-
ცხოვრებაში ხშირად დაგჭირდებათ
რიცხვების დამრგვალება.
-
იკითხავთ, რატომ შეიძლება, დამჭირდეს ეს?
-
ეს დაგჭირდებათ, როცა, მაგალითად,
ცდილობთ, დაადგინოთ
-
რაიმეს ზომა. თქვენ შეგიძიათ, გაამარტივოთ
ამოცანა და მიახლოებით გამოთვალოთ ეს.
-
შეიძლება, ზომების სიზუსტეს არც ენდობოდეთ.
-
ახლა გავიგოთ, რა არის დამრგვალება.
უნდა დავამრგვალოთ: 36, 34, 35, 26 და 12.
-
თითოეულ მათგანს დავამრგვალებთ უახლოეს
ათეულამდე. ვეცდები, გაჩვენოთ, რას ნიშნავს ეს.
-
აიღეთ თითოეული რიცხვი
და იპოვეთ ათის უახლოესი ჯერადი.
-
რომლებია ათის ჯერადები? ათჯერ 0 არის 0,
ათჯერ 1 არის 10, 20, 30, 40, 50, 60 და ა.შ.
-
ახლა შეაჩერეთ ვიდეო და იმაზე დაყრდნობით,
რაც ახლა გითხარით
-
დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის ათის უახლოესი
ჯერადი ამ რიცხვებისთვის.
-
უფრო კარგად რომ გავიგოთ ეს,
დავხაზოთ რიცხვითი ღერძი.
-
აქ გვაქვს რიცხვითი ღერძები და მოვიფიქროთ,
სად იქნება მათზე მოცემული რიცხვები.
-
ესაა პირველი რიცხვი, 36,
სად იქნება მისი წერტილი?
-
ეს არის 30-სა და 40-ს შორის.
35, ზუსტად შუაში.
-
36 იქნება ამაზე ცოტათი მაღლა.
-
36 იქნება აქ.
-
თუ ახლოდან ვნახავთ
30-სა და 40-ს შორის სივრცეს
-
თუ ვიტყვი, რომ ეს არის 30,
-
ეს კი 40. სად იქნება 36?
-
ეს არის 35. 36 კი იქნება
ერთი დანაყოფით მარჯვნივ.
-
36 იქნება აქ.
-
თუ გვინდა, დავამრგვალოთ უახლოეს ათეულამდე,
-
ათის უახლოესი ჯერადამდე,
-
გვაქვს ორი შესაძლებლობა.
-
ავიღებ ოცდათექვსემტს,
-
დავამრგვალებ ათის უახლოეს ჯერადთან,
-
რაც არის 40.
-
გამოდის,
რომ დავამრგვალე მეტობით ორმოცამდე.
-
შემიძლია,
დავამრგვალო მარცხნივ, ათის ჯერადამდე,
-
რაც არის 30.
-
ახლა უნდა გავარკვიო,
რომელ რიცხვთან არის 36 უფრო ახლოს?
-
პრინციპში, თვალითაც კი შეამჩნევთ.
-
როგორც ხედავთ, 36 ოთხით
არის დაშორებული ორმოცს,
-
ექვსით არის დაშორებული ოცდაათს.
ანუ, უფრო ახლოსაა ორმოცთან.
-
გამოდის, რომ დავამრგვალებთ მეტობით
ორმოცამდე და ეს არის სწორედ დამრგვალება.
-
ახლა სხვა რიცხვებიც ვცადოთ.
-
34? შეაჩერეთ ვიდეო. რა რიცხვს მიიღებდით,
თუ ეცდებოდით, დაგვემრგვალებინა ის
-
ნაკლებობით ან მეტობით და
რომელ რიცხვთან იქნებოდა უფრო ახლოს?
-
34 აქ არის ამ რიცხვით ღერძზე.
-
გადიდებულ ღერძზე, აი, აქ არის.
-
გვაქვს ორი არჩევანი. ათის ჯერადი
ოცდათოთხმეტის ზემოთ, რაც არის 40.
-
ათის ჯერადი ოცდათოთხმეტის ქვემოთ არის 30.
-
რომელთან არის ის ახლოს?
-
მხოლოდ ოთხითაა დაშორებული ოცდაათს
და ექვსითაა დაშორებული ორმოცს.
-
გამოდის, რომ ახლოსაა ოცდაათთან.
