-
მოდი მოვიფიქროთ რა გზები არსებობს
შეკრების ამოცანების დასაშლელად.
-
ეს გამოსადეგია,
-
რადგან თუ ჩვენ სწორი გზით დავშლით მათ,
-
გაგვიადვილდება პასუხის გამოთვლა.
-
მოდი შევხედოთ ამ პირველ კითხვას.
-
ლინდსი კარგად ვერ ხვდება
როგორ შეკრიბოს 39 და 61
-
ლინდსის დასახმარებლად, ამოირჩიეთ გამოსახულება, რომელიც
-
იგივეა რაც 39-ს დამატებული 61.
-
მოდი შევხედოთ ამ სავარაუდო პასუხებს.
-
პირველი სავარაუდო პასუხი მაქვს 30-ს პლუს 60
-
პლუს 90, პლუს 10.
-
მე გირჩევთ, რომ დააპაუზოთ
ახლა ეს ვიდეო
-
და სცადოთ, რომ თქვენვე
ამოხსნათ სანამ მე ვიზამ ამას.
-
ესეიგი, ამ პირველ სავარაუდო პასუხში,
-
საიდან მიიღეს ეს 30?
-
30, ეს არის სამი ცალი ათეული
-
და მე მაქვს სამი ცალი ათეული აი აქ.
-
სამიანი 39-ში
-
არის ათეულების ადგილას, ანუ ის წარმოადგენს სამ ათეულს, ან 30-ს.
-
შემდეგ ჩვენ გვაქვს 60,
-
საიდან მოვიდა ის?
-
აი ამ რიცხვ 61-ში
-
ექვსიანი არის ათეულების ადგილას,
-
ანუ ის წარმოადგენს ექვს ათეულს,
ანუ 60-ს.
-
და შემდეგ ჩვენ გვაქვს 90.
-
ახლა საიდან მოვიდა ეს 90?
-
მე აქ ვერსად ვხედავ 90-ს.
-
შეიძლება მაცდუნებელი იყოს, რომ ვთქვა,
-
რომ აი მე ხომ აქ ცხრიანი მაქვს
და აქედან მოვიდა 90,
-
მაგრამ ეს არის ერთეულების ადგილი
-
და არა ათეულების ადგილი.
-
ეს არის ცხრა და არა 90
-
აი აქ კი, მე მაქვს ერთიანი.
-
მე ნამდვილად არ მაქვს 90.
-
მე 10-ც კი არ მაქვს აქ.
-
ეს პასუხი სწორი იქნებოდა
-
ამ 90-ის მაგივრად
-
თუ ეწერებოდა ცხრა
-
და ამ 10-ის მაგივრად
-
თუ ეწერებოდა ერთი,
-
რადგან ერთიანი არის
ერთეულების ადგილას.
-
აი ასე სწორი იქნებოდა,
-
მაგრამ სხვანაირად წერია.
-
არ წერია 30-ს პლუს 60 პლუს
ცხრა და პლუს ერთი,
-
არამედ წერია 30-ს დავუმატოთ 60
დავუმატოთ 90 და კიდევ 10.
-
ხოდა ამიტომ არ ავირჩევთ ამ პასუხს.
-
შემდეგ სავარაუდო პასუხში,
-
გვაქვს 30-ს პლუს 60 პლუს ცხრა და პლუს ერთი
-
რაც სრულებით გასაგებია
-
რადგან ჩვენ გვაქვს
-
30-ს პლუს ცხრა
-
რაც იქნება 39
-
და შემდეგ 60-ს პლუს ერთი
-
რაც იქნება 61-ის ტოლი.
-
ესეიგი ეს ორი რამ არის
ექვივალენტური.
-
ასე დაშლა სწორად იმიტომაა გამოსადეგი,
-
რომ შეგიძლიათ თავში გამოთვალოთ:
-
30-ს პლუს 60,
-
ეს არის სამ ათეულს პლუს ექვსი
ათეული, რაც იქნება ცხრა ათეული.
-
ანუ ეს ორი ნაწილი აი აქ
-
იქნება 90.
-
და შემდეგ ცხრას პლუს ერთი
-
რაც იქნება 10.
-
და შემდეგ 90-ს პლუს 10,
-
რაც იქნება 100-ის ტოლი.
-
მაგრამ ამის გამოთვლა ჩვენთვის არ უთხოვიათ,
-
ჩვენ უბრალოდ გვეუბნებიან,
-
ჰეი, რომელია აქედან იგივე
რაც გვაქვს ზევით
-
და ეს მეორე ნამდვილად ეგ შემთხვევაა.
