< Return to Video

Basic subtraction | Addition and subtraction | Arithmetic | Khan Academy

  • 0:00 - 0:06
    მოგესალმებით. ამ ვიდეოში
    განვიხილავთ გამოკლების საფუძვლებს.
  • 0:06 - 0:10
    მოდი ჯერ მიმატება გავიხსენოთ.
  • 0:10 - 0:19
    თუ ვიტყვით, 4–ს პლუს 3, ეს რას ნიშნავს?
  • 0:19 - 0:21
    რას უდრის?
  • 0:21 - 0:23
    ამის ამოხსნის რამოდენიმე გზა არსებობს
  • 0:23 - 0:25
    შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი 4 რამე
  • 0:25 - 0:28
    მაგალითად, მე მქონდა 4 წრე ან
  • 0:28 - 0:30
    4 ლიმონი საუზმისთვის
  • 0:30 - 0:36
    1, 2, 3, 4 ლიმონი საუზმისთვის.
  • 0:36 - 0:41
    და კიდევ მქონდა 3 ლიმონი სადილისთვის.
  • 0:41 - 0:43
    1, 2, 3,
  • 0:43 - 0:46
    ანუ 4–ს პლუს 3 იგივეა, რაც
  • 0:46 - 0:48
    ჩემი ლიმონების საერთო რაოდენობა.
  • 0:48 - 0:50
    მე 3–ს ვუმატებ 4–ს.
  • 0:50 - 0:51
    ამგვარად, სულ რამდენი მაქვს?
  • 0:51 - 0:55
    სულ მაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7.
  • 0:55 - 0:59
    ჯამში მაქვს 7 ლიმონი.
  • 0:59 - 1:01
    ვცადოთ სხვა გზაც ამის დასათვლელად:
  • 1:01 - 1:04
    დავხაზოთ რიცვითი ღერძი.
  • 1:04 - 1:07
    მე დავხაზავ მას ყვითელი ფერით
  • 1:07 - 1:10
    ჰმ, ძალიან ვიწროა.
  • 1:10 - 1:14
    (რადგანაც ლიმონებზე ვსაუბრობთ
    გავავლებ ხაზს ყვითელი ფერით)
  • 1:14 - 1:18
    მოდი ვთქვათ ეს არის ჩვენი რიცხვითი ღერძი.
  • 1:18 - 1:21
    და თუ დავიწყებ პირველი რიცხვით
    -- მოდი დავაწერ ყველა რიცხვს
  • 1:21 - 1:32
    0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7.
  • 1:32 - 1:34
    ასე უფრო გავს რიცხვით ღერძს.
  • 1:34 - 1:35
    აი ჩვენი რიცხვითი ღერძი.
  • 1:35 - 1:38
    ჩვენ ვიწყებთ 4-იდან.
  • 1:38 - 1:39
    ეს არის რიცხვი 4.
  • 1:39 - 1:41
    მას 3 უნდა დავუმატოთ.
  • 1:41 - 1:44
    ანუ, რიცხვით ღერძზე სამით მარჯვნივ
    გადავადგილდებით.
  • 1:44 - 1:49
    დავთვალოთ 1, 2, 3 და ვამთავრებთ 7-ით.
  • 1:49 - 1:52
    ანუ, თუ მე მაქვს 4 და მას ვუმატებ 3-ს,
    შედეგად მივიღებ 7-ს.
  • 1:52 - 1:57
    თუ გავზრდი 4-ს 3-ით, აქაც მივიღებ 7-ს.
  • 1:57 - 1:59
    ჩვენ განვიხილეთ მიმატება.
    ახლა, რა ნიშნავს გამოკლება?
  • 1:59 - 2:00
    ეს ვიდეო ზუსტად ამას აგვიხსნთ.
  • 2:00 - 2:03
    ჩვენი დრო
    მთლიანად შეკრებას არ უნდა დავახარჯოთ.
  • 2:03 - 2:06
    მაგალითად, ავიღოთ 4–ს მინუს 3.
  • 2:06 - 2:08
    რას უდრის ეს?
  • 2:08 - 2:12
    შევცვალოთ ფერები,
    უფრო საინტერესო რომ გახდეს.
  • 2:12 - 2:19
    რას უდრის 4–ს მინუს 3?
  • 2:19 - 2:23
    გამოკლება არის
    მიმატების საპირისპირო ქმედება.
  • 2:23 - 2:27
    მიმატებისას რიცხვი იზრდება, იმიტომ რომ მას
    რაღაცას ამატებთ.
