1 00:00:03,034 --> 00:00:06,541 მე გავიზარდე ჩემს ტყუპისცალთან ერთად, 2 00:00:06,541 --> 00:00:09,708 რომელიც იყო ძალიან მოსიყვარულე ძმა. 3 00:00:09,708 --> 00:00:14,115 იყო ტყუპისცალი, ნიშნავს იყო ექსპერტი 4 00:00:14,115 --> 00:00:16,730 ფავორიტიზმის შემჩნევაში. 5 00:00:16,730 --> 00:00:22,500 თუ მისი ნამცხვარი იყო ცოტათი მაინც დიდი ჩემსაზე, მე მიჩნდებოდა შეკითხვები. 6 00:00:22,500 --> 00:00:26,920 თან მე აშკარად არ მშიოდა. 7 00:00:26,929 --> 00:00:28,955 (სიცილი) 8 00:00:28,955 --> 00:00:34,883 როცა ფსიქოლოგი გავხდი, შევამჩნიე რამდენიმე ტიპის ფავორიტიზმი, 9 00:00:34,883 --> 00:00:40,283 თუ რამდენად უფრო მეტად ვაფასებთ ჩვენ სხეულს გონებასთან შედარებით 10 00:00:40,283 --> 00:00:43,620 9 წელი ვისწავლე უნივერსიტეტში 11 00:00:43,620 --> 00:00:46,630 ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად; 12 00:00:46,630 --> 00:00:48,840 და ჩემი სავიზიტო ბარათის ნახვისას 13 00:00:48,840 --> 00:00:50,600 ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება: 14 00:00:50,600 --> 00:00:56,564 "ოჰ, ფსიქოლოგი, ანუ ნამდვილი ექიმი არ ხართ", 15 00:00:56,564 --> 00:00:58,781 ისე თითქოს ესეც უნდა ეწეროს ჩემს ბარათზე. 16 00:00:58,781 --> 00:01:03,362 (სიცილი) 17 00:01:03,382 --> 00:01:06,535 თვალსაჩინოა - სხეულს უპირატესობას ვანიჭებთ 18 00:01:06,535 --> 00:01:09,775 გონებასთან შედარებით. 19 00:01:09,775 --> 00:01:11,409 ამას წინათ მეგობრის სახლში ვიყავი, 20 00:01:11,409 --> 00:01:14,139 მისი 5 წლის შვილი დასაძინებლად ემზადებოდა; 21 00:01:14,139 --> 00:01:17,602 იგი იდგა სკამზე და იხეხავდა კბილებს, 22 00:01:17,602 --> 00:01:19,511 როცა მოსრიალდა, ჩამოვარდა 23 00:01:19,511 --> 00:01:21,871 და ფეხი გაიკაწრა. 24 00:01:21,871 --> 00:01:24,397 1 წუთიანი ტირილის შემდეგ ის წამოდგა, 25 00:01:24,397 --> 00:01:27,983 აბობღდა სკამზე და გამოაღო ყუთი, 26 00:01:27,983 --> 00:01:31,543 რომ გამოეტანა ბინტი და დაედო ჭრილობაზე. 27 00:01:31,543 --> 00:01:35,142 პატარა ალბათ თასმებსაც ძლივს იკრავდა, 28 00:01:35,142 --> 00:01:37,940 თუმცა ესმოდა ჭრილობის დაფარვის აუცილებლობა 29 00:01:37,940 --> 00:01:39,810 ინფექციისგან თავის დასაცავად; 30 00:01:39,810 --> 00:01:41,930 და იცოდა კბილების გახეხვის მნიშვნელობა 31 00:01:41,930 --> 00:01:43,425 დღეში ორჯერ. 32 00:01:43,425 --> 00:01:46,439 ჩვენ ყველამ ვიცით სხეულის გაფრთხილება, 33 00:01:46,439 --> 00:01:48,858 და კბილების ჰიგიენის შენარჩუნება, ხო ასეა? 34 00:01:48,858 --> 00:01:52,998 ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით ხუთი წლიდან. 35 00:01:52,998 --> 00:01:54,646 მაგრამ ვიცით თუ არა რამე 36 00:01:54,646 --> 00:01:57,646 ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე? 37 00:01:57,646 --> 00:01:59,778 სრულებით არაფერი. 38 00:01:59,778 --> 00:02:01,561 რას ვასწავლით შვილებს 39 00:02:01,561 --> 00:02:04,621 ემოციური ჰიგიენის შესახებ? 40 00:02:04,621 --> 00:02:06,777 არაფერს. 41 00:02:06,777 --> 00:02:11,239 დაუჯრებელია, რომ მეტ დროს ვუთმობთ კბილებს, 42 00:02:11,239 --> 00:02:14,385 ვიდრე გონებას. 43 00:02:14,385 --> 00:02:16,602 რატომაა ფიზიკური ჯანმრთელობა 44 00:02:16,602 --> 00:02:19,022 უფრო მნიშვნელოვანი 45 00:02:19,022 --> 00:02:21,393 ვიდრე ფსიქოლოგიური? 