-
ახლა უფრო ჩავხლართეთ რაღაცები:
-
სასწორის მარცხენა მხარეს გვაქვს არა მხოლოდ
იდენტური x გირები, ეს სამი ლურჯი რაღაც,
-
არამედ გვაქვს აგრეთვე ერთი
კილოგრამიანი გირები აქ,
-
გვაქვს ორი მათგანი.
-
გავიგოთ X-ის წონა.
-
სანამ ამას გავაკეთებთ, მინდა
დაფიქრდეთ მათემატიკურ განტოლებაზე,
-
რომელიც წარმოადგენს, თუ რა ხდება;
ეს ათანაბრებს, რაც გვაქვს მარცხენა მხარეს,
-
იმით, რაც გვაქვს სასწორის მარჯვენა მხარეს.
-
რამდენიმე წამს მოგცემთ
დასაფიქრებლად.
-
დავფიქრდეთ, თუ რა გვაქვს მარცხენა მხარეს:
-
გვაქვს სამი გირი X წონით,
შეგიძლიათ, თქვათ, რომ გვაქვს 3x
-
და გვაქვს ორი ერთ კგ-იანი გირი,
მთლიანობაში გვაქვს ორი კგ.
-
მთლიანი მასა მარცხენა
მხარეს არის 3x–ს პლუს ორი.
-
სამი გირი X-მასით, პლუს ორი კგ.
-
ეს გვაქვს მარცხენა მხარეს.
-
ახლა მოდით დავფიქრდეთ, თუ
რა გვაქვს მარჯვენა მხარეს.
-
შეგვიძლია მარტივად დავითვალოთ:1, 2, 3, 4,
5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 ბლოკი.
-
14-მდე ერთ კილოგრამიანი ბლოკი,
მთლიანი მასა იქნება 14 კგ.
-
ვხედავთ, რომ სასწორი დაბალანსებულია,
არ იხრება ქვემოთ ან ზემოთ.
-
ეს წონა აქ უნდა იყოს
ამ მთლიანის ტოლი.
-
სასწორი დაბალანსებულია,
ანუ შეგვიძლია დავწეროთ ტოლობის ნიშანი.
-
ამას თეთრად დავწერ,
არ მომწონს ეს ყავისფერი.
-
ახლა, მინდა დავფიქრდეთ,
-
თქვენითაც შეგიძლიათ იფიქროთ:
-
როგორ წახვალთ...
მოდით მოვიფიქროთ ასეთი რაღაც:
-
რას მოხდება, თუ ამ
ერთკილოგრამიან ბლოკს მოაშორებთ.
-
რამდენიმე წამს მოგცემთ მოსაფიქრებლად..
-
უმარტივესი გზაა:
-
შეგიძლიათ აიღოთ ერთი კგ მარცხენა მხრიდან,
-
მაგრამ გახსოვდეთ, თუ აიღეთ ეს
ბლოკები მარცხენა მხრიდან,
-
და სასწორი დაბალანსებული იყო მანამდე,
ახლა მარცხენა მხარე იქნება უფრო მსუბუქი
-
ის ავა ზემოთ. ჩვენ კი გვინდა, შევინარჩუნოთ
ბალანსი, ანუ გვინდა ტოლობა.
-
ეს მასა იქნება ამ მასის ტოლი.
-
თუ მოვიშრებთ ორ ბლოკს მარცხენა მხრიდან,
ორი უნდა მოვაშოროთ მარჯვენა მხრიდანაც.
-
შეგვიძლია მოვიშოროთ ორი აქედან და შემდეგ
მოვიშოროთ ორი აქედან.
-
მათემატიკურად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,
არის: ვაკლებთ ორ კგ-ს ყოველი მხრიდან.
-
ვაკლებთ ორს ამ მხრიდან,
-
მარცხენა მხარეს გაქვს 3x–ს
პლუს ორი, მინუს ორი
-
დაგვრჩება 3x.
-
მარჯვენა მხარეს გვქონდა 14,
ავიღეთ ორი.
-
ავიღეთ ორი, დაგვრჩა 12 ბლოკი.
-
ნახეთ, აქ არის 12 დარჩენილი ბლოკი
-
აქ კი გაქვთ ამ X-ბლოკების სამი ერთეული.
-
მას შემდეგ, რაც ორივე მხრიდან მოვაშორეთ
ერთი და იგივე რაოდენობა,
-
ჩვენი სასწორი კვლავ დაბალანსებულია.
და ჩვენი განტოლება: 3x ახლა არის 12.
-
ეს იმის მსგავსია, რაც ჩვენ
ბოლო ვიდეოში ვნახეთ,
-
ახლა გეკითხებით: რა შეგვიძლია გავაკეთოთ,
რომ x ცალკე გამოვყოთ,
-
ანუ მარტო x გვქონდეს
სასწორის მარცხენა მხარეს,
-
და ამასთანავე სასწორი დაბალანსებული იყოს?
-
უმარტივესი ამოხსნა შემდეგია:
-
მინდა ერთი X დამრჩეს მარცხენა მხარეს,
ანუ X-ების მესამედი აქ.
-
მარცხენა მხარე გავამრავლოთ 1/3-ზე?
რა მოხდება?
-
გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ბალანსი სასწორზე,
მარჯვენა მხარეც 1/3-ზე უნდა გავამრავლოთ.
-
შეგვიძლია გავაკეთოთ მათემატიკურად,
-
შემიძლია გავამრავლო
მარცხენა მხარე 1/3-ზე,
-
სასწორი დაბალანსებული გვინდა დარჩეს.
გავამრავლოთ მარჯვენა მხარეც 1/3-ზე.
-
ფიზიკაში ეს გამრავლება გულისხმობს: აიღო
იმის მესამედი, რაც თავიდან გქონდა.
-
უნდა მოვიშროთ ორი მათგანი.
-
თუ გვინდა გვქონდეს იმის მესამედი,
რაც თავიდან გვქონდა,
-
აქ არის 12 ბლოკი მარცხნივ,
პირველი ორის მოშორების შემდეგ..
-
12-ის 1/3: გვექნება მხოლოდ
ოთხი დარჩენილი ერთკილოგრამიანი ბლოკი.
-
მოვაშორებ ყველას ოთხის გარდა.
-
აქ დამრჩა ოთხი ბლოკი.
-
აქ მხოლოდ ის X დაგვრჩა,
რომელსაც გავამუქებ.
-
გვაქვს კიდევ ეს ერთკილოგრამიანი გირები.
-
აქ იქნება: 1/3 გამრავლებული 3x–ზე,
-
ან შეგეძლოთ გეთქვათ, 3x გაყოფილი სამზე.
ეს იქნება:
-
სამი გაბათილდება,
აქ უნდა დაგრჩეთ 'X',
-
მარჯვენა მხარეს: 12 გამრავლებული 1/3,
რაც უდრის 12/3–ს ანუ ოთხს.
-
მას შემდეგ, რაც ორივე მხარეს იდენტური
მოქმედებები გავაკეთეთ, სასწორი დაბალანსდა.
-
ამის წონა იგივე უნდა იყოს,
რაც დარჩენილი ოთხი ბლოკის წონა.
-
x უნდა იყოს ოთხი კგ.