ბედნიერება წარმატების ჰორიზონტზე
-
0:00 - 0:04როდესაც 7 წლის ვიყავი, ჩემი და კი
მხოლოდ 5 წლის იყო, -
0:04 - 0:06ჩვენს ორსართულიან საწოლზე ვთამაშობდით ხოლმე.
-
0:06 - 0:09მაშინ ჩემს დაზე 2 წლით უფროსი ვიყავი
-
0:09 - 0:11ანუ, ახლაც მასზე ორი წლით უფროსი ვარ,
-
0:11 - 0:12მაგრამ მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ
-
0:12 - 0:15მას იმის გაკეთება უწევდა რაც მე მსურდა,
-
0:15 - 0:16და მე ომობანას თამაში მინდოდა.
-
0:16 - 0:18ჰოდა, ჩვენი ორსართულიანი საწოლის თავზე ვართ
-
0:18 - 0:20და საწოლის ერთ მხარეს მომიწია "ჯი აი ჯოს"
ყველა ჯარისკაცისა და -
0:20 - 0:23სრული შეიარაღების მობილიზაცია.
-
0:23 - 0:26საწოლის მეორე მხარეს კი ჩემი დის
ყველა "ჩემი პატარა პონი" -
0:26 - 0:27მზად იყო იერიშისთვის.
-
0:27 - 0:31რამდენიმე ვერსიაა იმის შესახებ თუ
რეალურად რა მოხდა იმ შუადღეს, -
0:31 - 0:33მაგრამ ვინაიდან ჩემი და დღეს აქ არ იმყოფება
-
0:33 - 0:35ნება მიბოძეთ ამ ისტორიის რეალური
ვერსია გიამბოთ -
0:35 - 0:36(სიცილი)
-
0:36 - 0:38რომელიც ჩემი დის ცოტა მოუქნელ
მხარეს წარმოაჩენს. -
0:38 - 0:41როგორღაც, მისი უფროსი ძმის დახმარებისა
და ხელის კვრის გარეშე, -
0:42 - 0:46ემი საწოლის კიდიდან გაუჩინარდა
და იატაკზე დაენარცხა. -
0:46 - 0:48აღელვებულმა გადავიხედე საწოლის კიდიდან,
-
0:48 - 0:50რომ დამენახა რა დაემართა ჩემს დაცემულ დას
-
0:50 - 0:53და დავინახე, რომ ხელებსა და მუხლებზე
მტკივნეულად დაცემულიყო -
0:53 - 0:54და ოთხივე კიდურით იატაკს ეყრდნობოდა.
-
0:54 - 0:57ძალიან განვიცადე, რადგან მშობლებმა დამავალეს
ჩემი დისთვის მიმეხედა -
0:57 - 1:01და მასთან მეთამაშა
რაც შეიძლება უსაფრთხოდ და მშვიდად. -
1:01 - 1:05იმწუთას თვალწინ მედგა სრულიად შემთხვევით
როგორ მოვტეხე ემის ხელი -
1:05 - 1:06სულ რაღაც ერთი კვირით ადრე
-
1:06 - 1:08(სიცილი)
-
1:11 - 1:16წარმოსახვითი სნაიპერის ტყვიისგან
მისი გმირულად გადარჩენის მცდელობისას, -
1:16 - 1:18(სიცილი)
-
1:18 - 1:22რომლისთვისაც ჯერაც არ მიმიღია დამსახურებული
მადლობა, არადა ყველაფერი გავაკეთე - -
1:22 - 1:24მას კი არც დაუნახავს მისკენ
მიმართული საშიშროება - -
1:24 - 1:26ამ ყველაფრის შემდეგ, მაქსიმუმს ვაკეთებდი,
რომ საუკეთესოდ მოვქცეულიყავი. -
1:26 - 1:27და ამ დროს დავინახე ჩემი დის სახე,
-
1:27 - 1:30რომელსაც ტკივილი, ტანჯვა და
გაოცება აღბეჭდვოდა -
1:30 - 1:32და კივილის ამოხეთქვის საშიშროება,
რომელიც მშობლებს გამოაღვიძებდა -
1:32 - 1:35მათი გრძელი ზამთრისეული ძილისგან.