46 00:02:21,393 --> 00:02:26,719 უფრო ხშირად ფსიქოლოგიურ ტრავმებს ვიღებთ, ვიდრე ფიზიკურს 47 00:02:26,719 --> 00:02:28,483 მაგ: წარუმატებლობის, ურაყოფის 48 00:02:28,483 --> 00:02:31,283 ან მარტოობის ტრავმებს. 49 00:02:31,283 --> 00:02:32,433 ეს ტრავმები გაუარესდება 50 00:02:32,433 --> 00:02:34,105 თუ ყურაღებას არ მივაქცევთ, 51 00:02:34,105 --> 00:02:35,675 მათ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა 52 00:02:35,675 --> 00:02:37,035 ჩვენს ცხოვრებაზე. 53 00:02:37,035 --> 00:02:38,661 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 54 00:02:38,661 --> 00:02:41,371 მეცნიერულად დამტკიცებული საშუალებები 55 00:02:41,371 --> 00:02:43,550 რისი დახმარებითაც შესაძლებელია მსგავსი 56 00:02:43,550 --> 00:02:45,740 ფსიქოლოგიური ტრამვების მკურნალობა, 57 00:02:45,740 --> 00:02:47,132 ჩვენს ხელს არ ვანძრევთ. 58 00:02:47,132 --> 00:02:50,434 აზრადაც არ მოგვდის, რომ რამე ვიღონოთ. 59 00:02:50,434 --> 00:02:53,027 "ოჰ, გრძნობ დეპრესიას? უკუაგდე, 60 00:02:53,027 --> 00:02:54,947 ეს ყველაფერი მხოლოდ შენს თავში ხდება". 61 00:02:54,947 --> 00:02:58,215 წარმოიდგინეთ ფეხმოტეხილს იგივე უთხრათ: 62 00:02:58,215 --> 00:03:01,479 "ოჰ, გაიარე, ეს ყველაფერი შენს ფეხშია". 63 00:03:01,479 --> 00:03:03,448 (სიცილი) 64 00:03:03,448 --> 00:03:09,101 დროა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის, ნაპრალი შევამციროთ. 65 00:03:09,101 --> 00:03:12,197 დროა ისინი გავათანაბროთ, 66 00:03:12,197 --> 00:03:15,063 როგორც ტყუპები. 67 00:03:15,063 --> 00:03:18,709 გეტყვით იმასაც, რომ ჩემი ძმაც ფსიქოლოგია. 68 00:03:18,709 --> 00:03:21,897 ასე რომ, ისიც არა არის ნამდვილი ექიმი. 69 00:03:21,897 --> 00:03:23,649 (სიცილი) 70 00:03:23,649 --> 00:03:25,704 თუმცა ჩვენ ერთად არ გვისწავლია. 71 00:03:26,984 --> 00:03:29,845 ყველაზე რთული რამ, რაც გამიკეთებია 72 00:03:29,845 --> 00:03:31,115 იყო საცხოვრებლად გადასვლა 73 00:03:31,115 --> 00:03:32,891 ატლანტიკის გაღმა - ქალაქ ნიუ იორკში 74 00:03:32,891 --> 00:03:35,817 რომ მიმეღო დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში. 75 00:03:35,817 --> 00:03:38,803 პირველად მაშინ მოგვიწია ცალ-ცალკე ცხოვრება 76 00:03:38,803 --> 00:03:42,295 და ეს განშორება იყო მტკივნეული ორივესთვის. 77 00:03:42,295 --> 00:03:45,464 მაგრამ როცა ის იყო ოჯახთან, მეგობრებთან, 78 00:03:45,464 --> 00:03:48,590 მე ვიყავი მარტო ახალ ქვეყანაში. 79 00:03:48,590 --> 00:03:50,146 ჩვენ მოგვენატრა ერთამანეთი, 80 00:03:50,146 --> 00:03:53,473 თუმცა მაშინ საერთაშორისო ზარები იყო ძვირი 81 00:03:53,473 --> 00:03:58,619 ამიტომ კვირაში მხოლოდ ხუთ წუთს ვსაუბრობდით 82 00:03:58,619 --> 00:04:00,403 როცა ჩვენი დაბადების დღე მოახლოვდა, 83 00:04:00,403 --> 00:04:01,243 ეს იყო პირველად, 84 00:04:01,243 --> 00:04:02,810 როცა ერთად არ გავატარებდით დროს, 85 00:04:02,810 --> 00:04:07,291 ამიტომ გადავწყვიტეთ 10 წუთი საუბრის ფუფუნება მიგვეცა ჩვენი თავისთვის. 86 00:04:07,291 --> 00:04:12,099 მთელი დილა ტელეფონის ზარს ველოდებოდი 87 00:04:12,099 --> 00:04:15,872 და ველოდებოდი, ველოდებოდი... 88 00:04:15,872 --> 00:04:18,092 მაგრამ ტელეფონმა არ დარეკა. 89 00:04:18,092 --> 00:04:20,167 ვიფიქრე დროის სხვაობის გამო, 90 00:04:20,167 --> 00:04:21,167 "ალბათ მეგობრებთანაა 91 00:04:21,167 --> 00:04:22,688 და დარეკავს მოგვიანებით". 