რატომ გვჭირდება ყველას პირველადი ემოციური დახმარების გამოყენება
-
0:03 - 0:07მე გავიზარდე ჩემს ტყუპისცალთან ერთად,
-
0:07 - 0:10რომელიც იყო ძალიან მოსიყვარულე ძმა.
-
0:10 - 0:14იყო ტყუპისცალი, ნიშნავს იყო ექსპერტი
-
0:14 - 0:17ფავორიტიზმის შემჩნევაში.
-
0:17 - 0:22თუ მისი ნამცხვარი იყო ცოტათი მაინც
დიდი ჩემსაზე, მე მიჩნდებოდა შეკითხვები. -
0:22 - 0:27თან მე აშკარად არ მშიოდა.
-
0:27 - 0:29(სიცილი)
-
0:29 - 0:35როცა ფსიქოლოგი გავხდი,
შევამჩნიე რამდენიმე ტიპის ფავორიტიზმი, -
0:35 - 0:40თუ რამდენად უფრო მეტად ვაფასებთ
ჩვენ სხეულს გონებასთან შედარებით -
0:40 - 0:449 წელი ვისწავლე უნივერსიტეტში
-
0:44 - 0:47ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად;
-
0:47 - 0:49და ჩემი სავიზიტო ბარათის ნახვისას
-
0:49 - 0:51ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება:
-
0:51 - 0:57"ოჰ, ფსიქოლოგი,
ანუ ნამდვილი ექიმი არ ხართ", -
0:57 - 0:59ისე თითქოს ესეც უნდა ეწეროს ჩემს ბარათზე.
-
0:59 - 1:03(სიცილი)
-
1:03 - 1:07თვალსაჩინოა - სხეულს უპირატესობას ვანიჭებთ
-
1:07 - 1:10გონებასთან შედარებით.
-
1:10 - 1:11ამას წინათ მეგობრის სახლში ვიყავი,
-
1:11 - 1:14მისი 5 წლის შვილი დასაძინებლად ემზადებოდა;
-
1:14 - 1:18იგი იდგა სკამზე და იხეხავდა კბილებს,
-
1:18 - 1:20როცა მოსრიალდა, ჩამოვარდა
-
1:20 - 1:22და ფეხი გაიკაწრა.
-
1:22 - 1:241 წუთიანი ტირილის შემდეგ ის წამოდგა,
-
1:24 - 1:28აბობღდა სკამზე და გამოაღო ყუთი,
-
1:28 - 1:32რომ გამოეტანა ბინტი და დაედო ჭრილობაზე.
-
1:32 - 1:35პატარა ალბათ თასმებსაც ძლივს იკრავდა,
-
1:35 - 1:38თუმცა ესმოდა ჭრილობის დაფარვის აუცილებლობა
-
1:38 - 1:40ინფექციისგან თავის დასაცავად;
-
1:40 - 1:42და იცოდა კბილების გახეხვის მნიშვნელობა
-
1:42 - 1:43დღეში ორჯერ.
-
1:43 - 1:46ჩვენ ყველამ ვიცით სხეულის გაფრთხილება,
-
1:46 - 1:49და კბილების ჰიგიენის შენარჩუნება, ხო ასეა?
-
1:49 - 1:53ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით ხუთი წლიდან.
-
1:53 - 1:55მაგრამ ვიცით თუ არა რამე
-
1:55 - 1:58ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე?
-
1:58 - 2:00სრულებით არაფერი.
-
2:00 - 2:02რას ვასწავლით შვილებს
-
2:02 - 2:05ემოციური ჰიგიენის შესახებ?
-
2:05 - 2:07არაფერს.
-
2:07 - 2:11დაუჯრებელია, რომ მეტ დროს ვუთმობთ კბილებს,
-
2:11 - 2:14ვიდრე გონებას.
-
2:14 - 2:17რატომაა ფიზიკური ჯანმრთელობა
-
2:17 - 2:19უფრო მნიშვნელოვანი
-
2:19 - 2:21ვიდრე ფსიქოლოგიური?
-
2:21 - 2:27უფრო ხშირად ფსიქოლოგიურ ტრავმებს ვიღებთ,
ვიდრე ფიზიკურს -
2:27 - 2:28მაგ: წარუმატებლობის, ურაყოფის
-
2:28 - 2:31ან მარტოობის ტრავმებს.