  • 2:27 - 2:30
    (არ მინდა გამოვიყენო სიტყვა
    დამატება მიმატების ასახსნელად, მაგრამ
  • 2:30 - 2:31
    ესაა რასაც ჩვენ ვაკეთებთ მიმატებისას.)
  • 2:31 - 2:34
    მე მქონდა 4 ლიმონი და შემდეგ 3-ით მეტი.
  • 2:34 - 2:36
    გამოკლებისას კი ჩვენ ვაკლებთ.
  • 2:36 - 2:43
    მაგალითად, თუ მე დავიწყებ 4 ლიმონით,
  • 2:43 - 2:45
    ვთქვათ, მე მქონდა 4 ლიმონი
  • 2:45 - 2:50
    თუ მე გამოვაკლებ 3-ს,
    თუ მე ვამბობ მინუს 3-ს,
  • 2:50 - 2:54
    იმის ნაცვლად, რომ მივუმატო 3 და მივიღო 7,
    მე ვაკლებ 3-ს
  • 2:54 - 2:56
    მე შეიძლება ვჭამ მათ ან გიცვლით თქვენ
  • 2:56 - 3:00
    ამ ვიდეოების ყურებაში.
  • 3:00 - 3:04
    4–ს რომ გამოვაკლოთ 3,
  • 3:04 - 3:07
    ვთქვათ, ეს ერთი წაიშალა, ესეც წაიშალა და ესეც
  • 3:07 - 3:10
    რამდენი ლიმონი დარჩება?
  • 3:10 - 3:12
    მხოლოდ ეს ერთი ლიმონი არ გადამიხაზავს.
  • 3:12 - 3:17
    ამგვარად ჩვენ დაგვრჩა 1 ლიმონი
  • 3:17 - 3:18
    ანუ ეს იქნება ის ლიმონი, რომელიც დარჩა.
  • 3:18 - 3:19
    აუცილებელი არ იყო ზუსტად ის დარჩენილიყო,
  • 3:19 - 3:21
    ნებისმიერი 3 შემეძლო, გადამეხაზა.
  • 3:21 - 3:25
    ახლა ვცადოთ სხვა გზით.
  • 3:25 - 3:28
    ისევ დავხაზოთ ლიმონისფერი რიცხვითი ღერძი.
  • 3:28 - 3:34
    ვთქვათ რომ ეს არის რიცხვითი ღერძი.
  • 3:34 - 3:36
    დავწეროთ იგივე რიცხვები:
  • 3:36 - 3:47
    ეს რიცხვებია 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7.
  • 3:47 - 3:50
    რა თქმა უნდა, რიცხვითი ღერძი
  • 3:50 - 3:51
    უსასრულოა,
  • 3:51 - 3:55
    და თქვენ შეგიძლიათ,
    მოიფიქრო ნებისმიერი რიცხვი
  • 3:55 - 3:57
    მე მოვიფიქრებ მაგაზე უფრო დიდ რიცხვს
  • 3:57 - 3:58
    არ არსებობს ყველაზე დიდი რიცხვი.
  • 3:58 - 3:59
    ამიტომაც აქ ვხატავთ ისარს,
  • 3:59 - 4:01
    რადგანაც ვერ ვხაზავთ
    მთლიანად რიცხვით ღერძს.
  • 4:01 - 4:03
    თუმცა დავუბრუნდეთ გამოკლებას.
  • 4:03 - 4:07
    ჩვენ ვიწყებთ 4 ლიმონით, ხომ?
  • 4:07 - 4:13
    როცა ჩვენ ვუმატებდით 3–ს, რიცხვით ღერძზე
    3 დანაყოფით მარჯვნივ გადავიწიეთ.
  • 4:13 - 4:15
    იმიტომ რომ რიცხვითი ღერძი
    მარჯვნივ იმატებს.
  • 4:15 - 4:16
    ანუ ჩვენ გადავიწიეთ 4–იდან 5-ზე.
  • 4:16 - 4:17
    ანუ ერთით მარჯვნივ.
  • 4:17 - 4:21
    5-იდანდა 6-მდე ორით მარჯვნივ
    და 7-მდე – სამით მარჯვნივ.
  • 4:21 - 4:24
    ახლა ჩვენ ვაკლებთ 4-ს.
  • 4:24 - 4:25
    ანუ, რას ვაკეთებთ?
  • 4:25 - 4:27
    როგორ ფიქრობთ, რას გავაკეთებთ?