-
1:35 - 1:36და მე ის ერთადერთი რამ გავაკეთე, რაც ჩემმა
-
1:36 - 1:40გასაოცარმა 7 წლის ტვინმა იმწუთას მოიფიქრა
ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. -
1:40 - 1:42და თუ თქვენც გყავთ ბავშვები,
ეს მრავალჯერ გექნებათ ნანახი. -
1:42 - 1:45ემის ვუთხარი: "მოიცადე, არ იტირო.
დაინახე როგორ დაეცი? -
1:45 - 1:48ვერცერთი ადამიანი შეძლებს
შენსავით დაეცეს ოთხივე კიდურზე. -
1:49 - 1:51ემი, მე ვფიქრობ ეს ნიშნავს, რომ შენ უნიკორნი ხარ."
-
1:51 - 1:53(სიცილი)
-
1:54 - 1:56რასაკვირველია, ეს ეშმაკობა იყო
-
1:56 - 1:58რადგან მას არაფერი სურდა იმაზე მეტად
-
1:58 - 2:00რომ 5 წლის ტკივილით აღსავსე
ჩემი უმცოსი და ემი კი არ ყოფილიყო -
2:00 - 2:02არამედ, ემი - განსაკუთრებული უნიკორნი.
-
2:02 - 2:04რა თქმა უნდა ეს ვერსია მის ტვინში
ამ მომენტამდე არ არსებობდა. -
2:05 - 2:08და ნათლად დაინახავდით როგორ უმკლავდებოდა
ჩემი საწყალი, მანიპულირებული და კონფლიქტს, -
2:08 - 2:11როდესაც მისი პატარა ტვინი ცდილობდა აერჩია,
რომ გონებრივი რესურსი დაეთმო -
2:11 - 2:14ტკივილის, ტანჯვისა და იმ გაოცებისთვის
რომელიც იმწუთას დაეუფლა, -
2:14 - 2:17თუ ჩაღრმავებოდა მის ახალ იდენტობას,
როგორც უნიკორნი. -
2:17 - 2:18და ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.
-
2:18 - 2:20იმის მაგივრად, რომ ეტირა და თამაში შეეწყვიტა,
-
2:20 - 2:21იმის მაგივრად, რომ მშობლები გაეღვიძებინა,
-
2:21 - 2:23და ჩემთვის ყოველმხრივ უარყოფითი
შედეგები მოეტანა, -
2:23 - 2:25მის სახეზე ღიმილი გაკრთა
-
2:25 - 2:27და საწოლზე ამოძვრა მთელი მისი
-
2:27 - 2:29ახალდაბადებული უნიკორნის მოხდენილობით -
-
2:29 - 2:31(სიცილი)
-
2:32 - 2:33და ერთი მოტეხილი ფეხით.
-
2:33 - 2:35ის რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ
-
2:35 - 2:375 და 7 წლის უმანკო ასაკში -
-
2:37 - 2:38და რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდით -
-
2:38 - 2:42იყო მოწინავე მეცნიერული რევოლუცია, რომელიც
-
2:42 - 2:45ორი ათწლეულის შემდეგ მოხდა ადამიანის
ტვინის აღქმასთან მიმართებაში. -
2:45 - 2:48ჩვენ მაშინ გადავაწყდით რაღაცას, რომელსაც
პოზიტიური ფსიქოლოგია ჰქვია -
2:48 - 2:50და რომელიც დღეს ჩემი აქ ყოფნის
მთავარი მიზეზია -
2:50 - 2:52და ყოველი ახალი დღის დაწყების სტიმულიც.
-
2:52 - 2:54როდესაც აკადემიური წრის გარეთ
ამ კვლევაზე საუბარი დავიწყე, -
2:54 - 2:56კომპანიებთან და სკოლებან,
-
2:56 - 2:59პირველი რაც მირჩიეს იყო, რომ საუბარი არ დამეწყო
დიაგრამის ჩვენებით. -
2:59 - 3:02მაგრამ მაინც მინდა ამ
დიაგრამით დავიწყო. -
3:02 - 3:03ეს დიაგრამა მოსაწყენად გამოიყურება,
-
3:03 - 3:06მაგრამ ისაა ჩემი შთაგონების წყარო,
რომლითაც ყოველ დილით ვიღვიძებ. -
3:06 - 3:09და ეს დიაგრამა რამესაც კი არ ნიშნავს:
ის ყალბი მონაცემებისგან შედგება. -
3:09 - 3:10ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ -
-
3:10 - 3:12(სიცილი)
-
3:13 - 3:16თუ ამ მონაცემებს თქვენს შესასწავლად გამოვიყენებდით,
აღფრთოვანებული დავრჩებოდი, -
3:16 - 3:18რადგან ამ მონაცემებში გარკვეული ტენდენციაა,
-
3:18 - 3:20და ეს ნიშნავს, რომ ჩემი კვლევა შეიძლება გამოქვეყნდეს,
-
3:20 - 3:22რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია.
