    დაასწრო და თავს დაესხა მეზობელს,
  • 11:40 - 11:43
    მანამ სანამ ის დაგესხმება. ტომას შელინგი
  • 11:43 - 11:45
    ავლებდა ასეთ ანაგლოგიას.
  • 11:45 - 11:48
    სახლის მეპატრონეს სარდაფიდან ესმის ხმა.
  • 11:48 - 11:52
    როგორც კარგ ამერიკელს
    მას ტუმბოში აქვს იარაღი.
  • 11:52 - 11:54
    იღებს იარაღს და ჩადის კიბეზე
    და ხედავს
  • 11:54 - 11:56
    ქურდს იარაღით.
  • 11:56 - 12:00
    თითოეული მათგანი ფიქრობს. "მე არ მინდა
    მისი მოკვლა,
  • 12:00 - 12:04
    მაგრამ ის აპირებს ჩემს მოკვლას
    ჯობია მას ვესროლო, სანამ ის მესვრის.
  • 12:04 - 12:06
    თან მას ჩემი მოკვლა რომც არ უნდოდეს,
  • 12:06 - 12:09
    ალბათ ეშინია, რომ მე მოვკლავ მას
  • 12:09 - 12:12
    სანამ ის მომკლავს მე..." და ა.შ.
  • 12:12 - 12:17
    მონადირე-შემგროვებლები ცხადად გაივლებენ
    აზრთა ამ მიმდევრობას თავში
  • 12:17 - 12:21
    და ხშირად თავს ესხმიან მეზობლებს
    შიშისგან, რომ მათ დაასწრებენ.
  • 12:22 - 12:25
    ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ხერხი
    შეკავებაა.
  • 12:25 - 12:30
    შენ არ ისვრი პირველი, მაგრამ გაქვს
    საჯაროდ გაცხადებული პოლოტიკა,
  • 12:30 - 12:33
    რომ შენ უპასუხებ სასტიკად
    თუ ვინმე შემოგიტევს
  • 12:33 - 12:35
    ერთი მომენტი არის ის,
  • 12:35 - 12:40
    რომ ასეთი განცხადება შეიძლება ყალბი იყოს,
    შესაბამისად ეს პოლიტიკა ქმედითი იქნება
  • 12:40 - 12:45
    მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ
    დაგიჯერებენ. ანუ თქვენ უნდა უპასუხოთ
  • 12:45 - 12:49
    ყველა თავდასხმას და გაუსწოროთ ანგარიში.
    რაც მიდის სისხლიან ვენდეტებამდე.
  • 12:49 - 12:54
    ცხოვრება ხდება "სოპრანოს კლანის" სერია.
    ჰობსის გადაწყვეტილება "ლევიათანი",
  • 12:54 - 12:58
    მდგომარეობს იმაში, რომ
    ძალადობის გამოყენების ლეგიტიმური უფლება
  • 12:58 - 13:04
    ვანდოთ ერთადერთ დემოკრატიულად არჩეულ
    სააგენტოს, ლევიათანს.
  • 13:04 - 13:07
    ეს შეამცირებს თავდასხმის ცდუნებას,
  • 13:07 - 13:10
    რადგან ნებისმიერი აგრესია დაისჯება,
  • 13:10 - 13:15
    რაც მის ეფექტურობას გაანულებს.
    ეს ხსნის გამაფრთხილებელი შეტევის ცდუნებას
  • 13:15 - 13:19
    იმის შიშით, რომ არ დაასწრონ.
  • 13:19 - 13:23
    და ეს ხსნის მუდმივად
    საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობას,
  • 13:23 - 13:26
    იმისთვის, რომ აჩვენოთ
    თქვენი მუქარის რეალურობა.
  • 13:26 - 13:32
    ამას მივყავართ მშვიდობამდე. აისნერი,
    ვინც შეადგინა მკვლელობების გრაფიკი,
  • 13:32 - 13:34
    რომელიც წინა სლაიდზე არ გინახავთ,
  • 13:35 - 13:39
    ამტკიცებდა, რომ ევროპაში
    მკვლელობის დონის შემცირების პერიოდი,
  • 13:39 - 13:43
    დაემთხვა
    ცენტრალიზებული სახელმწიფოების გაძლიერებას.