92 00:04:22,688 --> 00:04:24,853 მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა. 93 00:04:24,853 --> 00:04:27,038 მაგრამ მან არ დარეკა. 94 00:04:27,038 --> 00:04:32,023 და მივხვდი, რომ 10 თვის განშორების შემდეგ 95 00:04:32,023 --> 00:04:35,833 მას აღარ ვენატრებოდი ისე, როგრც მე ის. 96 00:04:35,833 --> 00:04:37,709 მე ვიცოდი რომ ის დარეკავდა დილით, 97 00:04:37,709 --> 00:04:41,585 მაგრამ ის ღამე იყო ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი, 98 00:04:41,585 --> 00:04:44,585 გრძელი ღამე ჩემს ცხოვრებაში. 99 00:04:44,585 --> 00:04:46,862 მე გავიღვიძე მეორე დილას, 100 00:04:46,862 --> 00:04:48,977 დავხედე ტლეფონს და აღმოვაჩინე, 101 00:04:48,977 --> 00:04:51,137 რომ ყურმილი შემთხვევით ამომეგდო ბუდიდან 102 00:04:51,137 --> 00:04:54,613 როცა წინა დღეს ვფორიაქობდი ზარის მოლოდინში 103 00:04:54,613 --> 00:04:56,476 წამოვფორთხიალდი საწოლიდან, 104 00:04:56,476 --> 00:04:57,476 სწორად დავდე ყურმილი 105 00:04:57,476 --> 00:04:59,633 და წამის შემდეგ ტელეფონმა დარეკა, 106 00:04:59,633 --> 00:05:03,606 და ეს იყო ჩემი ძმა, ძალიან გაბრაზებული. 107 00:05:03,606 --> 00:05:05,528 (სიცილი) 108 00:05:05,528 --> 00:05:06,528 ეს იყო მისთვისაც 109 00:05:06,528 --> 00:05:08,968 უსევდიანესი და უგრძესი ღამე. 110 00:05:08,968 --> 00:05:10,498 მე შევეცადე ამეხსნა რა მოხდა, 111 00:05:10,498 --> 00:05:11,560 მაგრამ მან მითხრა: 112 00:05:11,560 --> 00:05:14,588 "მე არ მესმის; თუ ნახე არ გირეკავდი, 113 00:05:14,588 --> 00:05:19,399 რატომ ყურმილი არ აიღე და არ დამირეკე?" 114 00:05:19,399 --> 00:05:23,544 ის მართალი იყო. რატომ არ დავრეკე? 115 00:05:23,544 --> 00:05:26,587 მაშინ პასუხი არ მქონდა, მაგრამ ახლა მაქვს, 116 00:05:26,587 --> 00:05:31,642 და ის მარტივია: მარტოობა. 117 00:05:31,642 --> 00:05:35,926 მარტოობა ქმნის ღრმა ფსიქოლოგიურ ჭრილობას, 118 00:05:35,926 --> 00:05:37,776 რომელიც ამახინჯებს ჩვენს აღქმას 119 00:05:37,776 --> 00:05:40,223 და ამღვრევს აზროვნებას. 120 00:05:40,223 --> 00:05:42,522 ის გვარწმუნებს იმაში, რომ გარშემომყოფთ 121 00:05:42,522 --> 00:05:45,852 რეალუტზე ნაკლებად ვაინტერესებთ. 122 00:05:45,852 --> 00:05:47,432 ის გვაშინებს გამოვხატოთ ინტერესი 123 00:05:47,432 --> 00:05:48,532 ადამიანების მიმართ; 124 00:05:48,532 --> 00:05:51,382 რატომ უნდა გაწირო თავი უარყოფისთვის 125 00:05:51,382 --> 00:05:52,422 და გულნატკენი დარჩე, 126 00:05:52,422 --> 00:05:56,514 როცა გული უკვე საკმარისზე მეტადაა ნატკენი 127 00:05:56,514 --> 00:05:59,368 იმ დროს მე ჩაჭიდებული ვიყავი მარტოობას, 128 00:05:59,368 --> 00:06:02,069 მაგრამ ადამიანების გარემოცვაში 129 00:06:02,069 --> 00:06:04,229 ამას ვერ ვგრძნობდი. 130 00:06:04,229 --> 00:06:08,694 თუმცა მარტოობის განმარტება სუბიექტურია. 131 00:06:08,694 --> 00:06:11,539 ის დამოკიდებულია იმაზე, გრძნობთ თუ არა 132 00:06:11,539 --> 00:06:15,114 ემციურ და სოციალურ გარიყულობას. 133 00:06:15,114 --> 00:06:17,229 და მე ვგრძნობდი. 134 00:06:17,229 --> 00:06:20,363 ძალიან ბევრი კვლევებია მარტოობაზე 135 00:06:20,363 --> 00:06:23,513 და შედეგები შემაძრწუნებელია. 136 00:06:23,513 --> 00:06:26,375 მარტოობა მხოლოდ უბედურს კი არ გაგხდით, 137 00:06:26,375 --> 00:06:27,735 ის მოგკლავთ. 138 00:06:27,735 --> 00:06:28,933 მე არ ვხუმრობ. 139 00:06:28,933 --> 00:06:32,667 ქრონიკული მარტოობა ზრდის შანსს მოკვდეთ ადრე 140 00:06:32,667 --> 00:06:36,778 14 პროცენტით. 