-
მგონი, რაღაც დონეზე უკვე იცით,
რა არის გამრავლება.
-
გა-"მრავლ"-ება.
-
ამ ვიდეოში უბრალოდ ძალიან ბევრ სავარჯიშოს
გავაკეთებთ
-
და ვეცდებით, ვისწავლოთ გამრავლების ტაბულა.
-
თუ "ხან აკადემის" საკმარის ვიდეოს უყურებთ,
-
და იმედია, ასეც მოიქცევით,
-
ალბათ, მიხვდებით რომ დიდად არ მიყვარს
დაზეპირება.
-
მაგრამ რაც შეეხება გამრავლებას,
-
თუ გამრავლების ტაბულას დაიმახსოვრებთ
(რასაც ამ ვიდეოში ვაპირებთ),
-
ეს აუცილებლად ძალიან დაგეხმარებათ
ცხოვრებაში.
-
გპირდებით, ახლა თუ ისწავლით, არასდროს
დაგავიწყდებათ
-
და მთელი ცხოვრების მანძილზე...
-
არ მინდა ყალბი პირობები მოგცეთ, მაგრამ...
-
ყველაფერი უფრო მარტივი გახდება,
გამრავლების ტაბულას თუ ისწავლით.
-
რა არის გამრავლების ტაბულა?
-
პრინციპში,
ეს არის რიხვები გამრავლებული რიცხვებზე.
-
მოდით, ცოტა გავიმეოროთ.
რას უდრის ორჯერ ერთი?
-
ეს იგივეა, რაც ორი აღებული ერთხელ.
-
ანუ, ტოლია ორის.
-
ეს არის ორი აღებული ერთხელ.
-
არ გვჭირდება შეკრება,
რადგან მხოლოდ ერთი ორიანია.
-
ეს, ასევე, შეგვიძლია დავწეროთ, როგორც
ერთს პლუს თავისი თავი ორჯერ.
-
ანუ, ეს არის ერთს პლუს ერთი, რაც, ასევე,
ორის ტოლია.
-
ესე იგი, ორჯერ ერთი არის ორი.
-
თუ ბოლო ვიდეოს უყურეთ, რამდენია ორჯერ
ნული?
-
ეს არის ნული.
-
ესე იგი, საჭირო არაა ნულზე გამრავლების
ტაბულის დამახსოვრება,
-
რადგან ნებისმიერი რიცხვი გამრავლებული
ნულზე უდრის ნულს.
-
რამდენია ორჯერ ორი?
-
ორჯერ ორი.
-
ეს ტოლია...
-
ორი უნდა ავიღოთ ორჯერ, ანუ ორს პლუს ორი,
-
ამისი გაკეთების მხოლოდ ერთი გზაა,
-
შეიძლება, პირიქით, შეკრება, მაგრამ,
რეალურად, ესეც იგივეა.
-
რას უდრის ორს პლუს ორი?
-
უდრის ოთხს.
-
რამდენია ორი გამრავლებული სამზე?
-
ორჯერ სამი არის ორს პლუს ორი პლუს ორი.
-
იგივეა, რაც სამს პლუს სამი.
-
წინა ვიდეოში ვისწავლეთ, რომ ამის
ორნაირად ჩაწერა შეგვიძლია.
-
ორივე შემთხვევაში, რისი ტოლია ეს?
-
სამს პლუს სამი, ანუ ორს პლუს ორს პლუს ორი
-
უდრის ექვსს.
-
რას უდრის ორჯერ ოთხი?
-
-- ორჯერ ოთხი.
-
ეს არის ორს პლუს ორი პლუს ორი პლუს ორი.
-
თუ დაუკვირდებით, ასეთივე იყო ორჯერ სამი.
-
ორჯერ სამი იყო ეს, აქ ესეც შედის, თუმცა
-
მე კიდევ ვუმატებ ორს.