-
3:22 - 3:24მრუდის ზემოთ ერთი უცნაური წითელი წერტილია,
-
3:24 - 3:27ოთახში ერთი უცნაური ადამიანია -
-
3:27 - 3:30ვიცი რომელიც ხარ, წეღან დაგინახე -
-
3:30 - 3:31მაგრამ პრობლემა არაა.
-
3:31 - 3:33ეს პრობლემა არაა, რადგან,
-
3:33 - 3:35როგორც უმრავლესობა თქვენგანმა იცის,
მე უბრალოდ შემიძლია წავშალო ეს წერტილი. -
3:35 - 3:38მე შემიძლია წავშალო ეს წერტილი, რადგან
ნათელია, რომ ის კვლევითი შეცდომაა. -
3:38 - 3:41და ვიცით, რომ ეს კვლევითი შეცდომაა, რადგან
ჩემს მონაცემებს თავდაყირა აყენებს. -
3:42 - 3:43(სიცილი)
-
3:43 - 3:45ასე რომ, ერთერთი პირველი რამ რასაც ვასწავლით
-
3:45 - 3:48ეკონომიკაში, სტატისტიკაში, ბიზნესსა
და ფსიქოლოგიაში, -
3:48 - 3:51არის სტატისტიკურად გამართლებული გზით,
უცნაური შემთხვევების აღკვეთა. -
3:51 - 3:54როგორ მოვიშოროთ ცდომილებები, რომ
უნაკლო მრუდი მივიღოთ? -
3:54 - 3:56რაც შესანიშნავად გამომადგებოდა თუ
ვეცდებოდი გამერკვია -
3:56 - 3:59საშუალოდ რამდენი აბი "ადვილი"
უნდა მიიღოს ადამიანმა - ორი. -
3:59 - 4:02მაგრამ თუ მე თქვენი პოტენციალით,
ან ბედნიერების -
4:02 - 4:05ან პროდუქტიულობის, ან ენერგიის, ან
შემოქმედებითობის დონით ვარ დაინტერესებული, -
4:05 - 4:08მეცნიერებაში საშუალოს კულტს ვქმნით.
-
4:08 - 4:09თუ მე გკითხავდით:
-
4:09 - 4:12"რამდენად სწრაფად შეუძლია ბავშვს
კითხვის სწავლა კლასში" -
4:12 - 4:13მეცნიერები ამ კითხვას შეცვლიდნენ:
-
4:13 - 4:17"რამდენად სწრაფად შეუძლია საშუალო შესაძლებლობის
ბავშვს ისწავლის კითხვა კლასში?" -
4:17 - 4:19და ჩვენ კლასს ვქმნით საშუალო
შესაძლებლობების გარშემო. -
4:19 - 4:20თუ თქვენ საშუალოზე დაბლა დგახართ,
-
4:20 - 4:22ფსიქოლოგებს აღაფრთოვანებთ,
-
4:22 - 4:25რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ დეპრესია
ან რაიმე სხვა აშლილობა გაქვთ, -
4:25 - 4:26ან იმედია ორივე.
-
4:26 - 4:28ორივეს ვიმედოვნებთ, რადგან
ჩვენი ბიზნეს მოდელის მიხედვით, -
4:28 - 4:31თუ თერაპიაზე მხოლოდ ერთი
პრობლემით მოხვალთ, -
4:31 - 4:33ჩვენ ვუზრუნველყოფთ, წასვლისას გაიაზროთ,
რომ ათი პრობლემა გაქვთ, -
4:34 - 4:35რომ განაგრძოთ ჩვენთან ვიზიტები.
-
4:35 - 4:37თუ საჭიროა, თქვენს ბავშვობასაც დავუბრუნდებით,
-
4:37 - 4:39მაგრამ დროთა განმავლობაში გვინდა
ისევ ნორმალურად გაქციოთ. -
4:39 - 4:41მაგრამ ნორმალური უბრალოდ საშუალოს ნიშნავს.
-
4:41 - 4:44პოზიტიურ ფსიქოლოგიას მიაჩნია, რომ თუ
ჩვენ უბრალოდ საშუალოს შევისწავლით, -
4:44 - 4:46ჩვენც უბრალოდ საშუალო დავრჩებით.