141 00:06:36,778 --> 00:06:39,121 მარტოობა იწვევს მაღალ წნევას, 142 00:06:39,581 --> 00:06:40,941 ქოლესტერინის მაღალ დონეს 143 00:06:40,941 --> 00:06:44,557 და აფერხებს იმუნური სისტემის მუშაობას. 144 00:06:44,557 --> 00:06:48,808 ის დაუცველს გხდით დაავადებების მიმართ. 145 00:06:48,808 --> 00:06:50,709 მეცნიერებმა დაასკვნეს, 146 00:06:50,709 --> 00:06:53,309 რომ ქრონიკული მარტოობა შეიცავს 147 00:06:53,309 --> 00:06:55,640 ისეთივე დიდ რისკს 148 00:06:55,640 --> 00:06:57,381 შენი გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის 149 00:06:57,381 --> 00:07:00,491 და ცხოვრებისთვის, რამდენსაც სიგარეტი. 150 00:07:00,491 --> 00:07:02,843 ამჟამად სიგარეტის კოლოფი გვაფთხილებს, 151 00:07:02,843 --> 00:07:05,033 "ამან შეიძლება მოგკლათ". 152 00:07:05,033 --> 00:07:07,455 მაგრამ მარტოობა არ გვაძლევს მსგავს მესიჯს. 153 00:07:07,455 --> 00:07:09,407 ამიტომ აუცილებელია პრიორიტეტი მივანიჭოთ 154 00:07:09,407 --> 00:07:11,907 ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, 155 00:07:11,907 --> 00:07:15,310 და პრაქტიკაში დავნერგოთ ემოციური ჰიგიენა. 156 00:07:15,310 --> 00:07:18,282 რადგან შეუძლებელია უმკურნალოთ ფსიქოლოგიურ ჭრილობას 157 00:07:18,282 --> 00:07:21,512 თუ არც იცით რომ ტრავმირებული ხართ. 158 00:07:22,153 --> 00:07:24,944 მარტოობა არ არის ერთადერთი ფსიქოლოგიური ჭრილობა, 159 00:07:24,944 --> 00:07:28,412 რომელიც ამახინჯებს ჩვენს აღქმას და სწორი გზიდან გადავყავართ. 160 00:07:28,412 --> 00:07:31,818 წარუმატებლობაც ზუსტად ამას აკეთებს. 161 00:07:31,818 --> 00:07:34,000 ერთხელ ვეწვიე მზრუნველობის ცენტრს 162 00:07:34,000 --> 00:07:39,204 სადაც ვნახე ერთნაირი სათამაშოებით მოთამაშე სამი ბავშვი. 163 00:07:39,204 --> 00:07:43,904 უნდა გაგეწია წითელი ღილაკი და იქიდან ამოხტებოდა საყვარელი ძაღლუკა. 164 00:07:43,905 --> 00:07:48,555 გოგონამ ჯერ სცადა იისფერი ღილაკის გამოწევა, მერე დაჭერა 165 00:07:48,555 --> 00:07:52,917 რის შემდეგაც უკან გადგა და ყუთს დაუწყო ყურება მოცახცახე ტუჩებით. 166 00:07:52,917 --> 00:07:56,104 მის გვერდით მდგომი ბიჭუნა ამას შეესწრო, 167 00:07:56,104 --> 00:08:01,364 და ყუთს არც კი შეხებია ისე მორთო ჩხავილი. 168 00:08:01,364 --> 00:08:04,607 ამასობაში, სხვა გოგონამ ყველაფერი სცადა რაც კი მოაფიქრდა, 169 00:08:04,607 --> 00:08:06,415 მანამ სანამ არ გაწია წითელი ღილაკი, 170 00:08:06,415 --> 00:08:10,532 საყვარელი ძაღლუკა ამოხტა, და გოგონა აწივლდა სიხარულისგან. 171 00:08:10,532 --> 00:08:13,925 მოკლედ, სამი პატარა იდენტური სათამაშოთი, 172 00:08:13,925 --> 00:08:17,957 მაგრამ განსხვავებული რეაქციით წარუმატებლობის მიმართ. 173 00:08:17,957 --> 00:08:22,278 პირველ ორ ბავშვს თავისუფლად შეეძლო წითელ ღილაკის გაცურება. 174 00:08:22,278 --> 00:08:25,590 ერთადერთი რამ, რამაც შეაჩერა ისინი წარმატების მიღწევისაგან 175 00:08:25,590 --> 00:08:29,920 იყო მათი გონება, რომელმაც ისინი დაარწმუნა რომ მათ არ შეეძლოთ. 176 00:08:29,920 --> 00:08:33,970 ზუსტად ასე ხდება ზრდასრულებთანაც ძალიან ხშირად. 177 00:08:33,970 --> 00:08:40,189 ჩვენ გვაქს არასრულყოფილი გრძნობები და რწმენები, რომლებიც თავს იჩენენ მაშინ, 178 00:08:40,189 --> 00:08:43,585 როცა ჩვენ პირისპირ ვხვდებით იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. 