გასართობი აქტივობა / რეალური ცხოვრების ალგორითმები: ქაღალდის თვითმფრინავი გაკვეთის ჰქვია რეალური ცხოვრების ალგორითმები. ალგორითმები აღწერს იმას, რასაც ადამიანები ყოველ დღე აკეთებენ. ნამცხვრის რეცეპტებს, ჩიტის სახლის აშენების ინსტრუქცებს, ა.შ. დღეს ჩვენ ავაგებთ, შევქმნით და გამოვიყენებთ ქაღალდის თვითმფრინავის ალგორითმს. პირველ რიგში, ეს დიდი პროექტი პატარა, მარტივ ნაწილებად დავშალოთ. ქაღალდის თვითმფრინავის ასაგებად უნდა მოვიფიქროთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რა თანმიმდევრობით. ალგორითმის შექმნას ჯერ სურათების ამოჭრით დავიწყებთ. შემდეგ აირჩევთ იმ 6 სურათს, რომელიც ჩვენთვის საჭირო ნაბიჯებს ასახავს და ამ სურათებს სწორი თანმიმდევრობით დაალაგებთ. ყველაფერს თავს რომ მოუყრით, თქვენს ალგორითმს სხვა მოსწავლეს მისცემთ, რომელიც მას გამოსცდის და შეამოწმებს. კარგი ალგორითმი ძალიან მნიშვნელოვანია კარგი თვითმფრინავის შესაქმნელად. შოკოლადის გაკეთება რომ გვინდა, რამდენიმე დიდი ნაბიჯი უნდა გავიაროთ. თითოეულ ნაბიჯში კიდევ უფრო პატარა ნაბიჯებია. არსებობს სხვადასხვა რეცეპტები, ანუ, ალგორითმები, გააჩნია, როგორი შოკოლადის გაკეთება გინდათ. თითოეული ნაბიჯი, პატარაც კი, მნიშვნელოვანია. ერთი ნაბიჯის ჩაგდებაც კი საკმარისია, რომ ყველაფერი ჩაიშალოს. მნიშვნელოვანია, თქვენი ალგორითმი სხვამაც გაიგოს. ამიტომ, ყოველი ნაბიჯი უნდა ჩაიწეროს, რომ სწორი შედეგი მივიღოთ.