-
Not Synced
[სტენფორდის უნივერსიტეტი www.stanford.edu]
-
Not Synced
დიქტორი: პროგრამას წარმოგიდგენთ სტენფორდის უნივერსიტეტი. გთხოვთ გვეწვიოთ stanford.edu
-
Not Synced
[აპლოდისმენტები]
-
Not Synced
სტივ ჯობსი: დიდი მადლობა.
-
Not Synced
[სტივ ჯობსი - Apple-ს და Pixar-ს აღმასრულებელი დირექტორი]
-
Not Synced
ჯობსი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები დღეს თქვენთან ერთად. მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე.
-
Not Synced
[ოვაციები]
-
Not Synced
სიმართლე უნდა გითხრათ, მე არასოდეს დამიმთავრებია კოლეჯი და არასოდეს არ ვყოფილვარ ასე ახლოს კოლეჯის გამოსაშვებ ცერემონიასთან.
-
Not Synced
[სიცილი]
-
Not Synced
დღეს, მე მინდა მოგიყვეთ 3 ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის: მხოლოდ 3 ამბავი.
-
Not Synced
პირველი ამბავი ეხება წერტილების დაკავშირებას.
-
Not Synced
სწავლის დაწყებიდან 6 თვეში, მე გამრიცხეს Reed-ის კოლეჯიდან, მაგრამ მაინც დავდიოდი მომდევნო 18 თვის განმავლობაში ლექციებზე, სანამ საერთოდ არ დავანებე.
-
Not Synced
ჰოდა, თუ რატომ გამომაგდეს?
-
Not Synced
ყველაფერი დაიწყო სანამ მე გავჩნდებოდი.
-
Not Synced
ჩემი ბიოლოგიური დედა იყო ახალგაზრდა, გაუთხოვარი კურსდამთავრებული, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი გაშვილება.
-
Not Synced
ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მე უნდა გავეშვილებინე უმაღლესი განათლების მქონე ოჯახში.
-
Not Synced
ასე რომ ჩემთვის ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული - დაბადებისთანავე მიშვილებდა იურისტი და მისი მეუღლე.
-
Not Synced
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს რომ სინამდვილეში სურდათ გოგო.
-
Not Synced
ასე რომ ჩემს პოტენციურ მშობლებთან, შუა ღამეს გაისმა ზარი, შეკითხვით:
-
Not Synced
"მოულოდნელად ჩვენ გვყავს ბიჭი, აიყვანთ მას"? მათ უპასუხეს: "რათქმაუნდა"
-
Not Synced
მოგვიანებით ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გაარკვია, რომ დედაჩემს არასოდეს დაუმთავრებია კოლეჯი და მამაჩემს არასოდეს დაუმთავრებია საშუალო სკოლა.
-
Not Synced
მან უარი განაცხადა ხელი მოეწერა საბოლოო გაშვილების დოკუმენტზე.
-
Not Synced
მან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გადაიფიქრა, როდესაც ჩემმა მშობლებმა პირობა დაუდეს, რომ მე ვისწავლიდი კოლეჯში. ასეთი იყო ჩემი ცხოვრების დასაწყისი.
-
Not Synced
და 17 წლის შემდეგ მოვხვდი კოლეჯში. მაგრამ მე გულუბრყვილოდ ავირჩიე კოლეჯი, რომელიც თითქმის ისეთივე ძვირადღირებული იყო როგორც სტენფორდი
-
Not Synced
და ჩემი საშუალო შემოსავლის მქონე მშობლების მთელი დანაზოგი დაიხარჯა ჩემს კოლეჯში სწავლაზე
-
Not Synced
6 თვის შემდეგ, მე ვერ დავინახე ამაში რაიმე ღირებული.
-
Not Synced
წარმოდგენა არ მქონდა, რა მინდოდა ცხოვრებაში და როგორ მომეხმარებოდა კოლეჯი ამის გარკვევაში
-
Not Synced
მე ხომ კოლეჯზე ვხარჯავდი ჩემი მშობლების მთელი ცხოვრების დანაზოგს.