179 00:08:43,585 --> 00:08:46,704 იცით როგორ რეაგირებს თვენი გონება წარუმატებლობაზე? 180 00:08:46,704 --> 00:08:48,033 აუცილებლად უნდა იცოდეთ. 181 00:08:48,033 --> 00:08:52,314 რადგან თუ თქვენი გონება გარწმუნებთ, რომ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება 182 00:08:52,314 --> 00:08:53,963 და თქვენ გჯერათ ამის, 183 00:08:53,963 --> 00:08:57,261 მაშინ თქვენ ზუსტად იმ ორი ბავშვივით უძლურად იგრძნობთ თავს 184 00:08:57,261 --> 00:09:00,859 და მალევე შეწყვეტთ ცდას, ან საერთოდ არ ეცდებით. 185 00:09:00,859 --> 00:09:03,967 რის შემდეგაც უფრო დარწმუნდებით, რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ. 186 00:09:03,967 --> 00:09:06,785 ამიტომაც ბევრი ადამიანი ფუნქციონირებს 187 00:09:06,785 --> 00:09:08,865 რეალური შესაძლებლობების ზღვარს ქვემოთ. 188 00:09:08,865 --> 00:09:11,459 როდესღაც ერთმა წარუმატებლობამ 189 00:09:12,149 --> 00:09:16,369 დაარწმუნა ისინი, რომ მათ არ შეუძლიათ წარმატების მიღწევა და მათ ამის სჯერათ. 190 00:09:16,859 --> 00:09:21,586 როცა რაღაცაში ვრწმუნდებით, ძალიან რთულია ამის შეცვლა. 191 00:09:21,966 --> 00:09:26,031 მე ეს მტკივნეული გაკვეთილი, თინეიჯერობის დროს ძმასთან ერთად მივიღე. 192 00:09:26,031 --> 00:09:29,390 ღამე მანქანით მივდიოდით ჩაბნელებულ ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად, 193 00:09:29,390 --> 00:09:31,002 როცა პოლიციის მანქანამ გაგვაჩერა. 194 00:09:31,002 --> 00:09:34,474 ტერიტორიაზე ძარცვა იყო მომხდარი და ეჭვმიტანილს ეძებდნენ. 195 00:09:34,474 --> 00:09:38,397 პოლიციეილი მოუახლოვდა მანქანას და ფანარი მიანათა ჯერ მძღოლს, 196 00:09:38,397 --> 00:09:42,571 შემდეგ წინა სავარძელზე მჯდომ ჩემს ძმას და შემდეგ მე; 197 00:09:42,571 --> 00:09:44,774 მან თვალები ფართოდ დაჭყიტა და მითხრა, 198 00:09:44,774 --> 00:09:46,977 " სად მინახავს შენი სახე?" 199 00:09:46,977 --> 00:09:50,075 (სიცილი) 200 00:09:50,075 --> 00:09:53,796 და მე ვუპასუხე, "წინა სავარძელში" 201 00:09:53,796 --> 00:09:56,307 (სიცილი) 202 00:09:56,307 --> 00:09:58,813 მაგრამ მან ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგო 203 00:09:58,813 --> 00:10:01,307 და იფიქრა რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. 204 00:10:01,307 --> 00:10:02,271 (სიცილი) 205 00:10:02,271 --> 00:10:04,795 მან გადმომათრია მანქანიდან, გამჩხრიკა 206 00:10:04,795 --> 00:10:07,040 და მიმიყვანა თავის მანქანასთან; 207 00:10:07,040 --> 00:10:09,915 მხოლოდ ჩემი სუფთა კრიმინალური ისტორიის გადამოწმების შემდეგ, 208 00:10:09,915 --> 00:10:14,231 შევძელი წინა სავარძელში მჯდომი ჩემი ტყუპისცალი მეჩვენებინა. 209 00:10:14,231 --> 00:10:17,648 მაშინაც კი, როცა გაგვიშვა და დავიძარით, მისი გამომეტყველებიდან ჩანდა, 210 00:10:17,648 --> 00:10:22,654 რომ დარწმუნებული იყო დამნაშავეს უშვებდა. 211 00:10:22,655 --> 00:10:26,669 რთულია შეხედულების შეცვლა, მას შემდეგ რაც რაღაცაში ვრწმუნდებით. 212 00:10:26,669 --> 00:10:31,501 ამიტომ ბუნებრივია იგრძნოთ თავი დემორალიზებულად წარუმატებლობის შემდეგ. 213 00:10:31,501 --> 00:10:35,172 მაგრამ არ უნდა მისცეთ თავს უფლება დარწმუნდეთ, 214 00:10:35,172 --> 00:10:38,832 რომ არ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. თქვენ უნდა ებრძოლოთ უძლურობის გრძნობას. 