რატომ მოხდა "ბრექსიტი" და რა ვქნათ შემდეგ?
-
0:02 - 0:04მე ბრიტანელი ვარ.
-
0:04 - 0:06(სიცილი)
-
0:06 - 0:09(აპლოდისმენტები)
-
0:09 - 0:13ფრაზას "მე ბრიტანელი ვარ" აქამდე
არასდროს გამოუწვევია ასეთი სიბრალული. -
0:13 - 0:15(სიცილი)
-
0:15 - 0:18მე ვარ კუნძულიდან
სადაც ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, -
0:18 - 0:21რომ ბოლო ათასი წლის მანძილზე
უწყვეტი სტაბილურობა იყო. -
0:21 - 0:24ისტორიულად ჩვენ სხვებს
ვაიძულებდით შეცვლილიყვნენ, -
0:24 - 0:27საკუთარ თავს კი ნაკლებად ვცვლიდით.
-
0:27 - 0:30ამიტომ, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო
-
0:30 - 0:33როცა 24 ივნისის დილით გავიღვიძე
-
0:33 - 0:36და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ქვეყანამ
ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, -
0:37 - 0:38ჩემი პრემიერმინისტრი გადადგა
-
0:38 - 0:41და შოტლანდია რეფერენდუმის
ჩატარებაზე ფიქრობდა, -
0:41 - 0:46რითიც გაერთიანებულმა სამეფომ
შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. -
0:47 - 0:50ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის
-
0:50 - 0:52და ასევე იყო ბევრი სხვისთვისაც.
-
0:53 - 0:57და ასევე მომდევნო
რამდენიმე დღის განმავლობაში -
0:57 - 0:59ამან სრული პოლიტიკური რღვევა გამოიწვია
-
0:59 - 1:01ჩემს ქვეყანაში.
-
1:01 - 1:03ისმოდა განმეორებითი
რეფერენდუმის მოთხოვნები, -
1:03 - 1:06როგორც სპორტული მატჩის შემდეგ,
-
1:06 - 1:08მოწინააღმდეგისგან განმეორებით
შეხვედრას ითხოვენ. -
1:09 - 1:11ყველა ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდა.
-
1:11 - 1:13ხალხი პრემიერმინისტრს
ადანაშაულებდა, -
1:13 - 1:15თავად რეფერენდუმის ჩატარებისთვის.
-
1:15 - 1:18ადანაშაულებდნენ ოპოზიციის ლიდერს
არასაკმარისი ბრძოლისთვის. -
1:18 - 1:20ახალგაზრდები აბრალებდნენ მოხუცებს.
-
1:20 - 1:23განათლებულები აბრალებდნენ
ნაკლებად განათლებულებს. -
1:23 - 1:27ეს სრული რღვევა კიდევ უფრო გაუარესდა,
-
1:27 - 1:29მისი ყველაზე ტრაგიკული ელემენტის გამო:
-
1:29 - 1:33ქსენოფობიის დონე და რასობრივი ძალადობა
ბრიტანეთის ქუჩებში -
1:33 - 1:35ისეთ დონეზე ავიდა
როგორზეც მე არასდროს მინახავს -
1:35 - 1:37ჩემ ცხოვრებაში.
-
1:38 - 1:42ხალხი ახლა იმაზე საუბრობს,
ვხვდებით თუ არა ჩვენ პატარა ინგლისი, -
1:42 - 1:44ან როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა
-
1:44 - 1:481950 წლის ნოსტალგიური გასართობი პარკი
ხომ არ ვხდებით, -
1:49 - 1:51რომელიც ატლანტის ოკეანეში დაცურავს.
-
1:51 - 1:53(სიცილი)
-
1:54 - 1:56თუმცა სინამდვილეში ჩემი კითხვაა,
-
1:56 - 2:01უნდა ვიყოთ თუ არა ასე შოკირებულნი
ამ ყველაფრის გამო? -
2:01 - 2:04არის ეს ისეთი რამ,
რაც ერთ ღამეში დაგვატყდა თავს? -
2:04 - 2:08ან იქნებ უფრო ღრმა სტრუქტურული ფაქტორებია
რამაც დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა? -
2:08 - 2:13მინდა ერთი წამით შევჩერდე
და ორი ძალაინ მარტივი კითხვა დავსვა: -
2:13 - 2:16პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"?