-
2:31 - 2:32ეს ტრავმები გაუარესდება
-
2:32 - 2:34თუ ყურაღებას არ მივაქცევთ,
-
2:34 - 2:36მათ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა
-
2:36 - 2:37ჩვენს ცხოვრებაზე.
-
2:37 - 2:39მიუხედავად იმისა, რომ არსებობს
-
2:39 - 2:41მეცნიერულად დამტკიცებული საშუალებები
-
2:41 - 2:44რისი დახმარებითაც შესაძლებელია მსგავსი
-
2:44 - 2:46ფსიქოლოგიური ტრამვების მკურნალობა,
-
2:46 - 2:47ჩვენს ხელს არ ვანძრევთ.
-
2:47 - 2:50აზრადაც არ მოგვდის, რომ რამე ვიღონოთ.
-
2:50 - 2:53"ოჰ, გრძნობ დეპრესიას? უკუაგდე,
-
2:53 - 2:55ეს ყველაფერი მხოლოდ შენს თავში ხდება".
-
2:55 - 2:58წარმოიდგინეთ ფეხმოტეხილს იგივე უთხრათ:
-
2:58 - 3:01"ოჰ, გაიარე, ეს ყველაფერი შენს ფეხშია".
-
3:01 - 3:03(სიცილი)
-
3:03 - 3:09დროა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ
ჯანმრთელობას შორის, ნაპრალი შევამციროთ. -
3:09 - 3:12დროა ისინი გავათანაბროთ,
-
3:12 - 3:15როგორც ტყუპები.
-
3:15 - 3:19გეტყვით იმასაც, რომ ჩემი ძმაც ფსიქოლოგია.
-
3:19 - 3:22ასე რომ, ისიც არა არის ნამდვილი ექიმი.
-
3:22 - 3:24(სიცილი)
-
3:24 - 3:26თუმცა ჩვენ ერთად არ გვისწავლია.
-
3:27 - 3:30ყველაზე რთული რამ, რაც გამიკეთებია
-
3:30 - 3:31იყო საცხოვრებლად გადასვლა
-
3:31 - 3:33ატლანტიკის გაღმა - ქალაქ ნიუ იორკში
-
3:33 - 3:36რომ მიმეღო დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში.
-
3:36 - 3:39პირველად მაშინ მოგვიწია ცალ-ცალკე ცხოვრება
-
3:39 - 3:42და ეს განშორება იყო მტკივნეული ორივესთვის.
-
3:42 - 3:45მაგრამ როცა ის იყო ოჯახთან, მეგობრებთან,
-
3:45 - 3:49მე ვიყავი მარტო ახალ ქვეყანაში.
-
3:49 - 3:50ჩვენ მოგვენატრა ერთამანეთი,
-
3:50 - 3:53თუმცა მაშინ საერთაშორისო ზარები იყო ძვირი
-
3:53 - 3:59ამიტომ კვირაში მხოლოდ ხუთ წუთს ვსაუბრობდით
-
3:59 - 4:00როცა ჩვენი დაბადების დღე მოახლოვდა,
-
4:00 - 4:01ეს იყო პირველად,
-
4:01 - 4:03როცა ერთად არ გავატარებდით დროს,
-
4:03 - 4:07ამიტომ გადავწყვიტეთ 10 წუთი საუბრის
ფუფუნება მიგვეცა ჩვენი თავისთვის. -
4:07 - 4:12მთელი დილა ტელეფონის ზარს ველოდებოდი
-
4:12 - 4:16და ველოდებოდი, ველოდებოდი...
-
4:16 - 4:18მაგრამ ტელეფონმა არ დარეკა.
-
4:18 - 4:20ვიფიქრე დროის სხვაობის გამო,
-
4:20 - 4:21"ალბათ მეგობრებთანაა
-
4:21 - 4:23და დარეკავს მოგვიანებით".
-
4:23 - 4:25მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა.
-
4:25 - 4:27მაგრამ მან არ დარეკა.
-
4:27 - 4:32და მივხვდი, რომ 10 თვის განშორების შემდეგ
-
4:32 - 4:36მას აღარ ვენატრებოდი ისე, როგრც მე ის.
