1 00:00:00,226 --> 00:00:05,700 მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავთ გამოკლების საფუძვლებს. 2 00:00:05,700 --> 00:00:10,330 მოდი ჯერ მიმატება გავიხსენოთ. 3 00:00:10,330 --> 00:00:18,955 თუ ვიტყვით, 4–ს პლუს 3, ეს რას ნიშნავს? 4 00:00:19,050 --> 00:00:20,690 რას უდრის? 5 00:00:20,690 --> 00:00:22,940 ამის ამოხსნის რამოდენიმე გზა არსებობს 6 00:00:22,940 --> 00:00:24,640 შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი 4 რამე 7 00:00:24,640 --> 00:00:28,100 მაგალითად, მე მქონდა 4 წრე ან 8 00:00:28,100 --> 00:00:30,160 4 ლიმონი საუზმისთვის 9 00:00:30,160 --> 00:00:36,170 1, 2, 3, 4 ლიმონი საუზმისთვის. 10 00:00:36,170 --> 00:00:40,750 და კიდევ მქონდა 3 ლიმონი სადილისთვის. 11 00:00:40,750 --> 00:00:43,000 1, 2, 3, 12 00:00:43,000 --> 00:00:46,000 ანუ 4–ს პლუს 3 იგივეა, რაც 13 00:00:46,000 --> 00:00:47,750 ჩემი ლიმონების საერთო რაოდენობა. 14 00:00:47,750 --> 00:00:49,640 მე 3–ს ვუმატებ 4–ს. 15 00:00:49,640 --> 00:00:50,890 ამგვარად, სულ რამდენი მაქვს? 16 00:00:50,890 --> 00:00:55,350 სულ მაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 17 00:00:55,350 --> 00:00:59,180 ჯამში მაქვს 7 ლიმონი. 18 00:00:59,180 --> 00:01:01,430 ვცადოთ სხვა გზაც ამის დასათვლელად: 19 00:01:01,430 --> 00:01:04,060 დავხაზოთ რიცვითი ღერძი. 20 00:01:04,060 --> 00:01:07,230 მე დავხაზავ მას ყვითელი ფერით 21 00:01:07,230 --> 00:01:09,710 ჰმ, ძალიან ვიწროა. 22 00:01:09,710 --> 00:01:13,700 (რადგანაც ლიმონებზე ვსაუბრობთ გავავლებ ხაზს ყვითელი ფერით) 23 00:01:13,700 --> 00:01:18,027 მოდი ვთქვათ ეს არის ჩვენი რიცხვითი ღერძი. 24 00:01:18,060 --> 00:01:21,340 და თუ დავიწყებ პირველი რიცხვით -- მოდი დავაწერ ყველა რიცხვს 25 00:01:21,340 --> 00:01:32,010 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 26 00:01:32,010 --> 00:01:34,460 ასე უფრო გავს რიცხვით ღერძს. 27 00:01:34,460 --> 00:01:35,370 აი ჩვენი რიცხვითი ღერძი. 28 00:01:35,370 --> 00:01:37,950 ჩვენ ვიწყებთ 4-იდან. 29 00:01:37,950 --> 00:01:39,120 ეს არის რიცხვი 4. 30 00:01:39,120 --> 00:01:40,700 მას 3 უნდა დავუმატოთ. 31 00:01:40,700 --> 00:01:44,170 ანუ, რიცხვით ღერძზე სამით მარჯვნივ გადავადგილდებით. 32 00:01:44,170 --> 00:01:48,650 დავთვალოთ 1, 2, 3 და ვამთავრებთ 7-ით. 33 00:01:48,650 --> 00:01:51,920 ანუ, თუ მე მაქვს 4 და მას ვუმატებ 3-ს, შედეგად მივიღებ 7-ს. 34 00:01:51,920 --> 00:01:57,120 თუ გავზრდი 4-ს 3-ით, აქაც მივიღებ 7-ს. 35 00:01:57,120 --> 00:01:59,340 ჩვენ განვიხილეთ მიმატება. ახლა, რა ნიშნავს გამოკლება? 