-
2:16 - 2:17არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის,
-
2:17 - 2:20არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.
-
2:20 - 2:23და მეორე, რა შეიძლება მოვუხერხოთ?
-
2:23 - 2:26როგორ უნდა მოვიქცეთ?
-
2:26 - 2:28მაშ პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"?
-
2:29 - 2:31უკანა რიცხვით მსჯელობა მშვენიერი რამაა.
-
2:32 - 2:36"ბრექსიტი" ბევრ რამეს გვეუბნება
ჩვენს საზოგადოებაზე -
2:36 - 2:38და სხვა საზოგადოებებზე მსოფლიოში.
-
2:39 - 2:43ის თვალსაჩინოს ხდის, რომ ჩვენ
სამარცხვინო დონეზე არ ვიცით, -
2:43 - 2:45თუ რამდენადაა დანაწევრებული
ჩვენი საზოგადოებები -
2:45 - 2:51ხმები გაიყო ასაკის, განათლების, კლასის
და გეოგრაფიის მიხედვით. -
2:51 - 2:54ახალგაზრდების დაბალი აქტივობა იყო,
-
2:54 - 2:56მაგრამ მათ ვინც მიიღო მონაწილეობა
დარჩენა სურდათ. -
2:56 - 3:00ასაკოვანებს ძალიან უნდოდათ
ევროკავშირიდან გასვლა. -
3:00 - 3:04გეოგრაფიულად ლონდონი და შოტლანდია
იყვნენ ყველაზე მონდომებულები -
3:04 - 3:06დარჩენილიყვნენ ევროკავშირში.
-
3:06 - 3:10მაშინ როცა ქვეყნის სხვა ნაწილებში
ხმები გაიყო. -
3:11 - 3:15ეს დანაწევრება უნდა გავიაზროთ
და სერიოზულად მივუდგეთ. -
3:15 - 3:18კიდევ უფრო სიღრმისეული დასკვნაა,
რომ ეს რეფერენდუმი -
3:18 - 3:21დღევანდელი პოლიტიკის ბუნებას გვაჩვენებს.
-
3:21 - 3:25თანამედროვე პოლიტიკა აღარაა
მხოლოდ მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე. -
3:25 - 3:28ის აღარაა მხოლოდ გადასახადებსა
და ხარჯებზე. -
3:28 - 3:30ის გლობალიზაციაზეა.
-
3:30 - 3:34თანამედროვე პოლიტიკის გამყოფი ხაზი
არის იმათ შორის ვინც ემხრობა გლობალიზაციას -
3:34 - 3:37და იმათ შორის ვისაც ამის ეშინია.
-
3:38 - 3:41(აპლოდისმენტები)
-
3:43 - 3:46თუ შევხედავთ,
რატომ აირჩიეს გასვლა... -
3:46 - 3:49მათ დავარქვათ "გამსვლელები",
მოწინააღმდეგეებს კი "დამრჩენები"... -
3:49 - 3:51დავინახავთ, რომ გამოკითხვებში
-
3:51 - 3:53ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი.
-
3:53 - 3:56პირველი იყო იმიგრაცია
და მეორე სუვერენიტეტი. -
3:56 - 4:01ეს აჩვენებს ხალხის სურვილს
დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე -
4:01 - 4:05და შეგრძნებას,
რომ პოლიტიკოსები მათ არ წარმოადგენენ. -
4:07 - 4:12ეს აზრები მიანიშნებს
შიშსა და გაუცხოებაზე. -
4:12 - 4:17ისინი წარმოადგენენ უკუსვლას
ნაციონალიზმისა და საზღვრებისკენ -
4:17 - 4:19ისე რომ ამას
ბევრი ჩვენგანი შეეწინააღმდეგებოდა. -
4:20 - 4:23მინდა გითხრათ,
რომ სურათი ამაზე უფრო რთულია -
4:23 - 4:24და რომ ლიბერალმა ინტერნაციონალისტებმა
-
4:24 - 4:28როგორც მე და მე საკუთარ თავს
მათ რიცხვში მოვიაზრებ... -
4:28 - 4:30კვლავ უნდა ჩავსვათ ჩვენი თავი ამ სურათში,
-
4:30 - 4:34რომ მივხვდეთ
როგორ აღმოვჩნდით იქ სადაც დღეს ვართ. -
4:35 - 4:38თუ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით
ხმის მიცემის ხასიათს დავაკვირდებით, -
4:38 - 4:41ცხადად დავინახავთ დაყოფებს.