215 00:10:38,832 --> 00:10:42,393 თქვენ უნდა დაამყაროთ კონტროლი სიტუაციაზე; 216 00:10:42,393 --> 00:10:46,901 და უნდა დაამსხვრიოთ ნეგატიური წრე მანამ, სანამ ის დაიწყება. 217 00:10:47,901 --> 00:10:50,536 ჩვენი გონება და ჩვენი გრძნობები, 218 00:10:50,536 --> 00:10:53,641 ისინი არ არიან ისეთი სანდო მეგობრები, როგორც ჩვენ ადრე მიგვაჩნდა. 219 00:10:53,641 --> 00:10:56,366 ისინი გვანან მერყევი ხასიათის მეგობარს, 220 00:10:56,366 --> 00:11:01,811 რომელსაც შეუძლია იყოს მხარდამჭერი ახლა და უსიამოვნო მეორე წუთს. 221 00:11:01,811 --> 00:11:03,686 ერთხელ მე ვმუშაობდი ქალთან, 222 00:11:03,686 --> 00:11:07,973 რომელიც 20 წლიანი ოჯახური ცხოვრების და უსიამოვნო განქორწინების შემდეგ, 223 00:11:07,973 --> 00:11:10,326 სობოლოოდ, მზად იყო მისი პირველი პაემანისთვის. 224 00:11:10,326 --> 00:11:14,958 მან გაიცნო მამაკაცი ინტერნეტით, რომელიც სასიამოვნო, წარმატებული პიროვნება ჩანდა, 225 00:11:14,958 --> 00:11:18,513 და ყველაზე მნიშვნელოვანი - იგრძნობოდა, რომ მას ძალიან მოსწონდა ეს ქალი. 226 00:11:18,513 --> 00:11:21,654 სწორედ ამიტომ ქალი იყო გახარებული, იყიდა ახალი კაბა, 227 00:11:21,654 --> 00:11:25,667 და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს დასალევად ნიუ იორკის ძვირადღირებულ ბარში. 228 00:11:25,667 --> 00:11:29,238 პაემნის ათი წუთის შემდეგ კაცი წამოდგება და ეუბნება ქალს, 229 00:11:29,238 --> 00:11:33,318 "ჩემთვის საიტერესო არ ხარ", და ტოვებს ბარს. 230 00:11:33,318 --> 00:11:37,572 დაუარება ძალიან მტკივნეულია. 231 00:11:37,572 --> 00:11:42,017 გულნატკენს მოძრაობა არ შეეძლო; მან მხოლოდ მეგობართან დარეკვა შეძლო. 232 00:11:42,017 --> 00:11:46,832 და აი მეგობარმა რა უთხრა: "აბა შენ რას ელოდი? 233 00:11:46,832 --> 00:11:50,222 შენ გაქვს ფართე თეძოები, საინტერესოს არაფერს ამბობ, 234 00:11:50,222 --> 00:11:52,846 და ასეთი მომხიბვლელი, წარმატებული კაცი 235 00:11:52,846 --> 00:11:56,930 რატომ შეხვდება შენნაირ წარუმატებელს?" 236 00:11:56,930 --> 00:12:00,025 შოკისმომგვრელია ხომ, რომ მეგობარი შეიძლება ასეთი სასტიკი იყოს? 237 00:12:00,025 --> 00:12:02,680 მაგრამ ბევრად ნაკლებად შოკისმომგვრელი იქნება, 238 00:12:02,680 --> 00:12:05,557 თუ გეტყვით, რომ ეს არ იყო მეგობარი, რომელმაც ეს თქვა. 239 00:12:05,557 --> 00:12:08,512 ეს იყო ის, რაც ქალმა საკუთარ თავს უთხრა. 240 00:12:08,512 --> 00:12:13,010 ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ვაკეთებთ, განსაკუთრებით დაუარების შემდეგ. 241 00:12:13,010 --> 00:12:16,387 ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ჩვენს ნაკლოვანებებზე და წუნებზე, 242 00:12:16,387 --> 00:12:17,877 წარმოვიგენთ, თუ როგორები 243 00:12:17,877 --> 00:12:19,111 უნდა ვიყოთ, როგორები არა. 244 00:12:19,111 --> 00:12:20,969 ჩვენ ვლანძღავთ საკუთარ თავს, 245 00:12:20,969 --> 00:12:23,529 შეიძლება არა ასე უხეშად, მაგრამ მაინც ვაკეთებთ ამას. 246 00:12:23,529 --> 00:12:28,380 საინტერესოა, რომ ამას ვაკეთებთ მაშინ, როცა ჩვენი თვითშეფასება ისედაც ცუდ დღეშია. 247 00:12:28,380 --> 00:12:31,340 რატომ გვინდა რომ უფრო მეტად დავზიანდეთ? 248 00:12:31,340 --> 00:12:33,981 ჩვენ განზრახ არ გავამწვავებდით ჩვენსავე ფიზიკურ ტრავმას. 249 00:12:33,981 --> 00:12:36,910 მკლავზე ჭრილობის მიღებისას არ გადაწყვეტდი, "ოჰ, მე ვიცი! 250 00:12:36,910 --> 00:12:40,519 ავიღებ დანას და შევხედავ რამდენად ღრმად ჩავალ ჭრილობაში." 