-
გვთხოვენ სიის შედგენას
ყველაზე პატარიდან დიდისაკენ.
-
მაშ ასე, თითოეული ეს რაოდენობა...
-
...ეს გამოსახულები მოდულის ნიშნის ქვეშ წერია.
-
მოდით, გავიხსენოთ:
-
მოდული ნიშნავს მანძილს ნულიდან.
-
ან, თუ მეორენაირად განვსაზღვრავთ,
-
თუ მოდულის ნიშნის ქვეშ მოთავსებულია
უარყოფითი რიცხვი, ის დადებითი გახდება.
-
თუ ის უკვე დადებითია,
ის დადებითი რჩება.
-
მოდით, დავფიქრდეთ ამ რიცხვებზე.
-
პირველი არის ხუთის მოდული.
-
რა მანძილია ნულიდან ხუთამდე?
-
ნულიდან ხუთი ერთეულის დაშორებითაა.
ამგვარად, იგი ხუთის ტოლია.
-
რიცხვით ღერძს დავხაზავ
და უფრო თვალსაჩინო გახდება.
-
ნული აქ არის, ხუთი კი-აქ.
-
ეს მანძილი ხუთის ტოლია.
-
ანუ, ხუთის მოდული ხუთია.
-
ახლა კი შემდეგი რიცხვი,
რომლის გამოანგარიშებასაც გვთხოვენ,
-
არის ცხრას გამოკლებული
შვიდი მოდულში.
-
ეს იგივეა, რაც ორის მოდული.
-
ცხრას გამოვაკლოთ შვიდი არის ორი.
-
კიდევ ერთხელ, ორი უბრალოდ ორი
ერთეულით არის დაშორებული ნულიდან.
-
ანუ, ორია.
-
თუ დადებითი სიდიდე გაქვს
მოდულის ნიშნის ქვეშ,
-
მაშინ ის, უბრალოდ,
საკუთარ თავს უდრის.
-
ორის მოდული არის ორი.
-
შემდეგ გვაქვს ხუთს
გამოკლებული 15 მოდულში.
-
ხუთს გამოკლებული 15-ის მოდული.
-
მივიღებთ: ხუთს გამოკლებული
15 არის უარყოფითი 10.
-
ეს იგივეა, რაც
უარყოფითი 10-ის მოდული.
-
ახლა ამ საკითხის გადაწყვეტის
ორი ხერხი არსებობს.
-
თუ მოდულის შიგნით არის უარყოფითი რიცხვი,
-
ის გახდება მისი დადებითი ვერსია.
-
ის უბრალოდ გახდება 10.
-
გადაწყვეტის მეორე გზა არის,
თუ გაქვს უარყოფითი 10,
-
უნდა მონიშნო რომელიმე
ადგილას უარყოფითი 10.
-
რიცხვითი ღერძის გადიდება დაგვჭირდება.
-
ის ნულიდან 10 ერთეულის დაშორებითაა.
-
აი, რას გვეუბნება მოდული.
-
შემდეგ გვაქვს ნულის მოდული.
-
ნული არის ნული ერთეულის
დაშორებით რიცხვით წრფეზე.
-
ნულის მოდული ნულია.
-
ის უბრალოდ ნულია. აი, აქ არის.
-
მას არ აქვს მანძილი.
-
და ბოლოს, გვაქვს
უარყოფითი სამის მოდული.
-
ის არის ნულიდან სამი
ერთეულით მარცხნივ.
-
ან შეგიძლია გაიაზრო, რომ ის
თავიდან მოიშორებს უარყოფით ნიშანს.
-
ამგვარად, სამის ტოლია.
-
ახლა კი ყველა მათგანი გამოვსახოთ
მარტივი მთელი რიცხვებით.
-
მოდით, დავალაგოთ
ისინი პატარადან დიდისკენ.
-
ამ მოდულებიდან რომელია
ყველაზე პატარა?
-
ეს არის ყველაზე პატარა - ნულის მოდული.
-
დავწეროთ ნულის მოდული.
-
რომელია შემდეგი ყველაზე პატარა?
-
შემდეგი იქნება ორიანი.
-
აი, ეს.
-
მისი თავდაპირველი გამოსახულება
იყო ცხრას მინუს შვიდი მოდულში.
-
ცხრას მინუს შვიდის მოდული.
-
და რომელია შემდეგი ყველაზე პატარა?
-
ჩვენ გვაქვს სამი,
შემდეგ ხუთი და ათი.
-
სამიანი იქნება შემდეგი ყველაზე პატარა.
-
მისი თავდაპირველი გამოსახულება
იყო უარყოფითი სამი.
-
შემდეგი იქნება ხუთიანი,
-
რომელიც უბრალოდ ხუთის მოდულია.
-
და ბოლოს გვაქვს 10,
-
რომელიც ხუთს მინუს 15-ის მოდული იყო.
-
და დავასრულეთ ამოხსნა.