-
4:41 - 4:44ლურჯი რეგიონები აჩვენებს "დარჩენას"
-
4:44 - 4:46წითლები კი "გასვლას".
-
4:46 - 4:47ამის დანახვისას,
-
4:47 - 4:51რამაც თავში დამარტყა,
იყო ის ძალიან ცოტა დრო -
4:51 - 4:54რაც წითელ რეგიონებში გამიტარებია
ჩემი ცხოვრების მანძილზე. -
4:54 - 4:58უცბად გავაცნობიერე,
რომ 50 რეგიონში, -
4:58 - 5:01რომელმაც ყველაზე მეტად
დაუჭირა მხარი გასვლას -
5:01 - 5:07ჯამში ჩემი ცხოვრების 4 დღე გავატარე.
-
5:08 - 5:09ზოგიერთ ადგილას,
-
5:09 - 5:13საარჩევნო დასახლების სახელიც კი არ ვიცოდი.
-
5:13 - 5:15ეს ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის
-
5:15 - 5:17და აჩვენებდა, რომ ჩემნაირი ხალხი,
-
5:17 - 5:20რომელსაც თავი ტოლერანტი ღია
და საყოველთაო ჩართულობის მომხრე ჰგონია -
5:20 - 5:23სავარაუდოდ არ იცნობს საკუთარ ქვეყანას
და საზოგადოებებს იმდენად, -
5:23 - 5:26რამდენადაც გვგონია რომ ვიცით.
-
5:26 - 5:29(აპლოდისმენტები)
-
5:36 - 5:40ესაა გამოწვევა, რომ ამ
ხალხისთვის გლობალიზაციის ახსნის -
5:40 - 5:43ახალი გზები უნდა ვიპოვოთ.
-
5:43 - 5:47გავიაზროთ, რომ ხალხისთვის,
რომელსაც არ უვლია უნივერსიტეტში, -
5:48 - 5:50ვინც ინტერნეტხანაში არ გაზრდილა,
-
5:50 - 5:52ვისაც არ აქვს მოგზაურობის საშუალება,
-
5:52 - 5:56შეიძლება არ იყოს საკმარისი ის არგუმენტები,
რომელიც ჩვენ ხშირად ლიბერალურ წრეებში -
5:56 - 5:58საკმარისად მიგვაჩნია.
-
5:59 - 6:02(აპლოდისმენტები)
-
6:04 - 6:07ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ფართო
მასაზე უნდა გავიდეთ და გავაანალიზოთ. -
6:08 - 6:14დატოვების მომხრეებში უმცირესობა
ახდენდა შიშის და ზიზღის პედალირებას, -
6:14 - 6:16რაც აჩენდა სიცრუეს და უნდობლობას.
-
6:16 - 6:19მაგალითად, ის აზრი რომ
ევროპაზე რეფერენდუმი -
6:19 - 6:23შეამცირებდა ლტოლვილების და თავშესაფრის
მაძიებლების ევროპაში შემოსვლას, -
6:23 - 6:26მაშინ როცა ევროკავშირის
დატოვებაზე ხმის მიცემა -
6:26 - 6:29არაფერ შუაშია
ევროპის გარედან იმიგრაციასთან. -
6:29 - 6:33მაგრამ გასვლაზე ხმის მიმცემების
მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის -
6:33 - 6:36პრობლემა იყო
პოლიტიკური მმართველებისადმი უნდობლობა. -
6:36 - 6:39ბევრისთვის ეს პროტესტის ხმა იყო.
-
6:39 - 6:41შეგრძნება, რომ მათ არავინ წარმოადგენს,
-
6:41 - 6:45რომ მათ ვერ იპოვეს პოლიტიკური პარტია,
რომელიც მათ სურვილებს გაახმოვანებდა -
6:45 - 6:48და მათ უარი თქვეს ამ მმართველებზე.