-
4:36 - 4:38მე ვიცოდი რომ ის დარეკავდა დილით,
-
4:38 - 4:42მაგრამ ის ღამე იყო
ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი, -
4:42 - 4:45გრძელი ღამე ჩემს ცხოვრებაში.
-
4:45 - 4:47მე გავიღვიძე მეორე დილას,
-
4:47 - 4:49დავხედე ტლეფონს და აღმოვაჩინე,
-
4:49 - 4:51რომ ყურმილი შემთხვევით ამომეგდო ბუდიდან
-
4:51 - 4:55როცა წინა დღეს ვფორიაქობდი ზარის მოლოდინში
-
4:55 - 4:56წამოვფორთხიალდი საწოლიდან,
-
4:56 - 4:57სწორად დავდე ყურმილი
-
4:57 - 5:00და წამის შემდეგ ტელეფონმა დარეკა,
-
5:00 - 5:04და ეს იყო ჩემი ძმა, ძალიან გაბრაზებული.
-
5:04 - 5:06(სიცილი)
-
5:06 - 5:07ეს იყო მისთვისაც
-
5:07 - 5:09უსევდიანესი და უგრძესი ღამე.
-
5:09 - 5:10მე შევეცადე ამეხსნა რა მოხდა,
-
5:10 - 5:12მაგრამ მან მითხრა:
-
5:12 - 5:15"მე არ მესმის; თუ ნახე არ გირეკავდი,
-
5:15 - 5:19რატომ ყურმილი არ აიღე და არ დამირეკე?"
-
5:19 - 5:24ის მართალი იყო. რატომ არ დავრეკე?
-
5:24 - 5:27მაშინ პასუხი არ მქონდა, მაგრამ ახლა მაქვს,
-
5:27 - 5:32და ის მარტივია: მარტოობა.
-
5:32 - 5:36მარტოობა ქმნის ღრმა ფსიქოლოგიურ ჭრილობას,
-
5:36 - 5:38რომელიც ამახინჯებს ჩვენს აღქმას
-
5:38 - 5:40და ამღვრევს აზროვნებას.
-
5:40 - 5:43ის გვარწმუნებს იმაში, რომ გარშემომყოფთ
-
5:43 - 5:46რეალუტზე ნაკლებად ვაინტერესებთ.
-
5:46 - 5:47ის გვაშინებს გამოვხატოთ ინტერესი
-
5:47 - 5:49ადამიანების მიმართ;
-
5:49 - 5:51რატომ უნდა გაწირო თავი უარყოფისთვის
-
5:51 - 5:52და გულნატკენი დარჩე,
-
5:52 - 5:57როცა გული უკვე საკმარისზე მეტადაა ნატკენი
-
5:57 - 5:59იმ დროს მე ჩაჭიდებული ვიყავი მარტოობას,
-
5:59 - 6:02მაგრამ ადამიანების გარემოცვაში
-
6:02 - 6:04ამას ვერ ვგრძნობდი.
-
6:04 - 6:09თუმცა მარტოობის განმარტება სუბიექტურია.
-
6:09 - 6:12ის დამოკიდებულია იმაზე, გრძნობთ თუ არა
-
6:12 - 6:15ემციურ და სოციალურ გარიყულობას.
-
6:15 - 6:17და მე ვგრძნობდი.
-
6:17 - 6:20ძალიან ბევრი კვლევებია მარტოობაზე
-
6:20 - 6:24და შედეგები შემაძრწუნებელია.
-
6:24 - 6:26მარტოობა მხოლოდ უბედურს კი არ გაგხდით,
-
6:26 - 6:28ის მოგკლავთ.
-
6:28 - 6:29მე არ ვხუმრობ.
-
6:29 - 6:33ქრონიკული მარტოობა
ზრდის შანსს მოკვდეთ ადრე -
6:33 - 6:3714 პროცენტით.
-
6:37 - 6:39მარტოობა იწვევს მაღალ წნევას,
-
6:40 - 6:41ქოლესტერინის მაღალ დონეს
-
6:41 - 6:45და აფერხებს იმუნური სისტემის მუშაობას.
-
6:45 - 6:49ის დაუცველს გხდით დაავადებების მიმართ.