  • 4:27 - 4:30
    კარგი, რადგანაც ჩვენ ვაკლებთ,
    ჩვენ შევამცირებთ
  • 4:30 - 4:32
    ლიმონების რაოდენობას.
  • 4:32 - 4:34
    ასე რომ, ერთი ლიმონის გამოკლებით დარჩება 3.
  • 4:34 - 4:36
    2-ის გამოკლებით, დარჩება 2 ლიმონი.
  • 4:36 - 4:39
    სამის გამოკლებით რას მივიღებთ?
  • 4:39 - 4:42
    ვნახოთ 1, 2, 3 რიცხვით ღერძზე
  • 4:42 - 4:44
    და დარჩება 1.
  • 4:44 - 4:47
    და ის დარჩენილი 1 არის აქ.
  • 4:47 - 4:52
    მოკლედ, მიმატებით რაღაცას ვზრდით,
  • 4:52 - 4:55
    გამოკლებით კი ვამცირებთ.
  • 4:55 - 4:58
    მიმატებისას რიცხვით ღერძზე
  • 4:58 - 5:01
    მარჯვნივ გადავადგილდებით.
  • 5:01 - 5:04
    ამ შემთხვევაში,
    რიცხვით ღერძზე 3-ით გადავადგილდით.
  • 5:04 - 5:06
    გადავედით 4-იდან 7-ზე.
  • 5:06 - 5:10
    გამოკლების შემთხვევაში რიცხვით ღერძზე
  • 5:10 - 5:11
    მარცხნივ გადავადგილდებით,
  • 5:11 - 5:14
    იმდენივე რიცხვით, რამდენსაც ვაკლებთ.
  • 5:14 - 5:17
    ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვაკელით 3.
  • 5:17 - 5:21
    წავედით მარცხნივ 1, 2, 3–ით და მივიღეთ 1.
  • 5:21 - 5:23
    სხვანაირად რომ ვთქვათ,
    თუ მაქვს 4 ნივთი
  • 5:23 - 5:28
    და მივცემ სხვას 3 ნივთს..
  • 5:28 - 5:31
    თუ დავკარგე 3, დამრჩება 1-თი.
  • 5:31 - 5:33
    ახლა მინდა გაჩვენოთ რამოდენიმე საინტერესო რამ
  • 5:33 - 5:35
    გამოკლებაზე.
  • 5:35 - 5:38
    ჩვენ ვიცით, რომ 4–ს მინუს 3 უდრის 1-ს.
  • 5:38 - 5:41
    ახლა გაჩვენებთ საინტერესო რამეს
  • 5:41 - 5:46
    რა არის 4–ს მინუს 1?
  • 5:46 - 5:51
    შეგვიძლია ისევ ლიმონის მაგალითი ავიღოთ
  • 5:51 - 5:54
    არა, ვაშლი იყოს.
    ამდენი ლიმონი მოსაბეზრებელია.
  • 5:54 - 6:01
    ვთქვათ, მე მქონდა 1, 2, 3, 4.
  • 6:01 - 6:04
    ახალი კალამი მაქვს და ზოგჯერ არ წერს.
  • 6:04 - 6:05
    ვთქვათ მე მაქვს 4 ვაშლი.
  • 6:05 - 6:07
    ამას ჩვენ მაგალითისთვის ვაკეთებთ.
  • 6:07 - 6:09
    მე ვაპირებ 1 ვაშლის შეჭმას.
  • 6:09 - 6:11
    ასე რომ, ის 1 ვაშლი უნდა გამოაკლდეს.
  • 6:11 - 6:13
    რამდენი ვაშლი დამრჩება?
  • 6:13 - 6:16
    3, არა? -- 1, 2, 3.
  • 6:16 - 6:19
    ამგვარად, 4–ს მინუს 1 უდრის 3–ს.
  • 6:19 - 6:22
    იგივე რომ გაგვეკეთებინა რიცხვით ღერძზე და
  • 6:22 - 6:24
    გამოგვეკლო 1,
  • 6:24 - 6:26
    ჩვენი რიცხვი ერთით შემცირდებოდა,
  • 6:26 - 6:28
    ჩვენ გვექნებოდა 3.
  • 6:28 - 6:30
    ორივე ხერხი სწორ პასუხს გვაძლევს.
  • 6:30 - 6:31
    ხომ საინტერესოა?
  • 6:31 - 6:38
    4–ს მინუს 3 უდრის 1–ს
    და 4–ს მინუს 1 უდრის 3-ს.
