Agile მიდგომა თქვენი ოჯახებისთვის
-
0:01 - 0:04კარგი სიახლე მაქვს ოჯახთან დაკავშირებით
-
0:04 - 0:06ბოლო 50 წლის მანძილზე
-
0:06 - 0:08ოჯახის ცნებამ რევოლუცია განიცადა
-
0:08 - 0:10ჩვენ გვაქვს შერეული ოჯახები,
მიმღები ოჯახები -
0:10 - 0:13ჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც
ცხოვრობენ სხვადასხვა სახლებში -
0:13 - 0:15და განქორწინებული ოჯახები,
რომლებიც ცხოვრობენ ერთ სახლში -
0:15 - 0:18მაგრამ მიუხედავად ამისა, ოჯახები ძლიერდება
-
0:18 - 0:21ათი ადამიანიდან 8 ამბობს რომ მისი ოჯახი
-
0:21 - 0:26არის ისეთივე ან უფრო ძლიერი, ვიდრე ის
რომელშიც თავად გაიზარდნენ -
0:26 - 0:28ახლა კი ცუდი ამბავი
-
0:28 - 0:30თითქმის ყველა გადაღლილია ოჯახური ცხოვრებით
-
0:30 - 0:32ოჯახური ქაოსით
-
0:32 - 0:34ყველა მშობელი ჩემი ჩათვლით, თითქოს
-
0:34 - 0:37გამუდმებით თავდაცვის რეჟიმში ვართ
-
0:37 - 0:40როგორც კი კბილები ამოჭრით,
ეწყებათ ტანტრუმის ასაკი -
0:40 - 0:42დაიწყებენ აბაზანის
დაუხმარებლად მიღებას -
0:42 - 0:45მოდის ბულინგის და კიბერ ჩაგვრის ასაკი
-
0:45 - 0:48ახლა კი ყველაზე ცუდი ამბავი
-
0:48 - 0:51ჩვენი შვილების შეგრძნება, რომ
ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას -
0:51 - 0:54ელენ გალინსკიმ,
"ოჯახის და სამსახური" დან -
0:54 - 0:56ჩაატარა კვლევა 1000 ბავშვთან: რომ
შეგეძლოთ ერთი სურვილის ასრულება, -
0:56 - 1:00რაც უკავშირდება თქვენს მშობლებს,
რას ისურევბდით? -
1:00 - 1:02მშობლებმა იწინასწარმეტყველეს,
-
1:02 - 1:05რომ ბავშვები იტყოდნენ გვინდა
მშობლებმა მეტი დრო დაგვითმონ -
1:05 - 1:08მაგრამ შეცდნენ, ბავშვების ნომერ პირველი
სურვილი? -
1:08 - 1:12რომ მათი მშობლები ნაკლებად დაღლილები და
დასტრესილები იყვნენ -
1:12 - 1:14როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ეს დინამიკა?
-
1:14 - 1:17არის რაიმე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ
სტრესის შესამცირებლად? -
1:17 - 1:19დავაახლოვოთ ოჯახი და
-
1:19 - 1:24მოვამზადოთ ჩვენი შვილები
ახალი ცხოვრებისთვის? -
1:24 - 1:27ბოლო რამდენიმე წელი პასუხის ძიებას დავუთმე
-
1:27 - 1:30მოგზაურბას, ოჯახებთან შეხვედრას,
მკვლევარებთან საუბარს -
1:30 - 1:33დაწყებული მშვიდობის მომლაპარაკებლებიდან
-
1:33 - 1:37გაგრძელებული უორენ ბაფეტის ბანკირებით
და დასრულებული სპეცრაზმელებით -
1:37 - 1:41ვცდილობდი გამერკვია, რას აკეთებდნენ
ბედნიერი ოჯახები სწორად -
1:41 - 1:46და რა მესწავლა მათგან რომ ჩემი ოჯახი
უფრო ბედნიერი გამეხადა -
1:46 - 1:48მინდა მოგითხროთ ერთ ოჯახზე
-
1:48 - 1:50და რატომ ვფიქრობ რომ მათ გასაღებს მიაგნეს
-
1:50 - 1:53გაზაფხული, კვირა დღე, საღამოს 7 საათია
-
1:53 - 1:55აიდაჰოში, ოჯახის 6 წევრი მაგიდისთან ზის<
ფაერთიანებული -
1:55 - 1:59კვირის მთავარი მოვლენის - ოჯახური
შეკრების გარშემო -
1:59 - 2:01სტარები რიგოთი ამერიკული ოჯახია
-
2:01 - 2:04ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემებით
-
2:04 - 2:06დევიდი პროგრამისტია,
-
2:06 - 2:09ელეანორი უვლის 4 შვილს,
10 დან 15 წლამდე ასაკის -
2:09 - 2:12ერთის მათემატიკის მასწავლებელი
ქალაქის განაპირას ცხოვრობს -
2:12 - 2:15მეორე ლაკროსზე დადის ქალაქის მეორე ნაწილში
-
2:15 - 2:18ერთს აქვს ასპერგერის სინდრომი
მეორეს - ADHD -
2:18 - 2:22ჩვენ ვცხოვრობდით სრულ ქაოსში - ამბობს ელეანორი
-
2:22 - 2:25შემდგომ სტარებმა გასაოცარი რამ გააკეთეს
-
2:25 - 2:28იმის მაგივრდა რომ დახმარებისთვის
მეგობრებისთვის ან ოჯახისთვის მიემართათ -
2:28 - 2:30მათ მიმართეს დევიდის სამუშაო გარემოს