36 00:01:59,340 --> 00:02:00,450 ეს ვიდეო ზუსტად ამას აგვიხსნთ. 37 00:02:00,450 --> 00:02:03,030 ჩვენი დრო მთლიანად შეკრებას არ უნდა დავახარჯოთ. 38 00:02:03,030 --> 00:02:05,920 მაგალითად, ავიღოთ 4–ს მინუს 3. 39 00:02:05,920 --> 00:02:08,500 რას უდრის ეს? 40 00:02:08,500 --> 00:02:11,530 შევცვალოთ ფერები, უფრო საინტერესო რომ გახდეს. 41 00:02:11,530 --> 00:02:18,860 რას უდრის 4–ს მინუს 3? 42 00:02:18,860 --> 00:02:23,050 გამოკლება არის მიმატების საპირისპირო ქმედება. 43 00:02:23,050 --> 00:02:26,990 მიმატებისას რიცხვი იზრდება, იმიტომ რომ მას რაღაცას ამატებთ. 44 00:02:26,990 --> 00:02:29,840 (არ მინდა გამოვიყენო სიტყვა დამატება მიმატების ასახსნელად, მაგრამ 45 00:02:29,840 --> 00:02:31,030 ესაა რასაც ჩვენ ვაკეთებთ მიმატებისას.) 46 00:02:31,030 --> 00:02:33,880 მე მქონდა 4 ლიმონი და შემდეგ 3-ით მეტი. 47 00:02:33,880 --> 00:02:36,280 გამოკლებისას კი ჩვენ ვაკლებთ. 48 00:02:36,280 --> 00:02:42,910 მაგალითად, თუ მე დავიწყებ 4 ლიმონით, 49 00:02:42,910 --> 00:02:45,210 ვთქვათ, მე მქონდა 4 ლიმონი 50 00:02:45,210 --> 00:02:50,060 თუ მე გამოვაკლებ 3-ს, თუ მე ვამბობ მინუს 3-ს, 51 00:02:50,060 --> 00:02:53,710 იმის ნაცვლად, რომ მივუმატო 3 და მივიღო 7, მე ვაკლებ 3-ს 52 00:02:53,710 --> 00:02:55,900 მე შეიძლება ვჭამ მათ ან გიცვლით თქვენ 53 00:02:55,900 --> 00:02:59,750 ამ ვიდეოების ყურებაში. 54 00:02:59,750 --> 00:03:04,250 4–ს რომ გამოვაკლოთ 3, 55 00:03:04,250 --> 00:03:06,900 ვთქვათ, ეს ერთი წაიშალა, ესეც წაიშალა და ესეც 56 00:03:06,900 --> 00:03:09,900 რამდენი ლიმონი დარჩება? 57 00:03:09,900 --> 00:03:11,810 მხოლოდ ეს ერთი ლიმონი არ გადამიხაზავს. 58 00:03:11,810 --> 00:03:16,518 ამგვარად ჩვენ დაგვრჩა 1 ლიმონი 59 00:03:16,560 --> 00:03:18,120 ანუ ეს იქნება ის ლიმონი, რომელიც დარჩა. 60 00:03:18,120 --> 00:03:19,430 აუცილებელი არ იყო ზუსტად ის დარჩენილიყო, 61 00:03:19,430 --> 00:03:21,210 ნებისმიერი 3 შემეძლო, გადამეხაზა. 62 00:03:21,210 --> 00:03:24,520 ახლა ვცადოთ სხვა გზით. 63 00:03:24,520 --> 00:03:28,040 ისევ დავხაზოთ ლიმონისფერი რიცხვითი ღერძი. 64 00:03:28,040 --> 00:03:34,318 ვთქვათ რომ ეს არის რიცხვითი ღერძი. 