-
რა იწვევს, მაგალითად,
ჰეროინზე დამოკიდებულებას?
-
სულელური კითხვაა, არა?
-
ცხადია, ყველამ ვიცით,
-
ჰეროინზე დამოკიდებულებას იწვევს ჰეროინი.
-
ეს ასე ხდება:
-
თუ 20 დღის განმავლობაში გამოიყენებთ
ჰეროინს, 21-ე დღეს თქვენს სხეულს
-
მძაფრი ფიზიკური მოთხოვნილება
გაუჩნდება წამლის მიმართ,
-
რადგან წამალში ქიმიური "ანკესებია".
-
დამოკიდებულება სწორედ ესაა.
-
მაგრამ უნდა აღინიშნოს,
-
რომ თითქმის ყველაფერი, რაც
დამოკიდებულებაზე ვიცით, არასწორია.
-
მაგალითად, თუ მოიტეხავთ
ბარძაყს, წაგიყვანენ საავადმყოფოში
-
და დაგინიშნავენ დიდი რაოდენობით
დიამორფინს, რამდენიმე კვირით ან თვით.
-
დიამორფინი ჰეროინია.
-
ის გაცილებით ძლიერია ნებისმიერ
ჰეროინზე რომელიც ქუჩაში იშოვება,
-
რადგან ის დამატებითი ნაერთებით
დაბინძურებული არაა დილერების მიერ.
-
თქვენს გარშემო მრავალ ადამიანს ახლა
-
საავადმყოფოებში დიდი რაოდენობით
ხარისხიან ჰეროინს აწვდიან.
-
მაშინ ნაწილი მაინც უნდა
ხდებოდეს დამოკიდებული.
-
მაგრამ ეს ასე არ ხდება, მერწმუნეთ,
ეს საკითხი დეტალურადაა შესწავლილი.
-
თქვენი ბებია არ გახდება ნარკომანი
ბარძაყზე მკურნალობის გამო.
-
რატომ ხდება ასე?
-
აქ შემოდის დამოკიდებულების
თანამედროვე თეორია, რომელიც ნაწილობრივ
-
მე-20 საუკუნეში
ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგია.
-
ექსპერიმენტი უბრალოა:
-
ვათავსებთ ვირთხას
გალიაში, რომელშიც ორი ბოთლია.
-
ერთში უბრალოდ წყალია, მეორეში
კი წყალში გაზავებული ჰეროინი ან კოკაინი.
-
ამ ექსპერიმენტისას თითქმის ყოველთვის
-
ვირთხა ნარკოტიკიან
წყალზე დამოკიდებული გახდება
-
და მუდმივად დაუბრუნდება
ამ ბოთლს, სანამ არ მოკვდება.
-
1970 წელს, ბრუს
ალექსანდერმა, ფსიქოლოგიის პროფესორმა,
-
ექსპერიმენტში ერთი უცნაურობა შენიშნა:
-
ვირთხა გალიაში მარტოა, მას
წამლისა და წყლის გარდა არაფერი გააჩნია.
-
ის დაინტერესდა თუ რა მოხდებოდა
ექსპერიმენტის ოდნავი ცვლილებით.
-
მან ააგო პარკი ვირთხებისთვის,
რომელიც ვირთხების სამოთხეს წარმოადგენს.
-
ეს არის კეთილმოწყობილი გალია,
ფერადი ბურთულებით, სოროებით,
-
მრავალი მეგობარი ვირთხით
რომელთანაც თამაში და სექსი შეიძლება -
-
ფაქტობრივად ყველაფერი რაც ვირთახს სურს.
-
გალიაში ასევე იყო წამლიანი
და უწამლო წყლიანი ბოთლები.
-
მოხდა საინტერესო რამ:
-
ვირთხების პარკში ვირთხები
თითქმის არ იღებდნენ წამლიან წყალს,
-
რეგულარულად - თითქმის არცერთი და
აბსოლუტურად არცერთს არ მიუღია ჭარბი დოზა.
-
შანსია ეს მხოლოდ
ვირთხებს ახასიათებდეთ, არა?
-
საბედნიეროდ მსგავსი ექსპერიმენტი
ადამიანებისთვისაც ჩატარდა:
-
ვიეტნამის ომი.
-
ამერიკელი ჯარისკაცების 20%
ვიეტნამში ჰეროინს იყენებდა.
-
სახლში ნათესავები ნერვიულობდნენ,
-
მათ ეშინოდათ, რომ
ომის შემდეგ ამერიკის ქუჩებში
-
ასი ათასობით ნარკომანი იქნებოდა.
-
სამხედროები დაბრუნებისასაც შეისწავლეს
და საოცარი შედეგი აღმოაჩინეს:
-
ჯარისკაცები სარეაბილიტაციო ცენტრებში
არ წასულან, არც უმკურნალიათ,
-
95%-მა დაბრუნების შემდეგ
უბრალოდ შეწყვიტა წამლის მოხმარება.
-
დამოკიდებულების ძველი თეორიით,
ეს სრულიად ალოგიკური გამოდის.