-
6:49 - 6:54იგივე მეორდება ევროპაში და ლიბარლ-
დემოკრატიული მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. -
6:55 - 6:59ჩვენ იგივეს ვხედავთ აშშ-ში
დონალტ ტრამპის პოპულარობის ზრდაში. -
6:59 - 7:03უნგრეთში, ვიქტორ ორბანის
მზარდ ნაციონალიზმში. -
7:04 - 7:08მარინ ლე პენის გაზრდილ პოპულარობაში
საფრანგეთში. -
7:08 - 7:12"ბრექსიტის" აჩრდილი
ყველა ჩვენ საზოგადოებას დასდევს. -
7:13 - 7:16ამიტომ, ვფიქრობ კითხვა, რომელიც უნდა
დავსვათ არის ჩემი მეორე კითხვა: -
7:16 - 7:19ამ ყველაფერს როგორ უნდა ვუპასუხოთ?
-
7:19 - 7:25ყველა ჩვენგანს ვისაც ანაღვლებს
ლიბარელური, ღია და ტოლერანტი საზოგადოებები -
7:25 - 7:28სასწრაფოდ სჭირდება ახალი ხედვა.
-
7:28 - 7:32უფრო ტოლერანტული,
ყოვლისმომცველად გლობალიზაციური. -
7:32 - 7:36რომელიც ხალხის უკან
ჩამოტოვების ნაცვლად შემოგვიერეთებს. -
7:37 - 7:39გლობალიზაციის ასეთი ხედვა,
-
7:39 - 7:43გლობალზიაციის პოზიტიური სარგებელის
გააზრებიდან უნდა დაიწყოს. -
7:43 - 7:46ეკონომისტებს შორის კონსენსუსია,
-
7:46 - 7:49რომ თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალბრუნვა,
-
7:49 - 7:51საზღვრებს შორის ხალხის მიმოსვლა,
-
7:51 - 7:54საერთო ჯამში ყველასთვის სასარგებლოა.
-
7:54 - 7:56საერთაშორისო ურთიერთობების
სპეციალისტებს კონსენსუსია, -
7:56 - 7:59რომ გლობალიზაციას
ურთიერთდამოკიდებულება მოაქვს, -
7:59 - 8:02რაც თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობას
და მშვიდობას ამკვიდრებს. -
8:02 - 8:06თუმცა, გლობალიზაციას ასევე
გადანაწილების ეფექტი აქვს. -
8:06 - 8:09ის აჩენს მოგებულებს და წაგებულებს.
-
8:09 - 8:11ავიღოთ მიგრაციის მაგალითი.
-
8:11 - 8:15ვიცით, რომ მიგრაცია
თითქმის ნებისმიერ პირობებში, -
8:15 - 8:18საბოლო ჯამში
პოზიტირია ეკონომიკისთვის, -
8:18 - 8:21მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ
-
8:21 - 8:24რომ ამას მოჰყვება გადანაწილება,
-
8:24 - 8:28რომ დაბალკვალიფიციურმა მიგრაციამ,
-
8:28 - 8:32შეიძლება ყველაზე ღარიბ საზოგადოებებში
ხელფასების დაწევა გამოიცვიოს -
8:32 - 8:34და ასევე სახლის ფასებიც გაზარდოს.
-
8:34 - 8:37ეს მიგრაციის პოზიტიურობას არ აკნინებს,
-
8:37 - 8:40მაგრამ ნიშნავს, რომ უფრო მეტმა ხალხმა
უნდა გაინაწილოს სარგებელი -
8:40 - 8:42და გააცნობიეროს ეს.
-
8:43 - 8:482002-ში გაეროს ყოფილმა
გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, -
8:48 - 8:51იელის უნივერსიტეტში სიტყვა წარმოთქვა
-
8:51 - 8:55და ეს სიტყვა იყო
ყოვლისმომცველ გლობალიზაციაზე. -
8:55 - 8:58ეს იყო სიტყვა,
რომელმაც გააჩინა ეს ტერმინი. -
8:58 - 9:01მის პარაფრაზს გავაკეთებ.