-
6:49 - 6:51მეცნიერებმა დაასკვნეს,
-
6:51 - 6:53რომ ქრონიკული მარტოობა შეიცავს
-
6:53 - 6:56ისეთივე დიდ რისკს
-
6:56 - 6:57შენი გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის
-
6:57 - 7:00და ცხოვრებისთვის, რამდენსაც სიგარეტი.
-
7:00 - 7:03ამჟამად სიგარეტის კოლოფი გვაფთხილებს,
-
7:03 - 7:05"ამან შეიძლება მოგკლათ".
-
7:05 - 7:07მაგრამ მარტოობა არ გვაძლევს მსგავს მესიჯს.
-
7:07 - 7:09ამიტომ აუცილებელია პრიორიტეტი მივანიჭოთ
-
7:09 - 7:12ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას,
-
7:12 - 7:15და პრაქტიკაში დავნერგოთ ემოციური ჰიგიენა.
-
7:15 - 7:18რადგან შეუძლებელია უმკურნალოთ
ფსიქოლოგიურ ჭრილობას -
7:18 - 7:22თუ არც იცით რომ ტრავმირებული ხართ.
-
7:22 - 7:25მარტოობა არ არის ერთადერთი
ფსიქოლოგიური ჭრილობა, -
7:25 - 7:28რომელიც ამახინჯებს ჩვენს აღქმას
და სწორი გზიდან გადავყავართ. -
7:28 - 7:32წარუმატებლობაც ზუსტად ამას აკეთებს.
-
7:32 - 7:34ერთხელ ვეწვიე მზრუნველობის ცენტრს
-
7:34 - 7:39სადაც ვნახე ერთნაირი სათამაშოებით
მოთამაშე სამი ბავშვი. -
7:39 - 7:44უნდა გაგეწია წითელი ღილაკი
და იქიდან ამოხტებოდა საყვარელი ძაღლუკა. -
7:44 - 7:49გოგონამ ჯერ სცადა იისფერი
ღილაკის გამოწევა, მერე დაჭერა -
7:49 - 7:53რის შემდეგაც უკან გადგა და ყუთს დაუწყო
ყურება მოცახცახე ტუჩებით. -
7:53 - 7:56მის გვერდით მდგომი ბიჭუნა ამას შეესწრო,
-
7:56 - 8:01და ყუთს არც კი შეხებია ისე მორთო ჩხავილი.
-
8:01 - 8:05ამასობაში, სხვა გოგონამ ყველაფერი
სცადა რაც კი მოაფიქრდა, -
8:05 - 8:06მანამ სანამ არ გაწია წითელი ღილაკი,
-
8:06 - 8:11საყვარელი ძაღლუკა ამოხტა,
და გოგონა აწივლდა სიხარულისგან. -
8:11 - 8:14მოკლედ, სამი პატარა იდენტური სათამაშოთი,
-
8:14 - 8:18მაგრამ განსხვავებული რეაქციით
წარუმატებლობის მიმართ. -
8:18 - 8:22პირველ ორ ბავშვს თავისუფლად შეეძლო
წითელ ღილაკის გაცურება. -
8:22 - 8:26ერთადერთი რამ, რამაც შეაჩერა ისინი
წარმატების მიღწევისაგან -
8:26 - 8:30იყო მათი გონება, რომელმაც ისინი
დაარწმუნა რომ მათ არ შეეძლოთ. -
8:30 - 8:34ზუსტად ასე ხდება ზრდასრულებთანაც
ძალიან ხშირად. -
8:34 - 8:40ჩვენ გვაქს არასრულყოფილი გრძნობები
და რწმენები, რომლებიც თავს იჩენენ მაშინ, -
8:40 - 8:44როცა ჩვენ პირისპირ ვხვდებით
იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. -
8:44 - 8:47იცით როგორ რეაგირებს
თვენი გონება წარუმატებლობაზე? -
8:47 - 8:48აუცილებლად უნდა იცოდეთ.