-
Not Synced
ამიტომ გადავწყვიტე, დავანებო სწავლას თავი და დავიჯერო რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
-
Not Synced
მაშინ ეს საკმაოდ საშიშად მეჩვენებოდა, მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედიდან, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ოდესმე მიმიღია.
-
Not Synced
[სიცილი]
-
Not Synced
როგორც კი სავალდებულო საგნების სწავლას, რომლებიც არ მაინტერესებდა, თავი დავანებე,
-
Not Synced
დავიწყე იმ საგნების სწავლა, რომლებიც უფრო მაინტერესებდა.
-
Not Synced
ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. მე არ მქონდა ოთახი საერთო საცხოვრებელში, ამიტომ იატაკეზე მეძინა მეგობრის ოთახში. კოკა-კოლის ბოთლებს ვაბერებდი 5 ცენტად, რომ საჭმელი მეყიდა.
-
Not Synced
ყოველ კვირა საღამოს 7 მილს გავდიოდი ქალაქში ფეხით, რათა კარგი ვახშამი მეჭამა ჰარე კრიშნას ტაძარში.
-
Not Synced
ძალიან მომწონდა
-
Not Synced
ბევრი რამ, რასთანაც მიმიყვანდა ჩემი ცნობისმოყვარეობა და ინტუიცია, შემდეგ ფასდაუდებელი აღმოჩნდებოდა.
-
Not Synced
ნება მომეცით ერთი მაგალითი გითხრათ:
-
Not Synced
რიდის კოლეჯი იმ დროს სთავაზობდა, კალიგრაფიის ალბათ საუკეთესო გაკვეთილებს ქვეყანაში.
-
Not Synced
მთელ კამპუსში ყოველი პოსტერი, ყოველი აბრა ყოველი ნახატი, ლამაზი ხელწერით იყო შესრულებული.
-
Not Synced
იმის გამო, რომ გამრიცხეს და არ მევალებოდა სავალდებულო ლქციებზე სიარული, გადავწყვიტე კალიგრაფიის კურსი გამევლო, რათა მესწავლა ამის კეთება.
-
Not Synced
მე გავიგე serif და sans serif ფონტებზე, ასოების სხვადასხვა კომბინაციებს შორის რა მანძილი უნდა იყოს.
-
Not Synced
რატომ არის კარგი ტიპოგრაფია, კარგი.
-
Not Synced
ეს იყო ისეთი ლამაზი, ისტორიული და დახვეწილი, რომ მეცნიერება ვერ მოიცავდა მას, და მე მოხიბლული ვიყავი ამით.
-
Not Synced
არ მქონდა იმედი, რომ აქედან რამე გამომადგებოდა ცხოვრებაში.
-
Not Synced
მაგრამ ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვქმნიდით მაკინტოშის პირველ კომპიუტერს, ამ ყველაფერმა შეიძინა მნიშვნელობა.
-
Not Synced
და ეს ყველაფერი Mac-ში გავაკეთეთ. ეს იყო პირველი კომპიუტერი ლამაზი ტიპოგრაფიით.
-
Not Synced
თუ კოლეჯში ამ ერთადერთ კურსზე არ ჩავეწერებოდი,
-
Not Synced
Mac-ს არასდროს ექნებოდა სხვადასხვა სახის ან პროპორციულად დაშორებული ფონტები.
-
Not Synced
და ვინაიდან Windows-მა უბრალოდ გადმოაკოპირა Mac-სგან, სავარაუდოდ, არცერთ პერსონალურ კომპიუტერს არ ექნებობდა ეს.
-
Not Synced
[სიცილი და აპლოდისმენტები]
-
Not Synced
თუ მე არ გამრიცხავდნენ, არ ჩავეწერებოდი ამ კალიგრაფიის კურსზე,
-
Not Synced
და პერსონალურ კომპიუტერებს შეიძლება არ ჰქონოდათ ის შესანიშნავი ტიპოგრაფია, რაც აქვთ.
-
Not Synced
რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ამის წინასწარმეტყველება, როდესაც კოლეჯში ვიყავი.