-
2:30 - 2:33მათ მიმართეს Agile მენეჯმენტის მეთოდს
-
2:33 - 2:36რომელიც იაპონური მანუფაქტურიდან
-
2:36 - 2:39სილიკონ ველამდე გავრცელდა
-
2:39 - 2:42Agile-ში ადამიანები დაყოფილები არიან
მცირე გუნდებად -
2:42 - 2:45სამუშაოს ასრულებენ წინასწარ
განსაზღვულ მოკლედ დროში -
2:45 - 2:48მენეჯერების უზარმაზარ დავალებებისა
ნაცვლად -
2:48 - 2:51გუნდი მართავს საკუთარ თავს
-
2:51 - 2:54უდმივი უკუკავშირი,
ყოველდღიური განახლებული სესიები -
2:54 - 2:57ყოველკვირეული მიმოხილვები და
მუდმი ცვლილება -
2:57 - 3:00დევიდი ამბობს, რომ როდესაც მან
ეს სისტემა სახლში დანერგა -
3:00 - 3:04კერძოდ ოჯახური შეკრებები, გაიზარდა
კომუნიკაციის ხარისხი ოჯახის წევრებს შორის -
3:04 - 3:06შემცირდა სტრესი, ყველა უფრო ბედნიერი გახდა
-
3:06 - 3:09რადგან თავს გრძნობდნენ ერთიან ოჯახად
-
3:09 - 3:12როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გადმოვიღეთ
ეს ოჯახური შეხვედრები -
3:12 - 3:16და სხვა ტექნიკები
ჩვენი 5 წლის ტყუპების ცხოვრებაში -
3:16 - 3:20ეს იყო უდიდესი ცვლილება,
მათი დაბადების შემდეგ -
3:20 - 3:22შეხვედრებს ქონდა დიდი ეფექტი
-
3:22 - 3:25მიუხედავად იმისა რომ გრძელდებოდა
20 წუთზე ნაკლები -
3:25 - 3:27რა არის Agile და რატომ
შეუძლია მას დახმარები -
3:27 - 3:29ისეთ განსხვავებულ გარემოში,
როგორიც ოჯახია? -
3:29 - 3:321983 წელს, ჯეფ საზარლენდი მუშაობდა
-
3:32 - 3:34ტექნოლოგიების სპეციალისტად
ფინანსურ კომპანიაში -
3:34 - 3:37ის ფრუსტრირებული იყო, თუ როგორ იქმნებოდა
პროგრამები -
3:37 - 3:40კომპანიები მიყვებოდნენ ე.წ. "waterfall" მეთოდს
-
3:40 - 3:43სადაც აღამსრულებლები გასცემდნენ დავალებებს,
რომელიც მდორედ მიედინებოდა -
3:43 - 3:45ქვედა რგოლამდე - პროგრამისტებამდე
-
3:45 - 3:47რომელთაც აზრს არავინ ეკითხებოდა
-
3:47 - 3:50პროექტების 83% ვარდებოდა
-
3:50 - 3:52ისინი ან ძალიან გაბერილი იყო
ან პროექტის დასასრულისთვის -
3:52 - 3:55შედეგი რელევანტობას კარგავდა
-
3:55 - 3:57საზარლენდს სურდა შეექმნა სისტემა,
რომელიც იდეებს -
3:57 - 4:01არა მხოლოდ ზევიდან ქვედა რგოლამდე
ჩაიტანდა, არამედ პირიქით ქვევიდან ზევით -
4:01 - 4:04და რეალურ დროში დაიხვეწებოდა
-
4:04 - 4:0730 წლის მანძილზე ის კითხულობდა
ჰარვარდ ბიზნეს რევიუს -
4:07 - 4:10სანამ წააწყდებოდა სტატიას სახელწოდებით:
-
4:10 - 4:13"პროდუქტების განვითარების ახალი თამაში"
-
4:13 - 4:15სადაც ნათქვამი იყო, რომ
ბიზნესის ტემპი მნიშვნელოვად გაიზარდა -
4:15 - 4:17სხვათაშორის ეს იყო 1986 წელი
-
4:17 - 4:21და ყველაზე წარმატებული კომპანიები არიან
ისინი ვინც ინარჩუნებს მოქნილობას -
4:21 - 4:23განსაკუთრებით ტოიოტას და Canon-ის
მაგალითები და მათი -
4:23 - 4:27ადაპტირების უნარი შედარებული იყო
-
4:27 - 4:30ცნობილი ევროპული თამაშის
რაგბის კომპონენტთან - შეჭიდებასთან. -
4:30 - 4:32როგორც მან მითხრა, ვნახეთ
და ვთქვით - "ეგ არის" -
4:32 - 4:35საზარლენდის სისტემაში კომპანიები
არ იყენებენ დიდ, -
4:35 - 4:38მასიურ პროექტებს,
რომელიც გრძელდება 2 წელიწადი. -
4:38 - 4:39ისინი აკეთებენ პროექტებს ნაწილ-ნაწილ
მცირე ნაბიჯებით -
4:39 - 4:41პროექტის თითო ნაწილი გრძელდება არაუმეტეს 2 კვირისა
-
4:41 - 4:43იმის მაგივრად რომ ამოცანა ჟღერდეს
“გადაეშვით იმ ბუნკერში -
4:43 - 4:46და მოიტანეთ მობილური ტელეფონი
ან სოციალური ქსელი” -
4:46 - 4:49ჟღერს ამგვარად - “წადით და მოიფიქრეთ ერთი ელემენტი,
-
4:49 - 4:51მოიტანეთ, განვიხილოთ და დავნერგოთ”
-
4:51 - 4:55თქვენ აღწევთ წარმატებას და განიცდით წარუმატებლობას ძალიან სწრაფად.
