მალკოლმ გლედველი: ნორდენის ბომბის მიზანის უცნაური ისტორია
-
0:00 - 0:02გმადლობთ.
-
0:02 - 0:04აქ ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა.
-
0:04 - 0:06ბოლოს აქ ვისაუბრე
-
0:06 - 0:10ალბათ შვიდი წლის წინ.
-
0:10 - 0:13ვყვებოდი სპაგეტის სოუსზე.
-
0:13 - 0:16და იმდენი ადამიანი უყურებს ამ ვიდეოებს, როგორც ჩანს.
-
0:16 - 0:18მას მერე მოდის ხალხი ჩემთან
-
0:18 - 0:20და მეკითხება სპაგეტის სოუსზე,
-
0:20 - 0:23რაც მშვენიერი რამეა ცოტა ხნის განმავლობაში
-
0:23 - 0:25(სიცილი)
-
0:25 - 0:27მაგრამ არც ისე იდეალურია
-
0:27 - 0:29როდესაც შვიდი წელი გრძელდება.
-
0:29 - 0:31ასე რომ მოვედი
-
0:31 - 0:34იმისთვის, რომ სპაგეტის სოუსი უკან მოვიტოვო.
-
0:34 - 0:36(სიცილი)
-
0:36 - 0:39დილის სესიის თემა არის "ჩვენი ნაკეთობები".
-
0:39 - 0:41ასე რომ ვიფიქრე რომ მოვყვები ისტორიას
-
0:41 - 0:43ერთ ადამიანზე
-
0:43 - 0:45რომელმაც შექმნა თავის ერაში ერთ-ერთი
-
0:45 - 0:47ძვირფასი ნივთი.
-
0:47 - 0:50მისი სახელია კარლ ნორდენი.
-
0:50 - 0:52კარლ ნორდენი დაიბადა 1880 წელს.
-
0:52 - 0:54ის შვეიცარიელი იყო.
-
0:54 - 0:56და რა თქმა უნდა, შვეიცარიელები შეიძლება
-
0:56 - 0:58ორ კატეგორიად დაიყოს:
-
0:58 - 1:00რომლებიც აკეთებენ პატარა, იშვიათ,
-
1:00 - 1:02ძვირფას ობიექტებს
-
1:02 - 1:04და რომლებიც იმათ ფულს მართავენ
-
1:04 - 1:07რომლებიც ყიდულობენ პატარა, იშვიათ,
-
1:07 - 1:09ძვირფას ნივთებს.
-
1:09 - 1:12კარლ ნორდელი მტკიცედ მიეკუთვნება პირველ ბანაკს.
-
1:12 - 1:14ის ინჟინერია.
-
1:14 - 1:17სწავლობს ფედერალურ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ციურიხში.
-
1:17 - 1:20მისი ერთ-ერთი კლასელი იყო ყმაწვილი სახელად ლენინი
-
1:20 - 1:22რომელიც შემდგომ
-
1:22 - 1:26პატარა, ძვირფასი, იშვიათი ნივთების განადგურებას შეუდგა.
-
1:26 - 1:29ის შვეიცარიელი ინჟინერია, კარლი.
-
1:29 - 1:32და ამას სიტყვის სრული მნიშვნელობით ვამბობ.
-
1:32 - 1:34აცვია სამ ნაწილიანი კოსტიუმები;
-
1:34 - 1:39და ატარებს ძალიან ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ულვაშს;
-
1:39 - 1:41ის დომინანტურია
-
1:41 - 1:43ნარცისისტული
-
1:43 - 1:45და მოტივირებული
-
1:45 - 1:47და აქვს გასაოცარი ეგო;
-
1:47 - 1:50და მუშაობს 16 საათს დღეში;
-
1:50 - 1:53და თავისი მტკიცე მოსაზრებები აქვს ცვლად ძაბვასთან დაკავშირებით;
-
1:53 - 1:57და მისი აზრით ნამზეური მორალური არამდგრადობის გამოვლინებაა;
-
1:57 - 1:59და სვამს დიდი ოდენობით ყავას;
-
1:59 - 2:01და თავის საუკეთესო შრომას
-
2:01 - 2:03ციურიხში, დედის სამზარეულოში საათობით
-
2:03 - 2:05აბსოლუტურ სიჩუმეში აკეთებს
-
2:05 - 2:07მხოლოდ სახაზავის თანხლებით.