-
Not Synced
მაგრამ ეს ძალიან, ძალიან მკაფიოდ ჩანდა ათი წლის შემდეგ, წარსულს რომ ვუყურებდი.
-
Not Synced
ხაზს ვუსვავ, ასეთ რამეებს ვერ განჭვრიტავ მომავალში. მათი დანახვა მხოლოდ წარსულში ყურებით შეიძლება.
-
Not Synced
ასე, რომ თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ წერტილები რაღაცნაირად დააკავშირდება ერთმანეთთან თქვენს მომავალში.
-
Not Synced
თქვენ უნდა გჯეროდეთ, რამესი - უნარის, ბედის, ცხოვრების, კარმის, რამესი.
-
Not Synced
რადგან იმის რწმენა, რომ დროთა განმავლოავში წერტილები დაკავშირდება, მოგცემთ თავდაჯერებულობას მიჰყვეთ თქვენს ოცნებას.
-
Not Synced
მაშინაც კი, როდესაც თქვენ უხვევთ გაკაფული გზიდან, ამით მოახდენთ ცვლილებას.
-
Not Synced
ჩემი მეორე ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა.
-
Not Synced
გამიმართლა - ადრევე ვიპოვე ის, რისი კეთებაც მიყვარდა.
-
Not Synced
ვოზმა და მე დავაფუძნეთ Apple ჩემი მშობლების ავტოფარეხში, როდესაც 20-ის ვიყავით.
-
Not Synced
ბევრს ვმუშაობდით, და 10 წელიწადში Apple გადაიზრდა, ავტოფარეხში მომუშავე ორი კაციდან, $ 2 მილიარდიან კომპანიაში, 4000-ზე მეტი თანამშრომლით.
-
Not Synced
ჩვენი პირველი ქმნილება "მაკინტოშის" გამოშვებიდან ერთ წელიწადში, მე გავხდი 30-ის
-
Not Synced
და შემდეგ სანმსახურიდან გამიშვეს.
-
Not Synced
როგორ შეიძლება გაგიშვან კომპანიიდან რომელიც შენ დაარსე?
-
Not Synced
ნუ, Apple რომ გაიზარდა ავიყვანეთ ადამიანი, რომელიც მეგონა, იყო ძალიან ნიჭიერი, რომ ერთად გვემართა კომპანია
-
Not Synced
და სადღაც ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა.
-
Not Synced
მაგრამ შემდეგ ჩვენი მომავლის ხედვები გაიყო და საბოლოო ჯამში ჩვენს შორის მოხდა განხეთქილება.
-
Not Synced
როდესაც ეს მოხდა, დირექტორთა საბჭომ მისი მხარი დაიჭირა.
-
Not Synced
და ასე რომ 30 წლის ასაკში გარეთ აღმოვჩნდი. გამოგდებული ყველას დასანახად
-
Not Synced
ყველაფერი რაც ჩემი ზრდასრული ცხოვრების მიზანი იყო გაქრა, ეს დამანგრეველი იყო.
-
Not Synced
რამდენიმე თვის განმავლობაში არც კი ვიცოდი რა მექნა.
-
Not Synced
ვგრძნობდი თითქოს, წინა თაობის მეწარმეებს იმედი გავუცრუე - და თითქოს ხელიდან გამივარდა ჯოხი, რომელიც ესტაფეტით გადმომცეს.
-
Not Synced
მე შევხვდი David Packard-ს და Bob Noyce-ს და ვცდილობდი ბოდიში მომეხადა რომ ასე ძლიერად ჩავფლავდი.
-
Not Synced
ეს მეტისმეტად საჯარო მარცხი იყო, და იმაზეც ვფიქრობდი, რომ Silicon Valley-დან გაქცეულვიყავი.
-
Not Synced
მაგრამ ნელ ნელა ღაღაცა ნათდებოდა ჩემში - მე მაინც მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი.
-
Not Synced
Apple-ში მოვლენების ცვლილებამ, ოდნავაც არ შეცვალა ჩემში რამე. მე უკვე უარყო, მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვიყავი. მე უარყოფილი ვიყავი, მაგრამ მე მაინც ვუყვარდი ხალხს.