65 00:03:34,400 --> 00:03:36,180 დავწეროთ იგივე რიცხვები: 66 00:03:36,180 --> 00:03:47,240 ეს რიცხვებია 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 67 00:03:47,240 --> 00:03:49,530 რა თქმა უნდა, რიცხვითი ღერძი 68 00:03:49,530 --> 00:03:51,140 უსასრულოა, 69 00:03:51,140 --> 00:03:55,180 და თქვენ შეგიძლიათ, მოიფიქრო ნებისმიერი რიცხვი 70 00:03:55,180 --> 00:03:56,580 მე მოვიფიქრებ მაგაზე უფრო დიდ რიცხვს 71 00:03:56,580 --> 00:03:57,660 არ არსებობს ყველაზე დიდი რიცხვი. 72 00:03:57,660 --> 00:03:59,030 ამიტომაც აქ ვხატავთ ისარს, 73 00:03:59,030 --> 00:04:00,720 რადგანაც ვერ ვხაზავთ მთლიანად რიცხვით ღერძს. 74 00:04:00,720 --> 00:04:03,020 თუმცა დავუბრუნდეთ გამოკლებას. 75 00:04:03,020 --> 00:04:06,710 ჩვენ ვიწყებთ 4 ლიმონით, ხომ? 76 00:04:06,710 --> 00:04:12,840 როცა ჩვენ ვუმატებდით 3–ს, რიცხვით ღერძზე 3 დანაყოფით მარჯვნივ გადავიწიეთ. 77 00:04:12,840 --> 00:04:15,090 იმიტომ რომ რიცხვითი ღერძი მარჯვნივ იმატებს. 78 00:04:15,090 --> 00:04:16,260 ანუ ჩვენ გადავიწიეთ 4–იდან 5-ზე. 79 00:04:16,260 --> 00:04:17,440 ანუ ერთით მარჯვნივ. 80 00:04:17,440 --> 00:04:20,990 5-იდანდა 6-მდე ორით მარჯვნივ და 7-მდე – სამით მარჯვნივ. 81 00:04:20,990 --> 00:04:23,500 ახლა ჩვენ ვაკლებთ 4-ს. 82 00:04:23,500 --> 00:04:24,860 ანუ, რას ვაკეთებთ? 83 00:04:24,860 --> 00:04:26,680 როგორ ფიქრობთ, რას გავაკეთებთ? 84 00:04:26,680 --> 00:04:29,570 კარგი, რადგანაც ჩვენ ვაკლებთ, ჩვენ შევამცირებთ 85 00:04:29,570 --> 00:04:31,790 ლიმონების რაოდენობას. 86 00:04:31,790 --> 00:04:33,680 ასე რომ, ერთი ლიმონის გამოკლებით დარჩება 3. 87 00:04:33,680 --> 00:04:35,550 2-ის გამოკლებით, დარჩება 2 ლიმონი. 88 00:04:35,550 --> 00:04:38,910 სამის გამოკლებით რას მივიღებთ? 89 00:04:38,910 --> 00:04:41,980 ვნახოთ 1, 2, 3 რიცხვით ღერძზე 90 00:04:41,980 --> 00:04:44,200 და დარჩება 1. 91 00:04:44,200 --> 00:04:47,330 და ის დარჩენილი 1 არის აქ. 92 00:04:47,330 --> 00:04:52,330 მოკლედ, მიმატებით რაღაცას ვზრდით, 93 00:04:52,330 --> 00:04:55,120 გამოკლებით კი ვამცირებთ. 94 00:04:55,120 --> 00:04:58,180 მიმატებისას რიცხვით ღერძზე 95 00:04:58,180 --> 00:05:00,740 მარჯვნივ გადავადგილდებით. 96 00:05:00,740 --> 00:05:04,190 ამ შემთხვევაში, რიცხვით ღერძზე 3-ით გადავადგილდით. 97 00:05:04,190 --> 00:05:06,330 გადავედით 4-იდან 7-ზე. 98 00:05:06,330 --> 00:05:10,170 გამოკლების შემთხვევაში რიცხვით ღერძზე 99 00:05:10,170 --> 00:05:11,350 მარცხნივ გადავადგილდებით, 100 00:05:11,350 --> 00:05:13,550 იმდენივე რიცხვით, რამდენსაც ვაკლებთ. 101 00:05:13,550 --> 00:05:17,480 ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვაკელით 3. 