-
2:07 - 2:09ნებისმიერ შემთხვევაში,
-
2:09 - 2:12კარლ ნორდენი ემიგრირებს შეერთებულ შტატებში
-
2:12 - 2:14ზუსტად პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე
-
2:14 - 2:16და სახელოსნოს ხსნის ლაფაიეტის ქუჩაზე
-
2:16 - 2:18მანჰეტენის ცენტრში.
-
2:18 - 2:20და ის შეპყრობილი ხდება კითხვით
-
2:20 - 2:23როგორ ჩამოაგდოს ბომბი თვითმფრინავიდან.
-
2:23 - 2:25თუკი დაუფიქრდებით,
-
2:25 - 2:28GPS-ისა და რადარის ეპოქამდე,
-
2:28 - 2:30ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.
-
2:30 - 2:32რთული ფიზიკის პრობლემა.
-
2:32 - 2:35გაქვთ თვითმფრინავი, რომელიც ათასობით ფუტის სიმაღლეზეა ჰაერში,
-
2:35 - 2:37მოძრაობს ასობით მილი/საათით,
-
2:37 - 2:40და გინდათ იქიდან ობიექტის , ბომბის ჩამოგდება,
-
2:40 - 2:42სტატიკურ მიზანზე
-
2:42 - 2:45ყველანაირი ქარის, ღრუბლების
-
2:45 - 2:47და სხვა ბარიერების მიუხედავად.
-
2:47 - 2:49და ყველანაირი ტიპის ხალხი,
-
2:49 - 2:51პირველ მსოფლიო ომამდე და ომებს შორის,
-
2:51 - 2:53ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას,
-
2:53 - 2:55და თითქმის ყველას ხელი მოეცარა.
-
2:55 - 2:57არსებული ბომბის სამიზნეები
-
2:57 - 2:59წარმოუდგენლად დაუხვეწავი იყო.
-
2:59 - 3:02მაგრამ კარლ ნორდენი ზუსტად ის არის, რომელმაც ამოხსნა ეს პრობლემა.
-
3:02 - 3:05და ის ქმნის საოცრად ჩახლართულ მოწყობილობას.
-
3:05 - 3:07რომელიც 23 კილოს იწონის.
-
3:07 - 3:11მისი სახელია ნორდენ მარკ 15 ბომბის სამიზნე.
-
3:11 - 3:13და აქვს ათასნაირი სახელური და საპირწონე
-
3:13 - 3:16და მოწყობილობა.
-
3:16 - 3:19ის ქმნის ამ ჩახლართულ ნივთს.
-
3:19 - 3:21ის აძლევს საშუალებას
-
3:21 - 3:25კონკრეტული ობიექტები დაიბომბოს
-
3:25 - 3:27ვიზუალური მონიშვნის საფუძველზე,
-
3:27 - 3:31დამმიზნებელი ზის შუშის ნაწილში
-
3:31 - 3:34და შეჰყავს თვითმფრინავის მონაცემები
-
3:34 - 3:37თვითმფრინავის სიჩქარე, ქარის სიჩქარე
-
3:37 - 3:39და კოორდინატები
-
3:39 - 3:41სამიზნის.
-
3:41 - 3:45და მოწყობილობა ეტყვის როდის ჩამოაგდოს ბომბი.
-
3:45 - 3:48და ნორდენი ამბობს ცნობილ სიტყვებს,
-
3:48 - 3:50"სანამ ბომბის სამიზნე გამოჩნდებოდა,
-
3:50 - 3:52ყუმბარები რეგულარულად აცდენდნენ მიზანს
-
3:52 - 3:54კილომეტრით ან მეტით."