-
თუ გვეზარება ნაბიჯ-ნაბიჯ - ორს პლუს ორი
არის ოთხი,
-
ოთხს პლუს ორი ექვსია, ამის მაგივრად
შეგვიძლია ვთქვათ,
-
უკვე ვიცით, რომ ეს ექვსს უდრის, წინა ხაზში
გამოვთვალეთ.
-
რადგან ვიცით, რომ ეს ექვსია, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ორჯერ ოთხი იქნება
-
ამაზე ორით მეტი, ანუ რვა.
-
იმედია კანონზომიერებას ხვდებით.
-
ორჯერ ერთიდან ორჯერ ორზე გადასვლისას,
აქედან კი ორჯერ სამზე, რა ხდება?
-
რამდენით ვზრდით?
-
ორიდან ოთხამდე ორის მიმატებით ავდივართ.
-
ოთხიდან ექვსამდეც ორის მიმატებით.
-
ექვსიდან რვამდე ასასვლელადაც ორს ვუმატებთ.
-
ესე იგი, შეიძლება, მივხვდეთ რა
იქნება ორჯერ ხუთი,
-
შეკრების გარეშეც.
-
ორჯერ ხუთი ტოლია ორს პლუს ორი პლუს
ორი პლუს ორი პლუს ორი.
-
მეორენაირად - ხუთს პლუს ხუთი.
-
ორჯერ ოთხის დაწერაც შეიძლებოდა, როგორც
ოთხს პლუს ოთხის.
-
რისი ტოლია ორჯერ ხუთი?
-
შეგვიძლია, ესენი შევკრიბოთ, ან ეს ორი,
-
ან, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იქნება ორჯერ
ოთხზე ორით მეტი.
-
ესე იგი, იქნება ათის ტოლი.
-
ბარემ დავასრულებ ორზე გამრავლების ტაბულას.
-
მგონი, გასაგებია თუ როგორი ლოგიკით ხდება
გამრავლება.
-
გადავიდეთ ორჯერ ექვსზე.
-
ეს იქნება ორს პლუს თავისი თავი ექვსჯერ,
-
ესე იგი, 1, 2, 3, 4, 5, 6,
-
ან, შეგვიძლია, დავწეროთ, როგორც ექვსს პლუს
ექვსი.
-
ორივენაირად შეიძლება წარმოდგენა.
-
ეს ტოლი იქნება თორმეტის.
-
ისევ, ორჯერ ხუთზე ორით მეტი,
-
რადგან კიდევ ერთხელ ვუმატებთ ორს,
-
ესე იგი, ორით მეტი იქნება.
-
გავაგრძელოთ.
-
ორჯერ შვიდი.
-
ორჯერ შვიდი ტოლია...
-
შეგვიძლია დავწეროთ ორს პლუს ორი პლუს
-- ასე წერა დამღლელია.,. --
-
პლუს ორი პლუს ორი, შვიდია?
-
1, 2, 3, 4, 5, 6, 7.
-
ეს იგივეა რაც შვიდს პლუს შვიდი.
-
რაც, ალბათ, იცით, რომ უდრის 14-ს.
-
შეგვეძლო, გვეთქვა, რომ ეს 12-ზე ორით მეტია.
-
12-ს პლუს ერთი და პლუს მეორე არის -- 12-ს
პლუს ერთი არის 13, პლუს ერთი არის 14.
-
კარგი, გავაგრძელოთ.
-
ორჯერ რვა.
-
შეგვეძლო, ისევ ორიანები შეგვეკრიბა,
-
ან, შეგვეძლო, გვეთქვა რომ ეს ორით მეტი
არის შვიდჯერ ორზე,
-
ანუ, ტოლია 14-ს პლუს ორის.
-
ანუ, მივუმატებთ ორს.
-
მივიღებთ 16-ს.
-
ასევე, შეგვეძლო დაგვეწერა, როგორც რვას პლუს
რვა, რაც, ასევე, 16-ია.