-
4:46 - 4:49ამიტომ, იმ პოზიტიური ცდომილებების
წაშლის მაგივრად -
4:49 - 4:52მე გამიზნულად ვურღმავდები მსგავს ადამიანებს
-
4:52 - 4:53და ვსვამ კითხვას: რატომ?
-
4:53 - 4:55რატომ დგახართ ზოგიერთი თქვენგანი
მრუდიდან საკმაოდ მაღლა -
4:55 - 4:57თქვენი ინტელექტუალური, ათლეტური
და მუსიკალური შესაძლებლობებით, -
4:57 - 4:59თქვენი შემოქმედებითობით, ენერგიის დონით,
-
4:59 - 5:01მდგრადობით გამოწვევების წინაშე,
იუმორის გრძნობით? -
5:01 - 5:05რომელიც არ უნდა იყოს, იმის მაგივრად რომ
წაგშალოთ, მინდა შეგისწავლოთ. -
5:05 - 5:07რადგან იქნებ შევძლოთ, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია
-
5:07 - 5:09არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ
ავიყვანოთ ადამიანები საშუალოზე მაღლა, -
5:09 - 5:12არამედ, როგორ ავწიოთ თავად საშუალო მარჟა,
ჩვენს კომპანიებსა და სკოლებში, მსოფლიოს მასშტაბით. -
5:12 - 5:14მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს დიაგრამა
ჩემთვის მნიშვნელოვანი -
5:14 - 5:17წარმოდგენილია ახალ ამბებშიც - ინფორმაციის
უმრავლესობა არ არის პოზიტიური. -
5:17 - 5:18უფრო მეტიც, ის ნეგატიურია.
-
5:18 - 5:22ინფორმაციის უმრავლესობა ეხება მკვლელობებს,
კორუფციას, დაავადებებს, ბუნებრივ კატასტროფებს. -
5:22 - 5:24და უნებლიედ, ჩვენი ტვინი იწყებს ფიქრს, რომ
-
5:24 - 5:27ზუსტად ესაა პოზიტივისა და ნეგატივის
თანაფარდობა მსოფლიოში. -
5:27 - 5:29ამას კი "სამედიცინო სკოლის სინდრომთან" მივყავართ.
-
5:29 - 5:32სამედიცინოზე სწავლების პირველ წელს,
-
5:32 - 5:35როდესაც დაავადებების და მათი სიმპტომების
სიას ეცნობი -
5:35 - 5:37უეცრად აცნობიერებ რომ ყველა მათგანი გჭირს.
-
5:37 - 5:38(სიცილი)
-
5:38 - 5:41ჩემს სიძეს ჰქვია ბობო, რომელიც
ცალკე ისტორიაა მოსაყოლად. -
5:41 - 5:43ბობო დაქორწინებულია უნიკორნ ემიზე.
-
5:43 - 5:45ერთხელაც ბობო მირეკავს ტელეფონზე -
-
5:45 - 5:47(სიცილი)
-
5:47 - 5:49იელის სამედიცინო სკოლიდან,
-
5:49 - 5:51და მეუბნება: "შონ, კეთრი მაქვს."
-
5:51 - 5:53(სიცილი)
-
5:53 - 5:56რომელიც, იელშიც კი საოცრად იშვიათია.
-
5:56 - 5:58წარმოდგენა არ მქონდა როგორ მენუგეშებინა
საცოდავი ბობო, -
5:58 - 6:01რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ
გადაიტანა ერთკვირიანი მენოპაუზა. -
6:01 - 6:02(სიცილი)
-
6:02 - 6:05აღმოვაჩინეთ, რომ აუცილებლად
რეალობა კი არ გვქმნის, -
6:05 - 6:09არამედ თქვენს რეალობას ქმნის ის ლინზები,
რომლითაც თქვენი ტვინი აღიქვამს სამყაროს. -
6:09 - 6:12და თუ ჩვენ შევძლებთ ლინზები შევცვალოთ,
ეს არამხოლოდ ჩვენს ბედნიერებას შეცვლის, -
6:12 - 6:15არამედ თითოეული საგანმანათლებლო და ბიზნეს
მიღწევების შეცვლასაც შევძლებთ. -
6:15 - 6:17ჰარვარდში გაბედულად გავაგზავნე განაცხადი.