-
8:48 - 8:52რადგან თუ თქვენი გონება გარწმუნებთ,
რომ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება -
8:52 - 8:54და თქვენ გჯერათ ამის,
-
8:54 - 8:57მაშინ თქვენ ზუსტად იმ ორი ბავშვივით
უძლურად იგრძნობთ თავს -
8:57 - 9:01და მალევე შეწყვეტთ ცდას,
ან საერთოდ არ ეცდებით. -
9:01 - 9:04რის შემდეგაც უფრო დარწმუნდებით,
რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ. -
9:04 - 9:07ამიტომაც ბევრი ადამიანი ფუნქციონირებს
-
9:07 - 9:09რეალური შესაძლებლობების ზღვარს ქვემოთ.
-
9:09 - 9:11როდესღაც ერთმა წარუმატებლობამ
-
9:12 - 9:16დაარწმუნა ისინი, რომ მათ არ შეუძლიათ
წარმატების მიღწევა და მათ ამის სჯერათ. -
9:17 - 9:22როცა რაღაცაში ვრწმუნდებით,
ძალიან რთულია ამის შეცვლა. -
9:22 - 9:26მე ეს მტკივნეული გაკვეთილი,
თინეიჯერობის დროს ძმასთან ერთად მივიღე. -
9:26 - 9:29ღამე მანქანით მივდიოდით ჩაბნელებულ ქუჩაზე,
მეგობრებთან ერთად, -
9:29 - 9:31როცა პოლიციის მანქანამ გაგვაჩერა.
-
9:31 - 9:34ტერიტორიაზე ძარცვა იყო მომხდარი
და ეჭვმიტანილს ეძებდნენ. -
9:34 - 9:38პოლიციეილი მოუახლოვდა მანქანას
და ფანარი მიანათა ჯერ მძღოლს, -
9:38 - 9:43შემდეგ წინა სავარძელზე მჯდომ
ჩემს ძმას და შემდეგ მე; -
9:43 - 9:45მან თვალები ფართოდ დაჭყიტა და მითხრა,
-
9:45 - 9:47" სად მინახავს შენი სახე?"
-
9:47 - 9:50(სიცილი)
-
9:50 - 9:54და მე ვუპასუხე, "წინა სავარძელში"
-
9:54 - 9:56(სიცილი)
-
9:56 - 9:59მაგრამ მან ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგო
-
9:59 - 10:01და იფიქრა რომ ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. -
10:01 - 10:02(სიცილი)
-
10:02 - 10:05მან გადმომათრია მანქანიდან, გამჩხრიკა
-
10:05 - 10:07და მიმიყვანა
თავის მანქანასთან; -
10:07 - 10:10მხოლოდ ჩემი სუფთა კრიმინალური ისტორიის
გადამოწმების შემდეგ, -
10:10 - 10:14შევძელი წინა სავარძელში მჯდომი
ჩემი ტყუპისცალი მეჩვენებინა. -
10:14 - 10:18მაშინაც კი, როცა გაგვიშვა და დავიძარით,
მისი გამომეტყველებიდან ჩანდა, -
10:18 - 10:23რომ დარწმუნებული იყო
დამნაშავეს უშვებდა. -
10:23 - 10:27რთულია შეხედულების შეცვლა,
მას შემდეგ რაც რაღაცაში ვრწმუნდებით. -
10:27 - 10:32ამიტომ ბუნებრივია იგრძნოთ თავი
დემორალიზებულად წარუმატებლობის შემდეგ. -
10:32 - 10:35მაგრამ არ უნდა მისცეთ
თავს უფლება დარწმუნდეთ, -
10:35 - 10:39რომ არ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა.