-
Not Synced
და მე გადავწყვიტე, თავიდან დამეწყო.
-
Not Synced
მაშინ ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა Apple-იდან განთავისუფლება იყო საუკეთესო რამ რაც კი შეიძლება დამმართნოდა.
-
Not Synced
წარმატების შეგრძნების სიმძიმე, შეიცვალა ახალბედათ ყოფნის სიმსუბუქით, როდესაც ნაკლებად დარწმუნებული ხარ ყველაფერში.
-
Not Synced
ამან თავისუფლება მომცა, ჩემი ცვოვრების ყველაზე შემოქმედებითი პერიოდის დასწყებათ.
-
Not Synced
შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, მე დავაფუძნე კომპანია NeXT, და სხვა კომპანია სახელად Pixar,
-
Not Synced
და შემიყვარდა არაჩვეულებრივი ქალბატონი რომელიც გახდა ჩემი მეუღლე.
-
Not Synced
Pixar-მა შექმნა მსოფლიოში პირველი კომპიუტერული ანიმაცია, სათამაშოთა ისტორია, და ეხლა ის არის ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდია მსოფლიოში.
-
Not Synced
[ტაში და ოვაციები]
-
Not Synced
რიგი შესანიშნავი მოვლენების შედეგად Apple-მა იყიდა NeXT და მე დავბრუნდი Apple-ში
-
Not Synced
და ტექნოლოგია რომელიც ჩვენ განვავითარეთ NeXT-ში არის Apple-ს ამჟამინდელი რენესანსის საფუძველში.
-
Not Synced
და მე და ლორენს, არაჩვეულებრივი ოჯახი გვყავს.
-
Not Synced
დარწმუნებული ვარ, არაფერი ეს არ მოხდებოდა, Apple-დან რომ არ გავეთავისუფლებინე.
-
Not Synced
ამ წამალას საშინელი გემო ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პაციენტს ეს სჭირდებოდა.
-
Not Synced
ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს ჩაგარტყავს.
-
Not Synced
არ დაკარგოთ რწმენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი, რამ რაც გამაძლევინა ის იყო, რომ მიყვარდა რასაც ვაკეთებდი.
-
Not Synced
თქვენ უნდა იპოვოთ ის რაც გიყვართ. და ესივე მართალია თქვენი სამუშაოსთვის, როგორც შეყვარებულის.
-
Not Synced
თქვენი სამუშაო დაიკავებს ცხოვრების დიდ დროს და ერთადერთი გზა ნამდვილად იყო კმაყოფილი, არის იმის კეთება რაც ღირებულ საქმედ მიგაჩნია.
-
Not Synced
და ერთადერთი გზა დიადი საქმის კეთების არის იმის სიყვარულით რასაც აკეთებ.
-
Not Synced
თუ ჯერ არ გიპოვიათ, გააგრძელედ ძებნა და არ მოისვენოთ.
-
Not Synced
როცა იპოვით, გული გიკარნახებთ რომ ის არი.
-
Not Synced
და, როგორც ნებისმიერი კარგი ურთიერთობა, რაც წლები გადის ის მხოლოდ უკეთესი და უკეთესი.
-
Not Synced
გააგრძელეთ ძებნა. არ მოისვენოთ.
-
Not Synced
[აპლოდისმენტები]
-
Not Synced
ჩემი მესამე ისტორია სიკვდილზეა.
-
Not Synced
როდესაც 17-ს ვიყავი, წავიკითხე ციტატა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:
-
Not Synced
"თუ ყოველ დღეს ისე იცხოვრებ, თითქოს ის უკანასკნელია, ოდესმე მართალი აღმოჩნდები."
-
Not Synced
[სიცილი]
-
Not Synced
ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, უკანსკნელი 33 წლის განმავლობაში, ყოველ დილით სარკეში ვიყურები და საკუთარ თავს ვეკითხები:
-
Not Synced
"დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე ყოფილიყო, ვისურვებდი იმის გაკეთებას რასაც ვაპირებ?"