102 00:05:17,480 --> 00:05:21,180 წავედით მარცხნივ 1, 2, 3–ით და მივიღეთ 1. 103 00:05:21,180 --> 00:05:22,740 სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ მაქვს 4 ნივთი 104 00:05:22,740 --> 00:05:27,660 და მივცემ სხვას 3 ნივთს.. 105 00:05:27,680 --> 00:05:31,050 თუ დავკარგე 3, დამრჩება 1-თი. 106 00:05:31,050 --> 00:05:33,250 ახლა მინდა გაჩვენოთ რამოდენიმე საინტერესო რამ 107 00:05:33,250 --> 00:05:34,830 გამოკლებაზე. 108 00:05:34,830 --> 00:05:38,500 ჩვენ ვიცით, რომ 4–ს მინუს 3 უდრის 1-ს. 109 00:05:38,500 --> 00:05:40,890 ახლა გაჩვენებთ საინტერესო რამეს 110 00:05:40,890 --> 00:05:46,050 რა არის 4–ს მინუს 1? 111 00:05:46,050 --> 00:05:51,280 შეგვიძლია ისევ ლიმონის მაგალითი ავიღოთ 112 00:05:51,280 --> 00:05:54,120 არა, ვაშლი იყოს. ამდენი ლიმონი მოსაბეზრებელია. 113 00:05:54,120 --> 00:06:01,160 ვთქვათ, მე მქონდა 1, 2, 3, 4. 114 00:06:01,160 --> 00:06:03,620 ახალი კალამი მაქვს და ზოგჯერ არ წერს. 115 00:06:03,620 --> 00:06:05,380 ვთქვათ მე მაქვს 4 ვაშლი. 116 00:06:05,380 --> 00:06:07,130 ამას ჩვენ მაგალითისთვის ვაკეთებთ. 117 00:06:07,130 --> 00:06:09,440 მე ვაპირებ 1 ვაშლის შეჭმას. 118 00:06:09,440 --> 00:06:10,820 ასე რომ, ის 1 ვაშლი უნდა გამოაკლდეს. 119 00:06:10,820 --> 00:06:12,630 რამდენი ვაშლი დამრჩება? 120 00:06:12,630 --> 00:06:15,560 3, არა? -- 1, 2, 3. 121 00:06:15,560 --> 00:06:18,600 ამგვარად, 4–ს მინუს 1 უდრის 3–ს. 122 00:06:18,600 --> 00:06:21,630 იგივე რომ გაგვეკეთებინა რიცხვით ღერძზე და 123 00:06:21,630 --> 00:06:23,770 გამოგვეკლო 1, 124 00:06:23,770 --> 00:06:26,010 ჩვენი რიცხვი ერთით შემცირდებოდა, 125 00:06:26,010 --> 00:06:28,370 ჩვენ გვექნებოდა 3. 126 00:06:28,370 --> 00:06:29,560 ორივე ხერხი სწორ პასუხს გვაძლევს. 127 00:06:29,560 --> 00:06:30,810 ხომ საინტერესოა? 128 00:06:30,810 --> 00:06:37,510 4–ს მინუს 3 უდრის 1–ს და 4–ს მინუს 1 უდრის 3-ს. 129 00:06:37,510 --> 00:06:41,060 შეიძლება თქვათ, რომ სპეციალურად შევარჩიე რიცხვები, რომ ასე გამოსულიყო. 130 00:06:41,060 --> 00:06:45,190 არა, ყველა რიცხვი ასეა. 131 00:06:45,252 --> 00:06:47,430 კარგი, არ მინდა ზედმეტად შევიდეთ დეტალებში 132 00:06:47,430 --> 00:06:50,860 უფრო მეტს თქვენ ისწავლით მოგვიანებით 133 00:06:50,860 --> 00:06:52,200 ალგებრის გაკვეთილზე. 134 00:06:52,200 --> 00:06:54,830 ასე რომ, მე ამას ახლა დაწვრილებით არ აგიხსნით . 