  • 6:38 - 6:41
    შეიძლება თქვათ, რომ სპეციალურად შევარჩიე
    რიცხვები, რომ ასე გამოსულიყო.
  • 6:41 - 6:45
    არა, ყველა რიცხვი ასეა.
  • 6:45 - 6:47
    კარგი, არ მინდა ზედმეტად შევიდეთ დეტალებში
  • 6:47 - 6:51
    უფრო მეტს თქვენ ისწავლით მოგვიანებით
  • 6:51 - 6:52
    ალგებრის გაკვეთილზე.
  • 6:52 - 6:55
    ასე რომ, მე ამას ახლა დაწვრილებით
    არ აგიხსნით .
  • 6:55 - 6:56
    მაგრამ, რატომ ხდება ასე?
  • 6:56 - 7:02
    იმიტომ რომ 3–ს პლუს 1 არის 4
  • 7:02 - 7:04
    არ მინდა რომ დაგაბნიოთ
  • 7:04 - 7:06
    ბოდიში, თუ ასე მოხდა.
  • 7:06 - 7:07
    მაგრამ მინდა
    გაჩვენოთ კიდევ ერთი საინტერესო რამ.
  • 7:07 - 7:11
    რა არის 3–ს პლუს 1?
  • 7:11 - 7:13
    რას უდრის 3–ს პლუს 1?
  • 7:13 - 7:13
    ადვილი გამოსაცნობია.
  • 7:13 - 7:15
    თქვენ იცით ეს მიმატების გაკვეთილიდან.
  • 7:15 - 7:21
    რიცხვით ღერძზე თქვენ შეგიძლიათ
    დაიწყოთ 3-ით და დაამატოთ 1.
  • 7:21 - 7:22
    და სად გაჩერდებით?
  • 7:22 - 7:23
    გაჩერდებით 4-ზე.
  • 7:23 - 7:25
    3-ს პლუს 1 უდრის 4-ს.
  • 7:25 - 7:29
    ან შეგეძლოთ დაგეწყოთ 1-ით
    და დაგემატათ 3.
  • 7:29 - 7:33
    1, 2, 3 და გაჩერდობოდით 4-ზე.
  • 7:33 - 7:37
    ამის გაკეთება ორივე გზით შეიძლებოდა.
  • 7:37 - 7:39
    ორივე შემთხვევაში ის უდრის 4-ს.
  • 7:39 - 7:40
    რას ხედავთ აქ?
  • 7:40 - 7:43
    უამრავი მაგალითი განვიხილეთ აქ და ყველა მათგანი
  • 7:43 - 7:44
    ერთმანეთთან არის კავშირში
  • 7:44 - 7:46
    1–ს პლუს 3 უდრის 4-ს.
  • 7:46 - 7:48
    3–ს პლუს 1 უდრის 4-ს.
  • 7:48 - 7:50
    4 მინუს 1 არის 3.
  • 7:50 - 7:59
    4 მინუს 1 უდრის 3-ს, ეს თითქმის იგივეა,
    რაც 3–ს პლუს 1 უდრის 4–ს.
  • 7:59 - 8:03
    ეს იმას ნიშნავს რომ,
    თუ მე 1-ს დავუმატებ 3-ს მივიღებ 4-ს.
  • 8:03 - 8:08
    ან თუ მე 1-ს მოვაშორებ 4-ს, მივიღებ 3-ს.
  • 8:08 - 8:11
    ასე რომ თუ მე დავდგები 4-ზე
    და გადმოვალ მარცხნივ, მივიღებ 3-ს.
  • 8:11 - 8:15
    ანალოგიურად, თუ მე დავდგები 3-ზე
    და წავალ მარჯვნივ, მივიღებ 4-ს.
  • 8:15 - 8:18
    იმედია, ახლა ინტუიციურად ხვდებით,
  • 8:18 - 8:20
    თუ რა არის გამოკლება.
  • 8:20 - 8:25
    შემდეგ ვიდეოში, მე გავაკეთებ იმდენ გამოკლების
  • 8:25 - 8:28
    მაგალითს,
    რამდენიც შესაძლებელია 10 წუთში.
  • 8:28 - 8:30
    და შემდეგ თქვენ შეგეძლებათ გააკეთოთ სავარჯიშოები.
  • 8:30 - 8:35
    ნახვამდის.
Title:
Basic subtraction | Addition and subtraction | Arithmetic | Khan Academy
Description:

more » « less
Video Language:
English
Team:
Khan Academy
Duration:
08:32

Georgian subtitles

Revisions