-
Not Synced
და როდესაც კი ბევრ დღეს ზედიზედ პასუხი არი "არა", ვიცი რომ, უნდა შეცვალოს რაღაც.
-
Not Synced
იმის გახსენება, რომ მალე მოვკვდები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც კი ოდესმე მინახავს, ცვოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
-
Not Synced
რადგან თითქმის ყველაფერი - ყველა გარე მოლოდინები, მთელი სიამაყე, მთელი შიში სირცხვილის და წარუმატებლობის -
-
Not Synced
- ეს ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას სიკვდილის წინაშე, და რჩება მხოლოდ ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.
-
Not Synced
იმის გახსენება, რომ მოკვდები არის ყველაზე კარგი გზა რომელიც კი ვიცი, რათა აირიდო ფიქრები იმაზე, თითქოს გაქ დასაკარგი რამე.
-
Not Synced
თქვენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რომ არ მიჰყვეთ თქვენს ოცნებას.
-
Not Synced
დაახლოებით ერთი წლის წინ, მე კიბოს დიაგნოზი დამისვეს.
-
Not Synced
მე მქონდა სკანირების დილით 7:30-ზე და პანკრეასზე სიმსივნე ნათლად ჩანდა.
-
Not Synced
მე არც კი ვიცოდი რა იყო პანკრეასი.
-
Not Synced
ექიმებმა საკმო დარწმუნებით მითხრეს, რომ ეს იყო ისეთი ტიპის კიბოს, რომელიც განუკურნებელი, და რომ არ უნდა მოველოდე 3-დან 6-თვემდე ცხოვრების მეტს არ უნდა მოველდოდე.
-
Not Synced
ჩემი ექიმი მირჩია სახლში წავსულიყავი და დამელაგებინა საქმეებში, რაშიც, პრინციპში სიკვდილისთვის მომზადებას გულისხმობდა.
-
Not Synced
ეს ნიშნავ, შემდეგ რამდენიმე თვეში უთხრა შვილებს ყველფერი, რის თქმასაც ფიქრობდი მოსწრებ 10 წლის განმავლობაში.
-
Not Synced
ეს ნიშნავს, დარწმუნდე, რომ ყველაფერი მოგვარებულია ისე, რომ ეს იქნება მაქსიმაურლად მარტივი ოჯახითვის.
-
Not Synced
ეს ნიშნავს, თქვა ნახვამდის.
-
Not Synced
მთელი დღე გავატარე ამ დიაგნოზით.
-
Not Synced
მოგვიანებით, საღამოს მქონდა ბიოფსია, ყელში ჩამისვეს ენდოსკოპი, კუჭის გავლით, ნაწლავებამდე,
-
Not Synced
ნემსით სიმსივნის რადენიმე უჯრედები აიღეს ჩემი პანკრეასიდან.
-
Not Synced
ნარკოზისქვეშ ვიყავი, მაგრამ ჩემმა მეუღლე, რომელიც იქ იყო, მითხრა, რომ როცა მიკროსკოპის ქვეშ დაათვალიერეს უჯრედები, ექიმები ტირილი დაიწყეს,
-
Not Synced
იმიტომ, რომ ეს აღმოჩნდა ძალიან იშვიათი ფორმა პანკრეასის კიბოსი, რომელიც იკურნება ოპერაციით.
-
Not Synced
მქონდა ოპერაცია და საბედნიეროდ, ეხლა კარგად ვარ.
-
Not Synced
[აპლოდისმენტები]
-
Not Synced
სიკვდილთან ყველაზე ახლო მაშინ ვიყავი და ვიმედოვნებ, მასეც დარჩება, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.
-
Not Synced
ეს რომ მაქ გადატანილი, შემიძლია ახლა გითხრათ, ოდნავ მეტი დარწმუნებით, ვიდრე მაშინ როცა სიკვიდლი იყო სასარგებლო, მაგრამ მხოლოდ ინტელექტუალური კონცეპტი:
-
Not Synced
სიკვდილი არავის სურს. ის ადამიანებიც, რომელთაც სურთ სამოთხეში მოხვედრა არ უნდათ სიკვდილი, რათა იქ მოხვდნენ.