-
შეგვეძლო, ყველა ორი სათითაოდ შეგვეკრიბა,
ვარჯიშთვის ცუდი არაა.
-
ასე უსასრულოდაც შეიძლება გაგრძელება,
რადგან უდიდესი რიცხვი არ არსებობს.
-
შეგვიძლია, უსასრულოდ გავაგრძელოთ,
-
ორჯერ ცხრაჯერ ათჯერ ასჯერ ათასჯერ
მილიონი და ასე შემდეგ,
-
მაგრამ, მოდით, თორმეტზე შევჩერდეთ,
-
რადგან სწორედ ამისი დამახსოვრებაა
სასურველი.
-
მაგრამ თუ გინდათ, მათემატიკის ექსპერტები
იყოთ, შეგიძლიათ, ოცამდეც ახვიდეთ.
-
ახლა კი ორჯერ ცხრა ვნახოთ.
-
ეს ორით მეტი იქნება ორჯერ რვაზე.
-
ანუ, იქნება 18,
-
ან ცხრას პლუს ცხრა, რაც, ასევე, 18-ია.
-
რამდენი იქნება ორჯერ ათი?
-
ათზე გამრავლების ტაბულა საინტერესოა.
-
თუ რატომ, მალე შეამჩნევთ, როცა მთელ
გამრავლების ტაბულას შევავსებთ.
-
რას უდრის ორჯერ ათი?
-
ეს არის ორით მეტი ორჯერ ცხრაზე,
ანუ 20.
-
იგივე, რაც ათს პლუს ათი,
ათი აღებული ორჯერ.
-
რა არის ამაში საინტერესო?
-
ეს იგივეა, რაც ორიანი
გვერდზე მიწერილი ნულით.
-
ნებისმიერი რიცხვისთვის ათზე გამრავლებისას
ამ რიცხვს ნული უნდა მივუწეროთ.
-
შეგიძლიათ, იფიქროთ რატომაა ეს ასე
-
ეს იგივეა, რაც ორჯერ ათი, რაც არის ოცი.
-
თითქმის დავამთავრეთ, გადავიდეთ ორჯერ
11-ზე.
-
ორჯერ თერთმეტი იქნება ამაზე ორით მეტი, ანუ
22.
-
კიდევ ერთი საინტერესო კანონზომიერება,
მეორდება ციფრი - ორი და ორი.
-
საინტერესოა.
-
ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ
გამრავლების ტაბულის სწავლისას.
-
და ბოლოს --
-
რა თქმა უნდა, სინამდვილეში გაგრძელება
შეგვეძლო
-
ორჯერ -- ეს ბნელი ფერია --
-
ორჯერ 12.
-
ორჯერ 12 ორით მეტია ორჯერ 11-ზე
-
და უდრის 24-ს.
-
შეგვეძლო. ასევე, ჩაგვეწერა,
როგორც 12-ს პლუს 12.
-
ან დაგვეწერა ორს პლუს ორი პლუს ორი
პლუს ორი... თორმეტჯერ.
-
ნებისმიერი გზით 24-ს მივიღებთ.
-
ეს იყო ორზე გამრავლების ტაბულა,
მგონი, ლოგიკა გასაგებია.
-
ყოველთვის, როცა ერთით მეტ რიცხვზე
ვამრავლებთ,
-
ვუმატებთ ორს.
-
რადგან ვნახეთ, როგორ ხდება ორზე
გამრავლება,
-
გავაგრძელოთ სრული გამრავლების ტაბულის
სწავლა.
-
ამჯერად, ყველა რიცხვს ჩამოვწერ,
-
იმედია, საკმარისი ადგილია.
-
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9.
-
მოდით, მხოლოდ ცხრას გავაკეთებ.
-
საკმარისი სივრცე არაა სრული ტაბულის
დასაწერად,
-
ამიტომ, მხოლოდ ცხრამდე გავაკეთებ,
-
თუმცა გირჩევთ, ვიდეოს ნახვის შემდეგ
თქვენ თვითონ შეავსოთ.