  • 13:43 - 13:46
    ეს არგუმენტი
    ლევიათანის თეორიის სასარგებლოა.
  • 13:46 - 13:50
    ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს,
    რომ დღეს ჩვენ ძალადობის აფეთქებებს
  • 13:50 - 13:54
    ანარქიის ზონებში ვხედავთ:
    უუნარო სახელმწიფოებში, დანგრეულ იმპერიებში
  • 13:54 - 13:59
    განუვითარებელ რეგიონებში, მაფიებში,
    ქუჩურ დაჯგუფებებში და ა.შ.
  • 14:00 - 14:03
    მეორე ახსნა არის ის,
    რომ ბევრ დროსა და ადგილას
  • 14:03 - 14:07
    გავრცელებულია სენტიმენტი,
    რომ ცხოვრება არაფრად ღირს
  • 14:07 - 14:11
    ადრეულ ხანაში, როცა ტანჯვა
    და ადრეული სიკვდილი ჩვეული იყო
  • 14:11 - 14:15
    საკუთარ ცხოვრებაში,
    ადამიანს ნაკლებად ადარდებდა
  • 14:15 - 14:19
    სხვისთვის ზიანის მიყენება. როცა
    ტექნოლოგიამ და ეკონომიკურმა ეფექტურობამ,
  • 14:19 - 14:23
    ცხოვრება გაახანგრძლივა და უფრო სასიამოვნო
    გახადა, ამან უფრო დიდი ფასი შესძინა
  • 14:23 - 14:27
    ზოგადად სიცოცხლეს. ეს იყო
    პოლიტ. მეცნიერის ჯეიმს პეინის არგუმენტი
  • 14:27 - 14:31
    მესამე ახსნას შემოაქვს
    არანულოვანი თამაშის ცნება
  • 14:31 - 14:35
    შემუშავებულ წიგნში "არანულოვანი" ჟურნალისტ
  • 14:35 - 14:39
    რობერტ რაიტის მიერ. რაიტი აღნიშნავს,
    რომ გარკვეულ სიტუაციაში
  • 14:39 - 14:43
    კოოპერაცია და არა-ძალადობრიობა,
    შეიძლება უპირატესი იყოს ურთიერთობაში,
  • 14:43 - 14:48
    როგორიც არის ვაჭრობიდან მიღებული მოგება,
  • 14:48 - 14:52
    როცა ორი მხარე ვაჭრობს სიჭარბით
    და მოგებული რჩება, ან როცა ორივე მხარე
  • 14:52 - 14:55
    ყრის იარაღს, ზოგავს სამხედრო დანახარჯს
  • 14:55 - 14:59
    და არ არიან იძულებულნი მუდმივად იომონ.
  • 14:59 - 15:01
    რაიტი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიებმა
  • 15:01 - 15:05
    გაზარდეს დადებით ნაშთიანი თამაშების
    რაონდეობა, რომელშიც ჩვენ ვერთვებით.
  • 15:06 - 15:09
    რაც საშუალებას გვაძლევს გავცვალოთ საქონელი
    მომსახურება და იდეები
  • 15:09 - 15:13
    დიდ მანძლებზე
    და ადამიანთა დიდ ჯგუფებს შორის.
  • 15:13 - 15:16
    შედეგად, სხვა ადამიანები უფრო ფასობენ,
    როცა ისინი ცოცხლები არიან.
  • 15:16 - 15:22
    და ძალადობა ეგოისტური მიზეზებით მცირდება.
