< Return to Video

მონაცემები და მედიცინა

  • 0:02 - 0:06
    მონაცემები და მედიცინა
  • 0:09 - 0:12
    ახლანდელი დრო ნამდვილად ჯადოსნური
    ერაა პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
  • 0:12 - 0:17
    ახლა კომპიუტერების გამოყენება უამრავი
    რაღაცის სიმულირებისთვის შეგვიძლია.
  • 0:17 - 0:21
    ყველა ადამიანს აქვს დნმ-ს ჯაჭვი,
    რომელიც 3 მილიარდი ასოსგან შედგება,
  • 0:21 - 0:22
    ეს კი ძალიან გერძელი ჯაჭვია!
  • 0:22 - 0:25
    და თუ მინდა, შევისწავლო ეს ჯაჭვი,
    ამას ხელით ნამდვილად ვერ გავაკეთებ.
  • 0:25 - 0:27
    დამჭირდება კომპიუტერული
    პროგრამირების გამოყენება, იმისთვის,
  • 0:27 - 0:31
    რომ გავიარო ეს 3 მილიარდ
    ელემენტინიანი ჯაჭვი
  • 0:31 - 0:34
    და დავადგინო, როგორ არის
    დაკავშირებული დნმ კოდი დაავადებასთან.
  • 0:34 - 0:39
    მე რაც მაინტერესებს, ზუსტად ბიოლოგიისა და
    კომპიუტერული მეცნიერებების გადაკვეთაზეა.
  • 0:39 - 0:44
    გვაქვს უზარმაზარი მონაცემთა ბაზა,
    რომელიც შეიცავს ყველა ცნობილი ორგანიზმს -
  • 0:44 - 0:48
    ადამიანებს, მაიმუნებს, თაგვებს,
    ვირუსებს, ბაქტერიებს.
  • 0:48 - 0:53
    ჩვეულებრივ, დღესდღეობით, თუ ექიმი
    ფიქრობს, რომ ინფექცია გაქვთ,
  • 0:53 - 0:57
    თქვენს ასაკზე დაყრდნობით
    და იმაზე, სად გაქვთ ინფექცია,
  • 0:57 - 1:00
    და ყურში გაქვთ, გულში თუ ტვინში,
  • 1:00 - 1:05
    ექიმი ეცდება, გამოიცნოს,
    რა სახის ინფექცია გაქვთ.
  • 1:05 - 1:10
    შემდეგ ის გააგზავნის ტესტს
    ამ კონკრეტულ ბაქტერიებზე.
  • 1:10 - 1:14
    თუ ფიქრობს, რომ ყელის ანთება გაქვთ,
    ტესტს გააგზავნის სტრეპტოკოზე.
  • 1:14 - 1:20
    მაგრამ, რადაგანც ჩვენ ნებისმიერი სახის
    ინფექციას ვამოწმებთ ერთი ტესტით,
  • 1:20 - 1:27
    არ გვჭირდება ვარაუდი და ტესტის ასე
    ჩატარება: ვფიქრობ, ეს იქნება X, y, ან Z.
  • 1:27 - 1:31
    ჩვენ უბრალოდ ვნახულობთ,
    რასთან გვაქვს საქმე.
  • 1:31 - 1:34
    თინეიჯერი Cottage Grove-ში ამბობს,
    რომ ის ყოველ დღე თითო ცხოვრებას ცხოვრობს,
  • 1:34 - 1:38
    მას შემდეგ, რაც ძალიან სერიოზული,
    ამოუცნობი დაავადებით დაავადდა.
  • 1:38 - 1:42
    მერი ჯოლას საკუთარი ამბავი აქვს ახალი
    დნმ-ს ჯაჭვის მეთოდთან დაკავშირებით;
  • 1:42 - 1:45
    რომლის დახმარებითაც მისი
    უჩვეულო დაავადება დაამარცხეს.
  • 1:45 - 1:51
    ახლა გაზაფხულია და ჯოშუა ოსბორნსაც, როგორც
    სხვა თინეიჯერებს, არ შეუძლია სახლში გაჩერება.
