-
უკვე ვისაუბრეთ მოთხოვნის კანონზე,
-
იმაზე, რომ სხვა თანაბარ პირობებში,
-
თუ ფასი გაიზრდება,
მოთხოვნის რაოდენობა მცირდება
-
თუ ფასი შემცირდება,
მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება,
-
თუ ყველა სხვა ფაქტორს
უცვლელს დავტოვებთ,
-
ceteris paribus, ჩვენ უბრალოდ
გადავადგილდებით ამ მრუდზე ფასის მიხედვით,
-
მაგრამ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე,
რა მოხდება თუკი სხვა ფაქტორებსაც შევცვლით.
-
როგორ შეიცვლება მოთხოვნა?
-
წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ დაკავშირებული
პროდუქტების ფასებზე, ისევე როგორც
-
ურთირთშემცვლელებზე, ასევე
ურთიერთშემავსებლებზე.
-
მათი ცვლილება როგორ შეცვლიდა მოთხოვნას.
-
მთლიან მრუდს და არა რომელიმე წერტილს.
-
ახლა კი ვისაუბროთ კიდევ ერთ ფაქტორზე,
რომელსაც აქამდე უცვლელს ვტოვებდით.
-
ვიფიქროთ როგორ შეიცვლება მოთხოვნა,
მთლიანი მრუდი,
-
თუ შეიცვალა მომავალი ფასების მოლოდინი.
-
მომავალი მოსალოდნელი ფასები.
-
განვიხილოთ პირველი შემთხვევა.
-
ვთქვათ ხალხი არ მოელოდა, რომ ჩემი
ელ-წიგნის ფასი შეიცვლებოდა, მაგრამ უცბად
-
ისინი ელიან რომ ფასი შეიცვლება.
-
ისინი ფიქრობენ, რომ
ფასი მომავალში გაიზრდება
-
მოსალოდნელი ფასები გაიზარდა.
რა მოხდება ამ დროს?
-
თუ ფიქრობ, რომ პროდუქტის ფასი გაიზრდება და
ისეთი პროდუქტია, რომლის შენახვაც შეგიძლია,
-
მეტად სავარაუდოა, რომ იყიდი მას,
სანამ ფასი გაიზრდება.
-
მრუდზე ფასის წერტილის მიუხედავად,
-
ხალხს მეტად სურს პროდუქტის შეძენა ახლა,
ნაცვლად იმისა, რომ მომავალში იყიდოს.
-
შედეგად მოთხოვნის რაოდენობა
გაიზრდება ყველა წერტილისთვის.
-
$2-ად მეტ ხალხს სურს ის შეიძინოს, სანამ
ფასი გაიზრდება.
-
$4-ად მეტ ხალხს სურს ის შეიძინოს, სანამ
ფასი გაიზრდება.
-
რადგან მოლოდინი განსხვავებულია,
ელიან ფასების ზრდას,
-
ეს მთლიან მოთხოვნას გადააადგილებს მარჯვნივ
-
ანუ მთლიანი მოთხოვნის მრუდი
გადაიწევს მარჯვნივ.
-
ეს არის პირველი შემთხვევა და გვიჩვენებს
მრუდის ცვლილებას მოლოდინის ცვლილიბისას.
-
ეს იქნება შემთხვევა 1.
-
მთლიანი მრუდის გადაწევით, შეიძლება ითქვას,
რომ იზრდება მოთხოვნა.
-
ანუ ეს ნიშნავს მოთხოვნის გაზრდას.
-
და როცა ვსაუბრობთ მოთხოვნაზე,
უკვე ალბათ დაგღალეთ ამის გამეორებით,
-
არ ვსაუბრობ კონკრეტულ რაოდენობაზე, არამედ
მთლიანი მრუდის მარჯვნივ გადაწევაზე.
-
ფასების ზრდის მოლოდინი
იწვევს მოთხოვნის გაზრდას,
-
და მთლიანი მრუდი გადაინაცვლებს მარჯვნივ.
-
ახლა კი საპირისპირო შემთხვევა განვიხილოთ.
შემთხვევა 2.
-
აქამდე ხალხს არ ჰქონდა ფასის ცვლილების
მოლოდინი, ეგონათ ის უცვლელი დარჩებოდა.
-
ახლა კი ელიან მომავალში ფასების კლებას. ეს
ხშირად ხდება სამომხმარებლო ელექტრონიკაში.
-
როდესაც ყიდულობ ლეპტოპს
ან რამე სხვა მოწყობილობას,
-
შენ ელი, რომ ფასები მომავალში შემცირდება.
-
თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ მოლოდინის ცვლილებაზე,
იქნებ აქამდე არ ელოდი შემცირებას, ან ელოდი
-
მაგრამ ახლა გგონია, რომ ისინი უფრო სწრაფად
დაიკლებს. შედეგად, მას ახლა აღარ იყიდი.
-
ანუ თუ აქამდე გეგონა, რომ ფასები
მაინცდამაინც არ შეიცვლებოდა,
-
ახლა კი ელი მათ შემცირებას,
შემ ამჯობინებ
-
რომ მოიცადო, რაც, რა თქმა უნდა,
შეამცირებს მოთხოვნას
-
ანუ ამ შემთხვევაში მრუდი გადავა მარცხნივ,
-
რადგან ნებისმიერი ფასისთვის
შემცირდება მოთხოვნის რაოდენობა.
-
მოთხოვნა შემცირდება და
მრუდი გადაიწევს მარცხნივ.
-
ანუ მეორე შემთხვევაში, მოთხოვნა შემცირდა.