კარგი სიახლე მაქვს ოჯახთან დაკავშირებით ბოლო 50 წლის მანძილზე ოჯახის ცნებამ რევოლუცია განიცადა ჩვენ გვაქვს შერეული ოჯახები, მიმღები ოჯახები ჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა სახლებში და განქორწინებული ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ერთ სახლში მაგრამ მიუხედავად ამისა, ოჯახები ძლიერდება ათი ადამიანიდან 8 ამბობს რომ მისი ოჯახი არის ისეთივე ან უფრო ძლიერი, ვიდრე ის რომელშიც თავად გაიზარდნენ ახლა კი ცუდი ამბავი თითქმის ყველა გადაღლილია ოჯახური ცხოვრებით ოჯახური ქაოსით ყველა მშობელი ჩემი ჩათვლით, თითქოს გამუდმებით თავდაცვის რეჟიმში ვართ როგორც კი კბილები ამოჭრით, ეწყებათ ტანტრუმის ასაკი დაიწყებენ აბაზანის დაუხმარებლად მიღებას მოდის ბულინგის და კიბერ ჩაგვრის ასაკი ახლა კი ყველაზე ცუდი ამბავი ჩვენი შვილების შეგრძნება, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას ელენ გალინსკიმ, "ოჯახის და სამსახური" დან ჩაატარა კვლევა 1000 ბავშვთან: რომ შეგეძლოთ ერთი სურვილის ასრულება, რაც უკავშირდება თქვენს მშობლებს, რას ისურევბდით? მშობლებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ბავშვები იტყოდნენ გვინდა მშობლებმა მეტი დრო დაგვითმონ მაგრამ შეცდნენ, ბავშვების ნომერ პირველი სურვილი? რომ მათი მშობლები ნაკლებად დაღლილები და დასტრესილები იყვნენ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ეს დინამიკა? არის რაიმე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ სტრესის შესამცირებლად? დავაახლოვოთ ოჯახი და მოვამზადოთ ჩვენი შვილები ახალი ცხოვრებისთვის? ბოლო რამდენიმე წელი პასუხის ძიებას დავუთმე მოგზაურბას, ოჯახებთან შეხვედრას, მკვლევარებთან საუბარს დაწყებული მშვიდობის მომლაპარაკებლებიდან გაგრძელებული უორენ ბაფეტის ბანკირებით და დასრულებული სპეცრაზმელებით ვცდილობდი გამერკვია, რას აკეთებდნენ ბედნიერი ოჯახები სწორად და რა მესწავლა მათგან რომ ჩემი ოჯახი უფრო ბედნიერი გამეხადა მინდა მოგითხროთ ერთ ოჯახზე და რატომ ვფიქრობ რომ მათ გასაღებს მიაგნეს გაზაფხული, კვირა დღე, საღამოს 7 საათია აიდაჰოში, ოჯახის 6 წევრი მაგიდისთან ზის< ფაერთიანებული კვირის მთავარი მოვლენის - ოჯახური შეკრების გარშემო სტარები რიგოთი ამერიკული ოჯახია ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემებით დევიდი პროგრამისტია, ელეანორი უვლის 4 შვილს, 10 დან 15 წლამდე ასაკის ერთის მათემატიკის მასწავლებელი ქალაქის განაპირას ცხოვრობს მეორე ლაკროსზე დადის ქალაქის მეორე ნაწილში ერთს აქვს ასპერგერის სინდრომი მეორეს - ADHD ჩვენ ვცხოვრობდით სრულ ქაოსში - ამბობს ელეანორი შემდგომ სტარებმა გასაოცარი რამ გააკეთეს იმის მაგივრდა რომ დახმარებისთვის მეგობრებისთვის ან ოჯახისთვის მიემართათ მათ მიმართეს დევიდის სამუშაო გარემოს მათ მიმართეს Agile მენეჯმენტის მეთოდს რომელიც იაპონური მანუფაქტურიდან სილიკონ ველამდე გავრცელდა Agile-ში ადამიანები