-
მოდით, მართკუთხა პარალელეპიპედის
მოცულობის გამოთვლა ვცადოთ.
-
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ აგურის
ან აკვარიუმის ფორმის მქონეფიგურა.
-
საინტერესო ისაა, რომ განზომილებები
წილადის სახითაა მოცემული. ვიცით სიგანე.
-
შეგვიძლია ამას სიგანე დავუძახოთ.
-
სიგანე უდრის სამ მეხუთედ ერთეულს, სიგრძე
კი ერთი მთლი ერთი მეექვსედი ერთეულია.
-
სიმაღლე უდრის სამ მეშვიდედ ერთეულს.
-
გირჩევთ, დააპაუზოთ ეს ვიდეო,
-
და თავად სცადოთ ფიგურის მოცულობის
გამოთვლა, სანამ ერთად ამოვხსნიდეთ.
-
ამას სხვადასხვანაირად შეგვიძლია მივუდგეთ.
პირველი გზა ასეთია:
-
ვცადოთ ერთეულოვანი კუბების ჩაწყობა ამაში.
-
რამდენი ერთეულოვანი კუბი
შეგვიძლია ჩავატიოთ ამ ფიგურაში?
-
ანუ, ამ ფუძის
ფართობი გვჭირდება.
-
ნახავთ, რომ მოცულობა უდრის
ფუძის ფართობისა და სიმაღლის ნამრავლს.
-
ესაა სიმაღლე,
მოდით აგიხსნით.
-
ესაა ფუძის ფართობი.
-
ფუძის ფართობი
გამრავლებული სიმაღლეზე.
-
რას უდრის
ფუძის ფართობი?
-
ის უდრის,
სიგრძისა და სიგანის ნამრავლს.
-
შეიძლება,
ასე ჩაწერილი ნახოთ.
-
სიგრძისა და სიგანის ნამრავლი
უდრის ფუძის ფართობს.
-
და, რა თქმა უნდა, ეს
უნდა გაამრავლოთ სიმაღლეზე.
-
ან მეორენაირად
რომ დავფიქრდეთ,
-
სიგრძე უნდა გავამრავლოთ
სიგანეზე და სიმაღლეზე.
-
სამივე განზომილებას
ვამრავლებთ ერთმანეთზე, რათა
-
გავარკვიოთ რამდენი ერთეულოვანი კუბი
ჩაეტევა და გავიგოთ მოცულობა.
-
მოდით, გამოვთვალოთ.
-
მოცულობა იქნება:
რა არის სიგრძე?
-
სიგრძე არის ერთი
მთელი ერთი მეექვსედი.
-
წილადების გამრავლებისას
შერეული წილადები არ გვჭირდება.
-
არაწესიერ წილადებად
უნდა ჩავწეროთ, ამიტომ
-
ერთი მთელი ერთი
მეექვსედი გადავაქციოთ არაწესიერ წილადად.
-
ერთი იგივეა, რაც ექვსი მეექვსედი
პლუს ერთი - შვიდი მეექვსედი.
-
ეს იქნება შვიდი მეექვსედი,
ესაა სიგრძე გამრავლებული სამ მეხუთედზე,
-
ესაა სიგანე გამრავლებული
სიმაღლეზე, ანუ სამ მეშვიდედზე.
-
წილადების გამრავლებისას შეგვიძლია
მრიცხველები გადავამრავლოთ,
-
ანუ გვექნება შვიდჯერ სამჯერ სამი.
-
და მნიშვნელებიც გადავამრავლოთ -
-
ექვსჯერ ხუთჯერ შვიდი.
-
შეგვიძლია გადავამრავლოთ. გამარტივებული
პასუხის მისაღებად, შემდეგი გავაკეთოთ.
-
მრიცხველშიც და
მნიშვნელშიც გვაქვს შვიდი,
-
მოდით, მრიცხველიც
და მნიშვნელიც გავყოთ შვიდზე.
-
ეს გახდება ერთი
და ესეც ერთი გახდება.
-
კიდევ მრიცხველიც და
მნიშვნელიც იყოფა სამზე.
-
აქაც სამი გვაქვს და აქაც.
-
მოდით,
ესენიც გავყოთ სამზე.
-
ვყოფთ სამზე,
ამასაც ვყოფთ სამზე.
-
სამი გაყოფილი სამზე ერთია.
-
ექვსი გაყოფილი სამზე ორია.
-
მრიცხველში რა დაგვრჩა?
-
ეს ტოლი იქნება
იმის, რაც დაგვრჩა,
-
მწვანე სამიანი
გაყოფილი ორჯერ ხუთზე, ანუ ათზე.
-
ეს ორჯერ ხუთი.
-
მოცულობა არის
სამი მეათედი კუბური ერთეული,
-
ანუ 3/10
კუბურ ერთეულს მოვათავსებდით ამ აგურში,
-
თუ აკვარიუმში,
რაც გინდათ, ის უწოდეთ.