-
თან მხოლოდ ერთი პასუხის
არჩევა შეგვიძლია
-
ანუ მოვრჩით,
-
მაგრამ შეგვიძლია გადავაზუსტოთ
რომ ეს არაა სწორი პასუხი
-
ჩვენ გვაქვს ცხრას დამატებული ერთი,
-
შემდეგ სამიანი და ექვსი.
-
ეს სამი
-
არ არის უბრალოდ სამი,
-
ეს წარმოადგენს სამ ათეულს,
ანუ 30-ს.
-
ეს უნდა იყოს 30
-
და ეს არის ექვსი ათეული
-
და არა უბრალოდ ექვსი,
-
ხოდა ეს უნდა იყოს 60.
-
მაგრამ ეს არაა ის, რაც თავიდან ეწერათ.
-
ანუ შეგვიძლია ესეც გამოვრიცხოთ.
-
მოდი კიდევ ერთი გავაკეთოთ.
-
რომელი მიმატების ამოცანაა იგივე,
რაც 41-ს პლუს 57?
-
აქ, როგორც ჩანს მათ დაყვეს
-
ყველაფერი ათეულებში და ერთეულებში.
-
სანამ ამ სავარაუდო
პასუხებს შევხედავ
-
მოდი ვნახოთ აბა მეც თუ შევძლებ ამას.
-
ესეიგი 41: ათეულების
ადგილას მაქვს ოთხი
-
ანუ ეს იქნება ოთხი ათეული,
-
და ერთეულების ადგილას
მაქვს ერთიანი,
-
პლუს ერთი ერთეული.
-
ესაა 41.
-
და შემდეგ 57,
-
57-ში ათეულების ადგილას,
-
მე მაქვს ხუთიანი,
-
ანუ პლუს ხუთი ათეული
-
და ერთეულების ადგილას
მაქვს შვიდიანი.
-
პლუს შვიდი ერთეული
-
ახლა მოდი ვნახოთ ამ პასუხებიდან
რომელი არის იგივე
-
რაც ჩვენ დავწერეთ.
-
აი ამ პირველში,
-
გვაქვს ოთხი ათეული
-
და ერთი ერთეული.
-
ოთხი ათეული და ერთი ერთეული
-
ოთხი ათეული და ერთი ერთეული
-
ესაა 41,
-
ანუ ეს ოთხი ათეული პლუს ერთი ერთეული იქნება 41.
-
და შემდეგ მე ასევე მაქვს
-
ხუთი ათეული და შვიდი ერთეული
-
ხუთი ათეული და
შვიდი ერთეული.
-
ანუ ეს პირველი პასუხი არის
ზუსტად ის, რაც ქვევით დავწერე,
-
უბრალოდ განსხვავებული თანმიმდევრობით.
-
თუ მე დავწერ,
-
ოთხ ათეულს პლუს ხუთი ათეული
-
პლუს ერთი ერთეული პლუს
შვიდი ერთეული,
-
ეს იგივე იქნება რაც პირველი პასუხი
-
ახლა ჩვენ ვიცით, რომ მოვრჩით,
-
მაგრამ მოდი უბრალოდ
შევხედოთ სხვა პასუხებსაც,
-
რომ ვნახოთ, რატომაა ისინი მცდარი
-
ესეიგი მე ვხედავ საიდანაც
მოდის ეს ოთხი ათეული,
-
მაგრამ შემდეგ მას მოსდევს
ერთი ათეული,
-
ისე ჩანს თითქოს უნდა, რომ აიღოს ეს ერთეულების ადგილას მყოფი ერთიანი
-
და როგორღაც გადააქციოს ის ერთ ათეულად
-
რაც ნამდვილად შეცდომა იქნება.
-
და შემდეგ აქ წერია ხუთი ერთეული,
-
ეს არის ხუთი ათეული,
-
და არა ხუთი ერთეული.
-
ანუ არც ესაა სწორი.
-
და შემდეგ აქ წერია ოთხი ერთეული
-
ეს არის ოთხიანი
-
და არის ათეულების ადგილას,
-
ეს არის ოთხი ათეული
-
და შემდეგ ჩვენ გვაქვს ხუთი ერთეული,
-
ეს ხუთიანი არის
ათეულების ადგილას.
-
ეს უნდა იყოს ხუთი ათეული.
-
ეს უნდა იყოს ათეულები
-
და კიდევ ესეც უნდა იყოს ათეულები.
-
ანუ ნამდვილად კარგია ჩვენი პირველი არჩევანი.