-
Not Synced
მიუხედევად ყველაფრისა, სიკვდილი არის, რაც ყველას გვაქ საერთო. არავინ გაქცეულა მისგან.
-
Not Synced
და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, ალბათ სიცოცხლის ერთადერთი საუკეთესო გამოგონებაა.
-
Not Synced
ის არის ცხოვრების change agent. ის იშორებს ძველს, რათა გაათავისუფლოს ადგილი ახალისთვის.
-
Not Synced
ახლა ახალი თქვენ, მაგრამ ოდესმე არ ისე დიდი ხნის შემდეგ, თქვენ თანდათანობით დაბერდებით და აღარ იქნებით.
-
Not Synced
ბოდის გიხდით დრამატულობისთვი, მაგრამ ესაა სიმართლე.
-
Not Synced
თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ არ გაფლანგოთ ეს ცხოვრება სხვისი ცხოვრებში.
-
Not Synced
არ უნდა ხაფანგში მიერ Dogma - რომელიც ცხოვრობს შედეგებს სხვა ადამიანების აზროვნების.
-
Not Synced
არ მისცეთ უფლება სვების შეხედულებების ხმაურმა გადაფარის თქვენი შინაგანი ხმა.
-
Not Synced
და რაც მთავარია, გქონდეთ გამბედაობა, მიჰყვეთ თქვენს ოცნებას და ინტუიციას.
-
Not Synced
ისინი როგორღაც უკვე ვიცი, სინამდვილეში ვინ გინდათ იყოთ.
-
Not Synced
ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
-
Not Synced
[აპლოდისმენტები]
-
Not Synced
როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, იყო საოცარი გამოცემა სახელად "მთელი სამყაროს კატალოგი", რომელიც იყო ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია.
-
Not Synced
იგი შექმნა სტიუარდ ბრენდმა, აქედან არც ისე შორს მენო პარკში, და ეს გააკეთა თავისი პოეტური ნაჭით.
-
Not Synced
ეს იყო გვიან 60-ებში,პერსონალურ კომპიუტერებამდე და ციფრულ გამომცემლობამდე, ასე რომ ყველაფერი იყო დამზადებული საბეჭდი მანქნებით, მაკრატლებით და პოლაროიდის კამერებით.
-
Not Synced
ეს იყო ერთგვარი, გუგლი წიგნის სახით, 35 წლით ადრე, სანამ გუგლი დაარსდა: ის იყო იდეალური, სავსე შესანიშნავი იარაღები და საინტრესო ცნებებით.
-
Not Synced
სტიუარდმა და მისმა გუნდმა მთელი სამყაროს კატალოგის რამდენიმე ნაწილი გამოსცა,
-
Not Synced
და თავისი დანიშნულება შეასრულა, გამოსცეს ბოლო ნაწილი.
-
Not Synced
ეს იყო 1970-ების შუა წლებში და მე თქვენი ასაკის ვიყავი.
-
Not Synced
ბოლო გამოცემის უკანა ყდაზე იყო სოფლის გზა დილის საათებში, ისეთი, როგორიც შეგხვდებოდათ ლოშქორობისას, მოგზაური რომ ყოფილიყავით.
-
Not Synced
ქვემოთ კი ეწერა სიტყვები: "იყავი მშიერი. იყავი უგუნური." ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი, გამოცემის დასრულებისგამო.
-
Not Synced
იყავი მშიერი. იყავი უგუნური. და ამ მე ყოველთვის ვუსურვებდი, საკუთარ თავს.
-
Not Synced
და ახლა, როცა თქვენ ამთავრეთ რათა დაიწყოს თავიდან, მე იმავეს გისურვებთ.
-
Not Synced
იყავით მშიერი. იყავით უგუნური.
-
Not Synced
დიდი მადლობა ყველას.
-
Not Synced
[აპლოდისმენტები]
-
Not Synced
[სტენფორდის უნივერსიტეტი - www.stanford.edu]
-
Not Synced
დიქტორი: ეს ვიდეო ლიცენზირებულია სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ.
-
Not Synced
გთხოვთ გვეწვიოთ standord.edu.