-
სტეისი: სტემპი, ლიზი, პრესტონ —
მადლობა რომ გამომყევით.
-
რისი ჩვენებაც მინდა თქვენთვის
ამ ბორცვის ზეგნის იქით არის.
-
მგონი ძალიან მოგეწონებათ!
-
მოიცადე — ლიანდაგში ხვრელია! (ყვირის)
-
ყველა კარგად არის?
-
სტემპი: აჰ, ვხედავ რაშიცაა საქმე.
-
შეხედეთ!
-
ლიანდაგში ხვრელი იყო.
-
სტეისი: რას მეუბნები სტემპი?
-
ლიზი: მგონი ჯობს
ბლოკები შევაგროვოთ და შევაკეთოთ.
-
პრესტონ: შევეჯიბროთ ერთმანეთს.
-
ვინც 1-ლი დაბრუნდება ზევით — მოიგო.
-
სტეისი: კი, ყურადღება, მოეზმადეთ, წინ!
-
კარგი, ცოტა ამ ტერაკოტას შევაგროვებ.
-
მოიცა.
-
ხალხო, ვერ ვთხრი!
-
პრესტონ: მეც.
-
ლიზი: ვერც მე.
-
სტეისი: კი, ეს ძალიან უცნაურია.
-
სტემპი, შენ შეგიძლია თხრა?
-
სტემპი: არ შემიძლია!
-
სტეისი: კარგი, ყველანი დაწყნარდით.
-
სტემპი: თამაში გაფუჭებულია?
-
სტეისი: თუ არის, როგორ შევაკეთოთ?
-
ლიზი: არ ვიცი.
-
სტემპი: ვინმემ იცით
მაინკრაფტის კოდი როგორ დაწეროთ?
-
(ფუჰ) პრესტონ: ეგ რა არის?
-
სტემპი: მაგის მსგავსი
ჯერ არაფერი მინახავს.
-
ლიზი: რა საყვარელია!
-
სტეისი: მისი...
მისი მოშინაურება შესაძლებელია?
-
პრესტონ: კარგი, რა ხდება?
-
ვინმე უნდა დაბრუნდეს
რეალურ სამყარო და შეაკეთოს ეს.
-
ყველა: მე არა!
-
სტეისი: მე- (ამოოხვრა)
-
კარგი, მე წავალ.
-
სალამი!
-
ოჰ, კარგი, სალამი,
რეალურ სამყაროში ვარ ახლა.
-
წავალ და ვეცდები
Minecraft-ის ოფისი ვიპოვო.
-
მაგრამ, თქვენი დახმარება მჭირდება.
-
დაიწყეთ სავარჯიშოზე მუშაობა;
ისწავლეთ კოდირება და
-
რამდენიმე დონის მერე დაგეწევით, კარგი?
-
წარმატება მისურვეთ!
-
მგონი აქეთ უნდა წავიდე.
-
ოჰ!
-
კაქტუსი!
-
კარგად ვარ!
-
კოდის ერთი საათის გამოწვევის დასრულებისთვის,
აგენტისთვის კოდი უნდა დაწეროთ.
-
აგენტთან ერთად იმუშავებთ,
რომ გზიდან წინაღობები მოიშოროთ
-
და შეაგროვოთ
მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები.
-
მხოლოდ აგენტს შეუძლია
ბლოკების მოთავსება და განადგურება;
-
მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ნივთების შეგროვება.
-
თქვენ ეკრანი 3 ნაწილადაა გაყოფილი.
-
მარცხნივ არის Minecraft.
-
შუაში არის ინსტრუმენტების პანელი ბრძანებებით,
რომლებიც აგენტისთვის დაგჭირდებათ.
-
და მარჯვნივ არის სამუშაო სივრცე.
-
მანდ უნდა დაამატოთ ბრძანებები პროგრამის
შესაქმნელად, რომლითაც მართავთ აგენტს.
-
აგენტს შეუძლია სიარული, მობრუნება
და დასაჭერი ფილების გააქტიურება.
-
მას ასევე შეუძლია
ბლოკების განადგურება და მოთავსება.
-
როდესაც ის ბლოკს ათავსებს, მაგალითად ურიკის ლიანდაგს,
საკუთარი თავის ქვემოთ ათავსებს ბლოკს.
-
თუ დაგავიწყდებათ რა უნდა გააკეთოთ,
თითოეული დონის ინსტრუქციები ზევით არის.
-
თუ გსურთ ხელახლა სცადოთ, შეგიძლიათ დააჭიროთ
„თავიდან“ დაწყების ლურჯ ღილაკს და ყველაფრი
-
საწყის მდგომარეობაში დაბრუნდება.
-
და თუ დაგჭირდათ კოდის ბლოკის წაშლა, სამუშაო
სივრციდან ინსტრუმენტების პანელზე გადაიტანეთ.
-
დაიმახსოვრეთ — „გაშვებას“ უნდა დააჭიროთ,
რათა აგენტმა იმოძრაოს.
-
კარგი, დაიწყეთ და
სცადეთ პირველი რამდენიმე დონე.
-
წარმატებები!