-
წინა ვიდეოში ამოვხსენით ამოცანა, სადაც
სამკუთხედის გვერდები უნდა გაგვეგო
-
თუმცა მართკუთხა სამკუთხედი არ იყო და
პითაგორას თეორია ვერ გამოვიყენეთ
-
სწორ პასუხამდე მარტივი მანიპულაციებით
მივედით
-
დღეს გასწავლით კოსინუსების კანონს, რაც,
პრინციპში, წინა ვიდეოში დავამტკიცეთ
-
როცა ისწავლი კოსინუსების კანონს,
ამოცანების მარტივად ამოხსნა შეგეძლება
-
თუმცა კანონები დიდად არ მომწონს, რადგან
დაზეპირება არ მიყვარს
-
თუმცა ამ კანონს თანდათან გაითავისებ
და ბევრ რამეში დაგეხმარება
-
დავიწყოთ, დავუშვათ ვიცი, რომ ეს კუთხე
უდრის თეტას, ეს გვერდი კი b-ს
-
ეს გვერდი იყოს c, ხოლო ეს a
-
სამკუთხედი მართკუთხა რომ ყოფილიყო,
პითაგორას თეორემას გამოვიყენებდით
-
თუმცა სამკუთხედი არ არის მართი და
ამიტომ ასე ვერ მოვიქცევით, რა ვქნათ?
-
დავუშვათ, b და c ვიცით და a-ს გაგება
გვსურს
-
კოსინუსების თეორია თუ იცი, ორი გვერდის
ცოდნით მესამესაც გაიგებ
-
ისე გავაკეთებთ, როგორც წინა ამოცანაში
აქედან დავუშვათ სიმაღლე
-
მივიღეთ ორი მართი სამკუთხედი და შეგვიძლია
-
პითაგორას თეორემის და სხვა ხრიკების
გამოყენება
-
ეს ორი კუთხე მართი იქნება
-
რას უდრის ეს გვერდი, რა არის მისი სიგრძე?
-
ეს იასამნისფერი გვერდი არის თეტა კუთხის
მოსაზღვრე
-
ხოლო ეს მოცისფრო b გვერდი არის ამ მართი
სამკუთხედის ჰიპოტენუზა
-
ვიცით, რომ თეტას კოსინუსი--
მოდი ჯერ ამ მცირე გვერდს d დავარქვათ
-
ვიცით, რომ თეტას კოსინუსი უდრის
d შეფარდებული b-ზე
-
ან d უდრის b გამრავლებული
თეტას კოსინუსზე
-
ამ გვერდს e დავარქვათ
რას უდრის e?
-
e უდრის ამ მთელ c გვერდს მინუს d გვერდი
-
e უდრის c-ს მინუს d
-
d-ს მნიშვნელობა რომ ჩავსვათ,მაშინ e ტოლია:
c-ს მინუს b გამრავლებული თეტას კოსინუსზე
-
ამას უდრის e
-
მოდით ამ ვარდისფერ გვერდს m დავარქვათ
რისი ტოლი იქნება m?
-
m თეტას საპირისპიროა, რა დამოკიდებულება
იქნება მათ შორის?
-
უნდა გამოვიყენოთ სინუსი
ჰიპოტენუზა და მოპირდაპირე კუთხე
-
ვიცით, რომ m შეფარდებული b-ზე
თეტას სინუსს უდრის
-
ან m უდრის b გამრავლებული
თეტას სინუსზე
-
m და e გავიგეთ, ახლა a უნდა გავიგოთ
-
მართი სამკუთხედი გვაქვს და ორი გვერდი
ვიცით, მესამის გასაგებად
-
პითაგორას თეორემა შეგვიძლია გამოვიყენოთ
-
პითაგორას თეორემის თანახმად კი,a კვადრატი
უდრის m და c გვერდების კვადრატების ჯამს
-
რას უდრის m კვადრატს პლიუს c-ს კვადრატი?
-
m კვადრატი უდრის b გამრავლებული თეტას
სინუსზე, ამიტომ a კვადრატი უდრის:
-
b გამრავლებული თეტას სინუსზე პლიუს
e კვადრატი
-
e კი უდრის c-ს მინუს b გამრავლებული
თეტას კოსინუსზე, ჩავწეროთ აქ
-
ეს გამოსახულება უდრის: b კვადრატი
გამრავლებული თეტას სინუსის კვადრატზე
-
პლიუს c კვადრატს მინუს ორი b გამრავლებული
c-ზე გამრავლებული თეტას კოსინუსზე
-
პლიუს b კვადრატი გამრავლებული
თეტას კოსინუსის კვადრატზე
-
ეს გამოსახულება გავშალე, გადავამრავლე
-
ეს ორი რომ ავიღოთ, მივიღებთ:
b კვადრატ თეტას სინუს კვადრატს პლიუს
-
b კვადრატ თეტას კოსინუსის კვადრატი
-
დამატებული c კავდრატს მინუს
ორი b გამრავლებული თეტას კოსინუსზე
-
კიდევ გავამარტივოთ
-
ეს უდრის ბ კვადრატი, გავხსნათ ფრჩხიილ,
სინუს კვადრატს პლიუს კოსინუს კვადრატი
-
დავხუროთ ფრჩხილი, პლიუს c კვადრატს მინუს
ორი b გამრავლებული კოსინუსზე
-
ხოლო კუთხის სინუსის და კოსინუსის
კავდრატების ჯამი კი ერთის ტოლია
-
რადგან ეს ერთს უდრის, მაშინ გვრჩება:
-
a კვადრატი უდრის b კვადრატს პლიუს c
კვადრატი მინუს
-
ორი b გამრავლებული c-ზე გამრავლებული
თეტას კოსინუსზე
-
სწორედ ეს არის კოსინუსების კანონი
-
ახლა თუ იცი ორი გვერდი და მათ შორის
მდებარე კუთხე, მესამე გვერდსაც გაგიებ
-
ან, თუ სამი გვერდი იცი, მაშინ ნებისმიერ
კუთხეს გაიგებ
-
თუ ტრიგონომეტრიას სწავლობ, ამის
დამახსოვრება ძალიან დაგეხმარება
-
თუმცა არ მიყვარს თეომებემის, კანონების
დამახსოვრება
-
იმის ცოდნის გარეშე, თუ რატომ მოქმედებს
ეს კანონი ასე და როგორ არის გამოყვანილი
-
ხუთ წელში შეიძლება ეს კანონი
აღარ გახსოვდეს
-
ამ კანონამდე მისვლა კი სწორედ ასე ფიქრითაა
შესაძლებელი
-
ამ ამოცანის ამოხსნა კოსინუსების კანონით
ძალიან მარტივდება
-
უბრალოდ საჭიროა ცვლადების ნაცვლად
რიცხვების ჩასმა