251 00:12:40,519 --> 00:12:43,973 თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ ფსიქოლოგიური ტრავმების დროს. 252 00:12:43,973 --> 00:12:47,665 რატომ? უხეირო ემოციური ჰიგიენის გამო. 253 00:12:47,665 --> 00:12:49,435 იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არაა 254 00:12:49,435 --> 00:12:50,927 ჩვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. 255 00:12:50,927 --> 00:12:54,250 კვლევებიდან ვიცით რომ, როცა თქვენი თვითშეფასების უნარი დაბალია, 256 00:12:54,250 --> 00:12:56,933 თქვენ მეტად დაუცველი ხართ სტრესის და შფოთვის მიმართ, 257 00:12:56,933 --> 00:13:00,246 წარუმატებლობა, და დაუარება უფრო მტკივნეულია 258 00:13:00,246 --> 00:13:03,146 და კარგად გახდომას სჭირდება მეტი დრო. 259 00:13:03,146 --> 00:13:06,325 ამიტომ როცა გაუარებენ, პირველი რასაც უნდა აკეთებდეთ 260 00:13:06,325 --> 00:13:12,554 ახალი ძალები შემატოტ თქვენს თვითშეფასებას და არა გაანადგუროთ იგი ბოლომდე. 261 00:13:12,554 --> 00:13:15,459 როცა ემოციურ ტკივილში იმყოფებით 262 00:13:15,459 --> 00:13:21,572 მოექეცით საკუთარ თავს ისე, როგორ ნამდვილი მეგობარი მოგექცეოდათ. 263 00:13:23,122 --> 00:13:27,908 ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ჩვევები, 264 00:13:27,908 --> 00:13:32,228 რომელთაგან ერთ-ერთია რუმინაცია 265 00:13:32,228 --> 00:13:34,989 ანუ, ერთი და იგივეს გონებაში გადაღეჭვა; 266 00:13:34,989 --> 00:13:39,360 მაგ: როცა უფროსი გიყვირებთ, ან პროფესორი სულელად გამოგიყვანთ, 267 00:13:39,360 --> 00:13:41,551 ან ეჩხუბეთ მეგობარს 268 00:13:41,551 --> 00:13:45,968 და დღეების განმავლობაში ამას განუწყვეტლივ ატრიალებთ, 269 00:13:45,968 --> 00:13:47,937 ხანდახან რამოდენიმე კვირაც. 270 00:13:47,937 --> 00:13:53,645 მსგავსი რუმინაციული ქმედება, შეიძლება ჩვევაში გადავიდეს, 271 00:13:53,645 --> 00:13:55,673 და ეს ძვირად დაგიჯდებათ. 272 00:13:55,673 --> 00:13:59,922 დახარჯოთ თქვენი დრო ნეგატიურ ფიქრებზე 273 00:13:59,922 --> 00:14:02,894 ნიშნავს აღმოჩნდეთ შემდეგი რისკის ქვეშ: 274 00:14:03,814 --> 00:14:05,144 კლინიკური დეპრესია, 275 00:14:05,374 --> 00:14:06,096 ალკოჰოლიზმი, 276 00:14:06,216 --> 00:14:08,666 საჭმლის გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები. 277 00:14:08,676 --> 00:14:10,479 ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. 278 00:14:10,679 --> 00:14:16,019 პრობლემა - ხშირად გვეჩვენება, რომ რაღაც ფიქრი განუწყვეტლივ უნდა ვღეჭოთ. 279 00:14:16,019 --> 00:14:18,429 ამიტომ რთულია ამ ჩვევის მოშრება. 280 00:14:18,429 --> 00:14:21,801 მე მაქვს ამის გამოცდილება: ერთი წლის წინ, 281 00:14:21,801 --> 00:14:24,350 მე მქონდა ეს ჩვევა. 282 00:14:24,350 --> 00:14:30,829 ჩემ ძმას დაუდგინეს მესამე სტადიის სიმსივნე 283 00:14:30,829 --> 00:14:33,133 მისი ავადმყოფობა იყო ძალიან აგრესიული 284 00:14:33,133 --> 00:14:36,904 მთელ სხეულზე ეტყობოდა დაავადების კვალი, 285 00:14:36,904 --> 00:14:41,835 ამიტომ მას სასწრაფოდ უნდა დაეწყო ქიმიოთერაპიის კურსი 286 00:14:41,835 --> 00:14:46,497 და მე მუდმივად ვფიქრობდი, თუ როგორ დღეში იყო ის; 287 00:14:46,497 --> 00:14:49,732 ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ იტანჯებოდა; 288 00:14:49,732 --> 00:14:54,332 მიუხედავ იმისა, რომ მას ერთხელაც არ დაუწუწუნია. 289 00:14:54,332 --> 00:14:56,750 მას ჰქონდა ძალიან დადებითი დამოკიდებულება. 