-
6:17 - 6:20არ ველოდი, რომ ჩავირიცხებოდი და არც ჩემს ოჯახს
ჰქონდა ფული სწავლის გადასახადისთვის. -
6:20 - 6:22ორი კვირის შემდეგ, როდესაც სამხედრო
სტიპენდია მივიღე, მათ გამიშვეს. -
6:22 - 6:25ის რაც შესაძლებელიც კი არ იყო, რეალობა გახდა.
-
6:25 - 6:28ვვარაუდობდი, რომ ამას ყველა ჩემსავით
პრივილეგიად აღიქვამდა -
6:28 - 6:30და ყველას უხაროდა რომ იქ მოხვდა.
-
6:30 - 6:32აუდიტორიაშიც კი, რომელიც თქვენზე
ჭკვიანი ადამიანებით იყო სავსე, -
6:32 - 6:34ვფიქრობდი, რომ იქ ყოფნაც კი
ბედნიერებას მოგგვრიდათ. -
6:34 - 6:38მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგი ადამიანი ნამდვილად
განიცდიდა ამას, თუმცა -
6:38 - 6:404 წლიანი სწავლის შემდეგ და მას მერე რაც
-
6:40 - 6:428 წელი ვიცხოვრე სტუდენტთა საცხოვრებელში -
-
6:42 - 6:45ეს ჰარვარდმა მთხოვა - ეგ ტიპი არ ვიყავი.
-
6:45 - 6:47(სიცილი)
-
6:49 - 6:51სტუდენტთა მრჩეველი ვიყავი მათი
რთული 4 წლის განმავლობაში -
6:51 - 6:53და ჩემი კვლევისა და სწავლების პერიოდში
-
6:53 - 6:56აღმოვაჩინე, რომ ეს სტუდენტები, მნიშვნელობა
არ აქვს რამდენად ბედნიერი იყვნენ, -
6:56 - 6:59მათი პირვანდელი წარმატებით,
რომ ჰარვადში ჩაირიცხნენ, -
6:59 - 7:02ორი კვირის შემდეგ მათი ტვინი აქცენტს აკეთებდა
არა იმ პრივილეგიაზე რომ ისინი აქ სწავლობდნენ, -
7:02 - 7:04არც ფილოსოფიაზე და ფიზიკაზე,
-
7:04 - 7:06არამედ კონკურენციაზე, დატვირთვაზე,
-
7:06 - 7:08სურთულეებზე, სტრესზე, ჩივილებზე.
-
7:08 - 7:10როდესაც პირველად პირველკურსელთა
სასადილო დარბაზში შევაბიჯე -
7:10 - 7:13სადაც ჩემი მეგობრები ვაკოდან, ტეხასის შტატიდან -
ეს ის ადგილია სადაც გავიზარდე - -
7:13 - 7:15ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს
გაუგია სად არის - -
7:15 - 7:17მეწვეოდნენ ხოლმე, მიმოიხედავდნენ და
-
7:17 - 7:20იტყოდნენ "ეს სასადილო დარბაზი ჰოგვარტსს
გავს ჰარი პოტერიდან" -
7:20 - 7:23ნამდვილად გავს, რადგან ჰოგვარტსი
ჰარი პოტერში ჰარვარდია. -
7:23 - 7:24შემდეგ ამას დაინახავდნენ და მკითხავდნენ:
-
7:24 - 7:27"შონ, რატომ ფლანგავ შენ დროს ჰარვარდში
ბედნიერების შესასწავლად? -
7:27 - 7:31სერიოზულად, რამ შეიძლება გახადოს ჰარვარდის
სტუდენტი უბედური?" -
7:31 - 7:33ზუსტად ამ კითხვას უკავშირდება
-
7:33 - 7:34ბედნიერების შესახებ მეცნიერების გასაღებიც.
-
7:34 - 7:37რადგან კითხვა მოიცავს ვარაუდს,
-
7:37 - 7:39რომ გარემო განსაზღვრავს ჩვენი
ბედნიერების დონეს -
7:39 - 7:43მაშინ როცა რეალურად, მე რომც ყველაფერი
ვიცოდე თქვენი გარემოს შესახებ -
7:43 - 7:45მხოლოდ 10%-ით შევძლებ გამოვიცნო
თქვენი სამომავლო ბედნიერების დონე. -
7:45 - 7:48თქვენი სამომავლო ბედნიერების 90%
არა არსებული გარემოთი -
7:48 - 7:51არამედ იმით განისაზღვრება თუ როგორ
აღიქვამს თქვენი ტვინი ამ გარემოს. -
7:51 - 7:53და თუ ჩვენ ამას შევცვლით,
-
7:53 - 7:55თუ ბედნიერებისა და წარმატების
ფორმულას შევცვლით, -
7:55 - 7:59რეალობის ჩვენეულ აღქმასაც შევცვლით.
