-
ერთი გალონი საწვავის
ფასია ორი მთელი შვიდი დოლარი.
-
რა ეღირება თოთხმეტი მთელი ექვსი გალონი?
-
გვაქვს თოთხმეტი მთელი ექვსი გალონი.
-
ყოველი გალონის
ღირებულებაა ორი მთელი შვიდი დოლარი.
-
ჩვენ შეგვიძლია, გამოვსახოთ $2.70, როგორც
2.7 დოლარი,ეს უფრო გავგვიმარტივებს საქმეს.
-
უნდა გავითვალისწინოთ, რომ $2.70,
ეს იგიევა, რაც 2.7 დოლარი ყველა გალონისთვის
-
მოდით, გავამრავლოთ.
-
დაიმახსოვრეთ, ათწილადების გამრავლებისას,
ვამრავლებთ როგორც მთელ რიცხვებს,
-
ხოლო შემდეგ ვფიქრობთ
მათ ათწილადებად გადაქცევაზე.
-
თავდაპირველად 146-ს ვამრავლებთ 27-ზე,
და შემდეგ გადავაქცევთ ისევ ათწილადებად.
-
შვიდს ვამრავლებთ ექვსზე,
და ეს არის 42, ოთხს გადავინახავთ.
-
შვიდი გამრავლებული ოთხზე არის 28 და
დამატებული ოთხი არის 32. სამს გადავინახავთ.
-
შვიდი გამრავლებული ერთზე არის
შვიდი და დამატებული სამი არის ათი.
-
მივიღეთ, რომ შვიდჯერ 146 არის 1 022.
-
ახლა გავამრავლოთ ორზე.
-
მაგრამ ეს ორი, სანამ ათწილადად
განვიხილავდეთ,არის სინამდვილეში ოცი,
-
ამიტომაც, მოდით, აქ მივუწეროთ ნული.
-
ზუსატად იმავე ხერხს
გამოვიყენებთ, რასაც ვიყენებთ გამრავლებისას.
-
ჩვენ ამჟამად
ყურადღებას არ ვაქცევთ ათწილადებს.
-
ორი გამრავლებული ექვსზე
არის თორმეტი, ერთს ვიმახსოვრებთ.
-
ორი გამრავლებული ოთხზე
არის რვა, დამატებული ერთი არის ცხრა.
-
ორი გამრავლებული ერთზე არის ორი.
ახლა ჩვენ შეგვიძლია, დავუმატოთ ერთმანეთს.
-
ორს დამატებული ნული არის ორი.
-
ორს დამატებული ორი არის ოთხი.
-
ნულს დამატებული ცხრა არის ცხრა.
-
ერთს დამატებული ორი არის სამი.
-
მივიღეთ, რომ 146
გამრავლებული 27-ზე არის 3 942.
-
მაგრამ ეს არის 146 გამრავლებული
27 ზე, და არა 14.6 გამრავლებული 2.7-ზე.
-
მოდით, გადავაქციოთ ათწილადად.
-
ამისათვის უნდა დავითვალოთ, თუ რამდენი
რიცხვი იგულისხმება ათწილადების უკან.
-
ჩვენ გვაქვს ერთი აქ და მეორე აქ.
-
ანუ, ჩვენს გამოსახულებას უნდა ჰქონდეს
ორი რიცხვი ათწილადის ნიშნის შემდეგ.
-
---ერთი, ორი, --- აი ზუსტად აქ უნდა იყოს.
-
ასე რომ, თუ ერთი გალონი 2.7 დოლარი
ღირს,14.6 გალონის ღირებულება იქნება $39.42