-
3:54 - 3:57მაგრამ მისი სიტყვებით, მისი მოწყობილობის მეშვეობით
-
3:57 - 3:59შესაძლებელი იყო ბომბის მიზანში მორტყმა
-
3:59 - 4:016 კილომეტრის სიმაღლიდან.
-
4:01 - 4:03ეხლა არ შემიძლია გითხრათ
-
4:03 - 4:05როგორი აღტაცებით შეხვდენენ
-
4:05 - 4:07სამხედროები
-
4:07 - 4:10ამ მოწყობილობის გამოჩენი ამბავს.
-
4:10 - 4:12ეს ციურ მანანას ჰგავდა.
-
4:12 - 4:14აგერ იყო არმია
-
4:14 - 4:16რომელმაც ახლახანს გადაიტანა პირველი მსოფლიო ომი
-
4:16 - 4:18სადაც მილიონობით ადამიანი
-
4:18 - 4:20ებრძოდა ერთმანეთს სანგრებიდან,
-
4:20 - 4:22ყოველგვარი წინსვლის, პროგრესის გარეშე
-
4:22 - 4:26და ვიღაცამ გამოიგონა მოწყობილობა
-
4:26 - 4:28რომელიც საშუალებას აძლევდათ ჰაერში აჭრილიყვნენ
-
4:28 - 4:30გადაეფრინათ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე
-
4:30 - 4:32და გაენადგურებინათ რაც სურდათ
-
4:32 - 4:34აბსოლუტური სიზუსტით.
-
4:34 - 4:36და ამერიკის თავდაცვა
-
4:36 - 4:38ხარჯავს 1.5 მილიარდ დოლარს
-
4:38 - 4:411940 წლის დოლარებზეა საუბარი
-
4:41 - 4:43ნორდენის ბომბის სამიზნის პროექტის განსახორციელებლად.
-
4:43 - 4:46შედარებისთვის
-
4:46 - 4:48მანჰეტენის პროექტის მთლიანი დანახარჯი
-
4:48 - 4:50სამი მილიარდი დოლარი იყო.
-
4:50 - 4:53ნორდენის პროექტს დასჭირდა იმ თანხის ნახევარი
-
4:53 - 4:57რამდენიც მოხმარდა ყველაზე ცნობილ მილიტარისტულ-ინდუსტრიულ პროექტს
-
4:57 - 4:59თანამედროვე ეპოქაში.
-
4:59 - 5:02და იყო ხალხი, სტრატეგები, ამერიკის თავდაცვაში
-
5:02 - 5:04რომლებსაც მართლაც სჯეროდათ რომ ეს ერთი მოწყობილობა
-
5:04 - 5:06გადაწყვეტდა გამარჯვების ან დამარცხების
-
5:06 - 5:08ბედს
-
5:08 - 5:10როდესაც საქმე ნაცისტების ან
-
5:10 - 5:12იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა.
-
5:12 - 5:14ნორდენისთვისაც
-
5:14 - 5:17ამ მოწყობილობას ზნეობრივი მნიშვნელობა ჰქონდა,
-
5:17 - 5:19იმიტომ რომ ის მტკიცე ქრისტიანი იყო.
-
5:19 - 5:21იმდენად, რომ აღშფოთებული იყო
-
5:21 - 5:24როდესაც ხალხი ამ სამიზნეს მის გამოგონებას ეძახდა,
-
5:24 - 5:26რადგან მისი აზრით,
-
5:26 - 5:28მხოლოდ ღმერთს შეეძლო შემოქმედება.
-
5:28 - 5:30ის კი მხოლოდ მისი ნების აღსასრულებელი ინსტრუმენტი იყო.
-
5:30 - 5:32და რა იყო ღმრთის ნება?
-
5:32 - 5:35ღმერთს სურდა ნებისმიერ ომში
-
5:35 - 5:38ტანჯვის მოცულობის მინიმუმამდე შემცირება.