-
თუ დრო იქნა, აქაც შევავსოთ.
-
პირველად ამ რიცხვებს გავამრავლებ.
-
გავამრავლებ ერთზე, ორზე, სამზე, ოთხზე,
-
ხუთზე, ექვსზე, შვიდზე, რვასა და ცხრაზე.
-
ახლა ასე მოვიქცეთ --
-
პირველ რიგში --
-
ეს ასე უნდა დამეწერა --
-
რას უდრის ერთჯერ ერთი?
-
ასე შევხედოთ:
-
რაც უდრის ერთჯერ ერთი, დავწერთ აქ.
-
ეს ერთს უდრის.
-
რას უდრის ერთჯერ ორი?
-
ორს.
-
ერთჯერ სამი? სამს.
-
ერთჯერ რაიმე რიცხვი უდრის თავის თავს.
-
ანუ, შეგვიძლია დავწეროთ პირდაპირ 4, 5, 6,
7, 8, 9.
-
ერთჯერ ცხრა უდრის ცხრას.
-
ახლა ორს გავყვეთ.
-
ამას ლურჯად გავაკეთებ.
-
ან, ეს ფერი ჯობს,
-
ორზე გამრავლებას კი მუქ ლურჯში გავაკეთებ.
-
რას უდრის ორჯერ ერთი?
-
უდრის ორს.
-
იგივეა რაც ერთჯერ ორი.
-
შევამჩნიოთ, რომ ეს ორი რიცხვი ერთი და
იგივეა.
-
რამდენია ორჯერ ორი?
-
ეს ოთხია.
-
ორჯერ სამი არის ექვსი,
-
ეს უკვე გავაკეთეთ.
-
ყოველ ჯერზე, როცა ერთით დიდ რიცხვზე
ვამრავლებთ,
-
ვუმატებთ ორს.
-
ორჯერ ოთხი არის რვა.
-
იგივე რაც ოთხჯერ ორი.
-
ორჯერ ხუთი არის ათი,
-
ორჯერ ექვსი - 12.
-
ყოველ ჯერზე, ორს ვუმატებთ.
-
აქ ყოველ ეტაპზე ერთს ვუმატებდით,
აქ კი - ორს.
-
ორჯერ შვიდი არის 14,
-
ორჯერ რვა - 16.
-
ორჯერ ცხრა - 18.
-
გადავიდეთ სამზე გამრავლებაზე.
-
ყვითლით დავწერ.
-
-- ყვითელი --
-
სამჯერ ერთი არის სამი,
-
დავაკვირდეთ, სამჯერ ერთი სამია.
-
ერთჯერ სამი სამია.
-
ეს ერთი და იგივეა.
-
სამჯერ ორი იგივეა, რაც ორჯერ სამი.
-
სამჯერ ორი იგივე უნდა იყოს,
რაც ორჯერ სამი.
-
ეს არის ექვსი და ეს ლოგიკურიცაა.
-
სამს პლუს სამი ან ორს პლუს ორი პლუს ორი
უდრის ექვსს.
-
ყოველ ჯერზე ვზრდით სამით. ლოგიკა მარტივია.
-
სამჯერ სამი უდრის ცხრას, ანუ,
-
სამს პლუს სამს პლუს სამი უდრის ცხრას.
-
სამიდან გადავედით ექვსზე და ცხრაზე.
-
ესე იგი, სამჯერ ოთხი იქნება 12.
-
ყოველ ჯერზე სამს ვუმატებთ.
-
12-ს პლუს სამი არის 15.
-
15-ს პლუს სამი არის 18.
-
18-ს პლუს სამი არის 21.
-
21-ს პლუს სამი არის 24.
-
24-ს პლუს სამი უდრის 27-ს.
-
ესე იგი, სამჯერ ცხრა უდრის 27-ს.