  • 1:51 - 1:54
    ჯოში: "დღეს თავს შესანიშნავად
    ვგრძნობ, გარეთ 80 გრადუსია,"
  • 1:54 - 2:01
    გასულ ზაფხულთან შედარებით დიდი ცვლილებაა,
    მაშინ აქ იყო, საავადმყოფიში, კომაში.
  • 2:01 - 2:04
    სიმპტომები აპრილში დაეწყო,
  • 2:04 - 2:07
    მაღალი სიცხეებით და თავის ტკივილით
    და უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა.
  • 2:07 - 2:09
    კლარკი: "ჰოსპიტალში გადაყვანა იყო საჭირო."
  • 2:09 - 2:14
    ჯოშს შეიძლება არ ახსოვს საავადმყოფოში
    გატარებული დრო, მაგრამ მამამისს, ახსოვს.
  • 2:14 - 2:18
    "ყველაფერზე შეამოწმეს, რაც კი იცოდნენ.
    შეამოწმეს ვირუსებზე და ბაქტერიებზე,
  • 2:18 - 2:25
    გაუკეთეს ტვინის სკანირება და ორჯერ
    თუ სამჯერ აუღეს სინჯი ხერხემლიდან.
  • 2:25 - 2:30
    რაღაც საშინელი მილები ეკეთა. მახსოვს,
    იმ შაბათ-კვირას, როდესაც ამას ვუკეთებდით,
  • 2:30 - 2:35
    ისე ცუდად იყო, გვეგონა, ვერ გადარჩებოდა.
  • 2:35 - 2:38
    ჯოშის ექიმმა მისი ანალიზის
    პასუხები მოგვცა და გვითხრა,
  • 2:38 - 2:41
    რომ ნებდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდათ.
  • 2:41 - 2:46
    მილიონობით დოლარი დაიხარჯა ამ ბავშვის
    ანალიზებში, ათასობით ტესტი გამოიყენეს.
  • 2:46 - 2:52
    ასობით გაიგზავნა CDC-ში, სხვადასხვა
    ლაბორატორიაში და პასუხს ვერავინ გვაძლევდა.
  • 2:52 - 3:05
    ამდენი ფული დაიხარჯა და მოგვიბრუნდეოდნენ
    და გვეუბნებოდნენ: "უნდა ვიცოდეთ, რა სჭირს."
  • 3:05 - 3:08
    აქ გვაქვს გენური სეკვენსორები.
  • 3:08 - 3:14
    ჯოშის სპინალური სითხის
    მცირე რაოდენობა დაგვჭირდა,
  • 3:14 - 3:16
    ეს არის სითხე, რომელშიც
    მოთავსებულია ტვინი,
  • 3:16 - 3:22
    ძალიან ძლიერი კომპიუტერული ალგორითმებით
    ვნახეთ ყველა ადამიანური ჯაჭვი,
  • 3:22 - 3:29
    რომელიც არსებობდა მონაცემებში.
    შემდეგ მივაღწიეთ არაადამიანურ ჯაჭვამდე.
  • 3:29 - 3:31
    გადავამოწმეთ ეს გენები
    უზარმაზარ მონაცემთა ბაზაში,
  • 3:31 - 3:36
    რომელშიც თავმოყრილია ყველა
    ცნობილი ორგანიზმის ჯაჭვები.
  • 3:36 - 3:43
    მალევე ვნახეთ, რომ ეს გენი
    ეკუთვნოდა კონკრეტულ ორგანიზმს,
  • 3:43 - 3:46
    რომელთანაც, სავარაუდოდ,
    ჯოშს მაშინ ჰქონდა კონტაქტი,
  • 3:46 - 3:49
    როცა პუერტო რიკოში
    იმოგზაურა, ცხრა თვის წინ.
  • 3:49 - 3:53
    საბედნიეროდ, ეს ორგანიზმი ბაქტერიაა.