135 00:06:54,830 --> 00:06:56,450 მაგრამ, რატომ ხდება ასე? 136 00:06:56,450 --> 00:07:02,170 იმიტომ რომ 3–ს პლუს 1 არის 4 137 00:07:02,170 --> 00:07:03,660 არ მინდა რომ დაგაბნიოთ 138 00:07:03,660 --> 00:07:05,690 ბოდიში, თუ ასე მოხდა. 139 00:07:05,690 --> 00:07:07,430 მაგრამ მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი საინტერესო რამ. 140 00:07:07,430 --> 00:07:10,610 რა არის 3–ს პლუს 1? 141 00:07:10,610 --> 00:07:12,700 რას უდრის 3–ს პლუს 1? 142 00:07:12,700 --> 00:07:13,370 ადვილი გამოსაცნობია. 143 00:07:13,370 --> 00:07:15,390 თქვენ იცით ეს მიმატების გაკვეთილიდან. 144 00:07:15,390 --> 00:07:20,720 რიცხვით ღერძზე თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ 3-ით და დაამატოთ 1. 145 00:07:20,720 --> 00:07:22,000 და სად გაჩერდებით? 146 00:07:22,000 --> 00:07:23,310 გაჩერდებით 4-ზე. 147 00:07:23,310 --> 00:07:25,060 3-ს პლუს 1 უდრის 4-ს. 148 00:07:25,060 --> 00:07:29,420 ან შეგეძლოთ დაგეწყოთ 1-ით და დაგემატათ 3. 149 00:07:29,420 --> 00:07:33,160 1, 2, 3 და გაჩერდობოდით 4-ზე. 150 00:07:33,160 --> 00:07:36,680 ამის გაკეთება ორივე გზით შეიძლებოდა. 151 00:07:36,680 --> 00:07:38,870 ორივე შემთხვევაში ის უდრის 4-ს. 152 00:07:38,870 --> 00:07:40,130 რას ხედავთ აქ? 153 00:07:40,130 --> 00:07:42,620 უამრავი მაგალითი განვიხილეთ აქ და ყველა მათგანი 154 00:07:42,620 --> 00:07:43,930 ერთმანეთთან არის კავშირში 155 00:07:43,930 --> 00:07:45,660 1–ს პლუს 3 უდრის 4-ს. 156 00:07:45,660 --> 00:07:47,770 3–ს პლუს 1 უდრის 4-ს. 157 00:07:47,770 --> 00:07:49,740 4 მინუს 1 არის 3. 158 00:07:49,740 --> 00:07:59,170 4 მინუს 1 უდრის 3-ს, ეს თითქმის იგივეა, რაც 3–ს პლუს 1 უდრის 4–ს. 159 00:07:59,190 --> 00:08:03,170 ეს იმას ნიშნავს რომ, თუ მე 1-ს დავუმატებ 3-ს მივიღებ 4-ს. 160 00:08:03,170 --> 00:08:08,120 ან თუ მე 1-ს მოვაშორებ 4-ს, მივიღებ 3-ს. 161 00:08:08,120 --> 00:08:10,600 ასე რომ თუ მე დავდგები 4-ზე და გადმოვალ მარცხნივ, მივიღებ 3-ს. 162 00:08:10,600 --> 00:08:15,270 ანალოგიურად, თუ მე დავდგები 3-ზე და წავალ მარჯვნივ, მივიღებ 4-ს. 163 00:08:15,270 --> 00:08:17,600 იმედია, ახლა ინტუიციურად ხვდებით, 164 00:08:17,600 --> 00:08:19,670 თუ რა არის გამოკლება. 165 00:08:19,670 --> 00:08:24,870 შემდეგ ვიდეოში, მე გავაკეთებ იმდენ გამოკლების 166 00:08:24,870 --> 00:08:27,800 მაგალითს, რამდენიც შესაძლებელია 10 წუთში. 167 00:08:27,800 --> 00:08:30,020 და შემდეგ თქვენ შეგეძლებათ გააკეთოთ სავარჯიშოები. 168 00:08:30,020 --> 00:08:34,607 ნახვამდის.