-
გასართობი აქტივობა / რეალური ცხოვრების
ალგორითმები: ქაღალდის თვითმფრინავი
-
გაკვეთის ჰქვია რეალური ცხოვრების ალგორითმები.
-
ალგორითმები აღწერს იმას, რასაც ადამიანები
ყოველ დღე აკეთებენ. ნამცხვრის რეცეპტებს,
-
ჩიტის სახლის აშენების ინსტრუქცებს, ა.შ.
დღეს ჩვენ ავაგებთ,
-
შევქმნით და გამოვიყენებთ ქაღალდის თვითმფრინავის
ალგორითმს. პირველ რიგში, ეს დიდი
-
პროექტი პატარა, მარტივ ნაწილებად დავშალოთ.
ქაღალდის თვითმფრინავის ასაგებად უნდა მოვიფიქროთ,
-
რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რა თანმიმდევრობით.
ალგორითმის შექმნას ჯერ სურათების ამოჭრით
-
დავიწყებთ. შემდეგ აირჩევთ იმ 6
სურათს, რომელიც ჩვენთვის საჭირო ნაბიჯებს
-
ასახავს და ამ სურათებს სწორი თანმიმდევრობით
დაალაგებთ. ყველაფერს თავს რომ
-
მოუყრით, თქვენს ალგორითმს სხვა
მოსწავლეს მისცემთ, რომელიც მას
-
გამოსცდის და შეამოწმებს. კარგი ალგორითმი
ძალიან მნიშვნელოვანია კარგი
-
თვითმფრინავის შესაქმნელად.
-
შოკოლადის გაკეთება რომ გვინდა,
რამდენიმე დიდი ნაბიჯი
-
უნდა გავიაროთ. თითოეულ ნაბიჯში კიდევ
უფრო პატარა ნაბიჯებია. არსებობს
-
სხვადასხვა რეცეპტები, ანუ, ალგორითმები,
გააჩნია, როგორი შოკოლადის გაკეთება
-
გინდათ. თითოეული ნაბიჯი, პატარაც კი,
მნიშვნელოვანია. ერთი ნაბიჯის ჩაგდებაც კი
-
საკმარისია, რომ ყველაფერი ჩაიშალოს. მნიშვნელოვანია,
თქვენი ალგორითმი სხვამაც გაიგოს.
-
ამიტომ, ყოველი ნაბიჯი უნდა ჩაიწეროს,
რომ სწორი შედეგი მივიღოთ.