  • 3:53 - 3:58
    მისთვის ძალიან მარტივი
    მკურნალობა არსებობს: პენიცილინი.
  • 3:58 - 4:03
    ექიმმა ჯოშს წამალი მისცა და
    24 საათის შემდეგ ის კარგად იყო.
  • 4:03 - 4:07
    "მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა,
    რომ მიხარია, რომ ცოცხალი ვარ,
  • 4:07 - 4:17
    ბევრი ოცნება მაქვს და
    მათ მისაღწევად ვიბრძოლებ."
  • 4:17 - 4:23
    მონაცემთა ანალიზი ცვლის მთლიანად მედიცინას,
    არა მხოლოდ დიაგნოზირების ნაწილს.
  • 4:23 - 4:27
    ის ცვლის დაავადებების
    მკურნალობის აღმოჩენის გზებს.
  • 4:27 - 4:29
    მას შემდეგ, როცა მკურნალობის გზა ცნობილია,
  • 4:29 - 4:32
    ის გვეხმარება პაციენტებისთვის
    მედიკამენტების მიწოდებაში.
  • 4:32 - 4:35
    მაგალთად, აფრიკაში პოლიოსთან
    ბრძოლის შემთხვევაში, გვეხმარება,
  • 4:35 - 4:38
    გადავანაწილოთ ვაქცინები
    ყველაზე, ვისაც სჭირდება.
  • 4:38 - 4:46
    პოლიოს დასამარცებლად საჭიროა, ვიპოვოთ
    ყველა ბავშვი და სამჯერ გავუკეთოთ ვაქცინა.
  • 4:46 - 4:54
    ამისთვის, ვიღებთ სატელიტურ სურათს და ვიყენებთ
    ვიზუალურ ანალიზს პოპულაციის გასარკვევად.
  • 4:54 - 5:01
    შემდეგ შეგვიძლია შევამოწმოთ, თუ ვაგზავნით
    იმდენ წამალს, რომ ყველა ბავშვამდე მივაღწიოთ.
  • 5:01 - 5:06
    გასაოცარია, რომ ხშირად, პოლიტიკური
    ტერიტორიების საზღვრებთან, ხდება ისე,
  • 5:06 - 5:12
    რომ ერთ ჯგუფს ჰგონია, რომ იქ
    მედიკამენტები მეორე ჯგუფმა მიიტანა.
  • 5:12 - 5:17
    გარდა ამისა, შეგვიძლია, თან
    წავიღოთ GPS-ს მქონე მობილურები
  • 5:17 - 5:22
    და დღის ბოლოს შევაერთოთ ისინი კომპიუტერში
  • 5:22 - 5:24
    და ვნახოთ, სად ვიყავით
    დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
  • 5:24 - 5:30
    სწორედ ეს ქმნის განსხვავებას, რადგან
    მხოლოდ 80%-ის დაფარვა და 90%-ის დაფარვა -
  • 5:30 - 5:34
    ეს არის სხვაობა წარმატებასა
    და წარუმატებლობას შორის.
  • 5:34 - 5:39
    ეს პროგრამები გვეხმარება, დავაკვირდეთ
    გუნდების გადაადგილებას:
  • 5:39 - 5:43
    ვუყურებთ სატელიტურ რუკას,
    ვაგროვებთ სტატისტიკურ მონაცემებს
  • 5:43 - 5:46
    და აღვნიშნავთ გადაადგილებებს რუკაზე.
    სწორედ ამ ყველაფრის დახმარებით,
  • 5:46 - 5:50
    პოლიო იქნება მეორე დაავადება,
    რომელსაც სამუდამოდ დავამარცხებთ:
  • 5:50 - 5:55
    სისტემური ანალიზი და პროგრამული
    უზრუნველყოფის ჯადოქრობა.
Title:
მონაცემები და მედიცინა
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
06:08
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Data and Medicine
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Data and Medicine
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Data and Medicine
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Data and Medicine
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Data and Medicine
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Data and Medicine

Georgian subtitles

Revisions