-
გვთხოვენ გავამრავლოთ 1,45-ჯერ
ათი მერვე ხარისხში
-
ცხრაჯერ ათი მინუს მეთორმეტე ხარისხზე
-
და გავამრავლოთ
3,01-ჯერ 10 უარყოფით მეხუთე ხერისხზე
-
და გამოვსახოთ ნამრავლი ათწილადისა
და სტანდარტული ჩანაწერის სახით.
-
ეს არის 1,45-ჯერ
ათი მერვე ხარისხში,
-
ფრჩხილების ასე დაწერაც შემეძლო, მაგრამ
გამრავლების სხვა სახით ჩაწერას ვაპირებ.
-
გამრავლებული 9,2-ჯერ
ათი უარყოფით მეთორმეტე ხარისხში
-
და შემდეგ გამრავლებული
3,01-ჯერ ათი უარყოფით მეხუთე ხარისხში.
-
ასეთი ჩაწერა ნიშნავს,
-
რომ ვაპირებ გავამრავლო ეს
გამოსახულება ამ გამოსახულებაზე
-
და შემდეგ ამ გამოსახულებაზე.
-
და რადგან
ყველაფერი დაკავშირებულია გამრავლებით,
-
არ აქვს მნიშვნელობა
რა თანმიმდევრობით გავამრავლებთ.
-
ამიტომ, შემიძლია გადავცვალო თანრიგი.
-
ეს იგივეა, რაც 1,45 გამრავლებული 9,2-ჯერ
3,01-ჯერ ათი მერვე ხარისხში.
-
მოდით, ამას იისფერით დავწერ.
-
გამრავლებული ათი მერვე ხარისხში
გამრავლებული ათზე მინუს 12-ე ხარისხში
-
და გამრავლებული
ათზე უარყოფით მეხუთე ხარისხში.
-
ეს გამოსადეგია რადგან ახლა
აქ მაქვს ათის ყველა ხარისხი.
-
ამის ირგვლივ შემიძლია დავსვა ფრჩხილები.
-
მაქვს ხარისხის გარეშე მყოფი ათები აქ.
-
შეგვიძლია ეს გავამარტივოთ.
-
თუ მაქვს აქ იგივე ფუძე ათი,
-
შემიძლია ხარისხის მაჩვენებლების შეკრება.
-
ეს იქნება ათი რვას მინუს
12 მინუს ხუთ ხარისხში.
-
შემდეგ, ყველაფერი რაც მარცხნივაა,
-
მოდით კალკულატორს გამოვიტან-- მაქვს 1,45.
-
შეგიძლიათ ხელითაც
შეასრულოთ, მაგრამ ასე უფრო სწრაფია
-
და ნაკლებად
დაუშვებთ შეცდომას, გამრავლებული 9,2
-
გამრავლებული 3,01-ზე,
რაც არის 40,1534-ის ტოლი.
-
ეს ტოლია 40,1534-ის.
-
და რა თქმა უნდა, ეს იქნება
გამრავლებული ათზე რაღაც ხარისხში.
-
და თუ
გავამარტივებთ ხარისხის მაჩვენებელს,
-
მივიღებთ 40,1534-ჯერ
-
ათს რვას მინუს 12 და მინუს
ხუთ ხარისხში, ანუ მინუს მეცხრე ხარისხში
-
მივიღებთ ათს მინუს მეცხრე ხარისხში.
-
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უკვე
სტანდარტული ჩანაწერის სახითაა ჩაწერილი,
-
რადგან რაღაც რიცხვს ვამრავლებთ
ათზე რაღაც ხარისხში,
-
მაგრამ ეს არი არის
ოფიციალური სტანდარტული ჩანაწერი.
-
რადგან, ეს რომ სტანდარტული ჩანაწერი იყოს
-
ეს რიცხვი, აი აქ, უნდა იყოს
მეტი ან ტოლი ერთზე და ნაკლები ათზე.
-
და ეს, აშკარად, არ არის ათზე ნაკლები.
-
სინამდვილეში, სტანდარტული ჩანაწერისთვის,
აქ არა ნულის ტოლი ციფრი გვჭირდება.
-
შემდეგ უნდა მოდიოდეს ათწილადი
და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.
-
გვჭირდება არა ნულის ტოლი ციფრი.
-
აქ აშკარად გვაქვს ორი ციფრი.
-
ეს არის მეტი ან ტოლი ათზე.
-
თქვენ გჭირდებათ, რომ ეს ნაკლები
იყოს ათზე და მეტი ან ტოლი ერთის.
-
საუკეთესო გზაა, ეს ჩავწეროთ
სტანდარტული ჩანაწერის სახით.
-
ეს იგივეა, რაც 4,01534-ჯერ ათი.
-
ამის შესასრულებლად ერთ-ერთი გზა შემდეგია:
-
გადავიდეთ 40-დან 4-ზე.
-
ამისთვის მძიმე მარცხნივ უნდა გადმოვიტანოთ.
-
40-დან 4-ზე გადასვლისას, მძიმის მარცხნივ
გადატანა ათზე გაყოფას ნიშნავს.