-
7:59 - 8:02ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პროფესიული წარმატების
მხოლოდ 25%-ს განაპირობებს IQ, -
8:02 - 8:04პროფესიული წარმატების 75% კი
-
8:04 - 8:08განპირობებულია თქვენი ოპტიმიზმის დონით,
სოციალური მხარდაჭერით და -
8:08 - 8:11თქვენი უნარით, შეხედოთ სტრესს როგორც
გამოწვევას და არა საფრთხეს. -
8:11 - 8:15როდესაც "ნიუ ინგლენდის" პანსიონს ვესაუბრე,
რომელიც ერთერთი პრესტიჟული სკოლაა, -
8:15 - 8:16მათ მითხრეს: "ჩვენ ეს კარგად ვიცით.
სწორედ ამიტომ -
8:16 - 8:19ყოველწლიურად ჩვეულებრივ სასწავლო პროცესთან
ერთად, ჩვენ გვაქვს კეთილდღეობის კვირა. -
8:19 - 8:22და ამაღელვებელია, რომ ორშაბათ საღამოს
გვესტუმრება მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი -
8:22 - 8:24და ისაუბრებს ზრდასრულთა დეპრესიაზე.
-
8:24 - 8:26სამშაბათ საღამოს თემაა ძალადობა
სკოლაში და ბულინგი. -
8:26 - 8:28ოთხშაბათ საღამოს კვებით დარღვევებს შევეხებით.
-
8:28 - 8:30ხუთშაბათს საღამოს - ნარკოტიკების მოხმარებას.
-
8:30 - 8:33აი პარასკევისთვის კი, ვცდილობთ არჩევანი გავაკეთოთ
რისკიან სექსსა და ბედნიერებას შორის. -
8:33 - 8:34(სიცილი)
-
8:36 - 8:38მე ვუპასუხე: "ეგ ხომ ისეც ყველა ჩვენგანის
პარასკევი საღამოს თემაა." -
8:38 - 8:39(სიცილი)
-
8:40 - 8:42(აპლოდისმენტები)
-
8:44 - 8:47მიხარია, რომ ჩემი კომენტარი მოგეწონათ,
მაგრამ მათ სულაც არ ჰქონიათ იგივე რეაქცია. -
8:47 - 8:48სატელეფონო საუბრისას დუმილი ჩამოვარდა.
-
8:48 - 8:51ეს დუმილი გამოვიყენე და დავამატე: "მოხარული
ვიქნები თქვენს სკოლაში სიტყვით გამოვიდე, -
8:51 - 8:53მაგრამ კეთილდღეობის კვირა კი არა,
ავადმყოფობის კვირა გამოდის. -
8:53 - 8:55თქვენ ყველა შესაძლო ნეგატიურ
მოვლენას მოუყარეთ თავი -
8:55 - 8:57და პოზიტიურზე სიტყვაც არ დაგიძრავთ."
-
8:57 - 8:59ავადმყოფობის არ არსებობა ჯანმრთელობას არ ნიშნავს.
-
8:59 - 9:00ჯანმრთელობას კი აი ასე მივაღწევთ:
-
9:00 - 9:03ბედნიერებისა და წარმატების ფორმულა
უნდა გადავანაცვლოთ. -
9:03 - 9:06ბოლო სამი წლის განმავლობაში
45 ქვეყანაში ვიმოგზაურე, -
9:06 - 9:09ვმუშაობდი სკოლებთან და კომპანიებთან,
ეკონომიკური კრიზისის შუაგულში. -
9:09 - 9:11და მე აღმოვაჩინე, რომ კომპანიებისა
და სკოლების უმრავლესობა -
9:11 - 9:13წარმატების შემდეგ ფორმულას იყენებს:
-
9:13 - 9:15თუ უფრო მეტს ვიმუშავებ,
უფრო წარმატებული ვიქნები. -
9:15 - 9:18და თუ მეტ წარმატებას მივაღწევ,
უფრო ბედნიერიც ვიქნები. -
9:18 - 9:21ძალიან ხშირად ეს იდეა ჩვენი აღზრდისა
და მართვის სტილშიც იკვეთება -
9:21 - 9:23და ჩვენი ქცევის მოტივაციაშიც.