    რაიტის სიტყვებით: "ბევრ მიზეზს შორის,
  • 15:22 - 15:24
    რატომაც ვფქირობ, რომ იაპონელები
  • 15:24 - 15:27
    არ უნდა დავბომბოთ, არის ის,
    რომ მათ ჩემი მანქანა შექმნეს"
  • 15:27 - 15:29
    (სიცილი)
  • 15:29 - 15:33
    მეოთხე ახსნა ასახულია ფილოსოფოს
    პიტერ სინგერის წიგნში:
  • 15:33 - 15:37
    "გაფართოებადი წრე",
  • 15:37 - 15:40
    რომელიც ფიქრობს, რომ ევოლუციამ
    ადამიანს
  • 15:40 - 15:45
    თანაგრძნობის უნარი გაუღვივა: თვისება,
    რომ სხვა ადამიანების ინტერესები,
  • 15:45 - 15:49
    განვიხილოთ საკუთარის მსგავსად.
    სამწუხაროდ, როგორც წესი,
  • 15:49 - 15:53
    ამ თვისებას ჩვენ ვიყნებთ, მხოლოდ
    მეგობრების და ოჯახის წევრების ვიწრო წრეზე.
  • 15:53 - 15:56
    ამ წრის გარეთ ადამიანები განიხილებიან
    როგორც ქვე ადამიანები
  • 15:56 - 16:00
    და მათი ექსპლუატაცია დაშვებულია,
    მაგრამ ისტორიის მანძილზე,
  • 16:00 - 16:04
    ეს წრე ფართოვდებოდა. შეიძლება ისტორიული
    ჩანაწერებში ვნახოთ,
  • 16:04 - 16:08
    რომ გაფართოება მიდიოდა სოფლამდე,
    კლანამდე, ტომამდე,
  • 16:08 - 16:11
    ნაციამდე, სხვა რასებამდე, ორივე სქესამდე
    და სინგერის თანახმად,
  • 16:11 - 16:13
    წრე უნდა გაფართოვდეს
  • 16:13 - 16:18
    სხვა მგრძნობიარე ცხოველებამდეც.
    კითხვა ის არის,
  • 16:18 - 16:21
    რომ თუ ეს მართლაც მოხდა,
    რა იდგა ამ გაფართოების უკან?
  • 16:21 - 16:24
    არსებობს ბევრი ვარიანტი:
    ურთიერთთანამშრომლობის წრეები
  • 16:24 - 16:28
    იმ აზრით,
    რომელზეც როპერტ რაიტი საუბრობს.
  • 16:29 - 16:33
    ოქროს წესის ლოგიკა: რაც უფრო მეტს
    ფიქრობ სხვაზე და თანამშრომლობ მათთან,
  • 16:33 - 16:37
    მით უფრო აცნობიერებ, რომ უაზრობაა
  • 16:37 - 16:41
    საკუთარი ინტერესების
    სხვისაზე მაღლა დაყენება,
  • 16:41 - 16:44
    ყოველ შემთხვევაში, თუ გინდათ,
    რომ მოგისმინონ ვერ იტყვით,
  • 16:44 - 16:47
    რომ "ჩემი ინტერესები განსაკუთრებულია,
    უფრო ღირებული, ვიდრე შენი"
  • 16:47 - 16:49
    ისევე როგორც ვერ იტყვით: "აი ეს ადგილი
  • 16:49 - 16:53
    სადაც ვდგავარ, სამყაროს უნიკალური ნაწილია
  • 16:53 - 16:56
    მხოლოდ იმიტომ,
    რომ მე ვდგავარ მასზე ამ წუთას"
  • 16:56 - 17:00
    მიზეზი შეიძლება იყოს კოსმოპოლიტიზმი,
    ისტორია,
  • 17:00 - 17:04
    ჟურნალისტიკა, მეხსიერება,
    ლიტერატურა, მოგზაურობა,
  • 17:04 - 17:08
    განათლება, ყველაფერი
    რაც გვაძლევს საშუალებას თავი წარმოვიდგინოთ
  • 17:08 - 17:12
    სხვის ადგილას, იმათ ადგილას ვისაც შესაძლოა
    ქვე ადამიანებად მოვიაზრებდით.
  • 17:12 - 17:16
    ასევე ჩვენი მდგომარეობის
    შემთხვევითობის გაცნობიერება.
  • 17:16 - 17:21
    იმისი რომ "ეს გამართლებაა
    სადაც ვარ და როგორც"
  • 17:21 - 17:24
    რითიც არ უნდა იყოს გამოწვეული,
    ძალადობის შემცირებას
  • 17:24 - 17:28
    აქვს ღრმა შედეგები.