-
ამიტომ დავგჭირდება ათზე გამრავლება,
რათა ყველაფერი თანაბარი იყოს.
-
გაყავით ათზე და შემდეგ გაამრავლეთ ათზე.
-
ამის მეორენაირი ჩაწერა
შემდეგნაირად შეგვიძლია:
-
არის 4,0 და ყველაფერი ეს
გამრავლებული ათზე იქნება 40,1534.
-
მივიღებთ ოთხი მთელი ეს ყველაფერი
გამრავლებული ათზე პირველ ხარისხში.
-
ეს იგივეა, რაც ათი გამრავლებული ამაზე
და გამრავლებული ათზე მინუს მეცხრე ხარისხში
-
და შემდეგ კიდევ ერთხელ, ათის ხარისხები,
-
ეს იქნება ათი პირველ ხარისხში
გამრავლებული ათზე მინუს მეცხრე ხარისხში,
-
ეს იქნება ათი მინუს მერვე ხარისხში.
-
ისევ გვაქვს 4,01534-ჯერ
ათი მინუს მერვე ხარისხში.
-
ეს არის სტანდარტული ჩანაწერი.
-
ეს უნდა გამოგვესახა, როგორც ათწილადის
ასევე სტანდარტული ჩანაწერის სახით.
-
ათწილადის სახით ჩაწერისას ამის
გამრავლება, გაშლა მოგვეთხოვება.
-
ამის შესასრულებლად
ამოვიწეროთ ეს ციფრები.
-
გვაქვს 4, 0, 1, 5, 3, 4.
-
შევხედოთ ამ რიცხვს,
-
ამ ათწილადით დავიწყებ.
-
ყოველთვის, როდესაც ვამრავლებთ ათზე
ან ვყოფთ ათზე მინუს ერთ ხარისხში,
-
მძიმე ერთით მარცხნივ გადაგვაქვს.
-
ათზე მინუს ერთ ხარისხში
გამრავლება იგივეა, რაც ათზე გაყოფა.
-
და ამიტომ გადმოგვაქვს
მძიმე ერთით მარცხნივ.
-
აქ ვამრავლებთ
ათზე უარყოფით მერვე ხარისხში.
-
ან შეგიძლიათ ვთქვათ
ვყოფთ ათის მერვე ხარისხზე.
-
ამიტომ მჭირდება მძიმე
რვაჯერ გადმოვიტანო მარცხნივ.
-
ამის დამახსოვრების ერთი გზაა:
-
ნახეთ, ეს ძალიან, ძალიან,
ძალიან, ძალიან პატარა რიცხვია.
-
თუ ამას გავამრავლებ,
მივიღებ კიდევ უფრო პატარა რიცხვს.
-
ამიტომ აჯობებდა მძიმე მარცხნივ გადამეტანა.
-
დადებითი რვის შემთხვევაში,
ეს ძალიან დიდი რიცხვი იქნებოდა.
-
გამოდის, რომ თუ
ვამრავლებ ათზე დიდ ხარისხში,
-
გადავიტან მძიმეს მარჯვნივ.
-
ეს 4,01534-ზე უფრო
პატარა რიცხვი უნდა გახდეს.
-
ამიტომაც, მძიმე რვაჯერ გადამაქვს მარცხნივ.
-
ერთხელ გადავიტან მძიმეს მარცხნივ და
დავუმატებ კიდევ შვიდ ნულს.
-
ვამატებ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ნულს.
-
და დავსვამ ნულს მძიმის
წინაც, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს.
-
ავღნიშნავ, თუ ამ ციფრსაც ჩათვლით,
ჯამში გამომდის ტვა ციფრი.
-
მაქვს შვიდი ნული და
ეს ციფრი, გამოგვდის რვა ციფრი.
-
გავიმეოროთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8.
-
ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზაა:
დავიწყოთ მძიმიდან, აი აქ,
-
და გადმოვიტანოთ ის
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8-ჯერ.
-
ეს არის რაც ხდება ათზე
უარყოფით მერვე ხარისხში გამრავლებისას.
-
მივიღეს ეს რიცხვი.
-
ასეთი რიცხვის დანახვისას ვხვდებით,
თუ რატომაა საჭირო ტანდარტული ჩანაწერი.
-
ის უფრო მარტივია, ნაკლებ ადგილს იკავებს
-
და დაწერისთანავე გვექმნება
წარმოდგენა რიცხვის სიდიდეზე.
-
ეს უფრო რთული დასაწერია.
-
შეიძლება გამოგრჩეთ ან პირიქით
ზედმეტი ნული დაწეროთ.
-
ამ შემთხვევაში, რიცხვის სიდიდის
გასარკვევად, უნდა ვთვალოთ ნულები.
-
გვაქვს 1,2 ,3 ,4 ,5 ,6, 7 ნული
და გვაქვს ეს ციფრიც, აი აქ.
-
მას მივყავართ მერვე ნულთან.
-
მაგრამ ეს უფრო რთულად გამოიყურება,
ვიდრე სტანდარტული ჩანაწერის შემთხვევაში.