თქვენ უნდა ებრძოლოთ უძლურობის გრძნობას. -
10:39 - 10:42თქვენ უნდა დაამყაროთ კონტროლი სიტუაციაზე;
-
10:42 - 10:47და უნდა დაამსხვრიოთ ნეგატიური წრე მანამ,
სანამ ის დაიწყება. -
10:48 - 10:51ჩვენი გონება და ჩვენი გრძნობები,
-
10:51 - 10:54ისინი არ არიან ისეთი სანდო მეგობრები,
როგორც ჩვენ ადრე მიგვაჩნდა. -
10:54 - 10:56ისინი გვანან მერყევი ხასიათის მეგობარს,
-
10:56 - 11:02რომელსაც შეუძლია იყოს მხარდამჭერი ახლა
და უსიამოვნო მეორე წუთს. -
11:02 - 11:04ერთხელ მე ვმუშაობდი ქალთან,
-
11:04 - 11:08რომელიც 20 წლიანი ოჯახური ცხოვრების
და უსიამოვნო განქორწინების შემდეგ, -
11:08 - 11:10სობოლოოდ, მზად იყო
მისი პირველი პაემანისთვის. -
11:10 - 11:15მან გაიცნო მამაკაცი ინტერნეტით, რომელიც
სასიამოვნო, წარმატებული პიროვნება ჩანდა, -
11:15 - 11:19და ყველაზე მნიშვნელოვანი - იგრძნობოდა,
რომ მას ძალიან მოსწონდა ეს ქალი. -
11:19 - 11:22სწორედ ამიტომ ქალი იყო გახარებული,
იყიდა ახალი კაბა, -
11:22 - 11:26და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს დასალევად
ნიუ იორკის ძვირადღირებულ ბარში. -
11:26 - 11:29პაემნის ათი წუთის შემდეგ
კაცი წამოდგება და ეუბნება ქალს, -
11:29 - 11:33"ჩემთვის საიტერესო არ ხარ",
და ტოვებს ბარს. -
11:33 - 11:38დაუარება ძალიან მტკივნეულია.
-
11:38 - 11:42გულნატკენს მოძრაობა არ შეეძლო;
მან მხოლოდ მეგობართან დარეკვა შეძლო. -
11:42 - 11:47და აი მეგობარმა რა უთხრა:
"აბა შენ რას ელოდი? -
11:47 - 11:50შენ გაქვს ფართე თეძოები,
საინტერესოს არაფერს ამბობ, -
11:50 - 11:53და ასეთი მომხიბვლელი, წარმატებული კაცი
-
11:53 - 11:57რატომ შეხვდება შენნაირ წარუმატებელს?"
-
11:57 - 12:00შოკისმომგვრელია ხომ, რომ მეგობარი
შეიძლება ასეთი სასტიკი იყოს? -
12:00 - 12:03მაგრამ
ბევრად ნაკლებად შოკისმომგვრელი იქნება, -
12:03 - 12:06თუ გეტყვით, რომ ეს არ იყო მეგობარი,
რომელმაც ეს თქვა. -
12:06 - 12:09ეს იყო ის, რაც ქალმა საკუთარ თავს უთხრა.
-
12:09 - 12:13ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ვაკეთებთ,
განსაკუთრებით დაუარების შემდეგ. -
12:13 - 12:16ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ჩვენს
ნაკლოვანებებზე და წუნებზე, -
12:16 - 12:18წარმოვიგენთ, თუ როგორები
-
12:18 - 12:19უნდა ვიყოთ, როგორები არა.
-
12:19 - 12:21ჩვენ ვლანძღავთ საკუთარ თავს,
-
12:21 - 12:24შეიძლება არა ასე უხეშად,
მაგრამ მაინც ვაკეთებთ ამას. -
12:24 - 12:28საინტერესოა, რომ ამას ვაკეთებთ მაშინ,
როცა ჩვენი თვითშეფასება ისედაც ცუდ დღეშია. -
12:28 - 12:31რატომ გვინდა რომ უფრო მეტად დავზიანდეთ?
-
12:31 - 12:34ჩვენ განზრახ არ გავამწვავებდით
ჩვენსავე ფიზიკურ ტრავმას. -
12:34 - 12:37მკლავზე ჭრილობის მიღებისას
არ გადაწყვეტდი, "ოჰ, მე ვიცი! -
12:37 - 12:41ავიღებ დანას და შევხედავ
რამდენად ღრმად ჩავალ ჭრილობაში." -
12:41 - 12:44თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ
ფსიქოლოგიური ტრავმების დროს. -
12:44 - 12:48რატომ? უხეირო ემოციური ჰიგიენის გამო.
-
12:48 - 12:49იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არაა
-
12:49 - 12:51ჩვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.
-
12:51 - 12:54კვლევებიდან ვიცით რომ,
როცა თქვენი თვითშეფასების უნარი დაბალია, -
12:54 - 12:57თქვენ მეტად დაუცველი ხართ
სტრესის და შფოთვის მიმართ, -
12:57 - 13:00წარუმატებლობა, და დაუარება
უფრო მტკივნეულია -
13:00 - 13:03და კარგად გახდომას სჭირდება მეტი დრო.