-
5:38 - 5:40და რას აკეთებდა ნორდენის სამიზნე?
-
5:40 - 5:42იძლეოდა ზუსტად ამის საშუალებას.
-
5:42 - 5:44საშუალებას რომ ბომბი მხოლოდ იმ სამიზნეს მოხვედროდა
-
5:44 - 5:48რომლის დაბომბვა გარდაუვალი იყო.
-
5:48 - 5:51ასე რომ მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში
-
5:51 - 5:54ამერიკის თავდაცვა ყიდულობს 90 000
-
5:54 - 5:56ნორდენის სამიზნეს
-
5:56 - 5:5814'000 დოლარად თითოს
-
5:58 - 6:01ისევ 1940 წლის დოლარებში, რაც დიდი ფულია.
-
6:01 - 6:04შემდეგ ამზადებენ 50 000 ბომბდამშენს, რომ სცოდნოდათ მისი გამოყენება
-
6:04 - 6:08ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მომზადების სესიებში
-
6:08 - 6:10იმიტომ რომ რეალურად ეს ანალოგური კომპიუტერია;
-
6:10 - 6:12არც ისე მარტივი გამოსაყენებელი.
-
6:12 - 6:15და აიძულებენ თითოეულს ფიცი დადოს,
-
6:15 - 6:18რომ თუკი ტყვედ ჩავარდებიან,
-
6:18 - 6:20არ გასცემენ არცერთ დეტალს
-
6:20 - 6:22ამ მოწყობილობის გამოყენების თაობაზე,
-
6:22 - 6:25იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მტრის ხელს აცდეს
-
6:25 - 6:27ეს უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგია.
-
6:27 - 6:30როდესაც ნორდენის სამიზნე თვითმფრინავში აჰქონდათ ხოლმე
-
6:30 - 6:33მიყვებოდა შეიარაღებული დაცვის მთელი ჯგუფი.
-
6:33 - 6:36მიჰქონდათ ყუთით, რომელსაც ბრეზენტი ჰქონდა შემოხვეული.
-
6:36 - 6:39და ხელბორკილით იყო მიბმული ერთ-ერთ მცველზე.
-
6:39 - 6:41მისი ფოტოგრაფირების ნება არასოდეს მიუციათ.
-
6:41 - 6:44და მის შიგნით პატარა მოწყობილობა იყო
-
6:44 - 6:47რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში, მის განადგურებას უზრუნველყოფდა
-
6:47 - 6:50იმისთვის რომ როგორმე მოწინააღმდეგის ხელისთვის აეცილებინათ.
-
6:50 - 6:52ნორდენის სამიზნე
-
6:52 - 6:55იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
-
6:55 - 6:58და რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს?
-
6:58 - 7:01აღმოჩნდა რომ ეს არ არის უებარი საშუალება.
-
7:01 - 7:03პრაქტიკაში ნორდენის სამიზნეს
-
7:03 - 7:06შეეძლო ჩამოეგდო ბომბი 6 კილომეტრის სიმაღლიდან..
-
7:06 - 7:08მაგრამ მხოლოდ იდეალურ გარემოებებში.
-
7:08 - 7:10და რა თქმა უნდა ომის დროს
-
7:10 - 7:12გარემო სულაც არაა იდეალური.
-
7:12 - 7:15პირველ რიგში, ის ძალიან რთული გამოსაყენებელია, ძალიან ძალიან რთული.
-
7:15 - 7:17და ყველას
-
7:17 - 7:1950 000 ბომბდამშენის ეკიპაჟიდან
-
7:19 - 7:23არ აქვს შესაბამისი მომზადება მის სამართავად.
-
7:23 - 7:25მეორეც, ის ხშირად გამოდის მწყობრიდან.
-
7:25 - 7:27მოწყობილობა სავსეა ათასნაირი ჯიროსკოპით და მოსაქაჩით
-
7:27 - 7:29და სამართავი საპირწონეებით,
-
7:29 - 7:31და არ მუშაობენ ისე როგორც უნდა მუშაობდნენ
-
7:31 - 7:33გახურებული ბრძოლის დროს.