მან თქვა: -
9:01 - 9:06"გლობალიზაციის შუშის სახლი
ყველასთვის ღია უნდა იყოს, -
9:06 - 9:09თუ მისი უსაფრთხოების შენარჩუნება გვინდა.
-
9:09 - 9:13შეუწყნარებლობა და უვიცობა,
-
9:13 - 9:19გამომრიცხველი და ანტაგონისტური
გლობალიზაციის საშინელი სახეა." -
9:19 - 9:24ყოვლისმომცველი გლობალიზაციის ეს იდეა
ცოტახნით გაცოცხლდა 2008 წელს -
9:24 - 9:27პროგრესული მმართველობის კონფერენციაზე,
-
9:27 - 9:30რომელშიც ევროპული ქვეყნების
ბევრი ლიდერი მონაწილეობდა. -
9:31 - 9:35მაგრამ ასკეტიზმისა და
2008 წლის ფინანსური კრიზის ფონზე -
9:35 - 9:38ეს კონცეპცია თითქმის უკვალოდ გაქრა.
-
9:38 - 9:43გლობალიზაცია გამოყენებული იქნა
ნეოლიბერალური დღის წესრიგის მხარდასაჭერად. -
9:43 - 9:46ყველასთვის სარგებლის მომტანი
რაღაცის ნაცვლად, -
9:46 - 9:48ის აღიქმება როგორც ელიტური
დღის წესრიგის ნაწილი. -
9:48 - 9:52ამიტომ გლობალიზაცია
ბევრად უფრო ყვლისმომცველი უნდა გავხადოთ. -
9:52 - 9:53ვიდრე დღესაა.
-
9:54 - 9:57მაშ, შეკითხვა შემდეგია:
როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? -
9:57 - 10:02როგორ უნდა დავაბალანსოთ,
ერთის მხრივ შიში და გაუცხოება, -
10:02 - 10:06მეორეს მხრივ კი შევეწინააღმდეგოთ
-
10:06 - 10:09ქსენოფობიასა და ნაციონალიზმში გადავარდნას?
-
10:09 - 10:12ეს კითხვა ყველა ჩვენგანისთვისაა.
-
10:12 - 10:13როგორც სოციალური მეცნიერი, ვფიქრობ
-
10:13 - 10:17სოციალურ მეცნიერება გვთავაზობს
დასაწყისისთვის გარკვეულ პასუხებს. -
10:17 - 10:22ჩვენი ტრანსფორმაცია უნდა ეხებოდეს
აზრებსაც და მატერიალურ საგნებსაც. -
10:22 - 10:26მინდა 4 იდეა მოგცეთ დასაწყისისთვის.
-
10:26 - 10:30პირველი ეხება სამოქალაქო განათლებას.
-
10:30 - 10:32"ბრექსიტიმა" აჩვენა ნაპრალი,
-
10:32 - 10:36საზოგადოებრივ წარმოდგენებსა
და ემპირიულ რეალობას შორის. -
10:36 - 10:40ვარაუდობენ, რომ ჩვენ
"პოსტფაქტიური" საზოგადოება გავხდით, -
10:40 - 10:43სადაც მტკიცებულებას და ჭეშმარიტებას
მნიშვნელობა აღარ აქვს -
10:43 - 10:47და ტყუილს იგივე ავტორიტეტი აქვს
რაც მტკიცებულების სიცხადეს. -
10:47 - 10:48მაშ, როგორ...
-
10:48 - 10:51(აპლოდისმენტები)
-
10:51 - 10:56როგორ აღვადგინოთ პატივისცემა სიმართლის და
მტკიცებულების მიმართ ლიბერალ-დემოკრატიებში -
10:56 - 10:58ეს განათლებიდან უნდა დაიწყოს,
-
10:58 - 11:02მაგრამ ამის საწყისი
ამ უზარმაზარი ნაპრალების აღიარებაა. -
11:02 - 11:072014-ში საზოგადოებრივი კვლევის
ორგანიზაციამ Ipsos MORI-მ -
11:07 - 11:10გამოაქვეყნა გამოკითხვა,
რომელიც იმიგრაციას ეხებოდა. -
11:10 - 11:14მან აჩვენა, რომ რაც უფრო
იზრდება იმიგრაცია, -
11:14 - 11:17საზოგადოებრივი წუხილი ამ თემით
უფრო მატულობს. -
11:17 - 11:20თუმცა, ცხადია ეს არ აჩვენებს
მიზეზ-შედეგობრიობას, -
11:20 - 11:23რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს
არა იმიგრაციის ზრდით, -
11:23 - 11:26არამედ მისი პოლიტიკური კომენტარითა
და მედია გაშუქებით. -
11:26 - 11:30იგივე გამოკითხვამ,
იმიგრაციასთან დაკავშირებით -
11:30 - 11:32საზოგადეობის უზარმაზარი არაინფორმირებულობა
-
11:32 - 11:35და გაურკვევლობა აჩვენა.