290 00:14:56,750 --> 00:15:00,379 მისი ფსიქოლოგიური სიჯანსაღე გასაოცარი იყო. 291 00:15:00,379 --> 00:15:04,518 მე კიდევ ფიზიკურად ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ არა ფსიქოლოგიურად. 292 00:15:04,518 --> 00:15:06,748 თუმცა მე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა. 293 00:15:06,748 --> 00:15:10,910 კვლევების თანახმად, ორი წუთით ყურადღების გადატანაც კი საკმარია, 294 00:15:10,910 --> 00:15:13,968 რომ გავუმკლავდეთ ცდუნებას ვიფიქროთ რაღაც ცუდზე. 295 00:15:13,968 --> 00:15:15,988 ამიტომ ყოველთვის, როცა მქონდა სევდიანი, 296 00:15:15,988 --> 00:15:17,605 გამაღიზიანებელი, ნეგატიური აზრები, 297 00:15:17,605 --> 00:15:22,257 მე ვაიძულე საკუთარ თავს სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. 298 00:15:22,257 --> 00:15:26,603 ერთ კვირაში ჩემი შეხედულებები შეიცვალა 299 00:15:26,603 --> 00:15:30,113 და ის გახდა უფრო პოზიტიური, იმედიანი. 300 00:15:31,569 --> 00:15:35,624 9 კვირიანი ქიმიო-კუსის შემდეგ 301 00:15:35,624 --> 00:15:39,260 ჩვენ მივიღეთ გამოკვლევის შედეგები. 302 00:15:39,260 --> 00:15:42,497 სიმსივნე არსად იყო. 303 00:15:42,497 --> 00:15:45,114 მას კიდევ 3 ქიმიო-კურსი უნდა გაეკეთებინა, 304 00:15:45,114 --> 00:15:47,731 მაგრამ გამოჯანმრთელების იმედები უკვე იყო. 305 00:15:47,731 --> 00:15:51,979 ეს ფოტო ორი კვირის წინაა გადაღებული. 306 00:15:53,759 --> 00:15:56,847 იმოქმედოთ როცა მარტოსულად გრძნობთ თავს, 307 00:15:56,847 --> 00:16:00,225 შეცვალოთ რეაქცია წარუმატებლობაზე, 308 00:16:00,225 --> 00:16:03,157 გაუფრთხილდეთ თქვენს თვითშეფასებას, 309 00:16:03,157 --> 00:16:05,189 ებრძოლოთ ნეგატიურ აზრებს, 310 00:16:05,189 --> 00:16:07,887 თქვენ არა მხოლოდ განკურნავთ ფსიქოლოგიურ ჭრილობებს 311 00:16:07,887 --> 00:16:11,569 არამედ გააძლიერებთ თქვენს ემოციურ მდგრადობას და მეტად გაძლიერდებით. 312 00:16:12,871 --> 00:16:16,794 ასეული წლების წინ ადამიანებმა დაიწყეს პირადი ჰიგიენის დაცვა 313 00:16:16,794 --> 00:16:21,119 და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 50%-ზე მეტით 314 00:16:21,119 --> 00:16:23,577 სულ რამოდენიმე ათწლეულში. 315 00:16:23,577 --> 00:16:27,922 მჯერა, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი ზუსტად ასე გაუმჯობესდება 316 00:16:27,922 --> 00:16:31,569 თუ დავიცავთ ემოციურ ჰიგიენას. 317 00:16:31,569 --> 00:16:33,762 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო 318 00:16:33,762 --> 00:16:37,088 სადაც ყველა ფსიქოლოგიურად უფრო ჯანმრთელია? 319 00:16:37,088 --> 00:16:40,383 სადაც ნაკლებადაა მარტოობა და დეპრესია? 320 00:16:40,383 --> 00:16:43,224 სადაც იციან თუ როგორ გადაილახოს წარუმატებლობა? 321 00:16:43,224 --> 00:16:46,274 სადაც ყველა თავს გრძნობს უკეთ, უფრო ენერგიულად? 322 00:16:46,274 --> 00:16:49,520 სადაც თავს გრძნობენ მეტად ბედნიერად, რეალიზებულად? 323 00:16:49,520 --> 00:16:53,833 მე შემიძლია, რადგან მე ასეთ სამყაროში მსურს ცხოვრება, 324 00:16:53,833 --> 00:16:58,419 და სწორედ ასეთ სამყაროში უნდა ცხოვრება ჩემს ძმას. 325 00:16:58,419 --> 00:17:02,500 თუ ეს მხოლოდ ახლა გაიგეთ და შეძლებთ შეცვალოთ რამოდენიმე ჩვევა, 326 00:17:02,500 --> 00:17:06,382 ეს იქნება სამყარო სადაც ჩვენ ყველანი შევძლებთ ცხოვრებას. 327 00:17:06,382 --> 00:17:08,294 დიდი მადლობა. 328 00:17:08,294 --> 00:17:11,267 (აპლოდისმენტი)