ერთი გალონი საწვავის ფასია ორი მთელი შვიდი დოლარი. რა ეღირება თოთხმეტი მთელი ექვსი გალონი? გვაქვს თოთხმეტი მთელი ექვსი გალონი. ყოველი გალონის ღირებულებაა ორი მთელი შვიდი დოლარი. ჩვენ შეგვიძლია, გამოვსახოთ $2.70, როგორც 2.7 დოლარი,ეს უფრო გავგვიმარტივებს საქმეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ $2.70, ეს იგიევა, რაც 2.7 დოლარი ყველა გალონისთვის მოდით, გავამრავლოთ. დაიმახსოვრეთ, ათწილადების გამრავლებისას, ვამრავლებთ როგორც მთელ რიცხვებს, ხოლო შემდეგ ვფიქრობთ მათ ათწილადებად გადაქცევაზე. თავდაპირველად 146-ს ვამრავლებთ 27-ზე, და შემდეგ გადავაქცევთ ისევ ათწილადებად. შვიდს ვამრავლებთ ექვსზე, და ეს არის 42, ოთხს გადავინახავთ. შვიდი გამრავლებული ოთხზე არის 28 და დამატებული ოთხი არის 32. სამს გადავინახავთ. შვიდი გამრავლებული ერთზე არის შვიდი და დამატებული სამი არის ათი. მივიღეთ, რომ შვიდჯერ 146 არის 1 022. ახლა გავამრავლოთ ორზე. მაგრამ ეს ორი, სანამ ათწილადად განვიხილავდეთ,არის სინამდვილეში ოცი, ამიტომაც, მოდით, აქ მივუწეროთ ნული. ზუსატად იმავე ხერხს გამოვიყენებთ, რასაც ვიყენებთ გამრავლებისას. ჩვენ ამჟამად ყურადღებას არ ვაქცევთ ათწილადებს. ორი გამრავლებული ექვსზე არის თორმეტი, ერთს ვიმახსოვრებთ. ორი გამრავლებული ოთხზე არის რვა, დამატებული ერთი არის ცხრა. ორი გამრავლებული ერთზე არის ორი. ახლა ჩვენ შეგვიძლია, დავუმატოთ ერთმანეთს. ორს დამატებული ნული არის ორი. ორს დამატებული ორი არის ოთხი. ნულს დამატებული ცხრა არის ცხრა. ერთს დამატებული ორი არის სამი. მივიღეთ, რომ 146 გამრავლებული 27-ზე არის 3 942. მაგრამ ეს არის 146 გამრავლებული 27 ზე, და არა 14.6 გამრავლებული 2.7-ზე. მოდით, გადავაქციოთ ათწილადად. ამისათვის უნდა დავითვალოთ, თუ რამდენი რიცხვი იგულისხმება ათწილადების უკან. ჩვენ გვაქვს ერთი აქ და მეორე აქ. ანუ, ჩვენს გამოსახულებას უნდა ჰქონდეს ორი რიცხვი ათწილადის ნიშნის შემდეგ. ---ერთი, ორი, --- აი ზუსტად აქ უნდა იყოს. ასე რომ, თუ ერთი გალონი 2.7 დოლარი ღირს,14.6 გალონის ღირებულება იქნება $39.42