-
11:36 - 11:39მაგალითად, ამ გამოკითხვაში
გაერთიანებულ სამეფოში -
11:39 - 11:41ხალხის წარმოდგენაში ლტოლვილთა წილი
იმიგრანტებს შორის -
11:42 - 11:45უფრო დიდი იყო ვიდრე სინამდვილეში.
-
11:45 - 11:48ხალხს ასევე ჰგონია,
რომ საერთო მიგრაციიდან -
11:48 - 11:52საგანმანათლებლო მიგრაციის წილი
ბევრად უფრო დაბალია, -
11:52 - 11:53ვიდრე ის არის რეალურად.
-
11:53 - 11:56ამიტომ ჩვენ უნდა ვუშველოთ
ამ გაურკვევლობას -
11:56 - 12:00ამ ნაპრალს აღქმასა და რეალობას შორის
გლობალზიაციის საკვანძო ასპექტებში. -
12:00 - 12:03ამას მხოლოდ სკოლების იმედად ვერ დავტოვებთ,
-
12:03 - 12:06თუმცაღა მნიშვნელოვანია
ეს მცირე ასაკიდან დავიწყოთ. -
12:06 - 12:09ეს უნდა იყოს მთელი ცხოვრების
მანძილზე სამოქალაქო თანამონაწილეობა -
12:09 - 12:13და საჯარო ჩართულობა,
რაც მთელმა საზოგადოებამ უნდა წავახალისოთ. -
12:14 - 12:17მეორე შანსი ვფიქრობ არის
-
12:17 - 12:21განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის
ინტენსიური ურთიერთობის წახალისების იდეა. -
12:21 - 12:25(აპლოდისმენტები)
-
12:26 - 12:29ერთი რამ, რაც ჩემთვის თვალშისაცემია,
როცა იმიგრაციის მიმართ -
12:29 - 12:32გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის
დამოკიდებულებას ვუყურებ, -
12:32 - 12:34არის რომ ქვეყნის იმ რეგიონებში,
-
12:34 - 12:37სადაც ყველაზე ტოლერანტულები არიან
იმიგრანტების მიმართ, -
12:37 - 12:39იმიგრანტების ყველაზე მაღალი რიცხვია.
-
12:39 - 12:43მაგალითად ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში
ყველაზე მეტი იმიგრანტია -
12:44 - 12:47და ამავე დროს ეს ბევრად უფრო
ტოლერანტული რეგიონებია. -
12:47 - 12:50ქვეყნის იმ რეგიონებში,
სადაც იმიგრაციის დონე ყველაზე დაბალია, -
12:50 - 12:55სინამდვილეში ყველაზე გამრიყავები და
არატოლერანტულები არიან მიგრანტების მიმართ. -
12:55 - 12:58მაშ, საჭიროა გაცვლითი პროგრამების
წახალისება. -
12:58 - 13:01საჭიროა ძველ თაობებს,
რომლებიც შესაძლოაა ვერ მოგზაურობენ -
13:01 - 13:03ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ.
-
13:03 - 13:06საჭიროა როგორც ლოკალურ,
ისე ეროვნულ დონეზე -
13:06 - 13:08უფრო მეტი მიმოსვლის,
მეტი თანამონაწილეობის, -
13:08 - 13:11მეტი ინტერაქციის წახალისება ისეთ ხალხთან,
ვისაც არ ვიცნობთ -
13:11 - 13:14და ვის აზრსაც შეიძლება
მაინცდამაინც არ ვეთანხმებოდეთ. -
13:15 - 13:17მესამე რამ, რაც საკვანძო
-
13:17 - 13:19და ნამდვილად
ფუნდამენტური მნიშვნელობის მგონია, -
13:19 - 13:21არის ის, რომ გლობალიზაციიდან
-
13:21 - 13:24სარგებლის წილი ყველამ უნდა მიიღოს.