-
9:23 - 9:26მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს მეცნიერულად
გაუმართავი და არასწორი მიდგომაა ორი მიზეზის გამო: -
9:26 - 9:28ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი
ტვინი წარმატებას მიაღწევს, -
9:28 - 9:31ის ცვლის წარმატების სამიზნეს.
-
9:31 - 9:32თუ კარგი ნიშნები უკვე მიიღეთ,
ახლა უკეთესი ნიშნების მიღების დროა. -
9:32 - 9:34კარგ უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ,
შემდეგ უკეთესში ჩაირიცხებით. -
9:34 - 9:35კარგი სამსახური იშოვნეთ,
ახლა დროა უკეთესი ნახოთ. -
9:35 - 9:37გაყიდვებში თქვენს მიზანს მიაღწიეთ,
ახლა კი ახალი მიზნის დასახვის დროა. -
9:37 - 9:41და თუ ბედნიერება წარმატების შემდეგ მდებარეობს,
თქვენი ტვინი იქამდე ვერასდროს მიაღწევს. -
9:41 - 9:46როგორც საზოგადოება, ჩვენ მუდმივად გადავაჩოჩებთ
ხოლმე ბედნიერებას წარმოსახვით ჰორიზონტზე. -
9:46 - 9:49და ამიტომაა, რომ გვგონია თუ წარმატებული ვიქნებით,
-
9:49 - 9:51ეს ბედნიერებასაც მოგვიტანს.
-
9:51 - 9:53მაგრამ რეალური პრობლემა ისაა, რომ
ჩვენი ტვინი საპირისპირო ფორმულით მუშაობს. -
9:53 - 9:56თუ შეძლებთ გაზარდოთ ადამიანის
პოზიტიურობის დონე აწმყოში, -
9:56 - 9:59მისი ტვინი იმის განცდას იწყებს, რასაც
ჩვენ ბედნიერების უპირატესობას ვუწოდებთ, -
9:59 - 10:02რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოზიტიურ განწყობაზე
თქვენი ტვინი მნიშვნელოვნად უკეთ მუშაობს -
10:02 - 10:04ვიდრე ნეგატიურზე, ნეიტრალურზე ან სტრესულზე.
-
10:04 - 10:08თქვენი ინტელექტი, შემოქმედებითი უნარები
და ენერგიის დონე იზრდება. -
10:08 - 10:11რეალურად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ
საქმიანობის ყველა შედეგი უმჯობესდება. -
10:11 - 10:14თქვენი ტვინი პოზიტიურ განწყობაზე
31%-ით უფრო პროდუქტიულია, -
10:14 - 10:17ვიდრე ნეგატიურზე, ნეიტრალურზე ან სტრესულზე.
-
10:17 - 10:19თქვენი უნარები გაყიდვებში 37%-ით უმჯობესდება.
-
10:19 - 10:21ექიმები 19%-ით უფრო სწრაფები
და ზუსტები არიან სწორი დიაგნოზის დასმაში -
10:21 - 10:24როდესაც პოზიტიურ განწყობაზე არიან,
-
10:24 - 10:25ნაცვლად ნეგატიურისა,
ნეიტრალურისა ან სტრესულისა. -
10:25 - 10:27რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ
შეგვიძლია ფორმულა გადავანაცვლოთ. -
10:27 - 10:29თუ შევძლებთ, რომ პოზიტიურ
განწყობაზე დავდგეთ, -
10:29 - 10:32ჩვენი ტვინი კი უფრო წარმატებით დაიწყებს მუშაობას
-
10:32 - 10:35და შევძლებთ უკეთ, უფრო სწრაფად და
უფრო გონივრულად ვიმუშაოთ. -
10:35 - 10:37ჩვენ გვჭირდება შევძლოთ
ფორმულის გადანაცვლება -
10:37 - 10:40იმისთვის, რომ დავინახოთ რეალურად
რა შეუძლია ჩვენს ტვინს. -
10:40 - 10:43რადგანაც დოპამინს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი
პოზიტიური განწყობის დროს გამოყოფს -
10:43 - 10:44ორი ფუნქცია აქვს.