-
4:55 - 4:58დღესდღეობით Agile გამოიყენება ასობით ქვეყანაში
-
4:58 - 5:01ნელ-ნელა აღწევს მართვის პროცესებში
-
5:01 - 5:04ხალხმა ამ ტექნიკების გამოყენება
-
5:04 - 5:06ოჯახებში დაიწყო
-
5:06 - 5:08ბლოგები დაიწერა, გზამკვლევები და ინსტრუქციები შეიქმნა
-
5:08 - 5:10საზარლენდმა მითხრა რომ მათ
-
5:10 - 5:12AGile მადლოერების დღეც კი აქვთ
-
5:12 - 5:14სადაც ერთი ჯგუფი ადამიანებისა ამზადებს სადილს
-
5:14 - 5:18მეორე მაგიდას აწყობს, მესამე სტუმრებს ხვდება და ეპატიჟება.
-
5:18 - 5:21მან თქვა რომ ეს საუკეთესი დღესასწაული იყო მის ცხოვრებაში.
-
5:21 - 5:24მოდით ავიღოთ ერთი პრობლემა, რომელის წინაშე ნებისმიერი ოჯახი დგება
-
5:24 - 5:27გიჟური დილა - და ვისაუბროთ თუ როგორ შეუძლია Agile მიდომას აქ დახმარება
-
5:27 - 5:29მთავარი არის ანგარიშვალდებულება,
-
5:29 - 5:31გუნდი იყენებს საინფორმაციო დაფას
-
5:31 - 5:35რომელზეც ყველაფერი აღრიცხულია
-
5:35 - 5:37სტარებმა, როდესაც ისინი ამ მეთოდს
ოჯახში ნერგავდნენ -
5:37 - 5:38შეიმუშავეს დილის სამუშაოების სია
-
5:38 - 5:42სადაც ყველა ბავშვი მიდიოდა და მონიშნავდა თავის გასაკეთებელ სამუშაოს გრაფას
-
5:42 - 5:44როდესაც მათ დილით ვესტუმრე, ელეანორი ჩამოვიდა ქვედა სართულზე
-
5:44 - 5:47დაისხა ფინჯანი ყავა,
-
5:47 - 5:48დაჯდა სავარძელში
-
5:48 - 5:51ტკბილად ესაუბრებოდა თითოეულ შვილს
-
5:51 - 5:53რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიოდნენ ზედა სართულიდან
-
5:53 - 5:56მონიშნავდნენ სიაში თავის სამუშაოს გრაფას, მოიმზადებდნენ საუზმეს
-
5:56 - 5:59კვლავ მონიშნავდნენ გრაფას, ჩაალაგებდნენ გასარეცხ ჭურჭელს თავის ადგილას
-
5:59 - 6:02ისევ მონიშნავდნენ გრაფას, აჭმევდნენ შინაურ ცხოველებს, ან გააკეთებდნენ იმას რაც სიაში ქონდათ მონიშნული
-
6:02 - 6:04ისევ მონიშნავდნენ გრაფას, აიღებდნენ საკუთარ ნივთებს
-
6:04 - 6:07და მიდიოდნენ ავტობუსისკენ
-
6:07 - 6:11ეს იყო ყველაზე გასაოცარი ოჯახური დინამიკა, რაც კი ოდესმე მინახავს.
-
6:11 - 6:14როდესაც მე შევეწინააღმდეგე, რომ ეს არასოდეს იმუშავებდა ჩემს ოჯახში
-
6:14 - 6:16რომ ჩვენს შვილებს გაცილებით მეტი მეთვალყურეობა ჭირდებათ
-
6:16 - 6:17ელეანორმა შემომხედა
-
6:17 - 6:19ასეც ვიფიქრე - თქვა მან
-
6:19 - 6:21მეც ასე ვუთხარი დევიდს, მოაშორე შენი სამსახური ჩემი სამზარეულოდან
-
6:21 - 6:23მაგრამ ვცდებოდი
-
6:23 - 6:25მე მივუბრუნდი დევიდს და ვკითხე - მაინც რატომ მუშაობს ეს მეთოდი?
-
6:25 - 6:28ნუ დააკნინებთ ამ მეთოდის მნიშვნელობას -
მითხრა მან -
6:28 - 6:29და მონიშნა გრაფა
-
6:29 - 6:31სამუშაო გარემოში დიდებს ეს უყვართ
-
6:31 - 6:34პატარებისთვის კი ეს სამოთხეა
-
6:34 - 6:37იმ კვირას, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ დილის ჩამონათვალი დაფაზე
-
6:37 - 6:41ამან ნახევრამდე შეამცირა მშობლოს ყვირილი
(სიცილი) -
6:41 - 6:44მაგრამ რეალური ცვლილება, მხოლოდ საოჯახო შეკრებებზე დავინახეთ
-
6:44 - 6:47Aგile მეთოდის მიხედვით ჩვენ სამ კითხვას ვსვამთ
-
6:47 - 6:49რა გაკეთდა, რა წავიდა კარგად ამ კვირაში?