-
13:25 - 13:29Financial Times-ის ეს
ბრექსიტის შემდგომი ილუსტრაცია -
13:29 - 13:33კარგად აჩვენებს ტრაგედიას, რომ ხალხი
ვინც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი -
13:33 - 13:37არის სწორედ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ
მატერიალურ სარგებელს ნახულობდა -
13:37 - 13:38ევროკავშირთან ვაჭრობით.
-
13:39 - 13:42პრობლემაა, რომ ეს ხალხი
-
13:42 - 13:44არ აღიქვამდა თავს მოსარგებლედ.
-
13:44 - 13:47მათ არ სჯეროდათ,
რომ მართლაც ჰქონდათ წვდომა, -
13:47 - 13:53გაზრდილი ვაჭრობით და მობილობით
მიღებულ სარგებელზე. -
13:54 - 13:58მე ძირითადად ლტოლვილებთან
დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ -
13:58 - 14:00და ერთ-ერთი იდეა რის დამკვიდრებაზეც,
-
14:00 - 14:03ძირითადად განვითარებად ქვეყნებში,
-
14:03 - 14:07დიდ დროს ვხარჯავ, არის ის,
რომ ლტოლვილების ინტეგრაციის წასახალისებლად -
14:07 - 14:09მხოლოდ მათზე ზრუნვა არაა საკმარისი.
-
14:09 - 14:15ჩვენ ასევე უნდა ვიზრუნოთ მასპინძელი,
ადგილობრივი საზოგადოებების წუხილზეც. -
14:15 - 14:17ამის მოსაგვარებლად,
-
14:17 - 14:20ერთ-ერთი გზა არის
-
14:20 - 14:23საგანმანათლებლო
და ჯანდაცვითი შესაძლებლობების, -
14:23 - 14:26სოციალურ სერვისებზე წვდომის
განსაკუთრებული უზრუნველყოფა -
14:26 - 14:28რეგიონებში მაღალი იმიგრაციით.
-
14:28 - 14:30იმისთვის რომ ადგილობრივი მოსახლეობის
პრობლემები მოვაგვაროთ. -
14:30 - 14:33თუმცა, მაშინ როცა ამას
განვითარებად მსოფლიოში ვახალისებთ, -
14:33 - 14:35შინ, საკუთარ საზოგადოებებში
-
14:35 - 14:38იგივეს არ ვაკეთებთ.
-
14:39 - 14:42უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვინდა
მართლაც სერიოზულად მივუდგეთ, -
14:42 - 14:45ეკონომიკური სარგებლის ხალხზე
განაწილების საჭიროებას, -
14:45 - 14:49ბიზნესებსაც და კორპორაციებსაც
დასჭირდებათ გლობალიზაციის მოდელი, -
14:49 - 14:53რომელიც აღიარებს, რომ მათაც
უნდა ჩართონ სარგებელის მიღებაში ხალხი. -
14:53 - 14:56ბოლო, მეოთხე იდეა,
რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, -
14:57 - 15:00არის ის, რომ უფრო პასუხისმგებლიანი
პოლიტიკა გვჭირდება. -
15:00 - 15:03ძალიან ცოტა სოციოლოგიური კვლევაა,
-
15:03 - 15:06რომელიც გლობალიზაციის მიმართ
განწყობებს ადარებს, -
15:06 - 15:09მაგრამ რა გამოკითხვებიც არსებობს,
-
15:09 - 15:13იქიდან ჩანს, რომ უზარმაზარი განსხვავებებია
სხვადასხვა ქვეყნებს -
15:13 - 15:16და პერიოდებს შორის ამ ქვეყნებში,
-
15:16 - 15:18ერთის მხრივ მიგრაციის და მობილობის
-
15:18 - 15:21და მეორეს მხრივ თავისუფალი ვაჭრობის მიმართ
-
15:21 - 15:23განწყობების და ტოლერანტობის თვალსაზრისით.