-
10:44 - 10:45ის არა მარტო უფრო ბედნიერს გხდით,
-
10:45 - 10:48არამედ თქვენს ტვინში ასტიმულირებს
სასწავლო ცენტრებს, -
10:48 - 10:50რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვაგვარად
შეძლოთ გარე სამყაროსთან ადაპტაცია. -
10:50 - 10:53ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს გზები
თქვენი ტვინის გასავარჯიშებლად, -
10:53 - 10:55რომ ის უფრო პოზიტიური გახადოთ.
-
10:55 - 10:58მხოლოდ 2 წუთით დღეში, 21 დღის განმავლობაში,
-
10:58 - 10:59შეგიძლიათ გადატვირთოთ
თქვენი ტვინის პროგრამა -
10:59 - 11:03ისე, რომ რეალურად შეძლოთ უფრო
ოპტიმისტურად და წარმატებულად მუშაობა. -
11:03 - 11:06ჩვენს კვლევებში ვცადეთ ეს მიდგომა
-
11:06 - 11:08ყველა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობდით
-
11:08 - 11:10და ვთხოვეთ ჩამოეწერათ სამი რამ
რაზეც მადლიერი იყვნენ -
11:10 - 11:1321 დღის განმავლობაში, 3 ახალი
რამ, ყოველ დღე. -
11:13 - 11:14და ამ პროცესის დასასრულს,
-
11:14 - 11:16მათი ტვინი იწყებს სქემის ათვისებას,
-
11:16 - 11:18რომელიც გარე სამყაროს პირველ რიგში
პოზიტივით აღიქვამს და არა ნეგატივით. -
11:18 - 11:21ბოლო 24 საათში მომხდარი ერთი პოზიტიური
გამოცდილების შესახებ ჩანაწერის გაკეთებით -
11:21 - 11:23თქვენი ტვინი გაითავისებს მას.
-
11:23 - 11:26ეს სავარჯიშო თქვენს ტვინს ასწავლის, რომ
თქვენი ქცევა მნიშვნელოვანია. -
11:26 - 11:28ჩვენი აღმოჩენით, ეს მედიტაცია ტვინს
საშუალებას აძლევს -
11:28 - 11:31ჩვენი კულტურის მიერ თავმსოხვეულ
ყურადღების დეფიციტს გაუმკლავდეს, -
11:31 - 11:33რომელიც რამდენიმე ამოცანის ერთდროულად
შესრულების მცდელობით შევიძინეთ. -
11:33 - 11:35ის საშუალებას აძლევს ტვინს ფოკუსი გააკეთოს
ჩვენს წინაშე არსებულ ერთ ამოცანაზე. -
11:35 - 11:38და ბოლოს, ყოველდღიური მარტივი კეთილი
საქმეებიც გაცნობიერებული სიკეთეა. -
11:38 - 11:41ჩვენ შეგვხედრია ადამიანები, რომლებიც
ხსნიან ელ-ფოსტას, -
11:41 - 11:42რომ ერთი პოზიტიური წერილი მიწერონ
-
11:42 - 11:44ვინმეს მათი სოციალური წრიდან,
რომელშიც შეაქებენ ან მადლობას გადაუხდიან მათ. -
11:44 - 11:46და ამ ქმედებით
-
11:46 - 11:48და მათი ტვინის გავარჯიშებით ისე, როგორც
ჩვენ ვავარჯიშებთ ჩვენს სხეულს, -
11:48 - 11:51ჩვენ აღმოჩენით, ისინი ახდენენ ბედნიერებისა
და წარმატების ფორმულის გადანაცვლებას. -
11:51 - 11:54ამ ცვლილებით არამარტო პოზიტიურ
ტალღებს ქმნიან, -
11:54 - 11:56არამედ რეალურ რევოლუციასაც!
-
11:56 - 11:58დიდი მადლობა!
-
11:58 - 11:59(აპლოდისმენტები)
- Title:
- ბედნიერება წარმატების ჰორიზონტზე
- Speaker:
- შონ აქორი
- Description:
-
როგორც წესი, ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას მოაქვს ბედნიერება, მაგრამ იქნებ პირიქითაა? ფსიქოლოგი შონ აქორი სხარტი საუბრითა და სახასიათო იუმორით გვიმტკიცებს, რომ ბედნიერებას მოაქვს მეტი წარმატება.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 12:00
Aviva Nassimi approved Georgian subtitles for The happy secret to better work | ||
ana khorguashvili accepted Georgian subtitles for The happy secret to better work | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work |