-
6:49 - 6:53რა არ წავიდა კარგად და რაზე ვთანხმდებით რომ ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში?
-
6:55 - 6:57ყველა წამოიძახებს საკუთარ მოსაზრებებს
-
6:57 - 7:01და ჩვენ ვირჩევთ ორს, რომელზეც ვიმუშავებთ
-
7:01 - 7:04და მოულოდნელად რაღაც გასაოცარი წარმოითქმის ჩვენი გოგონასგან
-
7:04 - 7:06რა მოხდა კარგი ამ კვირაში?
-
7:06 - 7:09მე დავძლიე ველოსიპედის ტარების შიში, მივეჩვიე საწოლის გასწორებას ყოველ დილით.
-
7:09 - 7:13რას ვერ გავუმკლავდით? მათემატიკის ამოცანებს
-
7:13 - 7:16და სახლში მოსულ სტუმრებთან მისალმებას
-
7:16 - 7:19როგორც ბევრი მშობლისთვის, ჩვენი შვილები ხანდახან ბერმუდის სამკუთხედები არიან ჩვენთვის
-
7:19 - 7:20თითქოს უამრავი იდეა შედის მათში, მაგრამ იშვიათად გამოედინება მათგან რაიმე
-
7:20 - 7:24ვგულისხმობ გულწრფელ იდეებს
-
7:24 - 7:26და უცებ ამ ყველაფერმა გზა გაგვიხსნა მათი ყველაზე ღრმა ფიქრებამდე.
-
7:26 - 7:28მაგრამ ყველაზე გასაკვირი ნაწილი იყო
-
7:28 - 7:30როდესაც მივადექით თუ რას ვაკეთებთ მომდევნო კვირას?
-
7:30 - 7:32ყველაზე მნიშვნელოვანი Agile-ში
-
7:32 - 7:35გუნდების მიერ თვითმართვაა
-
7:35 - 7:37ეს თანაბრად მუშაობს როგორც აიტი პროექტებში, ასევე ბავშვებთან
-
7:37 - 7:39ჩენს შვილებს ძალიან უყვართ ეს პროცესი
-
7:39 - 7:41მათ უჩნდებათ ახალი იდეები
-
7:41 - 7:44"დავხვდეთ და მივესალმოთ 5 სტუმარს ამ კვირაში
-
7:44 - 7:47და მივიღებთ დაძინებამდე 10 წუთით მეტს საკითხავად"
-
7:47 - 7:49"დავუშავებთ ვინმეს რამეს და დავემშვიდობებით დესერტს ერთი თვით"
-
7:49 - 7:52აღმოჩნდა რომ ჩვენი გოგოები პატარა სტალინები არიან
-
7:52 - 7:54და ხშირად გვიწევს მათი შეჩერება.
-
7:54 - 7:57ბუნებრივია არის განსხვავება
-
7:57 - 7:59თუ როგორ იქცევიან საოჯახო შეხვედრებზე და შემდგომ კვირის განმავლობაში
-
7:59 - 8:02მაგრამ ეს დიდად არ გვადარდებს
-
8:02 - 8:05თითქოს ჩვენ წინასწარ ვდებთ რაღაც ქსელის მაგვარს მიწის ქვეშ
-
8:05 - 8:07რომელიც ბევრი წლის შემდეგ გაანათებს
-
8:07 - 8:10სამი წლის შემდეგ - ჩვენი გოგონები თითქმის 8 წლისები არიან
-
8:10 - 8:15კვლავ ვმართავთ ოჯახურ შეხვედრებს.
-
8:15 - 8:17ჩემი მეუღლე ამ წუთებს ჯილდოს ეძახის მისთვის როგორც დედისთვის.
-
8:17 - 8:19მაშ ასე, რა ვისწავლეთ?
-
8:19 - 8:22სიტყვა Agile ლექსიკონში გაჩნდა 2001 წელს
-
8:22 - 8:26მას შემდეგ, რაც ჯეფ საზარლენდი თავის თანამოაზრეებთან ერთად
-
8:26 - 8:29წავიდა იუტაში და დაწერეს Agile მანიფესტი
-
8:29 - 8:33მე ვფიქრობ მოვიდა დრო დაიწეროს
Agile მანიფესტი ოჯახისათვის -
8:33 - 8:35რაღაც იდეები სტარების ოჯახისგან ავიღე, რაღაცეები სხვა ოჯახებისგან რომელიც გავიცანი
-
8:35 - 8:39გთავაზობთ სამ პუნქტს:
-
8:39 - 8:41პუნქტი ნომერი პირველი: გამოიყენეთ, დანერგეთ, მოირგეთ მუდმივად.
-
8:41 - 8:44როდესაც მე მშობელი გავხდი, იცით რას მივხვდი?
-
8:44 - 8:48ჩვენ დავნერგავთ რამოდენიმე წესს და მივყვებით მას
-
8:48 - 8:51ჩვენ დავუშვით, რომ როგორც მშობლებს შეგვეძლო
გვეწინასწარმეტყველა ყველა ის პრობლემა -
8:51 - 8:53რომელიც წამოიწეოდა. ჩვენ ეს ვერ შევძელით.
ეს არის სწორედ Agile სისტემაში -
8:53 - 8:56რომ შენ შეგიძლია მუდმივად ცვალო მიდგომები
-
8:56 - 8:57და უპასუხო ცვლილებებს რეალურ დროში
-
8:57 - 9:00ეს გავს, როგორც ამბობენ ინტერნეტის სამყაროში
-
9:00 - 9:02თუ შენ აკეთებ იმას რასაც აკეთებდი 6 თვის წინ,
-
9:02 - 9:05შენ რაღაცას არასწორად აკეთებ.
-
9:05 - 9:08მშობლებს ძალიან ბევრის სწავლა შეგვიძლია ამ მიდგომებიდან
-
9:08 - 9:10მაგრამ ჩემთვის “ადაპტირდი მუდმივად” ნიშნავს უფრო ღრმას
-
9:10 - 9:13ჩვენ უნდა დავიხსნათ მშობლები “გიჟის პერანგებიდან”
-
9:13 - 9:16და გავანთავისუფლოთ იმ იდეებიდან რომ ოჯახში
-
9:16 - 9:18მხოლოდ იმ მეთოდების გამოყენება შეგვიძლია
-
9:18 - 9:21რომელსაც ფსიქოლოგები და ოჯახის ექსპერტები გვირჩევენ
-
9:21 - 9:23საქმე იმაშია რომ მათი იდეები მოძველდა,
-
9:23 - 9:26მსოფლიოში იმდენი იმდენი ახალი იდეაა იმასთან დაკავშირებით
-
9:26 - 9:27თუ როგორ უნდა იყოს გუნდი უფრო ეფექტური.
-
9:27 - 9:31მოდით ავიღოთ რამოდენიმე მაგალითი
-
9:31 - 9:33ავიღოთ ყველაზე რთული საკითხი: ოჯახური სადილი
-
9:33 - 9:35ყველამ იცის რომ საერთო ოჯახური სადილი
-
9:35 - 9:38ძალიან სასარგებლოა ჩვენი შვილებისთვის
-
9:38 - 9:40მაგრამ რამდენი ჩვენგანისთვის ეს ასე არ მუშაობს?
-
9:40 - 9:43ერთხელ შევხვდი ცნობილ შეფ მზარეულს ნიუ ორლეანში, რომელმაც მითხრა
-
9:43 - 9:45“არაა პრობლემა, მე შევცვლი საოჯახო სადილის დროს”
-
9:45 - 9:48არ ვარ სახლში და ვერ ვაკეთებთ საოჯახო სადილს?
-
9:48 - 9:51მოვაწყობთ საოჯახო საუზმეს. ან შევხვდებით ძილის წინ და წავიხემსებთ.
-
9:51 - 9:54უფრო მნიშვნელოვანს გავხდით კვირა დღის სადილს"
-
9:54 - 9:57სიმართლე კი იმაშია, რომ კვლევებმა დაადასტურა მისი სიმართლე
-
9:57 - 9:59მხოლოდ 10 წუთია პროდუქტიული
-
9:59 - 10:03ნებისმიერ საოჯახო სადილში
-
10:03 - 10:05დანაჩენი დრო შედგება: აიღე იდაყვები მაგიდიდან და გადმომაწოდე კეტჩუპი
-
10:05 - 10:08თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ის 10 წუთი
-
10:08 - 10:11და გადაიტანოთ ნებისმიერ ოჯახურ აქტივობაში, სარგებელი იგივე იქნება
-
10:11 - 10:13ასე რომ სადილის დრო შეცვლადია და სწორედ ამას ეწოდება ადაპტირება
-
10:13 - 10:17ერთმა გარემოს ფსიქოლოგიის სპეციალისტმა მითხრა
-
10:17 - 10:18“თუ თქვენ ზიხართ მყარ სკამზე და ეს სკამი მყარ ზედაპირზე დგას,
-
10:18 - 10:22თქვენ უფრო მკაცრი ხართ
-
10:22 - 10:24თუ რბილ სკამზე - უფრო ღია ხართ
-
10:24 - 10:26როდესაც შვილებს ჭკუას არიგებთ
-
10:26 - 10:28დაჯექით სწორ სკამზე ბალიშით,
-
10:28 - 10:32დიალოგი უკეთესად წარიმართება”
-
10:32 - 10:35მე და ჩემმა მეუღლემ შევცვალეთ ის ადგილი სადაც რთულ საუბრებს ვმართავდით
-
10:35 - 10:38მე მაღალზე ვიჯექი, ძლიერის პოზიციაში.
-
10:38 - 10:41ასე რომ შეცვალე დასაჯდომი ადგილი, ესეც ადაპტირებადია.
-
10:41 - 10:44არსი იმაშია რომ გარსემო უამრავი კარგი იდეაა,
-
10:44 - 10:46რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ მშობლები
-
10:46 - 10:51ანუ პუნქტი ნომერი პირველი:
ადაპტირდი ყოველ წუთას -
10:51 - 10:55იყავი მოქნილი, ღია, დაე საუკეთესო იდეებმა გაიმარჯვონ.
-
10:55 - 10:58პუნქტი ნომერი ორი: მიეცით ბავშვებს უფლება
-
10:58 - 11:00ჩვენი ინსტიქტი, როგორც მშობლის არის მივუთითოთ ჩვენს შვილებს.