-
სამჯერ რვა არის 24,
-
ესე იგი, რვას პლუს რვა პლუს რვა არის 24.
-
ვნახოთ, იქნებ --
-
ახლა ცოტა დავაჩქარებ, რადგან
კანონზომიერება ვნახეთ.
-
ეს თქვენით უნდა აკეთოთ და ყველაფერი
დაიმახსოვროთ, რასაც აკეთებთ.
-
ორივეგან სასურველია,12-მდე ახვიდეთ.
-
ოთხჯერ ერთი ოთხია.
-
ოთხ-ოთხით გავზრდით.
-
ოთხს პლუს ოთხი არის რვა.
-
რვას პლუს ოთხი არის 12.
-
12-ს პლუს ოთხი არის 16.
-
16-ს პლუს ოთხი უდრის 20-ს.
-
20-ს პლუს ოთხი არის 24.
-
ოთხჯერ ექვსი არის 24.
-
ოთხჯერ შვიდი არის 28,
-
ვზრდით ოთხით,
-
32 და 36.
-
ხუთჯერ ერთი.
-
ხუთჯერ ერთი იქნება ხუთი.
-
უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი -- მოდით ფერს
ისევ შევცვლი --
-
სტრიქონებს გავუყვები.
-
ხუთჯერ ერთი არის ხუთი.
-
ხუთჯერ ორი არის 10.
-
ხუთჯერ სამი არის 15.
-
ვზრდით ხუთით,
-
ხუთზე გამრავლების ტაბულაც სახალისოა,
-
რადგან ხუთზე გამრავლებისას
-
-- ლუწ და კენტ რიცხვებს ვისწავლით --
-
ყოველი პირველი რიცხვის ნამრავლი
ბოლოვდება ხუთით,
-
ყოველი მეორეს ნამრავლი კი - ნულით.
-
რადგან 15-ს პლუს ხუთი არის 20.
-
შემდეგ მოდის 25, 30, 35, 40, 45.
-
ექვსზე გამრავლება, მწვანედ დავწერ.
-
ექვსჯერ ერთი არის ექვსი, მარტივია.
-
მივუმატებთ ექვსს და მივიღებთ 12-ს.
-
ისევ მივუმატებთ ექვსს, მივიღებთ
18-ს.
-
ამას პლუს ექვსი იქნება 24.
-
პლუს ექვსი უდრის 30-ს.
-
ასე ვზრდით ექვსობით, 36, 42, 48.
-
48-ს პლუს ექვსი უდრის 54-ს.
-
ექვსჯერ ცხრა არის 54.
-
თითქმის დავასრულეთ.
-
შვიდჯერ ერთი უდრის შვიდს,
-
შვიდჯერ ერთი შვიდია.
-
შვიდჯერ ორი უდრის 14-ს.
-
შვიდჯერ სამი, 21.
-
შვიდჯერ ოთხი - 28.
-
შვიდჯერ ხუთი, რას უდრის 28 პლუს 7?
-
ვნახოთ, პლუს ორი უდრის 30-ს,
-
პლუს ხუთი უდრის 35-ს.
-
შვიდჯერ ექვსი, 42,
-
შვიდჯერ შვიდი, 49,
-
შვიდჯერ რვა --
-
-- შვიდჯერ რვა, ანუ, შვიდჯერ შვიდს პლუს
შვიდი უდრის 56-ს.
-
ყოველთვის ვიბნეოდი იმაზე, რომ შვიდჯერ რვა
უდრის 56-ს და ექვსჯერ ცხრა - 54-ს.
-
რადგან აღვნიშნე, რომ ეს ორი ერთმანეთში
ხშირად მეშლებოდა,
-
თქვენ ეს აღარ უნდა შეგეშალოთ.
-
შეგიძლიათ, დაიმახსოვროთ იმით, რომ შვიდჯერ
რვას ექვსიანი ურევია,
-
ექვსჯერ ცხრას კი - არა.