-
7:33 - 7:36მესამეც, როდესაც ნორდენი თავის გათვლებს აკეთებდა,
-
7:36 - 7:38დაშვებული ჰქონდა რომ თვითმფრინავი
-
7:38 - 7:41შედარებით მცირე სისწრაფით იფრენდა, ნაკლებ სიმაღლეზე.
-
7:41 - 7:43თუმცა რეალურ ომში ამას ვერ იზამ;
-
7:43 - 7:45თუ არ გინდა ჩამოგაგდონ.
-
7:45 - 7:48ასე რომ დაიწყეს მაღლა ფრენა გაცილებით მეტი სისწრაფით.
-
7:48 - 7:50და ნორდენის სამიზნე არ მუშაობს კარგად
-
7:50 - 7:52ამ პირობებში.
-
7:52 - 7:54რაც ყველაზე მთავარია,
-
7:54 - 7:56სამიზნეს სჭირდებოდა მმართველი
-
7:56 - 7:59რომელსაც შეეძლო დაენახა ვიზუალურად სამიზნე.
-
7:59 - 8:01მაგრამ რა ხდება რეალურად?
-
8:01 - 8:04ღრუბლები, რა თქმა უნდა.
-
8:04 - 8:07მოწყობილობას უღრუბლო ცა სჭირდება სიზუსტისთვის.
-
8:07 - 8:09მაგრამ რამდენი უღრუბლო ცა
-
8:09 - 8:11იქნებოდა ცენტრალური ევროპის თავზე
-
8:11 - 8:141940 და 1945 წლებს შორის?
-
8:14 - 8:16არც თუ ისე ბევრი.
-
8:16 - 8:18და იმის შეგრძნება რომ მოგცეთ
-
8:18 - 8:20რამდენად არააკურატული იყო სამიზნე,
-
8:20 - 8:22მოვიყვან ცნობილ მაგალითს 1944 წლიდან
-
8:22 - 8:26როდესაც მოკავშირეებმა დაბომბეს ქიმიური ქარხანა ლეუნაში, გერმანიაში.
-
8:26 - 8:28ქიმიური ქარხანა მოიცავდა
-
8:28 - 8:303 კვადრატულ კილომეტრს.
-
8:30 - 8:33და 22 დაბომბვითი მისიის მანძილზე,
-
8:33 - 8:38მოკავშირეებმა ჩამოაგდეს 85 000 ჭურვი
-
8:38 - 8:42ამ 3 კვადრატულ კილომეტრზე,
-
8:42 - 8:45ნორდენის სამიზნის გამოყენებით.
-
8:45 - 8:47რამდენი მათგანი
-
8:47 - 8:49მოხვდა თქვენი აზრით
-
8:49 - 8:52ამ 3 კვადრატულ კილომეტრიან პერიმეტრზე?
-
8:52 - 8:5510%. დიახ, 10 პროცენტი.
-
8:55 - 8:57და ამ 10%-დან რომელიც დავარდა,
-
8:57 - 9:0016% არც კი აფეთქდა; გაუმართავი იყო.
-
9:00 - 9:02ეს ქიმიური ქარხანა,
-
9:02 - 9:05ამ უდიდესი დაბომბვის მანძილზე ომის ისტორიაში
-
9:05 - 9:08კვირების განმავლობაში მუშაობდა.
-
9:08 - 9:10ამ გახსენებაზე, რა სიფრთხილე სჭირდებოდა
-
9:10 - 9:13ამ მოწყობილობის ნაცისტებისგან დასაფარავად?
-
9:13 - 9:15აღმოჩნდა რომ
-
9:15 - 9:17კარლ ნორდენი, როგორც ჩამოყალიბებული შვეიცარიელი,
-
9:17 - 9:20აღფრთოვანებული იყო გერმანელი ინჟინრებით.