-
11:00 - 11:02ეს უფრო მარტივია და გულახდილად რომ ვთქვათ ჩვენ როგორც წესი მართლებიც ვართ
-
11:02 - 11:05ტყუილად არ არის რომ არის რამოდენიმე სისტემა,
-
11:05 - 11:07რომელიც უფრო “თანმიმდევრული ” ვიდრე ოჯახი
-
11:07 - 11:10მაგრამ ერთი დიდი გაკვეთილი რაც ვისწავლეთ
-
11:10 - 11:14არის რომ წაიყვანო ჩანჩქერი საპირისპირო მხარეს რამდენადაც შესაძლებელია
-
11:14 - 11:16ჩართეთ ბავშვები საკუთარი თავების აღზრდაში
-
11:16 - 11:19სწორედ გუშინ გვქონდა ოჯახური შეკრება
-
11:19 - 11:22სადაც გადავწყვიტეთ რომ ვიმუშაოთ საკუთარი თავის კონტროლზე
-
11:22 - 11:27ჩვენ ვთქვით, კარგი, მოგვეცით ჯილდო და მოგვეცით სასჯელი
-
11:27 - 11:28ერთ-ერთი ჩემმა გოგონამ შემოგვთავაზა,
რომ მთელი კვირის განმავლობაში გვაქვს 5 წუთი სკანდალისთვის -
11:28 - 11:30ჩვენ თითქოს მოგვეწონა თავიდან,
-
11:30 - 11:33მაგრამ შემდეგ მისმა დამ დაიწყო სისტემის დახვეწა
-
11:33 - 11:37მან თქვა: შემიძლია მქონდეს ერთი ხუთწუთიანი სკანდალის მოწყობის უფლება?
-
11:37 - 11:39თუ შემიძლია მქონდეს ათი 30 წამიანი სკანდალი უფლება?
-
11:39 - 11:41ძალიან მომეწონა. გაანაწილონ დრო როგორც თვითონ უნდათ.
-
11:41 - 11:46ახლა კი სასჯელი. კარგი
-
11:46 - 11:49თუ გვაქვს 15 წუთი სკანდალისთვის,
ესაა ლიმიტი, მაშინ -
11:49 - 11:53ყოველ დამატებით წუთზე უნდა გავაკეთოთ ერთი აზიდვა.
-
11:53 - 11:56ხედავთ, სისტემა მუშაობს. უყურეთ, ეს სისტემა არ არის სისუსტე,
-
11:56 - 11:58ძალიან ბევრი რჩება მაინც მშობლის ძალაუფლება
-
11:58 - 12:01მაგრამ ჩვენ ვაძლევთ მათ უფლებას იყვნენ უფრო დამოუკიდებლები
-
12:01 - 12:03რაც ბუნებრივია ჩვენი საბოლოო მიზანია.
-
12:03 - 12:05წამოსვლის წინ, სანამ აქ მოვიდოდი,
-
12:05 - 12:07ჩემმა გოგონამ დაიწყო ყვირილი
-
12:07 - 12:10მეორემ თქვა “ჰიპერ რეაქცია, ჰიპერ რეაქცია”
-
12:10 - 12:14და დაიწყო დათვლა, 10 წამში დაასრულა სკანდალი
-
12:14 - 12:16ჩემთვის ეს არის სერტიფიცირებული Agile საოცრება
-
12:16 - 12:21(სიცილი) (აპლოდისმენტები)
-
12:21 - 12:24და სხვათაშორის კვლევებმაც დაადასტურა,
-
12:24 - 12:28ბავშვები რომლებიც გეგმავენ საკუთარ მიზნებს,
ადგენენ ყოველკვირეულ გეგმებს -
12:28 - 12:33და თვითონ აფასებენ საკუთარ შრომას,
ავითარებენ თავის ტვინის ფრონტალურ ზონას -
12:33 - 12:36და მეტად აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას.
-
12:36 - 12:39არსი იმაშია, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივანდოთ თუ რა ვადებში და პირობებში მიაღწევენ წარმატებას
-
12:39 - 12:41და დიახ, ზოგჯერ წარუმატებლობაც განიცადონ.
-
12:41 - 12:43მე ვესაუბრებოდი უორენ ბაფეტის ბანკირს
-
12:43 - 12:46რომელმაც დამადანაშაულა, რომ
არ ვაძლევ უფლებას შვილებს -
12:46 - 12:47დაუშვან შეცდომები საკუთარ ხარჯზე.
-
12:47 - 12:48მე ვუთხარი - "და ყველაფერი წყალში რომ გადაყარონ?"
-
12:48 - 12:50მან მიპასუხა, "ჯობია მაშინ შეცდნენ
-
12:50 - 12:53როცა 6 დოლარი აქვთ, ვიდრე მაშინ როცა 60 ათასი შემოსავალი
-
12:53 - 12:56და 6 მილიონი მემკვიდრეობა"
-
12:56 - 12:58მოკლედ არსი იმაშია რომ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს.
-
12:58 - 13:03პუნქტი ნომერი სამი: მოუყევით შვილებს თქვენი ამბები
-
13:03 - 13:07ადაპტირება - არაჩვეულებრივია, მაგრამ საჭიროა საყრდენი პრინციპები
-
13:07 - 13:09ჯიმ კოლინზმა, ავტორი წიგნისა “კარგიდან საუკეთესომდე”
-
13:09 - 13:12მითხრა რომ წარმატებულ ორგანიზაციებს
-
13:12 - 13:13საერთო ორი რამ აქვთ
-
13:13 - 13:16ისინი ინარჩუნებენ ძირითად პრინციპებს
და ხელს უწყობენ პროგრესს. -
13:16 - 13:19Agile არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი პროგრესის სტიმულირებისთვის
-
13:19 - 13:22მაგრამ კვლავ გვესმის, "შეინარჩუნე მთავარი"
-
13:22 - 13:24მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს?