დაყოფილები არიან მცირე გუნდებად სამუშაოს ასრულებენ წინასწარ განსაზღვულ მოკლედ დროში მენეჯერების უზარმაზარ დავალებებისა ნაცვლად გუნდი მართავს საკუთარ თავს უდმივი უკუკავშირი, ყოველდღიური განახლებული სესიები ყოველკვირეული მიმოხილვები და მუდმი ცვლილება დევიდი ამბობს, რომ როდესაც მან ეს სისტემა სახლში დანერგა კერძოდ ოჯახური შეკრებები, გაიზარდა კომუნიკაციის ხარისხი ოჯახის წევრებს შორის შემცირდა სტრესი, ყველა უფრო ბედნიერი გახდა რადგან თავს გრძნობდნენ ერთიან ოჯახად როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გადმოვიღეთ ეს ოჯახური შეხვედრები და სხვა ტექნიკები ჩვენი 5 წლის ტყუპების ცხოვრებაში ეს იყო უდიდესი ცვლილება, მათი დაბადების შემდეგ შეხვედრებს ქონდა დიდი ეფექტი მიუხედავად იმისა რომ გრძელდებოდა 20 წუთზე ნაკლები რა არის Agile და რატომ შეუძლია მას დახმარები ისეთ განსხვავებულ გარემოში, როგორიც ოჯახია? 1983 წელს, ჯეფ საზარლენდი მუშაობდა ტექნოლოგიების სპეციალისტად ფინანსურ კომპანიაში ის ფრუსტრირებული იყო, თუ როგორ იქმნებოდა პროგრამები კომპანიები მიყვებოდნენ ე.წ. "waterfall" მეთოდს სადაც აღამსრულებლები გასცემდნენ დავალებებს, რომელიც მდორედ მიედინებოდა ქვედა რგოლამდე - პროგრამისტებამდე რომელთაც აზრს არავინ ეკითხებოდა პროექტების 83% ვარდებოდა ისინი ან ძალიან გაბერილი იყო ან პროექტის დასასრულისთვის შედეგი რელევანტობას კარგავდა საზარლენდს სურდა შეექმნა სისტემა, რომელიც იდეებს არა მხოლოდ ზევიდან ქვედა რგოლამდე ჩაიტანდა, არამედ პირიქით ქვევიდან ზევით და რეალურ დროში დაიხვეწებოდა 30 წლის მანძილზე ის კითხულობდა ჰარვარდ ბიზნეს რევიუს სანამ წააწყდებოდა სტატიას სახელწოდებით: "პროდუქტების განვითარების ახალი თამაში" სადაც ნათქვამი იყო, რომ ბიზნესის ტემპი მნიშვნელოვად გაიზარდა სხვათაშორის ეს იყო 1986 წელი და ყველაზე წარმატებული კომპანიები არიან ისინი ვინც ინარჩუნებს მოქნილობას განსაკუთრებით ტოიოტას და Canon-ის მაგალითები და მათი ადაპტირების უნარი შედარებული იყო ცნობილი ევროპული თამაშის რაგბის კომპონენტთან - შეჭიდებასთან. როგორც მან მითხრა, ვნახეთ და ვთქვით - "ეგ არის" საზარლენდის სისტემაში კომპანიები არ იყენებენ დიდ, მასიურ პროექტებს, რომელიც გრძელდება 2 წელიწადი. ისინი აკეთებენ პროექტებს ნაწილ-ნაწილ მცირე ნაბიჯებით პროექტის თითო ნაწილი გრძელდება არაუმეტეს 2 კვირისა იმის მაგივრად რომ ამოცანა ჟღერდეს “გადაეშვით იმ ბუნკერში და მოიტანეთ მობილური ტელეფონი ან სოციალური ქსელი” ჟღერს ამგვარად - “წადით და მოიფიქრეთ ერთი ელემენტი, მოიტანეთ, განვიხილოთ და დავნერგოთ” თქვენ აღწევთ წარმატებას და განიცდით წარუმატებლობას ძალიან სწრაფად. დღესდღეობით Agile გამოიყენება ასობით ქვეყანაში ნელ-ნელა აღწევს მართვის პროცესებში ხალხმა ამ ტექნიკების გამოყენება ოჯახებში დაიწყო ბლოგები დაიწერა, გზამკვლევები და ინსტრუქციები შეიქმნა საზარლენდმა მითხრა რომ მათ AGile მადლოერების