-
15:23 - 15:28ერთი ჰიპოთეზა, რაც იკვეთება
ამ მონაცემებიდან არის ის, -
15:28 - 15:34რომ პოლარიზებული საზოგადოებები ნაკლებად
ტოლერანტულები არიან გლობალიზაციის მიმართ. -
15:34 - 15:36წარსულში შვედეთის
-
15:36 - 15:39და დღევანდელი კანადისმაგვარი
საზოგადოებებია, -
15:39 - 15:40სადაც პოლიტიკა ცენტრისტულია,
-
15:40 - 15:43სადაც მემარჯვენეები და მემარცხენეები
ერთად მუშაობენ, -
15:43 - 15:47სადაც ვახალისებთ გლობალიზაციის
მხარდამჭერ განწყობებს. -
15:47 - 15:50რასაც დღეს მსოფლიოში ვხედავთ,
ტრაგიკული პოლარიზაციაა. -
15:50 - 15:53პოლიტიკურ ექსტრიმებს შორის
დიალოგის შეუძლებლობა -
15:53 - 15:57და ნაპრალი ცენტრისტური
ლიბერალური საყრდენის ადგილას, -
15:57 - 16:00რომელიც შეძლებდა კომუნიკაციის
და ურთიერთგაგების წახალისებას. -
16:00 - 16:02შეიძლება დღეს ამას ვერ მივაღწიოთ,
-
16:02 - 16:06მაგრამ სულ ცოტა ჩვენს პოლიტიკოსებს
და მედიას უნდა მოვუწოდოთ, -
16:06 - 16:10რომ შიშის რიტორიკას შეეშვან და ბევრად
უფრო ურთიერთტოლერანტულები იყვნენ. -
16:10 - 16:13(აპლოდისმენტები)
-
16:18 - 16:21ეს იდეები მხოლოდ დასაწყისისთვისაა.
-
16:21 - 16:25ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს
ყოვლისმომცველი და საზიარო პროექტი. -
16:26 - 16:28მე კვლავაც ბრიტანელი ვარ.
-
16:29 - 16:31მე კვლავაც ევროპელი ვარ.
-
16:32 - 16:35მე კვლავაც
გლობალური მსოფლიოს მოქალაქე ვარ. -
16:35 - 16:37მათთვის ვისაც სჯერა,
-
16:37 - 16:41რომ ჩვენი იდენტობები
არაა ურთიერთგამომრიცხავი, -
16:41 - 16:44ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ,
-
16:44 - 16:48იმისთვის რომ გლობალიზაციამ
ყველა თან წაგვიყოლოს -
16:48 - 16:50და არავინ ჩამოიტოვოს.
-
16:50 - 16:56მხოლოდ მაშინ შევძლებთ
დემოკრატიის და გლობალიზაციის შეჯერებას. -
16:56 - 16:57მადლობა.
-
16:57 - 17:09(აპლოდისმენტები)
- Title:
- რატომ მოხდა "ბრექსიტი" და რა ვქნათ შემდეგ?
- Speaker:
- ალექსანდერ ბეტსი
- Description:
-
ჩვენ სამარცხვინოდ არაინფორმირებულები ვართ იმაზე, თუ როგორაა ჩვენი საზოგადოებები დანაწევრებული და "ბრექსიტიც" ამ უყურადღებოდ დატოვებული, გლობალიზაციის მომხრეებს და მისით შეშინებულებს შორის არსებული, ღრმა ნაპრალიდან ამოიზარდა, ამბობს სოციალური მეცნიერი ალექსანდერ ბეტსი. როგორ გავუმკლავდეთ ამ შიშს და მზარდად იმედგამაცრუებელ პოლიტიკურ მმართველობას და ამავე დროს არ გადავვარდეთ ქსენოფობიასა და ნაციონალიზმში? მოუსმინეთ, თუ რას ამბობს ბეტსი "ბრექსიტის" შემდგომ ოთხ ნაბიჯზე უფრო ურთიერთჩართული მსოფლიოსკენ.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 17:22
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next | ||
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next | ||
Tamta Makharadze accepted Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why Brexit happened -- and what to do next |