-
13:03 - 13:06ამიტომ როცა გაუარებენ,
პირველი რასაც უნდა აკეთებდეთ -
13:06 - 13:13ახალი ძალები შემატოტ თქვენს თვითშეფასებას
და არა გაანადგუროთ იგი ბოლომდე. -
13:13 - 13:15როცა ემოციურ ტკივილში იმყოფებით
-
13:15 - 13:22მოექეცით საკუთარ თავს ისე,
როგორ ნამდვილი მეგობარი მოგექცეოდათ. -
13:23 - 13:28ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი
არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ჩვევები, -
13:28 - 13:32რომელთაგან ერთ-ერთია რუმინაცია
-
13:32 - 13:35ანუ, ერთი და იგივეს გონებაში გადაღეჭვა;
-
13:35 - 13:39მაგ: როცა უფროსი გიყვირებთ,
ან პროფესორი სულელად გამოგიყვანთ, -
13:39 - 13:42ან ეჩხუბეთ მეგობარს
-
13:42 - 13:46და დღეების განმავლობაში
ამას განუწყვეტლივ ატრიალებთ, -
13:46 - 13:48ხანდახან რამოდენიმე კვირაც.
-
13:48 - 13:54მსგავსი რუმინაციული ქმედება,
შეიძლება ჩვევაში გადავიდეს, -
13:54 - 13:56და ეს ძვირად დაგიჯდებათ.
-
13:56 - 14:00დახარჯოთ თქვენი დრო ნეგატიურ ფიქრებზე
-
14:00 - 14:03ნიშნავს აღმოჩნდეთ შემდეგი რისკის ქვეშ:
-
14:04 - 14:05კლინიკური დეპრესია,
-
14:05 - 14:06ალკოჰოლიზმი,
-
14:06 - 14:09საჭმლის გადამუშავებასთან
დაკავშირებული პრობლემები. -
14:09 - 14:10ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
-
14:11 - 14:16პრობლემა - ხშირად გვეჩვენება, რომ
რაღაც ფიქრი განუწყვეტლივ უნდა ვღეჭოთ. -
14:16 - 14:18ამიტომ რთულია ამ ჩვევის მოშრება.
-
14:18 - 14:22მე მაქვს ამის გამოცდილება: ერთი წლის წინ,
-
14:22 - 14:24მე მქონდა ეს ჩვევა.
-
14:24 - 14:31ჩემ ძმას დაუდგინეს მესამე სტადიის სიმსივნე
-
14:31 - 14:33მისი ავადმყოფობა იყო ძალიან აგრესიული
-
14:33 - 14:37მთელ სხეულზე ეტყობოდა დაავადების კვალი,
-
14:37 - 14:42ამიტომ მას სასწრაფოდ უნდა დაეწყო
ქიმიოთერაპიის კურსი -
14:42 - 14:46და მე მუდმივად ვფიქრობდი,
თუ როგორ დღეში იყო ის; -
14:46 - 14:50ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ იტანჯებოდა;
-
14:50 - 14:54მიუხედავ იმისა, რომ მას ერთხელაც
არ დაუწუწუნია. -
14:54 - 14:57მას ჰქონდა ძალიან დადებითი დამოკიდებულება.
-
14:57 - 15:00მისი ფსიქოლოგიური სიჯანსაღე გასაოცარი იყო.
-
15:00 - 15:05მე კიდევ ფიზიკურად ჯანმრთელი ვიყავი,
მაგრამ არა ფსიქოლოგიურად. -
15:05 - 15:07თუმცა მე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა.
-
15:07 - 15:11კვლევების თანახმად, ორი წუთით
ყურადღების გადატანაც კი საკმარია, -
15:11 - 15:14რომ გავუმკლავდეთ ცდუნებას
ვიფიქროთ რაღაც ცუდზე. -
15:14 - 15:16ამიტომ ყოველთვის, როცა მქონდა სევდიანი,
-
15:16 - 15:18გამაღიზიანებელი, ნეგატიური აზრები,
-
15:18 - 15:22მე ვაიძულე საკუთარ თავს სხვა
რამეზე გადამეტანა ყურადღება. -
15:22 - 15:27ერთ კვირაში ჩემი შეხედულებები შეიცვალა
-
15:27 - 15:30და ის გახდა უფრო პოზიტიური, იმედიანი.