დღეც კი აქვთ სადაც ერთი ჯგუფი ადამიანებისა ამზადებს სადილს მეორე მაგიდას აწყობს, მესამე სტუმრებს ხვდება და ეპატიჟება. მან თქვა რომ ეს საუკეთესი დღესასწაული იყო მის ცხოვრებაში. მოდით ავიღოთ ერთი პრობლემა, რომელის წინაშე ნებისმიერი ოჯახი დგება გიჟური დილა - და ვისაუბროთ თუ როგორ შეუძლია Agile მიდომას აქ დახმარება მთავარი არის ანგარიშვალდებულება, გუნდი იყენებს საინფორმაციო დაფას რომელზეც ყველაფერი აღრიცხულია სტარებმა, როდესაც ისინი ამ მეთოდს ოჯახში ნერგავდნენ შეიმუშავეს დილის სამუშაოების სია სადაც ყველა ბავშვი მიდიოდა და მონიშნავდა თავის გასაკეთებელ სამუშაოს გრაფას როდესაც მათ დილით ვესტუმრე, ელეანორი ჩამოვიდა ქვედა სართულზე დაისხა ფინჯანი ყავა, დაჯდა სავარძელში ტკბილად ესაუბრებოდა თითოეულ შვილს რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიოდნენ ზედა სართულიდან მონიშნავდნენ სიაში თავის სამუშაოს გრაფას, მოიმზადებდნენ საუზმეს კვლავ მონიშნავდნენ გრაფას, ჩაალაგებდნენ გასარეცხ ჭურჭელს თავის ადგილას ისევ მონიშნავდნენ გრაფას, აჭმევდნენ შინაურ ცხოველებს, ან გააკეთებდნენ იმას რაც სიაში ქონდათ მონიშნული ისევ მონიშნავდნენ გრაფას, აიღებდნენ საკუთარ ნივთებს და მიდიოდნენ ავტობუსისკენ ეს იყო ყველაზე გასაოცარი ოჯახური დინამიკა, რაც კი ოდესმე მინახავს. როდესაც მე შევეწინააღმდეგე, რომ ეს არასოდეს იმუშავებდა ჩემს ოჯახში რომ ჩვენს შვილებს გაცილებით მეტი მეთვალყურეობა ჭირდებათ ელეანორმა შემომხედა ასეც ვიფიქრე - თქვა მან მეც ასე ვუთხარი დევიდს, მოაშორე შენი სამსახური ჩემი სამზარეულოდან მაგრამ ვცდებოდი მე მივუბრუნდი დევიდს და ვკითხე - მაინც რატომ მუშაობს ეს მეთოდი? ნუ დააკნინებთ ამ მეთოდის მნიშვნელობას - მითხრა მან და მონიშნა გრაფა სამუშაო გარემოში დიდებს ეს უყვართ პატარებისთვის კი ეს სამოთხეა იმ კვირას, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ დილის ჩამონათვალი დაფაზე ამან ნახევრამდე შეამცირა მშობლოს ყვირილი (სიცილი) მაგრამ რეალური ცვლილება, მხოლოდ საოჯახო შეკრებებზე დავინახეთ Aგile მეთოდის მიხედვით ჩვენ სამ კითხვას ვსვამთ რა გაკეთდა, რა წავიდა კარგად ამ კვირაში? რა არ წავიდა კარგად და რაზე ვთანხმდებით რომ ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში? ყველა წამოიძახებს საკუთარ მოსაზრებებს და ჩვენ ვირჩევთ ორს, რომელზეც ვიმუშავებთ და მოულოდნელად რაღაც გასაოცარი წარმოითქმის ჩვენი გოგონასგან რა მოხდა კარგი ამ კვირაში? მე დავძლიე ველოსიპედის ტარების შიში, მივეჩვიე საწოლის გასწორებას ყოველ დილით. რას ვერ გავუმკლავდით? მათემატიკის ამოცანებს და სახლში მოსულ სტუმრებთან მისალმებას როგორც ბევრი მშობლისთვის, ჩვენი შვილები ხანდახან ბერმუდის სამკუთხედები არიან ჩვენთვის თითქოს უამრავი იდეა შედის მათში, მაგრამ იშვიათად გამოედინება მათგან რაიმე ვგულისხმობ გულწრფელ იდეებს და უცებ ამ ყველაფერმა გზა გაგვიხსნა მათი ყველაზე ღრმა ფიქრებამდე. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ნაწილი იყო როდესაც მივადექით თუ რას ვაკეთებთ მომდევნო კვირას? ყველაზე მნიშვნელოვანი Agile-ში გუნდების მიერ თვითმართვაა ეს თანაბრად მუშაობს როგორც აიტი პროექტებში, ასევე ბავშვებთან ჩენს შვილებს ძალიან უყვართ ეს პროცესი მათ უჩნდებათ ახალი იდეები "დავხვდეთ და მივესალმოთ 5 სტუმარს ამ კვირაში და მივიღებთ დაძინებამდე 10 წუთით მეტს საკითხავად" "დავუშავებთ ვინმეს რამეს და დავემშვიდობებით დესერტს ერთი თვით" აღმოჩნდა რომ ჩვენი გოგოები პატარა სტალინები არიან და ხშირად გვიწევს მათი შეჩერება. ბუნებრივია არის განსხვავება თუ როგორ იქცევიან საოჯახო შეხვედრებზე და შემდგომ კვირის განმავლობაში მაგრამ ეს დიდად არ გვადარდებს თითქოს ჩვენ წინასწარ ვდებთ რაღაც ქსელის მაგვარს მიწის ქვეშ რომელიც ბევრი წლის შემდეგ გაანათებს სამი წლის შემდეგ - ჩვენი გოგონები თითქმის 8 წლისები არიან კვლავ ვმართავთ ოჯახურ შეხვედრებს. ჩემი მეუღლე ამ წუთებს ჯილდოს ეძახის მისთვის როგორც დედისთვის. მაშ ასე, რა ვისწავლეთ? სიტყვა Agile ლექსიკონში გაჩნდა 2001 წელს მას შემდეგ, რაც ჯეფ საზარლენდი თავის თანამოაზრეებთან ერთად წავიდა იუტაში და დაწერეს Agile მანიფესტი მე ვფიქრობ მოვიდა დრო დაიწეროს Agile მანიფესტი ოჯახისათვის რაღაც იდეები სტარების ოჯახისგან ავიღე, რაღაცეები სხვა ოჯახებისგან რომელიც გავიცანი გთავაზობთ სამ პუნქტს: პუნქტი ნომერი პირველი: გამოიყენეთ, დანერგეთ, მოირგეთ მუდმივად. როდესაც მე მშობელი გავხდი, იცით რას მივხვდი? ჩვენ დავნერგავთ რამოდენიმე წესს და მივყვებით მას ჩვენ დავუშვით, რომ როგორც მშობლებს შეგვეძლო გვეწინასწარმეტყველა ყველა ის პრობლემა რომელიც წამოიწეოდა. ჩვენ ეს ვერ შევძელით. ეს არის სწორედ Agile სისტემაში რომ შენ შეგიძლია მუდმივად ცვალო მიდგომები და უპასუხო ცვლილებებს რეალურ დროში ეს გავს, როგორც ამბობენ ინტერნეტის სამყაროში თუ შენ აკეთებ იმას რასაც აკეთებდი 6 თვის წინ, შენ რაღაცას არასწორად აკეთებ. მშობლებს ძალიან ბევრის სწავლა შეგვიძლია ამ მიდგომებიდან მაგრამ ჩემთვის “ადაპტირდი მუდმივად” ნიშნავს უფრო ღრმას ჩვენ უნდა დავიხსნათ მშობლები “გიჟის პერანგებიდან” და გავანთავისუფლოთ იმ იდეებიდან რომ ოჯახში მხოლოდ იმ მეთოდების გამოყენება შეგვიძლია რომელსაც ფსიქოლოგები და ოჯახის ექსპერტები გვირჩევენ საქმე იმაშია რომ მათი იდეები მოძველდა, მსოფლიოში იმდენი იმდენი ახალი იდეაა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იყოს გუნდი უფრო ეფექტური. მოდით ავიღოთ რამოდენიმე მაგალითი ავიღოთ ყველაზე რთული საკითხი: ოჯახური სადილი ყველამ იცის რომ საერთო ოჯახური სადილი ძალიან სასარგებლოა ჩვენი შვილებისთვის მაგრამ რამდენი ჩვენგანისთვის ეს ასე არ მუშაობს? ერთხელ შევხვდი ცნობილ შეფ მზარეულს ნიუ ორლეანში, რომელმაც მითხრა “არაა პრობლემა, მე შევცვლი საოჯახო სადილის დროს” არ ვარ სახლში და ვერ ვაკეთებთ საოჯახო სადილს? მოვაწყობთ საოჯახო საუზმეს. ან შევხვდებით ძილის წინ და წავიხემსებთ. უფრო მნიშვნელოვანს გავხდით კვირა დღის სადილს" სიმართლე კი იმაშია, რომ კვლევებმა დაადასტურა მისი სიმართლე მხოლოდ 10 წუთია პროდუქტიული ნებისმიერ საოჯახო სადილში დანაჩენი დრო შედგება: აიღე იდაყვები მაგიდიდან და გადმომაწოდე კეტჩუპი თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ის 10 წუთი და გადაიტანოთ ნებისმიერ ოჯახურ აქტივობაში, სარგებელი იგივე იქნება ასე რომ სადილის დრო შეცვლადია და სწორედ ამას ეწოდება ადაპტირება ერთმა გარემოს ფსიქოლოგიის სპეციალისტმა მითხრა “თუ თქვენ ზიხართ მყარ სკამზე და ეს სკამი მყარ ზედაპირზე დგას, თქვენ უფრო მკაცრი ხართ თუ რბილ სკამზე - უფრო ღია ხართ როდესაც შვილებს ჭკუას არიგებთ დაჯექით სწორ სკამზე ბალიშით, დიალოგი უკეთესად წარიმართება” მე და ჩემმა მეუღლემ შევცვალეთ ის ადგილი სადაც რთულ საუბრებს ვმართავდით მე მაღალზე ვიჯექი, ძლიერის პოზიციაში. ასე რომ შეცვალე დასაჯდომი ადგილი, ესეც ადაპტირებადია. არსი იმაშია რომ გარსემო უამრავი კარგი იდეაა, რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ მშობლები ანუ პუნქტი ნომერი პირველი: ადაპტირდი ყოველ წუთას იყავი მოქნილი, ღია, დაე საუკეთესო იდეებმა გაიმარჯვონ. პუნქტი ნომერი ორი: მიეცით ბავშვებს უფლება ჩვენი ინსტიქტი, როგორც მშობლის არის მივუთითოთ ჩვენს შვილებს. ეს უფრო მარტივია და გულახდილად რომ ვთქვათ ჩვენ როგორც წესი მართლებიც ვართ ტყუილად არ არის რომ არის რამოდენიმე სისტემა, რომელიც უფრო “თანმიმდევრული ” ვიდრე ოჯახი მაგრამ ერთი დიდი გაკვეთილი რაც ვისწავლეთ არის რომ წაიყვანო ჩანჩქერი საპირისპირო მხარეს რამდენადაც შესაძლებელია ჩართეთ ბავშვები საკუთარი თავების აღზრდაში სწორედ გუშინ გვქონდა ოჯახური შეკრება სადაც გადავწყვიტეთ რომ ვიმუშაოთ საკუთარი თავის კონტროლზე ჩვენ ვთქვით, კარგი, მოგვეცით ჯილდო და მოგვეცით სასჯელი ერთ-ერთი ჩემმა გოგონამ შემოგვთავაზა, რომ მთელი კვირის განმავლობაში გვაქვს 5 წუთი სკანდალისთვის ჩვენ თითქოს მოგვეწონა თავიდან, მაგრამ შემდეგ მისმა დამ დაიწყო სისტემის დახვეწა მან თქვა: შემიძლია მქონდეს ერთი ხუთწუთიანი სკანდალის მოწყობის უფლება? თუ შემიძლია მქონდეს ათი 30 წამიანი სკანდალი უფლება? ძალიან მომეწონა. გაანაწილონ დრო როგორც თვითონ უნდათ. ახლა კი სასჯელი. კარგი თუ გვაქვს 15 წუთი სკანდალისთვის, ესაა ლიმიტი, მაშინ ყოველ დამატებით წუთზე უნდა გავაკეთოთ ერთი აზიდვა. ხედავთ, სისტემა მუშაობს. უყურეთ, ეს სისტემა არ არის სისუსტე, ძალიან ბევრი რჩება მაინც მშობლის ძალაუფლება მაგრამ ჩვენ ვაძლევთ მათ უფლებას იყვნენ უფრო დამოუკიდებლები რაც ბუნებრივია ჩვენი საბოლოო მიზანია. წამოსვლის წინ, სანამ აქ მოვიდოდი, ჩემმა გოგონამ დაიწყო ყვირილი მეორემ თქვა “ჰიპერ რეაქცია, ჰიპერ რეაქცია” და დაიწყო დათვლა, 10 წამში დაასრულა სკანდალი ჩემთვის ეს არის სერტიფიცირებული Agile საოცრება (სიცილი) (აპლოდისმენტები) და