-
9:20 - 9:22ასე რომ 1930 წელს, ბევრი მათგანი დაიქირავა,
-
9:22 - 9:24მათ შორის ადამიანი სახელად ჰერმან ლონგი
-
9:24 - 9:26რომელმაც 1938 წელს
-
9:26 - 9:29მოწყობილობის სრული ნახაზები გადასცა ნაცისტებს.
-
9:29 - 9:32გამოდის რომ მათაც ჰქონდათ ნორდენის სამიზნე მთელი ომის ნაძილზე.
-
9:32 - 9:35რომელიც ასევე არ მუშაობდა მაინცდამაინც კარგად.
-
9:35 - 9:37(სიცილი)
-
9:37 - 9:40ასე რომ, რატომ ვლაპარაკობთ ნორდენის გამოგონებაზე?
-
9:40 - 9:42იმიტომ რომ ჩვენს დროში
-
9:42 - 9:44უხვად გვაქვს
-
9:44 - 9:46ნორდენის ბომმბის სამიზნის ანალოგები.
-
9:46 - 9:48ვცხოვრობთ დროში სადაც უამრავი
-
9:48 - 9:50მართლაც ძალიან ჭკვიანი ადამიანი
-
9:50 - 9:52მოძრაობს გარშემო, და ამბობს რომ გამოიგონეს რაღაც მოწყობილობა
-
9:52 - 9:54რომელიც სამუდამოდ შეცვლის მსოფლიოს.
-
9:54 - 9:57გამოიგონეს ვებ-გვერდები, რომელიც ხალხს თავისუფლების საშუალებას აძლევს.
-
9:57 - 10:01გამოიგონეს ასეთი ნივთი, ისეთი ნივთი, კიდევ ასეთი ნივთი
-
10:01 - 10:04რომელიც მსოფლიოს გააუმჯობესებს.
-
10:04 - 10:06თუ წახვალთ სამხედროებთან
-
10:06 - 10:08იპოვნით უამრავ კარლ ნორდენს.
-
10:08 - 10:10თუ მიხვალთ პენტაგონში, გეტყვიან
-
10:10 - 10:12"იცით რა, ეხლა ნამდვილად შეგვიძლია
-
10:12 - 10:14ბომბის სამიზნეში 100% სიზუსტით მორტყმა
-
10:14 - 10:166 კილომეტრის სიმაღლიდან"
-
10:16 - 10:19და იცით რა? ეს მართლაც ასეა; ახლა უკვე შეუძლიათ ეს.
-
10:19 - 10:21მაგრამ ჩვენ ცხადად უნდა გვესმოდეს
-
10:21 - 10:24რამდენად მცირეს ნიშნავს ეს.
-
10:24 - 10:27ერაქის ომში, პირველი ერაყის ომის დასაწყისში
-
10:27 - 10:29ამერიკის ჯარმა, საჰაერო ძალებმა,
-
10:29 - 10:32გააგზავნეს F-15E Fighter Eagles-ის ორი შენაერთი
-
10:32 - 10:34ერაყის უდაბნოში
-
10:34 - 10:36რომლებიც 5 მილიონი დოლარის ღირბეულების კამერებით იყო აღჭურვილი
-
10:36 - 10:39რომლის მეშვეობითაც მთელი უდაბნოს ზედაპირს აკონტროლებდნენ.
-
10:39 - 10:42და მათი მისია იყო რაკეტების გამშვებების
-
10:42 - 10:44აღმოჩენა და განადგურება,
-
10:44 - 10:46იმ დედამიწა-ჰაერი რაკეტების
-
10:46 - 10:48რომლებსაც ერაყელები ისრაელის წინააღმდეგ იყენებდნენ.
-
10:48 - 10:50ამ ორი დანაყოფის მისია
-
10:50 - 10:53იყო ყველა გამშვების განადგურება
-
10:53 - 10:55და გაფრინდნე მისიაზე დღე და ღამე,
-
10:55 - 10:57და ჩამოყარეს ათასობით ბომბი
-
10:57 - 11:00და ისროლეს ათასობით რაკეტა
-
11:00 - 11:03ამ კონკრეტული დანადგარების გასაუვნებელყოფად.