-
15:32 - 15:369 კვირიანი ქიმიო-კუსის შემდეგ
-
15:36 - 15:39ჩვენ მივიღეთ გამოკვლევის შედეგები.
-
15:39 - 15:42სიმსივნე არსად იყო.
-
15:42 - 15:45მას კიდევ 3 ქიმიო-კურსი უნდა გაეკეთებინა,
-
15:45 - 15:48მაგრამ გამოჯანმრთელების იმედები უკვე იყო.
-
15:48 - 15:52ეს ფოტო ორი კვირის წინაა გადაღებული.
-
15:54 - 15:57იმოქმედოთ როცა მარტოსულად გრძნობთ თავს,
-
15:57 - 16:00შეცვალოთ რეაქცია წარუმატებლობაზე,
-
16:00 - 16:03გაუფრთხილდეთ თქვენს თვითშეფასებას,
-
16:03 - 16:05ებრძოლოთ ნეგატიურ აზრებს,
-
16:05 - 16:08თქვენ არა მხოლოდ განკურნავთ
ფსიქოლოგიურ ჭრილობებს -
16:08 - 16:12არამედ გააძლიერებთ თქვენს ემოციურ
მდგრადობას და მეტად გაძლიერდებით. -
16:13 - 16:17ასეული წლების წინ ადამიანებმა დაიწყეს
პირადი ჰიგიენის დაცვა -
16:17 - 16:21და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა
50%-ზე მეტით -
16:21 - 16:24სულ რამოდენიმე ათწლეულში.
-
16:24 - 16:28მჯერა, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი
ზუსტად ასე გაუმჯობესდება -
16:28 - 16:32თუ დავიცავთ ემოციურ ჰიგიენას.
-
16:32 - 16:34შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო
-
16:34 - 16:37სადაც ყველა ფსიქოლოგიურად უფრო ჯანმრთელია?
-
16:37 - 16:40სადაც ნაკლებადაა მარტოობა და დეპრესია?
-
16:40 - 16:43სადაც იციან თუ
როგორ გადაილახოს წარუმატებლობა? -
16:43 - 16:46სადაც ყველა თავს გრძნობს უკეთ,
უფრო ენერგიულად? -
16:46 - 16:50სადაც თავს გრძნობენ მეტად ბედნიერად,
რეალიზებულად? -
16:50 - 16:54მე შემიძლია, რადგან მე ასეთ სამყაროში
მსურს ცხოვრება, -
16:54 - 16:58და სწორედ ასეთ სამყაროში უნდა ცხოვრება
ჩემს ძმას. -
16:58 - 17:02თუ ეს მხოლოდ ახლა გაიგეთ
და შეძლებთ შეცვალოთ რამოდენიმე ჩვევა, -
17:02 - 17:06ეს იქნება სამყარო სადაც ჩვენ ყველანი
შევძლებთ ცხოვრებას. -
17:06 - 17:08დიდი მადლობა.
-
17:08 - 17:11(აპლოდისმენტი)
- Title:
- რატომ გვჭირდება ყველას პირველადი ემოციური დახმარების გამოყენება
- Speaker:
- გაი ვინჩი
- Description:
-
ჩვენ ყველა მივდივართ ექიმთან როცა გაციებული ვართ, ან ხანგრძლივ ტკივილს ვგრძნობთ. თუ ასეა, მაშინ რატომ არ მივდივართ სპეციალისტთან როცა ვგრძნობთ ემოციურ ტკივილს: დანაშაულის და დანაკარგის გრძნობას, მარტოობას? მრავალი ჩვენთაგანი საკუთარი ძალებით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურობაში გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ამბობს გაი ვინჩი. მაგრამ შეგვიძლია ასე არ მოვიქცეთ. გაი საინტერესო წინადადებებს გვიზიარებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ემოციური ჰიგიენის პრაქტიკაში დანერგვა - გავუფრთხილდეთ ჩვენს ემოციებს, ჩვენს გონებას ისეთივე გულმოდგინებით როგორ ყურადღებასაც ვიჩენთ ჩვენი სხეულის მიმართ.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 17:24
![]() |
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why we all need to practice emotional first aid |