სხვათაშორის კვლევებმაც დაადასტურა, ბავშვები რომლებიც გეგმავენ საკუთარ მიზნებს, ადგენენ ყოველკვირეულ გეგმებს და თვითონ აფასებენ საკუთარ შრომას, ავითარებენ თავის ტვინის ფრონტალურ ზონას და მეტად აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას. არსი იმაშია, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივანდოთ თუ რა ვადებში და პირობებში მიაღწევენ წარმატებას და დიახ, ზოგჯერ წარუმატებლობაც განიცადონ. მე ვესაუბრებოდი უორენ ბაფეტის ბანკირს რომელმაც დამადანაშაულა, რომ არ ვაძლევ უფლებას შვილებს დაუშვან შეცდომები საკუთარ ხარჯზე. მე ვუთხარი - "და ყველაფერი წყალში რომ გადაყარონ?" მან მიპასუხა, "ჯობია მაშინ შეცდნენ როცა 6 დოლარი აქვთ, ვიდრე მაშინ როცა 60 ათასი შემოსავალი და 6 მილიონი მემკვიდრეობა" მოკლედ არსი იმაშია რომ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს. პუნქტი ნომერი სამი: მოუყევით შვილებს თქვენი ამბები ადაპტირება - არაჩვეულებრივია, მაგრამ საჭიროა საყრდენი პრინციპები ჯიმ კოლინზმა, ავტორი წიგნისა “კარგიდან საუკეთესომდე” მითხრა რომ წარმატებულ ორგანიზაციებს საერთო ორი რამ აქვთ ისინი ინარჩუნებენ ძირითად პრინციპებს და ხელს უწყობენ პროგრესს. Agile არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი პროგრესის სტიმულირებისთვის მაგრამ კვლავ გვესმის, "შეინარჩუნე მთავარი" მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? კონიზი გვასწავლიდა თუ როგორ გავაკეთოთ ის რასაც ბიზნესები აკეთებენ - განვსაზღვროთ ჩვენი მიზანი და ამავდროულად შევინარჩუნოთ მთავარი ღირებულებები. და ის გაგვიძღვა ოჯახური მისიის განაცხადის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენ გავაკეთეთ კორპორატიული გასვლითი ღონისძიების ოჯახური ვერსია ჩვენ გვქონდა პიჟამა ფართი მე მოვამზადე პოპკორნი. პრინციპში ერთი დამეწვა, ამიტომ ორი გავაკეთე ჩემმა მეუღლემ მოიტანა ფლიფჩარტი და ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი დიალოგი - რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? რა ღირებულებებს მივყვებით? საბოლოოდ მივედით 10 მთავარ ღირებულებამდე ჩვენ ვართ მოგზაურები და არა ტურისტები ჩვენ არ გვიყვარს დილემები. ჩვენ გვიყვარს გამოსავალი და კვლავ, კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებმა ნაკლები უნდა იდარდონ თუ რას აკეთებენ არასწორად და მეტი იფიქრონ იმაზე თუ რას აკეთებენ სწორად ნაკლები იდარდონ ცუდ პერიოდებზე და ააშენონ ბევრი კარგი ოჯახური მისიის განაცხადი არის არაჩვეულებრივი გზა იმის განსასაზღვრად თუ რას აკეთებთ სწორად. რამოდენიმე კვირის შემდეგ, დაგვირეკეს სკოლიდან. ერთ-ერთმა ჩვენმა გოგომ სკოლაში იჩხუბა. ჩვენ დარდი დავიწყეთ, ნუთუ ჩვენი გოგონა ჩხუბისთავია? ჩვენ არ ვიცოდით რა გვექნა და დავუძახეთ მას ჩემს კაბინეტში სადაც ოჯახის მისიის განაცხადი გაკრულია კედელზე და ჩემმა მეუღლემ უთხრა: რომელიმე მათგანი შეესაბამება ამ შემთხევას? მან შეხედა სიას და ამბობს: "გავაერთიანოდ ადამიანები" და ჩვენ უცებ მივხვდით როგორ უნდა წაგვეყვანა საუბარი. კიდევ ერთი ხერხი, რომ ჩვენი ამბები მოვუყვეთ ჩენს შვილებს არის ვუამბოთ თუ საიდან მოდიან ისინი. მკვლევარებმა "ემორიში" მისცეს ბავშვებს ტესტი “რა იცით” იცით სად დაიბადნენ თქვენი ბებია და ბაბუა? სად დადიოდნენ სკოლაში თქვენი მშობლები? იცით თქვენი ოჯახის წევრებიდან რომელს გადაუტანია სერიოზული ავადმყოფობა? იმ ბავშვებმა რომელთან ტესტში მაღალი ქულა აიღეს ქონდათ მაღალი თვითშეფასება და საკუთარი ცხოვრების კონტროლის განცდა. ეს ტესტი იყო კარგი საშუალება ემოციური სიჯანსაღის და ბედნიერების აღმოსაჩენად კვლევის ავტორმა მითხრა რომ იმ ბავშვებს რომელთანც აქვთ განცდა რომ რაღაც დიდი ნარატივის ნაწილნი არიან მაღალი თვითშეფასება აქვთ ასე რომ ჩემი ბოლო პუნქტია - მოუყევით თქვენი ისტორია მოუყევით თქვენი ოჯახური ისტორიების პოზიტიური მომეტები და თუ როგორ გადალახეთ ნეგატიურები თუ თქვენ მისცემთ შვილებს ამ ბედნიერ ნარატივს თქვენ აძლევთ მათ ინსტრუმენტს გახდნენ უფრო ბედნიერები. მე მიყავი მოზარდი, როდესაც პირველად წავიკიტხე “ანა კარენინა” და მისი ცნობილი დასაწყისი “ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური” როდესაც ეს პირველად წავიკითხე, გავიფიქრე: “ეს უაზრობაა, ბუნებრივია ყველა ბედნიერი ოჯახი არ არის ერთნაირი” მაგრამ როდესაც ამ პროექტზე დავიწყე მუშაობა აზრი შევიცვალე უახლოესმა კვლევებმა, პირველად მოგვცა საშუალება ამოგვეცნო ის აგური რომლითან არის ნაშენები ყველა წარმატებული ოჯახი მე ვახსენე სამი მათგანი: ადაპტირდით მუდმივად, მიეცით უფლებები თქვენს შვილებს და მოუყევით თქვენი ისტორიები. შესაძლებელია ამდენი წლის შემდეგ ვთქვათ რომ ტოლსტოი მართალი იყო? მგონი პასუხი არის - დიახ. როდესაც ლევ ტოლსტოი იყო ხუთი წლის მასთან მივიდა მისი ძმა ნიკალაი და უთხრა, რომ მან ამოკაწრა ბედნიერების უნივერსალური საიდუმლო მწვანე ჯოხზე. რომელიც დამალა ხეობაში, ოჯახურ მამულებში რუსეთში ის ჯოხი რომ გვეპოვა, მთელი კაცობრიობა ბედნიერი იქნებოდა ტოლსტოი შეპყრობილი იყო იმ ჯოხით, მაგრამ ვერასოდეს იპოვა მან დაიბარა დაემარხათ იმ ხევში, სადაც ფიქრობდა რომ დამალული იყო ჯოხი ის კვლავ იქ წევს, დაფარული მწვანე მოლით. ეს ისტორია ჩემთვის არის საბოლოო გაკვეთილი, რომელიც მივიღე ბედნიერება არ არის რისი პოვნაც ჩვენ შეგვიძლია ბედნიერება არის ის რასაც ვქმნით ნებისმიერი ვინც შეხედავს წარმატებულ ორგანიზაციებს დაახლოებით იგივე დასკვნამდე მივა სიდიადე - ეს არ არის გარემოებების საკითხი. ეს არჩევანის საკითხია. არ არის საჭირო რაიმე დიდი გეგმის შედგენა. თქვენ არ გჭირდებათ “ჩანჩქერი” მიდგომა თქვენ გჭირდებათ მოკლე ნაბიჯები, პატარა გამარჯვებების დაგროვება და მიისწრაფოდეთ იმ მწვანე ჯოხისკენ. და ბოლოს, შეიძლება ეს ყველაზე მთავარი გაკვეთილი იყოს რა არის ბედნიერი ოჯახის საიდუმლო? მცდელობა. (აპლოდისმენტები)