-
11:03 - 11:05და როდესაც ომი დამთავრდა და აუდიტი ჩატარდა
-
11:05 - 11:07რომელსაც არმია ყოველთვის აკეთებს, საჰაერო ძალები აკეთებენ ყოველთვის
-
11:07 - 11:09დასვეს კითხვა:
-
11:09 - 11:11რამდენი გამშვები გავანადგურეთ რეალურად?
-
11:11 - 11:13და იცით პასუხი?
-
11:13 - 11:15ნული, არც ერთი ცალი.
-
11:15 - 11:17და რატომ?
-
11:17 - 11:19იმიტომ რომ იარაღი იყო არაზუსტი?
-
11:19 - 11:22არა, ისინი მშვენივრად ასრულებდნენ საქმეს.
-
11:22 - 11:24კილომეტრობით რადიუსში შეეძლოთ იმ
-
11:24 - 11:26ნივთის განადგურება.
-
11:26 - 11:30საქმე ისაა, რომ არ იცოდნენ სად იყო ეს გამშვებები.
-
11:30 - 11:33ამ ყველაფრის პრობლემა
-
11:33 - 11:35ბომბის მიზანში მორტყმა არაა
-
11:35 - 11:38პრობლემაა იცოდე სადაა მიზანი.
-
11:38 - 11:40ეს ყოველთვის უფრო რთული პრობლემა იყო
-
11:40 - 11:42როდესაც საქმე ომს ეხება.
-
11:42 - 11:45ან ავღანეთის ბრძოლა ავიღოთ.
-
11:45 - 11:47რომელიც დამახასიათებელი იარაღი
-
11:47 - 11:49ჩრდილო პაკისტანის ომში?
-
11:49 - 11:52ეს არიდ დრონი. რა არის დრონი?
-
11:52 - 11:56ეს არის ნორდენ მარკ 15-ის შვილიშვილი.
-
11:56 - 12:00წარმოუდგენელი სიზუსტის იარაღი.
-
12:00 - 12:02და ბოლო ექვსი წლის მანძილზე
-
12:02 - 12:05ჩრდილოეთ პაკისტანში,
-
12:05 - 12:08ასობით რაკეტა გაუშვეს
-
12:08 - 12:10და გამოიყენეს დრონები
-
12:10 - 12:122000 ეჭვმიტანლი გასანადგურებლად
-
12:12 - 12:16პაკისტანელ და თალიბან სამხედროებს შორის.
-
12:16 - 12:19რა იყო ამ დრონების სიზუსტის მაჩვენებელი?
-
12:19 - 12:21მართლაც გასაოცარი.
-
12:21 - 12:24დაახლოებით 95%
-
12:24 - 12:26ზუსტად იყო მიზანში მოხვედრილი.
-
12:26 - 12:29ანუ 95% მოვკალით იმ ადამიანებიდან, ვინც უნდა მოგვეკლა, ასეა?
-
12:29 - 12:31ეს ერთ-ერთი გამორჩეული მაჩვენებელია
-
12:31 - 12:33თანამედროვე ომების ისტორიაში.
-
12:33 - 12:35მაგრამ იცით რა არის მნიშვნელოვანი?
-
12:35 - 12:37ზუსტად იმ პერიოდში
-
12:37 - 12:39როდესაც ამ დრონებს ვიყენებდით
-
12:39 - 12:41გამანადგურებელი სიზუსტით,
-
12:41 - 12:44შეტევების რაოდენობა, კამიკაძეების და ტერორისტების შეტევების რაოდენობა
-
12:44 - 12:46ამერიკელი და ავღანი ძალების წინააღმდეგ
-
12:46 - 12:49ათჯერ გაიზარდა.