    მარტო ის კითხვები კი არ უნდა ისმებოდეს
  • 17:28 - 17:32
    "რატომ არის ომი?" არამედ ისიც
    "რატომ დადგა მშვიდობა?"
  • 17:32 - 17:36
    არა მხოლოდ "რას ვაკეთებთ არასწორად",
    არამედ "რა ვაკეთებთ სწორად?"
  • 17:36 - 17:39
    რადგან რაღაც სწორად ვაკეთეთ
  • 17:39 - 17:41
    და კარგი იქნებოდა გაგვეგო კონკრეტულად რა.
  • 17:41 - 17:42
    დიდი მადლობა.
  • 17:42 - 17:53
    (აპლოდისმენტები)
  • 17:53 - 17:57
    კრის ანდერსონი: მომეწონა გამოსვლა.
    ვფიქრობ ბევრი აქ მყოფი დამეთანხმება,
  • 17:57 - 18:00
    რომ ეს გაფართოება,
    რომელზეც თქვენ საუბრობდით,
  • 18:00 - 18:03
    რომელზეც პიტერ სინგერი საუბრობს,
    გამოწვეულია ტექნოლოგიით,
  • 18:03 - 18:07
    სხვა ადმიანებთან წვდომით და შეგრძნებით
    რომ მსოფლიო მცირდება.
  • 18:07 - 18:11
    ამაშიც ხომ არის სიმართლის მარცვალი?
  • 18:11 - 18:15
    სტივენ პინკერი: რა თქმა უნდა.
    ეს ეთანხმება რაიტის თეორიასაც.
  • 18:15 - 18:19
    იმას, რომ ჩვენ თანამშრომლობის
    ნაყოფით შეგვიძლია სულ უფრო და უფრო
  • 18:19 - 18:24
    ფართე საზოგადოებებში
    ვისარგებლოთ. ასევე ჩემი აზრით
  • 18:24 - 18:27
    ეს გვეხმარება
    თავი წარმოიდგინოთ სხვის ადგილას.
  • 18:27 - 18:30
    როცა კითხულობ შუა საუკუნეების
    ამ კოშმარულ წამებებზე ფიქრობ,
  • 18:30 - 18:32
    როგორ აკეთებდნენ ამას,
  • 18:32 - 18:35
    როგორ შეეძლოთ
    არ თანაეგრძნოთ ადამიანისთვის,
  • 18:35 - 18:38
    რომელსაც შიგნავდნენ? მაგრამ ცხადია,
  • 18:38 - 18:41
    რაღაც დონეზე მათ ეჩვენებოდათ, რომ ის
    რაღაც უცხო პლანეტელივითაა,
  • 18:41 - 18:44
    რომელსაც არ აქვს მათი მსგავსი გრნძობები.
  • 18:44 - 18:47
    მგონი ყველაფერი რაც სხვის ადგილზე ყოფნის
  • 18:47 - 18:50
    წარმოდგენის საშუალება გვაძლევს.
    აძლიერბს მორალურ ბმას
  • 18:50 - 18:51
    ამ ადამიანთან.
  • 18:51 - 18:55
    კ,ა.: სტივ მინდა უახლოეს მომავალში ეს,
    მედია სააგენტოების ყველა მფლობელმა გაიგოს
  • 18:55 - 18:57
    მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია
    დიდი მადლობა
  • 18:57 - 18:58
    ს.პ.: მადლობა თქვენ.
Title:
ძალადობის მოულოდნელი კლება
Speaker:
სტივენ პინკერი
Description:

სტივენ პინკერი აღგვიწერს ძალადობის კლებას ბიბლიური ხანიდან დღემდე და ამტკიცებს, რომ თუმცა შეიძლება ალოგიკურად და ურცხვადაც კი ჟღერდეს, ერაყის და დარფურის ფონზე, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე მშვიდობიან დროში, ჩვენი სახეობის არსებობის მანძილზე.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
18:58

Georgian subtitles

Revisions Compare revisions