-
13:24 - 13:26კონიზი გვასწავლიდა თუ როგორ გავაკეთოთ ის
-
13:26 - 13:29რასაც ბიზნესები აკეთებენ - განვსაზღვროთ ჩვენი მიზანი
-
13:29 - 13:31და ამავდროულად შევინარჩუნოთ მთავარი ღირებულებები.
-
13:31 - 13:35და ის გაგვიძღვა ოჯახური მისიის განაცხადის ჩამოყალიბების პროცესში
-
13:35 - 13:37ჩვენ გავაკეთეთ კორპორატიული გასვლითი ღონისძიების ოჯახური ვერსია
-
13:37 - 13:39ჩვენ გვქონდა პიჟამა ფართი
-
13:39 - 13:43მე მოვამზადე პოპკორნი. პრინციპში ერთი დამეწვა, ამიტომ ორი გავაკეთე
-
13:43 - 13:44ჩემმა მეუღლემ მოიტანა ფლიფჩარტი
-
13:44 - 13:47და ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი დიალოგი - რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
-
13:47 - 13:49რა ღირებულებებს მივყვებით?
-
13:49 - 13:50საბოლოოდ მივედით 10 მთავარ ღირებულებამდე
-
13:50 - 13:52ჩვენ ვართ მოგზაურები და არა ტურისტები
-
13:52 - 13:56ჩვენ არ გვიყვარს დილემები. ჩვენ გვიყვარს გამოსავალი
-
13:56 - 13:59და კვლავ, კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებმა ნაკლები უნდა იდარდონ
-
13:59 - 14:02თუ რას აკეთებენ არასწორად
-
14:02 - 14:05და მეტი იფიქრონ იმაზე თუ რას აკეთებენ სწორად
-
14:05 - 14:09ნაკლები იდარდონ ცუდ პერიოდებზე და ააშენონ ბევრი კარგი
-
14:09 - 14:12ოჯახური მისიის განაცხადი არის არაჩვეულებრივი გზა იმის განსასაზღვრად
-
14:12 - 14:14თუ რას აკეთებთ სწორად.
-
14:14 - 14:16რამოდენიმე კვირის შემდეგ, დაგვირეკეს სკოლიდან.
-
14:16 - 14:18ერთ-ერთმა ჩვენმა გოგომ სკოლაში იჩხუბა.
-
14:18 - 14:21ჩვენ დარდი დავიწყეთ, ნუთუ ჩვენი გოგონა ჩხუბისთავია?
-
14:21 - 14:22ჩვენ არ ვიცოდით რა გვექნა
-
14:22 - 14:23და დავუძახეთ მას ჩემს კაბინეტში
-
14:23 - 14:25სადაც ოჯახის მისიის განაცხადი გაკრულია კედელზე
-
14:25 - 14:28და ჩემმა მეუღლემ უთხრა: რომელიმე მათგანი შეესაბამება ამ შემთხევას?
-
14:28 - 14:31მან შეხედა სიას და ამბობს:
-
14:31 - 14:33"გავაერთიანოდ ადამიანები"
-
14:33 - 14:36და ჩვენ უცებ მივხვდით როგორ უნდა წაგვეყვანა საუბარი.
-
14:36 - 14:38კიდევ ერთი ხერხი, რომ ჩვენი ამბები მოვუყვეთ ჩენს შვილებს არის
-
14:38 - 14:41ვუამბოთ თუ საიდან მოდიან ისინი.
-
14:41 - 14:44მკვლევარებმა "ემორიში" მისცეს ბავშვებს ტესტი
-
14:44 - 14:46“რა იცით”
-
14:46 - 14:48იცით სად დაიბადნენ თქვენი ბებია და ბაბუა?
-
14:48 - 14:50სად დადიოდნენ სკოლაში თქვენი მშობლები?
-
14:50 - 14:52იცით თქვენი ოჯახის წევრებიდან რომელს
-
14:52 - 14:56გადაუტანია სერიოზული ავადმყოფობა?
-
14:56 - 15:00იმ ბავშვებმა რომელთან ტესტში მაღალი ქულა აიღეს
-
15:00 - 15:04ქონდათ მაღალი თვითშეფასება და საკუთარი ცხოვრების კონტროლის განცდა.
-
15:04 - 15:07ეს ტესტი იყო კარგი საშუალება
-
15:07 - 15:10ემოციური სიჯანსაღის და ბედნიერების აღმოსაჩენად
-
15:10 - 15:12კვლევის ავტორმა მითხრა რომ
-
15:12 - 15:16იმ ბავშვებს რომელთანც აქვთ განცდა რომ რაღაც დიდი ნარატივის ნაწილნი არიან
-
15:16 - 15:19მაღალი თვითშეფასება აქვთ
-
15:19 - 15:22ასე რომ ჩემი ბოლო პუნქტია - მოუყევით თქვენი ისტორია
-
15:22 - 15:26მოუყევით თქვენი ოჯახური ისტორიების პოზიტიური მომეტები
-
15:26 - 15:29და თუ როგორ გადალახეთ ნეგატიურები
-
15:29 - 15:31თუ თქვენ მისცემთ შვილებს ამ ბედნიერ ნარატივს
-
15:31 - 15:37თქვენ აძლევთ მათ ინსტრუმენტს გახდნენ უფრო ბედნიერები.