-
ვამრგვალებთ ნაკლებობით ოცდაათამდე.
-
იტყვით, თუ ვამრგვალებთ მეტობით, ათეულების
ადგილი იზრდება სამიდან ოთხამდე, ოცდაათიდან
ორმოცამდე თუ დავამრგვალებთ, ნაკლებობით 30
შემცირდება ოცამდე.
-
მაგრამ, არა! 30 არის ათის ჯერადი
ოცდათოთხმეტის ქვემოთ.
-
ამიტომ, როცა ვამრგვალებთ ნაკლებობით, ათეულს
ვტოვებთ იგივეს, მაგრამ ერთეულების ადგილი ხდება 0.
-
ახლა საინტერესო რიცხვი ვცადოთ.
-
დავამრგვალოთ 35 უახლოეს ათეულამდე.
-
სანამ დავიწყებთ, ვიფიქროთ ამოხსნის ორ გზაზე.
-
ვიცით, რომ 35 ამ წერტილზე მდებარეობს.
-
გვაქვს ორი არჩევანი.
-
35, შეგვიძლია, დავამრგვალოთ მეტობით ორმოცამდე,
ან დავამრგვალოთ ნაკლებობით ოცდაათამდე.
-
შეაჩერეთ ვიდეო და დაფიქრდით ამაზე.
-
ეს რიცხვი ცოტათი თავსატეხია, რადგან ორივე
რიცხვისგან ხუთით არის დაშორებული.
-
ხუთით არის დაშორებული ორმოცს და ხუთითაა
დაშორებული ოცდაათს.
-
ამიტომ, მათემატიკურმა გაერთიანებამ გადაწყვიტა,
რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, როცა 5 გაქვთ
ერთეულების ადგილზე.
-
თუ გაქვთ 5 ან მეტი ერთეულების ადგილზე,
შენ უნდა დაამრგვალო მეტობით. ეს არის წესი.
-
ამიტომ, 35 უნდა დავამრგვალოთ
მეტობით ორმოცამდე.
-
ყურადღება მიაქციეთ: 6 ერთეულების ადგილზე ნიშნავს
ხუთს ან მეტს, ამიტომ, მას უახლოეს ათამდე ამრგვალებთ.
ამრგვალებთ მეტობით ორმოცამდე.
-
4 ერთეულების ადგილზე არ არის 5 ან მეტი,
ამიტომ, მას ვამრგვალებთ ნაკლებობით.
-
ეს ამოხსნის კარგი ხერხია
შემდეგი რიცხვებისთვის.
-
ვნახოთ. რა მოხდება ოცდაექვსთან.
-
26. რა ვარიანტები გვაქვს? რამდენია ათის ჯერადი
ოცდაექვსის ზემოთ და ოცდაექვსის ქვემოთ?
-
ზემოთ არის 30 და ქვემოთ არის 20.
-
თუ დავამრგვალებთ მეტობით, გვაქვს 30.
თუ დავამრგვალებთ ნაკლებობით, გვექნება 20.
-
როცა ვამრგვალებთ უახლოეს ათეულამდე,
ვუყურებთ ათეულის ადგილს, სწორედ ეს უნდა
დავამრგვალოთ უახლოეს ათამდე.
-
შემდეგ ვუყურებთ ერთეულის ადგილს,
რომელიც საზღვრავს ამ არჩევანს.
-
ესაა 5 ან მეტი, ანუ, მეტია ან ტოლია ხუთის,
ამიტომ, ვამრგვალებთ მეტობით.
-
26 დამრგვალებული უახლოეს ათამდე,
დავამრგვალეთ მეტობით ოცდაათამდე.
-
რაც შეეხება თორმეტს.
-
ათის ჯერადი თორმეტის ზემოთ.
-
შეგვეძლო, დაგვემრგვალებინა მეტობით ოცამდე
ან დაგვემრგვალებინა ნაკლებობით ათამდე.
-
თუ ვაპირებთ, რომ უახლოეს ათამდე დავამრგვალოთ,
უნდა შევხედოთ ერთეულების ციფრს.
-
ეს არის ხუთზე ნაკლები, ამიტომ, დავამრგვალებთ
ნაკლებობით, რაც უფრო ახლოს არის ათთან.
-
დავამრგვალეთ ნაკლებობით 12 და მივიღეთ 10.