-
მაგრამ თუ გწამთ პროფესორი ალექსანდერის
თეორიის, ეს საკმაოდ ლოგიკურია,
-
რადგან უცხო ქვეყნის საშინელ ჯუნგლებში,
-
სადაც არ გსურთ ყოფნა და ან უნდა
მოკლათ ან მოკვდეთ ნებისმიერ მომენტში,
-
ჰეროინის მიღება საკმაოდ
კარგი გზაა დროის გასატარებლად.
-
მაგრამ თუ დაბრუნდებით საკუთარ
სახლში, მეგობრებსა და ნათესავებთან,
-
ეს პირველი გალიიდან
ამოყვანისა და ადამიანურ
-
"ვირთხების პარკში" ჩასმის ანალოგია.
-
ქიმია არაფერ შუაშია, მთავარია გალია.
-
დამოკიდებულებაზე სხვაგვარად უნდა ვიფიქროთ.
-
ადამიანებს კავშირის
დამყარების შინაგანი საჭიროება აქვთ.
-
როცა გვიხარია, ჯანმრთელი ვართ,
ვუკავშირდებით ხალხს ჩვენს გარშემო.
-
როცა ეს არ შეგვიძლია,
-
ტრავმების, იზოლირების,
ცხოვრებისეული სირთულეების გამო,
-
კავშირს ვამყარებთ
რაღაცასთან, რაც შვებას გვგვრის.
-
შეიძლება ეს სულ სმარტფონის შემოწმება იყოს,
-
ან, პორნოგრაფია, კომპიუტერული თამაშები,
reddit, აზარტული თამაშები ან კოკაინი.
-
მაგრამ კავშირს რამესთან
დავამყარებთ, რადგან ეს ადამიანური ბუნებაა.
-
არაჯანსაღი კავშირებისგან თავის
დასაღწევად ჯანსაღი კავშირებია საჭირო
-
კავშირი ხალხთან,
ვისთან ერთად ყოფნაც გვსურს.
-
დამოკიდებულება მხოლოდ
ერთი სიმპტომია კავშირის გაწყვეტის,
-
რომელიც ჩვენს გარშემოა.
-
ამას ყველა ვგრძნობთ.
-
1950-იანი წლებიდან ამერიკელის მეგობრების
საშუალო რაოდენობა მუდმივად იკლებს.
-
ამავდროულად, საცხოვრებელი
ფართი მუდმივად იზრდება.
-
მეგობრებს საცხოვრებელ
ფართს ამჯობინებენ, ნივთებს - კავშირს.
-
ომმა, რომელიც წამლების
წინააღმდეგ უკვე საუკუნეზე მეტია
-
მიმდინარეობს, ყველაფერი გააუარესა.
-
ხალხის დახმარებისა და
ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად,
-
ასეთი ხალხი საზოგადოებიდან გავრიყეთ,
-
მათთვის გავართულეთ სტაბილური
ცხოვრების მიღწევა და სამსახურის შოვნა,
-
ვართმევთ დახმარებასა და სარგებელს
თუ დავიჭირეთ წამლის გამოყენებაში,
-
ვსვამთ ციხეში, რაც
ფაქტობრივად გალიას წარმოადგენს.
-
ხალხს, რომელიც რთულ ვითარებაშია,
-
ვათავსებთ სიტუაციაში, რომელიც მათ უარესად
ხდის და ვკიცხავთ გამოუსწორებლობის გამო.
-
დიდი ხნია დამოკიდებულებისგან მხოლოდ
ინდივიდუალურ რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ.
-
საჭიროა სოციალურ
რეაბილიტაციაზეც ვისაუბროთ,
-
რადგან ჩვენ, როგორც ჯგუფს, რაღაც გვეშლება.
-
უნდა ავაშენოთ საზოგადოება, რომელიც
უფრო ემსგავსება ვირთხების პარკს
-
და ნაკლებად ემსგავსება იზოლირებულ გალიას.
-
უნდა შევცვალოთ ჩვენი
ცხოვრების არაბუნებრივი წესი
-
და ხელახლა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი.
-
დამოკიდებულების საპირისპირო
არა სიფხიზლე, არამედ კავშირია.
-
ეს ვიდეო შექმნილია
ჯონან ჰარისთან კოლაბორაციით,
-
რომელიც ავტორია წიგნისა
"ყვირილის დევნა: წამალზე ომის
-
პირველი და უკანასკნელი დღე".
-
მოხარული ვართ ამ სათქმელის
გავრცელებაში მისი დახმარების გამო.
-
გირჩევთ წაიკითხოთ მისი წიგნი.
-
ჩვენი ვიდეოები Patreon.com-ზე თქვენი
მხარდაჭერის მეშვეობითაა შექმნილი.
-
თუ გსურთ დაგვეხმაროთ მეტი ვიდეოს
გაკეთებაში, დავაფასებთ თქვენს მხარდაჭერას.
-
ამ ვიდეოს ინტერაქტიული
ვერსია მეგობრებთან ერთად შევქმენით.
-
ბმული იხილეთ დახასიათებაში.