-
12:49 - 12:51როდესაც ჩვენ სულ უფრო ეფექტურები ვხდებოდით
-
12:51 - 12:53მათ დახოვცაში
-
12:53 - 12:56ისინი სულ უფრო ბრაზდებოდნენ
-
12:56 - 12:59და უფრო მოტივირებულები ხდებოდნენ ჩვენს დასახოცად.
-
12:59 - 13:02მე არ მომიყოლია წარმატების ისტორია.
-
13:02 - 13:04მე აგიღწერეთ
-
13:04 - 13:06სრულიად საწინააღმდეგო.
-
13:06 - 13:08და ეს არის პრობლემა რომელიც
-
13:08 - 13:10ჩვენს დამოკიდებულებაშია, იმ ნივთებისადმი რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ.
-
13:10 - 13:13ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემები ნივთების გამოგონებით
-
13:13 - 13:16მაგრამ ჩვენი პრობლემები გაცილებით რთულია.
-
13:16 - 13:19პრობლემა ბომბების სიზუსტეში არაა
-
13:19 - 13:21არამედ იმაში, როგორ იყენებ ამ ყველაფერს
-
13:21 - 13:23და რაც უფრო მნიშვნელოვანია,
-
13:23 - 13:26უნდა გამოიყენო ბომბი საერთოდ, თუ არა.
-
13:27 - 13:29არსებობს პოსტ სკრიპტუმი
-
13:29 - 13:31ნორდენის ამბავის
-
13:31 - 13:34კარლ ნორდენის და მისი შესანიშნავი სამიზნის ისტორიისა.
-
13:34 - 13:37და ასე ჟღერს. 1945 წლის 6 აგვისტოს
-
13:37 - 13:40B-29 ბომბდამშენი სახელად ენოლა გეი
-
13:40 - 13:42მიფრინავდა იაპონიის თავზე
-
13:42 - 13:44და ნორდენის სამიზნის გამოყენებით
-
13:44 - 13:47ჩამოაგდო უზარმაზარი თერმოატომური მოწყობილობა
-
13:47 - 13:50ქალაქის თავზე, სახელად ჰიროშიმა.
-
13:50 - 13:53და როგორც ამ სამიზნეს სჩვეოდა
-
13:53 - 13:56ბომბი აცდა სამიზნეს 250 მეტრით.
-
13:56 - 13:59მაგრამ რა თქმა უნდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
-
13:59 - 14:01და ეს არის ყველაზე დიდი ირონია
-
14:01 - 14:04რაც ნორდენის გამოგონებას უკავშირდება.
-
14:04 - 14:08საჰაერო ძალების დახარჯული 1.5 მილიარდი
-
14:08 - 14:12გამოიყენეს 3 მილიარდიანი ბომბის ჩამოსაგდებად,
-
14:12 - 14:15რომელსაც საერთოდ არ სჭირდებოდა სამიზნე.
-
14:15 - 14:17ამ დროს, ნიუ იორკში
-
14:17 - 14:19არავინ უთხრა კარლ ნორდენს
-
14:19 - 14:22რომ მისი სამიზნე ჰიროშიმაში გამოიყენეს.
-
14:22 - 14:24ის მტკიცე ქრისტიანი იყო.
-
14:24 - 14:26მისი აზრით იგონებდა რაღაცას
-
14:26 - 14:29რასაც უნდა შეემცირებინა ომში ტანჯვის რაოდენობა.
-
14:29 - 14:32რეალობა კი ნამდვილად გულს გაუტეხავდა.
-
14:32 - 14:39(აპლოდისმენტები)
- Title:
- მალკოლმ გლედველი: ნორდენის ბომბის მიზანის უცნაური ისტორია
- Speaker:
- Malcolm Gladwell
- Description:
-
ვირტუოზი მთხრობელი მალკოლმ გლედველი ყვება ნორდენის ბომბის სამიზნის ისტორიას, მეორე მსოფლიო ომის იმედისმომცემი ტექნოლოგიის შესახებ, რომელსაც მოულოდნელი შედეგები მოჰყვა.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 14:40