-
მე ასე ვიმახსოვრებ.
-
შვიდჯერ ცხრა,
-
-- კიდევ ერთ შვიდს ვუმატებთ -- უდრის 63-ს.
-
ამას იგივე ფერში გავაკეთებ.
-
გადავედით რვაზე გამრავლების ტაბულაზე.
-
რვაჯერ ერთი - რვა,
-
რვაჯერ ორი - 16,
-
24, რვაჯერ სამი არის 24.
-
და თუ ვნახავთ სამჯერ რვას, აქაც 24 იქნება
პასუხი.
-
აი, ისიც.
-
მნიშვნელობები ერთი და იგივეა.
-
ესე იგი, რაღაცებს ორჯერ ვაკეთებთ.
-
ამ შემთხვევაში, რვაჯერ სამის დათვლისას
და სამჯერ რვის დათვლისას.
-
რვაჯერ ოთხი -- დავუმატოთ რვა -- 32.
-
40...
-
ისევ რვა დავუმატოთ, 48.
-
დავაკვირდეთ, რვაჯერ ექვსი, 48.
-
ექვსჯერ რვა, ასევე 48.
-
შვიდჯერ რვა, ამას უკვე ხაზი გავუსვით,
უდრის 56-ს.
-
რვაჯერ რვა არის 64,
-
რვაჯერ ცხრა, დავუმატოთ რვა, 72.
-
გადავედით ცხრის გამრავლების ტაბულაზე.
-
ფერები გამომელია.
-
ალბათ, რომელიმე ფერს გავიმეორებ.
-
მოდით, ისევ ლურჯი იყოს.
-
ცხრაჯერ ერთი არის ცხრა.
-
ცხრაჯერ ორი, 18, ცხრაჯერ სამი -- ეს
ყველაფერი უკვე ვიცით,
-
ტაბულაში უკვე გვიწერია,
-
რადგან ცხრაჯერ სამი იგივეა რაც სამჯერ
ცხრა,
-
იქნება 27.
-
დავუმატოთ ამას ცხრა,
-
27-ს პლუს ცხრა არის 36.
-
36-ს პლუს ცხრა არის 45.
-
დავუკვირდეთ, ყოველ ჯერზე თითქმის 10-ით
ვზრდით,
-
ერთით ნაკლებით.
-
ათით გაზრდისას იქნებოდა 46, ერთით
ნაკლებით კი - 45.
-
შევნიშნოთ, ერთიანები --
-
ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ,
-
მაგრამ დავაკვირდეთ, რომ მეორე ციფრი
კლებულობს, 9, 8, 7, 6, 5..
-
პირველი ციფრი კი იზრდება: 1, 2, 3, 4, 5..
-
საინტერესო კანონზომიერებაა.
-
საინტერესოა ასევე, რომ ციფრთა ჯამი ცხრას
ყოველთვის გვაძლევს.
-
სამს პლუს ექვსი, ორს პლუს შვიდი, უდრის
ცხრას.
-
ამაზე მომავალში ვისაუბრებთ და შეიძლება,
დავამტკიცოთ კიდეც.
-
ცხრაჯერ ექვსი - 54.
-
ესეც აქ გვაქვს.
-
ცხრაჯერ შვიდი - 63,
-
ცხრაჯერ რვა - 72,
-
ცხრაჯერ ცხრა - 81.
-
ხვდებით, ხო?
-
81.
-
ესეც ასე.
-
შემეძლო გაგრძელება, და ალბათ სასურველიცაა.
-
ახლა ვიაზრებ,
რომ გრძელი ვიდეო გამოგვსვლია.
-
მინდა, რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ,
-
რადგან მომავალში ძალიან გამოგადგებათ.
-
მომდევნო ვიდეოში ვნახავთ გამრავლების
ტაბულას ცხრის ზემოთ.
-
დროებით!