-
15:37 - 15:39მე მიყავი მოზარდი, როდესაც პირველად წავიკიტხე “ანა კარენინა”
-
15:39 - 15:41და მისი ცნობილი დასაწყისი
-
15:41 - 15:43“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს,
-
15:43 - 15:47ყველა უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური”
-
15:47 - 15:51როდესაც ეს პირველად წავიკითხე, გავიფიქრე: “ეს უაზრობაა,
-
15:51 - 15:54ბუნებრივია ყველა ბედნიერი ოჯახი არ არის ერთნაირი”
-
15:54 - 15:56მაგრამ როდესაც ამ პროექტზე დავიწყე მუშაობა
-
15:56 - 15:59აზრი შევიცვალე
-
15:59 - 16:01უახლოესმა კვლევებმა, პირველად მოგვცა საშუალება
-
16:01 - 16:04ამოგვეცნო ის აგური
-
16:04 - 16:07რომლითან არის ნაშენები ყველა წარმატებული ოჯახი
-
16:07 - 16:09მე ვახსენე სამი მათგანი:
-
16:09 - 16:14ადაპტირდით მუდმივად, მიეცით უფლებები თქვენს შვილებს და მოუყევით თქვენი ისტორიები.
-
16:14 - 16:19შესაძლებელია ამდენი წლის შემდეგ ვთქვათ რომ ტოლსტოი მართალი იყო?
-
16:19 - 16:22მგონი პასუხი არის - დიახ.
-
16:22 - 16:25როდესაც ლევ ტოლსტოი იყო ხუთი წლის
-
16:25 - 16:26მასთან მივიდა მისი ძმა ნიკალაი
-
16:26 - 16:29და უთხრა, რომ მან ამოკაწრა ბედნიერების უნივერსალური საიდუმლო
-
16:29 - 16:32მწვანე ჯოხზე. რომელიც დამალა ხეობაში,
-
16:32 - 16:35ოჯახურ მამულებში რუსეთში
-
16:35 - 16:40ის ჯოხი რომ გვეპოვა, მთელი კაცობრიობა ბედნიერი იქნებოდა
-
16:40 - 16:45ტოლსტოი შეპყრობილი იყო იმ ჯოხით, მაგრამ ვერასოდეს იპოვა
-
16:45 - 16:50მან დაიბარა დაემარხათ იმ ხევში, სადაც ფიქრობდა რომ დამალული იყო ჯოხი
-
16:50 - 16:54ის კვლავ იქ წევს, დაფარული მწვანე მოლით.
-
16:54 - 16:57ეს ისტორია ჩემთვის არის
-
16:57 - 16:59საბოლოო გაკვეთილი, რომელიც მივიღე
-
16:59 - 17:02ბედნიერება არ არის რისი პოვნაც ჩვენ შეგვიძლია
-
17:02 - 17:05ბედნიერება არის ის რასაც ვქმნით
-
17:05 - 17:08ნებისმიერი ვინც შეხედავს წარმატებულ ორგანიზაციებს
-
17:08 - 17:11დაახლოებით იგივე დასკვნამდე მივა
-
17:11 - 17:13სიდიადე - ეს არ არის გარემოებების საკითხი.
-
17:13 - 17:16ეს არჩევანის საკითხია.
-
17:16 - 17:19არ არის საჭირო რაიმე დიდი გეგმის შედგენა. თქვენ არ გჭირდებათ “ჩანჩქერი” მიდგომა
-
17:19 - 17:22თქვენ გჭირდებათ მოკლე ნაბიჯები,
-
17:22 - 17:24პატარა გამარჯვებების დაგროვება
-
17:24 - 17:27და მიისწრაფოდეთ იმ მწვანე ჯოხისკენ.
-
17:27 - 17:30და ბოლოს, შეიძლება ეს ყველაზე მთავარი გაკვეთილი იყოს
-
17:30 - 17:34რა არის ბედნიერი ოჯახის საიდუმლო?
მცდელობა. -
17:34 - 17:38(აპლოდისმენტები)
- Title:
- Agile მიდგომა თქვენი ოჯახებისთვის
- Speaker:
- ბრუს ფაილერი
- Description:
-
ბრუს ფაილერს აქვს რადიკალური იდეა: იმისათვის რომ გავუმკლავდეთ თანამედროვე ოჯახის სტრეს დღევანდელ დღეს - უნდა წავიდეთ Agile-ით. შთაგონებული Agile პროგრამირებით ფაილერი წარმოგვიდგენს ოჯახურ პრაქტიკას მოქნილობით, ქვევიდან ზევით მიმავალი იდეებით, მუდმივი უკუკავშირის და ანგარიშვალდებულებების გათვალისწინებით. ერთი გასაოცარი თავისებურება: ბავშვები თითონ ირჩევენ საკუთარი დასჯის მეთოდს
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 18:00
![]() |
TED Translators admin approved Georgian subtitles for Agile programming -- for your family | |
![]() |
TED Translators admin edited Georgian subtitles for Agile programming -- for your family | |
![]() |
ana kebadze accepted Georgian subtitles for Agile programming -- for your family | |
![]() |
ana kebadze edited Georgian subtitles for Agile programming -- for your family | |
![]() |
tsitsi dalakishvili edited Georgian subtitles for Agile programming -- for your family | |
![]() |
tsitsi dalakishvili edited Georgian subtitles for Agile programming -- for your family | |
![]() |
tsitsi dalakishvili edited Georgian subtitles for Agile programming -- for your family | |
![]() |
tsitsi dalakishvili edited Georgian subtitles for Agile programming -- for your family |